ანატორში უცხოვრია
სისვაურებს (სისაურებს)
სოფელი შავი
ჭირის შემდეგ
დაცლილა.
ვინ გადარჩა სხვაგან გადასახლებულან.. სისურების განაყრები არიან, ლიქოკელიები, უშიკიშვილები, გონჯილაშვილები, თურქიაშვილები, პატურაშვილები ჭალისურები..
ლიქოკელების განაყრები არიან თიანეთში მცხოვრები მგელიაშვილთა ნაწილილი. როგორც ვიცით არსებობენ ასევე ფშაველი, ძირად გოგოლაური მგელიაშვილებიც.
ლიქოკელთა გვარზე შემდგარან და დღეს ლიქოკელის გვარს ატარებენ, ლიქოკის ხეობაში მცხოვრები ბასხაჯაურნი.
ზაქაიძეების
წინაპრებს ქისტეთში,
არმხის მახლობლად
უცხოვრიათ. იმ ადგილს
რქმევია ხანდა.
მამასა და მის
სამ ვაჟს
სისხლმესისხლეობის გამო
დაუტოვებიათ თავიანთი
საცხოვრებელი ადგილი.
მამას რქმევია
ზაქა, ხოლო
შვილებს - ყარა,
ყატუყა და ბრაი.
მამა-შვილები
მაშინ მოსულან
მთიულეთში, როდესაც
ქსნელები და არაგველები
მაღალ მთაზე
ლომისის ეკლესიას
აშენებდნენ. დაღლილ-დაქანცული
მშენებლები დახვედრიათ...
თურმე ვერავის
აუწევია ეკლესიის
კარის თავზე
სათაღე ლოდი.
ზაქას ერთ-ერთ
ვაჟს - ბრაის
აუწევია ლოდი
და თავის
ადგილზე დაუდია.
ქვის აწევის
დროს ტანსაცმლის
ქვეშიდან ვერცხლის
ჯაჭვის პერანგი
გამოსჩენია. კალატოზებს
მაშინვე შეუწყვეტიათ
მუშაობა და უთქვიათ,
თუ იმ ჯაჭვის
პერანგს მოგვცემენ,
ვიმუშავებთ, თუ
არა და ხელსაც
არ გავანძრევთო.
ზაქას შვილები
ღმერთის მორწმუნე
ვაჟკაცები იყვნენ.
ეკლესიას, ლომისას
შესწირეს ის ძვირფასი
ვერცხლის (ჯაჭვის)
პერანგი და დიდ
ლომისას ყმად
შეეფიცეს. მოხუცებს,
დეკანოზებს უთქვამთ
მამა-შვილებისათვის:
„აირჩიეთ, სადაც
გნებავთ საცხოვრებელი
ადგილი და დასახლდითო“.
გადმოუხედავთ ლომისის
მთიდან. მამა-შვილს
ზაქასა და ბრაის
ხადას ხეობის
ქვემო წელი
- დიდი ველი
აურჩევიათ. ამჟამად
იქ მოზრდილი
სოფელია, რომელსაც
დამაარსებლის საპატივსაცემოდ
ზაქანი ჰქვია.
ყატუყა მუღურეში
დასახლებულა. თუმცა
მისი ჩამომავლობა
ამოწყვეტილა და
იმ კაცისგან
აღარავინ დარჩენილა.
ყარაის შთამომავლები
კი ბეგოთკარში
ეხლაც ცხოვრობენ.
ყველანი ზაქაიძეებად
ეწერებიან. ძველი
დამსახურების გამო
ზაქაიძეების არყოფნის
გარეშე ლომისის
კარი არ გაიღებოდა.ვინ გადარჩა სხვაგან გადასახლებულან.. სისურების განაყრები არიან, ლიქოკელიები, უშიკიშვილები, გონჯილაშვილები, თურქიაშვილები, პატურაშვილები ჭალისურები..
ლიქოკელების განაყრები არიან თიანეთში მცხოვრები მგელიაშვილთა ნაწილილი. როგორც ვიცით არსებობენ ასევე ფშაველი, ძირად გოგოლაური მგელიაშვილებიც.
ლიქოკელთა გვარზე შემდგარან და დღეს ლიქოკელის გვარს ატარებენ, ლიქოკის ხეობაში მცხოვრები ბასხაჯაურნი.
დაიაურები“დაიას შვილები“ იყვნენ ლეკის ტყვის შვილები და დედა ჰყავდათ შეთეკაური. მერე ამ დაიაურები, გამრავლდნენ, ბევრნი გახდნენ და სხვების დაჩაგვრა დაიწყეს. მოუწვევიათ ოთხ სოფელს ყრილობა ხალხსა და სულ მთლად დაუხოცავთ. მხოლოდ ერთი ქალი არ მოუკლავთ. ხახაბოელ მამიაურებს არ გაუშვიათ: ჩვენი ქალი ერთი კვირის გათხოვილია და არ მოგაკვლევინებთო. და ქნილა ის ორსული და ისევ ბიჭი ყოლია და ისევ წარმოიშვა დაიაური იმ ერთ ბიჭზე. დამთავრდა ამით მაგათი მოძალადეობა სოფლებში. მუცოს ჭალაზე ადრე უცხოვრიათ გვარად ხოხიკურებს. რომელთა შთამომავლები დღეს ჭინჭარაულად იწერებიან.
გადმოცემის თანახმად მიღმახევში -არდოტში, მოსულებად ითვლებინა მურღვევები, რომლებიც დღეს არდოტელის გვარს ატარებენ.
გადმოცემის თანახმად არდოტში ასევე უცხოვრიათ სალოქაურებს(გადმოცემით სალოქაურების მამიშვილობა ძირად მურღვევები იყვნენ), რომლებიც შემდგომ მოსისხლეობის გამო გადასახლებულან აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და დღეს მათი შთამომავლები ჩიტაშვილებად იწერებიან.
კისტანსა და ჭეჭყეთში – პაპკიაურებს უცხოვრიათ. მოსისხლეები გადაჰკიდებიან ჭეჭყეთელი პაპკიაურები ხორხში გადასახლებულან, კისტნელები კი ამოწყვეტილან. გადარჩენილებმა ჭინჭარაულთა გვარს შეაფარეს თავი.
ხევსურების წინაპარი ყოფილა ვინმე გუდანელი, რომელსაც კახეთის სოფელ მაღრანიდან ბატონს გაჰქცევია და ფშავში ასულა. აქ შესძენია შვილი, რომელსაც ნადირობის დროს ისეთი მსუქანი ვერძი მოუკლავს, რომ მამა გაუოცებია. მამას უფიქრია, რომ ადგილი, სადაც მისმა შვილმა ასეთი მსუქანი ცხოველი მოკლა, ნაყოფიერი უნდა ყოფილიყო. ამაში დასარწმუნებლად მამა – შვილს წაუღიათ ერთი ქისა ქერი და დაუთესიათ, რომლის მოსავალსაც მეორე წელს ერთი გუდა აუვსია. ამიტომ ეს ადგილი მუდმივ საცხოვრებლად უქცევიათ. აქედან დარქმევია სოფელს გუდანი. ხოლო მის მოსახლეობას – გუდანელები. გუდანელს სამი ვაჟი ჰყავდა: არაბა, გოგოჭა და ჭინჭარა. აქედან წარმომდგარა გვარები – არაბული, გოგოჭური და ჭინჭარაული. სწორეთ ეს სამი გვარი ხევსურეთის მოსახლეობიდან ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი. ხევსურეთში სამი ძირითადი საგვარეულოა: საარაბულო, საჭინჭარაულო და საგოგოჭურო. თავის მხრივ ამ გვარებს აქვთ როგორც შენაყარი ისე განაყარი გვარები და მამიშვილობები. მაგალითად საჭინჭარაულო საგვარეულოს შენაყარი მამიშვილობაა პაპკიაურები.
ჭორმიშეველი გოგოჭურების განაყრებია ყორიაულები, რომლებიც სალოცავად ჭორმიშევში დადიან და რომელთა ნასახლარები დღესაც არის გუროში.
საარაბულო იყოფა ოთხ ძირითადა განშტოვებად:საბიჩინაგუროდ, საველგუჯაუროდ, სარკინაულოდ და საჩუჩეყაუროდ. რომელბიც თავის მხრივ კიდევ იყოფიან მამიშვილობებებად. მაგალითად: საბიჩინაგურო იყოფა დავითაურთ და სხვა მამიშვილობებად... საჩუჩეყაურო იყოფა ხიმშირაულთ და სხვა მამიშვილობებად და ა. შ.
XIX ს. I ნახევარში ხევსურეთიდან ერწო-თიანეთში საცხოვრებლად გადმოსულან: თოთიაურები, იდუკაშვილები, ფარეშიშვილები (სოფ. გორანა), რომელთა თავდაპირველი გვარია ჭინჭარაული; ერთი მამისგან მომდინარეობენ და ძმებმა: თოთიამ, იდუკამ და ფარეშამ დაუდეს საფუძველი. გადმოცემის თანახმად ძირად ჭინჭარაულებია ასევე სოფ. ჭურჭელაურებში მოსახლე ხიბლაშვილები (სალოცავი - გუდანის ჯვარი), რომლებიც აქ XIX ს. I ნახევარში დასახლებულან.
იარაჯულები არაბულების შტო ნაყარი გვარია.
ხანდოს ხევის პირდაპირ, არაგვის ხეობის მარცხენა ნაპირზე არის სოფელი ბანცურები. ქაისხევის სოფ. ბანცურთკარში მოსახლე ბანცურის გვარის წარმომადგენლები სოფ. ბანცურებიდან არიან გადმოსახლებულნი, სადაც უფრო ადრე ხევსურეთიდან იყვნენ მოსული. მათი ადრინდელი გვარი (ისევე როგორც ქაისხეველი სინჯარაძეებისა და გრემისხეველი ხევსურიშვილებისა) ყოფილა ჭინჭარაული.
ზარიძეები ძირად ხორნაულები არიან.. სოფელ ხორნაულთიდათ.. სოფელი მდებარეობს ბლოს წყლის პირას.. სოფელ ბლომდე 4-5 კილომეტრში. მათი წინაპარი აქ სოფელ როშკაში მცხოვრები წიკლაურების ხელის შეწყობით დასახლებულა, სწორედ როშკაზე გადიოდა ხორნაულთაში მიმავალი ბილიკი. სოფელი ხორნაულთა ტყით დაფარული და მცირემიწიანი ადგილი ყოფილა. გადმოცემის თანახმად ხორნაულათა და ზარიძეთა ამ ადგილას დაფუძნებაში როშკელი წიკლაურები მიხმარებიან. მათი სალოცავია ჭიშეხი სოფელ ხორნაულთაში მდებარეობს. საიდანაც გადასახლებულან: კაწალხევში, ბოდავში და ერწო- თიანეთში. კერძოდ ხორნაულთიდან 1850 წლებში ბალებისხევში ჩამოსახლებულა რამოდენიმე ოჯახი ზარიძე–ხორნაული, ხოლო რამოდენიმე ოჯახი ხორნაული მაგრანეთში. ხორნაულთა ნაწილი ხორნაულთიდან ივრის ხეობის სოფელ ბაჩალში ჩამოსახლებულან, შემდეგ სოფელ ჩაბანოში, ხოლო შემდეგ ჩაბანოდან ჭართალა გადასახლებულან. კაწალხევიდან ჩამოსახლებულან თიანეთის რაიონის სოფელ საყდრიონში მცხოვრები ზარიძეები.
ხორნაულებისა და ზარიძეთა განაყრები არიან, ჯამაგიძეები, ცალუღელაშვილები. გადმოცემის მიხედვით ჯამაგი ზარიძე ძალიან ძლიერი კაცი ყოფილა , რომლსაც დასაბამი მიუცია ჯამაგიძის გვარისათვის. ხალხური გადმოცემის მიხედვით, სოფელ დევენაათხევს სახელი მისი და დევის ორთაბრძოლის გამო ქვია.
ლეგენდის მიხედვით ერთი ხორნაულთელი კაცი ხნავდა ხორნაულთ სოფლის პირდაპირ, ბლოს წყლის გაღმა სახელდობრ ჭიშეხში ყანას (ჭიშეხი და ჭიჭახი ადგილის სახელწოდებებია). ამ დროს როშკის გორაზე ერთი დევი წამომდგარა და ისე მოუხდენია საქმე, რომ ღვარი ამტყდარა და ხარსა და კაცს ღვარისგან წაიღება დამუქრებია.
კაცს გაგონილი ჰქონდა, რომ სადღაც გმირი კოპალა დაარსდა, დევებს ხოცავს და ხალხს ეხმარებაო. ამ გაჭირვების დროს გაახსენდა და შემოსძახნა: «გმირო კოპალავ, მიშველე, წყალს ნუ წამაღებიებ და რასაც ვხნავდი, ეგ მამული შენდ შემომიწირავ...» . სასოწარკვეთილ ხორნაუთელ კაცს გულის სიღრმიდან აღმოხდა კვნესასთან ერთად სურვილი უფლისათვის შეეწირა მარჩენალი მამული და ერთადერთი ხარი. რის შემდეგადაც გადამრჩალა ნიაღვრისაგან წაღებას როგორც ის ასევე მისი ოჯახი. ( დღეს ამ ადგილას ჭიშეხის ჯვრის სალოცავია, საიდანაც მიგრაციის შემდეგ ჭიშეხის ნიში ჩამოუტანოიათ , კაწალხევში, ბოდავში და მაგრანეთში)
ქიბიშაურები პირიქითა ხევსურეთის არხოტის თემის სოფელ კალოთანანდან 1850– 1861 ნწლებში ჩამოსახლებულან სიონთგორში და ბალებისხევში. მათ წინაპარს სტუმრად მყოფი ქისტი ღამე შემოკვდომიათ, რაც დაუმალიათ და არ უთქვამთ. როდესაც ქისტებმა თავისი მიცალებულის ძებნა დაიწყეს თურმე და შემდგომ გაიგეს სინამდვილეში რაც მოხდა ქიბიშაურები მას შემდეგ გადმოსახლებულან კალოთანადან. ეს სოფელი კი დაცლილა. მთის დაუწერელი კანონის მიხედვით დამნაშავე უნდა დასჯილიყო და ქისტებს სისიხლი უნდა აეღოთ და დანაშაული სისიხლით გამოესყიდათ. ან ყველა უნდა გასცლიყვნენ და მათი ტერიტორია კი ქისტების ხელში გადავიდოდა. ქიბიშაურებმა გაცლა არჩიეს. შემდეგ სოფელ ამღაში მცხოვრებთა ძალისხმევით ისევ დაბრუნებული იქნა კალოთანა, ის ჯერ თურმე მთა ტერღაში და მის მიმდებარე მიწაში გაიცვალა, ხოლო შემდეგ ტერღაც დაიბრუნეს ამღელებმა. ქიბიშაურების განაყრებია მთათ სოფელში მცხოვრები ჭრელაშვილები.
როგორც ზემოთ აღნვიშნეთ ბასილაურთა წინაპრები არხოტის სოფელ ამღიდან ჩამოსახლებულან ერწო–თიანეთში. ბასილაურები ჯერ თიანეთის რაიონის სოფელ ხევსურთსოფელში (ადრე ნადირაათნ ხევი) 1866 წელს მოსულან. საარქივო ცნობებში დაცულია ბეწინიკა ბასილაურის ოჯახი და მისი განაყრები. ბეწინიკა ბასილაურის შვილს თოლექა ერქვა თურმე. ბეწინიკას და მის ბიძაშვილებს რამოდენიმე ზამთარი გაუტარებიათ ხევსურთსოფელში, ხოლო შემდეგ კვირიისხევში გადმოსახლებულან, რადგან ხევსურეთსოფელში (ადრე ნადირაათნ ხევი) ტყის ხილი ნაკლებად მოიპოვებოდა და ახლად ჩამოსახლებულებს პანტისა და კენკრის შესაგროვებლად კვირიის ხევში უხდებოდათ ისედაც ხშირად სიარული. სადაც მოუკითხებიათ მოსისხლეებს და მათი ახალი აშენებული მიწური სახლები სულ გადაუწვავთ, ამიტომაც დღეს ტოპონომიკაში კვირიისხევის ნაცვლად დასახელებას დამწვარსოფელს ეძახიან. კვირიის ხევი და ღულელები (ამტნისხევი) თავად ხიმშიაშვილის საკუთრება ყოფილა. ხოლო გონდაურა და მისი მიმდებარე მინდვრები, ხევი და ფერდობი რომელიც ტყით ყოფილა დაფარული ჭავავაძეთა საკუთრება იყო თურმე. დღევანდელი ინგუშეთის ტერიტორიიდან (ასას ხეობა) სოფელი “ღულ”ი დან მოსულმა ქისტაურთა წინაპარმა დაუდო სათავე დღევანდელი (ფშაველი და ხევსური) ქისტაურების გვარს. მათი სალოცავია იახსარი. ქისტაურები გუდანელ ჭინჭარაულებს შეჰყრიან ძმად(ხარ- ქვაბით) მათაც გუდანის გაღმა მთის ძირში მიუციათ ადგილ მამული... რომლისათვისაც ღული დაურქმევიათ. უმეტესობა ამ სოფელში დასახლებულა და გამრავლებულან, საიდანაც მოგვიანებით ქისტაურთა ნაწილს, რამოდენიმე მამიშვილობის 15 ოჯახი, მათ შორის: ლეგაანთ, ჯიღალაანთ, ხუტიანთ (რკინაანთ) მამიშვილობის და განშტოვების ქისტაურების ოჯახებს მე–19 ე საუკუნის პირველ ნახევარში, თავად ხიმშიაშვილისაგან, ერწო – თიანეთის სოფელ ამტნისხევში (დღევანდელი ღულელები) შეუძენიათ მამული, სადაც გადასულან საცხოვრებლად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ღულიდან უკანაახოში გადმოსახლებულან ქისტაურთა გვარის (ჯიღალაანთ, ხუტიანთ და ლეგაანთ მამიშვილობის) რამოდენიმე ოჯახი (ლეგაანთ ჭალა ახლაც არსებობს უკანაახოში) საიდანაც ნაწილი როგორც სოფელ ღულიდან ასევე უკანაახოდან შემდგომ ჩამოსახლებულან ერწოს სოფელ ამტნისხევში (დღევანდელი ღულელები). ასევე გამრავლებულან ფშავში დასახლებული ქისტაურები. რომელთა განაყრებიც არიან მაგ. ფშაველი ხუცურაულები და სხვა...
ფიცხელაურები ხევსურეთიდან სოფელ ბაცალიგოდან (გორშეღმის ხეობა) არიან, გადმოცემით ფიცხელაურები არაბულების განაყარები არიან თურმე. საიდანაც ისისნი გადასახლებულან ჯერ სოფელ სახილეში, ხოლო შემდეგ კი სახილედან გუდამაყარის სოფელ ბაკურხევში (საკერპო და გორული) დასახლებულან, ასევე ფიცხელაურთა მიგრაცია მომხდარა ხევში. ნაწილი კი ქსნის საერისშთაოში დასახლებულა. სადაც ფიცხელაურთა ერთი შტო ისე დაწინაურებულა რომ აზნაურობა მიოუღიათ. ქსნის ხეობის ფიცხელაურთა ერთ ერთი განშტოვება ახალგორის მოურავებიც კი გამხდარან. აზნაურობა ფიცხელაურებს მეფისაგან მიუღიათ.
ზუსტი დრო ფიცხელაურების გააზნაურებისა ცნობილი არაა, მაგრამ 1744 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში ფიცხელაურები უკვე აზნაურთა შორის იხსენიებიან. ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით გუდამაყარიში ცხოვრობდნენ შემდეგი გვარები სოფლებში შეასაბამისად:
ბახანი-ქავთარაძე, პატაშური, წიკლაური (ჩობალაური).
დიხჩო-წიკლაური (თლოშიაური).
ლუთხუბი-წიკლაური (თლოშიაური).
წინამხარი-აფციაური.
მაქართა-წიკლაური (თლოშიაური).
თორელანი (ჭიმშო)-ბექაური (თორელანი).
ზემო კიტოხი-ბექაური (ხადაანი) +
კიტოხი-დიდებანი (გოგანაურთა)-ბექაური(დიდებანი).
ზანდუკი-წიკლაური(თლოშიაური).
კოტორიანი-წიკლაური(თლოშიაური).
გამსი(გამხისი)-ბექაური. (შარვანიანი, ბაჩომიანი, ობლიანნი, თამაზიანი, თურქიანი, ბაიანი) ცუცქუნაურთა (საუხი)-ბექაური (ცუცქუნაურნი).
ხოზა-ჩოხელი. წიკლაური. +
ლიდელი-წიკლაური (თლოშიაურნი). +
ჩობალაური-წიკლაური (ჩობალაური). +
ზემო ჩოხი-ჩოხელი. +
ჩოხი-
ათნოხი-აფციაური, წიკლაური(თამნიაური).
ბოსელი-წიკლაური (ხარხელაური, ბუბუნაური).
დუმაცხო-აფციაური, წიკლაური (ხარხელაური, ბუბუნაური).
ბურსაჭირი-აფციაური, წიკლაური(ხარხელაური, ბუბუნაური).
ფახვიჯი (ფხაეთი)-წიკლაური (იგრიაული).
საჩალისჭალა-წიკლაური (იგრიაული).
თოთიაურნი-ჩოხელი.
ჭოჭოხი-ჩოხელი (გამცვლელაშვილი, ომარაშვილი) +
სიჯანანი-წიკლაური (იგრიაული).
ბაკურხევი (საკერპო, გორული-ფიცხელაური.
ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით ხევსურეთში ცხოვრობდნენ შემდეგი გვარები სოფლებში შეასაბამისად:
1) პირაქეთა ხევსურეთი ბარისახოს თემი:
ლიქოკის ხეობა:
აკუშო-ლიქოკელი
აჭე-ლიქოკელი
ბაცე-ლიქოკელი
სატრედე-ლიქოკელი
ბოქჩვილო-ლიქოკელი
ჭალის სოფელი-ლიქოკელი
კარწაულთა-ლიქოკელი ქობულო-ლიქოკელი
მაღრანი -ლიქოკელი
კიმხი-ლიქოკელი
ბულალაურთა-ლიქოკელი
კეო-ლიქოკელი
ბარისახო – არაბული, ჭინჭარაული.
გველეთი – არაბული.
დათვისი – არაბული.
მოწმაო – არაბული,ფიცხელაური.
სახილე-არაბული.აჭეხა-არაბული.ოხერ-ხევი – ფიცხელაური.
საბერწე – ბურდული.
ღული – ქისტაური.
ძეძეურთა – ჭინჭარაული.
გუდანი – ჭინჭარაული.
ჭიე – ჭინჭარაული.
ჭორმეშავი – გოგოჭური.
ბისო – ქეთელაური.
ხახმატი – ალუდაური.
ბისოსა და ხახმატს შორის ადრე უცხოვრიათ ფილაურებს.
ჩირდილის ხეობა: –
უკანახო (აჭეხა, არყნი,უბანი,ლიფოდა,ხიჯალი,დინიფხო, ხელაურთა) – ჭინჭარაული, ქისტაური.ბუჩუკურთა – გოგოჭური.
ჩირდილი – არაბული.
წყალს იქითა მხარე:–
როშკა – წიკლაური.
ქმოსტი –ბურდული.
ღელის ვაკე – ბურდული.
ბლოს ხეობის სოფლები:–
ბლო –გიგაური.
ხორნაულთა–ხორნაული, ზარიძე (ძირად ხორნაული)
გორშეღმის ხეობა:
ჩხუბა-არაბული.აყნელი-არაბული.ბაცალიგო-არაბული. (მამიშვილობით ჩუჩაყეურები). წარმოშობით ბაცალიგოდან არიან ფიცხელაურები
ატაბე-გოგოჭური.მისახე-არაბული (მამიშვლობით ხოშურაულნი).
ხიტალე-არაბული(მამიშვლობით რკინაულები).
ბიშინდარალა-არაბული(მამიშვლობით რკინაულები).
ბოსტანიგო-არაბული.ზეისტეჩო-არაბული.უსტამალაე-არაბული
ესაჩუ-არაბული.ხორიელი-არაბული.ორბეულთა-არაბული.წინხადუ-არაბული (მამისშვილობით ველგუჯაურნი).
ხეისი-არაბული.მაჭეხი--არაბული.ხადუ-ქერაული,ზაელი,არაბული (მამიშვლობით რკინაულები)
უკანხადუ-ქერაული,ზაელი, არაბული(მამიშვლობით რკინაულები).
2) პირიქითა ხევსურეთი, არხოტის თემი:
ჭიმღა–გაბური, გიგაური,თეთრაული.
კვირიწმინდა–გიგაური.
ახიელი–ბალიაური, ოჩიაური, ნაროზაული, ცისკარაული, ჯაბუშანური.
ამღა – წიკლაური, ჭოლოკაური(ახლა წიკლაურად იწერებიან ამღაში მცხოვრები ჭოლიკაურები) კალოთანა–ქიბიშაური.
3) პირიქითა ხევსურეთი შატილის თემი, არღუნის ხეობა:–კისტანი – ჭინჭარაული (ადრე აქ პაპკიაურებს უცხოვრიათ)
გიორგი წმინდა – გოგოჭური.
გურო – გოგოჭური.
ლებაის კარი – ჭინჭარაული.
შატილი – ჭინჭარაული, ჯალაბაური (ახლა ჭინჭარაულის გვარს ატარებენ ჯალაბაურბი)
ანატორი–სისაური.
არდოტის(ანდაქის) ხეობა:–
ანდაქი – ზვიადაური.
არდოტი – ზვიადაური, მურღვევი(ახლა მათი უმეტესობა არდოტელის გვარს ატარებს)
არჭილო –ზვიადაური.
მუცო – დაიაური, შეთეკაური.
ხახაბო – მამიაური, მინდიკაური, ხახიაური, ხოსიაური. ხონის ჭალა – შეთეკაური. ხონე –შეთეკაური.
ფშავში მოსახლება 12 თემისაგან შედგებოდა: უძილაურთა, ქისტაურთა, ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა), გოგოლაურთა, წოწკოლაურთა, ზურაბაულთა, გაბიდაურთა, გოდერძაულთა, წითელაურთა, ჭიჩოელთა, უკანაფშაველთა და ხახაბოელთა. ამ თორმეტი თემის შტონაყარი გვარებია შესაბამისად: 1) უძილაურთა თემის შტონაყარი გვარებია: უძილაური, ლაშქარაშვილი, მადურაშვილი,ჩორხაული, კოჭლიშვილი, ტიღინაშვილები, ლოსეურაშვილები, თეგერაშვილები.. და სხვ.. (მათი სალოცავია კოპალა, ციხეგორობას)
2) ფშაველ ქისტაურთა თემი: ქისტაურები, ხუცურაულები, ფხოველები, ჩარბოდაშვილები, ხუზარაულები, ჯერვალიძეები, ბერიკაულები, ჯაბანიშვილები, თვარელაშვილები, ბადრიშვილები, ბიჩინაშვილები, ტუშურები, ფოცხვერაშვილები, ციგროშვილები, ყეინიშვილები, ყლარტიაულები... და სხვ.. (მათი სალოცავია იახსარი, შუაფხოში ავისგორზე).
3) ) ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა) თემი: ცაბაურები, პატარაშვილები, დულუზაურები, წვეროშვილები, ჯაბანიშვილები, მაჩხოშვილები, ბაჩიაშვილები, გედეხაურები, მარცვალაშვილები, მიგრიაულები, ხოშურაულები, გოდერძიშვილები, მჭედლურები, გორზამაულები, მაუბარაშვილები, ბეკურაულები, გურასპაულები, გარსევანიშვილები, ქუმსიაშვილები, ურჯუკაშვილები, ბაიაშვილები, ტურაშვილები, ჯუგაშვილები, ზარავანდაშვილები, ბუთხაშვილები, ჭყრუნიშვილები.. და სხვ..
(მათი სალოცავია ცაბაურთას მთავარანბელოზი– ცაბაურთას მთაწმინდას)
4)გოგოლაურთა თემი: გოგოლაურები, თურმანაულები, საღირიშვილები, ყაყიჩაშვილები, მგელიაშვილები, ბეწუკლიშვილები (ბეწუკლები), ბაღიაური, მგელაშვილები, ტუნტურიშვილები, ბაიაშვილები, ლევერაშვილები,ხადიაშვილები, კაკაბლიშვილები .. და სხვ.. (მათი სალოცავია წმინდა გიორგი– გოგოლაურთას ქმოდის გორში)5) წოწკოლაურთა თემი – წოწკოლაურები, მარწყვაშვილები, ცქიფაშვილები, ღუბიანურები, მოკვერაშვილები, ხადილაშვილები. და სხვ.. (მათი სალოცავია მოხანდრე ღვთისმშობლი– მუქოში)6) ზურაბაულთა თემი – ზურაბაულები, მათურელები, თადიაურები, ხიბლაშვილები, დოლიაშვილები, ნაყეურები, ივანაურები.. და სხვ.. (მათი სალოცავია მათურის მთავარანგელოზი – მათურაში)
7) გაბიდაურთა თემი: გაბიდაურები, ნიბლოშვილები, ხოშარაულები(ხოშურაულები გოგოჭურებია) ხარანაულები, დოჯურიშვილები, ფხიკლაშვილები, ნაკვეთაურები, მამსიკაშვილები, ძებნიაურები, ბადურაშვილები, ჯიმშიტაშვილები, ბუჭყურაშვილები, აქიმიშვილები, აფშინაშვილები, ჭიჭოშვილები, ლომიაშვილები, ბათურიშვილები, თიაყაშვილები, ბერიძიაშვილები, ახალაურები, კოჭლაშვილები... და სხვ... (მათი სალოცავია ხოშარის სათხუთმეტოს ძელის ანგელოზი)
8) ჭიჩოელთა თემი– ფეტვიაშვილები, ქეშიკაშვილები, ნადირაშვილები, ჩოლოგაურები, შავერდაშვილები, მინდოდაურები. და სხვ.. (მათი სალოცავია პირცეცხლის ხატი –ჭიჩოში)
9) გოდერძაულთა თემი: სამუკაშვილები, თიღილაურები, გახუაშვილები, პატარაშვილები, სოხურაშვილები, ლომნიაშვილები, ბურკაშვილები, მაშვნიაშვილები, ლაგაზაურები, ლაგაზაშვილები, ძროხელაშვილები, გორელაშვილები, ხელაშვილები, მესაბლიშვილები, კულალაღაშვილები და სხვ... (მათი სალოცავია ახადის პირქუში–ახადში)
10) წითელაურთ თემი:– წითელაურები,ჯიგრაულები, ბაჩანაშვილები, გამიაშვილები.. და სხვ.. (მათი სალოცავია კოტიას წმინდა გიორგი–წითელაურთას კოტიას მთაში)
11) უკანაფშაველთა თემი–მურღვაშვილები, ჩეკურიშვილები, არჩემაშვილები, კარატიელები, ჯაბანიშვილები, ხოხობაშვილები, ბობღიაშვილები, ბეწიკურაშვილები, ჯუღაშვილები(ფშაველი ჯუღაშვილები, სასაფლაოცაა და ჯუღათ ნასახლარიც, ამაზე ივანე ჯავახიშვილსაც აქვს თავის მონოგრაფიაში) წელაურები... და სხვ.. (მათი სალოცავია გიორგი წყაროსთაული– უკანაფშავში, წყაროსთავში)
12) ხახაბოელთა თემი– მამიაურები, მინდიკაურები, ხოსიაურები,ხახიაურები.გადმოცემით ხახიაურები წარმოშობით თუშები არიან. მათი წინაპრები ჯავრეგაულები ყოფილან. ხოლო მამიაურები, მინდიკაურები და ხოსიაურები ფშავლები ყოფილან, რომლებიც ფშაველ გოგოჭურთა(ცაბაურთა) თემის განაყრებად ითვლებიან. რომლებიც ფშავიდან გადასახლდნენ პირიქითა ხევსურეთში–მიღმახევში და რომლებიც ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა) თემის განაყრებად ითვლებიან მათი სალოცავია ხახბოს წმინდა გიორგი.
No comments:
Post a Comment