Monday, February 20, 2012

მთისა და ბარის სალოცავები


  
  






დიდება  პირველ მორიგე ხვთაებასა ყველაზე ძლიერს და უფროსს,   მაღალ   ღმერთს,  ქვეყანიერების რიგის  მიმცემს, ყველას  ბრძანების მიმცემსა.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქვეყნიერების გამჩენსა, საქართველოს სალოცავებსა, სამასსამოცდასამ წმინდა გიორგის,  დედა ხთისმშობელს, ასევე მათ მოთანახმე საქართველოს  სხვა ხატ-სალოცავებსა. ამინ!...

ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულს  ფშავ-ხევსურეთის სალოცავებსა..
 კავკასიელ მთიელთა საერთო სალოცავებსა, ნახორცივლარ გმირებს, შემდეგ გახვთიშვილებულთ  და სათემო სალოცავებად გადაქცეულ საერთო ხვთაებათა. 
დიდება   სოფ. ატაბეში დაბრძანებულ ხვთაებას,  დიდ კვირიას, ერთ-ერთ  უმთავრეს  სალოცავს, მორიგეს კარზე წერამწერელთა სამწერლოს გამმართველსა. ანგელოზთა და ხვთიშვილთა ხმელეთზე ყველა საქმის გამგეს, რომელსაც  ანგელოზები რჩევას ეკითხებიან.
დიდება  გმირს კოპალას  ფშავ–ხევსურეთის საზღვარზე დაბრძანებულს,  გაჭენებულ დარახტულ  ცხენიანს, ლახტისა და მშვილდ–ისრის მომხმარესა,  დევ–ეშმაკების  მმუსრავსა  – კარატის ჯვარსა,  სადაც ლიქოკის თემის  აკუშელნი და  უძილაურთელი ფშავლები ერთობლივ დღეობას – ‘’ციხეგორობას’’ მართავენ.
დიდება  ლაღ იახსარსა,  ლახტიან მათრახიანსა დევებთან მეომარსა. 
დიდება  პირქუშის წმიდა გიორგის,  მჭედელთა  მასწავლებელს და   მფარველსა, ლეკურთას მობურთალს,  ცეცხლის ალიანსა, ცეცხლის მფრქვეველსა. თავიდან ახადის გორზე ბრძანებულს, შემდეგ ახადიდან  მთავარი ძალით ბაცალიგოში წასულს და იქ დაარსებულს.  ტყვეობიდან  იახსრის მიერ    მისთვის ზარის დამზადების პირობით დახსნილს. რკინის მახვილთა, ჯაჭვთა, პერანგთა მკეთებელს, ურჯულოთ დასალევად  ხმლებისა და ხანჯლების  მჭედელს მკეთებელსა..
დიდება  წყაროსთაულ  წმიდა გიორგის,  მოისარს,  რომელსაც  პირქუშმა მშვილდ-ისარი, სხვა იარაღები და თასები გამოუჭედა.
 დიდება  გიორგი ნაღვარმშვენიერს (ნაღვრისპირისასა).   ძველად მოლაშქრე ხვთაებას,   ნაყოფიერების, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების ხვთაებას..სოფელ ხახმატში დაბრძანებულსა.
დიდება სამძიმარს,  გიორგი ნაღვარმშვენიერის მიერ ქაჯავეთიდან მოყვანილს, ხთიშვილთა ტოლი ძალისა და შეძლების მქონე დობილს,  სოფელ ხახმატში დაბძანებულსა.
დიდება საღვთო ბერი ბაადურს,  საღმრთო გუდანის ჯვარს, სამაგანძურო საგვარეულოების შემაკრებელ გამაერთიანებელს, საერთო საქმეების განმსჯელ-გადამწყვეტს, მოსისხლეთა მომრიგებელს, გარეშე მტერთან მოლაშქრე ღვთაებას, თავისი საყმოს დამცავსა და პატრონსა, დამასტებ-დასტურებითა,  რჯულ-ურჯულოთა სალოცავსა.
დიდება  ათანგენობის ძალასა.  ხახმატის ჯვარსა.  
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულს გუდანში დაბრძანებულ  ნახარელა ღვთისმშობლის  ჯვარს–ჭინჭარაულთა სათემო სალოცავს. რომელსაც კისტნელ-შატილიონნიც ლოცულობენ, მიაბარებენ ბავშვებსა.
ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულს  გორშეღმის ხეობის სათავეში დაბრძანებულ ცროლის  გორის წვერის თეთრ სანებას, ცროლის ანგელოზის ჯვარს,  წულის მომცემს,  მონადირე-მეომართა ხვთაებასა, აქეთ   ხადუელთ და იქით და კალოთანელთა სალოცავსა.      
დიდება სოფელ       აყნელში,   ‘’მუხათკარის’’ სალოცავს, გუდანის ჯვრის თავდაპირველ  საბრძანისსა.  
ღმერთო,  გაუმარჯვე ხიტალეში დაბრძანებულ პეტრე ნაღვრისპირის ჯვრსა.
ღმერთო,  გაუმარჯვე  სოფ. ზეისტეჩოში დაბრძანებულ  გუდანის ჯვრის მოძმე  და მოიმედე‘’სახმთოს’’ ჯვარსა.
დიდება  ბლოში დაბრძანებულ გიგაურების გვარის   მთავარ სალოცავს  - მუხის გიორგის ჯვარს, დათვისის მთავარანგელოზის ჯვარასა.
დიდება  ბლოს წყლის გაღმა   ხორნაულთას დაბრძანებულს ჭიშეხის ხატს, ხორნაულთა და ზარიძეთა სალოცავს.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულს  როშკას დაბრძანებულს  დიდგორის ჯვარს, მთავარანგელოზის ჯვარსა.
ღმერთო,  გაუმარჯვე  ღელისვაკესთან  დაბრძანებულ  ფხოველთა  უძველეს  უმთავრეს სალოცავს– “ხთისკარს” და ქმოსტელ-როშკიონთა სათემო სალოცავს – დიდგორის ჯვარსა.  სოფელ ღელესთან  უნჯის ანგელოზის ჯვარსა.  
დიდება  გუდელას, ბარისახოს ბოლოში   მდგარ, ხეობის ჩამკეტ    არაგველთა უძველეს და უძლიერეს სალოცავს “ხმალას”, ანგელოზთა და ხვთისშვილთა სამიმოსვლოდ ალვისხით ცად ოქროს შიბით მიმბულს, ციდან გადმოსული მადლისა და მირონის ხევსურეთის სალოცავებისათვის გამნაწილებელს. 
ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულს არხოტის თემის უმთავრესს სალოცავს  სოფ. ახიელში დაბრძანებულს მიქიელ მთავარანგელოზის ჯვარსა.  
ბრო – კარისმეზობელს, ორბეულთის სალოცავს. ჭიმღას ჭიშველის ჯვარს,  ამღას-რკენისჯვარს, სვეტისანგელოზის ჯვარსა.  
ღმერთო, გაუმარჯვე  შატილის–– მთავარანგელოზის ჯვარს, ხვთისმშობლის ჯვარსა.  
ღმერთო, გაუმარჯვე  ლებაისკარის მთაზე  ჯვართ ხევს დაბრძანებულ  კისტანელთა და ჭეჭყეთელთა სალოცავს თეთრი მთის ქორ თერგვაულსუძველეს ხვთაებს პირიქითა ხევსურეთში.
ღმერთო,  გაუმარჯვე მუცოს ბროლისკალოს  წმ. გიორგის.
მუცოს ბროლისკალოს მთავარანგელოზის  სალოცავს.
ღმერთო,  გაუმარჯვე  არდოტის  ხვთიშობელს სალოცავს, სომხოს გიორგის.  ‘’სომხეთიდან მოყვანილ’’ ჯვარს,  სოფელ არდოტში დაბრძანებულს, სადაც სრულდება ხევსურეთში სრულიად განსხვავებული დღეობა ‘’დატიობა.
  ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულს ხახაბოს   ფერდობზე აშენებული  გიორგი წყაროთგორულის სახელით  ცნობილ სალოცავსა.
ხახაბოს: ვაკის ჯვარს, ჭალი ჯვარს, ბეღლისანგელოზის  ჯვარსა.
ღმერთო,  გაუმარჯვე  ხონის ჭალის  მთავარანგელოზის სალოცავს, არჭეხით გამოსულსა, ყინვარზე მაბურთვალსა. 
ღმერთო,  გაუმარჯვე  ხმელგორზე დაბრძანებულს  ფშავის   თორმეტივე თემისთვის საერთო სალოცავს ლაშარის ჯვარს, თავის  საიდუმლოებით მოცულს, ბერმუხით  ცას ოქროს ჯაჭვით კიდებულს, შიბით ცას წასულს, ფშავის  ბატონს და  პატრონსა.
დიდება ლაშარის ჯვარის ნიშს,   თიანეთში  ივრის ხეობაში დაბრძანებულს,  როგორც თიანეთიდან ისე კახეთიდან მოსულ მლოცავთა მწყალობელსა.
დიდება ლაშარის გორის მიპარდაპირე მთაზე, თამარღელეში დაბრძანებულ  თამარის სალოცავსა.  
დიდება მათურხევთან დაბრძანებულ დამასტურის  წმინდა გიორგის საბრძანისს.  დიდება  ჭალისოფელში  კარატეს ჯვარსა.
დიდება ფშავის 12 თემის სალოცავებს:
1 უძილაურთა თემის სალოცავს- კოპალას,    ციხეგორიში დაბრძანებულს.
2 ქისტაურთა თემის სალოცავს- იახსარს, შუაფხოში ავისგორზე დაბრძანებულსა.
3 ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა) თემის სალოცავს - ცაბაურთის მთაწმინდის   მთავარანგელოზს, ცაბაურთაში მთაწმინდაზე დაბრძანებულსა.
4 გოგოლაურთა თემის  სალოცავს  -  გოგოლაურთის   წმინდა გიორგის,   ქმოდის გორს დაბრძანებულსა.
5 წოწკურაულთა თემის   სალოცავს - მუქოს  მოხარნადე ღვთისშობელს,  მუქოში დაბრძანებულსა.
6 ზურაბაულთა თემის სალოცავს- მათურის მთავარანგელოზს,  მათურაში დაბრძანებულს.
7 გაბიდაურთა თემის სალოცავს- სახუთმეტო ძელის  ანგელოზს,  ხოშარაში  დაბრძანებულს.
8 ჭიჩოელთა თემის სალოცავს- პირცეცხლის მთავარანგელოზის ხატსა,   ჭიჩოში დაბრძანებულსა.
9 გოდერძაულთა თემის სალოცავს-  პირქუშის ხატს,  ახადში დაბრძანებულს.
10 წითელაურთა თემის სალოცავს  -კოტიას წმინდა გიორგის,   კოტიას მთაში დაბრძანებულს.
11 უკანაფშაველთა თემის სალოცავს -   გიორგი წყაროსთაულს,  წყაროს თავში დაბრძანებულსა.
12 ხახაბოელთა თემის    სალოცავს-  ხახაბოს წმინდა გიორგის, ხახაბოში დაბრძანებულსა.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულსა მთა-მთიულეთის სალოცავებსა დიდ ლომისასა, ქსნისა და არაგვის ხეობათა თავდამყურებელსა, ხორასნიდან შვდი ათასი ქართველი ტყვის დამხსნელ-დამბრუნებელსა,  წმინდა გიორგის სახელსა და მკლავის ძალასა.
ღმერთო, გაუმარჯვე წიფორის წმინდა გიორგისა, ხმელ გორზე დაბრძანებულს, სამასსამოცდასამი წმინდა გიორგის მოძმე –მოთავესა ხევშის კვირიაცხოველსა, ნაღვარევის წმინდა გიორგისა, ღუდას ყველა წმინდას ქვის წულად მქცეველსა, ცეცხლის ჯვარსა ცეცხლით მოარულსა, ხანდოს მთავარ ანგელოზსა.  
 ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხადის ხეობის სალოცავებსა, ხადის მთავარ მოწამის თამადობითა. ქაშვეთის სახვთო ეკლესიას, საცხავატლოს წმინდა გიორგის. არახვეთის სამებას, ზაქათ სამებას უწილოს წილის ჩამდბსა.
ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა გუდამაყრის სალოცავებსა:
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულს  დიდ პირიმზეს, შავი არაგვის ხეობაში, პირიმზის მოედანზე დაბრძანებულს, ოქროს მშვილდიანს, ციდან სინათლის სვეტად ჩამოსულს, მზის შუქს,  ქვეყნიერების გამშუქებელს, ჟამთ–უჟამოდ მოარულს,  უძველესს და უძლიერესს სალოცავსა. 
ღმერთო,  შენ გაუმარჯვე ფუძისანგელოზს, უკანაახოში ჩირდილის ხეობაში დაბრძანებულს,  უყმო ყმათ მშველელს,  ყმათ მოიმედეს, დამხმარეს და ყმათა გამრავლებელსა.
პირიმზე-ფუძის ანგელოზო.. იდიდე და იძლიერე. შენ უშველე სანთელში სანთლის გამრევსა, ქადა-პურის გამრევ-გამსერავსა, სამსახურის მამყვანსა და შემწირავსა. შენამც გაგემარჯვება, შენ ერთგულსთ მუხლი მოუყრია, პირჯვარი დაუწერია. ხელსამც მოუმართავ და შენამც იდიდები,  ამინ!
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულს  ჩოხის  წმინდა გიორგის, ცირას სერით  გამობრძანებულს, ჩოხში დაბრძანებულს, ოქროს შიბიანს, ენათაგამყოლსა, წმინდა გიორგის ენასა და მადლსა ხვთისასა,  ამინ!
ღმერთო,  გაუმარჯვე წვერის წმინდა გიორგისა, ზეგარდის წმინდა გიორგისა, დუმაცხოს საღმრთო მაღალსა, სამართალს ღვთისასა.
ღმერთო, გაუმარჯვე  გამსში: ადგილის დედას,   წვერის წმინდა გიორგის, ათნოხის  კარის ანგელოზსა.
 ღმერთო, გაუმარჯვე  კიტოხის  მთაზე–მაჩაგნის ჯვარსა. 
სიჯანანთ ხეობაში- კანჩხის წმინდა გიორგის. ჭოჭოხის ხატსა.  
საჩალისჭალაში- ბზიანის წმ. გიორგის ხატსა.  
წინამხარის- აძივნის  ეკლესიას.
ლუთხუბის- ღვთისმშობლის ეკლესიას.
ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულს,  დიდ ფშარაველს, ბაზალეთიდან ამობძანებულს, ფშარაოს გორზე დაბრძანებულს,  გუდამაყრელთა და ფშაველთა მოსაზღვრე საერთო სალოცავსა.  
ღმერთო, გაუმარჯვე მაღაწალს   დიხჩოს თავსა და გომეწარს შორის მთაზე დაბრძანებულს,  შავი არაგვისა და ფშავის არაგვის თავდამყურებელს, ფშაველთა და გუდამაყრელთა მოსაზღვრე საერთო სალოცავს.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულს ხევის სალოცავებს: სტეფანწმინდის წვერის სპათანგელოზსა, ბახტრის წმინდა გიორგის მგზავრთა მფარველსა, ივანე-ნათლისმცემელს  დარიალში დაბრძანებულს ცხვარ-მეცხვარეთა მფარველსა, ბეთლემის ჯვარსა  ოქროს ბურთუსოვანსა. გორისციხის მამაწმინდის ეკლესიას,   სნოს კვირე ხვთვისშვილის ნიშსა. ყველაწმინდასა. გერგეტის სამების ეკლესიის  მადლსა.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხორხის მცველსა და მფარველ ანგელოზს, წვერის  წმინდა გიორგისა.
ანანურის - წმინდა გიორგის ეკლესიას და ხვთისმშობლის ეკლესიას.
ბოდავის- წმინდა  გიორგის ეკლესიას.
ბოდორნის- ღვთისმშობლის ეკლესიას,  ფუძნარის  ხვთისმშობლის  ეკლესიას.
ჟინვალის -  ბალებიანის ეკლესიას , მღვიმეს ეკლესიას,   ჯვარპატიოსნის ეკლესიას.
ღმერთო, გაუმარჯვე  ფშარაველს- მის თავდაპირველ საბრძანისს ბაზალეთში .
ღმერთო, გაუმარჯვე თიანეთში  იორის სათავეებთან   დაბრძანებულ აონის სალოცავს.
ღმერთო,გაუმარჯვე  ივრის ხეობაში ნახსენებ სალოცავებს:
ყვარის  სალოცავს ეკლესიას. 
 ბოჭორმის წმინდა გიორგის, სადაც– წმინდა გიორგის ხატში, წმინდა გიორგის მოწამის მკლავის ნაწილია ჩატანებული.
არჩილის მონასტერს  წმინდა   მეფე არჩილის საძვალესა.
ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიას,  სადაც წმინდა ქართველთა განმამანათლებელს, მოციქულთა სწორს ნინოს სანთელი  დაუნთია და სადაც  ქრისტიანობა უქადაგია.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულსა მთა- თუშეთის, დიკლოსა და ომალოში დაბრძანებულ  წმინდა სალოცავებსა:
დართლოს, შენაქოს სალოცავებს.
ჩიღოს "შავი" გიორგის წმინდა სალოცავსა.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულსა კახეთ-ჰერეთის სალოცავებსა:
ალავერდის  ეკლესის ტაძარს,  ასურელი მამის–   იოსებ ალავერდელის დაარსებულს და მის საძვალესა.
იყალთოს მონასტერს, ფერიცვალების ეკლესიას, ასურელი მამის   ზენონ იყალთოელის დაარსებულს და მის საძვალესა.   
შუამთის ღვთისმშობლის ეკლესიას.
 ხირსის მონასტერს.  ასურელი მამის    სტეფანე ხირსელის ნამღვაწარს და მის საძვალესა.
ბოდბის მონასტერს (სადაც მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი) წმინდა ნინოა დაკრძალული.
შილდის ღვთისმშობლის ეკლესიას.
ნაქალაქარ გრემის ეკლესიას.
 ნეკრესის ურჯულოთ უკუმგდებელ  მონასტერს. სადაც მოღვაწეობდა  ასურელი მამა აბიბოს ნეკრესელი.
ღმრთო, გაუმარჯვე დედოფლისწყაროში  ელიაობას, ელიას მთაზე ილია თეზბიტელის სალოცავს,   ცა ღრუბლის გამგეს, სეტყვის ეტლით ცაზე მქროლავს,  ეტლს ეშმაკ ადევნებულს,  ცარგვალის ბრმა ხარაზს,  გვლვაში წვიმის მომყვანსა....
დავით გარეჯის მონასტერს, უდაბნოს ლავრას,  კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულ მონასტერს- დავით გარეჯელის დაარსებულს, და მის საძვალესა.
კალობნის, ( მანავის) ღვთისმშობლის ეკლესიას.
მარტყოფის ღვთაების სავანეს, მრავალჯერ აკლებულს, მაგრამ მაინც აღდგენილ და გამშვენიერებულს, ვახტანგ გორგასალის მიერ დაარსებულს, შემდეგ  ასურელი მამის - წმ. ანტონ მარტყოფელის ნამოღვაწარს და მის საძვალესა .
 შავნაბადას წმინდა გიორგის.
ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქსნის ხეობის სალოცავებსა: 
ყანჩაეთის   კაბენის მონასტერს.
 ლარგვისის მონასტერს
 წირქოლის  ეკლესიას. 
ცხავათის მონასტერს.
 ბიკარის სალოცავს.
 მოსაბრუნის ღვთისმშობლის ეკლესიას.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქართლის   სალოცავებს:
გორში თამარ დედოფლის დაარსებულ ოქონის ხვთისმშობლის მიძინების ეკლესიას,  სადაც  გორის მფარველი ხატი "ოქონის ტრიპტიქონი" ოქონის ხატი იქნა დაბრძანებული.
იკორთის მთავარანგელოზის სალოცავს.
ზემო ნიქოზის  მთავარანგელოზის ეკლესიას, ღვთაების ეკლესიას.
ატენის სიონს.
გორი ჯვარს– წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას.
 ღმერთო გაუმარჯვე ულუმბოს მონასტერს, ასურელი მამამის  მიქაელ ულუმბოელის დაარსებულს და მის საძვალესა.
ატოცის   წმ.  ეკლესია მონასტრებს.
 დირბის, ყველაწმინდის ეკლესიას.
რუისი ღვთისმშობლის  ტაძრს.
ყინწვისის ეკლესიას.
ურბნისის სიონს.
ბრეთის მონასტერს, ასურელი მამის   პიროს ბრეთელის ნამოღვაწარს და მის საძვალესა.
გერის სალოცავს–სამაჩაბლოში.
რკონის  ღვთისმშობლის ეკლესიას, ნათლისმცემლის ეკლესიას. 
სამთავისის მონასტერს, ასურელი მამის  ისიდორე სამთავნელის ნამოღვაწარს და მის საძვალესა.
ერთაწმინდის ტაძრს- წმ. ესტატეს ტაძარს, პაატა სააკაძის საძვალესა.
 მანგლისის სიონს.
 ბირთვისს.
დიდი თონეთის სამებას.
 ფიტარეთის   მონასტერს.
წინწყაროს დედაღვთის ეკლესიებს.
ფარცხისის  ეკლესიას.
დრიანეთის ეკლესიას.
 გუდარეხის მონასტერს.
 სამღერეთის მონასტერს.
პირღებულის მონასტერს.
ღოუბნის ორმოცმოწამის ეკლესიას.
ბოლნისის სიონს.
დმანისის  სარკინეთის  ეკლესიას.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულსა სამცხე–ჯავახეთის   სალოცავებსა. 
 თორის  ეკლესიას.
ქვაბისხევის ეკლესიას.
ოძრხეს ეკლესიას.
ზარზმის მონასტერს.
 დამალას ეკლესიას.
 შორეთის მონასტერს.
 საროს მთავარანგელოზის ეკლესიას.
 ღართის ეკლესიას.
 ჩიხორისის ეკლესიას.
 ქარზამეთის ეკლესიას.
 ძველის ეკლესიას.
 ხერთვისს.
ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიას. სადაც თამარ მეფეს საქართველოს ლოცვაში  სანთელი აქვს დანთებული.
თმოგვის წმ. მარინეს  ეკლესიას.
საფარის ეკლესია –მონასტერს.
აწყურის ღვთისმშობლის ეკლესიას.
ვალეს ღვთისმშობლის ეკლესიას.  
ჯაყისმანის მონასტერს.
კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარს.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულსა დასავლეთ საქართველოში დაბრძანებულ წმინდა სალოცავებს:
დიდი ჭყონდიდს, მარტვილის  წმინდა გიორგის.
გელათის მონასტერს, დავით აღმაშენებლის საძვალესა.
მოწამეთას მონასტერს.
კაცხის მაცხოვრის ეკლესიას.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულსა რაჭის სალოცავებს: 
ხოტევის მაცხოვრის და მთავარანგელოზთა  ეკლესიას.
მრავალძალს, ზემო და ქვემო ბარის მაცხოვრის ეკლესებს. 
ნიკორწმიდას.
 საკეციის ეკლესიას.
სადმელის წმ.სამების და  წმ.გიორგის ეკლესიებს.
კლდისუბანს  ღვთისმშობლისა  და "ციხის" წმ.გიორგის ეკლესიებს.
შქმერის —წმინდა გიორგის სახელობის და ხარისთვალის "ქოლოსის" ეკლესიებს.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა სვანეთის სალოცავებსა:
 დიდ კვირიკეს, წმინდა ლამარიას, ლატალსა და უშგულში დაბრძანებულ სალოცავებსა.
ხაიშის მთავარანგელოზის ეკლესიას.
ადიშის წმ. გიორგის ეკლესიას.
 მესტიის განრღვეულის კვირიაკეს დღესასწაულს.
სოფელ ლატალის  სამოცდასამ  ქრისტიანული ეკლესიას. უამრავი სიწმინდის, იშვიათი ფრესკების, უძვირფასესი დაწერილი თუ ჭედური ხატის და ჯვარის შემნახველ ტაძრებს.
უშგულის  ღვთისმშობლის მიძინების, ლამარიას ეკლესიას. და უშგულის შვიდივე ეკლესიას.
კალას თემში წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიებს.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულს სამეგრელოს და აფხაზეთის სალოცავებსა 
ილორის წმ. გიორგის.
ბედიის ღმრთისმშობელს.
ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა გურიისა და აჭარის სალოცავებს: 
ჯუმათის მონასტერს.
შემოქმედის მონასტერს სადაც, სხვა სიწმინდეებთან ერთად, წმ. გიორგის სისხლიც ყოფილა დაცული.
სხალთის ეპარქიის ტაძარს.
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულსა ტაო–კლარჯეთის  სალოცავებს: 
ბანას ტაძარს  ტაოში.
იშხნის ტაძარს ტაოში.
ოთხთა ეკლესიას  ჭოროხის ხეობაში.
ოპიზას კლარჯეთში. 
ხახულის მონასტერს  ტაოში, დავით კურაპალატმის დაარსებულს.
ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქართულ სალოცავებს საინგილოში  და ინგუშეთში:
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიას, "უფალო უფლისაო, საყდარო მუხისაო". 
ინგუშეთში, ასას ხეობაში არსებულ  ქრისტიანული ეკლესიებს _ თხობა-ერდის, ალბი-ერდის, თარგიმის, მაღარ-ერდის .
ღმერთო,  გაუმარჯვე გამარჯვებულსა მცხეთის სალოცავებსა: სვეტიცხოველსა საქართველოს ქრისტიანობის ფუძის ჩამყრელსა, სვეტიცხოვლის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა საპატრიარქო ტაძარს.  სამთავროს. მცხეთის ჯვარს, ჯვარსა პატიოსანსა. წმ.ნინოს ეკლესიას.  
ბარბარეთის ეკლესიას.
დიდგორის მთაზე დაბრძანებულ სალოცავებს.
 ზედაზნის –მონასტერს ღირსი მამის  იოანე ზედაზნელის დაარსებულს და მის საძვალესა.
ნიჩბისის უმზეურის ეკლესიას.
კალოუბნის წმ.გიორგის ეკლესიას.
 მამკოდის-ღვთისმშობლისა და  წმ.გიორგის ეკლესიებს.
შიომღვიმის –ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს,  ასურელი მამამ  შიო მღვილელის დაარსებულს და მის საძვალესა.
ჯვრის ამაღლების  ეკლესიას.
წეროვანის  კეხიჯვრის ეკლესიას.
წილკანის    ღვთისმშობლის  ტაძრს-დედათა და ყმათა მფარველსა.
ასურელი მამა   იესე წილკნელი,ს ნამოღვაწარს.
წინამძღვრიანთკარის ბერების საყდარს.
ღმერთო გაუმარჯოს საზღარგარეთ ქართულ სიწმინდებს.
 ათონის ივერთა მონასტერს.
  ჯვრის მონასტრს იერუსალიმში.  
ქართული მონასტრებს  სინას მთაზე. 
ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარს– რუმინეთში  ბუქარესტში.
პეტრიწონის მონასტერს ბულგარეთში.
 თბილისის სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიას, საპატრიარქო ტაძარს.  
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს.
 წმინდა სამების საკათედრო ტაძარს.
თქვენი დიდებითა და წყალობითა ჩვენო მამა-პაპის სალოცავებო, გვიშუამდგომლე თქვენს გამჩენ მამა-ზეციერთან. ძალო იმათო, სამართალო ხვთისაო,  ბედნიერად ამყოფე აქ მოსული სტუმარი, ყველა მლოცველი ღვთის მოშიშე-მავედრებელი ხალხი.
ღმერთო ხელი მოუმართე, განათლული ხელ-მხარი შეარჩინე, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მიეც მთისა და ბარის სალოცავთა მსახურთა.  ამინ!
--------------------------------------------------------------------------------------
ათონის ივერთა მონასტერი – ისტორიული ქართული მონასტერი. მდებარეობს საბერძნეთში, ათონის მთას მთაწმინდა ეწოდა. 965 წელს ათონის მთას ეწვია გამოჩენილი ქართველი მოღვაწე იოანე, რომელსაც ახლდნენ ვაჟიშვილი ექვთიმე და მოწამენი. ათონის ივერთა მონასტერს თავიდაპირველად იოანე ხელმძღვენელობდა. მან ენერგიულად იწყო ზრუნვა ქართული სავანის გამტკიცება-გაძლიერებაზე. შეიძინა მამულები, უზრუნველყო მონასტერი შემოსავლით. იოვანეს გარდაცვალების შემდეგ 14 წლის განმავლობაში ქართველთა მონასტერს ექვთიმე ათონელი ხელმძღვანელობდა.ათონის ქართველთა მონასტერი არა მხოლოდ იოანესა და ექვთიმეს სიცოცოხლეში გამოირჩეოდა, არამედ მომდევნო პერიოდშიც კარგა ხანს წარმოადგენდა ქართული კულტურის მძლავრ კერას. იქ გრძელდებოდა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა, რომელშიც მონაწილეობდა ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ეს მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდა, როდესაც იქ დამკვიდრდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გიორგი ათონელი, რომელმაც განაგრძო, განავითარა და გააღრმავა ექვთიმეს მიერ წამოწყებული საქმიანობა. იგი 1044-1056 წლებში ივირონის წინამძღვრად იყო. XIII საუკუნიდან ბერძნებმა თანდათანობით ხელთ იგდეს სავანე, ხოლო XIX საუკუნეში მთლიანად დაეპატრონენ მას, თუმცა ქართველი ბერები იქ შემდეგაც აგრძელებდნენ მოღვაწეობას. 1900 წელს მონასტერში 51 ქართველი იყო.
   ჯვრის მონასტრეი იერუსალიმში სიონის მთაზე–––  ცნობილი საეკლესიო პირი და ფილოსოფოსი, მაიუმის ეპისკოპოსი პეტრე იბერი  ითვლება. პეტრემ ააგო ქართული მონასტერი იერუსალიმშიც, სიონის მთაზე, რომელიც მოგვიანებით იმპერატორ იუსტინიანეს განუახლებია. V საუკუნიდან XVIII საუკუნემდე ქართული კოლონია ერთ-ერთი უძლიერესი იყო იერუსალიმში. ქართველები პალესტინაში 19 მონასტერსა და ეკლესიას ფლობდნენ. ქართული კულტურის, სულიერებისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს, უძველესი საზღვარგარეთული ცენტრი, სადაც VIII-X საუკუნეებში ქართველი ბერები ინტენსიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდნენ, იყო საბას ლავრა, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწიგნობრები: მარტვილი მონაზონი, სეითი, მაკარ ლეთეთელი, ამონა, ბასილი საბაწმინდელი, არსენი, იოანე-ზოსიმე აღსანიშნავია, რომ ჯვრის მონასტრის აღორძინება და მისი ქართული სამონასტრო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების უდიდეს კერად გადაქცევა დაკავშირებულია საქართველოს "ოქროს ხანასთან", დავითისა და თამარის ეპოქასთან (XI-XIII სს). ჯვაროსნების დროს თითქმის ყველა მართლმადიდებლური მონასტერი კათოლიკების ხელში გადავიდა, თუმცა ჯვრის მონასტერი ქართველებს დარჩათ. არსებობს მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველის ფრესკა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა შესრულებული. მას მიეწერება ჯვრის მონასტრის აღდგენა და მოხატვა. ამგვარი დიდი ღვაწლის გამო მონასტერში მისი აღაპიც დაუწესებიათ. გადმოცემით, ბერად აღკვეცილი გენიალური პოეტი ამავე მონასტერშია დაკრძალული. ერთ-ერთი გავრცელებიული მოსაზრების მიხედვით, თამარის საფლავიც აქ უნდა იყოს.
ბუქარესტში, ანთიმოზ ივერიელის ქუჩაზე მოთავსებულია ლამაზი არქიტექტურულად გაფორმებული ტაძარი, რომელიც ანთიმოზ ივერიელის სახელს ატარებს. იგი აშენებულია 1715 წელს ანთიმოზ ივერიელის ხარჯით და ბევრი რამ ამ შენობისა, როგორც მაგალითად კარები, კედლის მოზაიკა, ხეზე კვეთილობა თაღებზე გაკეთებულია ანთიმოზის ხელით.რუმინეთში - არდეალში, მოლდავეთში და მუნტენიაში საეკლესიო სამსახური ყოფილიყო ხალხისათვის გასაგებ - რუმინულ ენაზე და არა ბერძნულზე. ამისათვის ანთიმოზმა წინასწარ დაბეჭდა საეკლესიო წიგნები საჭირო რაოდენობით და გაატარა საეკლესიო რეფორმა რუმინულ ენაზე. ამ საეკლესიო წიგნებს ყველას ჰქონდა წარწერა "ანთიმოზ ივერიელი - რიმნიკის ეპისკოპოსი". 1708 წელს 27 იანვარს გარდაიცვალა მიტროპოლიტი თეოდოსია, რომელმაც დატოვა ანდერძი, რომ მიტროპოლიტად ანთიმოზ ივერიელი აერჩიათ. ასეთი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ანთიმოზი. 1708 წლის 21 თებერვალს დაამტკიცეს ანთიმოზი რუმინეთის მიტროპოლიტად. სინას მთაზე მიმავალი  გზად თურქებმა ანთიმოზი დაიჭირეს, აწამეს და მდინარეში გადააგდეს. ეს მოხდა 1716 წლის 12 სექტემბერს.დაეხმარა ვახტანგ VI -ს,  გამოგზავნა თბილისში თავისი საუკეთესო მესტამბე მიხაი იშტვანოვიჩი. 1708 წელს დაიწყეს მუშაობა თბილისში. 1709 წლის 20 იანვარს დაბეჭდეს I ქართული წიგნი "სახარება"
 ბულგარეთშიქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი მონუმენტი, ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს მდ. ჩეპელარეს მარჯვენა სანაპიროზე, სოფიიდან 89 კმ-ში და ამჟამად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.პეტრიწონის მონასტერი, რომელიც 1083 წ პეტრიწონში (მაკედონიაში. ამჟამინდელ ბულგარეთში, ბოჩკოვო) საძვალეში დაკრძალული არიან ძმები აბაზ და გრიგოლ ბაკურიანის ძენი). პეტრიწონის მონასტრის ირგვლივ მდებარე მიწები და დასახლებები მის საკუთრებას შეადგენდნენ, რაც ხელს უწყობდა მონასტრის ეკონომიკურად გაძლიერებას და დაწინაურებას. მონასტერთან არსებობდა სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით თითქმის ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი რომლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. სადაც უნდა ყოფილოყო სემინარიაც(პეტრიწონის მონასტერს უკავშირებს მკვლევართა უმეტესობა ზედწოდება „პეტრიწს“) ცნობილი აგრეთვე რომ იგი შემდგომ სამშობლოში დაბრუნდა და გელათის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც ეწეოდა სამეცნიერო და მთარგმნელობით მოღვაწეობას.
იოანე ზედაზნელი, ზედაზნის მონასტრის დამაარსებელი, სახელგანთქმული სირიელი საეკლესიო მოღვაწე. საქართველოში მოვიდა ქ. ანტიოქიდან VI საუკუნის შუა წლებში, თან მოიყვანა მრავალი მოწაფე (ასურელი მამები). ჯერ მცხეთაში ცხოვრობდა, შემდეგ მცხეთის მახლობლად, მდინარე არაგვის გაღმა, ზედაზნის მთაზე ააშენა მონასტერი, საიდანაც თავისი მოწაფეები დაგზავნა ქართლისა და კახეთის მხარეებში ქრისტიანობის გასამტკიცებლად და გასავრცელებლად, ეკლესია-მონასტრების დასაარსებლად.საქართველოში მოსვლის შემდეგ იოანე ზედაზნელმა მოწაფეები სხვადასხვა კუთხეში გაგზავნასაქადაგებლად.
დავითი (დავით გარეჯელი ერთ-ერთი ასურელი მამა საქართველოში მოსულა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის I ნახევარში) პირველად მთაწმინდაზე დამკვიდრდა. აქ მან ერთი გამოქვაბული აირჩია. მასთან იმყოფებოდა მისი მოწაფე ლუკიანე, რომელიც მცხეთიდან წამოიყვანა.
მამა დავითი კვირაში ერთ დღეს ჩადიოდა თბილისში და ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და სამაგალითო ცხოვრებით მრავალი ადმიანი მიიზიდა და ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა ურწმნოებმა ფეხმძიმე დედაკაცი მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. ღვთის შეწევნით სიმართლე გაირკვა, ხალხმა ის დედაკაცი ქვით ჩაქოლა, იმ ადგილას აშენებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კი ქაშვეთი  (ქვა შვა) დაერქვა.
ამ გარემოების გამო დავითმა ლუკიანესთან ერთად ქალაქი დატოვა. დროებით დაბინავდა ნავთლუღის მახლობლად მტკვრის პირას გამოქვაბულ კლდეში, შემდეგ კი წავიდა ერთ კლდოვან უდაბნოში, რომელიც განშორებული იყო წუთისოფლის შფოთს და გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი (დავითგარეჯა), რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა.
მამა დავითი და ლუკიანე გარეჯის უდაბნოში დასახლდნენ. მოსაგრეებს უფალმა სასწაულებრივ საზრდელი გაუჩინა. მათთან ყოველდღე, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, ირმები მოდიოდნენ, ლუკიანე წველიდა, მამა დავითი რძეს ჯვარს გადასახავდა და იგი ყველად იქცეოდა. გარეჯელ მამათა სასწაულები მთელმა ქვეყანამ გაიგო და მალე აქ "დაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა შემატკბობელნი".
ნინოწმიდიდან ღირს დავითთან მივიდა სათნოებით შემკული ბერი დოდო, რომელმაც მოძღვრის ბრძანებით კლდის რქაზე ააშენა მონასტერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი დავითი იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. ბერმა თავისი უღირსების გამო წმიდა ქალაქში შესვლა არ ინება, კარიბჭესთან დიდხანს და მხურვალედ ილოცა, შემდეგ იმ ადგილიდან აიღო სამი ქვა და სიწმიდეებად წამოიღო საქართველოში. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს, ელიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ საქართველოდან მოსულ მამა დავითს თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი მიჰქონდა. პატრიარქის გაგზავნილმა კაცებმა ორი ქვა გამოართვეს მამა დავითს, მესამე კი წმიდა ბერმა საქართველოში ჩამოიტანა.
ხანგრძლივი და ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი იქვე, გარეჯის სავანეში დაკრძალეს
აბიბოს ნეკრესელისაეკლესიო მოღვაწე, ერთი ასურელი მამათგანი. საქართველოში მოვიდა სირიიდან VI საუკუნის II ნახევარში. თავდაპირველად მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ განაგებდა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები. ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) გავლენას. მოსპო ნეკრესის ტაძრის მახლობლად სპარსთა საგზებელი, რისთვისაც VI დამლევს მარზპანის ბრძანებით ჩაქოლეს. დასაფლავებულია სამთავროში (მცხეთა). ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში ემყარებოდა ანტიკურ ფილოსოფიას, კერძოდ, ოთხი ელემენტის თეორიას, რომლის თანახმად, სამყარო წარმოიქმნა ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისაგან. ეს თეორია აბიბოს ნეკრესელის შეხედულებებში შერწყმულია ქრისტიანულ წარმოდგენაზე ღმერთზე, როგოც შემოქმედზე. აბიბოს ნეკრესელის შეხედულებები ანტიკური ფილოსოფიის და ქრისტიანული მოძღვრების შეერთების ცდაა. ცნობები აბიბოს ნეკრესელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელი მამების ცხოვრების ტექსტებში. ცალკე თხზულებას აბიბოს ნეკრესელზე, რომელიც შედგენილი ყოფილა VI-VII საუკუნეებში, ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია ქართლის კათოლიკოს არსენ I დიდის მიერ ამ თხზულების საფუძველზე შედგენილი აბიბოს ნეკრესელის "ცხოვრების" ტექსტი.
 შიო მღვიმელი, საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამა. შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი. დაიბადა ანტიოქიაში. 20 წლისა განთქმული მეუდაბნოის იოანეს მოწაფე გახდა, თავისი ქონება გლახაკებს და მონასტრებს დაურიგა და ბერად აღიკვეცა. VI საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში მოვიდა. ცხოვრობდნენ მცხეთაში, შემდეგ ზედაზნის მთაზე. 4 წლის შემდებ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა შიომღვიმის მონასტერი. თავდაპირველად შიო მღვიმელი ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ეკლესიად უქცევიათ, მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ორგანიზაციად. მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში (აქედან "მღვიმელი"), ეკლესისს მშენებლობი დროს მშენებლები წყლის მოსატანად დიდად წვალობდნენ, მისის ლოცვის სედეგად წყარო ამოვიდა. ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით: მოკლე (გამოკრეფილია არსენ II კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან "იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ცხოვრება", X საუკუნის II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.).
 იოსებ ალავერდელი, ამბა ალავერდელი, საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამა. მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას დააარსა ალავერდის მონასტერი (აუგია წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, დასაფლავებულია იქვე). მისმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთის ამ მხარეში ქრისტიანობის განმტკიცებას. იოსებ ალავერდელი იხსენიება ასურელი მამების - დავით გარეჯელის, შიო მღვიმელის - "ცხოვრებათა" მეტაფრასულ რედაქციებში (XII საუკუნე). XVIII საუკუნეში შეუდგენიათ იოსებ ალავერდელის სვინაქსარული "ცხოვრება".
 ანტონ მარტყოფელი, ანტონ მარტომყოფელი, ანტონ მესვეტე, ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი. ხსენების დღეა 19 იანვარი (ახ. სტ. 1 თებერვალი). საქართველოში მოვიდა ქ. ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში. განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს "მარტოდმყოფელი". ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფ. მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქ. ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ. ეს ლეგენდა ფართოდ გამოიყენა კათოლიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ თავის პატრიოტულ ჰიმნოგრაფიაში. ცნობები ანტონ მარტყოფელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელ მამათა ცხოვრებაში. ცალკე თხზულება მის შესახებ (გადაკეთებული XII-XIII სს.) ჩართულია "ქართლის ცხოვრების" ანასეულ ნუსხაში (XV ს.).
 თადეოზ სტეფანწმინდელი, თათა სტეფანწმინდელი, ერთ-ერთი ასურელი მამა. ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთაში, ახლანდელი კასპის მახლობლად, დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი, სადაც დასაფლავებულია. მას მიეწერება აგრეთვე ურბნისში წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება.
 პიროს ბრეთელი, საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამა. მოსულა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. დაარსა ქართლში ბრეთის მონასტერი, დასაფლავებულია იქვე.
 ისე წილკნელი, სასულიერო მოღვაწე საქართველოში, ერთი ასურელ მამათგანი. იყო დიაკონი, იოანე ზედაზნელის მოწაფე. მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ განაგებდა წილკნის საეპისკოპოსო კათედრას. გააქრისტიანა საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის მოსახლეობა, სადაც დაანგრია წარმართულ კერპთა ტაძრები და ააშენა ეკლესიები. დასაფლავებულია წილკნის ეკლესიაში.
 სტეფანე ქიზიყელი, სტეფანე ხირსელი, საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამა. საქართველოში მოსულა VI საუკუნის შუა წლებში ხირსაში (ქიზიყი), აუშენებია მონასტერი. დასაფლავებულია იქვე.
 ისიდორე სამთავნელი, ეზდერიოს სამთავნელი, საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამა. საქართველოში მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ ქართლში მდინარე ლეხურის აღმოსავლეთით, სამთავისის სანახებში, დააარსა მონასტერი (დასაფლავებულია იქვე). ისიდორე სამთავნელის ცხოვრების ამსახველი ცალკე თხზულება არ შემორჩენილა. მის შესახებ ცნობები მოიპოვება სხვა ასურელ მამათა ცხოვრების ტექსტებში.
 მიქაელ ულუმბოელი, საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი. საქართველოში მოვიდა VI საუკუნის შუა წლებში სხვა ასურელ მამებთან ერთად დააარსა ულუმბოს მონასტერი (ქართლში). იყო მისი პირველი წინამძღვარი. დასაფლავებულია იქვე.
 ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა, რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის. ზენონ იყალთოელი იხსენიება ზედაზნელის ცხოვრებაში.
 ელია დიაკონი[/B], ერთ-ერთი ასურელი მამა, იოანე ზედაზნელის მოწაფე. საქართველოში მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში.
 არმაზი, ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფეფარნავაზს მიეწერება.საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.
ხალხური დღესასწაული ათენგენობა ივლისის შუა რიცხვებიდან აღინიშნება. ამ დღესასწაულის სახელწოდება ირაკლიოპოლის ეპისკოპოსს, ბერძენ მღვდელმოწამე ათინოგენს უკავშირდება. ეკლესია მას 16( ძველლი სტილით)29 ივლისს იხსენიებს. მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი, რომელთა ხსენებასაც მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს 29 ივლისს, ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით IV საუკუნეში, 311 წელს.

წმ. ათინოგენე IV საუკუნეში, დაახლოებით 311. ქრისტიანთა დევნისას, თავის ათ მოწაფესთან ერთად, ქალაქ სებასტიაში აწამეს. წმ. ათინოგენი კარგად იყო ცნობილი სასწაულებითა და ეშმაკების განდევნის უნარით. ერთ დღესაც იგი შეიპყრეს და ქალაქ სებასტიაში წაიყვანეს. როდესაც წმ. ათინოგენი და ბადრაგი სებასტიას მიუახლოვდნენ, წმიდანმა ითხოვა, წყაროსთან შეჩერებულიყვნენ. აქ წმ. ათინოგენთან იმ მოსამართლის ცოლი მივიდა, რომელსაც იგი უნდა გაესამართლებინა. ქალმა კარგად იცოდა წმ. ათინოგენის სასწაულების ამბავი, თუ როგორ ათავისუფლებდა ადამიანებს დემონებისაგან და უთხრა: „მე ვიცი შენი კეთილმორწმუნეობისა და სიწმინდის შესახებ; ვიცი, რომ შენ ემსახურები ქრისტეს, რომელიც, თუ გულმხურვალედ შესთხოვ, შეისმენს შენს თხოვნას. ამიტომ გევედრები, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ეშმაკებისაგან განმიკურნო, სამაგიეროდ ქმარს ვეტყვი, სასჯელისაგან გაგათავისუფლოს“. წმ. ათინოგენი, თავის მხრივ, შეჰპირდა ქალს, რომ ილოცებდა, მხოლოდ სთხოვა: ხელი არ შეუშალო ქმარს ჩანაფიქრის აღსრულებაში, არ გამათავისუფლოს სასჯელისაგან, რადგან ამ გზით უფრო ადრე მივალ ღმერთთან და შენ შვილსაც ასე უფრო დავეხმარებიო.
ათინოგენი საკერპოსთან გაასამართლეს. მან არ უარყო ქრისტიანობა. მოსამართლემაც ბრძანა, დიდი კოცონი დაენთოთ და წმიდანი ზედ დაეწვათ. იმ დროს კოცონთან კეთილმორწმუნე, წარჩინებული, მდიდარი ქალბატონი ევსევია იდგა, რომელიც წმ. ათინოგენს მუხლებში ჩაუვარდა და შეევედრა უფლისთვის ეთხოვა, მისთვის ცოდვები მიეტევებინა. წმ. ათინოგენი დაჰპირდა, თხოვნას შეუსრულებდა, თუ იგი სიკვდილის შემდეგ მის გვამს დაუნაწევრებლად გადაასვენებდა მცირე სამლოცველოში, რომელიც თავად მან ააშენა და რომელშიც რამდენიმე წმიდანი დაასვენა.
წმიდანმა დიდხანს ილოცა, შევიდა ცეცხლში და ამგვარად მიაბარა სული ღმერთს.
ევსევიამ წმიდანის ნეშტი მოსამართლისგან გამოითხოვა და მსახურების დახმარებით შეასრულა მღვდელმთავრის თხოვნა. მათ დაუზიანებელი სხეული ნელსაცხებლებიან სამოსში გაახვიეს, დადეს ჯორზე და სამლოცველოსაკენ გაემართნენ. გზაზე ყველგან, სადაც ჯორმა შეისვენა, მოგვიანებით ეკლესია ააგეს. ევსევიას კი წმ. ათინოგენი სიზმარში ეჩვენა და უთხრა, რაც პირობა შეასრულე, ღმერთმა ცოდვები მოგიტევაო“.
საქართველოში ეს - ქრისტიანულ დღესასწაულსი ფართოდ ყოფილა გავრცელებული მთელ ჩვენს ქვეყანაში, განეკუთვნებოდა მოძრავ დღესასწაულთა ციკლს და იმართებოდა ივნის-ივლისში, აღდგომიდან 98- დღეს („დღესა ვარდობასა“). ამჟამად ამ დღესასწაულის აღნიშვნა შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს მთაში.
ათენგენა/ათენგენობა/ათნიგენობა/ათანაგობა აღმოსავლეთ საქართველოს მთაში (ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ხევი) ახალი წლის დარი დიდი დღესასწაულია და ივლისში აღინიშნება.
ხევსურეთში ათენგენობის აღნიშვნა გიორგობიდან 35-ე შაბათს იწყება.
პირაქეთა ხევსურეთში ათენგენობა მოდის ივლისის 20- ის შემდეგ პირველ შაბათს.
არხოტში სოფელ ამღაში უძრავი და 24 ივლის (23 ში ღამის თევა) მოდის ყოველთვის
არხოტში სოფელ ახიელში უძრავია და 26(25 ში ღამის თევა) ივლისს მოდის ყოველთვის
ჯუთაში უძრავია და 28 ივლისს რიცხვში მოდის ყოველთვის.
ბარბალე – ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას
წმ. ილია (ელია) წინასწარმეტყველი ქრისტეს მოსვლამდე IX ს-ში პალესტინის ქალაქ თესბიტში ცხოვრობდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, რომელიც წმ. ეპიფანე კვიპრელიდან მომდინარეობს, წმ. ილიას მამას ჰქონდა ჩვენება: პატივცემული მამები ახალშობილ წმ. ილიას მოწიწებით ესალმებოდნენ, ახვევდნენ ცეცხლოვან სახვევებში და ცეცხლით კვებავდნენ.  ისრაელს სამწლიანი გვალვა მოევლინა, თავად წმ. ილია კი ღვთის მითითებით უდაბნოში მთის ნაკადულთან იმალებოდა, სადაც მასთან ყორნებს დილა-საღამოს პური და ხორცი მიჰქონდათ. ქვეყანას საშინელი გვალვა და შიმშილი დაატყდა თავს. ხალხმა ნელ-ნელა ჭეშმარიტი ღმერთის გახსენება დაიწყო. შვიდგზის ლოცვის შემდეგ მოვიდა ნანატრი წვიმა. ასე დასრულდა ისრაელში სამწლიანი გვალვა.  იგი საქართველოში 26 საუკუნის წინ მოსულმა ებრაელებმა მოიტანეს და სამარხოში საიდუმლოდ ინახავდნენ. სამარხო (სიწმინდეების შესანახი და სამალავია), სადაც ებრაელები ელიას ხალენს ინახავდნენ, მცხეთაში, ბაგინად წოდებულ მათ სალოცავში იყო. ხალენის საქართველოში არსებობა IV ს-ში გამჟღავნდა, როდესაც წმ. ნინო მცხეთაში მოვიდა. მართალია, ხალენის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი უფლის კვართთან ახლოსაა დაფლული.ელიაობა ყოველწლიურად 2 აგვისტოს აღინიშნება. განსაკუთრებულად ამ დღეს დედოფლისწყაროში დღესასწაულობენ, სადაც ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის .  2 აგვისტო (ძვ. სტ. 20 ივლისი), როგორც ამინდის განმგებელის ელიას სახელობის დღე აღინიშნება. საეკლესიო კალენდარიც ამ დღეს ილია წინასწარმეტყველს, იგივე თესბიტელს მოიხსენიებს. უძრავი დღესასწაულის გარდა, წმიდა ელიას გვალვის დროს გაწვიმებას არა მარტო ხალხი, არამედ ეკლესიაც შესთხოვდა. ხალხის წარმოდგენით, ელია თითქოს ბრმა ხარაზია, რომელიც ეტლს დააქროლებს ცაში და სეტყვას უშენს სოფლებს; თითქოს ელიას ეშმაკი დაჰყვება და შეცდომაში შეჰყავს. ეშმაკს ელია “შეცდომაში“ რომ არ შეეყვანა, ხალხი ზარებს რეკდა, თოფებს ისროდა, რათა ელიას გაეგო, რომ ის ადგილი დასახლებული იყო და არ დაესეტყვა. ელიაობის ტრადიციული შესაწირავებია: თხა, ციკანი, იცოდნენ მამლების შეფრენაც, ეკლესიასა თუ სალოცავში მიჰქონდათ რიტუალური პურები.”
გაცი და გაიმი — ქართულ მითოლოგიაში ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან
მორიგე, უზენაესი ღვთაება ფშავსა და ხევსურეთში. ხალხური რწმენით იგი მეშვიდე ცაში სუფევს და აწესრიგებს ქვეყანას.
ჰარალე — ქართულ მითოლოგიაში მოსავლისა და ნაყოფიერების ღმერთი.
ადგილის დედა – ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთი.  ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც - ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი.
 წმინდა გიორგი მოწამეობრივად აღესრულა 305 წლის 23 აპრილს (ახ. სტილის 6 მაისი). ამ დღეს მთელი მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს გიორგობას. საქართველოში კი, სადაც წმინდა დიდმოწამე გიორგის კულტი განსაკუთრებით ძლიერია, ასევე აღინიშნება მისი ბორბალზე წამების დღეც – 23 ნოემბერი (ძვ. სტილით 10 ნოემბერი). ამ დღეს ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და იმ ადგილებში, სადაც ისინი იქნა გაბნეული, აშენდა ტაძრები.
დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი.
---
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა სვანეთის სალოცავებსა დიდ კვირიკესა, წმინდა ლამარიასა, ლატალსა და უშგულში დაბრძანებულ სალოცავებსა.
ხაიშის მთავარანგელოზის ეკლესიას.
ადიშის წმ. გიორგის ეკლესიას.
განრღვეულის კვირიაკეს- რომელიც მესტიის თავში მდებარე უფლის ერთ-ერთ უძველეს  ტაძარში დღესასწაული აღინიშნება აღდგომიდან IV კვირას.
სვანეთი (ლატალის )    –სოფელში სამოცდასამი ქრისტიანული ეკლესიას. უამრავი სიწმინდე, უძვირფასესი დაწერილი თუ ჭედური ხატი და ჯვარის შემნახველ ტაძრებს. ტაძართა კედლები ნათლად ინახავენ X-XII საუკუნეთა ფრესკებს. სოფელში დაბრძანებულა წმინდა გიორგის ოქროს ჭედური ხატი, რომლითაც მეფე თამარი აკურთხეს მეფედ.
სვანეთი (ლატალის )    –იონას წინასწარმეტყველის ეკლესია ერთ-ერთი უძველესი წმინდა, ერთადერთია მთელს საქართველოში და ალბათ, მთელს მსოფლიოშიც დიდ იშვიათობას წარმოადგენს. წმინდა წინასწარმეტყველი იონა უფლის ურჩობისათვის ვეშაპის სტომაქში მოხვდა, სადაც იგი 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
სვანეთი (ლატალი )  –  მაცხვარის ეკლესიას  რომელიც  XI – XII საუკუნეებისაა.  ამ ეკლესიაში ნახავთ საინტერესო და განუმეორებელ ფრესკის შემდახველს, რომელზეც გამოსახულია დავით აღმაშენებლის ვაჟის, მეფე დემეტრე I-ის, აღსაყრდრება. იგი ერთადერთია დღემდე შემორჩენილ ფრესკათაგან, რომელმაც შემოგვინახა მეფე დემეტრე I-ი
სვანეთი  (უშგულის). ღვთისმშობლის მიძინების, ლამარიას ეკლესიას. ევროპაში უმაღლეს ადგილზე მდებარეს, სოფელი უშგულის შვიდივე ეკლესიას.
სვანეთი (კალას თემში) წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიებს.
ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და  წმინდა გიორგიდ, ღვთისმშობლად და ადგილის დედად იწოდებიან. ამ ღვთაებებმა (ხთიშვლებმა) გაწმინდეს ფშავ-ხევსურეთის მიწა-წყალი დევ-კერპებისაგან. გადმოცემით, ეს ღვთაებანი “ნახორცივლარი” გმირებია, რომელნიც შემდეგ “გახთიშვილებულან”.  „
გუდამაყრიდან წამოსულ მლოცავს. მანდ დევები იყვნენ, საკერპოს ეძახიან, და არ უშვებენ. მლოცავი მიდიოდა საჩალის ჭალაზე და ასე გადიოდა იქით.    საჩალის მთის წვერზე ბრძანებულან პირიმზე  ფუძის ანგელოზი და სხვა ხვთისშვილები:პირიმზე, კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა,თერგვაული, ბერი ბაადური  , იქიდან ადევნებდნენე თურმე თვალს .   შეიყარნენ ხთისშვილები გორზე  ერთად და იმ ფუძის ანგელოზმა უთხრა:" ჯერ მე ჩავალო და, თუ რამე გამიჭირდა, თქვენ მიშველეთო". ჩავიდა ფუძის ანგელოზი და ამოწყვიტა ეს დევები „  
ღუდას ყველაწმინდის სალოცავში დასტურები ქვრივ ობლებს და გაჭირვებულებს ურიგებდნენ თუმრეხატისწილს. ერთმა ქვრვმა ქალმა ქვა ჩაიდო უბეში და როგორც შვილი ისე ჩაუხუტა, რათა ორმაგი წილი რგებოდა, რომ სახლში ობლებისათვის წაეღო, შესთხოვა და შეეხვეწა თურმე სალოცავს, რა დროსაც ბავშვი გაინძრა უბეში და ქვა წულად იქცა.
„ლომისის წმინდა გიორგის გაუმარჯოს, შვიდი ათასი ტყვის დამხსნელსაო“.თათარს გაუტეხნია საქართველო.გარეკესშვიდი ათასი ტყვე,  ხატები წაუღიათ, ტყვეები გაურეკნია, თანა ერთი სალოცავი ხატიც წაუღია მთიულთა. იმ თათრის სახელმწიფოშია შვიდი წელიწადი მოსავალი აღარ მოიდა,ლომისას ხატი, რაია ეხლა, ამოფრენილა იქიდგანა. დაჯდომია შვიდი წლის ბუღას რომელსაცა ლომა რქმევია, რქაზედა და ისე ზის თურმე. ამ ხატმა თურმე თავისი ხალხი მაითხოვა. შაეშინდა ითათარსა. შაკრიბა ქართველები და უნდა გამაერეკა უკანა, მაგრამ ბუღა თურმე არ იღებს გზას მაინცა, თურმე ერთი კოჭლი ქალი სადღაც არის კიდენ დარჩენილიის ხარი უნდა გამაუძღვეს წინ, ის კი ტრიალებს. თურმე ერთი კოჭლი ქალი კიდენ აკლდა. ისიც  მოიხმეს მთელი ხალხი და უთხრეს: „თავისუფლები ხართო“.შაქუჩდა შვიდი ათასი ტყვე, აქედან წარეკილი.ხატი დასვეს ხარის რქაზე გამოუძღვა, წამოვიდეს ეს ხატი ლომისა და გამოჰყვეს ხალხი და, აი, საცა ლომისა არის, იქ ავიდა მაღლა წვერში და იქ დადგა. თურმე იქ დაასვენეს, იქ ააშენეს ეკლესია და ლოცუ ლობენ. აი, ეხლაც სუ იმასა ვლოცულობთ. გამაატანეს. გამოუძღვა ეს ხარი. სადაც დაწვებოდის, ყველგან ნიში ააშენეს. ფასანაურს აქეთაცაა ნიში. წვერზე რო მოვიდა, იქ განისვენა სული
ლომისის მთაზე აუშენებიათ  წმ. გიორგის სახელობის სალოცავი. 
სალოცავის მშენებლობისას ქსნელებსა და არაგველებს შორის დავის საგანი გამხდარა ის თუ საით შეებათ კარები. ბოლოს უხუცესთა რჩევით დავა ფალავნების შერკინებით გადაწყვეტილა. გაუმარჯვნია ქსნელს და კარებიც ქსნისკენ სამხრეთით შეუბიათ.  სამაგიეროდ დეკანოზობა არაგველთ დარჩენიათ. 
 როგორც  გადმოცემმიდან ჩანს  არაგველი ფალავნების შერკინებამ გადაწყვიტა ლომისის სალოცავში კარების დატანე-ბის საკითხი ქსნელების სასარგებლოდ, დეკანოზობა კი არაგველებს რგებიათ  მაგრამ ფუნდამეტის ჩაყრისთანავე კვლავ უთანხმოებას უჩენია თავი. რისთვისაც ქსნელებს სასწრაფოდ კაცი გაუგზავნიათ ხარანაულთან. რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა თურმე როგორც არაგვის ხეობასი ისე ქსნის ხეობაში. იგი წარმოშვებით არაგვის ხეობიდან ყოფილა  და ცხრაზმის ხეობაში ყოფილა დასახლებული. ხარანაულ ბევრი ცხვარი ყოლია რომელიც მდიდარ და შეძლებულ და გავლენიან კაცად ითვლებოდა ამავე დროს ქსნის ხეობაში.    გადმოცემით, ლომისის ეკლესიის მშენებლობის დაწყებამდე კარებთან დაკავშირებული საკითხი ადვილად გადაჭრილა ხარანაულის ძალისხმევით,  იგი მისულა ლომისის მთაზე,  თუმცა სადავო საქმე უკვე დიდ ნაწილი უკვე მოგვარებული დახვედრია.  მასაც მიუხედავად ის არაგვის ხეობიდან იყო წარმოშვებით, კარების ქსნის ხეობის მხარეს დატანებისათვის დაუჭერია მხარი. ამ მოვლენას ხალხური გადმოცემა შემდეგნაირად ეხმაურება: 
«ხარანაულმა ითავა, 
ქსნისკე შეაბა კარები, 
დეკანოზები ინიშნა, 
საყდარს დაკიდეს ზარები». 
ხალხს (ქსნელებს) ხარანაულისთვის   რით გადაგიხადოთ ესოდენ დიდ ამაგი ჩვენ- ზე რომ მშვიდობიანადმოგვარიგე ჩვენ და თიულებიო?
პასუხად უთქვია: ჩემ ცხვრის ფარებს დასადგომად რა ფართობიც დასჭირდება იმ ფართობის სახნავი მომეცითო.   სოფელი უარს როგორ ეტყოდა და ახლო-მახლო რაც კარგი მამული ყოფილა ხარა-ნაულისთვის დაუთმიათ. ქსნისკე კარების დატანების სანაცვლოდ არაგველებს, კერძოდ პატაშურებს ლომისის დეკანოზობა რგებიათ . შემდგომ როგორც ცნობილია დეკანოზობის სახელოს, ხევსურეთიდან მთიულეთში გადმოსახლებული  ბურდულები იკავებენ.  ბურდულები მიხმარებიან მთიულებს მტრის დამარცხებაში, რის შემდეგაც მადლიერ მთიულებს ლომისის ხევიბერობა ჩაუბარებით. 

არდოტის ჩრდილოეთით პატარა ხეობის სათავეში, რომელსაც ბისოს ეძახიან, მდებარეობს ძველი ნასოფლარი, სადაც ახლა ხთიშობლის სალოცავია. იქ არის  აშენებული გუმბათიანი ეკლესია.
კვირია — ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია  სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია
ნახარელა ღვთისმშობლის  ჯვარი–ნახარელა. ჭინჭარაულთა სათემო სალოცავი. ძირითადი საბრძანისი სოფელი გუდანი და კისტნელ-შატილიონნიც ლოცულობენ, მიაბარებენ ბავშვებს.
 კოპალა. უმთავრესი საბრძანისი ლიქოკის ხეობაში, კარატის მთაზე მდებარეობს. ღვთაების ძირითადი ფუნქციაა დევ-კერპთა ალაგმვა,
იახსარი. კოპალას მოძმე, დევთა ნატყვევარი. უმთავრესი საბრძანისი სოფელ შუაფხოშია. ტახტის ყმანი არიან ქისტაურები.
პირქუში. აქვს სხვა ტაბუირებული სახელიც. მჭედელი. იგი ხთიშვილებს და ყმებს უჭედავს საბრძოლო და სამეურნეო იარაღებს, ვერცხლის თასებსა და სამკაულებს. მის მიერ გაჭედილი თასები შენახულია ჯვარში. ‘’ცეცხლის ალიანი’’. უმთავრესი საბრძანისი სოფელ ბაცალიგოშია.
ტყვეობიდან პირქუშს იხსნის იახსარი მისთვის ზარის დამზადების პირობით.
პირქუშის სალოცავები დაწესებულია ხევსურეთში (სოფ. ბაცალიგო).და  ფშავსა (სოფ. ახადი)
პირქუში მჭედლობასთან ერთად დევებთან მებრძოლი ღვთისშვილიც იყო. ახადიდან პირქუშის მთავარი ძალა ბაცალიგოში წასულა და იქ დაარსებულა.  ახადში დარჩენილს  იმდენი ძალა აღარ დარჩენია, რომ დევებისთვის დიდი წინააღმდეგობა გაეწია და  ქადაგის პირით დევებს დამუქრებია:  თქვე პირმზორიანებო, მე თუ ძალი არ შემწევს, რომ თქვენ გაგაცამტვეროთ ბაცალიგოს ლეკურთაში მდგომ ჩემს მოძმე პირქუშს გავაგებინებ და ერთიანად ამოგხოცავთო.
დევებთან ბრძოლაში პირქუშს დამხმარეებიც ჰყავდა, მას წყაროსთაული წმიდა გიორგი და კოპალა ჰყავდა გვერდში. რადგან წყაროსთაული წმიდა გიორგი მოისარი იყო, მადლიერმა პირქუშმა მშვილდ-ისარი, სხვა იარაღები და თასები გამოუჭედა.
რადგან პირქუში მჭედლების მფარველი და მასწავლებელი იყო, ხუცესები მის სადიდებელს ასე მოიხსენიებენ: “დიდება შენთვის, პირქუშის წმიდა გიორგიო, ახადის გორზე ბრძანებულო, რკინის მახვილთა, ჯაჭვთა, პერანგთა მკეთებელო, ურჯულოთ დასალევადა  ხმლებისა და ხანჯლების მკეთებელო!”
პირქუშის ეპითეთებია: ლეკურთას მობურთალი და ცრცხლისალიანი.
გიორგი ნაღვარმშვენიერი (ნაღვრისპირისა). ნაყოფიერების, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების ღვთაება. ძველად მოლაშქრე ღვთაებაც ყოფილა. მდებარეობს სოფელ ხახმატში.
სამძიმარი. გიორგი ნაღვარმშვენიერის მიერ ქაჯავეთიდან მოყვანილი ხთიშვილთა ტოლი ძალისა და შეძლების მქონე დობილი. მდებარეობს სოფელ ხახმატში.
კოპალა, წინაქრისტიანული სათემო ღვთაება აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან.
კოპალა -   ღვთისშვილია,  ფშავში უძილაურთა და ხევსურეთში ლიქოკის საყმოთა პატრონი და სალოცავია. თავდაპირველად ხორციელი იყო. ბავშვობისას დევებმა მოიტაცეს, ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ, ბევრს ამუშავებდნენ. ისეთ საქმეს ავალებდნენ, რაც მის ძალას აღემატებოდა. ძილი არ ჰქონდა, მოსვენება და საჭმელი. Pპატარა იყო და ვერ გამოიქცა, რომ მოიზარდა, გაპარვა მოახეხა. თავი ბერებს შეაფარა, მათთან ერთად ლოცულობდა, თან დამბადებელს ძალასა სთხოვდა. თხოვნა შეუსრულდა. ისეთი ძალა მიიღო, დევებს რომ მორეოდა. კოპალა პირველად კარატის წვერზე დასახლდა. Kკარატის ჯვარი იმით გამოირჩეოდა, რომ მის დროშას წყალში დამხრჩვალთა და ზვავში მოყოლილთა მოძებნის უნარი ჰქონდა. ლიქოკის კარატის ჯვარი პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს, ორივეს ემსახურებოდა. კოპალა ძალიან ლამაზი ყოფილა. მხართეთრ გმირსაც ეძახდნენ. დევებისა და ქაჯების რისხვა იყო. მორიგე ღმერთისგან საბრძოლო იარაღად ლახტი ჰქონდა ნაბოძები. კოპალა ნადირობასა და თამაშშიც დიდად იყო განთქმული. ძალიან უყვარდა ჯილდაობა. კოპალას ერთი ლოდი ჰქონია ამოჩენებული, იქ უყვარდა ჯდომა და დასვენება. ერთმა დევმა ეს ლოდი მოპარა. განრისხებული კოპალა დევს და  დაედევნა. დევს შეეშინდა ლოოდი დააგდო და თავს უშველა. კოპალა დევს დაეწია, ლახტი ესროლა და მოკლა. დღესაც აჩვენებენ იმ ლოდს ხევსურეთში – კოპალას ლოდიაო. დღესაც არის იქ კოპალას სალოცავი ნიში. ერთხელ კოპალა დევებისა და მათი ხელმწიფის საცხოვრებელ ადგილს მიადგა - ციხეგორს (სოფელ აკუშოს მახლობლად) და დევებს იქიდან წასვლა უბრძანა. თანაც, თავისი ძალა რომ ეგრძნობინებინა, რკინის კუნძს ცული დაკრა და შუაზე გააპო. დევებმა შესთავაზეს - ირემთკალოდან (სოფლის სახელია უძილაურის თავზე) ციხეგორისკენ ქვები გავისროლოთ და ვინც აჯობებს, ციხეგორიც იმას დარჩესო. დანიშნეს შეხვედრის დღეც. დათქმულ დროს ყველამ ირემთკალოზე მოიყარა თავი, მარტო ხაშრელი (ადგილის სახელია ივრის ხეობაში) დევი ბეღელა არ მოვიდა. მას იახსარმა შეუკრა გზა საპარავის ყელში, დაჰკრა ლახტი (,,აიმაღლა საგმირო’’ - ხევისბერი ბიჭურის სიტყვებით) და იქვე მოკლა. ამ დროს, ირემთკალოზე კოპალა და დევები თანაბარი წონის ქვებს არჩევენ და შეჯიბრისთვის ემზადებიან. ციხეგორს კვირია იყო მათი მსაჯული - თუ ვისი ნასროლი უფრო შორს დაეცემა. პირველად დევმა გაისროლა ქვა. კოპალას ნასროლი შეიძლება დევის ნასროლამდე ვერ მისულიყო, მაგრამ კვირიამ წამოარტყა უხილავი მათრახის წვერი და ქვა უფრო შორს დაეცა. ციხეგორი და დევთა ხელმწიფის საბრძანებელი კოპალას დარჩა
მისი ძირითადი სამლოცველო იყო ფშავსა (სოფ. უძილაურთა) და ხევსურეთში (ლიქოკის ხეობა, ჭალაისოფელი). სალოცავი ლიკოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას. კოპალა გაღვთიშვილებულ ხორციელად ითვლებოდა, რისთვისაც იახსართან ერთად მორიგე ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე ოდესღაც მობინადრე დევ-კერპების განადგურება. მასვე მიაწერენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საყმოსა და სხვა ხორციელთა დაცვის ბოროტი ძალებისაგან. იმავე წარმოდგენით, კოპალა, როგორც სათემო ღვთაება, თავის ყმებს მფარველობდა გასაჭირში, თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა.
«...კოპალა მივიდა და ჯერ ფშავის მთაზე უძილაურთის თავს,  ირემთ კალოს რომ
ეძახიან, იქ დაარსდა და ადევნებდა თვალყურს, სად იქნებოდა საჭირო ბრძოლა დევებთან.
ამ დროს ერთი ხორნაულთელი კაცი ხნავდა ხორნაულთ სოფლის პირდაპირ, სახელდობრ, ჭიშეხში, ყანას. როშკის გორაზე ერთი დევი წამოდგა და ისე მოახდინა საქმე, რომ ღვარი ასტეხა და ხარი და კაცი სულ-ყველა ღვარმა წაიღო. კაცს გაგონილი ჰქონდა, რომ სადღაც გმირი კოპალა დაარსდა,  დევებს ხოცავს და ხალხს ეხმარებაო.  ამ გაჭირვების დროს გაახსენდა და შემოსძახნა: «გმირო კოპალავ,  მიშველე,  წყალს ნუ წამაღებიება და რასაც  ვხნავდი, ეგ მამული შენდ შემომიწირავ...» . 
აქაც ადამიანი სწირავს მსხვერპლად თავის უკანასკნელს,  რაზეც დაფუძნებული იყო
მთელი მისი ცხოვრების სახსარი. მაგრამ სახსარი იწირება სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანის გადასარჩენად,  ამჯერად ყანა, რომელიც უნდა შეეწიროს ტერიტორიის გამოხსნას დევთა მძლავრობისაგან. ყანა და თეთრი ხარი ადამიანთა გათავისუფლების შემდეგ ისტორიული ხანის საკრალურ ყოფაში ჯვარისათვის შეწირულ მსხვერპლთა შორის უპირველეს ადგილს იკავებს.
  ( დღეს  ამ ადგილას  ჭიშეხის  ჯვრის სალოცავია)   როცა სასოწარკვეთილ ხორნაუთელ კაცს და ლამაზი ცოლის პატრონს გულის სიღრმიდან აღმოხდათ კვნესასთან ერთად სურვილი უფლისათვის შეეწირათ ერთს მარჩენალი მამული,  მეორეს ერთადერთი ხარი, ეს არის რელიგიის დასაბამი ადამიანთა საზოგადოებაში.    ამ დროს ისახებოდა რელიგია —  კავშირი. ადამიანსა და ღმერთს შორის, ამ დროსვე დაიწყო შურისგება კოპალამ, იახსარმა და  «დევ-კერპთა გადამსხვავებელმა»  სხვა ღვთისშვილებმა.  მათი ბრძოლების დაგვირგვინება კი,  ჩვენ ვიცით, მიწა-წყლის გამოხსნასთან ერთად საყმოსა და კულტის შექმნა იყო. ეს კარგად ჩანს იახსრის თავგადასავალში.  იახსარი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების(ფშავხევსურეთი) მითოლოგიაში
 ღვთაება
 ხვთისშვილთა (ღმერთის შვილთა) რიგიდან იახსარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბოროტ ძალებთან  მებრძოლ ღვთაებას, იახსარი თავის ბრძოლას იწყებს შუაფხოდან, უფრო ზუსტად, ავისგორიდან, სადაც ის გამხვეურა დევს სასახლეს უნგრევს,  და ის აქვე შემოიკრებს თავის საყმოს. როდესაც ადამიანთა მიწა-წყლისათვის მებრძოლმა იახსარმა აბუდელაურის ტბაში უკანასკნელი დევი მოკლა და მისი სისხლით შეკრული ტბიდან ვეღარ ამოდიოდა,  აი,  სწორედ მაშინ —  ამ გადამწყვეტ ვითარებაში იქმნებოდა იახსარის საყმო და მისი ტერიტორია;  საყმო,  რომელსაც,  იახსარის მიერ ნაშველს,  თავად უნდა ეშველა «აბუდელაურის სიმურჩი ნატყვევარი» იახსრისათვის
ლეგენდის მიხედვით აბუდელაურის  ტბა რომელიც მდებარეობს ხევსურეთში, სოფელ როშკის ზემოთ,თითქმის ჭიუხების ძირში. ამ ტბაში შეაფარა თავი(გადმოცემის) მიხედვით იახსრის ლახტს გამოქცულმა უკანასკნელმა (?!) დევმა. მანამდე იახსარმა ლახტი ესროლა დევს, მაგრამ დევი კლდეს ამოეფრა, ლახტი კლდეს მოხვდა და მისგან ანასხლეტმა ნაფოტმა დევს თვალი გამოთხარა(დღესაც დგას ეს კლდე როშკის თავში), ცალთვალა დევი კი ტბაში ჩაეშვა. იახსარი თან ჩაჰყვა ტბაში და დევი განგმირა, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარმა ამსოვლა ვეღარ შეძლო ამოსვლა, სანამ ოოთხრქა-ოთხყურა ცხვარი არ დაკლეს (რომელსაც ბლოში მიაკვლიეს ) და მისი სისხლი ტბას არ ასხურეს.
 ცხვრის სისხლმა უწმინდურის სისხლით წაბილწული ტბა განწმინდა და იახსარსაც ხმელეთზე ამოსასვლელი გზა გაეხსნა. ამბობენ, ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრინდა იქიდანო.  მადლიერი იახსარი ბლოელს შეპირდა, ასეთი სიკეთე რომ მიყავი, სამ თხოვნას შეგისრულებო. როცა გაგიჭირდება, მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო.
იახსარი აქედან გაფრინდა და ლიქოკის თავს, კარატის წვერზე დაბრძანდა. მას აქეთ აქ იახსრის ნიში (კოშკი) და საზარე ააშენეს. აქედან გამოფრინდა და უბისთავს,წვერმაღალ მთაზე მოიკიდა დაბრძანდა. აქაც საზარე და კოშკი არის აშენებული. აქედან შუაფხოში ჩამოვიდა და აქ სამუდამოდ იქ დარჩა.
ავისგორზე, იახსრის საბოლოო სამკვიდრო ადგილზე ჩამოკიდებული ზარი, რომელიც
იტყობინება მის დაბრუნებას ფშავის ხევზე, დევ-კერპთაგან გათავისუფლებულ მიწაზე, ეს
«პატარა ზარი»,  საყმოს მომხმობი ერთ შესაკრებელში,  თავისი ხმის ბგერით მოუხაზავს
საყმოს მის კუთვნილ ტერიტორიას.  პირველად, ბლოელის ოჯახს უკურნებელი სენი შეჰყრია, ბლოელს უთხოვია იახსარისთვის , ოღონდ ოჯახი გადამირჩინე და შენს კარზე ძღვენით, საკლავითა და სანთლებით მოვალო. იახსარსაც უშველია. ბლოელსაც შეუწირავს ძღვენი, საკლავი და სანთლები დაუნთია იახსარისთვის. მაგრამ რამოდენიმეჯერ სულ ტყუილუბრალოდ შეუწუხებია. თან მაშინ როცა იახსარი ღვთის კარზე ყოფილა ასული, რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომლისთვისაც თავი მიუნებებია და ბლოელთან მისულა. რომ უნახავს კაცს დიდი არაფერი უჭირდა, განრისხებულა. და ეს ოჯახი დაუსჯია.  აღაც თქვენი შესაწირი მინდა და აღარც თქვენი სანთელის დანთებაო უთქვამს.  შაემდეგ ბლოში–მუხის ჯვრის წმინდა გიორგის სალოცავი დაბრძანებულია... რომელიც დღესაც ერთერთი ძირითადი სალოცავია ბლოელთა.
პირქუში — ქართულ მითოლოგიაში ღვთაებრივი მჭედელი. დევების მიერ დატყვევებული პირქუში მათთვის იარაღს, ოქროს და ვერცხლის საგნებს ჭედავს. ტყვეობიდან პირქუშს იხსნის იახსარი მისთვის ზარის დამზადების პირობით.
პირქუშის სალოცავები დაწესებულია ფშავსა (სოფ. ახადი) და ხევსურეთში (სოფ. ბაცალიგო).
სოფელ ბარისახოს ბოლოში, გუდელას, მდგარა არაგველთა უძველესი სალოცავი “ხმალა” და ხეობის ჩამკეტი ციხე-კოშკები
ნაწილიანი — ქართულ მითოლოგიაში ადამიანი ან ცხოველი, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები (ნაწილები). ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს ჯვარს ან მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება - მთვარის ნიშანს და ა.შ. ნაწილიანებმა უნდა დამალონ მათი “წილები”, რომლებიც, როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის ან სანთლის სახით
---
გუდამაყარში ჩაწერილი  - მითები, ანდრეზები, ლეგენდები
მაჩაგნის ჯვარი და ფშარაველი
მაჩაგნის ჯორი და ფშარაველი ყოფილა პირველა სალოცავები. არც ფუცანგელოზი იყო, არც სხონი ღთიშვილნი. უთქომს ფშარაველსა, სალოცავია, კაცი კი არ არი, რო: მაშინდელი ვარ ფშარაველიო, ბარიდანაო ულამი მამდიოდაო. სხვა ღთიშვილნი არცა იყვნენო, მაჩაგნის ჯორი ნავარდობდაო. მანდაც ირმები იკლოდა, სხო საქონელიცა: Јარი, საკლავი.
მაჩაგნის ჯვარი
`მაშინდელი ვარ მაჩაგნის ჯორიო, მაშინდელიო, როცა ჩემს სამსახურში სამოცი ცალთოლიანი მოდიოდაო“. ეხლა ორთოლიანი რამტვენი-ღა იქნებოდა, რა ვიცი, აბა! მაღლა სერზე კოშკია, მაჩაგნის ჯორს ვეძახით. ვისაც მიზეზი გამაუვიდოდა, უნდა მსახურებულიყო.
ფშარაულა
აქ ფშარაულა არი... ფშარაულა ადრე იყო, ბაზალეთის ტბა ხო იცი, იქ. ჰო, იქ იყო ერთი ხვნა-მთესავი კაცი, ადრე ხო ხარებითა ხნავდნენ, ჰოდა, ერთი დროა _ ექვივნა გულადა¡ იმას, იმ გუთნიდედას, გულადა¡ ერქვა _ ერთი დროა და ხარი დაუვარდა იმას, აღარ გა¡სწივა ეგა. ხოდა, გაიხედა და ხარი მოდის ერთი ისეთი, რო იმის ხარებზე უკეთესი. თქო ამ კაცმა, დღეს რატო უნდა გავცდე, ამ ხარს ჩავაბამ და მოვხნავ. შააბა მართლა ეს ხარი და ეს ხარი იყო დევი, ხარი კი არ იყო, ეს იყო დევი, დევი ხო იცით, რაც არი. ეს ხარი რო შააბა, ცოტა ხან გაიარ-გამაიარა და მერე გადაიწივა ამ ახალმა ხარმა, დევმა, ტბაში უნდა შეიტანოს ეს მთელი ხარ-გუთანი კაცით, ყველაფრით. ხოდა, ეს გულადა ისეთი მაგარი იყო, რო, ის გუთანი რო დაიჭირა, ვერ მეერივა, ვერ შეიტანა იქ. რო ვერ მეერივა და ვერ დაძრა, მერე გამოუცხადა, გამოტყდა, რო ეს დევი იყო. უთხრა, ვიჭიდავოთო. ვიჭიდავოთო, გულადამაც უთხრა. მერე დაიჭიდნენ და ამ გულადამ წამააქცივა, გულადამ წამააქცივა ეს დევი. ამას ხო შერცხვა, რა. მერე უთხრა, რო, რამდენიც გინდა, იმდენ ოქრო-ვერცხლს მოქცემო, იმდენ ფულს მოქცემო, ოღონდ არა ¡თქვა, რო წამამაქცივე. ხოდა, მერე შეჰპირდა, მაიღო ოქრო, ვერცხლი, ფული, რაცაა, დევისგან და შეჰპირდა, რო არ ვიტყვი არსად, რო წამააქცივა. თუ ეს თქვიო, ესეთი პირობა დადეს, თუ ¡თქვი, ყოველ დღეობაში ერთი კაცი, ერთი ქალი ჩემია, დევმა უთხრა. კარგი ეგრე იყოს, შე¡თანხმდნენ ესე და ამან, ამ გუთნიდედამ არა თქვა არაფერი, მაგრამ ცოლს ხო მიუტანა ეს სიმდიდრე, ოქრო, ვერცხლი, რაღაცეები. ჰო, ამ ქალმა _ ქალს, ხო იცით, ცოტა მსუბუქი ჭკუა აქვს _ ამ ქალმა ვერ მოითმინა, გაიგე? ვერ მოითმინა და ადგა, მეზობელს უთხრა... თუ იცით, ნუ მათვლეინებთ... იმ მეზობელს უთხრა, იმას უთხრა, იმას უთხრა და გაიგო ხალხმა. ფიცი გატეხა ამ გუთნიდედამ იმიტომ, რო... ხო გატეხა ფიცი? მერე პირობა პირობა იყო. ყოველ დღეობაში _ ბაზალეთის ტბაზე იყო ადრე ფშარაველი.
საგანძური და სიწმინდეები შესანახად მთაში ამოქონდათ ბარში მტრის შემოსევების დროს.  აი, ფშარაველი ახლა აგერ არი მაღლა დაბძანებული (ხელს იშვერს მთისკენ). ადრე იყო ბაზალეთში. აი, მაგის ისტორია გითხარ, ფშარაველის ისტორია _ ხოდა, ყოველ დღეობაში ერთი ქალი, ერთი კაცი, რომელიც მეეწონებოდა დევსა, მიუდიოდა, კლავდა, ¡ჭამდა. ადრე ხო იყო ეგეთი მომენტი, კერპთაყვანისმცემლობა იყო. ეხლა რო სალოცავებს ვლოცულობთ, ადრე იმ დევს ლოცულობდნენ, კერპები იყვნენ, დევ-კერპნი. მერე ერთხელ, ორჯერ, ერთი წელი, ორი წელი, სამი წელი და ახლა ხალხმა გაიგეს, რო ამ გულადამ პირობა დაარღვივა და ქალი და კაცი იმიტო მიუდის. გახდა იძულებული ეს გულადა და თქო, რო ამ ფშარაველს წავაბძანებ და სადმე უნდა დავმალო ისეთგან, რო დევმა ვეღარ გაიგოს. მაიფიქრა და წააბძანა ეხლა ეს ფშარაველი იქიდანა და, აი, ფშავისა და გუდამაყრის საზღვარია ეს მთა, იქ დააბ- ძანა. ხოდა, რა იქნა ეხლა, ეს დღეობა აღარ არი იქა. მერე დევმა გაიგო ისევ, რა თქმა უნდა, საცა წააბძანა და საცა არი დღეობა და მიაკითხა იქაც. იქაც მიუდის უკვე თავისი ნორმა, თავისი გეგმა, რაცა აქ. პირობა რაც ქონდა, იქაც არჩევს ქალს და ბიჭსა. იქ წყალი არი კლდეებშია ერთი, იმას ეძახიან დევის წყალს, იქ ჩაუდიოდა ეს ქალი და ბიჭი. მერე, თუ გაგიგონიათ კოპალე და იახსარი, სალოცავი მთა ფშავში. ხატობა როა, დააბძანეს ის ხატი, ფშავმაც გაიგო, ყველამ, და ყველა მოდიოდა სალოცავად. ამოვიდა იქიდან ხალხი, გაიგეს, რო ის დევი იქ არი, ისევ მიუდის ქალი და ბიჭი. ამოვიდნენ და რო ჩავიდნენ, კოპალეს შეატყობინეს, რო ესეთი ამბავია იქ. ეს ხო ახალი ხატობა დაიწყო. ა ესეთი ამბავია, დევი მოდის და მიუდის ქალი და ბიჭი, რომელიც მეეწონება, სად მიუდის, შე¡სჭამს თუ რასაც უქნა, რა ვიცი. ეს კოპალა და იახსარი ძმები იყვნენ. ხოდა, ამათ, ამათ რო შეიტყვეს _ ესენი დევ-კერპებს ებრძოდნენ _ წამოვიდა ერთ დროს ეს კოპალე და ამოვიდა ხატში.
მაგრამ დევი რას მოეშვებოდა, თავისი ბეგარა მოითხოვა. ასე გაგრძელდა რამდენსამე წელს, მოვიდოდა თუ არა ხალხი სალოცავად, დევიც იმავ წამს იქ გაჩნდებოდა. არა და არ დაადგა ხალხს საშველი.
  კოპალა გამოეწყო მლოცავივით, ლახტი ტანსაცმლის ქვეშ დამალა და ფშარაულის დღეობაში წავიდა. დღეობაზე დიდძალ ხალხს მოეყარა თავი. ფშავ-ხევსურეთიდან და გუდამაყრიდან კაციშვილი არ აკლდა. იკვლებოდა საკლავი და ისმებოდა ლუდ-არაყი. ყველა ლხინობდა და მხიარულობდა, მაგრამ გულში კი არავის ელხინებოდა და დევის გამოჩენას ყველა შიშ-ელდით მოელოდა.
უყურებს ახლა, როდის მოვა დევი.
უცებ დევის ღრიალმა მთა შეაზანზარა, იმავ წამს თვითონაც ამოძვრა კლდიდან და მლოცავ ხალხს თავს წამოადგა - საზარელი, ბანჯგვლიანი, ეშვებიანი და თვალებბდღვიალა. კოპალამ ხალხი გააფრთხილა, სანამ მე არ დაგრთოთ ნება, რაც გინდა დაინახოთ, კრინტი არავინ დასძრათო.
 დევმა ჩამოუარა მლოცავ ხალხს და ჩამოათვალიერა. ხალხში ერთი ახლადჯვარდაწერილი ქალ-ვაჟი ერია და დევმაც სწორედ იმათ დაადგა თვალი.
მოიდა, მოიდა, აარჩივა კარგი ქალი და ბიჭი, რომელიც მეეწონა. ეს კოპალე ზდაროვი იყო. ხოდა, რო აარჩივა ქალი და ბიჭი იმ დევმა, უნდა წაიყვანოს, საცა კი უცს. ამ კოპალემ უთხრა, რო ეს ბიჭი დატოვეო, მე წამიყვანეო, მე უფრო დიდი არა ვარო? უცქირა, და¡ხედა იმას და თქო, რო ეს ჯობია. წამოდიო. დევის წყალზე რო გადარეკა, კოპალეს დევმა უთხრა, რო ჩამიძეღ წინაო. არაო, მე რა ვიციო, შენ ჩამიძეღ წინაო, მე რა ვიცი, სად წავიდეო, _ ამ კოპალემ უთხრა. ის დევი რო ჩაუძღვა, მამყეო. იმან და¡კრა მაშინ ლახტი. ლახტს ეძახოდნენ, აი ესეთი იყო... ესე იგი რო ტყვიაზე მეტი იყო, ხმალზედაც მეტი იყო და ყველაფერზედაც ის ლახტი. ეს ლახტი რო და¡კრა და გააგლიჯა თავი ამ დევს, აქეთკენ გამოგორდა, საცა ხალხი ისხდა, მლოცავი საცა იყო. ხოდა, რო წავიდნენ, კოპალემ უთხრა: აქ ესე-ესე მოხდებაო ეხლაო და ხმა არავინ ამაიღოთო.
კარგა ხანს ასე იკამათეს, ბოლოს ისევ დევმა დასთმო და ჩაუძღვა. ძალიან ვიწროში რომ ჩავიდნენ, კოპალამ გამოიღო დამალული ლახტი, შემოუქნია დევს და თავი გააგდებინა. დაგორდა თავი თავქვე და ატეხა ყვირილი: - გავსკდი, გავსკდიო!
როცა კოპალა ხალხს აფრთხილებდა, ხმა არ ამოიღოთო, ერთი ქალი მაშინ იქ არ იყო. წყაროზე იყო წასული და კოპალას ნათქვამი არ მოუსმენია. წყაროდან მომავალმა დაინახა დაგორებული დევის თავი და მიაძახა:
- ადრე გასახეთქი იყავ და გასკდი და გაცამტვერდიო!
ამის თქმა და, თავის გახეთქვა ერთი იყო, თავი ოთხად გაიპო, გაპობილი თავიდან ქვის სეტყვამ იხუვლა და მთელი ხალხი დაფარა. შიშველ მთაზე აბა რა დაიფარავდა.
 ეს რო თქო, დაიძახა და მოიდა ქვის სეტყო, ქვისა მოიდა ისეთი მსხვილი, რო ეს ხალხი, ეს მლოცავი სუ მთელ გა¡წყვიტა. აბა, როგორ გადარჩებოდა. აი, დღეს რო მიხვიდე იმ ფშარაველში, ის სასაფლაოები, როგორც ისხდა ხალხი და როგორც არი, ისეა დასაფლავებული.
ახლაც ფშარაოს მთის ვაკე წვერზე სამი სასაფლაოა, ერთში ფშაველები მარხია, მეორეში - ხევსურები და მესამეში - გუდამაყრელები. ის ქვის სეტყვაც - შავი უზარმაზარი ლოდებიც იქვე ყრია. მართალია, ამ დღიდან დევის ბეგარისაგან ხალხი საბოლოოდ გათავისუფლდა და ფშარაულას ხეობაც ისევ აღადგინა, მაგრამ თავიდან გადმოსულმა ქვის სეტყვამ ისე შეაშინა ხალხი, რომ დღესაც იმ ვაკეზე ღამის გათევას ყველა ერიდება, - ემანდ კიდევ არ მოვიდეს ქვის სეტყვაო და არ ამოგვჟლიტოსო.
.----- ფშარაო
ეხლა ჩვენ რო ვლაპარაკობთ ფშარაოზედა, მაგას აქვ ისეთი ისტორია: მაგ ფშარაოსა ჰპატრონობდა დევი. იქ როცა ავიდოდენ მლოცავი, შიგ ამაარჩევდა დევი ლამაზ ქალსა და ლამაზ ბიჭსა და წაიყვანდა ისე, ლეგენდაა ეგეთი, რა. წაიყვანდა იმ გოგო-ბიჭსა და და¡ჭამდა ალბათ, მარიანობა დღესა ხდებოდა ეგ ამბავი. მერე მოხდა ისრე, რომა ყველაზე ლამაზი და უკეთესები ამ ხალხში და-ძმა აღმოჩნდნენ. ამ ბიჭმა უთხრა... კარგი, ეხლა მოვიდა ეს დევი და ესენი უნდა წაიყვანოს, ეს და-ძმანი. წავიდნენ ეხლა, გა¡ყვნენ ეს და-ძმანი. გადასასვლელია იქა ფშავის მხარეზედა და დევისწყალას ეძახიან, კლდეში გამოდის წყალი, იქ ისე უნდა გაევლო იმ კლდეზედა, ამათ გადა¡ყრიდა და ჩავიდოდა და და¡ჭამდა. ამან მერე ამ ბიჭმა უთხრა, რომა ეხლა მე რა ვიციო, როგორ წავიდეო და შენ გამიძეღ წინაო, ამ და¡ უთხრა, რო შენ უკვენ მამყე¡ო. გაიმძღვარა ეს დევი წინა, როცა კარგა გადეემართნენ ამ კლდეშია და სანამ იმ წყაროსთან მივლენ, მოუსვა ხმალი ამ ბიჭმა, შეფარებული ჰქონდა ისე, რო იმან არ იცოდა, გაუსო ხმალი და გააგდებინა თავი და დაგორდა ეს თავი. წინ-წინვე ჰქონდა ამ ბიჭს გამოცხადებული, რო რაღაცა მო¡ხდეს, არავინ £მა არ ამაიღოთ ხალხმაო. მაგრამ ერთმა მოხუცმა ვერ მაითმინა... იმან ხო თქვა, რო დაგორდა თავი და ყვირის: გა¡სკდა თავი, გა¡სკდა თავი, კივის დევის თავი. ამ მოხუცმა ვერ მაითმინა, რო გამწარებული იყო ძალიან, ადრე გასახეთქი გვიანაც ძლივს გა¡სკდაო, იმ მოხუცმა დაიძახა. ჰოდა, მერე, რა ვიცი, ასეთი თქმულება არი, რო ვითომ გასკდა ცა და წამოვიდა ქვის სეტყო და დაღუპა, და¡ხოცა ეს ხალხი მინდორზედა. ისე კი სინამდვილეშია, იქ არი ის საფლავები. მინდორია, დიდი მინდორია, იქ არი სუ საფლავები იმ ადგილებზედა, იმ გორებზედა, სადაც ის იყო გადამდგარი და სადაც ის სეტყო მოხდა. ეს ბიჭი იყო, შვილო, თანგულათი, სახელი არ ვიცი, წიკლაურების გვარის, ჩემი, უფრო ჩემი მისამტირაო(?). მეც თანგულათი ვარ. ჯიშსა ჰქვია, ერთ მოდგმასა თანგულანი. მე მგონი, რო თანგულა¡ ერქვა. იმის ხმალი დევის სისხლიანი დღესაც შენახულია იმ მამა- ჩემის სახლებთანა. დევის სისხლი ზედა აქვ შემხმარი, მეც მინახავ. ჩვენს თანგულათში ინახება და არ უნდა გავიდეს ჩვენი გვარიდანა. არ ვიცი, ვისთან არი ეხლა, ვერც განახებთ და ვერც მოვჰკიდებ ხელსა. იმას თანგულაობას აკეთებენ თანგულანი და როგორც ხატს, ისე ლოცულობენ. ივლისის ბოლო შაბათია, მგონი, სოფელში აკეთებენ დღეობას, სადაც უფრო თანგულანი ვცხოვრობთ. აქ საორბეს ვეძახით, კლდეს რო შეხედავთ, საორბეს კლდესა. მაგის დაბლა ქოხები იყო, ჩემს ბალღობაშიაც 12-13 კომლი სახლი იყო. ჰოდა, როცა ისრე ყოფილა თურმე, ეს დევი წამოიდოდა მთიდანა, ვითომ იმ მოკლულის ძმა, წამოიდოდა იქიდანა, ვითომ თანგულანი უნდა დავხოცოო, უნდა ამოვსწყვიტოო. წამოიდოდა, წამოიდოდა და ერთი ადგილი არი, შვილო, ა ესე კლდეები არი და ესე ემდენი გასასვლელია, დევის მიჯნას ვეძახით დღესაც იმ ადგილს. იქამდე მოიდოდა და ფშარაველი დაუძახებდაო, რო მობრუნდიო, თორო გაგაქრობო. ფშარაველი სდებდა ხელსა აქ თანგულანთა, ჩვენ, რა. მიბრუნდებოდა, იმის აქათ ვერ გადააბიჯებდა ის დევი. აგე ანდე თანგულანთა მფარველი იყო ფშარაველი, ვენაცვალე იმის მადლსა. ანდე ეგ არი ფშარაველისისტორია.
--- მონადირე წასულა სანადიროდ ჩოხიდან. დაუნახავს ირემი.მოსხლიტა ბოძალი, არ გავარდა, ირემს კი რქებზე სანთლები ანთებია. დაბრუნდა მონადირე სახლში და მამას უამბო ეს ამბავი. მამამ უთხრა, უნდა იწმიდოო. ორი კვირა იწმიდა მონადირემ, მაგრამ ბო-ძალი ვეღარ დაძრა ადგილიდან, დატოვა სახლში, ვეღარ წაიღო. წავიდა და ის ირემი ისევ იქ დახვდა, რქებზე ისევ სანთლები დაენთო და გაუძღვა მონადირეს მთის წვერისაკენ. ცირასებზე რომ ავიდნენ, ირემი გაუჩინარდა, მაგრამ მოფრინდა მტრედი და მხარზე დააჯდა მონადირეს. ამ დროს გაღმიდან ყვირილით გამორბის დევი: სად მიგყავს, ჩემიაო! მონადირემ მტრედი გუდაში ჩაისვა და გაიქცა. მირბის და მისდევს დევი. ხეთანასთან დევი წამოეწია, მაგრამ ხე წამოიქცა და დევი დააბრკოლა, აღარ გადმოუშვა. ჩოხში რომ მოვიდა, მონადირემ გუდიდან ამოსვა მტრედი. მტრედი გაფრინდა და ჩობალაურთთავზე იფნის ხეზე დაჯდა, აქედან ხოზას გაფრინდა. ხოზადან ისევ ჩოხში დაბრუნდა იმ ადგილას, საიდანაც გუდიდან ამოსვა მონადირემ. ყველგან, სადაც კი მტრედი დაჯდა, ნიშია და დღესასწაულობენ. ასე დამკვიდრდა წმიდა გიორგი ჩოხში. დევისთვის კი ადგილი მიუცია: ჩემი იასაული იყავიო. როცა ჩემ ყმათ გაუჭირდება, მიეშველეო და ჩემი ყმები ციკან-ბატკანს დაგიკლავენო. დევის ადგილზე ქვა არის ერთი, ზედ დევის უცერო ხელი და შებრუნებული ფეხი ატყვია. აქ კლავენ ციკან-ბატკანს. ხატის გამძღო ხელს გადაიბანდა ღვინით, სამკადრეოს გადაიფენდა და ზედ მტრედი დააჯდებოდა ხოლმე. ბოლოს, მჭედელს კოჭობი გაუკეთებია, შიგ მტრედი ჩაუსვამს და მიწაში ჩაუმარხავს, ვითომ არ გაგვიფრინდესო. ერთ მჭედელს გაუკეთებია კოჭობი, მტრედი ჩაუსვამს და მიწაში ჩაუმარხავს. სოფელს მჭედელი გადაუსახლებია, ხატი არ ხდენილობს კაკუნსო. სოფლის ბოლოში ჩამოვიდა, ნასამჭედლოვარია. ნახშირი ამოდიოდა, როცა ვხნავდით. ჩოხელები მესამე ყმანი ვართ წმიდა გიორგისი. ჩოხის წმიდა გიორგის ადრე სხვა ყმები ჰყოლია. „მაშინ ვიყავ წმიდა გიორგიო, როსაც ჩემ მეიდანზე სამოცი ფეხმირგოლი (ცხენი) იკვლებოდაო“. ეს მეიდანი ცირასებზე ყოფილა.
--- დუმაცხოს ზეგარდის წმიდა  გიორგი
ასეთი ანდრეზი ჯერჯერობით მთიულეთ-გუდამაყარშია დადასტურებული და დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი სალოცავის — დუმაცხოს ზეგარდის წმიდა  გიორგის დაარსებასთან.   გადმოვცემ ერთ-ერთ ვარიანტს, ჩაწერილს დუმაცხოში:  lv  მთიულეთის სოფელ ლაკათხევში ქარჩაიძეს ხე უჭრია სახლის ასაშენებლად: «...ხე  უჭრია აქა და მოა ტრედი,  დასცემს ჭოჭსა და წაიღებს.  დაფიქრდა ე კაცი,  სად მიაქვს ე  ნაფოტიო ტრედსო. ადგა, როცა მოჭრა ე ხე და გახყვა ამ ტრედსა. გაფრინდება, დაჯდება,  გაფრინდება, დაჯდება. და ჩრდილია დიდი და იქ აქუჩებს, როგორც ეკლესია, ისე აგებს.  ამდგარა, გონიერი კაცი ყოფილა, და ეკლესია უშენებია იმ კაცსა იქ, წმინდა გიორგისა. და წასულა,  მისულა აფციაურებთან და უთქომ ამ აფციაურებსა,  რო რასაც მოგვთხოვთ,  მოგცემთ. ხარს მოგვთხოვთ, ძროხას მოგვთხოვთ, თუ რასაც მოგვთხოვთ, მოგცემთ. უარი არ არი. წასულა, ჯალაბ დევეკითხებიო. მისულა — ცხრა ძმანი ყოფილან. «ჯალაფნო, ესე,  ესე მაძლევენო და რა გამოვართოო, ფული გამოვართო, თუ ძროხაო, თუ ცხორიო?» ზოგ  ცხორი უთქომ,  ზოგ ძროხა უთქომ,  ზოგს ხარი უთქომ.  პატარძალ ჰყოლია ერთი და,  მოდიო, პატარძალსაც შევეკითხოთო, «რა გამოვართოთო». უთქომთ პატარძლისათვის. «მე თუ მკითხავთო, არც ცხორი გინდათო, არც ძროხა გინდათო. საკლავი რო დაიკვლის, უწინ თქვენი დაიკლასო,  თუ იქ იქნებითო და რო მუდამ ხატობაში: «წყალობდე ქარჩაიძესა!  გამრევდეს ქარჩაიძეები! წყალობდე!» არაფერი გინდათ მაგაზე მეტიო. და დღესაც რო აი —  მუდამ წელს ხატობაა —  თუ ესენია მოსული,  იმათი საკლავი უნდა დაიკლას დღემდი, ქარჩაიძეებისი, «ქარჩაიძეებო! ვინ არი, მოიდეს! სწყალობდეს ეკლესიის ამშენებელსა!» .   ქარჩაიძე ლაკათხევში საცხოვრებელი სახლის აგებას აპირებს,  მაგრამ განგებამ მას დუმაცხოში ეკლესიის აშენება დააკისრა.  სახლის მასალად გამზადებული ხის ნაფოტები მტრედს მიაქვს და მათ ერთმანეთზე აწყობს ეკლესიის სახედ.  მტრედის მოქმედება სახლის მშენებელს ჩააგონებს, რომ მან სახლის აშენებას უნდა მიანებოს თავი და ეკლესიის შენებას მიჰყოს ხელი. ხე, რომლის ჩამონათალი ნაფოტებისაგან მტრედის მეცადინეობით ეკლესიის სახე იქმნება, უკვე საკრალურია და მისი მასალისაგან ადამიანის საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს.  ქარჩაიძეც საკრალიზმით იმოსება,  ის დუმარცხოსკენ მფრინავ მტრედს მიჰყვება,  როგორც მკადრე მიჰყვება თავის ჯვარს,  და მტრედიც აჩვენებს მას კვრივ ადგილს,  რომელიც დაფარულია ადგილობრივი მოსახლეობისათვის.  მტრედიაჩვენებს მას, თითქოს ასწავლიდეს ეკლესიის სახეს ანუ მოდელს.  ნამდვილად,  ქარჩაიძე,  როცა ის თავისი სახლისათვის მასალას ჭრიდა,  მისდა უნებურად მონაწილეობდა იმ ეკლესიის მოდელის შექმნაში, რომლის აგებას ღვთის განგება ავალებდა. ეს ის მოდელია,  რომელიც ხელთ უპყრიათ ხოლმე ტაძრის კედელზე გამოსახულ კტიტორებს, რომლებიც თითქოს ამბობენ: «აი, ეკლესიის სახე, რომელიც ჩვენ აღვაშენეთ».   ასე ჩაითრევს მტრედი საკრალურ საქმიანობაში უბრალო კაცს — ჯერ მკადრედ, მერე ეკლესიის მშენებლად, რაც კულტის დაფუძნების ბადალია. და თუმცა ქარჩაიძე მისთვის უცხო მოსახლეობას აღმოუჩენს ჯვარს,  მაგრამ ის,  მის კულტში საკარგყმო წილს იდებს.  გაიბმება სოლიდარობის შიბი ლაკათხევის საღვთო მაღალსა და დუმაცხოს წმიდა გიორგის შორის.  შიბი,  როგორც რელიგიური კავშირის სიმბოლო,  გაჰყავს მტრედს,  ღვთისშვილის გინა სულიწმიდის მაცნეს. 
გადმოცემით არსებობს ხალხში გავრცელებული სხვა ვარიანტიც კერძოდ: ამ ანდრეზის სხვა,  შესაძლოა,  უფრო გავრცელებული ვარიანტის თანახმად,  ამბავი იწყება არა ლაკათხევიდან, სადაც, როგორც დავინახეთ, ქარჩაიძე სახლისათვის ხეს ჭრიდა, lvi  არამედ გზის მეორე ბოლოს,  დუმაცხოს მხარეში,  საითკენაც ქარჩაიძე სანადიროდ არის წასული. ეს ვარიანტი აგებულია ჩვენთვის ნაცნობ მონადირისა და მტრედის მოტივზე .   მონადირე ღამეს ათევს ტყეში და ესიზმრება, რომ მტრედი ამ ადგილას ბუდეს იშენებს;  სანადიროდან დაბრუნებული, ღამეს ათევს ბერების ნასახლარში, სადაც ცხადლივ ხედავს,  როგორ იწყობს მტრედი საბუდარს.  როგორც ვხედავთ,  მონადირე აღმოჩნდება არა უბრალო,  შემთხვევით ადგილზე,  არამედ კვრივში,  ისეთ ადგილას,  სადაც შეწყვეტილია საკრალური ცხოვრება და ახლა,  როგორც ჩანს,  ჟამი დადგა მისი აღორძინებისა,  რის ნიშანსაც აქ მოფუსფუსე მტრედი იძლევა.  მტრედს შეჰყავს მონადირე დიდი ხნის გაუქმებულ საწმიდარში, რომელსაც ადგილობრივ მცხოვრებთათვის საფარველი ჰქონდა დადებული. მტრედი მონადირეს, როგორც თავის მკადრეს, თვალს აუხელს და შეიყვანს ამ ადგილის საიდუმლოში.   სადაც მონადირე მტრედის წყალობით,  მისი გამძღოობით, —  ცხადია,  აქ ღვთის ხელი მოქმედებდა, —  აღმოაჩენს მტრედის წყალობით,  საფარველი ეხდება საიდუმლო ადგილს, რათა ის წუთისოფლისთვისაც ცნობილი გახდეს.   «...ინება ზეგარდმომან განგებამან,  რაითა არა იყოს დაფარულ ბრწყინვალე იგი ვარსკვლავი.  ამისთჳს გამოაცხადა იგი კაცთა შორის,  ხოლო სახე გამოცხადებისა მისისა ესრეთ იყო.   მოგვითხრობს დაფარული სიწმიდის, რაც იგივე საიდუმლოა, გამოჩენის ამბავს. დაფარულის, ანუ საიდუმლოს გამოცხადება . შემდეგ მონადირე  გვარად ქარჩაიძე რომელიც თვითონ ხელოსანია, აფციაურთა თხოვნით აშენებს სალოცავს იმ ადგილას დუმაცხოში. რის შემდეგაც მადლიერი სოფელი პატივს სცემს სამუდამოდ ქარჩაიძეთა შთამომავლებს. ზეგარდის წმიდა გიორგის ანდრეზის ვარიანტთა შორის არის კიდევ ერთი ვერსია,  რომლის თანახმად კვრივის აღმომჩენია არა ლაკათხეველი ქარჩაიძე, არამედ კაცის კვლის მიზეზით გადმოხვეწილი ქისტი, რომელსაც სოფელმა წილი არ მისცა თავის მიწა-წყალზე.  როცა ქისტმა ხის ჭრა დაიწყო სახლის ასაშენებლად, «ქედანი მოვიდა და,  რამდენი ნაფოტიც შეაგდებინა ხესა, იმდენი ნაფოტი აიღო და დააგროვა იქა, საცა ის სალოცავი არი.   ჩამოვიდა და უთხრა სოფელსა, რო ესეთი ამბავია... წავიდენ, ნახეს და თქვეს, რო ალბათ სალოცავი გვთხოვსო აქაო, რაღაცა ავაშენოთო... სთხოვეს, რო ვინ ააშენებს, ხელოსანი ვინ არი,  ეხლა და —  ქარჩაიძე ყოფილა ხელოსანი,  წაიყვანეს ის ქარჩაიძე,  მიიყვანეს და ააშენებინეს ეკლესია...» .   რის შემდეგაც ქარჩაიძეთა შთამომავლების საკლავი იკვლებოდა პირველი.  ქისტი,  უცხოთესლი, რომელიც სოფელმა არ მიიღო თავის წიაღში,  მისდა უნებურად სოფლისათვის ახალი სალოცავის აღმომჩენი ხდება.  კაცი ერთდროულად წილს იდებს სოფელში და ეყმობა იმ სალოცავს,  რომელიც მისი მიზეზით სოფლის მიწა-წყალზე  აღმოჩნდა.  საიდანღაც მოფრენილი ქედანი მისი საცხოვრებელი სახლისათვის განკუთვნილი ხის ნაფოტებით აშენებს ეკლესიის სახეს,   შექმნა რა მისგან ახალი საყმო ზეგარდის წმიდა გიორგის გარშემო.   ვინც  გახდა მისი პირველი დეკანოზი ასპანიანთ განშტოვებიდან იყო. მან დასაბამი დაუდო დუმაცხოში აფციაურთა ერთ შტოს —  ასპანიანთ  (თავისი სახელისlviii  ასპანის მიხედვით),  საიდანაც გამოდიან ზეგარდის წმიდა გიორგის დეკანოზები;  მათ შორის კი საყმოს ახსოვს ლეგენდარული ფოცხვერა, რომელიც მხარზე დროშაგადებული ფრენით ეშვებოდა დუმაცხოს საღვთო მაღალის მწვერვალიდან სოფლის სალოცავამდე.
1. შობა- 7 იანვარი.
2.
ახალი წელი 14 იანვარი
 3. ნათლისღება (წყალკურთხევა)-19 იანვარი.
4.
კვირაცხოვლობა- მოდის აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ კვირა დღეს.
 5.
ამაღლება- აღდგომიდან მე-40- დღეს, მე-6- კვირის ხუთშაბათს.
6.
ფშარავლობა ბაზალეთში და გუდამაყარში(ფშარაოს გორზე) -აღდგომიდან მე-40- დღეს მოდის და ემთხვევა ამაღლებას.
7.
გუდამაყარში ამაღლებიდან ორი დღით ადრე, აღდგომიდან 38- დღეს, აღდგომიდან მე-6- კვირის სამშაბათს, (აღდგომიდან 5 კვირის შემდეგ სამშაბათს) ხდება ხევისბრის მიერ დროშის გადმობრძანება სოფელ (საუხში)ცუცქუნაურთაში.
8. სულთმოფენობა  -აღდომიდან 7 კვირის შედეგ, აღდგომიდან 50- დღეს (აღდგომის შემდეგ 49 დღეს) კვირას.
 (ხალარჯობა- სულთმოფენობის წინა დღეს შაბათს, აღდგომიდან 49 დღეს, აღდგომის შემდეგ 48დღეს).
9.
კოპალობა- არაგვის ჭალაზე კართანასთან, კოპალის ქვის ნიშთან (სადაც ციხეგორიდან კოპალასთვის მოპარული ქვა დააგდებინა კოპალამ ამ დევს, ხოლო დევი კი მოკლა, ასევე მოკლა ამ დევის ძმა ავთანდილი, რომლის მკვლელობის ადგილსაც დღეს ავთანდილის საქანს ეძახიან) იმართება აღდგომიდან 7 კვირის შემდეგ სამშაბათს (აღდგომიდან მე-8 კვირის სამშაბათს), აღდგომიდან 52- (აღდგომის შემდეგ 51) დღეს.
10.
ლომისობა - აღდგომიდან 7 კვირის შემდეგ ოთხშაბათს (აღდგომიდან მე-8 კვირის ოთხშაბათს), აღდგომიდან 53- (აღდგომის შემდეგ 52) დღეს.
11.
სამხვთომაღლობა-გუდამაყარში დუმაცხოში აღდგომიდან მე-14- კვირის შაბათს, აღდგომის შემდეგ 98- დღეს (აღდგომიდან 99-) დღეს
12.
წვერობა- გუდამაყარში გამსში, ათნოხში, საუხში (ცუცქუნაურთა) აღდგომიდან 14 კვირის შემდგომ ოთხშაბათს (აღდგომიდან მე-15- კვირის ოთხშაბათს) აღდგომის შემდეგ 101- (აღდგომიდან 102-) დღეს.
13.
ზეგარდობა- გუდამაყარში დუმაცხოში, აღდგომიდან 14 კვირის შემდგომ ხუთშაბათს, (აღდგომიდან მე-15- კვირის ხუთშაბათს) , აღდგომის შემდეგ 102-(აღდგომიდან 103-) დღეს.
14. ხარხელაურთ კვირიას სალოცავი დუმაცხოში- 28 ივლისს (დღეს აღარ აღინიშნება)
 1
5. პეტრე-პავლობა- 12 ივლისი.
16.
ლაშარობა ფშაველთა სათემო დღეობა მოდის. პეტრე-პავლობის, ანუ 12 ივლის შემდეგ ორშაბათს. თუ პეტრე -პავლობა მოვიდა ორშაბათ დღეს, მაშინ ლაშარობა ჩატარდება შემდეგ ორშაბათს, ანუ გადაიწევს ერთი კვირით, რადგანაც გოგოლაურთობა ვერ ჩატარდება კვირას (ერთი დღით ადრე) ვინაიდან ჯერ არ იქნება ხსნილი. თამარღელეობა ფშაველთა სათემო დღეობა მოდის ლაშარობის მომდევნო დღეს სამშაბათს.
ლაშარობა თუშეთში მოდის აღდგომიდან მეასე დღეს.

  1)
გოგოლაურთა თემის სალოცავი ქმოდის გორს დაბრძანებული - გოგოლაურთის  წმინდა გიორგის სალოცავი მოდის ლაშარობის წინა დღეს კვირას.
ხეთანას წმინდა გიორგი მთავარმოწამე  გოგოლაურთის თემის სალოცავი მოდის ლაშარობის კვირაში ხუთშაბათს.

2)
გაბიდაურთა თემის სალოცავი, ხოშარაში დაბრძანებული- ხოშარის სახუთმეტო ძელის ანგელოზი მოდის ლაშარობის კვირაში, თამარღელეობის მომდევნო დღეს ოთხშაბათს. (ამჟამად ხოშარაში, ხოშარის სახუთმეტო ძელის ანგელოზობის დღესასაწაულს, ლაშარობის წინა დღეს კვირას მართავენ)
3)
ფშაველ ქისტაურთა თემის სალოცავს- იახსარი შუაფხოში ავისგორზე დაბრძანებული მოდის ლაშარობის კვირაში ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს. კვირა დილით იახსრის დროშას ავისგორიდან ფშავის კარატის მთის წვრზე ააბრძანებენ, ეს არის უბისთავის მთაზე. ამ ადგილს ფშავში ქვია კარატის წვერის ანგელოზი ლაღი იახსარი.
4)
უძილაურთა თემის სალოცავი- კოპალა ციხეგორიში დაბრძანებული, მოდის ლაშარობის მომდევნო კვირაში- ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს. (კოპალობა იახსრობიდან ერთი კვირის შემდეგ იმავე დღეებში აღინიშნება რომლელ დღეებშიც იახსრობა აღნიშნავენ) ოთხშაბათს იმართება ფშავიდან ასულთა ღამისთაევა , ხუთშაბათს დილით ლიქოკის ხეობიდან ამოდიან ლიქოკლები სადაც ტარდება ერთობლივი რიტული ფშაველთა და ხევსურ ლიქოკელთა მონაწილეობით, პარასკევს მზე შუბის ტარზე რომ გადაიწვერება ორივე თემის დროშიონი დროშებს გადააჯვარედინებენ, ვიდრე მზე დაბრძანდება ლიქოკლები დაბრუნდებიან ლიქოკის ხეობაში, ხოლო ფშავლები გადმოინაცვლებენ ირემთკალოზე, სადაც შაბთს( მეორე დღისით) ტარდება რიტული მხოლოდ ფშაველთა მონაწილეობით.
 5)
უკანაფშაველთა თემის სალოცავი - გიორგი წყაროსთაული, წყაროს თავში დაბრძანებული მოდის ლაშარობის მომდევნო კვირაში და შემდეგ დღეებში აღინიშნება - შაბათს, კვირას, ორშაბათს და სამშაბათს.
6)
წითელაურთა თემის სალოცავი -კოტიას წმინდა გიორგი კოტიას მთაში დაბრძანებული, იმავე დღეებში როგორც უკანაფშაველთა თემში, მოდის ლაშარობის მომდევნო კვირაში და აღინიშნება შემდეგ დღეებში- შაბათს, კვირას, ორშაბათას და სამშაბათს.
7)
ზურაბაულთა თემის სალოცავი- მათურის მთავარანგელოზი, მათურაში დაბრძანებული მოდის კოპალობის შემდეგ და აღინიშნება - კვირას, ორშაბათას, სამშაბათს და ოთხშაბათს.
8)
ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა) თემის სალოცავი - ცაბაურთის მთაწმინდის მთავარანგელოზი, ცაბაურთაში მთაწმინდაზე დაბრძანებული, კოპალობის შემდეგ იმავე დღეს მოდის როცა ზურაბაულთა თემის სალოცავი ამიტომ- კვირას, ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს აღინიშნება.
9)
ჭიჩოელთა თემის სალოცავი- პირცეცხლის მთავარანგელოზის ხატი, ჭიჩოში დაბრძანებული მოდის 28 აგვისტოს, მარიამობას .
10)
წოწკურაულთა თემის სალოცავი - მუქოს მოხარნადე ღვთისშობელი მუქოში დაბრძანებული მოდის 28 აგვისტოს, მარიამობას.
 11)
გოდერძაულთა თემის სალოცავი- აონის პირქუშის ცეცხლისალიანის ხატი, ახადში დაბრძანებული მოდის 28 აგვისტოს, მარიამობას.
17.
ათენგენობა- ეკლესია მას 16(ძველლი სტილით)/29 ივლისს აღნიშნავს. საქართველოში ათენგენობა აღდგომიდან 98- დღეს აღინიშნება. პირაქეთა ხევსურეთში ათენგენობა გიორგობის შემდეგ 35- შაბათს მოდის (19 დან 26 ივლისს შორის მოსულ პირველ შაბათიდან იწყება) და ერთი კვირა გრძელდბა. ამ დღესვე ემთხვევა პირიქითა ხევსურეთის შატილის თემში ათენგენობის დღეობა. პირიქითა ხევსურეში არხოტში სოფელ ამღაში უძრავი და 24 ივლის მოდის ყოველთვის. არხოტში სოფელ ახიელში უძრავია და 26 ივლისს მოდის ყოველთვის. ჯუთაში ივლისს ბოლო შაბათ დღეს აღნიშნავენ. ბლოს წყლის ხეობაში- ბლოში და ხორნაულთას (ჭიშეხში) 16 ივლისიდან მოსულ პირველ შაბათს (16 ივლისისა და 22 ივლისის ჩათვლით). პირიქითა ხევსურეში არდოტში დატიობა მოდის გიორგობის შემდეგ 28- შაბათს, ანუ ათენგენობამდე 7 შაბათით ადრე. ათენგენობის შედეგი კვირის ხუთშაბათს, ლიქოკის ხეობიდან ამოსული ლიქოკლები ციხეგოროს კოპალობის დრესასაწაულს მართავენ.
18.
ელიაობა ყოველწლიურად 2 აგვისტოს აღინიშნება. განსაკუთრებულად ამ დღეს დედოფლისწყაროში დღესასწაულობენ, სადაც ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს.
ეს დღეობა როგორც დედოფლისწყაროში ასევე ფშავში  ცა ღრუბლის გამრიგე სალოცავის სახელით აღინიშნება დამასტეს სალოცავში

 19.
ფერისცვალება- აღინიშნება 19 აგვისტოს.
20.
პირიმზობა- სათემო დღეობა, პირიმზის სალოცავი გუდამაყრში, პირიმზის მოედანზე. პირიმზის დღესასწაული 28 აგვისტოს მოდის და მარიამობას ემთხვევა. ხატის ყველა ყმა გვარიშვილი თანაბრად მონაწილეობს რიტუალში.
21.
ფუძისანგელოზობა-ფუძის ანგელოზობის დღესასაწაული გარდამავალია, სექტემბრის პირველ შაბათ-კვირაში მოდის და გუდამაყრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ფხიტურის მთის გადაღმა ძველ ფუძეზე იმართება. თუ მარიამობა პარასკევამდე მოვიდა იმავე შაბათ- კვირას მოდის, ხოლო თუ მარიამობა პარასკევის შემდეგ მოვიდა მომდევნო შაბათ- კვირას. მსვლელობა გუდამაყრიდან პირიმზის მოედნიდან ხევისბრის მიერ სათემო დროშის გამობრძანებით, მისი წინ გაძღოლით იწყება და ბაკურხევს გავლით, ფხიტურის უღელტეხილის გადავლით, ისტორიული ფხოვის, დღევანდელი ხევსურეთის ტერიტორიაზე, ჩირდილის ხეობაში, სოფელ უკანაახოში იმართება. მსვლელობის დაწყების წინ დროშის გამობრძანება ხდება ხუთშაბათს შუადღის შემდეგ, მლოცავი ხევისბრის წინ გაძღოლით პირიმზის მოედანიდან ჩაივლიან შავი არაგვის ჭალას ღამეს ოსავის ნიშთან, (ბაკურხევამდის არ მისული) გაათევენ, მეორე დილით პარასკევს კი გადაივლიან ფხიტურის მთას და დაბანაკადებიან უკანაახოში სოფლამდე არ მისული ფერდობზე. (თუ 28 აგვისტო, მარიამობა ხუთშაბათ დღეს მოვიდა მაშინ პარასკევს დილით ადრე ღამიანად დაიწყება მსვლელობა პირიმზის მოედნიდან, შესვენების გარეშე გდაივლიან ფხიტურის მთას და ღამის გასათევად დაბანაკდებიან უკანაახოში სოფლამდე არ მისული ფერდობზე). შაბათ დილიდან უკანაახოში ფუძისანგელოზის დღეობა დაიწყება, საღამოს ამ რიტუალის დამთავრების შემდეგ ისევ დაბანაკდებიან სადაც ღამე გათენეს, ხოლო კვირას ფხიტურის მთის გადამოვლით იმავე გზით ბრუნდებიან გუდამაყრში. ჩირდილის ხეობაში, უკანა ახოში, ფუძის ანგელოზობას შარვანიანთ ბექაურთა უპირატესობა დღემდე იგრძნობა. შარვანიანთ ბექურები მასპინძლობენ მოსულ მლოცველს, ადუღებენ ლუდს, პირველნი ისინი ეახლებიან ხატის კარს, პირველი მათი ინთება სანთელი და საკლავიც მათი იკვლება პირველი. ეს ტრადიცია რომ არ დაირღვეს დღემდე მორიგეობენ შარვანიანთა შტოს ოჯახები,რათა ერთერთი მათგანი მაინც დახვდეს ხატის კარზე მოსულ სტუმარს.
 22.
ღვთისმშობლობა- აღინიშნება 21 სექტემბერს. ლუთხუბში, დიდებათში.
23.
ჯვართამაღლება-აღინიშნება 27 სექტემბერს.(27 სექტემბერს ღამის თევა, 28 სექტემბერს ხატობა) მაჩაგნის ჯვარში. (ზემო კიტოხის მაღლა მთაზე)
24. გიორგობა- აღინიშნება წელიწადში ორჯერ - (6 მაისს და 23 ნოემბერს) 23 ნოემბერს ჩოხში და ასევე საქართველოს მრავალ კუთხეში.



3 comments: