ხადაანთ ბექაური იყო კიტოხიდან კასპის რაიონის სოფელ საკურთხში გადასახლებული გივი ბექაური.
შემდეგ მასთან გადასახლებულა მისი ძმის შვილი ივანე, რომელსაც ამავე დროს „ვაჭარას“ ეძახდნენ თურმე. მათი ძმები და ბიძაშვილები კიტოხში დარჩენილან ხოლო და ხევში სოფელ სიონში ყოფილა გათხოვილი (“ბიჭიკოთ” ეძახდნენ თურმე მათ, ვისაც ყოლია რძლად).
გივის ორი ბიჭი პეტრე და პავლე შესძენია. მის შვილს პეტრეს ასევე „პატაშურ“ ეძახდნენ თურმე.
ივანეს (ვაჭარას) სამი ბიჭი შესძენია :გაბრიელი, ადამი და ხადა. ივანეს(ვაჭარას) შთამომავლები შემდეგ ქედში, თეთრიწყაროს და მუხათგვერდში დასახლებულან. (ვაჭარას შვილიშვილი იყო, ზემო ქედში მცხოვრები სანდრო გაბრიელის ძე ბექაური).
სამწუხაროდ გივი მალე გარადაცვლილა, მისი შვილები: პეტრე (პატაშურა) , უმცროსი ძმა პავლე და მათი უფროსი და თამარი(რომელიც გათხოვილი ყოფილა სვიმონ ციხიშვილზე) ადრე დაობლებულან და ახალმოსახლენი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ თურმე. პატაშურა საოცარი ძალის პატრონი ყოფილა. იმ პერიოდის საქართველოში ჭიდაობები თითქმის ყოველ მხარეში იმართებოდა თურმე, რომლებსაც ადგილობრივი თავადები და მდიდარი დაწინაურებული სოციალური ფენის წარმომადგენლები უწყობდნენ თურმე ხელს. ყველა რეგიონს თავისი ფალავანი ჰყავდა თურმე, რომელზეც შემდეგ საქართველოს ჩემპიონობაზე ჭიდაობის დროს ამყარებდნენ იმედებს. კასპის მხარეში პეტრე (პატაშურ) ბექაურს ყველა მოჭიდავე ძალზედ ადვილად დაუმარცხებია, თავად თარხნიშვილებს თბილისში ჩამოუყვანიათ საჭიდაოდ. თბილისში პატაშურა ფინალში გასულა, სადაც უკვე კარგად გამოცდილ და სახელოვან მოჭიდავეს კულა გლდანელს უნდა შეხვედროდა. გაზეთში გამოქვეყვნებულა, რომ ამა და ამ დღეს ერთმანეთს ხვდებიან კულა გლდანელი და პეტრე ბექაურიო... ჭიდაობას მრავალი ხალხი, სამოქალაქო თუ სამხედრო პირი დასწრებია, მათ შორის ყოფილა იმ პერიოდში საქართველოში სამხედრო სამსახურში გადმოყვანილი ბერა ბექაურიც, რომელისაც აღმზრდელმა სამხედრო კარიერასთან და წოდებასთან ერთად აზნაურობაც მიაღებინა, ხოლო გვარად კი ისევ ბექაურად იწერებოდა. კულა გლდანელი ვერცხლის ქამარ ხანჯალში და ლამაზ ჩოხა ახალუხში გამოწყობილი ყოფილა რომელსაც ყველა სცნობდა თურმე, ხოლო მისი მეტოქე ვინ უნდა ყოფილიყო ხალხი ვერ იგებდა, რადგან პატაშურას არავინ იცნობდა. საჭიდაო ჩოხა მოირგო კულამ თურმე და წრეში გამოვიდა, მოპირდაპირე მხარიდან წრეში გამოჩნდა უბრალო ძველი ყდის შალის (ფარდაგულად ნაქსოვი) შარვალში და ნაქსოვ ხალათში ჩაცმული მაღალი (2 მეტრზე მეტი იყო თურმე) პეტრე(პატაშურ) ბექაური. როდესაც მოჭიდავენი გამოვიდნენ არენაზე, ბერა იერით მიმხვდარა რომ პეტრე მისი ძმის ან მისი ბიძაშვილის შვილი იყო, მაგრამ რომლის ეს არ იცოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს და არც გამოსცნაურებია, რაზედაც შემდეგ მოუბოდიშებია–„გენერლებთან ვიჯექი და უხერხული იყო მოსვლაო, მე ისინი აზნაურად მიცნობენ და გლეხი პეტრე ბექაური რომ გამოაცხადეს ვერ მოვიდოდი, მაგათი შეკითხვების თავი არ მოქონდა და არ გეწყინოსო“ უთქვამს. ამ ჭიდაობას ესწრებოდა და პეტრეს ქომაგობდა მისი სიძე (დის ქმარი) სვიმონ ციხიშვილი, რომელიც თურმე წრეზე მაყურებლ ხალხთან ერთად იდგა და შემთხვევით იმ მხარეს მოხვედრილა რომელ მხარესაც კულა გლდანელი იდგა და მეტოქეს ათვალიერებდა. კულას რომ დაუნახავს პეტრე ასე თბილისისათვის შეუფერებლად ჩამულ დახურული, ჩაუცინია –„ ეს მთიული ნეტა ვინ რა გააბრიყვა, ისე კარგი წამოსაღები კი იქნება კისრულზე, მაგას ფანდისა რა ეცოდინება, თან ცოტა გაიწიეთ, დიდი წრე გააკეთეთ, მაგსიმაღლეს ეს პატარა წრე არ ეყოფა, აქ რომ გაიშალოსო“ რაზეც ხალხს და მისი ჭიდაობის ფანებს, ვისაც ეს გაუგიათ გაუცინიათ. მოჭიდავებმა თურმე მისალმების შემდეგ წრეში ერთმანეთის ძალები მოსინჯეს, კულას დაუპირებია რაღაც ფანდის ჩატარება, მაგრამ პეტრე ბექაურს თავისი გრძელი მკლავებით ჰაერში აუტაცია კულა, ისე რომ ორივე ფეხი მიწას აუცილებინებია თურმე. გამოცდილი მოჭიდავე კულა გლდანელი მიმხვდარა რომ ძალიან ძლიერ და არაადამიანური ძალის პარტონთან ჰქონდა საქმე, დოლისა და ზურნის ხმაში ისე რომ სხვებს არ გაეგოთ პეტრესათვის უთქვამს, ოღონდ არ წამაქციო და ამ სახელოვან მოჭიდავეს სირცხვილი არ მაჭამო და ჩემს ვერცხლის ქამარ ხანჯალ მოგცემ და 8 თუმან ფულსა დაგიმატებ კიდევო. პეტრე აღარ გასძალიანებია და წაექცევია თურმე, ოღონდა არა ბეჭებზე არამედ პირქვე. ხალხს დაუძახია კულასთვის, რომ ჩაგეთვალოს სუფთა მოგება გადააბრუნეო.. პეტრე ბექაური სიმაღლესთან ერთად ძვალმსხვილი ყოფილა ამიტომ წონაც დიდი ჰქონია. დაღლილ კულას ხალხისათვის ამოუძახია,–„როგორი გადასატრიალებელია, მოდითა და თქვენ გადაატრიალეთო“. ხალხი ამ ჭიდაობის უკმაყოფილო დარჩენილა, ამიტომ განმეორებითი ჭიდაობა მომდევნო კვირას დანიშნულა.
კულას თავისი ვერცხლის ქამარ–ხანჯალი და ის დანაპირები 8 თუმანი მიუცია პატაშურასათვის. ხოლო მერე კი შემოუთვლია, ოღონდ აღარ ჩამოხვიდე მომავალ კვირას და 10 თუმანს კიდევ გამოგიგზავნიო. პეტრეს კულას მიცემული ვერცხლის ქამარ– ხანჯალი გაუყიდია. კულას მოცემული ფული და გამოგზავნილი ფულისათვის დაუმატებია და ორსართულიანი სახლი უყიდია თბილისის მახლობლად ლისში.
ჭიდაობის დამთავრების შემდეგ ბერას გუდამაყარში გაუგზავნია კაცი რათა გაეგოთ სად იყო პეტრე, რომ პეტრე და პეტრეს ბიძაშვილი ანდრია (რომელიც შემდეგ ზვავისაგან დაიღუპა), მასთან ხარკოვში ჩასულიყვნენ სტუმრად. ანდრია თანდილას ძე ბექაური გუდამაყარში იმ დროს თავის ძმასთან ნიკოსთა ერთად ძველ ფუძეზე ცხოვრობდა(მისი ძმა ნიკო შირაქში გადასახლდა შემდეგ თავისი ცოლშვილით). ბიძაშვილები ანდრია და პეტრე ხარკოვში სწვევიან ბერას, რომელსაც კარგად უმასპინძლია საქართველოდან ჩასულებისათვის სამი თვე არ გამოუშვია იქედან, მაგრამ ბიჭებს საქართველოს გარეშე ვერ გაუძლიათ და სამშობლოში დაბრუნებულან.
იმ პერიოდში მდიდარ თუშ მეცხვარეებს (ზემო და ქვემო ალვანელებს) და მდიდარ ფშაველ მეცხვარებს ზამთარში ჩაჰყავდათ ცხვრის ფარები შირაქში და იქ აზამთრებდნენ. ეს მიწები 1884 წლიდან საძოვარად და სათიბად სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი ჰქონდათ, რაშიც გარკვეულ გადასახადს იხდიდნენ. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და განსაკუთრებით მეოცე საუკუნის დასაწყიში, მთის მცირე მიწის პატრონმა მოსახლეობამ, რომელსაც უჭირდა საქონლისათვის საჭირო საკვების მთაში მოპოვება, თავიდან საზამთრო ქოხების გამართავა, ხოლო შემდგომ, მომდევნო წლებში კი მუდმივად დასახლება დაიწყო. ახალდასახლებუ ადგილებში მთის მცირე მიწის მესაკუთრე მოსახლეობამ, მიუხედავად უწყლო ტერიტორიისა (რასაც ძნელად ეგუებოდნენ), მიწის დამუშავებასა და მარცვლეულის მოყვანას მიჰყვეს ხელი. ეს პროცესი 1900 წლიდან ნელი ტემპით დაიწყო, ხოლო თანდათან შირაქში ჩასახლების უფრო მეტი მსურველი გამოჩნდა. დღევანდელი ზემო ქედის ტერიტორიაზე და ტარიბანის ნაწილზე ბინები ჰქონდათ გუგუდა ბეწუკლებს. ასევე დღევანდელი არხილოსკალოს და ქვემოქედის, ელდარის ტერიტორიებზე ცხვარს აძოვებდნენ მდიდარი თუში მეცხვარები. მოსახლეობის ჩასახლება წინაღმდეგობაში მოდიოდა მდიდარ თუშ და ფშაველ მეცხვარების ინტერესებთან. ზემო ქედში ცხოვრობდნენ მთიულები, გუდამაყრელები, მათ გაყოლებაზე, არხილოს მხარეს _ მოხევეები, ხოლო გორების მხარეს _ ქსნის ხეობიდან ჩამოსახლებული მთიულები. 1905 წლისათვის ზემო ქედში უცხოვრია სამოც ოჯახს, არხილოსკალოში კი ორ ოჯახს: ბაზიერიანთ და იმედაანთ, ხოლო ქვემო ქედში იმ დროს უმეტესად ივრის ფშავლები და ერწო-თიანეთიდან ჩასახლებული მოსახლება ცხოვრობდა თურმე. დღევანდელ ქვემო ქედში ძირითადად ფშავლები დასახლებულან. თავიდან ერწოდან გადასახლებულან: ურჯუკაშვილები, გურასპაულები, ყაყიჩაშვილები, ქუმსიაშვილები. ასევე ერწოდან ჩასახლებულან ხარხელაურები (გადმოცემით, ერთერთ ხარხელაურს თანდილა რქმევია, რომლის სურვილიც ყოფილა რომ დღევანდელ ქვემო ქედს თანდილაანი დარქმეოდა). ეს ხალხი მთიდან მცირე მიწების გამო ჩამოსახლებულა თავისუფალ სახელმწიფო ტერიტორიაზე ქიზიყში. უშუალოდ კი ეს ტერიტორია შედიოდა სიღნაღის მაზრაში. დღევანდელი ზემო ქედის მიწებს, თეფას ნაკვეთიდან დაწყებული, კაი წყლის, მაყვლის წყლისა და სამწყაროს ქედის გაყოლებამდე, ზამთრის პერიოდში საძოვრად იყენებდნენ მდიდარი ფშაველი და თუში მეცხვარეები: გუგუდანი (ნადირაშვილები), ბეწუკლები (ბეწუკლიშვილები), ბუქურაულნი, უძილაურნი, თხილიანთ სტეფანე (გვარი აღარ ახსოვთ) და სხვები... მათ, 1905 წელს, კონფლიქტი მოუვიდათ ზემო ქედში მცხოვრებ მოსახლეობასთან. გაუვრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს ეს ხალხი სახელმწიფოსათვის საშიშ ახალშენებს ქმნიდა, „რაზბოინიკები“, მთიდან გადმოხვეწილები, დასაყრდენი ხდებოდნენ ანარქისტების, სოციალ-დემოკრატების და ტერორისტების. დაიქირავეს ვექილები, გადაათარგმნინეს რუსულად და გენერალ გუბერნატორის სახელზე შეიტანეს თხოვნა მათი გასახლების შესახებ. ამ ამბავს თან დაერთო ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ტერორისტებმა თბილისთან ახლოს მოკლეს სახელმწიფო მოხელე ვინმე ტალახაძე და ვერეს ხეობაში ამოწყვიტეს უდანაშაულო „სტრაჟნიკები“. ბრძანება, რომელიც სიღნაღის მაზრაში გაიგზავნა თბილისიდან, სიღნაღის მაზრის უფროსის მითითებით, პრისტავის, ვინმე ბაქრაძის მეშვეობით გააცნეს ზემო ქედის მოსახლეობას. ბრძანების მიხედვით, ეძლეოდათ ერთი თვის ვადა, რომ დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები, ოღონდ, თუ სად უნდა გადასახლებულიყვნენ, ბრძანებაში მითითებული არ იყო. თან გააფრთხილეს მოსახლება, რომ ამ ბრძანების არშესრულების შემთხვევაში, ყველა ოჯახში ჩადგებოდა „ეგზაკუცია“, რის შემდეგაც, იძულების წესით იქნებოდნენ გასახლებულები. ამას ემატებოდა თუქურმიშაში (დღევანდელი დედოფლის წყარო) მდგარი რუსების აგრესიული ქმედება, კერძოდ, საქონლის დაპატიმრება (თუ საქონელი მათ საზღვარზე გადავიდოდა), შემდეგ კი გამოსასასყიდის გამორთმევა.
1889 წლიდან, მეფის რუსეთის განკარგულებით, ამ ტერიტორიაზე დაიწყო რუსების ჩამოსახლება, გაჩნდა რუსული დასახლებები. ამას ემატებოდა ის, რომ მდიდარი თუში და ფშაველი მეცხვარეები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ სასაძოვრე მიწებით, აქეზებდნენ ქურდებს და ყაჩაღებს, რომ ახლადჩამოსახლებული მოსახლეობისათვის მოეპარათ ხარები, რომლითაც ხნავდნენ მიწას, რათა მოსავალი ვეღარ მოეყვანათ და იძულებულნი გამხდარიყვნენ, უარი ეთქვათ ამ მიწაზე დამკვიდრებაზე.
სახელმწიფოსგან ამ ბრძანების მიღების შემდეგ, თურმე ხმა გავრცელდა, როგორც შირაქში, ისე მთაში, რომ მთავრობა ჩასახლებულებს უკან გამოსახლებას უპირებსო. ზემო ქედელები თბილისში წამოსულან სასამართლოში საქმის გასასაჩივრებლად. ისინი ეძებდნენ ისეთ კაცს, ვისაც შეიძლება ჰქონოდა კავშირები მაშინდელ ხელისუფლებასთან. ასეთი კაციც უნახავთ _ პეტრე (პატაშურ) ბექაური, რომელიც თბილისის მახლობლად, ლისში ცხოვრობდა და რომლის კარის მეზობელიც იყო დუშეთის ყოფილი მაზრის უფროსი, 75 წლის უშვილო მოხუცი კუზმა კონდრატევი. იგი თურმე პეტრე ბექაურის შვილს რუსულში ამეცადინებდა და ახლო იყო პეტრეს ოჯახთან. კუზმა კონდრატევი იცნობდა გენერალ გუბერნატორს, ხშირად ერთად სადილობდნენ თურმე. პეტრესთან ზემო ქედელ მთიულებს ზემო ქედში მცხოვრები, კასპის რაიონის სოფელ საკურთხიდან ჩასახლებული მისი ძმა პავლე და კიტოხიდან ჩასახლებული მისი ბიძაშვილი ნიკო გაუგზავნიათ. პეტრე ზემო ქედიდან ჩამოსულებს ვექილის აყვანაში დახმარებია. მათთვის ვინმე გაბრიუშა აუყვანიათ ვექილად. გაბრიუშას მოუსმენია მათი გასაჭირი, შემდეგ ბრძანების ნომერი და გადაუმოწმებია. როდესაც დარწმუნდნენ ბრძანების სანდოობაში, უთქვამს: ახლა სასამართლოს მაინც აზრი არ აქვს, პროცესს წავაგებთ, რადგან გენერალ გუბერნატორი, ტალახაძისა და სტრაჟნიკების მკვლელობის გამო, ისეა გაბრაზებული, რომ ასეთი სახის გადაწყვეტილებას არ შეცვლისო.პეტრეს ( პეტრეს მეორე სახელს პატაშურს ეძახდნენ) თხოვნით, კუზმა კონდრატევი იმავე დღეს შეხვედრია გენერალ გუბერნატორს, გუბერნატორისათვის აუხსნია, რომ ამ ხალხის პირობებს ძალიან კარგად იცნობდა, რადგან დიდი ხანი მუშაობდა დუშეთის მაზრის უფროსად, რომ ეს ხალხი მცირე მიწების გამო იყო ჩასახლებული შირაქში და არანაირ სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას არ ეწეოდა და რომ ეს ყველაფერი მოგონილი ბრალდება იყო. თანხმობის მიღების შემდეგ, კუზმა კონდრატევს ვექილისათვის შეუდგენინებია ტექსტი და სასამართლოზე თვითონაც წაჰყოლია მთიულებს. სასამართლოს სხდომაზე, გენერალ გუნბერნატორის განკარგულებით, ბრძანების ტექსტი მოსახლეობის სასარგებლოდ შეცვლილა, რითაც უკმაყოფილო დარჩენილან მდიდარი თუშებისა და მდიდარი ფშავლების მიერ დაქირავებული ვექილები. ახალი ბრძანების მიხედვით, სოფელ ზემო ქედში მცხოვრებნი რჩებოდნენ თავიანთ ადგილზე და თითოეული მოსახლისთვის უნდა მიეზომათ თოთხმეტი დესეტინა მიწა. ასევე, სახნავად უსარგებლო და გამოუსადეგარი ადგილები უნდა გამოყოფოდათ საძოვრად. ახალი ბრძანება გაიგზავნა დეპეშით. იმ პერიოდში ცხენების ეტლით ხდებოდა თურმე დეპეშის გაგზავნა. თუ შორი მანძილი იყო, გზადაგზა ცვლიდნენ ცხენებს. მართლაც გამოუყვეს მიწა და საძოვარი კი _ სამწყაროს, მაყვლისწყაროსა და კაიწყალს შორის.მდიდარ თუშ მეცხვარეებს(ზემო და ქვემო ალვანელებს) და მდიდარ ფშაველ მეცხვარებს 1905 წელს კონფლიქტი მოუვიდათ ზემო ქედში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ზემო ქედში ცხოვრობდნენ მთიულები, გუდამაყრელები, მათ გაყოლებაზე არხილოს მხარეს მოხევები, ხოლო გორების მხარეს ქსნის ხეობიდან ჩამოსახლებული მთიულები. 1905 წლისათვის ზემო ქედში უცხოვრია 60 ოჯახს. არხილოსკალოში კი 2 ოჯახს: ბაზიერიანთ და იმედანთ. ხოლო ქვემო ქედში იმ დროს უმეტესად ივრის ფშავლები და ერწო–თიანეთიდან ჩასახლებული მოსახლება ცხოვრობდა თურმე. ეს ხალხი მთის მცირე მიწების გამო ჩამოსახლებულა სახელმწიფო თავისუფალ ტერიტორიაზე ქიზიყში. უშუალოდ კი ეს ტერიტორია შედიოდა სიღნაღის მაზრაში. დღევანდელი ზემო ქედის მიწებს, თეფას ნაკვეთიდან დაწყებული, კაი წყლის, მაყვლის წყლისა და სამწყაროს ქედის გაყოლებამდე ზამთრის პერიოდში საძოვრად ხმარობდნენ მდიდარი ფშაველი და მდიდარი თუში მეცხვარეები: გუგუდანი (ნადირაშვილები), ბეწუკლები (ბეწუკლისშვილები), ბექურაულნი,უძილაურნი, თხილიანთ სტეფანე და სხვები.. ცნობილია რომ გუგუდათ დავითოს (დავითო ნადირაშვილს) 25 000 ცხვარი ყავდა ხოლო გეჯა ბეწუკელს (ვაჟას მძახალს) 15 000 ცხვარი. რომლებსაც სხვა მეცხვარეებთან ერთად შირაქის საძოვრებზე აზამთრებდნენ.მათ გაუვრცელეს ცრუ ინფორმაცია თითქოს ეს ხალხი სახელმწიფოსათვის საშიშ ახალშენებს ქმნიდნენ, „რაზბოინიკები“, მთიდან გადმოხვეწილები, დასაყრდენი ხდებიან, ანარქისტების, სოციალ დემოკრატების და ტერორისტების. დაიქირავეს ვექილები, გადაათარგმნინეს რუსულად და გენერალ გუბერნატორის სახელზე შეიტანეს თხოვნა მათი გასახლების შესახებ. ამ ამბავს თან დაერთო ის ფაქტი რომ, ამ პერიოდში ტერორისტებმა თბილისთან ახლოს მოკლეს სახელმწიფო მოხელე ვინმე ტალახაძე და ვერეს ხეობაში ამოწყვიტეს უდანაშაულო „სტრაჟნიკები“. ბრძანება რომელიც სიღნაღის მაზრაში გაიგზავნა თბილისიდან, სიღნაღის მაზრის უფროსის მითითებით პრისტავის ვინმე ბაქრაძის მეშვეობით გააცნეს ზემო ქედის მოსახლეობას. ბრძანების მიხედვით ეძლეოდათ ერთი თვის ვადა, რომ დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები, ოღონდ თუ სად უნდა გადასახლებულიყვნენ, ბრძანებაში მითითებული არ იყო. თან გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ ამ ბრძანების არ შესრულების შემთხვევაში, ყველა ოჯახში ჩადგებოდა „ეგზაკუცია“ რის შემდეგაც იძულების წესით იქნებოდნენ გასახლებულები.ამ პერიოდში პეტრე (პატაშურ) ბექაურის შვილს კაცი შემოაკვდა და პეტრე იძულებული გახდა მთელი ოჯახით გადასახლებულიყო ზემო ქედში. ქედში მოგვიანებით საკურთხიდან გადმოსახლდნენ ივანეს(ვაჭარას) ოჯახობაც, მაგრამ საბოლოდ მისი შვილებიდან: (გაბრიელი, ადამი,ხადა) მათი შთამომავლებიდან ზოგი ქედში დამკვიდრდა თავისი ოჯახით. ხოლო ზოგი უკან სოფელ საკურთხისში დაბრუნებულან, საიდანაც ზოგი მუხადგვერში, ზოგი კი თეთრიწყაროს რაიონში, კერძოდ კი მანგლისში და ორბეთში გადასახლებულან. ქედში სხვა სირთულეებიც არსებობდა, მდიდარი თუში და ფშაველი მეცხვარეები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ სასაძოვრე მიწებით, აქეზებდნენ ქურდებს და ყაჩაღებს რათა ახლად ჩამოსახლებული მოსახლეობისათვის მოეპარათ ხარები, რომლითაც ხნავდნენ მიწას, რათა მოსავალი ვეღარ მოეყვანათ და იძულებულნი გამხდარიყვნენ უარი ეთქვათ ამ მიწაზე დამკვიდრებაზე. ამას ემატებოდა თუქურმიშაში (დღევანდელი დეოფლისწყარო) მდგარი რუსების აგრესიული ქმედება, კერძოდ საქონლის დაპატიმრება თუ საქონელი მათ საძღვარზე გადავიდოდა, შემდეგ კი გამოსასასყიდის გამორთმევა. თუმცა იყვნენ გამონაკლისი ყაჩაღებიც მაგალითად ქიზიყელი ყაჩაღი მიხა ჭუჭულაშვილი (მწერლიშვილი), რომელიც ქიზიყელ მწყემსებს იცავდა თათარი ქურდებისა და ყაჩაღებისაგან. რასაც ვერ ვიტყვით მდიდარ ფშაველ და თუშ მეცხვარეთა მწყემსებზე, რომელთა მიმართ მიხა არანაირ მზრუნველობას არ იჩენდა. ასევე თათარი ამირანა, რომელიც ზაქათალიდან ჩამოსახლებულა ბორანთან ახლოს. ამირანა ბევრჯერ მიხმარებია ზემო ქედელებს მოპარული საქონელი მოძებნაში და ყაჩაღების დადევნებაში. მაგრამ ამირანას ცუდი თვისება ის ქონია, რომ ვისაც აშინებდა მის სახლში შედიოდა და მოურიდებლად ექცეოდა იმ ოჯახის მანდილოსნებს. რისთვისაც დაპირისპირება მოსვლია ზემო ქედელ ახალგაზრდებთან. ამირანას ეს საქციელი განსაკუთრებით აღიზიანებდა პეტრე(პატაშურ) ბექაურის შვილს გაბოს. ერთხელ გაბო თავის მეგობრებთან ერთად სახლში მივარდნია ამირანას და ორმხრივი სროლის დროს დაუჭრიათ, ამირანას გაქცევით უშველია თავისათვის. მაგრამ გულში წყენა ჩაუდია და ალაზანზე საბანაოდ ჩასული 18 წლის ახალგაზრდა სანდრო პავლეს ძე ბექაური (პატაშურას ძმის შვილი) ამირანას ცოლის ძმას მოუკლია თოფით.
1906 წელს პეტრე (პატაშურ) ბექაური ზემო ქედის მამასახლისად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე იგი 1911 წლამდე იყო. მამასახლისობისას, პეტრე ბექაური იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ფშაველი და თუში მეცხვარეების მიერ წაქეზებული ყაჩაღების მიერ გატაცებული ხარების დაბრუნებაში. ერთ-ერთი ასეთი დევნითი ოპერაციის დროს გამართული ორმხრივი სროლისას დაჭრილა თათარი ამირანა. ხარების ქურდები გაქცეულან. პეტრეს ცხენზე შემოუსვამს დააჭრილი ამირანა, ხარები გამოურეკია და თანასოფლელებისათვის მოუყვანია (პეტრე ძალიან დიდი ტანის კაცი ყოფილა. ათეული წლების შემდეგ, როდესაც ზემო ქედის ყოფილი ეკლესიიდან საერთო სასაფლაოზე გადაასვენეს, მისი ძვლების სიგრძით გაოცებულ მნახველებს მისი ჩონჩხი გაუზომავთ. ის 2 მეტრი და 12 სანტიმეტრი გამოსულა).
მამასახლისად დადგომის და ყაჩაღებთან ბრძოლაში უშუალო მონაწილეობის შემდეგ, პეტრეს გაცნობა მოუწადინებია ყაჩაღად გასულ მიხა ჭუჭულაშვილს, რომელსაც ერთ-ერთ დუქანში სუფრა გაუშლია და სანდო კაცის პირით შეუთვლია ბექაურისათვის, ამა და ამ დუქანში ამა და ამ დროზე ვიქნები და შევხვდეთ, შენი გაცნობა მინდაო. პეტრე რომ გასაცნობად შესულა, ფეხზე წამომდგარ მიხას უთქვამს: ჩემი თავი მეგონა დიდი ტანისა და აბა, შენ ყოფილხარ, თუ ყოფილხარო. ცნობილი სროლის შემდეგ უკვე ჭრილობებმოშუშებული ამირანა ხუმრობდა თურმე: გასაკვირია, ამხელა კაცი იქ იყო, ტყვია კი მის ბეჭებს ასცდა და მე მომხვდაო.
1911 წელს უბედური შემთხვევის წყალობით (შვილს მტერი ეგონა და თურმე თავისი გოგოს დაროს (პეტრე ბექაურის გოგო დარო გათხოვილი იყო სანდრო საჩიშვილზე). ქორწილის დღეს შვილის– გაბოს მოქნეული ხანჯლით დაიღუპა პეტრე ბექაური.(სიბნელეში ვერ გაარჩია თურმე) პეტრე იყო პირველი მკვდარი ზემო ქედში. დამარხეს მისივე თაოსნობით აშენებულ ეკლესიის ეზოში.ზემო ქედში ხალხის მიერ გამოთქმული ლექსი რომელიც ზეპირად იყო გავრცელებული ვკითხულობთ:
იტირეთ შირაქელებო
თქვენი ძვირფასი მკვდარია.ეგ იყო ჩვენი იმედი
ახლა დაგვიდგა თვალია.ხადანთ პატაშურაი
ქედში არ ჰყავდა ცალია.მიწას ვინც გვედავებოდა
ყველას უხეთქა ხმალია.თუშ–ფშაველ მეცხავრეები
ყველა ჰყავ შამამწყრალია.არ დაიხია უკანა,მაგან გაავლო ზღვარია.არ დაანება ადგილი,რომ გაგვეტანა კვალია.გვქონიყო მიწა სახნავი,სამკალი სათიბავია.ქურდყაჩაღებს და მძარცველებს,ტყვია აგემა მწარია.სოფელს დაგვიდგა საყდარი,ჩამოგვიკიდა ზარია.ეგეთი კაცის სიკვდილი,ვაი რა დიდი ბრალია.
1911 წლისათვის ზემო ქედში უკვე 250-მდე ოჯახი იყო. იზრდებოდა არხილოსკალო, ქვემო ქედი. რა თქმა უნდა, ჩნდებოდა ახალი მიწების ათვისების საჭიროება. მოსახლეობაში თანდათან გამოჩნდა ახალი მარკის რკინის გუთნები (მოგვიანებით ისინი „საკოვსკის“ გუთნებმა შეცვალა), ასევე _ სამკალი დაზგები, რომლებიც ცოცხალი გამწევი საჭაპანო საქონლის გამოყენებით იმართებოდა. ახალი სამუშაო იარაღით შესაძლებელი გახდა უფრო მეტი ფართობი მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანა. გამრავლებული მოსახლეობა მიწას ითხოვდა. ეს ეწინააღმდეგებოდა თუში და ფშაველი მეცხვარეების ინტერესებს, რომლებიც კვლავ აქეზებდნენ ყაჩაღებს, სანაშენე პირუტყვი და გამწევი ცოცხალი ძალა მოეპარათ მოსახლეობისათვის, რათა იძულებული გაეხადათ, დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. როგორც ზემო ქედელებს, ისე ქვემო ქედელებს, მძიმე შრომასთან ერთად, ქურდ-ყაჩაღებთან ბრძოლაც უხდებოდათ.

No comments:
Post a Comment