Wednesday, February 20, 2013

ქართული ხალხური საკრავები

ქართული ხალხური საკრავები


საქართველოში ხალხური საკრავების სამი ჯგუფია ცნობილი: ჩასაბერი საკრავები- სალამური (უენო და ენიანი),  გუდასტვირი (აჭარაში ჭიბონი), სოინარი (ლარჭემი); სიმებიანი: ჩამოსაკრავი - ფანდური, ჩონგური, ჩანგი; ხემიანი — ჭუნირი,  ჭიანური; დასარტყამი: დოლი, დიპლიპიტო, დაირა. საქართველოში ასევე გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავები: ქამანჩა, საზი, თარი, ზურნა, დუდუკი(რომელმაც ქართული ოსტატებისაგან სახეცვლილება განიცადა და საქრთველოში დამკვიდრდა)  და სხვ.

Saturday, February 9, 2013

საგავარეულო ფონდი

დაფუძნებული ,,ბექაურთა და ფუძით ბექაურთა-დიდებაშვილთა ერთობის დევიზია:    "ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია"                                                                "'ბექაურთა და ფუძითბექაურთა-დიდებაშვილთა''   საგვარეულო ფონდის ანგარიშის ნომერი არის "GE27BG0000000274084300" სს საქართველოს ბანკი                                                  
ბექაურთა და ფუძით ბექაურთა-დიდებაშვილთა დაფუძნებული ერთობის მიზანია:
1. საგვარეულოს თითოეული წევრის შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა;
2. გაწიოს ქველმოქმედება დაფუძნებული ერთობის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით;
3. მომავალი თაობის წახალისება და ასევე შეჭირვებული ოჯახების დახმარება                          
დაფუძნებული ერთობის მართვის უმაღლესი ორგანოა ერთობის წევრთა საერთო კრება. საერთო კრებაზე ხდება გამგეობის წევრთა არჩევა.ერთობის წევრი შეიძლება გახდეს სრულწლოვანი (ბექაური ან ფუძით ბექაური-დიდებაშვილი) მოქალაქე.
ერთობის ფონდი ივსება: შემოწერილობის, საწევრო ანარიცხებისა და სხვა კანონიერი საშუალებების ხარჯზე. ერთობის ყველ წევრს უფლება აქვს გავიდეს ერთობის წევრობიდან, ნებისმიერ დროს.                                                                                                                 " ბექაურთა და ფუძით ბექაურთა-დიდებაშვილთა"   საერთო კრებაზე არჩეულმა გამგეობამ დაადგინა ერთობის წევრად გახდომის სავალდებულო საწევრო გადასახადი (თვეში 2,50 ლარი) რაც წელიწადში შეადგენს 30 ლარს, რომლის გადახდის შემდეგ ხდება (სს საქართველოს ბანკის) ქვითრის წარმოდგენა.