დიდებანი– ანუ როგორც გუდამაყარში ამბობენ დიდებათ ბექაურები, დიდება ბექაურის შთამომავლები არიან.
მათი წინაპარი დიდება ცნობილი და გამორჩეული პიროვნება ყოფილა. რომელსაც გუდამაყარში,სოფელ გოგანაურთაში (დიდებათში) უცხოვრია. დიდება ბექაურს მრავაშვილიანი ოჯახი ჰქონია. მისი შთამომავლები კი ისე გამრავლებულან, რომ მათი შემხედვარე ასე ამბობდნენ თურმე გუდამაყარში–“ნახეთ როგორ გამრავლდნენ დიდებას შვილებიო“.
დიდება რომ გამორჩეული და სახელიანი პიროვნება იყო არა მარტო გუდამაყარში, არამედ მთელს მთიულეთში ამას მოწმობს ეს ხალხური ლექსი:
მითხოვლებს ალდისძეი სჯობ,
ფშავლებს სჯობ კუკუმაური,
თუშებს სჯობ გაფრინდაული,
ხვსურებს ხოშურაული,
გუდამაყრელებს დიდება,
მახევეთ ღუდუშაური.
ხმლის ქნევით, ფარის ფარებით
-მარტია მისურაული,
ამაგის გვერდში სადგომად
-იმედა მინანაური.
წინ-წინ მტრის დასატევებლად
-ხირჩლაი ბაბურაული.
ხუთ-ხუთს ვინ ჩახოცს მარტოკა?
-ძაღლიკა ხიმაკაური.
ან კაცს რა გასჭრის ორადა?
-აბაის ბაწარაული.
ვინ გაღმეტდება ლაშქარსა?
-ღულელი არიშაული.
ცაბაურთ მთაზე ვინ ომობდ?
-თეთრაულთ იონაური.
ოსეთს ვინ დასადებს ბეგარას?
-ბერდია მამუკაური.
ვინ ჩაზვერს ცხვარსა და მწემსსა?
-ახალა შუქიაური.
ვინ ჩავა მოზვერულზედა?
-გამახელთ თემროზაული.
მთლის ნახვად, მკვდრისა სამარხად
დოვლთ სჯობ გაიდაური.
ღილღველთ და ხევსურთ ვინ იჭერს?
-გაბუურთ ალუდაური.
ქალი ვინა სჯობ ხევსურთა?
-ბუბა სჯობ ხიმშირაული.
დიდებათ ბექაურებიდან გამორჩეული გამორჩეული ვაჯკაცი ყოფილა ბოლონა, ანუ როგორც მას უწოდებდნენ დიდებათ ბოლონა. მას უტვირთია თავის ბიძაშვილების წინ გაძღოლა, ასევე ადგილ მამაულის დაცვისათვის მტერ–მოყვარესათვის პასუხის გაცემა. თან ხასიათიც ცოტა შარიანი ჰქონია. გუდამაყარში გამოთქმა „დიდებათი ხომ არა ხარ თვალი და ხელი რა სულ ხმალზე გიჭირავსო“ აქედან მოდის. ერთე-რთით ქმულების მიხედვით, მთიულეთში ნარიმანიძეების განაყრებს ნაზღაიძეებს უცხოვრიათ, რომლებიც გარიდებული ყოფილან მთიულეთიდან, რომლებსაც მამული არ ქონიათ, (უნდა ეზღოთ მამულის მისაღებად რაღაც თუ ამადგვარი ა.ბ) ეს ძმები მისულან მამულის მეპატონე არაგვის ერისთავთან და მამული თავისი წინაპრების მამული მოუთხოვიათ. რომ დაესახლებინა მემამულეს, ხოლო ძმები კი ბრძოლაში გამოადგებოდნენ სამშობლოსაც და თემსაც. მემამულეს კი ასე უთქვამს- :თქვენც რა ისე იძახით თითქოს რაიმე შეგეძლოთ, თქვენცდიდებათ ბოლონა არ მოჰკლათო“ ანუ დიდებათ ბოლონას ისეთი სახელი ქონდა, როგორც ყველასგან დამოუკიდებელ და ამავე დროს მთელს იმ მხარეში შეუდარებელ ვაჟკაცს. ეს ძმებიც წამოსულან უკითხიათ როგორ უნდა ეცნოთ დიდებათ ბოლნა, ერთს უსწავლებია- „რა კითხვა გინდა, უშველებელი კაცია და ასა და ეს ფერი პაჭიჭები აცვია ფეხებზეო.“ ბიჭებიც ხატობაში მიმავალი ბოლონას მიახლოვებიან, რომელსაც ახლოს მიუშვია, რადგანაც სამტროდ თუ იქნებოდნენ მოსულნი ეს პატარა ასაკის ბიჭები გულშიც კი არ გაუვლია. ბიჭებიდან ერთ- ერთი კი ისრის მიწვდენაზე მიახლოვებია და ბოლონასთვის ისრით მკერდში სასაკვდილოდ დაუჭრია, თვითონ კი ბიჭები ქედის გადავლით მთიულეთში გადმასულან და ასე უთქვამთ ის ბოლონა მოვკალით და ახლა ხომ დაიჯერებთ, რომ ჩვენც შეგვიძლებია რაღაც და და მიწას ვიმსახურებთ წინაპართა მხარეშიო. რის შემდეგც მათთვის მიწა მიუციათ. მიგრაციული პროცესების გამო, როგორც ჩანს დიდებთ ბექაურთა ნაწილი თავდაპირველად მცხეთის მხარეში ჩამოსახლებულა. ბარში ჩამოსახლებული მათი განშტოვების ერთი მამაკაცი ლეკებსაც გაუტაციათ ტყვედ, სადაც მას ცოლიც მოუყვანია, მაგრამ თურმე საქართველოში დაბრუნება მაინც მოუხერხებია და მცხეთაში თავისი ოჯახის წევრები მოუნახულებია. ნათესავებს კი მცხეთელი გოგო შეურთავთ ცოლად. თურმე დაღესტანში დატოვებული ცოლშვილიც ენატრებოდ და რომ არ გაპარულიყო დაღესტანში ბიძაშვილები მორიგეობით ჰყარაულობდნენ მის სახლს, ვიდრე აქაც არ შეეძინა შვილები. შემდეგა კი მთელი საბიძაშვილო თავისი ოჯახებიანად დუშიეთის რაიონის სოფელ ზენდუშეთში (დღევანდელი თანიაანთკარი, ადრე პასიაანთკარი ერქვა) დასახლებულან, საიდანაც მათი ნაწილი მცხეთის რაიონის შედარებით მაღლობ ადგილას ახალდაბაში გადასახლებულან.
პირთა ანატომიურ ლექსიკონში დაფიქსირებული საარქივო მონაცემებიდან ამონარიდები. დიდებაშვილი თანდილა, რომელიც ნდობით და რწმუნებით სარგებლობს მმართველობაში. 1662 წელს (4/XI) იგი მოწმეა შერმაზან მკერვალის მიერ კოზმან წინამძღვრიშვილისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (Hd-3029). თანდილა დიდებშვილის ნაცვლად იმავე საქმის გასარჩევად მოწმის მოვალეობას პაპუნა დიდებაშვილი( tomi II gv.80
სოფელი სადაც დიდებას შვილები ცხოვრობდნენ და სადაც ახლაც ცხოვრობენ დიდებათ ბექაურთა ის ნაწილი ვინც, ბარში არ ჩამოსახლდა და მთაში დარჩა დიდებანი(ადრე გოგონაურთა ერქვა) ჰქვია. როგორც ზემოთ აღვნიშნე თავის მხრივ, დიდებათ ბექაურთაგან გამოყოფენ შემდეგ განშტოვებებსა და განაყრებს მაგალლითად: დათვიაანთ, ლომიაანთ, ბაინდურაანთ, ბექაურიანთ, მღვდლიანთ, მამისწარიანთ და სხვა.
გადმოცემის თანახმად დიდებათ ბექაურთა ნაწილი დიდებათიდან თავიდან ჯერ მცხეთაში, დუშეთში, ბაზალეთში, ხორხში, გრემისხევში, კევლიანში, ბურიანში, იკვლივგორანაში, კოჭბანში, ერწო–თიანეთში, ქედში და ასე შემდეგ. საქართველოს ბარის სხვდასხვა რაიონსა თუ სოფელში გადასახლებულან.
დიდებანთ „მღვდლიანთ“ განშტოვებიდან იყო ნიკო ბექაური ანუ როგორც მას უწოდებდნენ დიდებათ ნიკო. რომელიც მღვდლად მსახურობდა თურმე დუშეთის რაიონში როცა კომუნისტური წყობა დამყარდა საქართველოში. თურმე ანაფორის გახდა და სარწმუნოებაზე უარის თქმა მოსთხოვეს. ნიკომ მღვდელმა აუტანელ წამებას გაუძლო (ორმოცო დღის განმავლობაში, მუხლამდე წყალში ყავდათ თურმე) და მიუხედავად ასეთი წამებისა სარწმუნოებისა ერთგული აღესრულა.
ვაჟა–ფშაველას მეორე ცოლი თამარის მამა გიორგი დიდებათ ბექაური იყო. რომელის მამა გოგა (გივი) ბექაური თავის ოთხ შვილთან: გიორგისთან, პავლესთან, ნინიასთან და მახარობელთნა ერთად გადასხლებულა სოფელ ხორხში. გიორგის შვილი თამარი ხორხიდან წაუყვანია ჩარგალში ვაჟას. გიორგის შთამომავლები დღეს დიდებშვილად იწერებიან, ასევე დიდებაშვილად იწერებიან ნინიას და მახარობელის შთამომავლები. ხოლო პავლეს შთამომავლები ბექაურის გვარს ატარებენ დღესაც. რომლებიც შემდეგ ხორხიდან წითელწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში გადასახლებულან. (პავლე ბექაურის შთამომავალი იყო ტრაგიკულად დაღუპული ფიზიკოსი ფირუზი ბექაური).

შარვანიანი– შარვანიანთ ბექაურები ყველაზე ბოლოს გადმოსულა უკანა ახოდან გუდამაყარში საცხოვრებლად. როგორც გადმოცემიდან ჩანს, როგორც საგმირო ლექსებიდანაც ჩანს, შარვანთა ბექაურები აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ არაგვის ერისთავებს. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ჯერ ნუგზარ არაგვის ერისთავის გავლენის გაფართოვებას მთაში (ცნობილი რომ ნუგზარი დაიღუპა 1619 წელს) ხოლო შემდეგ ზურაბ არაგვის ერისთავის (რომელიც დაიღუპა 1630 წელს) გავლენის წინააღმდეგ განაგრძობდნენ ბრძოლას. სწორედ მათთან ბრძოლას შეეწირნენ კიდეც. მაშასადამე შარვანეულ ბექაურთა გადმოსვალა გუდამაყარში 1630 წლამდე მომხდარა.
როგორც მოხუცების გადმოცემიდან ჩანს უკანა ახოში უცხოვრია ორ ძმას მიქას და შარვანას (შარვანას შვილიშვილებს). შარვანა უფროსი ყოფილა, ხოლო მისი ძმა მიქა უმცროსი. შარვანას ცოლი და ერთი ბიჭი ყოლია, მიქას კი ახალი დაქორწინებული ყოფილა და მეუღლე ფეხმძიმედ ჰყოლია. მათი საცხოვრებელი სიმაგრე სახლი უკანაახოში ტყიან ფერდობზე, კერძოდ კი იმ ადგილს სადაც ძმები ცხოვრობდნენ ხიჯალე ერქვა. ხიჯალის გამოქვაბულში, რომელსაც ახლა შარვანიანთ გამოქვაბულებს ეძახიან ბუნებრივ შენიღმულ ადგილას ჰქონიათ აშენებული, რადგანაც მტრისათვის ძნელად მისაგნები ყოფილიყო. არაგვის ერისთავები ვერ იმორჩილებდნენ თურმე თავისუფლების მოყვარე ძმებს, არც ხარკს (მოსაკრებელს) უხდიდნენ და არც სხვა მთიულთა დამორჩილებაში ეხმარებოდნენ თურმე. გუდამაყრელთა (დუმაცხოელ აფციაურთა) დახმარებით, რომელთაც უსწავლებიათ სახლისაკენ ტყის ფერდობზე მიმავალი შენიღბული ბილიკი და უიარაღო ძმები ღალატით დაუტყვევებიათ. შარვანა ისრებით შორიდან დაუჭრიათ სასიკვდილოდ, რადგან ძლიერი და შეუდარებელი მებრძოლი იყო და ახლო ვერ გაბედს მისვლა. როცა მისულან და თავის მოჭრა დაუპირებიათ, თან თურმე აწვალებდნენ, ნელნელა წამებით ურჭობდნენ ხმალს ყელში. შარვანას სიკვდილის წინ უთხოვია –„ჩემი ხმალი კარგად ჭრის, კარების უკან ჰკიდია, იმით მომაჭერით თავი ნუ მაწვალებთო“ ხოლო უხმლო მიქას კი დასხმიან თავს და ხელფეხი გაუკრიათ და ასე მიუყვანიათ ერისათავთან. დიდი კოცონი დაუნთიათ, გვერდით კი თავისი სანდო კაცები დაუყენებია ერისთავს, თან თურმე მოკლული ძმის ცხედარიც იქ მოუტანიათ. ერისთავს უკითხავს როგორ ხასიათზე ხარო? –ძალიან კარგზეო უთქვამს შარვანეულთ მიქას (ასე ეძახდნენ თურმე მას მთაში). ესე იგი ჩონგური რომ მოგიტანოთ იმღერე კიდეცო? –ვიმღერებო, უთქვამს მიქას. გაუხსნეს თურმე ხელები და ფეხზე მდგარს ექსპრომტი ლექსით უმღერია ჩონგურის დაკვრის დროს მიქას, ეს ლექსი ხალხში ზეპირი გადმოცემით არის მთაში გავრცელებული და ახლაც ბევრმა მოხუცმა იცის ზეპირადმოსდექით ფხიტურის წვერით
რაზმი დააწყვეთ ჯარადა,
მიიმხრე დუმაცხოელნი,
მაგათ მოჰყევი კვალადა.
იცოდი რანიც ვიყავით,
არ დაგრჩებოდით ვალადა,
რომ ჩვენ სახლამდე ბილიკი
ძნელია მისავალადა.
არ გაგავლევდით ამ გზაზე,
არც ჯგუფად არცა ცალადა.
ღალატით მოსვლა ირჩიე,
პირდაპირ მოსვალს ხმალადა.
ძმათ კარგნი ჰყვანან ჯალაბნი,
მტერს არა სთვლიან ჩალადა.
რომ მიქას შარვანეულსა,
ვერვინ შეჰბედავს კარადა.
ბევრი აქვს ტყვია–წამალი,
ჯორი ვერ ზიდავს ცალადა.
ზურაბ შე ერისთვის შვილო,
რა თავი გედიდებისა?
გიხოცეთ აზნაურები,
ყორნები ეზიდებისა.
ღმერთმა ქნას დაგვრჩეს მტრის რისხვად,
ყმებ შუღლის მაძებრებისა,
რომ დაიზარდონ ჩვენს ჯიშში,
მტრისად შემკვრელი გზებისა.
მამკითხავ მაძიებელი,
მამა–პაპათა ძვლებისა.
არ დარჩეს უსახელოდა,
გინდ ხან გავიდეს წლებისა.
ამ ფუძის არ დამვიწყები,
გადმომლახავი მთებისა.
ისე რომ წარბიც კი არ შეუხრია და ამხელა გასაჭირი რაც მის ოჯახს დამართეს არ შეუმჩნევია, შემდეგ კი რადგანაც იცოდა,რომ ამ კოცონზე დაწვას უპირებდნენ, მოუხვევია გვერდით მდგარ მცველებისათვის ხელი და გადაშვებულა მათან ერთად და ერისთავის მიერ მის მცველად დაყენებული სანდო კაცებიც ჩაუწვია კოცონში. მათი გადარჩენა უცდიათ მაგრამ ამაოდ, ორივე მცველი დაღუპულა მიქასთან ერად თუმე. ესაც არ აკმარეს, თავი მოკვეთეს და მასე დატოვეს უპატრონოდ მიქას დასახიჩრებული სხეული. გადმოცემის თანახმად მათი მეუღლეები სახლში არ ყოფილან, (მოგეხსენებათ მთაში ქალები ხშირად მიდიან მთაში კენკრის მოსაპოვებლად, ასევე ქალების მოვალეობაში შედიოდა მოთიბული ბალახის შეგროვება და ზვინად დადგმა). შემდგომ შარვანას ვაჟი და ცოლი სოფელ ბუჩუკურთაში ბუჩუკურებს შეუფარებია და გადაუმალიათ. ვაჟისათვის ბიძის სახელი მიქა დაურქმევიათ. ვინც გზა ასწავლა ერისთავის ლაშქარს, ისისნი დაეძებდნენ თურმე მოსაკლავად რადაგნაც გაიზრდება და მოსისხლე გვეყოლებაო. ბუჩუკურთიდან შარვანას ცოლშვილს ჯერ გუდამაყარში უცხოვრია მამის ბიძაშვილებთან, შემდეგ გუდამაყარში გადასულან, ხოლო შემდეგ მისი შთამომავლები (მიქაანი) ერწოში გადასახლებულან.
როგორც ჩანს, რაღაც დროის გასვლის შემდეგ შერიგდნენ ბუჩუკურები და უკანა ახოელები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბუჩუკურები არ შეიფარებდნენ შარვანას ცოლსა და მცირე წლოვან შვილს.(ამ საქციელის გულისათვის მუდამ პატივს სცემდნენ ბექაურები შემდგომ ბუჩუკურებს).
ასევე ამ ამბის შესახებ ხალხური პოეზიიაში მოიპოვება ზეპირი გადმოცემით ჩვენამდე შემორჩენილი ხმით ნატირლი
შარმანაულო, შავარდენო
შარმანაულო შავარდენო,მთიბელნი გიხარიანღაეო.მთიბელ-მამკლისა სანაყროდაო
დუმას ზისცვარში ხარშავღაეო.ბევრაის ჯიჴვის გამგორესაო,თოფსა ჴირიმსა ზიდავღაეო.მტრისა ბევრაის გამჯავრესაო,წელზე ფრანგულსა იბამღაეო.სტუმრის ბევრისა მასახურსაო,ტყავსა ქემხითა ხკერავღაეო.ბევრაის მტრისა გამრიგესაო,ენასა ბჭეჩი ზიდავღაეო.
ზურაბ ერისთავის ლაშქარმა რომლებმაც უკანაახოვლები, რომლებიც ვინც ვერ დაიმორჩილა სიკვდილით დასაჯა, ნაწილი ზურაბ ერისთავის ლაშქართან ბრძოლას შეეწირნენ, ზოგმა კი გაცლა ამჯობინა და გადასახლდნენ უკანაახოდან. სოფელ უკანაახოს თავის გავლენის ქვეშ მოქცევის შემდეგ ზურაბ ერისთავმა თავისი ჯარით მიუხდა ბუჩუკურებს და როგორც გადმოცემიდან ირკვევა 9 მამიშვილობიდან მხოლოდ 3 ოჯახი გადარჩა ცოცხალი, ისინეც იძულებული გახდნენ აქედან გადასახლებულიყვნენ, რის შემდეგაც ბუჩუკურთა ნაწილი მთიულეთში ხოლო ნაწილი ხევში გადასახლებულა

მიქას მეუღლე რომელიც ფეხმძიმე ყოფილა (წარმოშვებით გუდამაყრიდან სოფელ ბოსლევიდანიყო თურმე) ქმრის ცეცხლისაგან დაამწვარი და დასახიჩრებული თავი აუღია ხელში ფხიტურის მთის გადმოუვლით წამოსულა გუდამაყრისაკენ.მდევარს რომ არ მოეკლათ ის ბაკურხევში(ადრე ამ ხეობას ფხაეთის ხეობა ერქვა) მცხოვრებთ შეუფარებიათ. ასე მოსულა გუდამაყარში თავისი ქმრის ბიძაშვილებთან. თავიდან ჯერ ზემო კიტოხში უცხოვრია, სადაც სოფელ გამსელებს სახნავი მიწები და საზაფხულო ქოხები ჰქონიათ. იქ შესძენია ბიჭი. დედა შვილი სოფელ გამსელ ბექაურებს შეუფარებია. სოფელ გამსში მისი შთამომავლის გახუტას შვილები 1774 წლის აღწერით არიან: შარვანა, ხოსრო, მამისიმედი და ქურციკი. ამ ძმებიდან ქურციკს ბიჭი არ შესძენია, რომელსაც თავის ძმის შარვანას შვილები-შალვა და ხიზანა გაუზრდია (შალვა და ხიზანა შემდგომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ თხილვანაში დასახლებულან) . ხოლო ხოსროს და მამისიმედის შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ გამსში.შარვანიათ განშტოვებიდან იყო გამსში დაბადებული და შემდეგ ასპინძის რაიონის სოფელ ხერთვიში მცხოვრები ცნობილი მეგზევე ინჟინერი– ალექსი ბექაური, რომლის თაოსნობით აშენებული არაერთი ხიდი დღესაც ამშვენებს მტკვრის ხეობას, რომლის თაოსნობითაც ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში დაიდგა შოთა რუსთაველის ძეგლი და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ სოფელში შოთაობის მივიწყებული დღესასაწაულის აღდგენას.
შარვანიანთ განშტოვებიდან იყო ცნობილი მსახიობი ბახა ბექაური.
გამსში მცხოვრებთ, გარდა გამსისა სახნავი მიწები ქონდათ ზემო კიტოხში ქონდათ თურმე.
ობლიაანთ განშტოვებიდან იყო ცნობილი ქიმიკოსი, პროფესორი ნიკო ბექაური.
თამაზიანთ განშტოვებიდან იყო ცნობილი პარტიული მოღვაწე (რაიკომის მდივანი), ფილოლოგი (უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე 1940 იან წლებში) ალექსი ბექაური.
ბაიაანთ განშტობიბიდან არის მფრინავი ზვიადი ბექაური, რომლის წინაპრებიც გუდამაყარიდან ასპინძის რაიონის სოფელ ხეოთში გადასახლებულან.თურქიაანთ და ბაინდურანთ ბექაურები ერთმანეთის განაყრები ყოფილან, აქედან თურქიანთ ბექაურები გამსში დასახლებულან, სადაც დღესაც ცხოვრობენ მათი შთამომავლები. ხოლო ბაინდურაანი დიდებათ სოფელში. სადაც დღესაც ცხოვრობენ დიდებათ (ბაინდურაანთ) ბექაურთა შთამომავლები. დიდებათ(ბაინდურაანთ) ბექაურთა ნაწილი თიანეთში გადასახლებულა, დღეს მათი შთამომავლები დიდიებაშვილის გვარზე იწერებიან ხოლო გუდამაყარში სოფელ დიდებათში მცხოვრები მათი ბიძაშვილები კი ბექაურის გვარზე წერიან დღესაც.
თორელანი– ეს სოფელი დასახლებულა სოფელლ ჭალივერში (ადრე ამ სოფელს ჭალის სოფელი ერქვა) მცხოვრები თორელათ ბექაურთა შტოსაგან. გადმოცემის თანახმად თორელი დიდი ფიზიკური ძალისა და ამავე დროს ძალზედ გონიერი პიროვნება ყოფილა.
თორელათ ბექაურებიდან საოცარი ძალი პატრონი ყოფილა გიგოლა, რომელსაც წისქვილის ორი დოლაბი ერთმანეთზე გადაუკიდებია და ხევსურეთში სოფელ ღულში გადაუტანია ფხიტურის მთაზე გადავლით გასაყიდად. თურმე ღულის ჭალაში ვინც ეს ქვები იყიდა, ცხენი მოიყვანა რომ ეს ქვები აეტანე სოფელში და გადაკიდებითაც კი ვერ გადაკიდა.. რომლებიც ზურგით ჰქონდა ამხელა მანძილზე გადატანილი გიგოლას. მისი შვილი აბაც მამის მსგავსად შეუდარებელი ძალის პატრონი ყოფილა, ასპინძაში ცხოვრობდა,რომელსაც მოხუცები დღესაც იხსენებდნენ, მიერ დადებულ სამშენებლო ლოდებს ახლაც კი გაკვირვებაში მოყავთ მნახველი. ასევე თორელათიდან იყო თომა ბექაური, ქაქუცს რაზმის წევრი, რომელიც საქართველოს გასაბჭოვების შემდეგ საფრანგეთში გაჰყვა ქაქუცა ჩოლოყაშვილს. (თომა ბექაური, ალექსანდრე კარგარეთელთან, გენერალმა სპირიდონ ჭავჭავაძესთან და შალვა ამირეჯიბთან ერთად 1924 წლის სექტემბერში გადავიდა თურქეთის სასაზღვრო სოფელ ზურმანაში. თურქეთში მათ ერთი თვის მანძილზე მასპინძლობდნენ იქაური ქართველები, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობრები _ ბეგი ხიმშიაშვილი და აბდი-ბეგ აბაშიძე, რის შემდეგაც შეუერთდნენ ქაქუცას რაზემს. თომა ღრმად მოხუცებული საქართველოში გარადიცვალა, რომელსაც საქართველოში თავის ცოლ-შვილთან დაბრუნების ნება 1970 წლებში მოხუცებულობის ჟამს მიცეს.

ცუცქუნაურები. ცუცქუნაურთა ეს განშტოვება ზემო გამსიდან სოფელ საუხში (ცუცქუნაურთაში) გადმოსახლებულან საცხოვრებლად. ადრე ამ სოფელს საუხი ერქვა. ადრე თურმე ზემო გამსში სასაფლაო არ ყოფილა და გამსივლებიც ცუცქუნაურთაში იმარხებოდნენ. მაგრამ როცა არაგვი ადიდებული იყო უჭირდათ თურმე მიცვალებულის არაგვს გაღმა გადასვენება. ერთხელ ისეთი ფაქტიც მომხდარა რომ გასვენების დროს ადიდებულ არაგვს ხიდი წუღიამიცვალებული ვერ გადაუსვენებიათ გაღმა (კინაღამ წაურთვია წყალს). მას შემდეგ დაუარსებიათ სასაფლაო გამსში, ჯერ ზევით გორზე, შემდეგ ქვემო გამსში. ვინაიდან ცუცქუნაურთა წინაპრებს ადრე ზემო გამსში ადგილის დედის სალოცავთან ახლოს უცხოვრიათ, ბავშვის გაჩენა იქ არ შეიძლებოდა, ასევე არ შეიძლებოდა ძველი ადათით სოფელ საუხში(ცუცქუნაურთში) მშობიარობაც, რადაგანაც იქ პირიმზის ხატის საბერო ნაგებობები ყოფილა, სადაც ამღლებამდე ორი დღით ადრე ხატის მსახურნი სარიტუალო წესებს ასრულებდნენ, ამიტომ მშობიარე წასულა გაღმა, საუხის(ახლანდელი ცუცქუნაურთა) გაღმა, რათა სხვა სოფელში თავის მშობლების სახლში ემშობიარა. მისთვი ბებია ქალი (თვითნასწავლი ექიმბაში გაუყოლებიათ) მაგრამ გზად მიმავალს ვიდრე მშობლების სოფლამდე მივიდოდა, ხევში წყაროსთან ახლოს ბექთან შესძენია ვაჟი, როგორც ამბობენ ძალზედ რთული მშობიარობა ჰქონია. შემდეგ ბებია ქალს უთქვამს–„მშობიარობა გაუჭირდა და ბავში ჩაცუცქებულს გავაჩენინეო“. ბიჭის ეს სახელი შერჩა. ხოლო მის შთამომავლებს ცუცქუნაურთ ბექაურები. ცუცქუნაურთ ბექაურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადასახლებულან გუდამაყრიდან :კასპში, თეთრიწყაროს რაიონში, კახეთში, მარტყოფში, ერწო თიანეთში.
ცუცქუნაურთიდან იყო გიორგი გაბრიელის ძე ბექაური რომელიც კევლიანში ცხოვრობდა.
ცუცქუნაურთიდან მარტყოფში დასახლებულა ივანე ალექსისი ძე ბექაური.
ცუცქუნაურთ განშტოვებიდან იყო გომეწარში (ფშავში) მცხოვრები ცნობილი მოლექსე დავით ბექაური. ცუცქუნაურთ განშტოვებიდან იყო ცნობილი სამოქალაქო ავიაციის მფრინავი, (ეკიპაჟის მეთაური, საქართველოს ესკადრელისს მეთაური) ვლადიმერ ბექაური.
მე რაც ჩემი წინაპრებისაგან გადმოცემით გამიგიონია ცუცქუნაურთაში უცხოვრიათ ორ ერთმანეთისაგფან დამოუკიდებლ განშტოვებას. რომლებსაც „გულიაანთ“ და „აფთარაანთ“ სახელით იცნობდნენ.
უფრო დაწვრილებით კი საუხში(დღევანდელ ცუცქუნააურთას) უცხოვრია ბეენა ბექაურს, რომლის შვილბი ყოფილან აფთარ და გიგოლა. (ბეენას ასევე ყავდა თურმე სხვა შვილებისგან შათამომავლები, რომლებიც შემდგომ საუხიდან(ცუცქუნაურთიდან ხორხში გადასახლებულან). აფთარა და გიგოლა ამავე სოფელში დარჩენილან და დაოჯახებულან. (აფთარას შთამომავალი იყო ადამ(ხეჩო) სოლომონის ძე ბექაური). ხოლო მეორე ძმის გიგოლას შვილის ბერა ბექაურის შთამომავალი იყო პაპაჩემი გიორგი ადამის ძე ბექაური. ბერას შვილები: ივანე(ბაძია), გიორგი და დიმიტრი ჯერ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბეჟანთსოფელში გადასახლებულან, შემდეგ თეთრიწყაროს სოფელ ნამტვრიანაში, საიდანაც დიმიტრის შთამომავლები შემდეგ კასპის რაიონის სოფელ გოსტიბეში გადასახლებულან. ჯერ გოსტიბეში უცხოვრიათ შემდეგა ზოგი თავისი ცოლშვილით თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გუდარეხეში გადასახლებულა, ხოლო ზოგი მოგვიანებით რუსთავთან ახლოს ახალ სამგორში ჩამოსახლებულან.
გიგოლას შვილის ბუას შთამომავლები ნამტვრევანიდან, კასპის რაიონის სოფელ ნოსტეს გვერდით მდებარე სოფელ მთიულთუბანში დასახლებულან.
ივანე (ბაძია) და თავისი შვილები: დავითი, ადამი, გაბრიელი, ლაზარე და სიმონი ჯერ კევლიანში ხოლო შემდეგ კახეთში სოფელ რუისპირში დასახლებულან. მისი შვილებიდან: ლაზარე თიანეთის რაიონის სოფელ გოჯიანებში დასახლებულა, სიმონი ახმეტის რაიონის რაიონის სოფელ ქისტაურში, ხოლო ადამი დაქორწინების შემდეგ სოფელ რუისპირიან თეთრწყლებთან ახლოს სოფელ ნიაურაში დაოსახლებულა. სადაც გარდაცვლიალა სრულიად ახალგაზრდა 32 წლის. ადამს ოთხი ბიჭი დარჩენია:ნიკო, თედო,გიორგი და ლევანი. ვინაიდან მისი მეუღლე ქეთევან ობგაიძე თიანეთის რაიონის სოფ მაგრანეთიდან იყო წარმოშვებით, ამიტომაც გადმოსახლებულან ამ სოფელში. პატარა ლევანი ტრაგიკულად დაღუპულა. ამ ძმებიდან გიორგი ბექაური იყო ჩემი პაპა.
როდესაც ადამი უფროსი ვაჟის ნიკოს ხატში გასარევად ასულა გუდამაყარში, იმ საღამოს მის განაყარს სოლომონ ბექაურს ბიჭი შესძენია. სოლომონს მის საპატივსაცემოდ თავისი ვაჟისათვის ადამი დაურქმევია. რომელსაც გუდამაყარში ხეჩოს სახელითაც იცნობდნენ.
(adam beqauri)

გთავაზობთ გიორგი ბექაურის მიერ დაწერილ ლექსს.
ბექაურ პაპა დაბერდა,
გამიხდა ოთხმოც წელია.
ამ ხნის მანძილზე დავრწმუნდი,
თუმცა ცხოვრება ძნელია,
მაინც წინ უნდა იაროთ,
გზები გაქვთ გასავლელია..
არც ლხინი გამსუბუქებდეთ,
როგორც ფოთოლი ხმელია.
დინჯადვე დახვდეთ განსაცდელს,
გულს არ აყოლოთ ხელია.
გონება უნდა გმართავდესთ,
ბევრი რამ გასათვლელია.
უნდა სწორი გზით იაროთ,
სცადოთ განსჭვრიტოთ ბნელია.
ბევრჯერ ავს გადაეყრება
ვიცი სიმართლის მთქმელია,
გაჭირდეს უნდა ვარგოდე,
იმედი ჰქონდესთ შენია.
გულ ვერ მოითმენს იმასა,
რაც ძნელად მოსათმენია.
შვილიშვილების ხსენება,
წამალი არის ჩვენია.
ბებრებს გვაქვს თქვენი იმედი,
აქ მეტი რა დაგვრჩენია.
დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ,
დროული გქონდესთ დღენია.
სწავლით და გამოცდილებით,
წინ სვლა და წინ სვლა თქვენია.
ძირს სიტყვა არ ჩაგივარდესთ,
რაც თქვენგან მოსასმენია.
თან მუდამ წაგეხმარებათ,
ჩვენი ძლიერი გენია.
გამრავლდით ბექაურებო,
ფხოველთა მონაშენია.
მისწვდით სადაცა წასულებს,
ხელი ვერ მიუწვდენია.
ცუცქუნაურთას ცხოვრობდნენ აგრეთვე გულიანთ განშტოვება, ანუ ცუცქუნაურთას მცხოვრები გულიანთ ბექაურები. ცუცქუნაურთიდან გულიაანთ განაყრებია სოფელ საუხიდან(ცუცქუნაურთიდან) შამთაში გადასახლებული ბერა ბექაურის შვილების: ივანეს, გიორგის და ესტატეს(ჭრელას) შთამომავლები. ცუცქუნაურთიადან გულიანათ განშტოვებიდან განაყარს ზაქროს სასულიერო სემინარია დაუმთავრებია და უკვე მე–19–ე საუკუნის ნახევარში მღვდალად გაუმწესებიათ სოფელ ატოცში. მისი შვილს სტეფანეს აგრეთვე სასულიერო სემინარია ჰქონია დამთავრებული და მე–19–ე საუკუნის მიწურულს მღდვდლად უკურთხებიათ სოფელ დირბში
No comments:
Post a Comment