არაგვის ერისთავები 1578 წლიდან ვანათში მცხოვრები სიდამონისძეები გამხდარან.
ამ გვარის პირველი ერისთავი ვინც სათავე დაუდო არაგვის ერისთავების ამ შტოს ნუგზარი იყო. მან ქსნის ერისთავების დახმარებით ამოწყვიტა არაგვის ერისთავები (შაბურისძენი) და თვითონ დაეპატრონა არაგვის საერისთაოს. განსაკუთრებით სისხლიანი იყო მისი შთამომავლების ბედიც. თვთონ ნუგზარი რომელიც 40 წელზე მეტ ხანს იყო არაგვის ერისთავად გარდაიცვალ 1618 წელს. მისი მეუღლე იყო ომან ჩოლოყაშვილის ასული (ნიკიფორე ირბახის) და. მათ 10 შვილი შეეძინათ. 6 ბიჭი და 4 ქალი: 1)ბაადური 2) ზურაბი 3)დავითი 4)გიორგი 5)ზაალი 6)რევაზი 7)ანა 8)მარეხი 9)? 10)?
აქედან ანა ნუგზარის ასული მარაბდაში გმირულად დაღუპული თეიმურაზ მუხრანბატონის მეუღლე იყო. მეორე გოგო მარეხ ნუგზარის ასული გიორგი სააკაძის მეუღლე. მესამე გოგო რომლის სახელი არ შემოგვინახა ისტორიამ საქართველოსათვის წამებული ბიძინა ჩოლოყაშვილის მეუღლე იყო. ხოლო მეოთხე გოგო რომლის სახელიც ასევე არ არის ცნობილი გიორგი ჩერქეზს ყავდა ცოლად. რომელმაც თეიმურაზ პირველთან შეთანხმებით, ცოლისძმის ზურაბის დახმარებით მოკლა მეფე სიმონ მეორე. (როსტომ მეფის ძმიშვილი) რაც შეეხება ვაჟებს ნუგზარის სიკვდილის შემდეგ ერისთავი გახდა უფროსი ვაჟი ბაადური.
1) ბაადურს ცოლად ყავდა როსტომ მეფის და. მაგრამ მისმა ერისთაობამ 3 წელზე მეტ ხანს არ გასტანა, რადგანაც მას არ ემორჩილებოდა თავისი მომდევნო ძმა ზურაბი, რომელმაც ირანელთა ლაშქრის დახმარებით განდევნა ბაადური და 1621 წელს ზურაბი თვითონ დაეპატრონა არაგვის საერისთაოს.
2) ზურაბ ერისთავს ცოლად ყავდა თეიმურაზ პირველის ასული. ზურაბმა ბაადური, ბაადურისვე ცოლის ხელშეწყობითა და წაქეზებით მისივე საყვარლის საბერველ ჩიჯავაძის დახმარებით მოაკვლევინა.
3) ზურაბს არ ემორჩილებოდა უმცროსი ძმა გიორგი, რომელიც დაიჭირა ზურაბმა და თვალები დასთხარა. გიორგის ცოლად ყავდა ქაიხოსრო მუხრანბატონის შვილი ელენე. (ვახტანგ მეხუთის ბიძაშვილი) ზურაბი, მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში ერთ-ერთი ცნობილი პიროვნებაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ის გიორგი სააკაძესთან ერთად იმყოფება ირანში, მასთან ერთად მონაწილეობს მარტყოფის აჯანყებაში, იბრძვის მარაბდისა და ბაზალეთის ბრძოლებში. აღსანიშნავია, რომ როდესაც გიორგი სააკაძეს გაუმხელია, მისთვის, აჯანყებას ვაწყობო, ზურაბ არაგვის ერისთავს საყვედური გამოუთქვამს, რატომ ირანშივე არ გამიმხილე ეს განზრახვაო. ის უკმაყოფილო იყო, ირანში ცოლი დავტოვე მძევლადო, რაზეც დიდმა მოურავმა უპასუხა: შენ ცოლი დატოვე, მე კი შვილი, ეს ამბავი ირანშივე რომ გამენდო, შესაძლოა, ვინმესთვის გაგემხილაო. სხვათა შორის ისტორიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ შესაძლოა, სწორედ ამის გამო უღალატა მომავალში, ზურაბმა საკუთარ სიძეს. მეფე თეიმურაზ პირველსა და გიორგი სააკაძეს შორის ბრძოლაში ის გადაუდგა გიორგის და მეფის მხარე დაიჭირა. თუმცა, ჩემი აზრით, მან ასეთი არჩევანი იმის გამო გააკეთა, რომ თეიმურაზი უფრო მეტს შეჰპირდა. სხვათა შორის მის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თეიმურაზ პირველისთვის. ზურაბი საუკეთესო მეომარი და სარდალი იყო, საკმაოდ დიდი ჯარი გამოჰყავდა არაგვის ხეობიდან. ვახუშტი ბატონიშვილი არაგვის ამ ერისთავის შესახებ წერს: ზურაბი ძალიან გაამაყდა. მას სურდა კახეთში თეიმურაზი ყოფილიყო მეფე, ქართლში – სიმონ ხანი (გამაჰმადიანებული ბაგრატიონი) და თვითონ კი – ორივეს პატრონიო. მაგრამ შემდეგ თეიმურაზ მეფის წაქეზებით, 1630 წელს ზურაბმა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თავის დის ქმარს მოააკვლევინა ქართლის გამაჰმადიანებული მეფე სიმონი. თეიმურაზმა კი, თავისთან სტუმრად მიწვეული ზურაბ არაგვის ერისთავი ნადიმზე მოაკვლევინა. შესაძლოა, ამით თეიმურაზი შაჰის წინაშე თავის გამართლებას აპირებდა, სიმონ-ხანის მკვლელი მოვკალიო (საფურცელაში) მაგრამ, რეალურად ამით თეიმურაზმა მეტად ძლიერი მოწინააღმდეგე მოიცილა. მოწინააღმდეგე, რომელსაც საკმაოდ დიდი ამბიციები ჰქონდა და მეფესაც არაფრად დაგიდევდათ.ზურაბი სიკვდილის შემდეგ არაგვის ერისთავი გახდა მომდევნო ძმა დავითი.
4) დავითი არ ემორჩილებოდა როსტომ მეფეს. როდესაც 1632 წელს საქართველოში ჩამოდის გამაჰმადიანებული ბაგრატიონი ხოსრო-მირზა, როსტომ ხანად წოდებული, მას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას დათუნა არაგვის ერისთავი უწევს. დათუნას ეშინოდა, რადგან მისი ძმის, ზურაბის მიერ მოკლული სიმონ ხანი როსტომის ძმისშვილი იყო, სისხლი ჩემზე არ აიღოსო. გარდა ამისა, როსტომ ხანი მაჰმადიანი იყო, დათუნა ქრისტიან თეიმურაზს ემხრობოდა და ესეც საკმაო მიზეზი გახლდათ მათ დასაპირისპირებლად. როგორც ჩანს, როსტომი ეჭვით უყურებდა დათუნას. როდესაც შეატყობინეს, დათუნა გღალატობს და თეიმურაზის მხარეს გადადისო, იმ დროს ორივენი სუფრასთან მსხდარან. ეს ყველაფერი მუხრანში ხდებოდა. როსტომმა დათუნას დატყვევება და მისთვის იარაღის აყრა ბრძანა. ამაყ არაგვის ერისთავს იარაღი არ აუყრია. სხვათა შორის, ძალიან დიდი ფიზიკური ძალის პატრონი იყო და საკმაოდ გაუჭირდათ მისი განიარაღება. საბოლოოდ, დათუნა არაგვის ერისთავი ისრების ჯერით მოკლეს. დავითის სიკვდილის შემდეგ არაგვის ერისთავი გახად ზაალი.
5) თავიდან ზაალიც არ ემორჩილებოდა როსტომს, მაგრამ შემდეგ შაჰმა მას არაგვის საერისთაოს გარდა კახეთის ნახევარი ჩააბარა საგამგებლოდ.
ზაალ არაგვის ერისთავი გახლდათ ბახტრიონის აჯანყების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, აჯანყების საერთო ხელმძღვანელობა ზაალ არაგვის ერისთავმა ითავა.
ბრძოლაში აშკარა მონაწილეობა მას არ მიუღია. აჯანყების უშუალო ხელმძღვანე–ლები იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ბიძინა, ზაალ ერისთა–ვის ვაჟი ზურაბი, თუში ზეზვა გაფრინდაული, ხევსური ნადირა ხოშარაული და სხვები. არაგვის ლაშქარს ზაალ ერისთავის ვაჟი ზურაბი სარდლობდა.
ქსნის ერისთავის ლაშქარს შალვა და ელიზბარი მეთაურობდნენ. არაგვისა და ქსნის საერისთაოების მებრძოლები ბახტრიონის სანახებში დაბანაკდნენ. კახეთში აჯანყებულებმა ბიძინა ჩოლოყაშვილის სარდლობით ბახტრიონის და ალავერდის ციხეებს ერთდროულად შეუტიეს. ქართველებმა მტერს მუსრი გაავლეს. შემდეგ კი მათ კახეთის სხვა ადგილებში მცხოვრებ თურქმანებზე მიიტანეს იერიში. მრავალი მათგანი დახოცეს. ქართველების მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა ცოცხალი. მათ გაქცევით უშველეს თავს. ეს მოხდა 1660 წელს. ბიძინა ჩოლოყაშვილთან, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებთან ერთად, მთავარი ორგანიზატორი ამ აჯანყებისა არის ზაალ არაგვის ერისთავი. ბრძოლის გეგმა პირადად ზაალის მონაწილეობით შედგა. ცნობილია, რომ ამ აჯანყების შემდეგ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ირანში გაემგზავრნენ, შაჰის მრისხანება რომ დაეცხროთ და ქვეყანა დამსჯელი ღონისძიებისგან ეხსნათ. ისინი წამებით მოკლეს და წმიდანად შეირაცხნენ სიკვდილის შემდეგ. რაც შეეხება ზაალს, მისი მოკვლაც შაჰმა ბრძანა. ამის შემდეგ ვახტანგ მეხუთემ ზაალ არაგვის ამ ერისთავი მისივე ძმისშვილებს გიორგის შვილებს: ოთარს და იასონს მოაკვლევინა. (იმ გიორგის რომელსაც ძმამ ზურაბმა თვალები დასთხარა, ამავე დროს გიორგის ვახტანგ მეხუთის ბიძაშვილი ყავდა ცოლად). ხოლო ზაალის შვილებმა, ბახტრიონის გმირმა ზურაბმა და მისმა ძმამ რომლებმაც სამცხეში გარიდება გადაწყვიტეს, ვახტანგ მეხუთემ მდევარი დაადევნა ორივე შეაპყრობინა და ირანში გააგზავნა. მიუხედავად იმისა რომ ზურაბ ზაალის ძე ვახტანგ მეხუთის სიძე იყო (ვახტანგის გოგო ყავდა ცოლად). შაჰმა ბახტრიონის გმირი და სამშობლოსთვის თავდადებული ზაალ არაგვის ერისთავის შვილი ზურაბი ისპაჰანის ციხეში მოაკვლევინა, ხოლო მისი უმცროსი ძმა გაათათრეს. შემდეგ არაგვის ერისთავი გახდა ბიძის ზაალის მკვლელი ოთარი1660-1667 რომელსაც მიუხედავად იმისა რომ ვახტანგის ბიძაშვილი ყავდა დედა და მისი მეოხებით გახდა ერისთავი არ ემორჩილებოდა მეფეს და ერეკლე პირველთან ჰქონდა ფარული კავშირი გაბმული და მის გამეფებას ცდილობდა. მის შემდეგ არაგვის ერისთავად გახდა ბიძამისი ნუგზარის უმცროსი შვილი რევაზი 1667-1677. ხოლო შემდეგ ასევე ბიძის ზაალის მკვლელი მეორე ძმისშვილი, ოთარის ძმა იასონი 1677-1687. რის შემდეგაც 1687 წლიდან ერისთავი გახდა გიორგი ოთარის ძე, რომელიც 1688 წელს ერეკლე პირველს მიემხრო გიორგი XI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის გამო გიორგი მეფის ლაშქარი არაგვის საერისთავოში შეიჭრა, აიღო და გადაწვა მისი შემოგარენი, მაგრამ თვითონაც დიდი ზიანი ნახა და იძულებული გახდა საერისთავო დაეტოვებინა. 1691 წელს კი გიორგი არაგვის ერისთავმა გიორგი XI-ს დაუჭირა მხარი ერეკლე პირველის წინააღტმდეგ. ახლა ერეკლე I-მა დაარბია არაგვის საერისთავო. 1695 ერეკლე I-მა ირანელთა დამხმარე ჯარით დაამარცხა გიორგი XI, ხოლო გიორგი არაგვის ერისთავი შეიპყრო და ირანში გააგზავნა. ირანში მყოფი გიორგი XI-ის შუამდგომლობით გიორგი არაგვის ერისთავი საქართველოში დააბრუნეს და კვლავ არაგვის ერიათავად დანიშნეს. იმჟამად ქართლში მეფე ვახტანგ VI იყო. ერთხანს იგი ვახტანგ VI-ის ერთგული იყო, მაგრამ ვახტანგი რომ გაძლიერდა, გადაუდგა და დათუნა ქსნის ერისთავთან ერთად შაჰს ვახტანგის გადაყენება და იასეს მეფედ დანიშვნა სთხოვა. შემდეგ შეურიგდა ვახტანგს, მაგრამ 1723, როცა კახეთის ხანმა კონსტანტინე მეორემ (ერეკლე პირველის ის შვილმა) აიღო და დაარბია, კვლავ განუდგა მას და კონსტანტინეს მიემხრო, რის გამოც ბაქარმა (ვახტანგ მეექვსის შვილმა) გიორგი არაგვის ერისთავი (თავისივე სიმამრი) შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. ბარძიმ არაგვის ერისთავი ძე გიორგი არაგვის ერისთავისა 1724 წელს ვახტანგ VI-ს წაჰყვა რუსეთში, შემდეგ ისევ დაბრუნდა. ქართლის მმართველმა ისაყ-ფაშამ არაგვის ერისთავად დანიშნა. 1736 ქართლში ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს მტრის მხარეზე იყო. ებრძოდა შანშე ქსნის ერისთავს. შანშეს ძმის იასეს ცოლ-შვილი ყიზილბაშებს ჩაუგდო ხელში. 1739 ივლისში შანშე თავს დაესხა ანანურის ციხეს და ბარძიმ არაგვის ერისთავი თავისი სახლიკაცებით ამოხოცა. შემდეგ არაგვის ერისთავი გახდა ბეჟან რევაზის ძე (მამამისმა რევაზ იასონის ძემ მოკლა თავისი ძმა თეიმურაზ იასონის ძე). ბეჟან არაგვის ერისთავს 1741 წელს აუჯანყდნენ და თავს დაესხნენ მისივე ყმები, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა. 1743 გლეხთა მორიგი გამოსვლების დროს მოკლეს აჯანყების მონაწილეებმა. ბეჟან ერისთავის ძმის სარიდან რევაზის ძის (კახეთში გადასახლებული იქნა მეფის მიერ) შვილი იყო ასევე ბეჟანი, რომლის შვილიშვილის, დავით რაფიელის ძის შვილიც, გახლდათ ქისტაურში მცხოვრები პოეტი რაფიელ ერისთავი. აჯანყების მეთაურები მამა შვილმა თეიმურაზ II და ერეკლე II მართალია დასაჯეს და კახეთში გადაასახლეს მაგრამ ამავე დროს თეიმურაზ II საბოლოოდ გააუქმა არაგვის საერისთავო სამეფო მამულად გამოაცხადა და ერეკლე II-ის ვაჟს, ვახტანგ ბატონიშვილს, საუფლიწულოდ მისცა. ბატონიშვილის სახელით არაგვის საერისთავოს ჯიმშერ ჩოლოყაშვილი განაგებდა (1743-1756). ერისთავის გადარჩენილი შვილები ცოტა უფრო გვიან ერეკლე II-მ კახეთში გადაასახლა და იქ მისცა მცირე მამული. ვახტანგ ბატონიშვილის გარდაცვალების (1756) შემდეგ არაგვის საერისთავო ლევან ბატონიშვილის, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების (1781) შემდეგ კი ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის საუფლისწულო იყო. სწორედ ალმასხან ბატონიშვილის მეთაურობით შეიკრიბა და1795 წლის 11 სექტემბერს და კრწანისში ჩამოვიდა 300 არაგველი. 1803 წელს ვახტანგი (ალმასხან) რუსეთში გადაასახლეს.
ქსნის ერისთავები იყვნენ ბიბილურები. ბიბილურთა ერთი განშტოვება ისე დაწინაურებულა რომ ქსნის ერისთავები გახდნენ. (ბიბილურთა დანაყოფები არიან ჟურულები) თავდაპირველად საერისთაო მოიცავდა: ცხრაზმის ხეობას, ქვენიფნევსა და ლარგვისში. მე–17– საუკუნიდან ქსნის საერისთაო მოიცავდა როგორც ქსნისა და ცხრაზმის ხობებს, ასევე თრუსოს, მლეთას, ღუდას, გაგაძეს, არახვეთს, აწრისხევს, ყანჩავეთს და სხვ მიმდებარე ტერიტორიებს. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში ქსნის ხეობაში ორი ადმინისტრაციული ერთეული იყო: ქსნისხევი (ცენტრი ქვენიფნევი) და ცხრაძმისხევი (ცხრაზმისხევი) (ცენტრი ლარგვისი) როგორც ,,ძეგლი ერისთავთა'' გადმოგვცემს, VI საუკუნეში ოვსთა მეფის უხუცეს ძმისწულებს უმრწესი ძის შვილები როსტომი, ბაბილა, წითლოსანი და მათი მორჩილი 70 მონა დვალეთში (არდონის სათავეებში) გადმოუსახლებიათ, საიდანაც ისინი ქართლის საზღვრებში, ისროლის ხევში (მეჯუდის ხეობის სათავეები) გადმოსულან. როსტომი ცხრაზმელებს ბელადად აურჩევიათ, ხოლო შემდეგ ბიზანტიის კეისარ იუსტინიანეს ცხრაზმის ერისთავობა მიუნიჭებია. შემდეგ ამ საგვარეულოს ძე აღარ დარჩენია და არსებობა შეუწყვეტია. ქსნის ერისთავები, რომლებიც თავდაპირველად, ქვენიფნეველებად და ცხრაზმის ერისთავებად იწოდებოდნენ, XIV საუკუნის ბოლომდე, ხეობის სათავეებში ბატონობდნენ და კორინთამდე ვერ აღწევდნენ. ამ დრომდე აქ, ქსნის მარცხენა სანაპიროზე კორინთელები და მგდეურები ბატონობდნენ. 957 წლის მდგომარეობით, ესენი არიან: დაჩი კორინთელი (ოძისიდან კორინთამდე არსებული მიკროქვეყანა ქსნის მარცხენა სანაპიროზე); გოდერძი მგდეური (ალეურის ხეობა); სარა და გრიგოლ ძმანი ქვენიფნეველნი (ცხრაზმა, ჟამური, ცხავათი); მამა ყანჩაელი (ქსნის მარჯვენა სანაპირო ჟამურამდე) და დაჩი და ივანე სხვილოსნელები (რეხულის ხეობა, რომელიც დიდი ,,ქსნის ხევში'' შედიოდა ახალი ქვენიფნეველები, (ქვენაფნევის პატრონები, თავდაპირველად მათი რეზიდენცია იყო ქვენაფნევი) რუსუდან მეფის დროს, 1235 წელს ჩანან ასპარეზზე. ქსნის ერისთავებად არიან ბიბილურები, რომლებმაც რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით მიიღეს ზედწოდება "ქვენიფნეველი" XIV საუკუნის დასაწყისში დიმიტრი II (თავდადებულის)-ის შვილების დავით VIII-ის (1293-1310) და მისი ძმის, ვახტანგ III-ის (1298,1202,1208) დაპირისპირებისას ვახტანგს ერთგულობდა შალვა ქვენიფნეველი, რომელმაც ვახტანგისაგან მრავალი წყალობაც მიიღო. სწორედ ამ შალვას ძეა პიპა ქვენიფნეველი, გიორგი ბრწყინვალის თანამებრძოლი. 1305-1311 წლების შუალედში ქართველებმა ნაბიჯ–ნაბიჯ აღიდგინეს იერუსალიმში თავიანთი ძველი უფლებები: ჯვრისმონასტერი, აღდგომის ეკლესიაში უფლის საფლავი (უფლის საფლავის “კლიტენი”) და გოლგოთას სამლოცველო და გათავისუფლდნენ ქრისტიანთათვის დაწესებული დამამცირებელი ვალდებულებისაგან ცხენზე არასწორად (ორივე ფეხი ერთმარეზე) მსხდარიყვნენ. მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა, ქართველთა მდგომარეობა წმინდა მიწაზე მერყევი იყო, რადგან საბოლოოდ არ იყო გადაწყვეტილი მათი სამართლებრივი სტატუსი. ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა გიორგი ბრწყინვალემ გიორგი ბრწყინვალემ ეგვიპტეში ორჯერ გააგზავნა ელჩობა – 1316 და 1320 წელს. კაიროში ელჩობა, რა თქმა უნდა, მუსლიმურ და ქრისტიანულ კანონმდებლობაში კარგად ჩახედული პირისათვის შეიძლებოდა მიენდო მეფეს.
ასეთი კიყოფილა პიპა ქვენიფნეველი. პიპას თან ახლდა იოვანე ბანდაისძე, მისიერთგული მღვდელი ქსნის ხეობიდან. გიორგი ბრწყინვალის ეს დიპლომატიური გამარჯვება ქართველთა პოლიტიკური პრესტიჟის ამაღლებას ნიშნავდა. საქართველომ დაიბრუნა ძველი გავლენა წმინდა მიწაზე და საერთაშორისო პოლიტიკური წონა. ეგვიპტის სულთანმა ქართველებს გამონაკლისი უფლება მიანიჭა _ იერუსალიმში ჩასული ქართველი მომლოცველები სულთანს ხარკს არ უხდიდნენ და ცხენებზე
ამხედრებულები გაშლილი დროშებით შედიოდნენ წმინდა ქალაქში.
ამგვარი მდგომარეობა გრძელდებოდა წმინდა მიწაზე XV საუკუნის შუა ხანებამდე. ქვენიფნეველებმა თავიანთი რეზიდენცია ქვენეფნევიდან 3 კილომეტრით ქვემოთ ლარგვისში, ხოლო შემდეგ ლარგვისის მიდამოებიდან ნელნელა, ხეობის შუაწელზე ჩამოიტანეს და კონტროლი თითქმის მთელ ქსნის ხეობაზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაამყარეს.მათი შთამომავლებს ორ ძმას _ ბაბილას და რატის _ მეფე კონსტანტინესგან თავადის ხარისხი 1412 წელს მიუღია, ხოლო 1569 წელს დაუთხან(როსტომ მეფის მამას, სიმონ მეფის ძმას) ქსნის ერისთავობა უბოძებია.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 1659 წელს მთიელთა, და კახელთა აჯანყების მეთაურები იიყვნენ: ზაალ არაგვის ერისთავი, ზაალ არაგვის ერისთავის ვაჟი ზურაბი, ბიძინა ჩოლოყა–შვილი და შალვა და ივანე ქსნის ერისთავები. აჯანყებულებ–მა ერთდროულად შეუტიეს ბახტრიონსა და ალავერდს. ბახტრიონის ციხეში შეჭრილმა ქართველებმა სასტიკადდაამარციხეს ყიზილბაში მეციხოვნეები, რომელთაგან ნაწილი დაიღუპა, ხოლო დარჩენილებმა გაქცევა სცადეს ალავერდისმიმართულებით. ალვანის ველზე ისინი შეეჩეხნენ ალავერდის ციხიდან ბიძინა ჩოლოყაშვილის მიერ გამოდევნილ რაზმებს. ქართველებმა ერთიანად ამოჟლიტეს მტერი.
მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა ცოცხალი, რომლებმაც გაქცევით უშველა თავს. შაჰმა ზაალ არაგვის ერისთავისა და მისი ვაჟის ზურაბის სიკვდილის შემდეგ თავისთან იხმო ბიძინა ჩოლოყაშვილი და შალვა და ივანე ქსნის ერისთავები.წინააღმდეგ შემთხვევაში რადგანაც იცოდნენ შაჰი საქართველოს ააოხრებდა, სამივე მამულიშვილი წარსდგა შახის სამსჯავროზე. შაჰმა ისისნი იმ თურქმენულ ტომს გადასცა რომლებისაგანაც გაანთავისუფლეს კახეთი ქართველებმა.ყიზილბაშებმა რჯულის გამოცვლა მოითხოვეს, რაზედაც უარი მიიღეს. მათი მოქცევის იმედი დაკარგეს, გააშიშვლეს და ხელ-ფეხ-შეკრულნი მწერთა დასაგესლად მხურვალე მზის ქვეშ დაყარეს. მშიერ-მწყურვალ, ბუზებისა და ბზიკებისაგან დაკბენილ და პაპანაქებისაგან დაუძლურებულ მოწამეებს კვლავ ქრისტეს უარყოფა შესთავაზეს, მაგრამ ისინი კვლავ იგივეს იმეორებდნენ და „სრულსა სიყუარულსა მეუფისასა“ ყველას აჩვენებდნენ. მაშინ უსჯულოებმა გადაწყვიტეს, რომ ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ მოეკვეთათ თავი ელიზბარისა და შალვასათვის. ამით სურდათ მისი სიმტკიცე გაეტეხათ და ქრისტესგან განეშორებინათ, მაგრამ იგი კი არ შეშინდა, არამედ ქსნის ერისთავებიც გაამხნევეა. შალვამ და ელიზბარმა კი „დაიბეჭდეს გულსა ზედა ჯვარი ქრისტესი“ და მშვიდად დადრიკეს თავები, მაგრამ ჯალათებმა მახვილები ვერ შეაწვდინეს, რადგანაც ქსნის ერისთავები ახოვნებით დიდად აღემატებოდნენ სპარსელებს. მაშინ ჯერ წვივებში ჩასცეს მახვილები და როცა მუხლებზე დასცეს, მერე წარკვეთეს თავები ნეტარ ბიძა-ძმისწულს. „ესრეთ სანატრელი აღსასრული მიითუალეს და აღვიდეს ზეცისა დიდებისა წინაშე, ყოველთა მეუფისა გვირგვინ-შემოსილნი“. ბიძინა რომ ვერ გატეხეს ჯალათებმა გადაწყვიტეს ცოცხლად აეჩეხათ ქრისტეს მხედარი: მოიტანეს მრავალნაირი ალესილი მახვილები და დანები და თან აფრთხილებდნენ: დაგვმორჩილდი, ბიძინა, დაგვმორჩილდი და უარჰყავ შენი სჯული და ის ქრისტე, რომელიც შენ ღმერთი გგონია, და ნუ ისწრაფვი საშინელი სიკვდილისკენო. მხნე და შეუდრეკელი მოწამე კი დაუცხრომელად მრწამსს ღაღადებდა და ზედაც საუფლო ლოცვას - მამაო ჩუენოს დაურთავდა. შეუბრალებელმა ჯალათებმა თავიდან მარჯვენა ხელის თითები მოჰკვეთეს სათითაოდ ბიძინას და მერე მარცხენა ხელის, და თან არიგებდნენ: ჯერ კიდევ არ არის გვიან, ამის განკურნება ადვილია, თუ ქრისტეს უარყოფო, ხოლო წმინდა მოწამე ფსალმუნებს აღმოიტყოდა და მათ ყურადღებას არ აქცევდა. შემდეგ მოჰკვეთეს ფეხის თითები სათითაოდ, ჯერ მარჯვენა, მერე მარცხენა, და კვლავ სთავაზობდნენ: თუ ქრისტეს უარყოფ, სიცოცხლეს შეგინარჩუნებთო, მაგრამ ნეტარი მათ პასუხსაც აღარ სცემდა და დაუცხრომელად ლოცულობდა. შემდეგ მოჰკვეთეს მარჯვენა და მარცხენა ხელები მაჯითურთ და ასევე ფეხები კოჭებამდე. და ასე მიჰყვნენ და სახსარ-სახსარ აჭრიდნენ. ასე უწყალოდ ჭრიდნენ და აპობდნენ მის სხეულს და ჭრილობებს უხეშად ეხებოდნენ. ამას აკეთებდნენ იმის იმედით, რომ მისი გული ვეღარ გაუძლებდა ამდენ ტანჯვასა და ტკივილს და მისი სიმტკიცეც გატყდებოდა, მაგრამ დაუძლურებული ბიძინა ქრისტეს ადიდებდა და მისი სიყვარულით მწარესა და გაუსაძლის ტკივილებს იმსუბუქებდა, ხოლო მისგან მოთმინებას და გამძლეობას გამოითხოვდა. შემდეგ მოჰკვეთეს ორივე მკლავი იდაყვამდე და ორივე ფეხი მუხლმდე, მერე ხელები ბეჭამდე და ორივე „სხვილ-ბარკალი“ თეძომდე. გამხეცებული მტანჯველები „ქოჩრითა ითრევდეს დანაშთსა გუამსა მისსა“, ხოლო უმოწყალოდ მოჭრილ სხეულის პატიოსან ნაწილებს მიწაზე აქეთ-იქით დაა-თრევდნენ.მთავარ მოწამე ბიძინას კი სხეულზე მხოლოდ თავიღა ჰქონდა უვნებელად დარჩენილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და გონებით განუწყვეტელად ფსალმუნებდა. „ბაგითა და თუალითა აჩუენებდეს ნიშსა ლოცვისასა და შემწედ ხადოდა შეწევნასა მას ყოველთასა“. ნახა ერთ-ერთმა მტარვალმა, რომ კიდევ ლოცულობდა და გაპობილ სხეულში ჩახედა, სადაც ცხადად ჩანდა მისი „უშინაგანესი ასონი და იხილა გული მისი, რამეთუ იძრვოდა ჩუეულებისაებრ და მიმოკრთებოდა და ეგონება თუ სიყუარულითა ღმრთისაითა, რომლითა ცეცხლებრ ეგზებოდა და ზეშთა ჰყოფდა ყოველთა მათ ტკივილთა“. და გაკვირვებულმა ხმა მაღლა იბღავლა: ნახეთ, მისი გული კვლავ ჩვეულებრივად ძგერს, ასეთმა სასტიკმა ტანჯვამ და ტკივილმა ვერ მოკლაო. განრისხებულმა აიღო ლახვარი და ჯერ გული გაუპო, შემდეგ კი თავი მოჰკვეთა.
წმინდა ბიძინას წვრილად დაჭრილი ნაწილებიც იქ მიმოფანტეს, სადაც წმინდა ელიზბარისა და შალვას თავმოკვეთილი სხეულები. რომლებიც „უპატიოდ“ ეყარა ღია ცის ქვეშ და ვერავინ ბედავდა მიახლოებას უსჯულოთა შიშითეულები. გათენებისას, როცა ნანახით განცვიფრებულმა ჯალათებმა და იქ მყოფმა სხვა სპარსელებმა იქაურობა დატოვეს, ფარულად მივიდნენ იქ მცხოვრები სომხები, მოწამეთა სხეულის ნაწილები შეაგროვეს და თავის ეკლესიაში დამარხეს.წმინდა შალვას ღმრთისმოყვარე მეუღლემ - ქეთევანმა (ზაალ არაგვის ერისთავის ასულმან) და მათმა ძემ, დავითმა „სპარსეთს წარავლინეს სარწმუნო კაცნი , რომელთა დახმარებითაც მათი სხეულის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს იმის გამო, რომ არცერთს თავი არა ჰქონდა, ერთმანეთისაგან ვერ გაარჩიეს. ამიტომ ერთად და განუყოფელად, ერთ სამარხში დაკრძალეს, ქსნის ერისთავთა საგვარეულო იკორთას, „დაბალსა მონასტერსა შინა მთავარანგელოზთასა, ჩრდილოთ კერძო, დამართებით წინაშე სუეტისა“. (თავები ვერ იპოვეს რადგან იქ მყოფ სომეხ და ფრანგ მორწმუნეებს ერთმანეთში გაუყვიათ და სხვაგან დაუკრძალავთ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა ბიძინა, შალვა და ელიზბარი. იკორთა იყო ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია შიდა ქართლში. იკორთის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს მაღალი ოსტატობით და გამოირჩევა მრავალფეროვანი დეკორით. ე. თაყაიშვილის აზრით სამთავისიც კი ვერ შეედრება ამ მხრივ იკორთას. ტაძარი ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზეა და მასში წირვა-ლოცვა არ აღესრულება. შანშე ქსნის ერისთავი – გივი ამილახვართან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტი ირანულ აჯანყებას. შანშე იძულებული გახდა, რუსეთში გაქცეულიყო. ამის შემდეგ ირანელების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა მისი უმცროსი ძმა, რომელიც მალე იძულებული გახდა ოჯახთან ერთად კახეთში გახიზნულიყო. ლტოლვილებს არაგვის საერისთავოს ტერიტორიაზე უნდა გაევლოთ. არაგვის ერისთავი უთრუთაი და მისი ძმა ბარძიმი, თბილისის ხანის მომხრე იყო. ამიტომ მან კახეთისკენ მიმავალი შანშე ერისთავის ძმის ცოლი შეაპყრობინა და სეფი-ხანს გადასცა, რომელმაც იგი ირანში გაგზავნა.
რუსეთიდან დაბრუნებულმა შანშე ერისთავმა ლეკთა ჯარი დაიქირავა, არაგვის საერისთავო ააოხრა და ალყა შემოარტყა ანანურის ციხეს, რომელშიც უთრუთაი იყო გამაგრებული თავის ძმებთან და ოჯახთან ერთად. უთრუთაი არ ნებდებოდა, მაგრამ, როდესაც შანშემ ციხეს წყლის მიწოდება შეუწყვიტა, უთრუთაის ერთი ძმა მის ფიცს ენდო და ციხიდან გამოვიდა მოსალაპარაკებლად. არაგვის ერისთავის ძმა და მისი თანმხლები პირები შანშემ ციხიდან გამოსვლისთანავე დაახოცვინა. უთრუთაი ოჯახთან ერთად ციხის ერთ-ერთ კოშკში გამაგრდა. შანშემ კოშკს გარშემო შეშა შემოუწყო, ცეცხლი წაუკიდა და კოშკში მყოფნი კვამლში ამოახრჩო. შანშეს ბრძოლის მეთოდები (დაღესტნელთა გამოყენება, რომელთა გაკონტროლებაც თითქმის უკვე შეუძლებელი იყო) მალე მიუღებელი გახდა ქართველებისათვის, ამიტომ ირანელებმა ქსნის საერისთავო ადვილად დაიმორჩილეს. შანშემ ახალციხის ფაშას შეაფარა თავი. ნადირ-შაჰის მოთხოვნით ის ირანში გაისტუმრეს, სადაც შაჰმა ჯერ დარუბანდის, ხოლო შემდეგ მაშათის ციხეში გამოამწყვდია. შემდეგ თვალები დასთხარა და საქართველოში გამოისტუმრა 1745 წელს. ორი წლის შემდეგ უსინათლო შანშე ქსნის ერისთავს ისევ დაუბრუნეს ქსნის საერისთაო. შანშე შემდეგში მტრობდა ერეკლე II-ს და თეიმურაზ II-ს ორგულობის გამო შეიპყრეს და მიიყვანეს თბილისს, სადაც გარდაიცვალა. ხოლო 1777 წელს ქსნის საერისთაო გააუქმა ერეკლე მეორემ.

No comments:
Post a Comment