რომელსაც უკანაახოში უცხოვრია.. კერძოდ კი სოფელ უკაანახოსთან ახლოს ბექის პირას, სადაც მისი სახლი იდგა იმადგილს ლიფოდი ერქვა თურმე. (უკანაახოში ლიფოდა ორ ადგილს ქვია, არსებობს ზემო და ქვემო ლიფოდა. ზემო ლიფოდა ძნელად მისასვლ ადგილას არის, ამიტომ იქ ცხოვრობდნენ, რადგანაც მტრისაგან დაცვაში ადგილმდებარეობაც უწყობდათ ხელს, ხოლო ქვემო ლიფოდაში მიწები ქონდათ) გორზამალი ძალზედ ძლიერი და გულადი კაცი ყოფილა.. გორზამაულთსახლის წინ მტერი შიშით ვერ გაივლიდა თურმე, ის კი არა გორზამაულთ სახლის მხარეს შიშით ვერც კი იყურებოდნენ..
ივანე შალამბარის ძეს ხაშური– ბორჯომის რკინიგზაზე დაუწყია მუშაობა. შემდეგ ლიკანში რომანოვებისსასახლეში გადასულა სამუშაოდ. რომელსაც 1873 წლს 28 წლის ასაკში, ცოლად ხაშურის რაიონის სოფელალის მკვიდრი 16 წლის კატო გიორგის ასული ნოზაძე შეურთავს ცოლად. (სოფელ ალის საეკლესიო არქივი) ივანესა და კატოს სამი შვილი შესძენიათ. ორი ბიჭი (კონსტანტინე და ვლადიმერ) და ერთი გოგონინო. კონსტანინე 1876 წელს სოფელ ალში დაბადებული. შეშემდეგ როგორც გადმოცემით არის ცნობილი ივანეს ცოლშვილი მამაპაპისეულ სახლში კიტოხში გადმოუყვანია საცხოვრებლად . 1878 წელს ნინო და 1882 წელის 27 დეკემბერს ვლადიმერი კიტოხში შესძენიათ. ივანე სამწუხაროდ გარდაცვლილა, დაობლებული ბიჭები ბერასთან(რომელიც ბიძად ერგებოდა) წასულან ხარკოვში. ხოლო ეკატერინე და ნინო სოფელ ალში, მამის სახლში გადასულან საცხოვრებლად.
ბერას ვლადიმერი თავისთან დაუტოვებია სახლში, ხოლო კოსტა(კონსტანტინე) შეძლებულ დაგანათლებულ ოჯახში მიუყვანია და დაუტოვებია საცხოვრებლად, რადგან ასე ძმების ცალ ცალკე ცხოვრების შემთხვევაში უფრო გაუადვილდებოდათ რუსული ენის საფუძვლიანად დაუფლება.სამწუხაროდ კონსტანტინე გარდაცვლილა(რადაგან სპირტიანი სასამელის სმა დაუწყია, რაც მის ახალგაზრდა და ორგანიზმს ვერ აუტანია). ვლადიმერი კი ვინაიდან გამოგონებლის ნიჭით იყოდაჯილდოვებული სხვადასხვა რკინის დეტალი თუ ნივთი მოჰქონდა თურმე სახლში და სულ რაღაცისაწყობით და გაკეთებით იყო დაკავებული. მისი ეს საქციელი (საცხოვრებელი სახლის გამოგონებისათვისსაჭირო ნაწილებით დანაგვიანება) ყოფილა მიზეზი ბერას მეორე ცოლისა და ვლადიმერს შორისკონფლიქტის მიზეზი. რის შემდეგაც უკან დაბრუნებულა. საქართველოში დაბრუნებულს მცირეწლოვანიდა გარდაცვლილი დახვედრია. სოფელ ალის არქივის მონაცემებით ნინო 1894 წელს გარდაცვლია 16 წლის. (თურმე სულ უბრალო ამბულატორიული ჩარევაც რომ ყოფილიყო შესაძლებელი გადარჩებოდა) ვინაიდანსამედიცინო დაწესებულება არ იყო არც მი სოფელში და არც სადმე ახლოს. ვლადიმერს რომელიც დისსაფლავზე მისულა დაუფიცია, თუ შევძელი რაიმე მომავალში და საშუალება მექნა აქ საავადმყოფოსავაშენებ რადაგან ასეთი შემთხვევებსაგან სხვა მაინც დაზღვეული იყოსო. (რაც შეასრულა კიდეც). დედა ატყობდა როგორ იყო ვლადიმერი სწავლისათვის მოწადინებული, ხოლო ვინაიდან სწავლისათვის საჭირო გადასახადი არ გააჩნდა დიდ თავად მიხეილ რომანოვისათვის უთხოვია დახმარება, რათა მას ეშუამდგომლა ხაშურის მიხელის სახელობის რკინიგზის სკოლაში, რომ გაეწიათ გამონაკლისის სახით შეღავათი, როგორც ყოფილი რკინიგზელის ობოლი და მარჩენალ დაკარგული ხელმოკლე შვილისათვის. ეს შეხვედრა ხაშურში მომხდარა.იმ პერიოდში ლიკანში ისვენებდა დიდი თავადი მიხეილ რომანოვი. რომელიც უნდაშეხვედროდა ადგილობრივ მუშა მოსამსახურებს, რათა მთი პრობლემები ადგილზე მოესმინა. ამ ამ შეხვედრაზე დაქვრივებულ შავებში ჩაცმულ კატოს სიტყვა მოუთხოვია და დიდი თავადისათვის, სკოლაშიშვილის გადასახადის გარეშე მიღება უთხოვია. დიდ თავად მიხეილს მოუსმენია მისი სათხოვარი და ასე უთქვამს, იმისათვის რომ უფასოდ ისწავლოს ან მოქმედი რკინიგზელის შვილი უნდა იყოს ან ვინმე რკინიგზელი უნდა იყოს მეურვეობდეს, ხოლო რაც შეხება გასასახადს, თუ კარგად ისწავლის გადასახადს არ გადაიხდის, ჩევენ ნიჭიერ მოსწავლეებს პირიქით ვეძებთო. ვლადიმერის მეურვეობა უკისრია კატოს დის ქმარს ხაშურში მცხოვრებ რკინიგზელ დომენტი ჭანტურიას. ასე მიუღიათ ვლადიმერი ხაშურის რაიონის ხაშურის მიხელის სახელობის რკინიგზის სკოლაში, რომელიც 1899 წელს დაუმთავრებია წარჩინებით.(ამჟამად ხაშურის მე–13–ე სკოლა).სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, იმავე წელს ჩაირიცხა და 1903 წელს დაამთავრა თბილისისმიხეილის რკინიგზის ტექნიკური ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც 1903 წელს წარჩინებით დაამთავრარკინიგზისა და გვირაბების მშენებელ-ტექნიკოსის სპეციალობით. მშობლიურ მხარეში დაბრუნებულიახალგაზრდა სოფელ ლაშესთან გვირაბის აშენებაში მონაწილეობდა.1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებშითავისი თვითნაკეთი ზარბაზნის გამოყენების გამო იძულებული გახდა ჟანდარმერიას გაქცეოდა და ციმბირსმიაშურა. 1907 წელს საცხოვრებლად გადავიდა ციმბირში, შემდეგ კი პეტერბურგში. ციმბირიდან მომავალმაგაიცნო წარმოშვებით შვედი ორი და გვარად ვალსტრემები, რომელთა მამა პეტერბურგის პუტილოვისქარხნის მჭედელი იყო. ამ დებიდან უმცროსი ლიდია ცოლად შეირთო. ლიდია დის სანახავად ყოფილაჩასული ციმბირში, სადაც მისი და მოხალისედ იყო წასული რუსეთ იაპონიის ომში ჯარისკაცებისმომვლელ მედდად, სადაც ლიდიას დას ფეხი დაშავებოდა. ვლადიმერმა ლიდია და მისი და მაშინ გაიცნო,როდესაც დის სანახავად ჩასული ლიდია დასთან ერთად, რომელიც იმდენად გამოჯანმრთელებულიყო,რომ უკვე მგზავრობა შეეძლო, უკან პეტერბურგში ბრუნდებოდა თურმე. პირველი მსოფლიო ომისდაწყებამდე პეტერბურგში გადავიდა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებს დაუმეგობრდა.იქედან კი მთელი არსებით თავისი ოცნების _ ზემძლავრი იარაღის საგამომგონებლო ძიებებს მიეცა.პეტერბურგში ცხოვრბის საწყის პერიოდს განეკუთვნება მისი მთელი რიგი გამოგონებები, მ. შ.აღსანიშნავია - ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის ხერხი, რომლის პატენტი შეისყიდეს გერმანიაში,საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში. ვლადიმერ ბექაურმა პეტერბურგში ზედიზედგამოიგონა: `მოძრავი ქაღალდის ლენტზე დროის აღმნიშვნელი~, `ვაგონების მოცდენის აღრიცხვისა დარეგისტრაციის აპარატები, `მცურავი ნაღმის პერისკოპი~, `ელექტრონული სიგნალიზაციის მოწყობილობა, და ა.შ.
1919 წლისთვის მას უკვე გამოგონებული ჰქონდა ძალზე ორიგინალური აპარატი, რომლის ნათურებიბგერითი ბრძანებით ინთებოდა, ან ქრებოდა, რის შედეგადაც ცეცხლგამძლე კარადებისა და სეიფებისკარებები ავტომატურად იღებოდა ან იკეტებოდა. 1920 წელს მან მოსკოვში საბჭოთა მთავრობას შესთავაზაახალი გამზადებული გამოგონება რადიომართვითი ნაღმი~. ჩვენი თანამემამულე ასე ახასიათებდა მას: “ესკეთილშობილური იარაღია და განკუთვნილია მხოლოდ თავდაცვისათვის. როდესაც მე სრულიადახლგაზრდა ვიყავი და ვფიქრობდი გამეკეთებინა ზარბაზანი, ჩავიფიქრე ეს იარაღი, მაგრამ გაკეთება ვერმოვასწარი. დიდი ეშმაკობა არ არის იმაში, რომ იმპულსები გააგზავნო და მუხტი ააფეთქო, _ ეს ყველასშეუძლია. მაგრამ მტერი ცბიერია, მან იცის, რომ ნაღმებია. ის გაუშვებს იმპულსების ბათქს ყველა ტალღაზედა ყველაფერს გაასუფთავებს. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, საჭიროა ნაღმი მხოლოდ შენს საიდუმლოსიტყვას გამოეხმაუროს, როგორც ამას აკეთებს გამოზრდილი ძაღლი”.შრომისა და თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა ვლადიმერ ბექაურისათვის შეექმნა ყველა პირობა გამოგონებაზესამუშაოდ. იმავე წლის 9 აგვისტოს ჩვენს თანამემამულეს მისცეს მანდატი, რომელშიც ნათქვამი იყო: “მიეცაეს ვლადიმერ ივანეს ძე ბექაურს, შრომისა და თავდაცვის საბჭოს 1921 წლის 18 ივლისის დადგენილებისსაფუძველზე, მასზედ, რომ დავალებული აქვს სასწრაფოდ განახორციელოს მისივე სამხედრო-საიდუმლოხასიათის გამოგონებები”. შემდეგ ჩამოთვლილი იყო ბექაურისათვის მინიჭებული უფლებები. მანდატსხელს აწერდა შრომისა და თავდაცვის საბჭოს თავჯდომარე ვ. ულიანოვი (ლენინი).ვლადიმერ ბექაურმა თავისი ლაბორატორია პეტროგრადში პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან ახლოს ლესნაიაში მოაწყო. ლაბორატორია შემდგომში თანდათან გაფართოვდა და ექსპერიმენტულ ქარხნადგადაკეთდა. თავდაპირველად ლაბორატორიას ეწოდა `სამხედრო გამოგონებათა სპეციალურიდანიშნულების განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო~, შემდგომში კი მას შემოკლებით `კბ-5~ დაერქვა. ესსაკონსტრუქტორო ბიურო ძალზე გასაიდუმლოებული იყო და არავინ იცოდა თუ რა საქმიანობით იყვნენ იქდაკავებული.სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე ვლადიმერ ბექაურმა მოასწრო თავის სპეციალურ საკონსტრუქტორობიუროში დაემუშავებინა ნაღმების, ტორბედოების წარმოება და წყალქვეშა ცურვა, კავშირგაბმულობა,საპარაშუტო ტექნიკა და სხვა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა წყალქვეშა ტორბედოები სამხედრო გემებისასაფეთქებლად. უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენდა ფუგასები, რადიოტალღებით მართულიკატარღები და სხვა.ბექაურმა გამოიგონა აპარატურა საჰაერო-სადესანტო ოპერაციათა ტექნიკური უზრუნველყოფისათვის დადაამუშავა არაერთი ორიგინალური კონსტრუქცია რადიოტექნიკაში, კავშირგაბმულობასა დაელექროტექნიკაში.სამხედრო შეიარაღებაში დამსახურების გამო ვლადიმერ ბექაური დააჯილდოვეს ლენინის, წითელიდროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით. მრავალგზის იყო სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1931წელს მიღებული სტალინური პრემიით მშობლიური ხაშურის რაიონის სოფელ ალის კოლმეურნეობასუყიდა ტრაქტორი. 1934-36 წლებში გამოგონებებისათვის მიღებული სახელმწიფო პრემიებით კი ააშენასაავადმყოფოები ხაშურსა და სოფელ ალში, შეუძინა მათ სამამულო და საზღვარგარეთული სამედიცინოაღჭურვილობა. მილიონი რუბლი გადარიცხა ვოლგისპირეთის დამშეული მოსახლეობისათვის.იმ გამოგონებათა შორის, რომელიც ქვეყნის თავდაცვას აძლიერებდა, უმნიშვნელოვანესი იყო`რადიომართვითი ნაღმი~, რომლის გამოც ფაქტიურად ქვეყნის ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთოქართველი გამომგონებლის შემოქმედებით ფანტაზიას, თავისი იდეის სრულყოფილად განხორციელებაშივლადიმერ ბექაურის კონსულტანტი და თანაავტორი იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის უხუცესიპროფესორი მიცკევიჩი.რადიოტალღებით მართვის ნაღმების, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ვარიანტების დამუშავებაზე სამიწელი გავიდა და მხოლოდ 1925 წლის მაისში განაცხადა ბექაურმა, რომ ყველაფერი მზად ჰქონდა. სამხედროსახალხო კომისრის მიხეილ ფრუნზეს თანდასწრებით ბექაურის ნაღმების აფეთქების გამოცდისბრწყინვალედ ჩაბარების შემდეგ სამხედრო კომისარმა გამომგონებელს მადლობა გადაუხადა. ბექაური კიგანაგრძობდა გამოგონების სრულყოფას და მიცკევიჩთან ერთად მრავალი ექსპერტიზის შემდეგმეცნიერულად დასაბუთდა ბექაურ-მიცკევიჩის რადიომართვითი ნაღმების ვარგისიანობა .იგი უყოყმანოდიქნა მიღებული წითელი არმიის შეიარაღებაში. უახლესი სამხედრო იარაღის კოდური დასახელებათავდაპირველად იყო `ბემი~, რომელიც შედგებოდა გამომგონებელთა გვარების საწყისი ასოებისაგან, კიდევუფრო სრულყოფის შემდეგ იარაღმა უბრალოდ `ბმ~-ის სახელწოდება მიიღო. მან უდიდესი წვლილი შეიტანაფაშიზმზე გამარჯვებაში.მეორე მსოფლიო ომის დროს პირველად გამოიყენეს ზესაიდუმლო და ზემძლავრიიარაღი, რომელიც შემდგომში შიშის ზარს სცემდა გერმანელ ფაშისტებს. ამ იარაღის თავდაპირველივარიანტის ავტორი და შემქმნელი მიცკევიჩთან ერთად იყო ვლადიმერ ბექაური.ომის დაწყების დღეს _ 1941 წლის 22 ივნისს გამართულ პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე სხვა ფრიადმნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩქარი ტემპით დაიწყოდანადგარ ბმ-13-ის ფართომასშტაბიანი სერიული წარმოება. ზუსტად ერთი თვის შემდეგ _ 1941 წლისივლისში ცეცხლოვანი ზალპის მოძრავმა დანადგარმა მიიღო თავისი არაოფიციალური სახელწოდებაკატიუშა, რომელსაც იმ დროს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნებოდა. აქვე დავამატებთ იმასაც, რომსწორედ ბექაურის მიერ დაარსებულ ექსპერიმენტულ ქარხანაში დამუშავდა და ათვისებული იქნა 1939-1940წლებში `ბმ-13-ისათვის, შემდგომში `კატიუშასათვის~ საჭირო საბრძოლო მასალები, რომელიც შექმნესბექაურის მიერ აღზრდილმა სპეციალისტებმა. საბჭოთა კავშირის გმირი, გენერალ-პოლკოვნიკი ხრენოვიბმ-13-ის მეშვეობით ჯერ კიდევ 1941 წელს ოდესაში განხორციელებულ ოპერაციას ასე აღწერს:აფეთქების ეფექტი პატარა მიწისძვრას ჰგავდა. მტრის მონაცემებით აქ დაიღუპა 50 გენერალი და ოფიცერიდა 100-ზე მეტი ჯარისკაცი. ეს მრისხანე იარაღი, რომელსაც ჰიტლერმა `ჯოჯოხეთის მანქანა” უწოდა, ფართოდ იყო გამოყენებული სამამულო ომის ფრონტებზე. `ბემით~ იყო დანაღმული მოსკოვის,ლენინგრადის, სტალინგრადის, ტუაფსეს მისადგომები, საქართველოსა და ოსეთის სამხედრო გზები. იგიგამოიყენებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ობიოექტების ხიდების, გზების, გერმანელთა სამხედრო შტაბებისასაფეთქებლად.მართალია, ვლადიმერ ბექაურის მიერ შექმნილი იარაღი ფაშიზმზე გამარჯვებას სჭედდა, მაგრამ ყოველივეამას ის ვერ მოესწრო. იგი ცხოვრებიდან მაშინ წავიდა, როდესაც შემოქმედებითი მუშაობის ზენიტში იყო. ბევრი ჩანაფიქრი დარჩაგანუხორციელებელი. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტა-თვითმფრინავის დაუმთავრებელი პროექტები. გადმოცემით ბექაურის მოსწავლემ მისი დედის კატოსსაპატივსაცემოდ დაარქვა "კატიუშა". სწორედ ვლადიმერ ბექაურის ხელმძღვანელობით შემუშავდა დასაბჭოთა არმიის შეიარაღებაში შევიდა დისტანციურად მართვადი რადიოფუგასები, სახელწოდებით"ბემი". მისი მოქმედების პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა: მენაღმეები სტრატეგიული მნიშვნელობისობიექტზე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლებოდა დაეკავებინა მოწინააღმდეგეს, წინასწარ ჩააწყობდნენრამდენიმე ასეულ კგ ტროტილს, საგულდაგულოდ შენიღბავდნენ და მასზე ამონტაჟებდნენრადიოტალღების მიმღებ ხელსაწყოს, რომლის ანტენაც ასევე შენიღბულად მონტაჟდებოდა შენობაზე. მასშემდეგ, რაც გერმანელი სამხედრო ხელმძღვანელობა დაიკავებდა ოკუპირებულ ქალაქში ყველაზეკეთილმოწყობილ სახლს და იქ შტაბს განათავსებდა, ქალაქში დარჩენილი საბჭოთა მზვერავები იწყებდნენსახლის თვალთვალს. როდესაც დაადგენდნენ, რომ ამ შენობაში იმართება შტაბის თათბირი ან ბერლინიდანმაღალჩინოსნები სტუმრობენ, ისინი მოსკოვში სმერშს მობილური რადიოსადგურიდან დაშიფრულშეტყობინებას გაუგზავნიდნენ. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მოსკოვში იღებდნენ და იქიდან მძლავრისტაციონარული რადიოსადგურიდან გამოგზავნილი რადიოსიგნალებით აამოქმედებდნენ კონკრეტულშენობაში ჩადებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც, როგორც წესი, შენობას მთლიანად ანგრევდა.
ბერლინის გენშტაბში შევიდა შეტყობინებები ოკუპირებული საბჭოთა ტერიტორიების სხვადასხვანაწილიდან, როდესაც მოულოდნელი აფეთქებები ხდებოდა აეროდრომებზე, ხიდებზე, შტაბებისშენობებში, თანაც სწორედ იმ მომენტში, რომ მსხვერპლი დიდი ყოფილიყო, თითქოს ვიღაცუთვალთვალებდა და საჭირო დროს ახდენდა აფეთქებას. დიდი ხნის დეტალური გამოძიების შემდეგგესტაპომ დაადგინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოულოდნელი აფეთქებები საათის მექანიზმით კიარა, არამედ რამდენიმე ასეული კმ-დან გაგზავნილი რადიოსიგნალებით ხდებოდა. რაც ხსნიდა მთავარსაიდუმლოებას, თუ რატომ იღუპებოდა უამრავი გერმანელი სამხედრო. ჰიტლერის ბრძანებით გერმანიისსპეცსამსახურები ომის ბოლომდე ცდილობდნენ დაედგინათ, თუ ვინ იდგა საბჭოთა დისტანციურადმოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკან, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა - საბჭოთაზესაიდუმლო რადიომართვადი ბომბების შემქმნელი ჯერ კიდევ 1938 წელს დახვრეტილი ქართველიინჟინერ-გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური იყო.მიუხედავად მისი თავდაუზოგავი შრომისა, პარტიისა და ხალხის ერთგულებისა, ადამიანს, რომელმაცდიდი როლი შეასრულა საბჭოთ არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის უახლესი ტექნიკის შექმნაში.საბჭოთა ხელისუფლებამ მას გერმანიის ჯაშუშობა დააბრალა ,1937 წელის 8 სექტემბერს ეჟოვისგანკარგულებით დააპატიმრეს და 400-მდე გამოგონების ავტორი 1938 წლის 8 თებერვალს დახვრიტეს. 1956წელს ვლადიმერ ბექაური მთლინად იქნა რეაბილიტირებული.
გადმოცმის თანახმად, სოფელ უკანაახოში მცხოვრებნი დაპირისპირებიან სოფელ ბუჩუკურთაში მცხოვრებთ. კერძოდ უკანაახოში მცხოვრებთ (წიკლაურებს, ხარხელაურებს, ბექაურებს, ბუბუნაურებს, თამნიაურებსა, თლოშიაურებს და სხვა...) მიწისადა წყლის გულისათვის უკმაყოფილება მოსვლიათ სოფელ ბუჩუკურთაში მცხოვრებ ბუჩუკურებთან. სადაო საგანსწარმოადგენდა წყლის წისქვილის გასაკეთებლად მოსახერხებული ადგილები და ასევე ხევის პირზე ტყის, ჭალისა და ასევესათიბად გამოსაყენებელი ფერდობები. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულა. ერთმანეთისკენ სამკვდროსასიცოცხლოდ წყლის მარცხენა მხარიდან უკანაახოელნი და წყლის მარჯვენა მხრიდან ბუჩუკურნი იარაღით მიწეულანერთმანეთისაკენ. კონფლიქტს ისეთი სახე მიუღია რომ ერთმანეთის დაჭრასაც არ მორიდებიან, გადმოცემის მიხედვითშეტაკება ისეთი მაშტაბის იყო თურმე რომ წყალი სულ წითლად შეღებილა, ამ დაპირისპირებას და ერთმანეთისწინააღმდეგ შეტაკებით გამოწვეულ განგაშის ზარსა და ხმაურს გუდელამდის(ბარისახოს ახლოს ადგილი) მიუღწევია სადაცმეზობელი სოფლის მცხოვრებნი მუშაობდნენ. მეზობელი სოფლის ჩარევის შემდეგ მძლივს მომხდარა იმ დღეს ამ ორიდაპირისპირებული სოფლის დაშოშმინება, მაგრამ რადგანაც ორივე მხარე ისევ თავის პოზიციას იცავდა და რომკონფლიქტი და სისხლის ღვრა ისევ არ განახლებულიყო, ამ ამბის გასარჩევად შეკრებილან მიმდებარე სოფლებშიმცხოვრები ჭკუათსაკითხავი კაცები. ერთ ერთი ასეთი კაცი ყოფილა გიგა გიგაური, რომელიც მთელ იმ მხარეში დიდიგავლენით სარგებლობდა. გიგა გიგაური უკანაახოელი ქალის შვილი იყო (გიგა გიგაურის დედა გორზამლ ბექაურისმამიდა იყო თურმე, დღევანდელი ხადაანთ ბექაურების წინაპრის. როგორც გორზამალ ბექაური დღევანდელ უკანახოშიცხოვრობდა, კეროდ კი იმ დასახლებას ლიფოდი ერქვა თურმე) რჩეულ კაცებს ყველას თავისი საკუთარი აზრიგამოუთქვამს, გიგას კი ასე უთქვამს, რადგან აქამდე წყალი საზიარო იყი და სათიბები ყველა თავის მხარეს ქონდა,რადგანაც ბუჩუკურებმა დაარღვიეს ძველად დადგენილი საზღვრები, ამიტომ ამიერიდან აღდგება ყველაფერი ძველსაზღვრებში, ხოლო თუ რამე სადაო იყო ის ადგილები უკანაახოელთა საკუთრება უნდა გახდესო. ეს რა თქმა უნდა არმოსწონებიათ ბუჩუკურებს. მათ უთქვამთ გიგა თავის დედის ძმის სოფელს მიუდგა და სამართალს კარგად არ არჩევს დამათ მხარს იჭერსო, მაგრამ გიგას თავისი ჭაღარა წვერი და ულვაში დაუფიცია, თუ ეს გადაწყვეტილება არ მოგწონთ, მაშინჩემი საგვარეულო მიეხმარება უკანაახოვლებს და მაშინ ხმალმა გადაწყვიტოს სიმართლეო. რის შემდეგაც ბუჩუკურებს სხვაგზა აღარ დარჩენოდათ დათანხმებულან ამ პირობებს, რადგან გიგას და უკანაახოვლების გაერთიანებული პოზიციისწინააღმდეგ ბუჩუკურთა სასარგებლოდ არავინ წასულა, რადაგან მათთან დაპირისპირებას მორიდებიან. გიგას თანგაუფრთხილებია ბუჩუკურები, მასეთმა ამაყმა და ქედმაღალმა საქციელმა შეიძლება მომავალში ბევრ უსიამოვნობასგდაგყაროთო.
ამ ამბიდან რამოდენიმე ხნის გავლის შემდეგ გორზამა ბექაური დაპირისპირებია დათვისში და მოწმაოში მცხოვრებთ. გადმოცემამ არ შემოგვინახა კერძოდ ვის, გიგაურებს თუ მათი გადასახლების (როგორც ცნობილია ბლოდანჩამოსახლებული გიგაურები, რომლებიც დათვისში, მოწმაოში და გველეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ შედარებით ბარშიჭართალში გადასახლებულან და იქიდან კი აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეში დაფუძნებულან, რის შემდეგაცდასაბამი მიუციათ რამოდენიმე გვარისათვის) შემდეგ აქ ჩამოსახლებულ სამაგანძუროს ხევსურებთან კერძოდ კიარაბულებთან. დაპირისპირება წყლის წისქვილების შესახებ მომხდარა.. რადგან გორზამა არ აძლევდა უფლებასწისქვილების გაკეთების, ხოლო როცა მის წისქვილში ფქავდნენ შემოსავალი ქონდა მინდის სახით. ეს ადგილები ჩემინათესავის არის და მე მეკუთვნისო.
გორზამალს უკანაახოში (უფრო სწორედ კი იმ დასახლებას ლიფოდა ერქვა) ტყეში, ბექის პირას ჰქონია სახლი დამაღლიდან დიდი სიპები ჰქონია დახურებული, რათა მტერი არ ჩასვლიყო მაღლიდან.. კარებიდან კი ვერავინ შეჰბედავდასამტროდ მისვლას, რადგანაც შეუდარებელი მეომარი ყოფილა. ვერც ვერავინ ბედავდა მის მოკვლას. დათვისელებს დამოწმაოლებს ჩუმად მოუსყიდიათ ვინმე თლოშიაური, რომელსაც უთქვამს, რომ როცა მარტო იქნება და ეძინება მაშინშემოვატრიალებ წყლიან ჭურჭელს ჭალის მხარესო.. მართლაც როცა მარტოს ეძინა, დასცემიან და მისთვის მძინარესათვისთავი მოუჭრიათ. დარჩენია ფეხმძიმე ცოლი, რომელიც იმ დროს ტყეში კენკრის მოსაპოვებლად იყო თურმე წასული.. ქალსქმრის მოჭრილი თავი ხელში აუღია და გუდამაყრისაკენ წამოსულა.. თან თურმე ფეხმძიმეს სიარული უჭირდა.. ფხიტურისმთაზე რომ ამოსულა,თან თურმე მუცელში თავისთვის თავის შვილს ელაპარაკებოდა: ნუ გეშინია მამაშენის თავიმიგვიძღვის წინო, გაიზრდები და ძველ ფუძეზე ისევ მოხვალო. შემდეგ დაღმართზე დაუგორებია რადგანაც თვითონაცმძლივს მოდიოდა თურმე.. ასე წვალებით მოუღწევია გუდამაყარში ზემო კიტოხამდე, სადაც მისი ქმრის ბიძაშვილები ხევგაღმა გორის ძირას ცხოვრობდნენ თურმე.. ასევე ზემო კიტოხში ნაკვეთები ქონიათ გამსში მხოვრებ ბექაურებს. ქალს ვაჟიგასჩენია და ხადა დაურქმევიათ. ამ ამბის შესახებ მოგვითხრობს ზეპირი გადმოცემით შემორჩენილი ეს ლექსი.
ბადუნავ თლოშიაურეო,
პირიმზეც დაგძლევს ჯვარითა.
დაგვთხარე დარანშიითა,
ფარულ ღალატის ძალითა.
დაგვთხარე დარანშიითა,
ფარულ ღალატის ძალითა.
როგორ შეგრჩება არ ვიცი,
მტრის გზის ჩვენება მალვითა.
გორზამეულის ღალატი,
საქმის მოხდენა ავითა.
რომ არა შენი ნაქნარი,
ვინ შეჰბედავდა ხმალითა.
თუ დაშჩა ამბის მომკითხე,
ვაჟკაც თუ გაჩნდა გვარითა,
გვარის გამოცვლა მოგიწევს,
სისხლი თავს გაწევს ვალითა.
ან კიდევ აყრა აქედან,
არ შეეყარო თვალითა.
ნეტავი არ გაჩინდება?
ყმა შუღლიის მაძებარია?
გაჩნდეს და ნუმც გაიზედება,
თუ არ იძიოს შურია.
ნეტავი არ გაჩინდება?
ყმა შუღლიის მაძებარია?
გაჩნდეს და ნუმც გაიზედება,
თუ არ იძიოს შურია.
იმ დროას სოფელ გოგანაურთაში (დიდებანი) დაბადებულა ბიჭი რომლისათვისაც დიდება დაურქმევიათ. ბიჭებიდავაჟკაცებულან. ხადა ბექაური უდიდესი ძალის პატრონი ყოფიალა. ასევე ძლიერი ყოფილა დიდება ბექაურიც. ხადა მასზეუფროსი ყოფილა. განთქმულ მოჭიდავედ და ფალავნად ითვლებოდა თურმე მთაში. იმ დროს თურმე ირანელათაგანთქმულმა ფალავანმა საქართველოს ყველა მოჭიდავე დაამარცხა. შეწუხებულმა თავადებმა საქართველოს ყველაკუთხეში დაავალეს ვაჭრებს რათა მოეძიათ ძლიერი ქართველი ფალავანი, რათა ეს სირცხვილი ჩამოერეცხათ. ერთერთმამცხეთელმა ვაჭარმა თქვა რომ გუდამაყარში იყო კაცი სახელად ხადა, ისეთი ძალის პატრონი, რომელსაც ხანდახან ურემში შებმული ხარებისათვის მუშაობის დროს, როცა რომელიმე ხარს გაუჭირდებოდა შეეძლო დაღლილი ხარისმაგივრად გაეწია უღელი. მცხეთელმა თავადებმა აფრინეს თურმე მაცნე ამ უცნაური ძალის მქონე კაცის ჩამოსაყვანად.
როცა მივიდნენ თურმე იმ დროს ხადა ზემო კიტოხის მაღლა მთაში სათიბად იყო წასული და თითქმის მთელი ზაფხულითიბვისგან ენერგია დაკარგული ქონადა. ვერ წამოვალო უთქვამს, მთელი ზაფხულია ვთიბავ და მე რაღა ჭიდაობის ძალამაქვსო. ამ დროს თურმე ხარები დაეჭიდნენ ერთმანეთს და ვეღარ აშველებდნენ მენახირენი. ხადა მისულა და მოუკიდიახელი ორივესთვის ყურზე თუ რქაზე და გაუშველებია.. ამის შემხედვარენი მისი ძალის გამო გაოცებულან.– შენდაღლილობის რა გეტყობაო უთქვამთ. ხადა გაჰყოლია მცხეთაში, თან თურმე დიდებაც წაუყვანია. მცხეთაში ჩასულსუთქვამ –ცოტა დასვენება მინდა ჭიდაობა რომ შევძლოვო. ორი კვირა სულ საუკეთესო საჭმელები უჭმვიათ თავადებს.ბოლოს იქმდე მისულა საქმე რომ ხადას ამდენი შემწვარი – მოხრაკული და ცხიმიანი საჭმელის შემდეგ დოში ჩაყრილიპური უნატრია. შენ ოღონდ რამე ინატრე და თუ კი რაიმე შეგვიძლია ყველაფერ გავაჩენთო, უთქვამს თავადებს დადო(კარაქის შედღვების შემდეგ, გადამუშავებული რძის მეორადი პროდუქტი) მოუტანიათ მისთვის. ასე კარგი კვებისა დაორი კვირის დასვენების შემდეგ შეუხვედრებიათ ირანელი ფალავანისათვის. თურმე წელს ზევით გაქონილი ფალავანიდაურბის გარშემო ხადას. ხადა კი როგორც გოლიათი წრის შუა ადგილზე იდგა თურმე.. როგორც იქნა მივარდა ირანელიდა წაქცევა დაუპირა.. ასწია ხადამ თურმე ჰაერში, ყირა გადაატარა ისე რომ მისი ფეხები თურმე ხალხმა დაინახა და ისედაგდო მიწაზე რომ წამოდგომა ვეღრა შესძლო ირანელმა. გახარებულებმა მიულოცეს თურმე ქართველმა თავადებმა ესგამარჯვება.. რა მოგცეთ ჯილდოდ, ასე რომ გვასახელე ქართველებიო? უთქვამს ხადასთვის ვინმე წინამძღვრიშვილს. არმოგერიდოს რამდენიც გინდა ოქრო–ვერცხლი აიღეო. ხადას უთქვამს, რადგანაც მე მესაქონლე კაცი ვარ, იმდენი მარილიმომეცით რამდენსაც ავიკიდებო. ხურჯინ გადაკიდებული ცხენით მოუტანიათ მისთვის ქვა მარილი. ხურჯინის ორივეთვალში რაც მარილი იყო გადაუკიდია და წამოსულა გუდამაყრის მიმართულებით.. მცხეთელებს გზად კაციგაუყოლებიათ, რადგანაც ვერ იჯერებდნენ, რომ მართლა ზურგით აპირებდა ეს უცნაური ძალის კაცი ამდენი მარილისტარებას. ხადას მცხეთის ზემოთ, იქ სადაც მდინარე უხვევს მცხეთისკენ ნარეკვავიდან, არაგვი ფეხით გაუტოპია დამინდორში გასულა, თან თურმე ღიმას(ხიფხოლას) მოწყვეტს და ამ მინდვრის მხალივით მცენარეს, რომელიც უმად იჭმევა,შეექცევა. ეს კაცი რომელიც შორიახლო მიყვებოდა უკან მობრუნებულა და ასე უთქვმს მცხეთელებისათვის. მაგას მე მგონიეგ ტვირთი ძალიან არ ამძიმებს, თორემ ხურჯინს არც კი იხსნიდა ისე იმ მცენარეებს როცა აძრობდა და მიირთმევდაო.გადმოცემის თანახმად ხადა და დიდება, ასევე მათი შთამომავლები, მას შემდეგ მცხეთაში ყოველთვის სასურველი დასასახელო სტუმრები ყოფილან. მათ შთამომავლებს ბართან ნათესაური კავშირები (დაქორწინება, ნათელმირნობა)ჰქონიათ.
ხადას შთამომავლები გამრავლებულან, მიგრაციული პროცესების, მთაში მცირე მიწის გამო, მისი შთამომავლების ნაწილიბარში: საკურთხში (კასპის რაიონში), ასპინძაში, ნაქალაქარში (ერწო–თიანეთში), იკვლივგორანაში (გარეკახეთში),პანკისის ხეობაში, ნაწილი კი ზემო ქედში და საქართველოს ბარის სხვა კუთხეებში დასახლებულან.
ვინაიდან რუსეთ საქართველოს სამხედრო გზა მაშინ გუდამაყრზე გადიოდა( შავი არაგვის ხეობის ავლით, ბურასჭირიდან ქვენა მთის გადავლით ჩადიოდა დარიალის ხეობაში) მე -19 საუკუნის დასაწყისიდან რუსული სამხედრო ნაწილი ქვემო კიტოხში იდგა თურმე. რუსეთის ჯარის დანაყოფის უფროსს, ვინმე უშვილო პოლკოვნიკს მოწონებია კიტოხში მცხოვრები პატარა ბიჭი ბერა და მამამისითვის უთხოვია რომ ვინაიდან შენ ბევრი შვილები გყავს ამ ბიჭს ვიშვილებდა და რაც კი შემეძლება მისთვის სწავლა განათლების მიღებაში ენერგიას არ დავიშურებ თან შენთანაც კავშირს არ გავაწყვეტინებო. მამის თანხმობით უშვილო პოლკოვნიკს უშვილებია ბერა. რომელიც რუსეთში წაუყვანია მამობილს, მისთვის სამხედროგანათლება მიუცია. ბერა შამილის წინააღმდეგ ბრძოლის დროს (1859 წელს) უკვე პოლკოვნიკის ჩინი ჰქონია მიღებული,შემდეგ მას მონაწილეობა მიუღია რუსეთ ოსმალეთის ომში (1877 წელს). რის შემდეგაც რუსეთში, ხარკოვის მხარეშიგადაუყვანიათ, სადაც გენერალის ჩინამდე მიუღწევია. ცოლად გუდამაყრელი თამარ ჩოხელი შეურთავს თურმე. ორი შვილიეყოლათ თურმე:მარო და გიორგი. როდესაც ისევ რუსეთში გადაიყვანეს ბერა ცოლი აღარ გჰყოლია თურმე. ვიღაცასუთქვამს მისთვის–„ხომ ხედავ როგორი კარგი ვაჟკაცია შენი ქმარი და რუსი ქალები მოგწამლავენ, ბერა რომდაისაკუთრონ“ო. ბერასა რუსი ქალი მიუყვანია ხასად (ვინაიდან პირველ ცოლთან გაყრილი არ იყო ეკლესიას ჯვარის დაწერაზე უარი უთქვამს, ხოლო ჯვარდაუწერელ უკანონო არასჯულისმიერ ცოლს მაშინ თურმე ხასა ერქვა). გიორგი მამასწაუყვანია, რომელსაც პოლკოვნიკის ჩინამდე მიუღწევია, მაგრამ ახალგაზრდა გარდაცვლილა. გოგო–მარო დედას თამარსმდიდარ ვლადიმერ კაიშაურისათვის მიუთხოვებია, მაგრამ მალე გარდაცვლილა. თვითონ თამარი გუდამაყარშიმამამთილისეულ სახში გარდაიცვალა თურმე ღრმად მოხუცებული.
ზემო კიტოხში მე–19–ე საუკუნეში უცხოვრია ხადაანთ შალამბარ ივანეს ძეს, მის შვილი ივანე შალამბარის ძე ბექაური იყო ცნობილი გამომგონებელის ვლდიმერ ივანეს ძე ბექაურის მამა.ვინაიდან რუსეთ საქართველოს სამხედრო გზა მაშინ გუდამაყრზე გადიოდა( შავი არაგვის ხეობის ავლით, ბურასჭირიდან ქვენა მთის გადავლით ჩადიოდა დარიალის ხეობაში) მე -19 საუკუნის დასაწყისიდან რუსული სამხედრო ნაწილი ქვემო კიტოხში იდგა თურმე. რუსეთის ჯარის დანაყოფის უფროსს, ვინმე უშვილო პოლკოვნიკს მოწონებია კიტოხში მცხოვრები პატარა ბიჭი ბერა და მამამისითვის უთხოვია რომ ვინაიდან შენ ბევრი შვილები გყავს ამ ბიჭს ვიშვილებდა და რაც კი შემეძლება მისთვის სწავლა განათლების მიღებაში ენერგიას არ დავიშურებ თან შენთანაც კავშირს არ გავაწყვეტინებო. მამის თანხმობით უშვილო პოლკოვნიკს უშვილებია ბერა. რომელიც რუსეთში წაუყვანია მამობილს, მისთვის სამხედროგანათლება მიუცია. ბერა შამილის წინააღმდეგ ბრძოლის დროს (1859 წელს) უკვე პოლკოვნიკის ჩინი ჰქონია მიღებული,შემდეგ მას მონაწილეობა მიუღია რუსეთ ოსმალეთის ომში (1877 წელს). რის შემდეგაც რუსეთში, ხარკოვის მხარეშიგადაუყვანიათ, სადაც გენერალის ჩინამდე მიუღწევია. ცოლად გუდამაყრელი თამარ ჩოხელი შეურთავს თურმე. ორი შვილიეყოლათ თურმე:მარო და გიორგი. როდესაც ისევ რუსეთში გადაიყვანეს ბერა ცოლი აღარ გჰყოლია თურმე. ვიღაცასუთქვამს მისთვის–„ხომ ხედავ როგორი კარგი ვაჟკაცია შენი ქმარი და რუსი ქალები მოგწამლავენ, ბერა რომდაისაკუთრონ“ო. ბერასა რუსი ქალი მიუყვანია ხასად (ვინაიდან პირველ ცოლთან გაყრილი არ იყო ეკლესიას ჯვარის დაწერაზე უარი უთქვამს, ხოლო ჯვარდაუწერელ უკანონო არასჯულისმიერ ცოლს მაშინ თურმე ხასა ერქვა). გიორგი მამასწაუყვანია, რომელსაც პოლკოვნიკის ჩინამდე მიუღწევია, მაგრამ ახალგაზრდა გარდაცვლილა. გოგო–მარო დედას თამარსმდიდარ ვლადიმერ კაიშაურისათვის მიუთხოვებია, მაგრამ მალე გარდაცვლილა. თვითონ თამარი გუდამაყარშიმამამთილისეულ სახში გარდაიცვალა თურმე ღრმად მოხუცებული.
ივანე შალამბარის ძეს ხაშური– ბორჯომის რკინიგზაზე დაუწყია მუშაობა. შემდეგ ლიკანში რომანოვებისსასახლეში გადასულა სამუშაოდ. რომელსაც 1873 წლს 28 წლის ასაკში, ცოლად ხაშურის რაიონის სოფელალის მკვიდრი 16 წლის კატო გიორგის ასული ნოზაძე შეურთავს ცოლად. (სოფელ ალის საეკლესიო არქივი) ივანესა და კატოს სამი შვილი შესძენიათ. ორი ბიჭი (კონსტანტინე და ვლადიმერ) და ერთი გოგონინო. კონსტანინე 1876 წელს სოფელ ალში დაბადებული. შეშემდეგ როგორც გადმოცემით არის ცნობილი ივანეს ცოლშვილი მამაპაპისეულ სახლში კიტოხში გადმოუყვანია საცხოვრებლად . 1878 წელს ნინო და 1882 წელის 27 დეკემბერს ვლადიმერი კიტოხში შესძენიათ. ივანე სამწუხაროდ გარდაცვლილა, დაობლებული ბიჭები ბერასთან(რომელიც ბიძად ერგებოდა) წასულან ხარკოვში. ხოლო ეკატერინე და ნინო სოფელ ალში, მამის სახლში გადასულან საცხოვრებლად.
ბერას ვლადიმერი თავისთან დაუტოვებია სახლში, ხოლო კოსტა(კონსტანტინე) შეძლებულ დაგანათლებულ ოჯახში მიუყვანია და დაუტოვებია საცხოვრებლად, რადგან ასე ძმების ცალ ცალკე ცხოვრების შემთხვევაში უფრო გაუადვილდებოდათ რუსული ენის საფუძვლიანად დაუფლება.სამწუხაროდ კონსტანტინე გარდაცვლილა(რადაგან სპირტიანი სასამელის სმა დაუწყია, რაც მის ახალგაზრდა და ორგანიზმს ვერ აუტანია). ვლადიმერი კი ვინაიდან გამოგონებლის ნიჭით იყოდაჯილდოვებული სხვადასხვა რკინის დეტალი თუ ნივთი მოჰქონდა თურმე სახლში და სულ რაღაცისაწყობით და გაკეთებით იყო დაკავებული. მისი ეს საქციელი (საცხოვრებელი სახლის გამოგონებისათვისსაჭირო ნაწილებით დანაგვიანება) ყოფილა მიზეზი ბერას მეორე ცოლისა და ვლადიმერს შორისკონფლიქტის მიზეზი. რის შემდეგაც უკან დაბრუნებულა. საქართველოში დაბრუნებულს მცირეწლოვანიდა გარდაცვლილი დახვედრია. სოფელ ალის არქივის მონაცემებით ნინო 1894 წელს გარდაცვლია 16 წლის. (თურმე სულ უბრალო ამბულატორიული ჩარევაც რომ ყოფილიყო შესაძლებელი გადარჩებოდა) ვინაიდანსამედიცინო დაწესებულება არ იყო არც მი სოფელში და არც სადმე ახლოს. ვლადიმერს რომელიც დისსაფლავზე მისულა დაუფიცია, თუ შევძელი რაიმე მომავალში და საშუალება მექნა აქ საავადმყოფოსავაშენებ რადაგან ასეთი შემთხვევებსაგან სხვა მაინც დაზღვეული იყოსო. (რაც შეასრულა კიდეც). დედა ატყობდა როგორ იყო ვლადიმერი სწავლისათვის მოწადინებული, ხოლო ვინაიდან სწავლისათვის საჭირო გადასახადი არ გააჩნდა დიდ თავად მიხეილ რომანოვისათვის უთხოვია დახმარება, რათა მას ეშუამდგომლა ხაშურის მიხელის სახელობის რკინიგზის სკოლაში, რომ გაეწიათ გამონაკლისის სახით შეღავათი, როგორც ყოფილი რკინიგზელის ობოლი და მარჩენალ დაკარგული ხელმოკლე შვილისათვის. ეს შეხვედრა ხაშურში მომხდარა.იმ პერიოდში ლიკანში ისვენებდა დიდი თავადი მიხეილ რომანოვი. რომელიც უნდაშეხვედროდა ადგილობრივ მუშა მოსამსახურებს, რათა მთი პრობლემები ადგილზე მოესმინა. ამ ამ შეხვედრაზე დაქვრივებულ შავებში ჩაცმულ კატოს სიტყვა მოუთხოვია და დიდი თავადისათვის, სკოლაშიშვილის გადასახადის გარეშე მიღება უთხოვია. დიდ თავად მიხეილს მოუსმენია მისი სათხოვარი და ასე უთქვამს, იმისათვის რომ უფასოდ ისწავლოს ან მოქმედი რკინიგზელის შვილი უნდა იყოს ან ვინმე რკინიგზელი უნდა იყოს მეურვეობდეს, ხოლო რაც შეხება გასასახადს, თუ კარგად ისწავლის გადასახადს არ გადაიხდის, ჩევენ ნიჭიერ მოსწავლეებს პირიქით ვეძებთო. ვლადიმერის მეურვეობა უკისრია კატოს დის ქმარს ხაშურში მცხოვრებ რკინიგზელ დომენტი ჭანტურიას. ასე მიუღიათ ვლადიმერი ხაშურის რაიონის ხაშურის მიხელის სახელობის რკინიგზის სკოლაში, რომელიც 1899 წელს დაუმთავრებია წარჩინებით.(ამჟამად ხაშურის მე–13–ე სკოლა).სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, იმავე წელს ჩაირიცხა და 1903 წელს დაამთავრა თბილისისმიხეილის რკინიგზის ტექნიკური ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც 1903 წელს წარჩინებით დაამთავრარკინიგზისა და გვირაბების მშენებელ-ტექნიკოსის სპეციალობით. მშობლიურ მხარეში დაბრუნებულიახალგაზრდა სოფელ ლაშესთან გვირაბის აშენებაში მონაწილეობდა.1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებშითავისი თვითნაკეთი ზარბაზნის გამოყენების გამო იძულებული გახდა ჟანდარმერიას გაქცეოდა და ციმბირსმიაშურა. 1907 წელს საცხოვრებლად გადავიდა ციმბირში, შემდეგ კი პეტერბურგში. ციმბირიდან მომავალმაგაიცნო წარმოშვებით შვედი ორი და გვარად ვალსტრემები, რომელთა მამა პეტერბურგის პუტილოვისქარხნის მჭედელი იყო. ამ დებიდან უმცროსი ლიდია ცოლად შეირთო. ლიდია დის სანახავად ყოფილაჩასული ციმბირში, სადაც მისი და მოხალისედ იყო წასული რუსეთ იაპონიის ომში ჯარისკაცებისმომვლელ მედდად, სადაც ლიდიას დას ფეხი დაშავებოდა. ვლადიმერმა ლიდია და მისი და მაშინ გაიცნო,როდესაც დის სანახავად ჩასული ლიდია დასთან ერთად, რომელიც იმდენად გამოჯანმრთელებულიყო,რომ უკვე მგზავრობა შეეძლო, უკან პეტერბურგში ბრუნდებოდა თურმე. პირველი მსოფლიო ომისდაწყებამდე პეტერბურგში გადავიდა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებს დაუმეგობრდა.იქედან კი მთელი არსებით თავისი ოცნების _ ზემძლავრი იარაღის საგამომგონებლო ძიებებს მიეცა.პეტერბურგში ცხოვრბის საწყის პერიოდს განეკუთვნება მისი მთელი რიგი გამოგონებები, მ. შ.აღსანიშნავია - ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის ხერხი, რომლის პატენტი შეისყიდეს გერმანიაში,საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში. ვლადიმერ ბექაურმა პეტერბურგში ზედიზედგამოიგონა: `მოძრავი ქაღალდის ლენტზე დროის აღმნიშვნელი~, `ვაგონების მოცდენის აღრიცხვისა დარეგისტრაციის აპარატები, `მცურავი ნაღმის პერისკოპი~, `ელექტრონული სიგნალიზაციის მოწყობილობა, და ა.შ.
1919 წლისთვის მას უკვე გამოგონებული ჰქონდა ძალზე ორიგინალური აპარატი, რომლის ნათურებიბგერითი ბრძანებით ინთებოდა, ან ქრებოდა, რის შედეგადაც ცეცხლგამძლე კარადებისა და სეიფებისკარებები ავტომატურად იღებოდა ან იკეტებოდა. 1920 წელს მან მოსკოვში საბჭოთა მთავრობას შესთავაზაახალი გამზადებული გამოგონება რადიომართვითი ნაღმი~. ჩვენი თანამემამულე ასე ახასიათებდა მას: “ესკეთილშობილური იარაღია და განკუთვნილია მხოლოდ თავდაცვისათვის. როდესაც მე სრულიადახლგაზრდა ვიყავი და ვფიქრობდი გამეკეთებინა ზარბაზანი, ჩავიფიქრე ეს იარაღი, მაგრამ გაკეთება ვერმოვასწარი. დიდი ეშმაკობა არ არის იმაში, რომ იმპულსები გააგზავნო და მუხტი ააფეთქო, _ ეს ყველასშეუძლია. მაგრამ მტერი ცბიერია, მან იცის, რომ ნაღმებია. ის გაუშვებს იმპულსების ბათქს ყველა ტალღაზედა ყველაფერს გაასუფთავებს. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, საჭიროა ნაღმი მხოლოდ შენს საიდუმლოსიტყვას გამოეხმაუროს, როგორც ამას აკეთებს გამოზრდილი ძაღლი”.შრომისა და თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა ვლადიმერ ბექაურისათვის შეექმნა ყველა პირობა გამოგონებაზესამუშაოდ. იმავე წლის 9 აგვისტოს ჩვენს თანამემამულეს მისცეს მანდატი, რომელშიც ნათქვამი იყო: “მიეცაეს ვლადიმერ ივანეს ძე ბექაურს, შრომისა და თავდაცვის საბჭოს 1921 წლის 18 ივლისის დადგენილებისსაფუძველზე, მასზედ, რომ დავალებული აქვს სასწრაფოდ განახორციელოს მისივე სამხედრო-საიდუმლოხასიათის გამოგონებები”. შემდეგ ჩამოთვლილი იყო ბექაურისათვის მინიჭებული უფლებები. მანდატსხელს აწერდა შრომისა და თავდაცვის საბჭოს თავჯდომარე ვ. ულიანოვი (ლენინი).ვლადიმერ ბექაურმა თავისი ლაბორატორია პეტროგრადში პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან ახლოს ლესნაიაში მოაწყო. ლაბორატორია შემდგომში თანდათან გაფართოვდა და ექსპერიმენტულ ქარხნადგადაკეთდა. თავდაპირველად ლაბორატორიას ეწოდა `სამხედრო გამოგონებათა სპეციალურიდანიშნულების განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო~, შემდგომში კი მას შემოკლებით `კბ-5~ დაერქვა. ესსაკონსტრუქტორო ბიურო ძალზე გასაიდუმლოებული იყო და არავინ იცოდა თუ რა საქმიანობით იყვნენ იქდაკავებული.სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე ვლადიმერ ბექაურმა მოასწრო თავის სპეციალურ საკონსტრუქტორობიუროში დაემუშავებინა ნაღმების, ტორბედოების წარმოება და წყალქვეშა ცურვა, კავშირგაბმულობა,საპარაშუტო ტექნიკა და სხვა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა წყალქვეშა ტორბედოები სამხედრო გემებისასაფეთქებლად. უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენდა ფუგასები, რადიოტალღებით მართულიკატარღები და სხვა.ბექაურმა გამოიგონა აპარატურა საჰაერო-სადესანტო ოპერაციათა ტექნიკური უზრუნველყოფისათვის დადაამუშავა არაერთი ორიგინალური კონსტრუქცია რადიოტექნიკაში, კავშირგაბმულობასა დაელექროტექნიკაში.სამხედრო შეიარაღებაში დამსახურების გამო ვლადიმერ ბექაური დააჯილდოვეს ლენინის, წითელიდროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით. მრავალგზის იყო სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1931წელს მიღებული სტალინური პრემიით მშობლიური ხაშურის რაიონის სოფელ ალის კოლმეურნეობასუყიდა ტრაქტორი. 1934-36 წლებში გამოგონებებისათვის მიღებული სახელმწიფო პრემიებით კი ააშენასაავადმყოფოები ხაშურსა და სოფელ ალში, შეუძინა მათ სამამულო და საზღვარგარეთული სამედიცინოაღჭურვილობა. მილიონი რუბლი გადარიცხა ვოლგისპირეთის დამშეული მოსახლეობისათვის.იმ გამოგონებათა შორის, რომელიც ქვეყნის თავდაცვას აძლიერებდა, უმნიშვნელოვანესი იყო`რადიომართვითი ნაღმი~, რომლის გამოც ფაქტიურად ქვეყნის ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთოქართველი გამომგონებლის შემოქმედებით ფანტაზიას, თავისი იდეის სრულყოფილად განხორციელებაშივლადიმერ ბექაურის კონსულტანტი და თანაავტორი იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის უხუცესიპროფესორი მიცკევიჩი.რადიოტალღებით მართვის ნაღმების, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ვარიანტების დამუშავებაზე სამიწელი გავიდა და მხოლოდ 1925 წლის მაისში განაცხადა ბექაურმა, რომ ყველაფერი მზად ჰქონდა. სამხედროსახალხო კომისრის მიხეილ ფრუნზეს თანდასწრებით ბექაურის ნაღმების აფეთქების გამოცდისბრწყინვალედ ჩაბარების შემდეგ სამხედრო კომისარმა გამომგონებელს მადლობა გადაუხადა. ბექაური კიგანაგრძობდა გამოგონების სრულყოფას და მიცკევიჩთან ერთად მრავალი ექსპერტიზის შემდეგმეცნიერულად დასაბუთდა ბექაურ-მიცკევიჩის რადიომართვითი ნაღმების ვარგისიანობა .იგი უყოყმანოდიქნა მიღებული წითელი არმიის შეიარაღებაში. უახლესი სამხედრო იარაღის კოდური დასახელებათავდაპირველად იყო `ბემი~, რომელიც შედგებოდა გამომგონებელთა გვარების საწყისი ასოებისაგან, კიდევუფრო სრულყოფის შემდეგ იარაღმა უბრალოდ `ბმ~-ის სახელწოდება მიიღო. მან უდიდესი წვლილი შეიტანაფაშიზმზე გამარჯვებაში.მეორე მსოფლიო ომის დროს პირველად გამოიყენეს ზესაიდუმლო და ზემძლავრიიარაღი, რომელიც შემდგომში შიშის ზარს სცემდა გერმანელ ფაშისტებს. ამ იარაღის თავდაპირველივარიანტის ავტორი და შემქმნელი მიცკევიჩთან ერთად იყო ვლადიმერ ბექაური.ომის დაწყების დღეს _ 1941 წლის 22 ივნისს გამართულ პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე სხვა ფრიადმნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩქარი ტემპით დაიწყოდანადგარ ბმ-13-ის ფართომასშტაბიანი სერიული წარმოება. ზუსტად ერთი თვის შემდეგ _ 1941 წლისივლისში ცეცხლოვანი ზალპის მოძრავმა დანადგარმა მიიღო თავისი არაოფიციალური სახელწოდებაკატიუშა, რომელსაც იმ დროს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნებოდა. აქვე დავამატებთ იმასაც, რომსწორედ ბექაურის მიერ დაარსებულ ექსპერიმენტულ ქარხანაში დამუშავდა და ათვისებული იქნა 1939-1940წლებში `ბმ-13-ისათვის, შემდგომში `კატიუშასათვის~ საჭირო საბრძოლო მასალები, რომელიც შექმნესბექაურის მიერ აღზრდილმა სპეციალისტებმა. საბჭოთა კავშირის გმირი, გენერალ-პოლკოვნიკი ხრენოვიბმ-13-ის მეშვეობით ჯერ კიდევ 1941 წელს ოდესაში განხორციელებულ ოპერაციას ასე აღწერს:აფეთქების ეფექტი პატარა მიწისძვრას ჰგავდა. მტრის მონაცემებით აქ დაიღუპა 50 გენერალი და ოფიცერიდა 100-ზე მეტი ჯარისკაცი. ეს მრისხანე იარაღი, რომელსაც ჰიტლერმა `ჯოჯოხეთის მანქანა” უწოდა, ფართოდ იყო გამოყენებული სამამულო ომის ფრონტებზე. `ბემით~ იყო დანაღმული მოსკოვის,ლენინგრადის, სტალინგრადის, ტუაფსეს მისადგომები, საქართველოსა და ოსეთის სამხედრო გზები. იგიგამოიყენებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ობიოექტების ხიდების, გზების, გერმანელთა სამხედრო შტაბებისასაფეთქებლად.მართალია, ვლადიმერ ბექაურის მიერ შექმნილი იარაღი ფაშიზმზე გამარჯვებას სჭედდა, მაგრამ ყოველივეამას ის ვერ მოესწრო. იგი ცხოვრებიდან მაშინ წავიდა, როდესაც შემოქმედებითი მუშაობის ზენიტში იყო. ბევრი ჩანაფიქრი დარჩაგანუხორციელებელი. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტა-თვითმფრინავის დაუმთავრებელი პროექტები. გადმოცემით ბექაურის მოსწავლემ მისი დედის კატოსსაპატივსაცემოდ დაარქვა "კატიუშა". სწორედ ვლადიმერ ბექაურის ხელმძღვანელობით შემუშავდა დასაბჭოთა არმიის შეიარაღებაში შევიდა დისტანციურად მართვადი რადიოფუგასები, სახელწოდებით"ბემი". მისი მოქმედების პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა: მენაღმეები სტრატეგიული მნიშვნელობისობიექტზე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლებოდა დაეკავებინა მოწინააღმდეგეს, წინასწარ ჩააწყობდნენრამდენიმე ასეულ კგ ტროტილს, საგულდაგულოდ შენიღბავდნენ და მასზე ამონტაჟებდნენრადიოტალღების მიმღებ ხელსაწყოს, რომლის ანტენაც ასევე შენიღბულად მონტაჟდებოდა შენობაზე. მასშემდეგ, რაც გერმანელი სამხედრო ხელმძღვანელობა დაიკავებდა ოკუპირებულ ქალაქში ყველაზეკეთილმოწყობილ სახლს და იქ შტაბს განათავსებდა, ქალაქში დარჩენილი საბჭოთა მზვერავები იწყებდნენსახლის თვალთვალს. როდესაც დაადგენდნენ, რომ ამ შენობაში იმართება შტაბის თათბირი ან ბერლინიდანმაღალჩინოსნები სტუმრობენ, ისინი მოსკოვში სმერშს მობილური რადიოსადგურიდან დაშიფრულშეტყობინებას გაუგზავნიდნენ. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მოსკოვში იღებდნენ და იქიდან მძლავრისტაციონარული რადიოსადგურიდან გამოგზავნილი რადიოსიგნალებით აამოქმედებდნენ კონკრეტულშენობაში ჩადებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც, როგორც წესი, შენობას მთლიანად ანგრევდა.
ბერლინის გენშტაბში შევიდა შეტყობინებები ოკუპირებული საბჭოთა ტერიტორიების სხვადასხვანაწილიდან, როდესაც მოულოდნელი აფეთქებები ხდებოდა აეროდრომებზე, ხიდებზე, შტაბებისშენობებში, თანაც სწორედ იმ მომენტში, რომ მსხვერპლი დიდი ყოფილიყო, თითქოს ვიღაცუთვალთვალებდა და საჭირო დროს ახდენდა აფეთქებას. დიდი ხნის დეტალური გამოძიების შემდეგგესტაპომ დაადგინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოულოდნელი აფეთქებები საათის მექანიზმით კიარა, არამედ რამდენიმე ასეული კმ-დან გაგზავნილი რადიოსიგნალებით ხდებოდა. რაც ხსნიდა მთავარსაიდუმლოებას, თუ რატომ იღუპებოდა უამრავი გერმანელი სამხედრო. ჰიტლერის ბრძანებით გერმანიისსპეცსამსახურები ომის ბოლომდე ცდილობდნენ დაედგინათ, თუ ვინ იდგა საბჭოთა დისტანციურადმოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკან, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა - საბჭოთაზესაიდუმლო რადიომართვადი ბომბების შემქმნელი ჯერ კიდევ 1938 წელს დახვრეტილი ქართველიინჟინერ-გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური იყო.მიუხედავად მისი თავდაუზოგავი შრომისა, პარტიისა და ხალხის ერთგულებისა, ადამიანს, რომელმაცდიდი როლი შეასრულა საბჭოთ არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის უახლესი ტექნიკის შექმნაში.საბჭოთა ხელისუფლებამ მას გერმანიის ჯაშუშობა დააბრალა ,1937 წელის 8 სექტემბერს ეჟოვისგანკარგულებით დააპატიმრეს და 400-მდე გამოგონების ავტორი 1938 წლის 8 თებერვალს დახვრიტეს. 1956წელს ვლადიმერ ბექაური მთლინად იქნა რეაბილიტირებული.
No comments:
Post a Comment