მთიდან ჩასახლებულთა ხარჯზე, თანდათან იზრდებოდა შირაქის მოსახლეობა.
ქვემო ქედში უცხოვრია ვინმე ნინას, რომელიც ბიჭურად ჩაცმული დადიოდა საქონლის სამწყემსურში და ანა ბაჯივით ებრძოდა ყაჩაღებს, რომლებთან შერკინებაშიც ტოლს არ უდებდა მამაკაცებს. ერთხელ „პრისტავი“ ბაქრაძეც კი უცემია, რომლის უსამართლო საქციელსაც განურისხებია ნინა. როცა ამ ამბის შემსწრე „სტრაჟნიკები“ ბაქრაძის მისაშველებლად მისულან და დამნაშავის შეპყრობა დაუპირებიათ, ქუდის ქვეშ დამალული ნაწნავები გამოსჩენია ნინას. მაშინღა მიმხვდარან, რომ ქალი იყო და თავი დაუნებებიათ.ქვემო ქედში ჩასახლებულებსა და მდიდარ თუშ მეცხვარეებს შორის ურთიერთობა 1906 წლის შემოდგომიდან დაძაბულა, რაც 1907 წლისათვის მწვავე კონფლიქტში გადაზრდილა. 1907 წელს ჩამოვარდნილა უთანხმოება ფშავლებსა (ქვემო ქედელები) და თუშ მეცხვარეებს შორის. 1907 წელს მთავრობას შეუჩერებია შირაქში ჩასახლება, 1908 წლიდან კი საერთოდ აუკრძალავს. თავიანთი ინტერესების დამცველად ცისკარიშვილი აურჩევიათ თუშებს, ფშავლებს კი ვაჟასთვის უთხოვიათ დახმარება, რომ თვალყური ედევნებინა ახალშექმნილი მიწის მომრიგებელი კომისიისათვის, ასევე ადგილობრივთაგან არავინ დაჩაგრულიყო, გაუნათლებლობისა და წერა-კითხვის უცოდინრობის გამო. ვაჟა მანამდეც გულშემატკივრობდა თავის თანამოძმეებს შირაქში. ჯერ კიდევ 1896 წელს იგი გაზეთ ,,კვალში“ (#41) წერდა, რომ ზამთარში გაჩენილმა ხანძარმა მწყემსების საზამთრო ქოხები დააზიანა, ბინებთან ახლოს და მის მიმდებარედ საძოვრები გადაწვა, რითიც დიდი ზარალი ნახა მომთაბარე მოსახლეობამ. ამას დაემატა ტყის მცველთა საქციელი, რომლებიც საშენ მასალას მკაცრად აკონტროლებდნენ და მომთაბარეთ არ აძლევდნენ ბინების შეკეთების საშუალებას. ვაჟა ასევე აღნიშნავდა: იქნებ სახელმწიფომ გაითვალისწინოს შექმნილი ვითარება და საშენი მასალის იაფად ყიდვის საშუალება მისცეს მომთაბარეებსო. იგი ასევე ითხოვდა, რომ დაზარალებულთათვის შეემსუბუქებინათ საბალახო იჯარა. 1906 წელს გაზეთ ,,მეგობრობა ში“ (# 60) ვაჟა წერდა: მიუხედავად მუხლჩაუხრელი შრომისა (ხვნა, თიბვა, მკა და ლეწვა), მთიელი გლეხი მაინც მშიერია და ამიტომაც მიაშურა შირაქის ნაყოფიერმიწებსო.
1906 წლის გაზეთში (,,მეგობრობა“, #72) დაბეჭდილი იყო სტატია, რომ მთავრობას ხალხი შირაქიდან ისევ უკან უნდა დაებრუნებინა, რამაც დიდ საგონებელში ჩააგდო მთის მცირემიწიანი მოსახლეობა, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა ბარში ჩასახლება. აღნიშნული სტატიის საპასუხოდ, ამავე წელს ვაჟა წერდა (გაზეთი ,,მეგობრობა“, #75): დანამდვილებით ვიცი, ასევე მთიდან შირაქში ჩასახლებულებისაგან მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მათ არავინ უკრძალავს რაიმეს და არც მთავრობისაგან იკრძალება მთიდან ბარში ჩასახლებაო.
ქვემო ქედელებს მომრიგებელ-შუამავალი ჯორჯაძე მიმხრობიათ, რომლისთვის ანგარიში გაუწევია და სიტყვა დაუჯერებია ლოზინსკის, მაგრამ შემდეგ, 1908 წლიდან, მთავრობამ მართლაც შეაჩერა ჩასახლება, საქმის სრულ გარკვევამდე, რასაც ვაჟა ძალიან განიცდიდა და რაზეც უკვე 1908 წელს წერდა (გაზეთი ,,ამირანი“, #98): ახლა მთიდან ბარში ჩასახლების მსურველებს რადღა უკეტავენ შირაქის კარებს, ეშმაკმა უწყისო. 1907 წლის ზამთრიდან დაწყებული კონფლიქტი, ერთი მხრივ, თუშ მეცხვარეებსა და, მეორე მხრივ, ქვემო ქედელებსა და არხილოსკალოელებს შორის, 1913 წლისათვის ისე გამწვავებულა, რომ დაპირისპირებებს უკვე ღია ხასიათი მიუღია. თუშებს ამ დროისათვის უკვე შეიარაღებული ყარაულები ჰყავდათ დაყენებული, რომლებიც ქვემო ქედელებსა და არხილოსკალოელებს არ აძლევდნენ მინდვრით სარგებლობის უფლებას. ვაჟა კი უკმაყოფილებას გამოთქვამდა თუშების მიმართ, რომლებსაც არ აკლდათ ნასწავლი ხალხი: რატომ არ უხსნიან თავიანთ მდიდარ თანამემაულეებს, რომ არც თვითონ სახლდებიან ამ მიწაზე და სხვა ქართველ მთიელ მოსახლეობასაც ხელს უშლიანო. ვაჟა გამოთქვამდა მოსაზრებას: ამ კონფლიქტის შედეგად, შეიძლება ისე მოხდეს, დღეს იქნება თუ ხვალ, შირაქი არც ერთს არ დარჩეს და ეს ძირძველი ქართული ადგილები გადამთიელმა დაიკავოსო. საქმე იქამდე მივიდა, რომ თუშებს მიწის მომრიგებელი კომისიისათვის მიუმართავთ წინადადებით, არხილოსკალოელები აეყარათ და ქვემო ქედში გადაესახლებინათ, რათა ორი სოფლიდან ერთი მთლიანად გამოთავისუფლებულიყო, ქვემო ქედელებისათვის კი ჯარიმები გადაეხდევინებინათ იმ მიწაზე თავიანთი საქონლის გადაშვებისათვის, რომელიც მათი ცხვრის საძოვარი იყო, რათა გაუსაძლისი გამხდარიყო ამ მიწაზე მათი დარჩენა. ქვემო ქედელებსა და არხილოსკალოელებს სასწრაფოდ მოუხმიათ ვაჟა-ფშაველასთვის და, ბაზიერ ბაიაშვილის ხელით, საგზაო თანხად ოცდაათი თუმანი გაუგზავნიათ (გაყიდული ყველისა და ერბოს ფული შეუგროვებიათ). 1913-1914 წლებში ვაჟა რამდენჯერმე ჩასულა ქვემო ქედში. იმხანად ყარალაშვილი ყოფილა ბოქაული, თუში მეცხვარეების ვექილი კი - ცისკარიშვილი. ვაჟა ბევრ თუშს იცნობდა ახლოს, მეგობრობდა დიმიტრი და ლეო ცისკარიშვილებთან, ასევე ივანე ბუქურაულთან. ახლოს იცნობდა ასევე ივანე ღვთისავარის ძე ცისკარიშვილს, კარგი ურთიერთობა ჰქონდა იმ პერიოდში დუშეთის მაზრის უფროს ფილიპე ცისკარიშვილთან, იცნობდა ლევან ცისკარიშვილსა (რომელიც ბოქაულად მუშაობდა ერთ დროს) და სხვებს... სამი დღე მხოლოდ უსმენია დაცვის მხარისა და მიწის მომრიგებელი კომიისის წევრებისათვის ვაჟას, ხმა არ ამოუღია. შემდეგ, მიწის მომრიგებელი კომისიის წევრებიდან ერთ-ერთს უთქვამს ქვემო ქედელებისათვის: სამი კაცი აირჩეთ. ეს თქვენი მხარე, ხომ ხედავთ, ხმას არ იღებსო (ვაჟასა და მოსახლეობას შორის შუღლის ჩამოგდება დაუპირებიათ, რათა როგორმე ჩამოეცილებინათ ამ საქმისათვის ვაჟა). მაშინ კი დაუმკლავებია ვაჟას ჩოხის კალთები, ასულა ტრიბუნაზე და დაცვის სიტყვა წამოუთქვამს ფშავლების მხარეს: ამდენი ხანი გიყურებთ, მაგ ქაღალდებს რომ წერთ. განა მეც მომატყუებთო! მართალია, ცალი თვალი გაფუჭებული მაქვს, მაგარამ მხედველობა არ მაკლიაო; ჩოხაზე კი ნუ მიყურებთ, შუბლზე შემომხედეთო. საუბარი კამათში გადაზრდილა. ვაჟა ყარალაშვილს დამუქრებია, აქ არ დაგინახოო. ყარალაშვილი გასცლია. თუშ ცისკარიშვილს უხეშად უთქვამს ვაჟასთვის რაღაც. ვაჟას ხელი გაურტყამს და ცისკარიშვილი იქვე წაქცეულა. ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის მაშინ რამდენიმედღიანი სასჯელი ან ფულადი ჯარიმა იყო დაწესებული. საჯარიმო თანხა და თუმნიანი ვაჟას ზედ გულზე დაუგდია წაქცეულისათვის. ქვემო ქედიდან წამოსული ვაჟა ჯერ ივრის ფშავში მოსულა. შეუდგენია მათი სია, ვისაც კიდევ უნდოდა შირაქში ჩასახლება. მერე ფუძნარსა და ხორხში ამოსულა, არაგვის ფშავში შეუდგენია შირაქში ჩასახლების მსურველთა სია და ისევ უკან, ქვემო ქედისკენ გაბრუნებულა ცხენით. თელავში რომ ჩასულა, ცხენი დაუტოვებია და ეტლით გაუგრძელებია გზა. ფოსტის „ტროიკას“ ჩაჰყოლია თუქურმიშამდე (დღევანდელი დედოფლისწყარო), შემდეგ ცხენებიანი ეტლით ჩასულა ქვემო ქედში, რომ ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე და საკუთარი თვალით ენახა მთიელთა ახალშენი.
ზემო ქედზე რომ გაუვლია, ერთ ადგილას ცხენებიანი ეტლი ყოფილა გაჩერებული . შეკრებილ ხალხთან ერთად ყოფილა პეტრე პატაშურის რძალიც, რომელსაც უთხოვია, რომ პეტრეზე დაეწერა რამე. - ვერაო,- უთქვამს ვაჟას, -კარგი კაცი კი ყოფილა, მაგრამ შენს მაზლს შემოჰკვდომია და შვილის მიერ მოკლულ კაცზე მე ვერაფერს დავწერ, რაც უნდა კარგი საქმეები ჰქონდეს გაკეთებულიო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვემო ქედში, ფშავლების გარდა, რამდენიმე ოჯახი მთიულეთ-გუდამაყრიდანაც იყო ჩასახლებული. სულ პირველ ჩასახლებულთა შორის ყოფილა ერწოელი ვინმე თანდილა ხარხელაური, რომლის წინაპრებიც გუდამაყრიდან, სოფელ დუმაცხოდან ყოფილან ჯერ ხორხში, შემდეგ კი სოფელ დიღმელაურში ჩასახლებული (დღეს ამ ადგილას სიონის ზღვაა დაგუბებული). იქიდან შემდეგ სოფელ დევენაათხევში ჩამოსახლებულან, საიდანაც თანდილა ხარხელაური ერთ-ერთი პირველი ჩასახლებულა ქვემო ქედში. მისი _ როგორც ქვემო ქედის ერთ-ერთი პირველი მოსახლის _ სურვილი ყოფილა, რომ ამ სოფელს თანდილაანი დარქმეოდა, რის წინააღმდეგიც ყოფილა ვაჟა. მას ჩამოუხსნევინებია სოფლის სახელწოდების აღმნიშვნელი თანდილას მიერ გამზადებული აბრა, „თანდილაანი“, და ხალხისთვის უთქვამს: ხომ არსებობს „ზემო ქედი“? უმჯობესი იქნება, ამ დასახლებას „ქვემო ქედი“ ეწოდოსო. ასე დარქმევია ამ სოფელს ქვემო ქედი. ვაჟას მცდელობებს, ასევე იმას, რომ ეს მოსახლეობა არა „რაზბოინიკები“, არამედ მცირემიწიან ტერიტორიაზე მცხოვრები, პატიოსანი შრომით მიწის დამამუშავებელი ხალხი იყო, ახალშენის მსურველი, ის შედეგი გამოუღია, რომ მთავრობას გამოუტანია მდიდარი მეცხვარეების საჩივარი და საბოლოოდ უთქვამს უარი ამ ადამიანების გამოსახლებაზე. ახალშენს ოფიციალური დასახლების სტატუსი მიუღია. საუბარი და ჭორები იმაზე, რომ ვაჟამ დიდძალი თანხა გამოართვა საწყალ გლეხებს, საფუძველს მოკლებულია. თვით წერილებით ირკვევა, რომ შეგროვებული 2400 მანეიდან ვაჟას მხოლოდ მესამედი _ 800 მანეთი აუღია (რაც მგზავრობასა და საქმის წარმოებაში დასჭირდებოდა), ხოლო დანარჩენი უკან მიუცია ხალხისათვის _ ახალმოსახლენი ხართ, რომ მომაგრდეთ და ფეხზე დადგეთ, თვითონ დაგჭირდებათ ეს ფულიო.მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა მეგობრობდა თუშებთან, ხოლო მდიდარი ფშაველი მეცხვარე გეჯა ბეწუკელი მისი მძახალი იყო, ვაჟას ხალხის მხარე დაუჭერია და არა მდიდარი თუში და ფშაველი მეცხვარეების.
ასევე გამორჩეული ძალის პიროვნევნება ყოფილა ზემო კიტოხში მცხოვრები ივანე. რომელსაც ხალხი ხადაანთ ივანეთი იცნობდა. ერთხელ ზამთარში თურმე ზემო კიტოხიდან საქონელი წყალზე არაგვზე ჩამოსულა, ერთ ძროხას ფეხი დაუსხლტომია და მენჯებიდან გაყრილა, ისე რომ თავისი ფეხით ვეღარ შეძლო თურმე სიარული და მით უმეტეს არაგვიდან ზემო კიტოხამდე აღმართის ავლას. არც მიმშველებელი ყოლია ვინმე, ხადაანთ ივანეს აუკიდებია ძროხა და ასე ბეჭებზე დადებული აუყვანია ზემო კიტოხამდის.
პეტრე (პატაშურა) ბექაური გუდამაყარში ამოსულა სალოცავში.. ზემო კიტოხში მაჩაგნის ჯვარში, სადაც ხადაანთა განაყრები და ბიძაშვილები ყოფილან ამოსულები ბარიდან, იქვე სუფრასთან მჯდარა ზემო კიტოხში მცხოვრები ივენე ბექაური (ხადაანთ ივანე). პატაშურს უთქვამს–„ბიძაშვილო შენზე ამბობენ რომ არაგვიდან თურმე ზამთარში ყინულზე გართხმული ძროხა ძურგით ამოგიყვანია ზემო კიტოხში, ჯერ ერთი ჩვენი მთის საქონელი პატარაა, მერე ზამთარში გალუბებული იქნებოდა, აგერ იქ ჩემი ცხენი რომ აბია, რომლითაც შირაქიდან ამოვედი, ზურგზე გარსაკრი გადავუჭიროთ, მხარი შევუდგათ მუცელთან, ავწიოთ და ვინ უფრო შორს გავატარებთო“ დათანხმებია ივანე.. უჯობებია პატაშურს, 52 ნაბიჯით უფრო შორს გაუტარებია და დაუშვია მიწაზე ცხენი.
სოფელ ზემო კიტოხში უცხოვრია ივანეს(ვაჭარას) ძმებს ნინია და შიოლას. შიოლა ხევისბერი ყოფილა, 22 წელი უბრძანებია დროშა, ორი შვილი ყოლია: გიორგი და ტარიელი. შიოლას შვილი გიორგი რუსეთ თურქეთის ომში იბრძოდა, თან ისეთი თავგანწირვით რომ გაოცებული ყავდა რუსები თურმე. რამდენჯერ მარტო გადაპარულა და დაუტყვევბია თურქები და მოუყვანია ტყვედ თავის ნაწილში. ჰქონია დიდი ავტორიტეტი მებრძოლებს შორის. ისეთ საშიშ ოპერაციებში იღებდა მონაწილებას რომ მის შემხედვარეს ყველას აკვირვებდა, რომ სულ ყოველთვის ცოცხალი გამოდიოდა ბრძოლიდან. ტყვია არ ეკარებაო თურმე ხუმრობით ამბობდნენ მასზე. მაგრამ მას შელაპარაკება მოსვლია რუს მეთაურთან, რომელსაც შეუგინებია, გიორგის კი უცემია სახალხოდ, მთელი პოლკის დასანახად. რის შემდეგაც მან მძინარე მოაკვლევინა თურმე.
ხადაანთ ბექაური იყო კიტოხიდან კასპის რაიონის სოფელ ვარჯაანში გადასახლებული ცნობილი მოლექსე ბეინა ბექაური. ხადაანთ განშტოვებიდან იყო ცნობილი მათემატიკოსი ილო ბექაური. რომლის წინაპრები კიტოხიდან გადმოსახლებულან იკვლივ გორანაში.

No comments:
Post a Comment