არის
ისეთი შემთხვევები,
როცა ერთი
და იმავე
დასახელების გვარი
სხვადასხვა წარმოშობისაა..
ერთმანეთისაგან დამოუკიდბლად, სახვადახვა თემში მცხოვრები სახელიანი კაცისაგან არის წარმოშობილი, მაგალითად: ჯაბანიშვილები – რომლებიც ფშაველ ქისტაურთ თემის განაყრებიც არიან, უკანაფშაველთა თემის განაყრებიც არიან და ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა) თემის განაყრებიც. ბაიაშვილები – რომლებიც გოგოლაურთა თემის განაყრებიც არიან და ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა) თემის განაყრებიც. პატარაშვილები – რომლებიც არიან როგორც გოდერძაულთ თემის, ასევე ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა) თემის განაყრები. ფშაველ გაბიდაურთა განაყრები არიან ამჟამად მთიულეთში მცხოვრები: ნადიბაიძეები, გვრიტიშვილები, ბექიშვილები, ბედოიძეები, ჩიტიშვილები, რომლებიც გადმოცემის თანახმად ზურაბის ლაშქრობის მერე ხოშარიდან წასულან. კუკუმაურები (უძველესი გვარია,ნახსენებია ხევსურული პოეზიის შანიძისეულ გამოცემაში, ძველი ტექსტია მთის კუთხეთა გამოჩინებული გვარების შესახებ და ფშავში ხევსური მოლექსე კუკუმაურს ასახელებს პირველ ვაჟკაცად) კუკუმაური ძირად ხევსური ყოფილა, რომელიც ხევსურეთიდან ფშავში, ჭიჩოს თემში გადმოსახლებულა და რომელიც თუშთა ფშავში ლაშქრობის დროს თუშთა წინამძღოლის თოლიძის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულა.
კუკუმაურთა შთამომავლები ფშავში გამრავლებულან. კუკუმაურთა განაყრები არიან ხუმარაშვილები, ჯღუთაშვილები და ჭიჩოელი თეთრაულები (და არა არხოტელი, სოფელ ჭიმღაში მცხოვრები თეთრაულები) კუკუმაურთა შტო ნატყარი გვარების შთამომავლები შემდეგ ივრის ხობაში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დასახლებულან.
გუშარაშვილები მითხოდან არიამნ მოსულები ლიქოკის ხეობაში, შემდეგ ლიქოკის ხეობიდან არაინ გადასულნი ფშავში.
ალბუთაშვილების წინაპარი მითხოდან - (ჩეჩნეთის მელხესტის თემიდან) ჯერ ლიქოკის ხეობაში დასახლებულან, ხოლო შემდეგ გადასახლებულან და ფშავში დაფუძნებულან. მითხოდან (ჩეჩნეთის მელხესტის) თემიდან არიან წარმოშობით ხაიაურები, რომელთა ნაწილი ახლა ცხოვრობს ბამუტში (ჩეჩნეთი). მითხოდან - (ჩეჩნეთის მელხესტის თემიდან) არიან წარმოშობით მახაურები. მითხოდან (ჩეჩნეთის მელხესტის) თემიდანარიან წარმოშობით ალბექიონები. ჩეჩნეთის მხრიდან ხაჩაროდან არიან მოსული ღანიშაშვილები.
ინგუშეთიდან არიან წარმოშობით ვეშაგურები. სუარიძეების განაყრები არიან სუარიშვილები, რომლებიც მთიულეთიდან სოფელ გოგნაურიდან ჩამოსახლებულან ხორხში და ხარტიშოში.
ბუჩუკურების განაყრებია არიან თეთრუაშვილები. ბუჩუკურთიდან მთიულეთში გადასახლებულ ბუჩუკურთა ერთ-ერთ მამაკაცს, ადგილობრიი მკვიდრი შემოუკვდომია, რომელიც თვითონაც მოუკლავთ მოსისხლეებს. მას სამი ბიჭი დარჩენია. მეუღლეს თეთრუა რქმევია, გარდაცვლილის ცოლს შეშინებია შვილებსაც დამიხოცავენო, მთიულეში აღარ გაჩერებულა, რის შემდეგაც არანისში აზნაურ ზანდუკელის ოჯახისათვის შეუფარებია თავი, სადაც მოსამსახურედ დაუწყია მუშაობა. მის ბიჭებიდან ერთი წილკანში გადასახლებულა და თეთრაძედ დაწერილა. მერე ძმა სოფელ დიღომში დამკვიდრებულა და მთეთრა შვილად დაწერილა (აქვე უნდა აღინიშნოს , რომ სოფელ დიღომში არსებობენ როგორც ადგილობრივი ისე მთიულეთიდან მისული თეთრაშვილები). მესამე ძმა არანისში დარჩენილა საცხოვრებლად და თეთრუაშვილად დაწერილა.
ხოშარაულები გორშეღმიდან არიან, რომელბიც არაბულთა გვარის ერთ-ერთი მამიშვილობაა.
ასევე არსებობენ ფშაველი ხოშურაულები, გადმოცემის მიხედვით არხოტელ კაცს იონეურ თეთრაულს ცაბაურთაში მთიბელში მყოფი კაცი მოუკლია, რის შემდეგაც ეს რომ გაუგიათ ცაბაურთელებს მისთვის გზა შეუკვრიათ, თეთრაულს მეტი სხვა გზა აღარ დარჩენოდა და მათი სალოცავის ცაბაურთელები მთავარანგელოზის ხატის კვრივში შესულა. ვინაიდან თავისივე სალოცავში შესულ კაცს ვერ მოკლავდნენ, ცაბაურთელები წამოსულან და ბეტიჩრდილელი კაცისათვის უთხოვიათ დახმარება. მასაც თანხმობა განუცხადებია, ერთი ხელით სანთელი დაუჭერია, მერე ხელით ხმალი და ისე შესულა თეთრაულის მოსაკლავად კვრივში. თეთრაულს რომ დაუნახია მის მოსაკლავად შემოსული კაცი ხმალი შემოუქნევია და სანთლიანი ხელი ხმლით გაუსხეპია ძვლამდე (ანუ ფშაურად რომ ვთქვათ დაუხოშია) სანთელი კი ჩაუქრია , მაგრამ ბეტიჩრდილელსაც მაშინვე მოუქნევია ხმალი და ხმლით მოუკლია თეთრაული. ბეტიჩრდილელის შთამომავლები ხოშურაულებად დაწერილან (ანუ დახოშილის შვილები), ხოლო მას შემდეგ ცაბაურთის მთავარანგელოზში დადაიან საკლავით, პატიების ნიშნად.
არსებობენ ასევე ხოშარაულები, რომლებიც გაბიდაურთ თემის ფშავლებია და მათი სალოცავია ხოშარის სათხუთმეტოს ძელის ანგელოზი.
ბუწანკალურებისა და ყურშავიშვილების წინაპარი მთიულეთის სოფელ მლეთიდან თიანეთში გადმოსახლებულა. რომელთა ადრინდელი გვარი ნაზღაიძე ყოფილა. მესისხლეობის გამო, სამი ცოლ-შვილიანი ძმა გადმოსახლებულა, თიანეთში გვარი შეუცვლიათ და ბუწანკალურად დაწერილან. გვიან ბუწანკალურებს გამოეყო ყურშავიშვილების გვარი.
ლაშქარაულები პირაქეთა ხევსურეთიდან (ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად გუდელადან, დღევანდელი ბარისახოს მიმდებარედ) გადასახლებულან ფასანაურთან ახლოს, დღეს მათი შთამომავლები პავლეურის გვარს ატარებენ.
როსტომაულები პირაქეთა ხევურეთიდან (წყალსიქითა მხარედან) გაადასახლებულან ხევში, სოფელ ართხმოში. ფიცხელაურების განაყრებია თანეთში მცხოვრები ფაშურიშვილები.ისტორიული ფხოვიდან, სოფელ აკუშოდან (ლიქოკის ხეობის მიმდებარედ) არიან წარმოშვებით სამხარაულები (რომელთა ძირძველი გვარი ჯამარაული ყოფილა). სამხარაულები სხვადასახვა დროს მიგრირებულან, ერწო- თიანეთში, კახეთში, ხანდოში. ხანდოში გადასახლებულ სამხარაულები მელიქიშვილის გვარზე იწერებიან დღეს.
ქსნის ხევის, მდ. ცხრაზმულის მარცხენა – მთავარი შენაკადის დადიანურას და ლორის წყლის შესართავთან უცხოვრიათ არაგვის ხეობიდან გადმოსულ ხარანაულებს, რომლებიც მრავალი ცხვარ-ძროხის პატრონნი, მშრომელი, მდიდარი და გონიერი და გავლენიანი ხალხი ყოფილან. საქართველოს მთიანეთში გავრცელებული თქმულების მიხედვით ლომისის ეკლესიის მშენებლობის დაწყებამდე კარებთან დაკავშირებული საკითხი ადვილად გადაჭრილა ხარანაულის ძალისხმევით. მორიგებისა და აღთქმული პირობის თანახმად ჭიდაობაში გამარჯვებულის მხარეს უნდა შებმიყო კარგები სალოცავს, ხოლო მეორე მხარის მხრიდან უნდა ყოფილიყო ხევისბერი. ქსნელი და არაგველი ფალავნების შერკინებამ გადაწყვიტა ლომისის სალოცავში კარები დატანების საკითხი ქსნელების სასარგებლოდ. ქსნისკე კარების დატანების სანაცვლოდ მთიულებს, კერძოდ პატაშურებს ლომისის დეკანოზობა რგებიათ. შემდგომ როგორც ცნობილია დეკანოზობის სახელოს ბურდულები იკავებენ. ხოლო თვითონ კარების შებმის ორგანიზება თვითონ ხარანაულს უთავია. ხარანაულმა ითავა, ქსნისკე შეაბა კარები, დეკანოზები ინიშნა, საყდარს დაკიდეს ზარები.
ბურდულთა წინაპრებს ხევსურეთის სოფელ ქმოსტში, საბერწეში და ღელის ვაკეში უცხოვრიათ. ბურდულთა ნაწილი გადასახლებულა ხევსურეთიდან და მთიულეთში დასახლებულან. შემდეგ ბურდულები მიხმარებიან მთიულებს მტერთან ბრძოლაში, რისთვისაც მადლიერ მთიულებს მათთვის, ლომისის სალოცავის დეკანოზის სახელო ჩაუბარებიათ.
გარდა ამისა იყო ისეთი შემთხვევებიც როცა ფშავის ამა თუ იმ თემში ჩამოსახლდნენ და დამკვიდრდნენ, აღმოსავლეთ აქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსისხლეს გამორიდებული სხვა გვარები. მაგალითად გადმოცემით, აგრეთვე პავლე რაზიკაშვილის მოგონებების მიხედვით, ვაჟა-ფშაველას წინაპრები ხევიდან (სნოდან) მოდიან თურმე, საიდანაც ფშაველ გოგოჭურთა (ანუ ცაბაურთა) თემში გადმოსულან საცხოვრებლად. თავიდან ამ გვარზე ჩაწერილან (გოგოჭურის გვარით რომ არიან ჩაწერილნი, საარქივო მასალებითაც დასტურდება). ზოგიერთი კი, ვინც კარგად არ იცნობს ამ კუთხეებს ან იცნობს, შეგნებულად თუ შეცდომით, ვაჟას წინაპრების გვარს ხევსურ გოგოჭურების გვარს მიაწერენ.
ვაჟას წინაპართა თემი, სინამდვილეში, დღეს არსებულ ფშავის 12 თემთაგან ერთ-ერთი, ფშაველ გოგოჭურთა ანუ დღევანდელ ცაბაურთა თემია (ამ თემის სალოცავია ცაბაურთის მთავარანგელოზი – ცაბაურთას მთაწმინდას დაბრძანებული). დროთა განმავლობაში ამ თემიდან ვაჟას მამიშვილობის წარმომადგენლები გვარში დაწინაურებული წინაპრის _ რაზიკას პატივსაცემად, რაზიკაშვილების გვარზე გადასულან. ისევე როგორც ფშაველ გოგოჭურთა _ დღევანდელ ცაბაურთა თემიდან დღეს მამიშვილობების მიხედვით საკუთარ გვარებზე დაეწერნენ ცაბაურები, ქუმსიაშვილები, მაჩხოშვილები, შავერდაშვილები, გედეხაურები, მარცვალაშვილები, მიგრიაულები, მაუბარაშვილები და სხვები, გარდა მცირე გამონაკლისისა, რომლებიც გოგოჭურის გვარს ატარებენ დღეს. მაგალითად, სოფელ ღულელებში ცხოვრობდა მოხუცი კაცი, გიორგი გოგოჭური (ცნობილი მოლექსის _ ბაჭიკუდა გიგაურის დიშვილი). ის ამბობდა, რომ მისი მამაცა და პაპაც ძირეულ გვარზე _ გოგოჭურზე დარჩნენ, სალოცავად კი ცაბაურთის მთავარანგელოზში დადიოდნენ.|
როგორც ზემოთ აღვნიშნე გოგოჭურთ თემის გარდა, ფშავში ასევე გვხვდება იმავე დასახელების თემი, რომელი გვარიც არსებობს ხევსურეთში; მაგალითად, ფშაველ ქისტაურთა თემი, რომლის განაყარი გვარებია: ქისტაურები, ხუცურაულები, ბიჩინაშვილები, ჯაბანიშვილები, ტუშურები, ბადრიშვილები, ციგროშვილები და სხვა (მათი სათემო სალოცავი იახსარია).
ვაჟას მამის – პავლე რაზიკაშვილის მოგონებების მიხედვით, მისი წინაპრები თავდაპირველად ცაბაურთიდან აფხუშოში გადმოსულან საცხოვრებლად, საიდანაც, გადმოცემის მიხედვით, ტყვედ წაუსხამთ. ფშაველ გმირს, ღაჭაურს, დაუხსნია ისინი ტყვეობიდან. მეფეს მათთვის ლიშო და კვერნაულა უბოძებია დასასახლებლად. კვერნაულაში ლეკები დასხმიან თავს და, ბავშვებისა და დედაკაცების გარდა, 12 მამაკაციც წაუყვანიათ. მათგან ერთს როგორღაც მოუხერხებია და უკან დაბრუნებულა. პავლე რაზიკაშვილი წერს: მამაჩემისგან გამიგონია, რომ ჩვენი ნათესავები დღესაც ცხოვრობენ ალიაბათში, სადაც მათ რაზიკაანთ ეძახიანო. ფშავში დაბრუნებულ იმ ტყვისგან ვართ ჩვენ გამრავლებული, ამიტომ „ლეკიაანთ“ გვეძახდნენ, - ასე ვიცი წინაპრებისგანო. რაზიკას შთამომავალთაგან ვის სახელსაც პავლე რაზიკაშვილი ასახელებს, არის მამის პაპა იმედა (ანუ მამისიმედი). იგი ასევე ახსენებს იმედას შვილს, ბეროს (პავლეს მამის ბიძა), რომელიც ისეთი ფიცხი ბუნების ყოფილა, რომ, როცა მისი ცოლის კაბას ვიღაც ფილაშვილი უხეშად შეხებია, მისთვის მარჯვენა მოუჭრია (ჩემს ცოლს ფაფანაკზე ხელი რატომ მოჰკიდეო). პავლეს მამას გივი რქმევია. განსაკუთრებით ძლიერი ყოფილა გივის შვილი (პავლეს ძმა) ბერო (ანუ ბოიგარი), რომელსაც იერით ვაჟას ამსგავსებდნენ. ფშავში ვაჟას თანამედროვე მოხუცები ამბობდნენ, რომ სულ თავის ბიძას – ბოიგარს ჰგავდა ვაჟა.
რომელი კუთხიდანაც უნდა მოდიოდეს მისი წინაპრების ფესვები, რა თქმა უნდა, ვაჟა ფშაველი გენიოსია. ფშავში დაიბადნენ და იქვე ჰპოვეს უკანასკნელი განსასვენებელი ვაჟას წინაპრებმა. ფშაველმა ქალებმა (ივრისა თუ არაგვის ფშავისა) გაზარდეს რაზიკაშვილთა შთამომავლები. სწორედ რაზიკაშვილებს, კერძოდ, პავლეს არგუნა განგებამ, ყოფილიყო ყველაზე დიდი ფშაველის მშობელი, თან ისეთი გენიოსის, რომელიც არა მარტო ფშავისა და საქართველოს, არამედ მსოფლიოს საკუთრებაა დღეს.
ქეთელაურების წინაპარი თიანეთიდან ცხრაკარადან მოსულან, გადმოცემის თანახმად ქეთელაურების განაყრები არინ ჭავჭავაძეები. მათ საერთო წინაპრებს ერწო–თიანეთის ტერიტოტიაზე ცხრაკარაში უცხოვრიათ. იმ ადგილს ჭავჭავეთი ერქვა თურმე. ასევე მათ მამულები ჰქონიათ ფუძნარშიც. შემდეგ მათი ერთი განაყარი შტო ხორხში გადასახლებულა. მეორე კი კახეთში. კახეთში გადასახლებულები, ჭავჭავაძეთა გვარად დაწერილან თავის მხრივ ორად გაყოფილან და წინანადალში და ყვარელში დაფუძნებულან.
ხევსურეთში ფილაურები ბისოსა და ხახმატს შორის მოსახლეობდნენ ხახმატის თემში. მათთან ძმად გაფიცულები (ხარ ქვაბით შეყრილები) ყოფილან ალუდაურები და ქეთელაურები. “ფილაურნი ყოფილან ძალიან ძლიერი გვარი ხევსურეთში. მათზე ძლიერი არავინ იყო. ისინი თავიანთი დავლათით ამაყობდნენ. ეს ხალხნიც კაცრიელობით თამამობდნენ და ხევსურეთში არაად ვის აგდებდნენ. ხევსურებიდან რომ პირადად შებრძოლებას არავინ ბედავდა, ჩუმად შემოსულა მტერი ღამით და ეს სოფელი მთლიანად ტყვედ დაუჭერიათ.. ფილაურები თიანეთში და კახეთში გადასახლებულან.
ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება ჭავჭავას ძენი ერწო–თიანეთის ცხრაკარას მხარეში. გადმოცემების მიხედვით,შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში . ჭავჭავაძეებისათვის მეფე ერეკლე პირველს (ნაზარალი ხანს) 1680 წელს დიდგვაროვანის ტიტული მიუნიჭებია, თეიმურაზ მე–2–ეს მათთვის აზნაურობა, ადგილ მამული და ყმები უბოძებია. ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I(ერეკლე პირველს ძეს და თეიმურაზის ძმას) თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ხოლო ერეკლე მე–2–ეს კი თავადობა დაუმტკიცებია.ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული. კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად“ -წინანდლისა და ყვარლისა. წინადლის შტოს ეკუთვნოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გარსევან ჭავჭავაძე (ვისაც ერეკლე II მიანდო 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს ტრაქტატზე ხელის მოწერა, შემდეგ კი ქარლთ კახეთის სამეფოს დესპანად გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე პეტერბურგში), მისი ვაჟი იყო გამოჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე. ილია ყვარელი ჭავჭავაძეების შთამომავალია. მისი პირდაპირი წინაპრები-ოტია, პაპუნა, მამუკა, ფარემუზ, ბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეები XV-XVIII სს. ისტორიული პირებია, ილიას პაპის მამას - ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია 1755 წელს ხუძახის ბატონის-ნურსალ-ბეგისა და მისი 20-ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროს. როგორც თეიმურაზ II და ერეკლე II 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად ბესპაზ ჭავჭავაძემ ,,რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლა“ და ყვარლი ციხე გალავანს ალყა შემორტყმული ხუნძახის ბატონი და მისი მრავალათასიანი ლაშქარი სატიკად დაამარცხა და სამარცხვინოდ უკუაქცია! «თავადი ჭავჭავაძე, არიან ორ გვარად, პირველნი რომელნიცა სახლობენ გაღმა მხარს ყვარელსა შინა, იგინი არიან ძველადგანვე დროსა მეფისა ლეონისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1529. ესენი იყვნენ ფშავის მთითვე ჭავჭეთის ადგილით და მუნ მოსახლენი თავადადვე და მერე გადმოსახლდნენ ყვარელსა შინა და მუნ მისცა ადგილნი, რომელნიცა აწ არიან: 1) გლახას შვილები და ძმათა ამისისა, 2) მელქისადეგისა შვილები. ხოლო მეორე ჭავჭავაძენიც არიან მუნვე ადგილიდან მოსრულნი, რომელნიც ამბობდენ მონათესაობასა მათსა. გარნა არა აქვნდათ მათთან მამულნი და ამათ მსახურეს ერეკლესა მეფისა თუშეთს და ოდეს გამეფდა მეფეერეკლე პირველი წელსა ქრისტეს აქეთ 1680-სა შემდგომად მსახურებისათვის და- ასახლნა ადგილსა წინანდელსა და მიიღო აზნაურად. შემდგომად მეფემან თეიმურაზ აღიყვანა მცირე თავადის ხარისხსა შინა და უბოძა მცირე რამ ყმა და ზვარი სამეფო და უკანასკნელ უფრორე მეფემან მეორემ ირაკლიმ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა.პირველი დოკუმენტური ცნობები თავად ჭავჭავაძეთა შესახებ ქართულ ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. ამ საგვარეულოს უძველესი, ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელი არის ფაროდი (ფარიდონ) ჭავჭავაძე იგი იხსენიება 1440 წლის სიგელში, რომელიც საქართველოს მეფემ ალექსანდრე პირველმა, დიდმა (1412-1442) უბოძა კათალიკოს შიო II-ს (1440-1443) გარდაწყდეს. ქკს: რკვ». XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები აქტიურად მოღვაწეობდნენ კახეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც მეფის კარისკაცნი, მრჩევლები, დესპანები, მხედართმთავრები და მაღალი სასულიერო თანამდებობის პირები. ისტორიული წყაროები და, აგრეთვე, ხალხში დარჩენილი ზეპირსიტყვიერი გადმოცემები მოწმობენ, რომ თავადი ჭავჭავაძეები კახეთის მკვიდრნი არ ყოფილან. ისინი საქართველოს სხვა კუთხიდან მოვიდნენ «ალაზნის დიდ ჭალას» და იქ დასახლდნენ. XVI საუკუნიდან მოყოლებული, თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები ქართულ ისტორიულ საბუთებში არაერთხელ იხსენიებიან. მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სიგელში, რომელიც 1517 წლით თარიღდება, მოხსენებულნი არიან ჭავჭავაძეთა საგვარეულოს შემდეგი წევრები: «...ესე... სიგელი... მოვაჴსენეთ თქუენ ... (მცხეთას) და კზ~ს ბასილის ჩუენ ჭავჭავაძეთა როშნიას შვილთა: ზაალ, დასტან, მანუჩარ და გიორგი... „კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574-1605) მიერ 1584 წელს გაცემულ წყალობის წიგნში მოხსენებულია გარსევან ჭავჭავაძე, რომლის მამული მეფემ უბოძა თავის ერთგულ თავადს ჯანდიერიშვილს არსლანს.XVI საუკუნის ბოლოს ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები იმდენად დაუახლოვდნენ კახეთის სამეფო კარს, რომ სახლთუხუცესის და მოლარეთუხუცესის მაღალი თანამდებობები დაიკავეს. დავით-გარეჯის მონასტრის 1590 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენებულია კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი იასონ ჭავჭავაძე. XVII საუკუნის ნახევრის (დაახ. 1646-1655 წწ.) ნასყიდობის წიგნში მოწმეთა შორის იხსენიება მოლარეთუხუცესი მამუკა ჭავჭავაძე. სწორედ ეს მოლარეთუხუცესი მამუკა ჭავჭავაძე მოიხსენიება ხალხური ლექსში, სადაც აღწერილია მისი გმირული სიკვდილი ლეკებთან ბრძოლაში. არჩილ მეფის (1647-1713) პოემაში «გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა», მოხსენიებულია ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის (1606-1648) თანამედროვე «გარსევან ჭავჭავაძე, გულბაათის შვილი», რომელსაც ასევე თავი გამოუჩენია ლეკებ-თან ბრძოლაში. XVII საუკუნის 50-იან წლების ერთ ისტორიულ დოკუმენტში იხსენიება ჭავჭავაძეთა წინანდლის შტოს წარმომადგენელი მამუჩი ჭავჭავაძე XVIII საუკუნის ისტორიულ დოკუმენტებში (სიგელ-გუჯრებში) ხშირად გვხვდებიან თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები. კახეთის მეფის კონსტანტინე II-ის (1722-1732) სიგელში, რომელიც დათარიღებულია 1726 წლით, იხსენიებიან: სუფრაჯი გიორგი მამუკას ძე, მეჯინიბეთუხუცესი გარსევან რამაზის ძე და მისი ძმები _ მამუჩი, სულხანი და მერაბი. აქ ისიც არის აღნიშნული, რომ ჭავჭავაძეთა «მამა-პაპანი» დიდად ნამსახურნი ყოფილან საქართველოს მეფეთა კარზე ილიას ჭავჭავაძის პაპის მამას, ბესპაზს _ თავი გამოუჩენია ხუნძახის ხანის ნურსალ-ბეგისა და მისი 20 ათასიანი ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში 1755 წელს, ყვარლის ციხის დაცვისას. როგორც მეფეების, თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ის 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა მეომრებთან ერთად, ბესპაზ ჭავჭავაძემ «რჯულის, გულისათვის თავი საყათლანოთ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავითიბრძოდა» და ყვარლის ციხე-სიმაგრეს ალყაშემორტყმული ხუნძახის ხანი და მისი ლაშქარი სასტიკად დაამარცხა და უკუაქცია. თავად ჭავჭავაძეთა ყვარლის შტოს წარმომადგენელმა, ილია ჭავჭავაძის პაპამ,პაატა ბესპაზის ძემ 1792 წელს თავი გამოიჩინა, რათა სოლომონ მეორეს ხელმეორედდაებრუნებინა იმერეთის სამეფო ტახტი. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი წიგნში _«ცხოვრება მეფე გიორგი მეცამეტისა» _ წერს: «ამას (პაატა ბესპაზის ძეს _ ი.ბ.) მიანდო მეფემან ირაკლი გამოყვანა 900 ლეკისა და სარდლობაცა იმერეთისაკენ მუნმისრულთა ლეკთა, შესაწევნელად ქართველთა ჯარისა, ოდეს დასვეს მეფედსოლომონ». მეფე გიორგი მეთორმეტემ 1800 წელს პაატა ბესპაზის ძე ჭავჭავაძეს უბოძა ხუთასისთაობა გაღმამხარის, ბახტრიონიდან მოკიდებული გავაზამდე. სიგელში ნათქვამია: «ეცადე ერთგულად გვემსახურო, სანაცვლად ჩვენგან წყალობას ელოდეო. როცა ჯარი დაგვჭირდება, შენ უნდა გამოიყვანო და განაგოო. დაწესებულ ჯამაგირისა და ულუფას ჩვენგან მიიღებო“მეფე ერეკლე II-ის ეპოქას მიეკუთვნება სახელმწიფო მოღვაწე, ქართველიდიპლომატი, ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩი რუსეთის საიმპერატორო კარზე _ თავა-დი გარსევან ჭავჭავაძე.1783 წლის 24 ივლისს, როგორც ქართლ-კახეთის სამეფოსსრულუფლებიანმა ელჩმა, გარსევან ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა გეორგიევსკისტრაქტატს. 1784-1801 წწ. იგი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს საგანგებო და სრულ-უფლებიანი ელჩი რუსეთის იმპერატორის კარზეროშნია ჭავჭავაძე( ჩანს 1470 წლებში) რომლის შვილიშვილის გარსევან გიორგის ძის შვილებმა : იასონმა (ყვარლის) და გულბაათმა (წინანდლის). სათავე დაუდეს ჭავჭავაძეთა ყვარლისა და წინანდლის განშტოვებებს.ყვარლის შტო:–იასონის შვილიშვილი იყო ფარმუზ მამუკას ძე, რომლის შვილიშვილი პაატა ბესპაზის ზე, იყო პაპა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძესი.წინანდლის შტო.: –გულბაათ ჭავჭავაძის შვილიშვილი იყო რამაზ მამუჩის ძე, რომლის შვილიშვილი რევაზ გარსევანის ძე, იყო პაპა ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძესი.მათი განაყარ მეორე შტო კი რომელიც ხორხში გადასახლდა, ქეთელაურის გვარზე დაწერილა. ჯერ ხორხში უცხოვრია, შემდეგ ბისოში დასახლებულა შვილი ყოლებია, ის კაცი მტერთან ბრძოლაში დაღუპულა,დარჩენია მცირეწლოვანი შვილი, მისი შვილი დედამისს გოგოლაურთ თემის ფშავლებთან გადაუმალია.რომელიც ფშავში თავის ძმადნაფიცებს თურმანაულებს (ძირად გოგოლაურებს) გაუზრდიათ და როცა დავაჟკაცებულა მამის ნასახლარზე ბისოში დაუსახლებიათ. სადაც დღესაც ცხოვრობენ ქეთელაურთა შთამომავლები. დროთა განმავლობაში ხევსურეთში ბისოში დამკვიდრებული ქეთელაურთა შტო გამრავლებულა, ერთხელაც კახეთში ყოფნის დროს დაუპირებიათ თავისი განაყარი ბიძაშვილების მონახულება, რომლებიც უკვე დაწინაურებულები ყოფილან. არც წინანდალში მცხოვრებ ჭავჭავაძეებს და არც ყვარელში მცხოვრებთ აღარ ჩაუთვლიათ ღირსეულად ემასპინძლათ ღარიბულად ჩაცმულ თავიანთ განაყარ ხევსურეთიდან ჩამოსულთათვის, რა ძალზე სწყენიათ ამაყ ქეთელაურებს და გაბრაზებულები უკან გამობრუნებულან. ამ ინციდენტის შესახებ გადმოცემით თურმე იცოდა ილიამაც. როდესაც ილიას დუშეთის მაზრაში მომრიგებელ მოსამართლედ დაუწყია მუშაობა, კაცი გაუგზავნია ბისოში რომ ხმა მიეწვდინა თავისი განაყრებისათვის, და უთხოვია თუ არ შეწუხდებით დუშეთში მინახულეთო. მათაც ქეთელაურების საგვარეულოდან აურჩევიათ 3 კაცი და ხლებიან ილიას სტუმრად. რომელსაც თბილად მიუღია ხევსურები და ოქროს თუმნიანი მიუცია“ჩემ სახელზე სამახსოვროდ რაიმე შეიძინეთ თემისათვისო“
საგინაშვილები გადმოცემის თანახმად საგინა ბურდულის შთამომავლებია. რომლებიც მთაში მოსისხლეს გამორიდებიან და ბარში ჩამოსახლებულან.
საგინაშვილები თბილისის შემოგარენში, გარე კახეთში და ქვემო ქართლში დასახლებულან. საგინაშვილების გვარი საისტორიო წყაროებში მე–16–ე საუკუნიდან ჩანს. თავისი ნაყიდი ქონება და მამული იანქო საგინაშვილს 1536 წელს თბილისის სიონისათვის შეუწირავს. მე–17–ე საუკუნის მეორე ნახევრიდან ვხედავთ საგინაშვილებს: ბეჟანს, იოთამს და პაპაუნას–როსტომ მეფის მტრებთან ბრძოლაში.შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამეფო კარისადმი ერთგულება უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა, საერთოდ, საგინაშვილების დაწინაურება საზოგადოებრივ სარბიელზე. 1628 წლის 15 მარტს ელისე საგინაშვილისათვის სვიმონ ქართლის მეფეს თბილისის სიონის საყდარი მიუცია.ამგვარად, ელისე თბილელი მღვდელმთავარი ანუ ეპისკოპოსი გამხდარა . თუ ყველაფერ ამასთან ერთად მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებასაც, რომ ელისე საგინაშვილი თავის დროზე ცნობილი მწიგნობარიც ყოფილა, გასაგები იქნება ის მაღალი ავტორიტეტი, რომლითაც ის უცვლელად სარგებლობდა მთელი თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში.თბილისის სიონი მძიმე მდგომარეობაში დახვედრია ელისეს. ის "ჟამთა ვითარებისაგან", თუ "უსჯულოთა და უღმრთოთა" (იგულისხმება საქართველოს მტრები) მიერ დარღვეული და დაქცეული ყოფილა. ელისე საგინაშვილს მიზნად დაუსახავს აღედგინა თბილისის სიონი. მაგრამ სიონის აღდგენითი სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო (უსახსრობა) საკმაოდ ნელა წარმართულა და საბოლოოდ ეს საქმე ელისეს მხოლოდ 1657 წლისათვის დაუმთავრებია. ერთდროულად, ელისეს ენერგიული მუშაობა გაუჩაღებია სიონის დაკარგული მამულების დასაბრუნებლად და საყდრის დაცემული მეურნეობის აღსადგენად. მას, მართლაც დაუბრუნებია სხვადასსვა დროს და სხვადასხვა პირთა მიერ მიტაცებული საყდრის მამულები როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ. ასეთია მაგალითად: ქულბაქი საყდრის გვერდით, ქარვასლის ნახევარი, როსტომ მეფის სუფრაჯის ამბაზბეკის ნასახლარი თბილისში, სოფ. კისისხევი - კახეთში და სხვა. ის წარმატებით ედავება სასამართლოში ყორღანაშვილებს და იბრუნებს კიდეც სოფ. ფიცხისს თრიალეთში და ასე შემდეგ. ეს ყოველივე ბუნებრივი და გასაგებია. მაგრამ იბადება კითხვა: რა უნდოდა თბილისელ ეპისკოპოსს ხრამის ხეობაში? რით იყო გამოწვეული ელისე საგინაშვილის მოღვაწეობა პირღებულის მონასტერში? ამ მიზნით უნდა გავიხსენოთ სვიმონ მეფის ზემოაღნიშნული წყალობის წიგნი, რომლითაც მას ელისე საგინაშვილისათვის 1628 წელს თბილელობა უბოძებია. ელისე საგინაშვილის დაწინაურების ძირითადი მიზეზები, მის პირად თვისებებში უნდა იქნეს მოძებნილი. მის თანამედროვეთა და თვით მხილველთა მიერ იგი დახასიათებულია, როგორც ,,სარწმუნო" და "სათნო კაცი. გვარად, ელისე თბილელი მღვდელმთავარი გამხდარა (ელისე საგინაშვილმა, თბილელის კათედრა 1628 წლის 15 მარტს მიიღო, რომელიც მას სიკვდილამდე ჰქონდა დაკავებული. აკად. ექ.თაყაიშვილის მიხედვით, იგი 1660–1670 წლებში გარდაიცვლილა) ამ საბუთით სიონის საყდარს ის ერთდროულად უმტკიცებდა საეკლესიო მამულებს, როგორც თბილისში, ისე საბარათიანოშიაც (ქვემო ქართლი). ელისე საგინაშვილი აღდგენითი სამუშაოების განხორციელება, ერთდროულად, თბილისში და ხრამის ხეობაშიაც ჩაუტარებია, მაგალითად მისი მოღვაწეობა პირღებულის მონასტრის აღდგენა. (ხრამის ხეობაში). ელისე საგინაშვილი გაუგზავნია როსტომ ხანს (ქართლის მეფე როსტომს, ხოსრო–მირზას) ლევან დადიანთან დის მარიამ დადიანის ხელის სათხოვნელად.რაც ჯვრისწერით დაგვირგვინებულა 1634 წელს. მეფეს საგინაშვილებისათვის აზნაურობა უბოძებია. მოგვიანებით საგინაშვილთა ერთ–ერთი განშტოვებისათვის თავადობაც დაუმტკიცებიათ ქართლკახეთის მეფეებს. საგინაშვილები გამრავლებულან, თავდაპირველად ქართლში, თბილისის შემოგარენეში და ქვემო ქართლში (მდინარე ხრამის ხეობაში). საიდანაც საგინაშვილთა ნაწილი მტრის ამ მხარის აკლების შემდგომ, ჭავჭავაძეებს დანათესავებიან და კახეთში გადასახლებულან. საგინაშვილების ერთერთ განშტოვებისათვის მეფეს თავადობა დაუმტკიცებია. საგინაშვილები კახეთში, გარე კახთში, აგრეთვე ერწო თიანეთში დასახლებულან. გარეკახეში, საგარეჯოს რაიონში მცხოვრებ საგინაშვილებს ძველი ფხოველთა სალოცავის კოპალეს ნიში ჩაუტანიათ, სადაც კოპალობის დღესასაწაულს მართავენ დღესაც.

No comments:
Post a Comment