Monday, February 20, 2012

კრწანისის ბრძოლა. ერელკე მთიულეთში. საქართველოს დაცემა.


კრწანისის ბრძოლა. 



მძიმე ისტორიული ბედის გამო, საქართველო ბევრი სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი რგოლის განვითარებას მთლიანად ან ნაწილობრივ მოკლებული იყო. 1795 წლის სექტემბერში სპარსელების შემოსევამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
აღამაჰმადხანი მრავალწლიანი, დაუნდობელი შინაომების შემდეგ, ირანის ტახტს დაეუფლა, მერე კი მთელს კავკასიაზე მოინდომა ბატონობა. ამაში კი მას ქართლკახეთის სამეფო და ზოგიერთი სახანო უშლიდა ხელს.
აღამაჰმადხანი ხან ეფერებოდა ერეკლეს, ხან დიდი მუქარით უთვლიდა, რომ თავი დაენებებინა რუსეთთან კავშირისათვის და მისი მორჩილი გამხდარიყო. ერეკლე, გარშემო არსებულ საფრთხეთაგანყველაზე ნაკლებ ბოროტებად რუსეთს მიიჩნევდა“, თანაც იცოდა აღამაჰმად ხანის ცბიერი, დაუნდობელი ბუნება და მისი ზრახვები საქართველოს მიმართ, ამიტომ სპარსელებს არ ენდობოდა და ისევ რუსეთისფუჭიიმედი ჰქონდა, თუმცა კი უკვე მოხუცი მეფისათვის და მისი სისხლგამოცლილი, დასუსტებული ქვეყნისათვის გადარჩენის სხვა გზაც არ იყო იოლად საპოვნი.
სპარსელებს, ერეკლეს გარდა ყარაბაღის, განჯისა და ერევნის ხანებიც არ ემორჩილებოდნენ. აღამაჰმადხანმა 1795 წლის ივლისში 70 ათასიანი არმია შეკრიბა და მათ დასასჯელად გამოემართა. განჯის ხანი უმალვე მიემხრო სპარსელებს. აღამაჰმად ხანმა ჯარი სამ ნაწილად გაჰყო, ერთი ნაწილი ჩრდილოეთით, ყუბისკენ გაუშვა, მეორეერევნის ხანის დასასჯელად გაგზავნა, მესამე ნაწილს, დაახლოებით 20–25 ათას მებრძოლს, თავად უსარდლა და ყარაბაღისკენ დაიძრა.
ერევნის ხანი შეშინდა და მორჩილება აღუთქვა მტერს.
სომეხთა კათალიკოსმა კი იმ დროისათვის დიდი თანხა, 100 ათასი მანეთი მისცა აღამაჰმადხანს და სთხოვა ერევანი არ დაერბია.
ერეკლემაც შეკრიბა ჯარი და ერევნისაკენ წავიდა, რათა მტრისაგან ერევნის აღებისათვის შეეშალა ხელი და დაეცვა თავისი ქვეყნის სამხრეთის საზღვრები.
იმერეთის მეფე, ერეკლეს შვილიშვილი სოლომონ მეორე, ორითასი მებრძოლით ეახლა ერეკლეს .მათი გაერთიანებული , 5 ათასკაციანი ლაშქარი სამხრეთისაკენ დაიძრა.
დადიანმა, თავისი ჯარით, წყალდიდობის გამო ვერ მოახერხა ქართლში გადმოსვლა და ერეკლეს მიხმარება.
.
აღამაჰმადხანი ბრძოლით შევიდა ყარაბაღში და მიუვალ, კლდოვან მთაზე აგებულ შუშის ციხეს ალყა შემოარტყა.
ყარაბაღის ხანი–– იბრაჰიმი თავისი ჯარით ციხეში შეიკეტა. რამოდენიმე თვის წინ ყარაბაღისა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა სპარსელთა ჯარის ნაწილები დაამარცხეს, ამიტომ მას სპარსელთა მხრიდან, დანდობის არავითარი იმედი არ ჰქონდა.
ალყა თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა. მერე კი როცა აღამაჰმადხანი დარწმუნდა, რომ რუსები ქართველებს აღარ მიეხმარებოდნენ (ამაში ის კავკასიაში რუსების სარდალ გუდოვიჩთან ფარული ურთიერთობის შემდეგ დარწმუნდა) შუშის ციხეს ალყა მოხსნა და თბილისისაკენ დაიძრა.
ამ დროს, ქართველი მეფეები ყაზახამდე იყვნენ მისულენი, მათ იბრაჰიმხანმა შეატყობინა სპარსელთა სწრაფი გადაადგილების ამბავი და ქართველებიც სასწრაფოდ თბილისისაკენ წამოვიდნენ. 6 სექტემბერს ქართველთა ჯარი თბილისს მოადგა. თბილისის დაცვის გასაძლიერებლად ძალზე ცოტა დრო რჩებოდა.
აღამაჰმადხანი განჯაში შეჩერდა და თავის ჯარს განჯისა და შაქის ჯარიც შემოუერთა, მერე კი 35 ათასიანი ლაშქრით, იმ დროისათვის წარმოუდგენელი სიჩქარით, თბილისისაკენ წამოვიდა და 7 სექტემბერს, მდინარე ხრამის ნაპირთან წითელ (გატეხილ) ხიდს მოუახლოვდა.
თვითმხილველები სპარსელთა ჯარის რაოდენობას ზღვის ნაპირზე მოფენილ ქვიშას ადარებდნენ.
წითელ ხიდთან ერეკლეს ორასი მეომარი ჰყავდა დატოვებული. მტრის მეწინავე, მრავალრიცხოვან რაზმებთან თავდაუზოგავი შეტაკების შემდეგ, ორმოცდაათამდე დაღუპული და დაჭრილი მებრძოლი დატოვეს ქართველებმა და უკან დაიხიეს.
სპარსელები ჯერ მდინარე ხრამის პირას დაბანაკდნენ, მოწინავე რაზმები კი თბილისისაკენ წამოვიდნენ და 8 სექტემბერს იაღლუჯას მთის მიდამოებში გამოჩდნენ.
ერეკლეს მიერ გაგზავნილი, დაზვერვაზე წამოსული ქართველთა 12 კაციანი რაზმი სწორედ აქ შეეფეთა მათ. ქართველებმა მიუხედავად მტრის სიმრავლისა უკან არ დაიხიეს და 11 მათგანი გმირულად შეაკვდა მტერს. ცოცხლად გადარჩენილი რაზმის უფროსი გორჯასპი ნათალიშვილი თავისივე მოკლული სპარსელის თურქმანულ ცხენს მოახტა, თბილისისაკენ გამოიქცა და ერეკლეს მტრის მოახლოვების ამბავი აუწყა.
თბილისის მცხოვრებნი შეშფოთდნენ, მათმა ნაწილმა ქალაქიდან გახიზვნა დაიწყო. მთიულეთისაკენ დაიძრა სამეფო ოჯახიც. ქართველებთან ერთად, თავის გადასარჩენად მთიულეთისაკენ გარბოდა ყაზახის, შამშადილუსა და ბორჩალოს მაჰმადიანი მოსახლეობის ნაწილი, სომეხთა დიდი რაოდენობა.
აღამაჰმადხანი მტკვრის მარჯვენა ნაპირთან, თბილისიდან დაახლოებით 7 კილომეტრის მანძილზე, სოღანლუღის ველის განაპირას, როგორც მაშინ ეძახდნენსარვანის მინდორზე დაბანაკდა და ეს ადგილი ძლიერი სანგრებით გაამაგრა. უნდა ვივარაუდოთ,რომ 8 და 9 სექტემბერს აქ მხოლოდ მისი მოწინავე რაზმები იქნებოდა თავმოყრილი. სპარსელთა მთლიანი ჯარი ალბათ აქ მხოლოდ 10 სექტემბერს შეიკრიბებოდა.
შეუძლებელია ზუსტად აღწერო ამ ომის მსვლელობის ყველა დეტალი, მაგრამ ვეცდებით ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით და ბრძოლის ადგილების დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზით, ვიმსჯელოთ ბრძოლების მიმდინარეობაზე 9 – 10 და 11 სექტემბერს.
9 სექტემბერს სპარსელთა ჯარის ნაწილები სოღანლუღს მიუახლოვდნენ, მათი მოძრაობა ალბათ უფრო დაზვერვით ხასიათს ატარებდა.
სოღანლუღის ბაღებში ქართველები იყვნენ გამაგრებული, მათ ჯერ ახლოს მიუშვეს მტერი, მერე კი ზარბაზნის და თოფების ცეცხლი დაუშინეს, ჯერ კიდევ გონზე მოუსვლელ მტერს ხმალდახმალაც დაერივნენ, დაედევნენ და თავიანთი ბანაკისაკენ გარეკეს დიდად დაზარალებული მათი რაზმი.
გაქცეულმა სპარსელებმა სამარცხვინო გაქცევის მიზეზად ქართველთა ჯარის სიმრავლე დაასახელეს და ხმა დაყარეს, რომ სოღანლუღის მხრიდან თბილისში შესვლა შეუძლებელი იყო.
მართლაც ძნელი და საშიში იყო თბილისაკენ მიმავალი, ვიწრო საქარავნო გზის გადალახვა. გზა წითელი ხიდიდან, ყურყუთასოღანლუღისა და კრწანისის ველის გავლით სეიდაბადში შემოდიოდა და განჯისკართან მოადგებოდა თბილისის ციხის გალავანს. სოღანლუღსა და კრწანისის ველს შორის არსებული ამ გზის ვიწრო მონაკვეთი, რომელიც კლდეებზე გადიოდა და რომლის ერთ მხარესაც თელეთის ქედის (რომელსაც ზოგჯერ შავნაბადას ქედსაც უწოდებენ) კლდოვანი, დაღარული მთა იყო , მეორე მხარეს კი ადიდებული მტკვარი, ძნელად გადასალახ წინაამღდეგობას წარმოადგენდა. ამის გამო აღმოსავლეთიდან წამოსული მტერი ძირითადად კოჯორშინდისტაბახმელადან უტევდა თბილისს.
ამიტომ, 10 სექტემბრს, თბილისზე თავდასხმა აღამაჰმადხანმა შინდისტაბახმელას მხრიდან გადაწყვიტა, სადაც კუმისის ტბის გვერდის აქცევით, წალასყურთელეთის მიდამოდანთელეთის ქედის გადავლით უნდა მოხვედრილიყვნენ. აქედან პირდაპირ კრწანისის ველზე შეიძლებოდა დაშვება და მერე სეიდაბადის გავლით აბანოთუბანს მიადგებოდნენ. შინდისტაბახმელადან თაბორის ქედის გავლით, აქ არსებულ მცველ ციხესყორჩიყალასაც მიადგებოდა მტერი, საიდანაც აბანოთუბანში დაეშვებოდა. სოლოლაკის ქედიდან კი, შახისტახტის წინაამღდეგობის გადალახვის შემდეგ პირდაპირ კალაში შეიძლებოდა შესვლა.
ამბობენ, თელეთშინდისტაბახმელას გზით თბილისზე მისვლის მოხერხებულობა, სპარსელთა მხარეს მყოფმა, ყარაბაღელმა სომეხმა მელიქებმა აბომ და მეჯნუნმა მიასწავლეს აღამაჰმადხანს ,რადგან ისინი ერეკლეზე და მის მოკავშირე ყარაბაღის ხან –– იბრაჰიმზე ყოფილან განაწყენებულნი და ამიტომ მათ წინაამღდეგ ბრძოლაში ეხმარებოდნენ შაჰს. იმას კი არაფრად მიიჩნევდნენ, რომ ამ ლაშქრობისას, ქართველთა გარდა, საკუთარი ინტერესების გამო ათასობით სომეხსაც სწირავდნენ დასაღუპად. მათ გვერდით იდგა ადრე ქართველთა ერთგული და სანახევროდ თბილისში, ერეკლესთან გაზრდილი განჯის ხანიჯავადიც.
ასე რომ, 10 სექტემბერს ქართველებს სწორედ შინდისტაბახმელას მიდამოები და აქედან თბილისისაკენ მომავალი გზები უნდა დაეცვათ. ამ დღეს, ერეკლეს ბრძანებით, ქართველებსერეკლეს შვილიშვილი, დავით ბატონიშვილი სარდლობდა, მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყო არტილერიაც.
10 სექტემბერს სპარსელთა ჯარმა, მელიქ მეჯნუნის სარდლობით, კუმისის ტბის მიმართულებით დაიწყო გადაადგილება. ტბას გვერდი აუარა და წალასყურთელეთის გავლით თელეთის ქედის ფერდობებს აუყვა, ტაბახმელაში ავიდა და შინდისტაბახმელას მიდამოებიდან კრწანისის ველისაკენ დააპირა დაშვება. მათი ლაშქარი 4–5 ათასი მებრძოლისაგან შედგებოდა.
კრწანისის ველი ანუ კრწანისის ვაკე, თბილისში, თელეთისა და თაბორის ქედებს შორის არსებულ სამკუთხედის ფორმის ტერიტორიას მოიცავს. მისი ფუძე მტკვრის მარჯვენა ნაპირს მიჰყვება, წვერი კი შინდისტაბახმელასკენაა მიმართული და წვერის მიდამო მთიანი და კლდოვანია. ამჟამად ეს ტერიტორია განაშენიანებულია, აქ განლაგებულიასამთავრობოაგარაკები, ოფთალმოლოგიური ცენტრი, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, აქვეა .გულიას მოედანი და სხვ. შინდისტაბახმელადან დაშვებული, ასევე სოღანლუღის მხრიდან ვიწრო საქარავნე გზით შემოსული მტრის ლაშქარი ამ ვაკის გავლის გარეშე თბილისისაკენ ვერ წამოვიდოდა. თუ აქამდე მოაღწევდნენ მერე უკვე იოლი იყო თბილისის ციხესთან მისვლა.
ქართველებმა როდესაც მტრის ასეთი გადაადგილება შეამჩნიეს, სოღანლუღის გზის დაცვას თავი დაანებეს და შინდისტაბახმელას მიდამოებს მიაშურეს. სოღანლუღთანიოანე ბატონიშვილი დარჩა მცირე რაზმით.
ქართველთა ჯარს ამ დღეს, როგორც მოგახსენეთ დავით ბატონიშვილი ხელმძღანელობდა, ის არტილერიით შინდისტაბახმელას მიდამოებში იყო გამაგრებული.
დავითმა თელეთის ქედის
ჩრდილო ფერდობებიდან კრწანისის ველისაკენ დაშვებულ მტერს ცოტა დააცადა წინსვლა, მერე კი ერთბაშად დააყარა ზარბაზნებისა და თოფების ცეცხლი.
ქვემოთ, კრწანისის ველის ვაკიან ადგილებში, მტერს, თავიანთი რაზმებით ელოდნენ ოთარ ამილახვარი, იოანე მუხრანბატონი, ზაქარია ანდრონიკაშვილი, იმერლები ზურაბ წერეთლის მეთაურობით. მათი რაზმები, სავარაუდოდ 3 ათასი კაცის შემადგენლობით ისე განლაგდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთი შეეცვალათ და გაემაგრებინათ.
ერეკლე, სეიდაბადის ბოლოს, კრწანისის ველის განაპირას იდგა თავის შვილიშვილთან, იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთან ერთად. ეს სარეზერვო რაზმი ათასხუთასამდე მეომარს ითვლიდა. მათ შორის იყო ხუთასი იმერელი. ერეკლეს გვერდიდან არ შორდებოდა მისი ერთგული თათრების 200 კაციანი ჯგუფი. მათი მიზანი იყო,რომ თუ კი მტერი მოაღწევდა კრწანისის ველის ვაკე ადგილებამდე, მერე სეიდაბადისაკენ არ გაეშვათ და დაეცვათ თბილისში შემავალი გზა.
თითქმის 4 საათს იგერიებდა დავითის არტილერია შინდისტაბახმელას და თაბორის ქედს შორის არსებულ მიდამოებში თელეთის მხრიდან გადმოსულ მტერს და დიდ ზიანს აყენებდა მის მოწინავე რაზმებს, მაგრამ აღამაჰმადხანი ახალახალ, დასვენებულ მეომრებს უშვებდა წინ. თან ამხნევებდახომ ხედავთ რა ცოტანი არიან ქართველები, მაგათ, მალე წყალში ჩავყრით ყველასო.– თუმცა ისიც დააყოლა – „როგორც ქართველთა ვაჟკაცობა გამეგონა, იმაზედ უკეთესნი ყოფილანო“.
სპარსელთა რაზმების სარეზერვო, დასვენებულმა, გაძლიერებულმა ნაწილებმა,მიუხედავად დიდი დანაკარგისა, შეძლეს ქართული არტილერიის წინაამღდეგობის გადალახვა და თანდათან უახლოვდებოდნენ კრწანისის ველის ქვედა მიდამოს.
ერეკლე არ ჩქარობდა, მაგრამ როცა სპარსელები მის რაზმებს მოუახლოვდნენ
ერეკლემ ქართველთა რაზმებს თავისებური ომახიანობით შეტევაზე გადასვლა უბრძანა.
75 წლის ერეკლე ცხენს შეაფრინდა და თავის მედროშეს შესძახა:
–– „აზატ ხანის დამმარცხებელი ბაირაღი აქ მაიტა“, ბაირაღი აიღო და თავის მეომრებს მიმართაუკან მომყევითო.
ბაირაღზე ერთ მხარეს წმინდა გიორგი იყო გამოსახული რომელსაც ვეშაპი გაეგმირა შუბით, მეორეზე კი ღვთისმშობელი თავისი ძით.
ამ ბაირაღით შევარდა ერეკლე შუა ბრძოლაში და მომხვდურებს დაერია. მას სოლომონიც მიჰყვა. მეფეთა მიერ გამხნევებული ქართველები ლომებად იქცნენ და მტერს თავგამოდებით შეუტიეს.
ომის მონაწილესოლომონ მეორის ერთგული თანამებრძოლი სიმონ წერეთელი იგონებდა– „გამოღმით ჩვენ ვიდექით მაღლობზედა და გაღმით ყიზილბაშები: ჩვენ ვიყავით ორიათასამდე იმერელი, აქედან ერთი ნაწილიც არტილერიის დასაცავად გააგზავნეს, იქვე ჩვენთან იყო ოყო ორასამდე თათარი და სხვა კანტი კუნტად ქართლკახელები. მტერმა რო გვიცოტავა, მოგვმართა, მაგრამ ჩვენ ბრძანება არა გვქონდა და ადგილიდან არ დავძრულვართ. მტერს ჯერ თოფები მივახალეთ მერე ხმლით დავიწყეთ მოგერიება. შვიდჯერ შევაბრუნეთ. იმათ ახალახალი ჯარი ენაცვლებოდათ. ჩვენ კი ჯერ არ გვჭირდებოდა გამონაცვლება. საოცარი გულდამშვიდებით იბრძოდნენ ჩვენი თათრები და ქართლკახელები, იმერლები კი ჯიქებივით ხტოდნენ და საფარში აღარ დგებოდნენ,“ ნაადრევად უტევდნენ მტერსო. აქვე აღნიშნავს რაჭველი გოცირიძის გმირობას, რომელიც მარტოდმარტო ეკვეთა სპარსელებს, მას მიჰყვნენ ახალგაზრდა იმერლები, გოცირიძე და მისი თანამებრძოლთა ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ უამრავი მტრის მეომარი გაანადგურეს. „მაშინ ბრძანა მეფე ირაკლიმაჩქარდნენ, საქმეს გამიფუჭებენო. მოავლო ბაირაღს ხელი და თვითონ წარუძღვა ერთიანად ჯარს. ახალგაზრდა შვილიშვილი ( იმერეთის მეფე სოლომონ მეორე)ადგილზე დასვა, მაგრამ ჩვენს მეფესაც გულმა აღარ მოუთმინა, მიაშურა ხმალ და ხმალ და ჩვენც მივყევით. ბევრ ომში ვყოფილვარ და ამისთანა ბრძოლა არ მინახავს თუ წინ ბნელი არ გადაგვღობებოდა, შორს გავრეკდით მტრებს. გამარჯვება მაინც, რასაკვირველია ჩვენი იყო.“
ქართველთა ჯარმა იმ დღეს დიდი ზიანი მიაყენა სპარსელებს–– “მტერი წინ წაიყარეს და უკან მიჰყვნენ“, „ აოტნეს მრავალნი და მრავალი სპარსი მოსრეს მას დღესა შინამტრის ცოცხლად გადარჩენილმა მეომრებმა დღის ბოლოს უკან დაიხიეს, გადავიდნენ მთის გადაღმათელეთისაკენ და თავიანთ ბანაკს მიაშურეს.
ამ დღეს ქართველებმა გმირულად დაამარცხეს მტერი.
ერეკლე და სოლომონი გამარჯვებულნი დაბრუნდნენ ქალაქში, ბრძოლის ველზე მორიგე რაზმები დატოვეს.
მტრის დამარცხების ამბის გაგებამ გაახარა და იმედი ჩაუსახა თბილისელებს, მაგრამ ნაადრევი იყო ეს სიხარული.
ამბობენ აღამაჰმადხანმა პირველი, მისთვის მოულოდნელი და შემაშფოთებელი მარცხის შემდეგ უკან გაბრუნება გადაწყვიტაო, მაგრამ საქართველოს მტრებმა, სხვადასხვა ჯურის ჯაშუშებმა, ქართველთა ჯარის სიმცირეში დაარწმუნეს და უკან წასვლა გადააფიქრებინესო. მართლაც არსებობს ამ ამბის დამადასტურებელი მონაცემები, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ თავისი ჯარის მხოლოდ მცირე ნაწილით პოზიციურ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ისეთ გამოცდილ სარდალს, როგორიც აღამაჰმადხანი იყო ბრძოლის გაგრძელება გადაეფიქრებინა. მაგრამ, აშკარად არ მოელოდა ქართველების მხრიდან ასეთ სიმამაცესამავე დროს ქართველთა ჯარის სიმცირითაც დარჩა გაკვირვებული, ალბათ ფიქრობდა, რომ ერეკლეს სარეზერვო ჯარი ეყოლებოდა და იოლად არ დასთმობდა თბილისსგამოჩნდა ვინმე იოვანე ყორღანაშვილი, რომელმაც დეტალურად მოახსენა შაჰს ქართველთა მცირე ძალებისა და განლაგების შესახებ. შაჰს გაუხარდა, მაგრამ ამავდროულად არ უნდოდა ასე მინდობოდა უცნობს. ამ დროს ეახლა მისი ელჩი (თბილისელებმა, არუთინ არარატიანცმა და ოსეფა ბებუთოვმა გამოაპარეს), რომელიც ერეკლეს ჰყავდა დატყვევებული და ყორღანაშვილის ნათქვამი დაუდასტურა. სიხარულისგან აღარ ეძინა იმ ღამით საჭურისს
იმ ღამეს აღამაჰმადხანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის ასაღებად შეტევა უნდა განეხორციელებინა, როგორც შინდისსტაბახმელას, ასევე სოღანლუღის მხრიდანაც და თანაც აუცილებელი იყო მთლიანი ძალებით ( რომელთაც უკვე თავი მოიყარეს სარვანის მინდორზე ) ეწარმოებინა ბრძოლა.
11 სექტემბერს, დილის 7 საათიდან დაიწყეს სპარსელებმა თბილისზე შეტევა.
ორი დღის ბრძოლის შემდეგ მათ 32 ათასზე მეტი მებრძოლი მაინც დარჩებოდათ, ასე რომ სპარსელთა ჯარი სულ ცოტა, ექვსჯერ თუ არა ხუთჯერ მაინც მეტი იყო ქართველთა ჯარზე,ზარბაზნებიც საკმაოდ ჰქონდათ. ძალები რაოდენობრივად მეტად უთანასწორო იყო, თუმცა გამოცდილებით და სულიერი განწყობით ქართველები მოწინაადღდეგეზე უფრო მაღლა იდგნენ.
აღამაჰმადხანმა თავისი ლაშქარი 14 ნაწილად დაყო. ის ითვალისწინებდა რა ერეკლეს ბრძოლაში დიდ გამოცდილებას, „მოიგონა ღონე საკვირველი“–– სპარსელთა ჯარის რაზმებს უკან 6 ათასამდე თავისი ერთგული თურქმენი დაუყენა (ის თავადაც თურქმენული ტომიდან იყო, მან გაითვალისწინა თურქმენთა და სპარსთა ურთიერთსიძულვილი) და მათ უბრძანა–– თუ კი ვინმე უკან დაიხევდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის – „მყისვე მოეკლათ იგი“. მართლაც, სიხარულით შეუსრულებიათ ეს ბრძანება თურქმენებს.
აღამაჰმადხანი გარდა იმისა, რომ მთელს ჯარს სარდლობდა, თავად ჩაუდგა სათავეში იმ კორპუსს, რომელიც სოღანლუღის მხრიდან უნდა წამოსულიყო თბილისისაკენ. ეს ძნელად გასავლელი გზა მაინც ძირითად სალაშქრო გზად მიიჩნია მან. ჯარის სხვა ნაწილებს მისი ერთგული სარდლები მეთაურობდნენ.
სოღანლუღის ვიწროებიდან შესული და შინდისტაბახმელადან დაშვებული სპარსელთა ჯარი კრწანისის ველზე უნდა გაერთიანებულიყო და ძირითადი შეტევაც აქედან დაიწყებოდა, მტრის ჯარის ნაწილი კი სოლოლაკის მხრიდან და თაბორის ქედის ფერდობებიდანაც დაეშვებოდა თბილისისაკენ.
ქართველთა ჯარს 11 სექტემერს თავად ერეკლე სარდლობდა.
ერეკლეს ერთგული გვერდითმყოფნი ურჩევდნენ არ მიეღო მონაწილება ხელჩართულ ომში, მაგრამ ერეკლე ბოლომდე შუაგულ ბრძლაში დარჩა და თავგანწირულობის და გმირობის მაგალითს აძლევდა ახალგაზრდებს.
ქართველთა ჯარის რაოდენობა 6 ათასს არ აღემატებოდა.
თბილისის დაცვის მარჯვენა მხარეს სარდლობდა ერეკლეს შვილიშვილიდავით ბატონიშვილი. მას უნდა დაეცვა ის ადგილისადაც შეეყრებიან გზანი სოლოლაკისა და ტაბახმელისანი ,“ ასე, რომ წინა დღის მსგავსად, დავითი იცავდა შინდისტაბახმელადან და თაბორის ქედის მიდამოებიდან კრწანისისაკენ ჩამომავალ გზას, ამავე დროს სოლოლაკისკენაც არ უნდა გაეშვა მტერი. ის შინდისტაბახმელას მიდამოებში, თაბორის ქედის ფერდობებთან გამაგრდა ოთხასი მებრძოლით და 6 ზარბაზნით.
მეწინავე რაზმს, რომელსაც კრწანისის ველზე სოღანლუღიდან შემომავალი, ვიწრო საქარავნე გზა უნდა დაეცვა და ამ მიდამოში პირველი უნდა შეგებებოდა მტერს, ერეკლეს მეორე შვილიშვილიიოანე ბატონიშვილი ჩაუდგა სათავეში. იოანე პირველი გავიდა ბრძოლის ველზე და სოღანლუღიდან შემომავალი ვიწრო გზისაკენ დაიძრა. ამ რაზმში ერეკლემგანაწესა მხედრობანი რჩეული“.
დაცვის მარცხენა ფრთა (იგულისხმება დაცვის მარცხენა პოზიციის მარცხენა ფრთა) იოანე მუხრანბატონს ჩააბარეს, ამ რაზმს ,სავარაუდოდ მტკვრის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ, ორთაჭალის და კრწანისის ველის მიდამოების მიმდებარე ადგილები უნდა დაეცვა.
განვიდა თვით მეფე ყოვლითა მხედრობითა თვისითა ბრძოლად სპარსთა და დაადგინა მხედრობანი თვისნი დასასრულსა სეიდაბადის ბაღთასა“.
.. ერეკლე გარდა ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობისა, იცავდა სეიდაბადისკენ მიმავალ ცენტრალურ გზას, რომელიც, სავარაუდოდ იმ ადგილზე გადიოდა სადაც ახლა, თაბორის ქედის მთის ფერდობის ბოლოსნადიკვრის ქუჩის აღმართსა და ორთაჭალჰესის შორის მდებარე ტერიტორიაა. ამ ადგილზე მტრის შეკავება თბილისის დამცველთა ბოლო იმედი იყო.
შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ ერეკლე, ამ ადგილებში თაბორის ქედის შემაღლებულ ფერდობებზე ავიდა თავისი რაზმით და აქედან აკონტროლებდა ბრძოლის ველს.
თავისი ერთერთი ვაჟის, ვახტანგის ( იგივე ალმასხანის) და ოთარ ამილახვრის რაზმები, როგორც სარეზერვო, თავისთან ახლოს იახლარათა რომელსაცა კერძოსა საჭირო იყოს ბრძოლასა შინა მოაშველოს მუნ იგი.“
ათასი იმერელი, ზურაბ წერეთლის მეთაურობით იცავდა თბილისის დაცვის მარცხენა პოზიციის მარჯვენა ფრთასდა სდგეს იგინი მარჯვნივ კერძო მეფისა.“
თავისი შვილიშვილი, იმერეთის მეფესოლომონ მეორე, იმერელთა 500 კაციან რაზმთან ერთადთბილისის გალავანთან ახლოს დააყენა ერეკლემ, რათა საჭიროების შემთხვევაში თაბორის ქედის ფერდობებზე განლაგებულ მეზარბაზნეებს მიხმარებოდნენ.
როგორც ლიტერატურული მონაცემებიდან ჩანს, თბილისის დამცველებს 35 ზარბაზანი ჰქონიათ. მათი ნაწილი კრწანისის ველის შემაღლებულ ადგილებზე, ხევის პირას იყო განლაგებული, ნაწილი კი თაბორის ქედის მიდამოებში და ნარიყალას საზარბაზნე ბურჯებზე. როგორც ავღნიშნეთ, დაცვის მარჯვენა პოზიციაზე დავითს 6 ზარბაზანი ჰქონდა.
ქართველთა მეზარბაზნეები საკმაო რაოდენობით და ამავე დროს გამოცდილნიც იყვნენ, რადგან ერეკლე, არტილერიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ხშირად ამბობდა – „ომი ზარბაზნებს დააცადეთო“.
სოღანლუღიდან დაძრული სპარსელების ჯარის ის ნაწილი, რომელიც მარჯვენა ფრთიდან აწარმოებდა შეტევას, თელეთის ქედის ბოლოს, ვიწრო, კლდოვანი გზის მიდამოს მოადგა. ამ რაზმს, როგორც ავღნიშნეთ თავად აღამაჰმადხანი მეთაურობდა.( ეს ის ადგილია სადაც დღეს რუსთავისა და მარნეულის საავტომობილო გზები იყოფა).
მარჯვნივ ადიდებული მტკვარი იყო, მეორე მხარეს, კლდოვანი მთის ფერდობებზე, სანგარში, ქართველთა მეწინავე რაზმი იყო გამაგრებული. ქართველებმა თოფის ტყვია დაუშინეს მტერს და წინსვლის საშუალება არ მისცეს.
სპარსელებმაც განახორციელეს შეტევა, მაგრამ ქართველებს ფეხი ვერ მოაცვლევინეს. სპარსელებმა რამოდენიმე ზარბაზანი წამოსწიეს წინ და ქართველთა სანგარს ცეცხლი გაუხსნეს.
ქართველები გაერიდნენ ზარბაზნის ცეცხლს, გამოვიდნენ გამაგრებული ადგილიდან და მთების ფერდობებს მაღლა აჰყვნენ. ახლა მეორე სანგრიდან მიიტანეს იერიში მომხდურებზე. თითქმის ერთი საათი იგერიებდნენ მტერს და შეაჩერეს მათი წინსვლა. რამოდენიმე ასეული სპარსელი დაიხოცა ამ ადგილებში.
შეშჰოთდა აღამაჰმადხანი, მიხვდა, რომ გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, უკან დახევაც არ იყო მისთვის მისაღები და ომებში გამოცდილმა მებრძოლმა ამ წინაამღდეგობის გადალახვის ახალი, თავისი სიცოცხლისათვის საშიში ხერხი მოიგონა. მან მოულოდნელად თავისი თურქმენული ცხენი მტკვრისკენ შეაბრუნა და მებრძოლებს შესძახა – „ვისაც შაჰი უყვარს და ვაჟკაცია მომყევითო.თუ მტკვარმა წამიღო, ჩემი გვამი წყლიდან გამოიტანეთ და მიწაში დამფალითო“.
ცხენს მათრახი გადაუჭირა და მტკვარში შეაგდო. სამი ათასი სპარსელი ცხენოსანი მიჰყვა მას, მაგრამ, ყველამ ვერ შესძლო ადიდებული მდინარის გადალახვა და მოპირდაპირე ნაპირზე გასვლა, სამასამდის სპარსელი დაიხრჩო მტკვარში.
როგორც ვნახეთ, სამხედრო მანევრის შესრულებისას, სამასი მებრძოლი დაუფიქრებლად გასწირა შაჰმა, ეს მისთვის დიდ დანაკლისს არ წარმოადგენდა, მაშინ როცა მცირერიცხოვან ქართველთათვის საკმაოდ დიდი ძალა იყო და სამას მებროლს ხშირად გადაუწყვეტიათ მათ სასარგებლოდ ომის ბედი.
მდინარის მეორე მხარეს, ნავთლუღისაკენ სწორ ადგილებზე გასულმა შაჰმა ცოტა შეისვენა, მერე კი იქედან ქართველთა პოზიციების დათვალიერება დაიწყო და დარწმუნდა, რომ ქართველებს ამ მთიან და ხევებიან ადგილებში მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმები ჰყავდათ ჩასაფრებული. ეს მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ფიქრობდა, რომ აქ მრავალრიცხოვანი ჯარი იქნებოდა თავმოყრილი. შაჰმა მდინარის მარჯვენა ნაპირზე დარჩენილ თავის მხედართმთავარს ანიშნა, რომ მთელი ძალით გადასულიყო შეტევაზე, თავადაც ზემოთ, თბილისისაკენ აუყვა მდინარის მარცხენა ნაპირს.
თელეთის ქედის ფერდობებზე შეფენილმა ქართველებმა ჩათვალეს, რომ სპარსელებს მათი ალყაში მოქცევა უნდოდათ, უკან დაიხიეს და თბილისისაკენ მიმავალი, ვიწრო საქარავნე გზის ადგლებში არსებული ორი სანგარი მიატოვეს.
ამ მანევრით აღამაჰმადხანმა შესძლო თბილისისაკენ ძნელად სავალი და ქართველთათვის იოლად დასაცავი, დაახლოებით სამი კილომეტრი სიგრძის გზის წინაამღდეგობის გადალახვა, თანაც გაღმიდან დაათვალიერა ქართველთა პოზიციები და საბოლოოდ დარწმუნდა ქართველთა ჯარის სიმცირეში.
შაჰმა დაინახა, რომ ძნელად გასავლელი გზა განთავისუფლდა, ამიტომ ისევ უკან, კრწანისის მხარეს მოინდომა გადასვლა. ამაში, ორი სარწმუნოებაგამოცვლილი ქართველი მიეხმარა, მათ იკადრეს თავისი ქვეყნის ღალატი და მტერს ორთაჭალაში არსებული ფონი ანახეს. სპარსელთა რაზმებმა ამჯერად უდანაკარგოდ გადალახეს მტკვარი, გადავიდნენ კრწანისისაკენ და ვიწრო გზით შემომავალ თავიანთ რაზმებთან დაიწყეს შეერთება.
ბრძოლა კრწანისის ველზე, მესამე სანგრის მიდამოებში იწყებოდა. მრავალრიცხოვანმა სპარსელებმა თოფის ცეცხლი დააყარეს აქ გამაგრებულ ქართველებს. ქართველებმა უკან დაიხიეს.
მოულოდნელად ერეკლე თაბორის მთის ფერდობიდან დაეშვა თავის რაზმით და სპარსელთა იმ ნაწილებს შეუტია სადაც თავად შაჰი იმყოფებოდა. ვახტანგ ბატონიშვილის რაზმებმაც დაიწყეს გადაადგილება .
არის ვარაუდი, რომ ქართველებმა უკან იმიტომ დაიხიეს და ერეკლეც იმისათვის დაეშვა მთიდან, რომ უნდოდა შუაზე გაეწყვიტა მტრის ჯარი და მისი წინა ნაწილი, რომელსაც შაჰი მეთაურობდა შუაში მოექცია, მაგრამ თბილისის დამცველებს თავიანთი სიმცირის და მტრის სიმრავლის გამო, ყველა, თუნდაც ძალზე გონივრული ჩანაფიქრის განხორციელებაც კი გაუჭირდებოდათ.
მესამე სანგართან მედგრად შეუტიეს მტერს ქართველებმა. ზარბაზნების გრიალი აყრუებდა არემარეს. აღამაჰმადხანის ცხენს ზარბაზნის ტყვია მოხვდა დაატალახებულ, სისხლიან მიწაზე გაგორდა ქართველთა მოძულე შაჰის სხეული. ფეხზე წამოხტა შეშინებული, მაგრამ გააფთრებული შაჰი და მთელი ძალებით შეტევაზე გადასვლა ბრძანა.
ვინ იცის როგორ წარიმართებოდა ბრძოლის ბედი, რომ ქართველთა ზარბაზნის ტყვია ცხენს კი არა, მის მხედარს მოხვედროდა…. მაგრამ, ესეც ალბათ ქართველთა უიღბლობა იყო.
ამ დროს წვიმაც განახლდა. ბუნება თითქოს დასტიროდა თბილისსა და საქართველოს მომავალს.
სპარსელები თოფის სროლით მიიწევდნენ წინ . „არც ქართველები დარჩნენ ხელცარიელნი იმათზე თუმცა დაღალულდაწყვეტილები იყვნენმტერს ეგონა ქართველებს შევაშინებთო, გადავსრესთო, მაგრამ მაშინდელ ქართველებს რა შეაშინებდა, ნამეტნავად იმისთანა კაცთან როგორიც მეფე ირაკლი! შემდეგ იმისთანა გამოჩენილი ვაჟკაცი თავადაზნაურნი გარს ეხვივნენ და რამდენ ომებში გამოცდილნი“.
ერეკლე თბილისის მხარეს დაიძრა, რათა მესამე სანგრის მიდამოში დახვედროდა მტერს და გზა გადაეკეტა. ეს ადგილები დაახლოებით, დღევანდელი ორთაჭალჰესის მიმდებარე, მოპირდაპირე ტერიტორიაზეა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სანამ უშუალოდ კრწანისის ველზე და სეიდაბადის მიდამოებში მიმდინარე ბრძოლების აღწერას გავაგრძელებთ, ვნახოთ რა ხდებოდა მტრის შეტევის მიმართულების მარცხენა, . . თბილისის დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ეს ის ადგილია სადაც 10 სექტემბერსაც მიმდინარეობდა ბრძოლა.
აქ, შინდისტაბახმელას მიდამოებში, თელეთის მხრიდან ამოდიოდა მტერი, უნდოდათ კრწანისის ველზე დაშვებულიყვნან და იქედან კი, სოღანლუღიდან შემოსულ ნაწილებთან გაერთიანებული წამოსულიყვნენ თბილისის ციხისაკენ, ნაწილი კი თაბორის ქედის ფერდობებიდანპირდაპირ აბანოთუბანში აპირებდა დაშვებას, რათა ალყაში მოექციათ თბილისის დამცველები.
როგორც ითქვა, ამ ადგილებს დავით ბატონიშვილი იცავდა 400 მებრძოლით და 6 ზარბაზნით. მცირე და გაუწვრთნელი რაზმები განლაგდა თბილისის განაპირას, სოლოლაკის მიდამოებშიც.
დავითი გმირულად შეებრძოლა მტერს, წინა დღის მსგავსად, ჯერ ახლოს მოუშვა, მერე ზარბაზნის ცეცხლი დაუშინა, ბოლოს ხმლით შუტიეს სპარსელებს და დიდი ზიანი მიაყენეს, რამოდენიმეჯერ გაყარეს უკან, თუმცა ვეღარ გაუძლეს მტრის შემოტევას, რადგან მათ ქართველთა მიერ შემუსრულ რაზმებს, ახალი, დასვენებული ჯარი ცვლიდა და ამ მიდამოს დაცვა 400 კაცით შეუძლებელი იყო.
თითქმის განადგურებულმა, დავითის რაზმმა უკან დაიხია, ზარბაზნები მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, წავკისისწყალის ხევში გადაყარეს. ბოღმისაგან აკანკალებული დავითი წყნეთისკენ წავიდა და იქედან კი მთიულეთს მიაშურა.
ახლა სპარსელებმა შეტევის მარცხენა მიმართულებითაც იოლად დაიწყეს გადაადგილება.
როდესაც, შინდისის მხრიდან ზარბაზნის ხმა გაიგონეს, შეშფოთდნენ ქართველები, შეშფოთდა თბილისის მოსახლეობა. ზარბაზნის გასროლა სასიგნალო ნიშანიც იყო ერეკლესა და დავითს შორის, მაუწყებელი იმისა, რომ უკვე შინდისტაბახმელადანაც იწყებოდა მტრის ძლიერი შეტევა და თბილისის დამცველები შეიძლება ალყაში აღმოჩენილიყვნენ.
კრწანისის ველზე მყოფი აღამაჰმადხანიც მიხვდა, რომ მისი ჯარის ნაწილები, უკვე, შეტევის მარცხენა ფლანგზე, მთებიდან იწყებდნენ გადაადგილებას და ალყას არტყავდნენ ქართველებს. მდგომარეობა დაიძაბა, მეტი გახელებით შეუტიეს ერთმანეთს მოწინაამღდეგეებმა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––
ერეკლემ როცა გაიგო, რომ მტერი შინდისტაბახმელას გარდა, უკვე თაბორის ქედზედაც შემოდიოდა, თბილისის დამცველი არტილერისტების დასაცავად აბანოების მიდამოში მდგარ იმერელებს, შიკრიკი გაუგზავნა და სოლომონ მეორეს შეუთვალა სასწრაფოდ დახმარებოდნენ არტილერისტებს, მაგრამ შიკრიკს სპარსელები წამოეწივნენ და ხმლით აჩეხეს, ამიტომაც სოლომონის რაზმი ადგილიდან არ დაიძრა, რადგან ამის ბრძანება არ მიუღიათ.
ამ დროს წვიმამ გადაიღო, ძლიერი ნისლიც გაიფანტა და მთებიდან მომდგარ სპარსელებს ხელის გულზე გადაეშალათ თბილისის დამცველთა მდებარეობის სურათი. ამან შეტევა გააიოლა.
თაბორის ქედის ძირში, აბანოთუბანთან მდგარი ( სავარაუდოდ იქ, სადაც ახლა ბალნეოლოგიური სამკურნალო დაწესებულებაა) იმერლები დაიბნენ, ისინი ამ ადგილებს არ იცნობდნენ და სპარსელები მთებზე რომ დაინახეს, საიდანაც მათ არ ელოდნენ, მათთვის ეს მოულოდნელი იყო, იფიქრეს განადგურდა კრწანისის ველზე ქართველთა ჯარიო. მერე როცა თავიანთი ერთერთი სარდლის, ივანე აბაშიძის დაღუპვაც შეიტყვეს, მიიჩნიეს, რომ წინაამღდეგობას აზრი აღარ ჰქონდა, უკან დაიხიეს და სოლომონთან ერთად, აბანოსთკარით თბილისში შემოვიდნენ რათა ბრძოლის ველი დაეტოვებინათ.
ცუდ დღეში ჩაცვივდნენ ქართველი მეზარბაზნეები, რომლებსაც თაბორის ქედის ტერასებზე განელაგებინათ ზარბაზნები, მათ დამცველი ჯარი აღარ ჰყავდათ და ზარბაზნების გადატენას ვეღარ ასწრებდნენ. თანაც სწრაფად უახლოვდებოდათ მტერი.
საგულისხმოა, რომ სპარსელები მოწინაამღდეგის არტილერისტებს არ ხოცავდნენ და ისინი სპარსეთში მიჰყავდათ, რათა მათი ხელოვნება, თავიანთი არმიის გასაძლიერებლად გამოეყენებინათ. ქართველ მეზარბაზნეებსაც შესთავაზეს დანებება, მაგრამ, ქართველებმა საოცარი გმირობისა და ქვეყნისათვის თავდადების მაგალითი აჩვენეს.
არტილერისტების უფროსმა, თავადმა გიორგი გურამიშვილმა, მეტსახელადქუმელამ ,რომელიც ერეკლეს ნათლული იყო, თავის რაზმელებს მიმართა– „ ჩვენი სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამშეგვიძლია უნამუსოდ დავნებდეთ ყიზილბაშებსაბა რომელი გინდათ, სახელით სიკვდილი მამულისათვის და კარგი მეფისათვის თუ უნამუსოდ სიცოცხლეო?“
ყველამ ერთხმად უპასუხა – „ჩვენ მამა პაპასა უნამუსობა არ უქნიათ და ჩუენც იმათი შვილები ვართ, სიკვდილი გვირჩევნია უნამუსო სიცოცხლესო “.
წმინდა საიდუმლოს მაგიერი ეს იყოსოდა ყველა მებრძოლმა სამი თითით მიწა აიღო,ღვთის ხსენებით შეჭამა.ამით შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ საიქიოს სახელოვნად წარდგებოდნენ.
– „ ღმერთო შეგვიწყალეო“ – შესძახეს ერთხმად და გარშემო შემოსეულ მტერს ზარბაზნები დაუშინეს, მერე ხმლები იშიშვლეს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს სპარსელებს.
ის მაიორი გურამიშვილი კი გმირსავით დადგა და ხმლით სამი ყიზილბაში ჩამოაგდო“, მეოთხესაც შემოჰკრა გამეტებით ხმალი , მაგრამ აქ კი უმტყუნა თავისმა მახვილმა
და ზედ გადაატყდა სასიკვდილოდ განწირულ სპარსელს.
შემოტრიალდა უიარაღოდ დარჩენილი ქუმელა და თავის ზარბაზანს გადაეხვია ამ სიტყვებით:
–„ ღმერთო ! ოღონდ მეფე ერეკლე მშვიდობით გაიყვანე ამ საშინელებიდან და მე მამულის ჭირის სანაცვლო ვიყო…“
გამგელებული ყიზილბაშები მისცვივდნენ და ზედ ზარბაზანზე დაკაფეს, ის სიკვდილს შეუშინები, მამულის მოყვარული, მეფის ერთგული, თავისი ვალის აღმსრულებელი, რიგის დამცველი, სრული პატიოსანი და სულით დიდი კეთილშობილი !.“
დადუმდნენ ქართველთა ზარბაზნები, რომელთა გრიალი მთებიდან გარემოს აყრუებდა.
კრწანისის ველის მიდამოებში, მთის ფერდობებზე განლაგებულ არტილერიასაც არ დაადგა კარგი დღე.
––––––––––––––––––––––––––––––––––––
ამ დროს ხელჩართული ომი იყო კრწანისის ველზე.
სოღანლუღიდან შემოსული და შინდისტაბახმელადან დაშვებული სპარსელთა რაზმები, თავიანთი გეგმის მიხედვით აქ ერთიანდებოდნენ და სეიდაბადის გავლით ცდილობდნენ თბილისის ციხისკენ წამოსვლას. მათ ზარბაზნები უკვე მთების ფერდობებზე შეეფინათ და აქედან უშენდნენ ცეცხლს ქართველთა პოზიციებს. მრავალრიცხოვანი მტრის შემოტევის შეჩერება დაღლილდაქანცული და რაოდენობრივად შეთხელებული ქართველებისათვის თანდათან ძნელდებოდა. მიუხედავად ქართველთა გააფთრებული ბრძოლისა სპარსელთა ახალახალი, დასვენებული ჯარის ნაწილები, ზურგში ნასროლი თურქმენთა ტყვიის შიშით, უკანმოუხედავად მოიწევდნენ წინ.
ქართველებმა როდესაც თავიანთი ზარბაზნების ხმა ვეღარ გაიგონეს მთებიდან, მიხვდნენ, რომ ცუდად იყო საქმე, მაგრამ წარბი არ შეუხრიათ.
და იბრძოდეს მეწინავენი მხედრობანი მეფისა საკვირვლად.“
იოანე ბატონიშვილი ლომგულ გმირად იყო ქცეული და სიმამაცის სასწაულებრივ მაგალითებს აჩვენებდა.
თავს არ იზოგავდნენ ოთარ ამილახვარი, თამაზ ჯორჯაძე, სვიმონ ჯანდიერი, ივანე მუხრანბატონი ,ზაქარია ანდრონიკაშვილი, დავით მაჩაბელი, ივანე აბაშიძე, საქობოს ქევხა –(მამასახლისი) ქიზიყელი სინჯიამათ ირგვლივ დახოცილთა გორები და სისხლის გუბეები დგებოდა თურმე.
ფიცხელ ომში იყო ჩამბული ერეკლეს ვაჟი ვახტანგ (ალმასხან ) ბატონიშვილი. მისი რაზმი 11 სექტემბერს შემოვიდა თბილისში და მაშინვე ბრძოლის ველს მიაშურა. ამ რაზმში უმამაცესი, რჩეული მეომრები იყვნენ, მათ შორის ––300 არაგველი, ფშავხევსურნი და ქიზიყელნირომლებმაც ერთგულების ფიცი დაუდეს ერეკლეს.მთიელ მეომარს შორის, რომლებიც ტფილისში ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის მეთაურობით ჩამოვიდნენ, არაგველებიც იყვნენ. არაგვი ოთხია (ზოგი წყაროთი ექვსი): მთიულეთისა (თეთრი), გუდამაყრის (შავი), სოფელ ქისტაურთან ფშავის არაგვი და ხევსურეთის არაგვი ერთდებიან. მთიულეთის, ანუ ძირითად მდინარეს ფშავის არაგვი ჟინვალთან უერთდებოდა. ყველა ამ მდინარეთა ხეობებში მცხოვრებთ, რა თქმა უნდა, უფლება ჰქონდათ არაგველებად წოდებულიყვნენ, მაგრამ 1795 წლისათვის ისტორიული წყაროების მიხედვით, არაგველებად მხოლოდ მთიულეთისა და გუდამაყრის არაგვის ხეობის მცხოვრებნი სახელდებიან.  ესე იგი, ვახტანგ ბატონიშვილის რაზმი შედგებოდა თუშ-ფშავ-ხევსურთა და არაგველთაგან. თავად არაგველები კი იყვნენ: მთიულები, გუდამაყრელები, ხანდოელები, ჭართლის თემის მცხოვრებნი და მცირედი მოხევეები (. ითონიშვილი), რიცხვით სამასნი. ანუ მკვიდრნი ისტორიული არაგვის საერისთაოსი, რომელიც 1743 წლიდან ერეკლე II-  საუფლიწულოდ გადასცა  თავის შვილებს, ჯერ ვახტანგ ბატონიშვილს (1743-1756). ვახტანგან ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ ლევან ბატონიშვილს, ხოლო ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდგომ (მოწამლეს) 1781 წლიდან კი ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის საუფლისწულო იყო.
სწორედ მაშინ სამასმა ბაგემ ერთად იქუხა და სამას მკერდიდან აღმოხდენილი ფიცი, ვაჟკაცური და ლოცვის მაგვარი: “ ვფიცავ მეფეს და საქართველოს, ან გავიმარჯვოთ ან დავიხოცოთ!” …. “ თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა განვსდევნე  მტრის ძალი, იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა წავიდეს ცოცხალი!”

 ასე და ამ რიგად  11 სექტემბერს, დილის 7 საათზე, ირანელთა ლაშქარი მტკვარ-შავნაბადის ვიწროებით თბილისისკენ დაიძრა და საათ-ნახევრის შემდეგ ქართველთა საბრძოლო დაცვის პირველ პოზიციას შეუტია. 5 ათასი კაცი თბილისისთვის ზურგიდან მოსავლელად თელეთის მიმართულებით გაგზავნეს. ქართველთა ლაშქარმა ეს შეტევა მოიგერია, მაგრამ მტრის გაძლიერებული ცეცხლის შემდეგ იძულებული გახდა, თავდაცვის მეორე პოზიციაზე გადასულიყო. ამ პოზიციის გადასალახავად სპარსელებმა ერთ საათში რამდენიმე ასეული მებრძოლი დაკარგეს, მაგრამ მათ ბრძოლაში ახალ-ახალი ძალები შეჰყავდათ. ერეკლე II- მეწინავეებს ვახტანგ ბატონიშვილისა და სხვა რაზმებიდან ამორჩეული ქიზიყელთა, არაგველთა და თუშ-ფშავ-ხევსურთა ძალები მიაშველა ( ეს სწორედ ის სამასი არაგველი იყო, რომელიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა გმირულად დაეცა). მათვე შეუერთდა ქალაქ თბილისის მოსახლეობის რაზმი, რომელსაც სასახლის მსახიობთა დასის მეთაური მაჩაბელა ედგა სათავეში. მტერი თელეთის მხრიდან შავნაბადის ქედზე გადმოვიდა და მოულოდნელად შეუტია ქართველთა მარჯვენა ფრთას, მაგრამ დავით ბატონიშვილის რაზმმა არტილერიის ცეცხლით უკუაქცია იგი. აღა-მაჰმად-ხანმა ადიდებული მტკვარი გადალახა და იქიდან დაათვალიერა ქართველთა პოზიციები. ქართველთა სარდლობამ მტრის ეს მანევრა ზურგიდან შემოვლის საშიშროებად მიიჩნია, ჯარმა უკან დაიხია და მეორე მხრიდან მესამე თავდაცვითს სანგარში მყოფ ჯარებს შეუერთდა. მოღალატეთა დახმარებით შაჰი მოხერხებული ფონით უკანვე გადავიდა მტკვარზე და ზურგში მოექცა იოანე ბატონიშვილის მეწინავე რაზმს, რომელმაც ვახტანგ ბატონიშვილის დახმარებით გაარღვია ალყა და ძირითად ნაწილებს შეუერთდა. ირანელთა მეწინავე ნაწილები სეიდაბადის ბაღებში შეიჭრნენ, მაგრამ ქართველთა ჯარი კლდეებიდან კონტრშეტევებით იგერიებდა მტერს.

იმ მომენტში, როცა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისგან ერთი პატარა ხევი და ბაღნარები ყოფდათ, სეიდაბადის სამხრეთი კალთებიდან შეტევაზე გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილის 2-ათასიანი რაზმი, რომლის ამოცანა იყო სპარსელთა ჯარის შუაზე გაკვეთა. მტერმა მთავარი ძალები ამ რაზმის უკუგდებაზე დააბანდა. ამ დროს ერეკლე II- კონტრშეტევაზე გადასვლა ბრძანა, მაგრამ მძიმე ბრძოლებში ქართველთა ისედაც მცირე ძალები თანდათან ამოიწურა და ნელ-ნელა დახევა დაიწყეს. ქართველთა ჯარი პირველ პოზიციას დაუბრუნდა და იქ სცადა გამაგრება. ამავე დროს, კრწანისის მაღლობიდან მტერმა ქართველთა ლაშქარს ზარბაზნების ცეცხლი დაუშინა. უეცარი იერიში მიიტანეს დავით ბატონიშვილის რაზმზე. ქართველებისთვის ზურგიდან შემოსაცლელად და უკანდასახევი გზის მოსაჭრელად რამდენიმე ასეულისგან შემდგარი ცხენოსანი რაზმი შინდისის მიმართულებით გაგზავნა. მტრის ეს მანევრი ქართველთა სარდლობამ შენიშნა და იმერელთა ათასეულის მეთაურისა და არტილერიის უფროსის, გურამიშვილის გასაფრთხილებლად შიკრიკი გაგზავნა, მაგრამ იგი გზაში მოკლეს.
მათ შეუერთდა თბილისელ მებრძოლთა რაზმი. მათი წინამძღოლი იყომაჩაბელა, „ეროვნებით და სარწმუნოებით ქართველი“, რომლის სახელი და გვარი ცნობილი არ არის. ისიყო ერთი წარჩინებული მესაკრავეთაგან მეფისათა, მუსიკოსი და კომედიანტი“, თბილისის სახიობის თეატრის ხელმძღვანელი. მსახიობთა მთელი დასიც გვერდით ახლდა.
მაჩაბელას ხელთბარბათი, . . დაირაეპყრა და მხიარული სიმღერით – „შადიანითმიუძღოდა თბილისელთა რაზმს.
მრავალრიცხოვანი მტერი თანდათან ავიწროვებდა და უმოწყალოდ ანადგურებდა თბილისის დამცველებს, რომლებიც უკან დახევის მაგივრად, ვაჟკაცურად უტევდნენ მომხვდურთ.
ქართველთა სისხლით ირწყვებოდა გარემო, მაგრამ ბევრად მეტი, მტრის სისხლია აქ დაღვრილი,13 ათასი სპარსელი დაეცა თბილისის მიდამოებში.
შინდისტაბახმელადან ჩამომავალი გზების, კრწანისის ველის, მტკვრის მარჯვენა ნაპირებიდან თაბორის ქედის ფერდობებს შორის მოქცეული მიდამოს (სავარაუდოდ,სადაც ახლა ვახტანგ გორგასლის ქუჩა, გრიშაშვილის ქუჩა და მისი შემოგარენი, ასევე ორთაჭალის და ხარფუხის მიდამოა) წვიმისგან და სისხლისგან ატალახებული და გაწითლებული მიწა, თბილისის დამცველთა და მტრის გვამებით იყო მოფენილი. დაჭრილ მეომართა კვნესა ისმოდა ყოველი მხრიდან. უპატრონოდ დარჩენილი ცხენების ჭიხვინი იკლებდა არემარეს.
მაჩაბელამ კიდევ უფრო ძლიერად შემოკრა დაირას და გააათკეცა ქართველთა შემართება.
არაგველებმაც, თავდაცვის მაგივრად იქეთ შუტიეს მტერს და თაბორის ქედისკლდიერთა გორათა და მთათა ზედამიაშურეს, იქეთ მიიწევდნენ სადაც აღამაჰმადხანი ეგულებოდათ. უამრავი მებრძოლი დაუხოცეს თვალწინ შაჰს. შეიძლება, მათ მართლაც მისი მოკვლა ჰქონდათ ერეკლესაგან დავალებული(როგორც ამას ისტორიკოსი ვახტანგ გურული მიიჩნევს ), რადგან, მხოლოდ ეს თუ შესცვლიდა უთანასორო ომის ბედს.
არაგველებმა თითქმის მიაღწიეს შაჰის კარავს , შიშველი ხელებით ეცნენ მტრის დროშებს, ტარები მუხლებზე გადაიმტვრიეს და კბილებით დაიწყეს დროშების ფხრეწა.
საჭურისი, მაგრამ უშიშრად ცნობილი, გამძვინვარებული აღამაჰმად ხანი, ახლა ალბათ შეშინდა კიდეც. ცოტა ხნის წინ ის ხომ ქართულ მიწაზე ეგდო მიწაში ამოსვრილი და სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი.
სიყრმიდან ჩემითა ვიდრე აქამომდე სულ ბრძოლაში ვარ და არსადა მიხილავს მე წინაამღდეგნი ვითარ ესე კაცნი ჩემდა მიმართ ჰყოფდნენ ბრძოლასა.“ წარმოთქვა მან.
თითქმის ერთი საათი აკავებდნენ და ხოცავდნენ მტერს მესამე სანგართან ქართველები, მაგრამ მათი რაზმები თანდათან თხელდებოდა.
იმ დროისათვის თბილისის დამცველთა რიგებში 2000 ათასი მეომარიც აღარ იქნებოდა ცოცხლად დარჩენილი და მათაც ტყვიების განუწყვეტელი წვიმა ატყდებოდა თავს. ტყვიით დაცხრილულნი და ერთი ათის ხმლით აჩეხილი გმირულად ტოვებდნენ სიცოცხლეს.
კრწანისის ველზე კი, სოღანლუღის მხრიდანოციათასზე მეტი სპარსელიგრძელ ურჩხულადმოიწევდა თბილისის გალავნისაკენ. დანარჩენი კი მთებიდან არტყავდნენ ალყას ქართველთ. აქვე იყო აღამაჰმად ხანიც.
ბრძოლის ველს მაინც არ ტოვებდა და გმირულად იბრძოდა ერეკლე –– „ თუმცაღა იყო ფრიად მოხუცებული, გარნა ბრძოლისა მას შინა , ყოფაქცევა მისი იყო მრავალთა ჭაბუკთაგან სანატრელ“.
ერეკლე თითქმის ერთი საათი აკავებდა მტერს მესამე სანგართან, მერე თანდათან უკან დახევა დაიწყო, ის ბრძოლით და არა გაქცევით უახლოვდებოდა მეოთხე სანგრის მიდამოებს. ბრძოლამ თბილისის ახლოს გადაინაცვლა ( დაახლოებით იქ სადაც ახლა სამასი არაგველის ბაღი, მემორიალი, ძველი კედელი და არქეოლოგიური ძეგლია).
ესრეთ ერთი საათი შესძლო ერეკლემ გაძლება ჩვენთან თავის სანგრის წინ და შემდგომად გამოვიდა, არა გაქცევით, არამედ ომით შევიდა მეოთხე სანგარში“ – იგონებს სპარსელთა ოფიცერი . ბებუთოვი.
ერეკლე უკან იხევდა, მაგრამ ის იქ მაინც არ დამარცხებულა, რიცხვმრავალი სპარსელების შემოტევამ ვერ გატეხა ქართველთა წონაამღდეგობა“, – ბრძანებს სარგის კაკაბაძე.
ერეკლე არ შეშინდა, მეფის პირადი მაგალითით გამხნევებული და მაჩაბელას სიმღერით აღფრთოვანებული ქართველთა ჯარი კი ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდა“…“სპარსელებმა თითქმის მერყეობაც დაიწყეს, მაგრამ ამ დროს მთებზე მეჯნუნი და მისი რაზმიც გამოჩნდა(იგულისხმება შინდისტაბახმელადან და თაბორის ქედიდან დაშვებული მტრის რაზმებიავტ.). ერეკლეს თავისი უმნიშვნელო რაზმით არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო, მის წინაამღდეგ მტრის უამრავი ჯარი მოდიოდა და ერეკლე დაითრგუნა მათი მრავალრიცხოვნებით, მაგრამ მაინც არ გატყდა და სეიდაბადისაკენ დაიხია“, – აღნიშნავს გენერალი ქიშმიშევი.
აღამაჰმად ხანის კორპუსი თბილისში შემოსასვლელ გზაზე იბრძვის, ამ გზას პირადი სარდლობით იცავს ქართველთა მეფე, ეს უკანასკნელი მთელი დღის განმავლობაში ბრძოლის ველზე იმყოფება“ – წერს იასე ცინცაძე.
შეერთდნენ იოანეს მოწინავე და ვახტანგის სარეზერვო რაზმები და წინ გადაუდგნენ მტერს. „მაშინ განწირნეს თავნი თვისნი და შეიწირენ მსხვერპლად საყვარელსა მამულსა თვისასა,წინაშე მეფისა თვისისა სახელოვნად დასთხიეს სისხლნი თვისნი“. – გვიამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი.
ახლა ყველაზე ცუდ დღეში ერეკლე იყო ჩავარდნილი. სპარსელებს მისი შეპყრობა ჰქონდათ ნაბრძანები. მას კი ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ერჩია. არც ბრძოლის ველიდან აპირებდა გასვლას.
ერთხელ კიდევ შეუტია მტერს თავის რაზმთან ერთად, უკან მირეკა ისინი, მაგრამ, იგრძნო რომ თავის სამასამდე ცოცხლად გადარჩენილ მებრძოლთან ერთად ალყაში ექცეოდა. დახმარების იმედიც არსაიდან ჰქონდა. თუმცა კი მეფისათვის ნასროლ ტყვიას მკერდს უშვერდნენ ქართველი გმირები.
ერეკლეს რაზმები თითქმის განადგურდა, არაგველთაგან არცერთი აღარ გადარჩა ცოცხალი, სიმღერით შეეგება სიკვდილს მაჩაბელას რაზმი, განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს სპარსელებმა ერეკლეს ერთგული ორასი თათარი, რომლებიც გვერდიდან არ შორდებოდნენ მეფეს.
იოანე ბატონიშვილი და ბიძამისი ვახტანგ ბატონიშვილი რომლებმაც ალყა გაარღვიეს, ახლა საკუთარ თავზე აღარ ფიქრობდნენ, ისინი სისხლში ამოსვრილები, ხმლის ქნევითა და გარსშემოსეული მტრის უმოწყალო ჩეხვით იმ ადგილისაკენ მიიწევდნენ სადაც ერეკლესა და მის მცირე რაზმს მგლის ხროვასავით მისეოდა მტერი .
ქართველთათვის უმძიმესი წუთები დგებოდა ბრძოლის ველზე, ის ის იყო უნდა შეეპყროთ ერეკლე (რაც ალბათ დღევანდელ ქართველთათვისაც არ იქნებოდა სასახელო და სირცხვილის გრძნობის გარეშე ჩვენც ვერ გავიხსენებდით ამ ამბავს), რომ ––„აღმატებულითა და საკვირველითა გულოვნებითა და სიმხნევითაცოცხლად დარჩენილ მებრძოლებთან ერთადეკვეთა მეფის ძე იოანე მახლობელი პაპამისის მოსრულთა სპარსთა და უკუნ აქცივნა და განარინა ხელთაგან მათთაგან მეფე“ – ეს თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებია.
იხსნა ერეკლე იოანე ბატონიშვილმა. შეიძლება ეს მაშინ საქართველოს ხსნაც იყო.
ერთგული მებრძოლები წრედ შემოერტყნენ მეფეს და თანდათან უკან დახევა დაიწყეს. თითქმის ძალით აიძულეს ერეკლე წასულიყო ქალაქში შემოსასვლელი გალავნის კარისაკენ, აბანოსკარისაკენ .სწორედ აქედან აპირებდა მტერი კალაში შემოსვლას.
ბრძოლები სეიდაბადის ბაღებში გრძელდებოდა.სპარსელები დაქვეითდნენ, ხეებს ამოეფარნენ და თოფები დაუშინეს ქართველებს.
საღამოს ბინდი ედებოდა თბილისს.
მიუხედავად თავგანწირული ბრძოლისა ქართველები დამარცხდნენ. სიკვდილს გადარჩენილმა სამასიოდე ქართველმა მეფის გარშემო სალტე შეკრა და სეიდაბადიდან ბრძოლით უკან დახევა დაიწყო. სათაყვანო გმირსა და საძულველ მტერთ შორის გაურღვეველ კლდედ აღიმართნენ უკანასკნელნი არაგველნი. მათკვლავაც მრავალნი მოსწყვიდნეს სპანი”. ერეკლემ თავისი გუნდით მიაღწია ავლაბრის ხიდს და სწორედ იმ ჟამს , სამუდამოდ აღესრულა დილითდიდებული უწმინდესი ფიცი უკანასკნელნი არაგველნი მათგანვე დაჩეხილ მტრის გვამთა გროვაზე ესვენნენ, შორიდან ნატყორცნი გმურებით მკერდშელეწილნი. საშინლად შეძრული მეფე ძლივს გაიყვანეს ხიდზე და ძალით გაატარეს იმ გზით, საიდანაც მის დასახსნელად ყველაზე დიდი ქართველი გმირნი ჩამოსულიყვნენ- საარაგვოსაკენ.
დავით ბატონიშვილმა ზარბაზნების საკეტები ახსნა და ხელიერთპირად ხევში გადაჩეხა, მერე სასწრაფოდ ქალაქს სამხრეთიდან შემოუარა და დამარცხებული პაპის გზას გაჰყვა ანანურისკენ
            კრწანისის ბრძოლა დამთავრდა
ჯერ კიდევ კვნესოდა კრწანისის ველი მტერ-მოყვარის გვამთა გროვებით დახერგილი და დამძიმებული.
            მათ შორის-სამასი არაგველი, სამასი წმიდა, ღვთაებრივი გმირი. ასე პატიოსნად წრფელად მოკვდნენ ისინი. ასე მოკვდნენ, რამეთუ სამარადჟამოდ უკვდავნი ყოფილიყვნენ.
ახლა ალ. ჯამბაკურორბელიანს მოვუსმინოთ :
––– „ოცი დაქვეითებული ყიზილბაში ერთ ქართველს ესროდა თოფს და თუმცა ქართველები უტევდნენ, მაგრამ უნამეტნავესი ქართველები დაიხოცნენ და აქ დაიგდეს თავი, იმ გაცეცხლებულს ომში. აბანოს კართან სამასი კაცი ძლივს ჩამოჰყვა მეფეს : ჭირი მართალთაო, ქართველებო, მართალი იყავით და ჭირიც გეწიათ. ეგ თქვენი სისხლი ღმერთთან ღაღადებს ….“
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ერეკლე თბილისში შემოვიდა. სამასამდე დასისხლიანებული მებრძოლი შემოჰყვა ქალაქში .
დანარჩენ მეომართა დიდი უმრავლესობა ცოცხალი აღარ იყო.
მტერს სეიდაბადის ბაღებში სწრაფი გადაადგილების შეეშინდა და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ წაიწიეს წინ .
თბილისის გალავანთან მისასვლელი საქარავნე გზა, რომლის მდებარეობაც დაახლოებით ,დღევანდელი გრიშაშვილის ქუჩას ემთხვევა , ორად იყოფოდა და ერთი ტოტი დაბლა ,მარჯვნივ , აბანოს კართან მიდიოდა, მეორე კი, მაღლა კი მირზა შაფის ქუჩის სავარაუდო მიმართულებით –– განჯისკარს მიადგებოდა. განჯისკარიდან შესვლა ბევრად უფრო ძნელი იყო, რადგანაც ხიდი მაღალ, კლდოვან ადგილზე იყო გადებული.
სპარსელები, აბანოთუბანში, წავკისისწყალზე გადებულ ხიდზე გადასვლით მიადგნენ
კალას გალავანს, რათა აბანოს კარით შესულიყვნენ ქალაქში.
ახლა ისევ ზარბაზნების გვრგვინვამ გადაფარა მიდამო. ეს ქალაქის ციხის არტილერია იყო, სომეხ აღალუას მეთაურობით, რომლებიც ნარიყალას საზარბაზნე ბურჯებზე განლაგებული ზარბაზნებიდან აყრიდნენ ყუმბარებს თბილისის კართან მოსულ მტერს და ქალაქში მათ შესვლას აფერხებდნენ.
ტფილისის ციხით სეიდაბადის გადმოსასვლელთა გზათა ზედა ესროდა სპარსთა, რათა ვერა უძლონ შემოსვლა ტფილისს და მრავალნი მტერი მოსწყვიტეს მით .“
სოლოლაკის ქედზე გადმოსულმა და ნარიყალას შესეულმა მტერმა გაანადგურა თბილისის დამცველი არტილერისტები.
ერეკლე და სოლომონი ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს, დამწუხრებული ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთს დაემშვიდობა და ორმა ქართველმა მეფემ დატოვა დედაქალაქი. სოლომონი დიღმის კარით გავიდა და ცოცხლად გადარჩენილ იმერლებთან ერთად იმერეთს მიაშურა.
ერეკლეს, ასორმოცდაათამდე ცოცხლად სასწაულებრივ გადარჩენილი, მათ შორის ბევრი დაჭრილი და სისხლში ამოსვრილი საუკეთესო მეომარი გვერდიდან არ შორდებოდა .
მეფეს მახათას მთის მიდამოებიდან, იალნოს ქედის გადავლით უნდოდა კახეთში გადასვლა, მაგრამ ერთმა ერთგულმა, აზერბაიჯანელმა ხანმა ამ გზით წასვლის საშიშროება აუწყა და თან გააფრთხილასპარსელები დიდი ჯარით აპირებენ შენს დადევნებას, უფრო საიმედო ადგილზე წადიო.
თბილისელი მაჰმადიანი ––ალავერდიბეგი, რომელიც მტრებს სპარსელთა მეომარი ეგონათ, ერეკლეს დადევნებულ მტრის მეომრებს სუფთა სპარსულით გაესაუბრა, გზა აუბნია მათ და მეფის შესაპყრობად სხვა მიმართულებით გაუშვა, თავად კი ერეკლეს წამოეწია და თან გაჰყვა მეფეს.
ერეკლემ მთიულეთისაკენ გადაწყვიტა წასვლა.
ვინ იცის რას ფიქრობდა ამ დროს თბილისში შემოსული, ცხენზე მჯდომი, თავჩაქინდრული და შუბლზე ფაფახჩამოწეული, მოხუცი მეფე.
აზიაში სახელგანთქმულ და ევროპაში ცნობილაშვებულ ლომს,“ „აღმოსავლეთის დიდ გმირს“, უძლეველ ჰერკულესს, რომელზედაც პრუსიის ძლევამოსილი და ამაყი მეფე ფრიდრიხ მეორე ამბობდა – „ევროპაში მე ვარ და აზიაში ერეკლეო“, ის ქალაქი უნდა მიეტოვებინა, რომელშიც ორმოცდაათი წლის განმავლობაში მტერს ფეხი არ შემოადგმევინა, გაამაგრა და აღაშენა, კავკასიის ცენტრად აქცია თბილისი, მისი მოსახლეობა 30 000 მცხოვრებზე მეტი იყო .
ბავშვობიდანვე ხელიდან ხმალი არ გაუგდია, ასობით ბრძოლა გამოუვლია და ორჯერ სამჯერ თუ დამარცხდა, არც მაშინ სჭამა მტრის ჯავრი. ვინც კი იცნობდა, ყველა, თუნდაც მტერი, ქედს უხრიდა და პატივს სცემდა. ქართველთა გარდა, მისი ქვეყნის სხვადასხვა ეროვნების მცხოვრებნიც თავის გადამრჩენლად და იმედად მიიჩნევდნენ მას. არც მტრის სიმრავლეს არასდროს შეუშინებია. ასეთ მძიმე დღეში კი არასდროს ყოფილა ლომგული მეომარი.
ერეკლე გამუდმებით თავის ხალხზე ფიქრობდა. მან იცოდა, რომსახელმწიფოებრივი ცხოვრების მხოლოდ ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნას შეეძლო გადაერჩინა მისი ქვეყანადა რუსეთთან კავშირსაცევროპაში გასასვლელ გზად მიიჩნევდა“. მრავალი დარდი ჰქონდა მოხუც მეფეს, საქართველოს გაერთიანებაც ვერ მოხერხდა მისი მეფობის პერიოდში და ამის დაბრალება ერეკლესათვის არ შეიძლება,რადგან,პროფესორ იასე ცინცაძისა არ იყოს –– „განა მარტო თბილისის და ქუთაისის სურვილზე იყო ეს დამოკიდებული?“
ისიც არ არის მართალი, კრწანისის ბრძოლაში ყველა ოჯახის წევრმა უღალატა მოხუც, ერთ დროს უძლეველ მეფესო. ესეც ქართველთა დასამცირებლად მოგონილი ამბავია, ასეთ ამბებს ავრცელებდნენ არაქართველი ისტორიკოსები, ისინი, ვისაც უნდოდათ საქართველოს რუსეთთანნებაყოფილობითიმიერთება გაემართლებინათ. ზოგჯერ ამას ქართველებიც ვიმეორებთ და უნებურად საკუთარ თავს ვამცირებთ.
ჩვენ სრული პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადოთ, სანამ მეფე ცოცხალი იყო, მისი მტკიცე ხასიათიდან გამომდინარე არცერთ შვილს მისთვის არ უღალატნიაო“ –– ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით ბრძანებს ისტორიკოსი იასე ცინცაძე. არც მის მეუღლეს, დარეჯან დადიანს არასდროს განელებია მეუღლისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გრძნობა, თუმცა , შესაძლოა, ზოგჯერ ცდილობდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევას.
ისე კი, საერთოდ, არცერთი ქვეყნის მეფე არ ყოფილა მტრისა და მოღალატის გარეშე და გამონაკლისი არც ერეკლე იყო.
დიდძალი ჯარის შეკრებაც არ იყო სისხლისაგან დაცლილ საქართველოში იოლი საქმე. ამასთან, ძნელი იყო ჯარის დიდი ხნით შენახვა. მცირერიცხოვნების გამო –– პატარა საქართველოს, არამარტო შუაზე გაყოფილს, ერთიანსაც კი, ყოველთვის უჭირდა გამკლავება ისეთ დიდ ქვეყნებთან როგორიც ირანი და თურქეთი იყო, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მთელი ძალებით დაიძრებოდნენ ქართველებთან საომრად.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას და მათ ღალატს, ეს მნიშვნელოვანი თემაა.
საგულისხმოა, რომ 14 სექტემბერს –– ერეკლემ, კავკასიაში რუსების ჯარის სარდალს, გუდოვიჩს საყვედურით მისწერა –– „ჩვენ რომ დედოფლისაგან დაიმედებული და დარწმუნებული არ ვყოფილიყავით თქვენს დახმარებაში, მაშინ სხვა მხრიდან მოწვეული ჯარით, ან სხვა ხერხით დავიცავდით ჩვენ სამეფოსო“.
ასეა თუ ისე რაც ახლა ხდებოდა, ამის ღირსი არ იყო არც ერეკლე და არც მისი მრავალნატანჯი ქვეყანა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სასოწარკვეთილი თბილისელები, ვინც ქალაქიდან გასვლა ვერ მოასწრო, ერეკლეს ევედრებოდნენ, რომ რაიმე ეღონა და გადაერჩინა ისინი. დაჭრილთა გმინვაც ისმოდა, აქაიქ ცეცხლის ალიც ავარდა.
ერეკლე და მისი რაზმი ავლაბრის ხიდთან მივიდნენ. აქ ლოცვა აღავლინა მეფემ. მხურვალედ ილოცა წმინდა აბოს ნეშტთან.
ლოცვა დაამთავრა, ცხენზე შეჯდა და ნელი სვლით დაიწყო ხიდის გადავლა. მას თითქოს სიზმარში ესმოდა თავის ხალხის მოთქმა და ტირილი.
უცებ, წამიერად, თვალთ დაუბნელდა მეფეს, გონებაში კი თითქოს რაღაცამ ცეცხლივით გაუელვა.
მთელი თავისი ცხოვრება წარმოუდგა თვალწინ ….
თბილისის დატოვება ახლა მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო .
აიტ დედასა
თვალთ გაუნათდა ისევ დააბანოს კარით თბილისში შემომავალი მტრის რაზმები დაინახა ცეცხლის კვამლის ფონზე.
რაღაც არადამიანური ხმა აღმოხდა, თითქოს უნდოდა ჩვეული – „ჰკა მაგ წუნკლებსოდაეყვირა ხმამაღლა.
ცხენს აღვირი მოქაჩა, ყალყზე შეაყენა და ქალაქისაკენ შემოაბრუნა….
ნებით თუ უნებურად სისხლიანი ხმალი ქარქაშიდან ამოაძრო
არა, არ დათმობს ერეკლე და თუ დათმო ამას სიკვდილი სჯობს
იმავ წუთში, ალბათ თავის მოკვლა გადაწყვიტაოღონდ უბრალოდ არა, გმირულად უნდა შეკვდომოდა მტერს.
ხმალამოღბულმა ცხენს დეზი ჰკრა და თბილისისაკენ დააპირა გაჭენება
აქ კი მართლაც ბეწვზე მიუსწრეს თავისიანებმა, იოანე მუხრანბატონმა ცხენის აღვირს უტაცა ხელი, წინ თავისი ვაჟი ვახტანგი და რამოდენიმე მებრძოლი გადაუდგა. იოანე ბატონიშვილმაც დროულად მიაგდო ცხენი და გასაქცევი ადგილი არ დაუტოვა მეფეს, როგორც იქნა ძალით შეაბრუნეს ერეკლეს ტაიჭი, ზაქარია ანდრონიკაშვილმა კი გავაზე ძლიერად გადაუჭირა მათრახი და წინ გაიგდო მეფის ბედაური. ლუარსაბ ვაჩნაძე და შიოშ თუმანიშვილი უკან მიჰყვნენ მათ.
ძალით, საჩქაროდგაარბენინეს გულმოკლული ერეკლე“.
მახათას მთის ძირში შეჩერდნენ. ერეკლემ თვისიანებს მიმართა––
ჩემო ძმებო, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო,ჩემო საყვარლებო და ჩემო სასურველებო ! მე თქვენთვის უნდა მოვმკვდარიყავი და თქვენ ჩემთვის იხოცებით. აბა რაღას მეფე ვარ, რით დაგიფარეთ ?“
რატომ ღმერთმა გუშინვე ჩემი თავი არ მოაკვლევინა და ეს საშინელი უბედურება მაჩვენა“.
რა კარგი ბედნიერი სიკვდილი იქნებოდა ჩემთვის !“
ყველა იქ მყოფ, სამშობლოსათვის ბრძოლებში გამოწრთობილ და წარბშეუხრელ ვაჟკაცს ცრემლები მოადგა თვალზე.
საგურამოსკენ დაიძრა ერეკლე და მისი რაზმი,ღამე იქ შეისვენეს, მეორე ღამე დუშეთში გაათიეს და მესამე დღეს ანანურში ავიდნენ.
ერეკლემ მაშინვე დაიბარა ერთგული თავადაზნაურნი და საომარი თუ საზავო მოქმედებების განხორციელებას შეუდგა.
—————————————————
დაუნდობელმა აღამაჰმადხანმა, (რომელმაც, ერთხელ, გამძვინვარებულმა თავისი ძმაც კი მოაკვლევინა, ხოლო, სპარსული ქალაქის ქერმანის აღების შემდეგ, ბრძანა ყველა მამაკაცისათვის თვალები დაეთხარათ. ოციათასი წყვილი თვალი დაულაგეს მაშინ თვალწინ) თბილისის და თბილისელების სასტიკი დასჯა ბრძანა.
მე ვიდრე ორმოცდაათამდის გამიმარჯვია, მაგრამ ყველაზე დიდ ეს არისო“, – უთქვამს შაჰს.
უამრავი ხალხი იყო დუმილით და სწრაფად მიმავალი, ანანურიდან მუხრანამდე ვერსად იხილავდი გზას ცარიელსა“, იგონებდა თვითმხილველი იოანე ქართველიშვილი.
ნადგურდებოდა თბილისი, ინგრეოდა ლამაზი შენობები, გაიძარცვა ქართული და სომხური ეკლესიები, დაანგრიეს კათოლიკური ეკლესია, შიიტების მეჩეთიც არ დაინდეს და იქ შეფარებულები დახოცეს, დაინგრა მეფის სამსართულიანი ლამაზი სასახლე–– „ რომლის მსგავსი მეც არა მაქვსოუთქვამს შაჰს, განადგურდა თოფხანა, სტაბმა, ზარაფხანა, გოგირდის აბანოები, დაწვეს წიგნთსაცავები, დაინგრა ხიდები, დაძრწოდნენ ყაჩაღთა ბრბოები. სპარსელთა ჯარი მხეცური ღრიალით არბევდა ქალაქს, მათ ამის ნება დართული ჰქონდათ.
ქართველი და სომეხი მღვდლები შეიპყრეს და ხელფეხ შეკრულნი მეტეხის კლდიდან მტკვარში გადაყარეს.
ქუჩებში დახოცილთა გვამები ეყარა. ქალაქის ბაზარზე, ტყვეებით გაცხოველებული ვაჭრობა მიდიოდა.
აღამაჰმადხანმა ვერ შეისრულა თავისი დიდი ხნის ნატვრა –– ერეკლე არ ჰყავდა შეპყრობილი .სურვილის შესრულება თავის ერთერთ სარდალს, ნახჭევანის ხანს––ქანქარლუქალბალი ხანს დაავალა და რვა ათასკაციან დამსჯელ ჯარს ჩაუყენა სათავეში .
14 სექტემბერს სპარსელების დამსჯელი რაზმები მცხეთას მიადგნენ, მათ ეკლესიების გაძარცვაგანადგურება გადაწყვიტეს და სვეტიცხოველს შეესიენ, მაგრამ, სპარსელებს შორისაც იყვნენ რაინდული სულის ადამიანები, სწორედ ასეთი აღმოჩნდა ქალბალიხანი, ის წინ გადაუდგა თავის მეომრებს და მიმართა, რომ –– არ დაუშვებდა სალოცავთა და მეფეთა საფლავთა შეურაწყოფას და სვეტიცხოვლის ტაძრიდან გაჰყარა ისინი. განადგურებას გადარჩა სვეტიცხოველი.
დამსჯელი ჯარის ნაწილი გორისაკენ წავიდა, მათ ცხინვალამდე მიაღწიეს, ქართლის მოსახლეობა გახიზნული იყო, მტრები გზად ყველაფერს ანადგურებდნენ. უკან დაძრულ სპარსელებს, ლამისყანასთან იოანე ბატონიშვილი გადაუდგა წინ და სასტიკი წინაამღდეგობით გაფანტა ისინი.
მეორე ნაწილი, ანანურისაკენ წავიდა, იქ სადაც ერეკლე ეგულებოდათ. ოთხიათასი სპარსელი მებრძოლი ჟინვალს მიადგა.
სწორედ ამ დროს თბილისისაკენ მოიჩქაროდა სამასი ფშავხევსური, მათ დაგვიანებით გაიგეს სპარსელთა თავდასხმის ამბავი და დასახმარებლად მოისწრაფოდნენ.
ამავე მიდამოში, ერეკლეს ნებართვით, აქეთ გადმორეკილი საქონლით, მომთაბარეობდნენ შამშადილუს მცხოვრები მაჰმადიანები, რომელთაც ერეკლეს ერთგულიალისულთანი მეთაურობდა, მას ორასი შეიარაღებული ცხენოსანი ახლდა.
ასე, რომ ალისულთანის რაზმი და ფშავხევსურები სპარსელთა პირისპირ აღმოჩდნენ.
ფშავხევსურებმა, როდესაც გაიგეს შამშადილუელებისაგან თუ რა ხდებოდა თბილისში –– ალისულტანს, როგორც გამოცდილ მებრძოლს, ასევე სპარსელთა საომარი ჩვევების კარგ მცოდნესსთხოვეს გაერთიანებულიყვნენ და მას ესარდლა დამსჯელი რაზმის წინაამღდეგ ბრძოლაში.
ორასმა შამშადილუელმა მაჰმადიანმა და სამასმა ქრისტიანმა ფშავხევსურმა, მათთვის ნაცნობ და საბრძოლველად ხელსაყრელ, არაგვის ხეობის ვიწრო ხეობებში, ოთხიათასი სპარსელი დაამარცხეს, მათი განახევრებული რაზმი უკან გაჰყარეს, ბევრიც დაატყვევეს და ანანურში მიჰგვარეს ერეკლეს.
დამსჯელი რაზმის დამარცხებამ საგონებელში ჩააგდო აღამაჰმადხანი, ფიქრობდაერეკლე ნადირშაჰის გაზრდილიარამე ხრიკი არ ამიტეხოსო“, არც სპარსეთიდან მოსდიოდა სასიამოვნო ამბები, გაიგო, რომ ხორასანში მის წინაამღდეგ აჯანყება იწყებოდა, ამიტომ გადაწყვიტა დროზე წასულიყო სპარსეთისაკენ და საქართველო გამარჯვებულის სახელით დაეტოვებინა.
ათასობით ტყვე წაიყვანეს სპარსელებმა, ნაძარცვით დატვირთული მტრის ჯარი 20 სექტემბერს დაიძრა სოღანლუღიდან და განჯის გავლით სპარსეთისაკენ გაუდგა გზას.
ტყვეების ღაღადი ესოდენ სასტიკი იყო, რომ იტყოდი, მეორედ მოსვლა არისო”. „საჭმლის ნაკლებულობისათვის გავედით თბილისიდამ, არა თუ ვითარცა მძლეველნი მხედრობანი, არამედ ვითარცა დედაკაცნი“. „და არა მარტო თბილისი, არამედ მისი გარემო უბედური გახადეს.“ იგონებდა სპარსელთა ქცევით უკმაყოფილო, ქრისტიანი იაკობ ბებუთოვი, რომელიც თუმცა მტრის რაზმში იყო, მაგრამ მაინც შეაწუხა ქრისტიანთა ტანჯვამ.
მართალია ქართველები სასტიკად დამარცხდნენ, მაგრამ ერეკლე და მისი ქვეყანა არ იყვნენ საბოლოოდ წელში გატეხილნი, ქართლკახეთს ჯერ კიდევ შერჩენოდა სიცოცხლის უნარი.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –  –
ერეკლე მთიულეთში

იოანე ქართველიშვილი
კრწანისის ომის თანამედროვის ნაამბობი
ნაწყვეტი ამოღებულია წიგნიდანიოანე ქართველიშვილის მემუარები, ავთანდილ იოსელიანის გამოკვლევით, რედაქციითა და შენიშვნებით, სახელმწიფო გამოცემლობა, თბილისი, 1952.
იოანე ქართველიშვილი (1772-1816) იყო მღვდელი და ერეკლე მეფის ოჯახთან დაახლოებული პირი. იგი გახლდათ თავისი დროის თვალსაჩინო მოღვაწე, მემუარისტი მწერალი, გამოჩენილი პედაგოგი, მეცნიერი, ქართული ენის გრამატიკის ავტორი, მიღებული ჰქონდა ფილოსოფიური განათლება, იყო მცოდნე რუსული ენისა და თარგმნიდა რუსულიდან.

ჩემო შვილო შიო,

1795 წელს ვცხოვრობდი ქალაქ თბილისში და ვემსახურებოდი მეფის ძე იულონს. ვწუხდი, რომ გაჭირვებულად ვცხოვრობდი და რა ვიცოდი, რომ წინ კიდევ უფრო მეტი სიმწარე მელოდა.

ამ წელს ილაშქრა ჩვენზე სპარსეთის მპყრობელმა აღამამადხანმა; ყოველდღე მოგვდიოდა ამბავი, რომ გვიახლოვდებოდა. ბოლოს მოვიდა ყარაბაღში და მოადგა შუშას, თუმცა, ვერ აიღო სიმტკიცის გამო. სექტემბერში მოაღწია საქართველოს. თავზარი დაეცათ ქართველებს და, განსაკუთრებით, თბილისელებს.

6 სექტემბერს სიკვდილმა წამართვა თქვენი დაია თეკლე, რომელსაც ორი წელი ჯერ არ შესრულებოდა, მაგრამ ჟამმა გლოვა არ მაცალა, ვინაიდან მეორე დღეს, 8 სექტემბერს აღამამადხანი იაღლუჯას მოადგა.

სამეფო ოჯახი და თუ ვინმე წარჩინებული ცხოვრობდა თბილისში, ყველა იმ ღამეს გაიხიზნა მთიულეთში.

ცხენები არ იშოვნებოდა და ბევრი წარჩინებულის ცოლიც კი ქვეითად მიდიოდა საშინელ ტალახში, ვინაიდან . მანამდე თითქმის ერთი კვირა გადაუღებელად წვიმდა.

მეფის ძის იულონის შეწევნით მეც სამეფო ოჯახს გავყევი. ვიარეთ ის ღამე, მეორე კვირა დღე და მესამე დღეს, ორშაბათს ძლივს მივაღწიეთ დუშეთამდე. ის დღე და ღამე იქ დავყავით. 11 სექტემბერს, სამშაბათ საღამოს შევიტყვეთ საშინელი ამბავი, რომ დამარცხებულიყვნენ ქართლ-კახეთის მეფე ირაკლი და იმერეთის მეფე სოლომონი, რომელიც იმერლების ჯარით იყო გადმოსული პაპის დასახმარებლად.

მეფე ირაკლი წამოსულიყო კახეთის მხარეს, საგურამოში, საიდანაც მესამე დღეს ამოვიდა მთიულეთში, ხოლო სოლომონ მეფე ქართლის გავლით დაბრუნდა იმერეთში.

შემოვიდა აღამამადხანი ტფილისში, უამრავი დაატყვევა, აიღო დიდი ალაფი, რადგან ყველაფერი იქ დარჩა - სამეფო ხაზინა, საეკლესიო ნივთები, მოქალაქეთა მთელი ქონება. გადაწვა სამეფო სასახლე და თბილისი, მარბიელი ჯარმა ითარეშა თითქმის გორამდე. ცხრა დღე იდგა სოღადლუღში და უკან გაბრუნდა.

ვაჲ, ვაჲ, ჩვენი ცოდვების სიმრავლეს! ვინ იცის, რამდენი ქალწული გახრწნეს, რამდენი

მღვდელი და მოწესე მოკლეს, რამდენი ტყვედ წაასხეს. მგონია, რომ დახოცილების და დატყვევებულის რიცხვმა სამოცი ათასს გადაჭარბა.

ამ დროს დაიკარგა დიდი მოწამე წმინდა ევსტათის მკლავი, მეტეხის ხატი და ძვირფასეულობა, სიონის ძვირფასეულობა, ალავერდის ძვირფასეულობა, სამეფო გვირგვინი, სკიპტრა და კიდევ უამრავი ძვირფასი ნივთი.

ის მოქალაქეები, რომელთაც შეძლეს ქონების ყიზილბაშებისგან გადარჩენა და ქალაქიდან გამოტანა, გაძარცვეს გამოქცეულმა იმერლებმა, სხვა მეკობრე ქართველებმა და მთის ხალხმა.

ვიდრე აღამამადხანის წასვლას შეიტყობდნენ, ქართლში და კახეთში ვინც ვის მოერია, სინდისის ქენჯნის გარეშე თავად ძარცვავდნენ ერთმანეთს.

ახლა მოგითხრობთ, მე რა გადამხდა თავს.

სამშაბათს ღამით, 11 სექტემბერს, როცა მეფეების დამარცხების და ქალაქის აღების ამბავი მოვიდა, სამეფო ოჯახი და სხვა დუშეთში მყოფნი დაიძრნენ მთიულეთისკენ. ჩემო შვილებო, წავყევ მეც ქვეითად და ქვეითადვე წავიყვანე დედათქვენიც, რომელიც იმ ხანად ფეხმძიმედ იყო თქვენს დაია ფებრონიაზე.

შვილო ჩემო შიო, შენ ოთხი წლისაც არ იყავ და ფეხით სიარულს როგორ შეძლებდი. მოხუცებულობის გამო დედაჩემმა ანუ ბებიაშენმაც ვერ შეძლო იმ ღამით ფეხით გამოგვყოლოდა, ამიტომ ორივენი დუშეთში დაგტოვეთ. მე და დედათქვენი გავყევით იმ ხალხს და გამთენიისას მივარწიეთ ანანურს.

უამრავი მდუმარე ადამიანი უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. ანანურიდან მუხრანის მინდვრამდე გზაზე ცარიელ ადგილს ვერ ნახავდი. წარჩინებულთა მორთულ-მოკაზმული ცოლები უმეტესად ფეხით მოუყვებოდა გზას.

გათენდა ოთხშაბათი, 12 სექტემბერი. დავბრუნდი ანანურიდან დუშეთში. დაგინახეთ, მოდიოდით - დედაჩემი და შენ, შვილო შიო. გატარე უმეტესად ზურგით და ხანდახან ჩამოგსვამდი ხოლმე.

ვიარეთ ოთხშაბათი დღე და ხუთშაბათის ღამე. მივედით 13 სექტემბერს მთიულეთში,

ცხაოტში, სადაც დაბანაკებულიყო სამეფო ოჯახი და დედაშენიც იქ გველოდებოდა. შევიყარენით ერთად, ოღონდ უქონელნი და ტიტვლები, რადგან თუ რამე გაგვაჩნდა ქალაქიდან წამოღებული, დუშეთში დაგვრჩა ურემზე დადებული.

მთიულეთში ყოფნისას დიდი შიმშილი გამოვიარეთ, რადგან არ იყო პური და თავი ხორცით და ცერცვით გაგვქონდა.

ცხაოტში მივედით ხუთშაბათს, ის ღამე და პარასკევი, 14 სექტემბერი იქ დავყავით, რადგან დიდი დღესასწაული იყო, ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება.

მეფე ირაკლი მობრძანდა და, ვინაიდან, იმ დღეს იქ მღვდელი ჩემს გარდა არავინ იყო, მე ვულოცე ცისკარი და მწუხრი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე.

გათენდა შაბათი, 15 სექტემბერი, წავედი დუშეთში ქვეშაგების, ტანისამოსის და სხვა ბარგის ამოსატანად, მაგრამ დუშეთში მისულს აღარაფერი დამხვდა. მხოლოდ ჩემი კი არა, ბატონიშვილი იულონისაც ყველაფერი წაეღოთ, რაც კი გააჩნდა.

ვნახე, რომ რაც კი მებადა, ყველაფერი დამეკარგა და წამოვედი ცარიელი. არ დავიწყებ ყველაფრის ჩამოთვლას რაც დავკარგე, მოკლედ გეტყვი: ქალაქში სახლი გამინადგურდა, თან წამოღებული ქვეშაგები, ლოგინი, სპილენძის ჭურჭელი და კიდევ ოცდათხუთმეტ თუმანზე მეტი ღირებულების სხვა ნივთები დუშეთში დაიტაცეს. დაკარგულით შეწუხებული დავბრუნდი თქვენთან მთიულეთში. იმ ღამით მეფის ძე იულონთან მწუხრის ლოცვაზე დარდისგან გული შემიწუხდა და ძლივს მომაბრუნეს.

27 სექტემბრამდე მთიულეთში ვიცხოვრეთ სხვადასხვა ადგილას. 27-ში, ხუთშაბათს, წამოვედით ნაზღაიძის კარიდან და იმავე ღამით მოვედით ამირიძის კარს. მეორე დღეს, პარასკევს ვიარეთ საღამომდე და გავითენეთ ჭალაში. შაბათს, 29 სექტემბერს ანანურის ქვემოთ ერთ პატარა სოფელში მოვედით და კვირას, 30 სექტემბერს ჩამოვედით დუშეთში.

როგორ აგიხსნა, შვილო ჩემო შიო, როგორი წვალებით ვიარეთ ეს გზები. ყმაწვილი იყავი და იქნებ გახსოვდეს, თუმც, იქნებ არც გახსოვდეს; ხან ფეხით გატარებდი, ხან მხარზე შეგისვამდი, უკან ბებიაშენი და დედაშენი მოგვყვებოდნენ დაქანცულები. ცხენი არ მეშოვებოდა და სხვა გზა არ მქონდა. ვეღარ გამეგო, რომელი მწუხარება მეწუხნა: ქვეყნის წახდენა, რაც მებადა იმის დაკარგვა, თქვენი მშივრების და ქვეითების სიარული, ქალაქში დარჩენილი ჩემი სიმამრის და სიდედრის - პაპაშენის და ბებიაშენის უგზოუკვლოდ დაკარგვა, თუ კიდე სხვა უმრავი საწუხარი.

მოვედით დუშეთში, სადაც ბრძანდებოდა მეფე ირაკლი და მთელი სამეფო ოჯახი. მეფემ დააჭერინა რამდენიმე ბარგის ამკლები ავაზაკი, რომელთაც დააბრუნებინეს ნაძარცვის ნაწილი. თუმცა, ჩვენი ქვეყანაში არსებული უკანონობის ძალით, დაბრუნებულ ნივთებს იასაულები იტაცებდნენ და პატრონებს არ ანებებდნენ, .

ჩემი დაკარგული ნივთების მცირე ნაწილი აქ ვიპოვე, წიგნებიდან: პარაკლიტონი, სამოციქულო, კურთხევანი, კონდაკი და ალექსანდრე მაკედონელის ისტორია. ქვეშაგებიდან ერთი ჯეჯიმი. გარდა ამისა, ერთი ტაშტი, ორი სინი და სხვა ვერაფერი.

მეფე სამეფო ოჯახით თელავს წაბრძანდა, თავისი შვილი იულონი ქართლში გამოგზავნა. წამოვყევი მეც იულონს. პირველად მოვედით მეჯვრისხევს, 26 დეკემბერს წავედით გორში. ის ზამთარი გორის ციხეში ვცხოვრობდით და ბატონიშვილ იულონს ვემსახურებოდი.

შვილო შიო, იქნება გახსოვდეს, და იქნება აღარც გახსოვდეს, როგორ გაჭირვებაში ვცხოვრობდით. არავითარი ჭურჭელი არ გაგვაჩნდა, მოსახარშად ქვაბი რომ გვეშოვნა, ჯამებს ვეღარ ვშოულობდით, სხვა ნივთებზე აღარაფერს ვამბობ - აღარც ქვეშაგები გვქონდა და აღარც ტანისამოსი.

იმავე წელიწადს ნოემბერში გადმოვიდა რუსის ჯარის ორი ბატალიონი საქართველოს მფარველად. ჯერ დადგნენ მუხრანში, შედეგ გორში და თბილისში.

1796 წლის იანვარში მეფის რძლის სალომეს ბრძანებით წავედი დუშეთში ბატონიშვილ ვახტანგთან, რათა დაკარგული ნივთებიდან მეპოვნა რამე, თუმცა ამაოდ დავშვრი, მძარცველები საეკლესიო ნივთებს არ აბრუნებდნენ და სხვას რას გამოაჩენდნენ - მხოლოდ ჩემი წიგნები ვიპოვე: ღრამატიკა, ლოღიკა. მეტაფიზიკა, ითიკა და ფისიკა.

დავბრუნდი გორში ჩემი წიგნებით.

21 თებერვალს შემეძინა ასული, რომელიც მოვანათვლინე მეფის რძალს სალომეს და დავარქვი ფებრონია.

ის წელიწადი დიდ გაჭირვებით ვიცხოვრეთ გორში. იმავე წელიწადს იმპერატორმა ეკატირინემ დიდი ჯარით გამოგზავნა ზუბოვი დარუბანდის მხრიდან. 9 მაისს აიღეს დარუბანდი და ზაფხული იქ გაატარეს. შემოდგომაზე მოვიდნენ ადრიბეჟანში, მუღალნჩონში. ვერავინ გაბედა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა.

იმავე წელიწადს, დეკემბერში მოვიდა იმპერატორ ეკატირინეს გარდაცვალების ამბავი, რაც უბედურება იყო საქართველოსთვის. დაჯდა რუსეთის იმპერატორად მისი ძე პავლე პეტრეს ძე, რომელმაც უკან გაიხმო ზუბოვი თავის ჯარიანად.

1797 წლის გაზაფხულზე ისევ მოვიდა ამბავი, აღამამადხანი გამოლაშქრებას აპირებსო. მისი შიშით მთელმა საქართველომ რყევა დაიწყო. პური ისე გაძვირდა, რომ ქალაქში ლიტრა ორ აბაზად და ზოგჯერ ათშაურადაც კი იყიდებოდა. იგივე ფასები იყო სხვაგანაც.

ივნისის დასაწყისში აღამამადხანი შუშას მოადგა და იქიდან აპირებდა ქართლის და კახეთის აოხრებას, მაგრამ ღმერთმა მოწყალებით გადმოხედა საქართველოს. აღამამადხანი 4 ივნისს, ღამით ფარეშებმა ღალატით მოკლეს შუშის ციხეში. მისი ჯარი გაიფანტა და უკან გაბრუნდა.

ასე იხსნა ღმერთმა საქართველო აოხრებისგან!

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – –– – – – – – – – – – –
საქართველოს დაცემა


დაცემა
სამეფოს აღდგენა და გაუქმება...
1744 წელს გივი ამილახვრის მეთაურობით მოწყობილი ქართლის აჯანყება იმით დასრულდა,რომ ნადირ-შაჰი დათანხმდა ქართლისა და კახეთის სამეფოს ტახტზე ქრისტიანი ბაგრატიონები დაბრძანებულიყვნენ.
1745 წელს სვეტიცხოველში კათოლიკოსმა ანტონ პირველმა ქრისტიანული წესით გვირგვინი დაადგა თეიმურაზ II-სა და ერკელე II-.
თეიმურაზის ქართლში და ერეკლეს კახეთში გამეფება თავისთავად ქართველი ერის დიდი გამარჯვება იყო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რომ უმძიმესი საგარეო და საშინაო მდგომარეობა იოლად გამოსწორდებოდა.
თეიმურაზსა და ერეკლეს ეპოქაზე მსჯელობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ურთულესი პრობლემები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა XVIII-ის ქართველობა.
ეს გახლდათ:
ქართული ეკლესიის გავლენისა და ძლიერების შესუსტება;
ლეკიანობა, ანუ ჩრდილოეთ კავკასიელ ტომთა შემოსევები;
მონოფიზიტობის მომძლავრება;
კუთხური სეპარატიზმი;
ირანის, ოსმალეთისა და რუსეთის ინტერესების შეჯახება კავკასიაში;
წინააღმდეგობანი თავად სამეფო ოჯახში.
მუსლიმანთა საუკუნოვანმა ბატონობამ თავისი კვალი დაატყო მართლმადიდებლობას. XVIII-ის II ნახევარში ქართლ-კახეთში ეპარქიათა რაოდენობა 4-ჯერ შემცირდა და ნაცვლად 41-ისა, მხოლოდ 10 საეპისკოპოსოღა არსებობდა. ცხადია, მართლამადიდებლობას ასუსტებდა სხვა სარწმუნოებათა თუ აღმსარებლობათა მომძლავრება. XVIII-ში ქართველობის განმსაზღვრელ მთავარ არსს: "ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირიცხების, რომლისა შინაც ქართულითა ენითა ჟამი შეიწირავის და ლოცვა ყოველი აღესრულების", უდიდესი საფრთხე შეექმნა. ქართლ-კახეთში სულ უფრო მცირდებოდა ქართულად მლოცველთა რიცხვი. პარალელურად, კი ძლიერდებოდა მონოფიზიტობა. ეჩმიაძინის კათოლიკოსი მთელ საქართველოში ყიდულობდა მიწებსა და უმა-მამულს, ქალაქებში სომხური ამქარი ბატონობდა. შესაბამისად, ქართველი კაცის ვაჭრობასა და ხელოსნობაში ჩართვის მთავარი პირობა მონოფიზიტობის მიღება იყო. ინტენსიურად დაიწყო ქართლისა და კახეთის მკვიდრთა გასომხების პროცესტ, რასაც ხელს უწყობდა გარეშე ძალაც. შაჰ-აბას I-დან მოყოლებული, ვიდრე, აღა-მაჰამდ-ხანამდე ირანის ნებისმიერი მბრძანებელი უპირველეს ამოცანად მიიჩნევდა საქართველოში მართლმადიდებლობის ამოძირკვასა და ქართველთა შორის ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის დამკვიდრებას.
ამაზე დიდ პრობლემას მხითარისტ სომეხ კათოლიკეთა თუ ბასილიანელთა მოძალება წარმოადგენდა. სწორედ სომეხ კათოლიკეთა წყალობით XVIII-ში გაჩნდა ქართლის ცხოვრებაში, ლეონტი მროველის ტექსტში ყოვლად ანტირელიგიური და ანტიისტორიული ჰაოს-ქართლოსური თეორია; ბასილიანელებმა გააკათოლიკეს სულხან-საბა ორბელიანი. მხითარისტმა ვართაპეტმა ზაქარიამ აღზარდა ანტონ I კათოლიკოსი, რომელმაც სომეხ კათოლიკეთა გავლენით, საეკლესიო კალენდრიდან ამოიღო წმ. პეტრე იბერის ხსენება. საერთოდაც, კანტონი ფსიქოლოგიურად ტრავმირებული კაცი იყო, მას სამეფოდ ამზადებდნენ, მაგრამ 1735 წელს, როდესაც 15 წლის თეიმურაზი (შემდეგში ანტონი) ჯვარს იწერდა გივი ამილახვრის ასულზე, ნადირ-შაჰის რაზმელებმა ძალით წაჰგვარეს ცოლი. თეიმურაზმა შეურაცხყოფის გრძნობა ვერ გადალახა, მონასტერში გაიქცა და ძალზედ მალე კათოლიკოსად აკურთხეს. მის წინააღმდეგობრივ ხასიათსა და მცირეწლოვანებას დაემატა საერო ცხოვრებიდან წამოყოლილი რეფორმატორობის სურვილი, რის შედეგადაც წმ. პეტრე იბერის სახელი გაქრა საეკლესიო კალენდრიდან და დამახინჯდა ჯერ კიდევ წმ. პეტრეს სულიერი ძმის, მითრიდატე ლაზის მიერ შექმნილი საეკლესიო ქართული. ანტონმა თავისი ენათმეცნიერული რეფორმით იმ დონემდე შებღალა ქართული მწერლობა, რომ XIX-ში ილია ჭავჭავაძეს ბანალური ქართულის საფუძველზე მოუხდა ახალი სალიტერატურო ენის ქემნაზე ზრუნვა და გარჯა. მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ანტონმა ფარულად კათოლიკობა მიიღო, რაც გაამჟღავნა თეიმურაზ II-ის მოძღვარმა ზაქარია გაბაშვილმა. 1755 წელს ანტონი განაკანონეს და მის ნაცვლად შემდგომში წმინდანად შერაცხული იოყებ საკვირველმოქმედი აასაყდრეს. ანტონმა ოფიციალურად შეინანა და რუსეთში წასვლის ნებართვა ითხოვა. გაუშვეს, მაგრამ როგორც ირკვევა, კათოლიკებთან ფარული სულიერი კონტაქტი არც შემდგომში გაუწყვეტია. თეიმურაზ II- შვილს, ერეკლე II- დაუბარა, რომ არავითარ შემთხვევაში არ აღედგინა კათოლიკოს-პატრიარქად ანტონ I, მაგრამ ერეკლემ მამის გარდაცვალებიდან 3 წლისთავზე დაარღვია თეიმურაზის ანდერძი და კვლავაც ანტონი აასაყდრა. სარწმუნო წყაროების თანახმად, 1762 წელს თეიმურაზ II რუსეთში კათოლიკე მხითარისტმა სომეხმა ვართაპედმა მოწამლა.
რუსეთიდან დაბრუნებული ანტონი აწ უკვე რუსიფიცირებული იყო და მან არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწია ერეკლე II-, რომელმაც 1784 წელს რატიფიკაცია გაუკეთა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის მერვე არტიკულის თანახმადაც, რუსეთის იმპერატრიცა, ნიშნად უმაღლესი მოწყალებისა, საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსს ან/და არქიეპისკოპოსს (უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ სამომავლოდ საქართველოს ეკლესიას კათოლიკოსი აღარ ეყოლებოდა), ღებულობდა რუსეთის სინოდის წევრად მერვე ხარისხის პატივით. ხოლო რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის უფლება-მოვალეობებს, ამას დამატებით არტიკულით განსაზღვრავდა რუსეთის ხელმწიფე. აკი განსაზღვრა კიდეც, 1811 წელს ქართულად წირვა-ლოცვა აიკრძალა და კათოლიკოსი ეგზარხოსმა შეცვალა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის აქტით გაუქმდა. ეს აქტი ყოველი მისი ხელისმომწერისა თუ ნებისდამრთველის მხრიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გმობის აქტი იყო...
სწორედ ამ აქტის წყალობით დაიკარგა საბოლოოდ ქართული სავანეებიც პალესტინასა თუ სინაზე. მაგალითად, ჯერ კიდავ 1810 წელს საქართველოს ეკლესიის წევრი იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი ვენედიქტე, მაგრამ 1811 წლის შემდეგ რუსი მღვდელი ქართულ მონასტერში აღარ შეუშვეს აღარც მუსლიმანმა ქართველმა ბეგებმა და აღარც ბერძნებმა. შესაბამისად, ქართული მონასტრები ბერძენთა ხელში გადავიდა.
გეორგიევსკის ტრაქტატით რუსეთი საზეპურო საქართველოს მადლის მითვისებას შეეცადა. ეს იგივე ქმედება იყო, რაც ნაბუქოდონოსორმა ჩაიდინა იერუსალიმიდან წმინდა ჭურჭლის წამოღებით; უფრო მეტიც, ეს ისეთივე ქმედება იყო, რაც ბალთაზარმა ჩაიდინა, როდესაც მოიწადინა წმინდა ჭურჭლიდან ესვა ღვინო და ამით მიესაკუთრებინა სხვისი მადლი. საპასუხოდ, როგორც ცნობილია, ღვთაებრივმა ხელმა ოთხი სიტყვა დაწერა კედელზე: "მენე, მენე, თეკელ, უფარსინ" და დაიღუპა ბალთაზარი. დაიღუპა, დაემხო რომანოვთა დინასტიაც, რომელთა წარმომადგენელმა ეკატერინე II-მაც გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე არტიკულით, საქართველოს ეკლესიის "პრივატიზაცია" მოიწადინა, ხოლო მის შთამომავალთაგან არც ერთი არ შეეცადა წინაპრის ცოდვის გამოსწორებას.
ანტონის დაბრუნების შემდეგ დაიღუპა საქართველო, ახდა თეიმურაზ II-ის წინასწარმეტყველება. თეიმურაზის სხეული დღესაც უხრწნელია და ზეთი სდის.
1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე არტიკული უფრო დიდი ტრაგედია იყო საქართველოსთვის, ვიდრე ერთად აღებული უხსოვარი დროიდან XVIII-ის ბოლომდე მომხდარი ყველა შემოსევა თუ კატასტროფა. ამიერიდან, საქართველოს სახელმწიფოებრიობაც კი კარგავდა აზრს.
რელიგიურ პრობლემებს ფინანსურიც ემატებოდა. არამართლმადიდებელი ფინანსისტები და კომერსანტები (ვაჭრები, ხელოსნები და ..) სრულ საბოტაჟს უცხადებდნენ ერეკლე მეფის ქართულ პოლიტიკას. რეგულარული ჯარის შესაქმნელად არ აძლევდნენ თანხებს, ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს გაერთიანებას, აფინანსებდნენ მეფის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებებს (მაგ., 1765 წელს "მარკოზაშვილის დარბაზის" წევრთა გამოსვლის დროს), ხშირად გარეშე ძალებს ეხმარებოდნენ ქვეყნის აოხრებაში (მაგ., 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანს). ეჩმიაძინის პატრიარქმა 100 ათასი ოქროს მანეთი გადასცა სპარსეთის მბრძანებელს.
თეიმურაზი და ერეკლე ცდილობდნენ ევროპის ქვეყნებიდან მიეღოთ სესხი. მაგრამ, სამწუხაროდ, ელჩთა ფუნქციასაც ისევ და ისევ არამართლმადიდებელი ვაჭრები ასრულებდნენ, რაც მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ევროპიდან ინვესტიციების მიღების მცდელობის ჩასაშლელად. არადა, მთელი XVIII-ის მანძილზე გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ლეკიანობა. რუსეთის იმპერიის გაძლიერებამ ჩრდილოეთ კავკასიელ ტომებს ნადავლის შეძენის ერთადერთ გზად ამიერკავკასია დაუტოვა. ქართლ-კახეთის სოფლების ყაჩაღური დარბევით ლეკები თუ ქისტები თავიანთი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდნენ. XVIII-ის 70-იან წლებში მეფე ერეკლე "მორიგე ჯარის" შექმნით შეეცადა აღეკვეთა მთიელთა თარეში, მაგრამ სტაბილური დაფინანსების გარეშე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
მდგომარეობას სხვა გარემოებანიც ამძიმებდა: ერეკლე II და თეიმურაზ II კახელ ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდნენ, შესაბამისად, ქართლის თავადობის დიდი ნაწილი (ამილახვრები, ქსნისა და არაგვის ერისთავები, თაქთაქიშვილები, დიასამიძეები და ..) მათ ქართლის ტახტის უზურპატორებად მიიჩნევდნენ. სწორედ ამ საბაბით ბევრი შეთქმულება მოეწყო ერეკლე II-ის წინააღმდეგ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პაატა ბატონიშვილის შეთქმულება. ერეკლეს დედის ძმა, უფლისწული პაატა 1765 წელს მეფის ოჯახის ამოწყვეტას შეეცადა.
ერეკლემ ქართლში ბევრი სათავადო გააუქმა და მათი მართვა საკუთარ შვილებს ჩააბარა. მაგრამ, სამწუხაროდ, გადამწყვეტ ჟამს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას (1795) შვილებმაც უღალატეს გმირ მამას.
ასეთ ფონზე მართლაცდა წარმოუდგენელი სიქველე იყო ერეკლესგან 1740-50-იან წლებში ირანელ ხანთა (აზატ-ხანის, აჯი-ჩალაბის, ნურსალბეგის) მრავალგზის დამარცხება. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებლობებიც - საინგილო ისევ ლეკთა ხელში დარჩა, მაგრამ 50-იანი წლების მიწურულს ქართლ-კახეთმა არათუ სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია, არამედ მისი ხელქვეითი გახდა განჯის, ერევნისა და ნახიჭევანის სახანოები.
1770 წელს, მიუხედავად რუსეთის საექსპედიციო კორპუსის გერმანელი სარდლის, ტოტლებენის ღალატისა, ქართველებმა იმარჯვეს ოსმალების წინააღმდეგ ასინძის ბრძოლაში. 1774 წელს ოსმალეთმა და რუსეთმა ქუჩუკ-კაინარჯის ზავით საერთაშორისო დონეზე ცნეს ქართლ-კახეთის სამეფოს სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ერეკლე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა პრუსიაში, ეგვიპტეში და ..
1780-იანი წლების დასაწყისში ოსმალეთის სულთანმა ერეკლესთან სათანადო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც/ ოსმალეთი ცნობდა ერეკლეს სუვერენიტეტს დასავლეთ საქართველოზეც, იმ პირობით, თუკი საქართველოს მეფე არ დაუშვებდა რუსეთის შემოსვლას ამიერკავკასიაში.
1782 წელს ეკატერინე II- შეიტყო ხელშეკრულების პირობების შესახებ და რადიკალურ ზომებს მიმართა, რათა სამუდამოდ არ დაეკარგა კავკასია.
ჩრდილოეთ კავკასიაში ტარკის შამხალთან გაგზავნეს რუსეთში გადახვეწილი ერეკლე II-ის ორი მოწინააღმდეგე: ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი (ვახტანგ VI-ის შვილიშვილი, ერეკლეს ძირითადი კონკურენტი ქართლის ტახტზე) და ალექსანდრე ამილახვარი (1765 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე). პარალელურად, ტარკის შამხალს პოტიომკინმა გადასცა დიდძალი თანხა და დირექტივა: დაეპატიმრებინა ალექსანდრე ბაქარის ძე, მაგრამ ხმები გაევრცელებინა, თითქოს მთელი ჩრდილოეთ კავკასია მოემართებოდა ერეკლე II-ის დასამხობად და ალექსანდრეს გასამეფებლად. ამასთან, პოტიომკინმა თავისთან დაიბარა ერეკლეს კარზე მყოფი გერმანელი ექიმი რეინეგსი, თავის აგენტად აქცია და დავალება მისცა ერეკლესთვის ჩაეგონებინა, რომ რუსეთის იმპერიის მფარველობა ეთხოვა.
ალექსანდრე ბაქარის ძის გამოჩენით დაშინებული და რეინეგსისგან ჩაგონებული მეფე ერეკლე ალექსანდრე ბაქარის ძის შეპყრობის სანაცვლოდ რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლას დათანხმდა.
1783 წელს დაიდო გეროგიევსკის ტრაქტატი.
საქართველოში რუსეთის ჯარის ნაწილები შემოვიდა, მაგრამ 1787 წელს რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომის დაწყებისთანავე რუსმა მხედრებმა მარტოდმარტო დატოვეს პატარა კახი აწ უკვე გადამტერებული ოსმალების წინააღმდეგ. რუსეთის იმპერიის მიზანი მიღწეული იყო: ერეკლეს ოსმალეთთან ხელშეკრულება დაარღვევინეს და კავკასიაში დასაყრდენი ასე თუ ისე შეინარჩუნეს. სხვა მხრივ, რუსეთის იმპერია, საქართველოს საკეთილდღეოდ, ჯერჯერობით არ აპირებდა მსხვერპლის გაღებას.
1787 წელს დაირღვა გეორგიევსკის ტრაქტატი. 1789 წელს ერეკლეს დასავლეთ საქართველოდან ეახლა იმერეთის მთელი სამღვდელოება, თავადაზნაურობა და საქართველოს გაერთიანება სთხოვა.
ცოლის, დარეჯან დედოფლის შთაგონებით, რომელიც, თავის მხრივ, მონოფიზიტი ვაჭრის ოსეფა ყორფანაშვილის (შემდგომში სომხეთის კათოლიკოს იოსებ არღუთინსკის აგენტის) მოთხოვნებს ემორჩილებოდა, ერეკლემ უარი თქვა იმერეთის ტახტზე შვილიშვილის სოლომონ II-ის სასარგებოლოდ, ანუ უარი თქვა საქართველოს გაერთიანებაზე. მონოფიზიტთა წყალობით, საქართველო არ გაერთიანდა, რადგანაც: როგორც იოსებ არღუთინსკი თვლიდა, სომხეთის ხსნა, ანუ რუსეთის მფარველობის ქვეშ მოქცევა გამორიცხული იყო რუსეთის საქართველოში შესვლის გარეშე. ამასთან, ვინაიდან, დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა, საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში, ერეკლე ოსმალეთთან პარტნიორობას უნდა დათანხმებოდა. ოსმალეთი კი ერთადერთს ითხოვდა ერეკლესაგნ - რუსეთი საქართველოში არ შემოეშვა. საქართველოს გაერთიანება ავტომატურად ნიშნავდა რუსეთის იგნორირებას კავკასიური პოლიტიკიდან, რაც სომხეთისთვის დამღუპველად მიაჩნდა იოსებ არღუთინსკისა და მონოფიზიტებს.
1789 წელს იოსებ არღუთინსკისა და მონოფიზიტთა ნება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სრულიად საქართველოისა, რადგანაც ფინანსებს მონოფიზიტები აკონტროლებდნენ. სიცოცხლის ბოლოს ერეკლემ დაწერა ანდერძი, რომლის თანახმადაც ტახტი მისი უფროსი ვაჟიდან (ნაცვლად შვილიშვილ დავითისა) უმცროს ვაჟიშვილზე - იულონზე უნდა გადასულიყო. შემდეგ რიგრიგობით - ხუთ შვილზე, მათ ექვს პირმშოზე და .. - შვიდ თაობაში.
ერეკლეს გარდაცვალებამდე გიორგი XIII პირობას დებდა, რომ მამის ანდერძის ერთგული იქნებოდა, მაგრამ გამეფებისთანავე რუსეთის იმპერატორს, პავლე I- წერილი მისწერა, სადაც სთავაზობდა, შეეეთებინა საქართველოს სამეფო, ოღონდაც უბრალო მმართველის (გენერალ-გუბერნატორის) სტატუსით მის მემკვიდრედ დავითი ეცნო და არა იულონი (სხვათაშორის, დავითი ვოლტერიანელი იყო).
მეორე ბანაკიც მზად იყო ყოველგვარი პოლიტიკური კომპრომისისთვის, ოღონდაც ითხოვდა, რომ რუსეთს დავითის ნაცვლად იულონი ეცნო. 1800 წელს პავლემ საქართველოს სამეფო შეიერთა. პავლეს მკვლელობის შემდეგ ალექსანდრე I ექსპერტებთან ერთად 1801 წლის სექტემბრამდე ვერ წყვეტდა საქართველოს საკითხს. საქართველოში მეფობის გაუქმება რუსეთისთვის წამგებიანიც კი ჩანდა:
1. უმთავრესი, ეკლესიის შეერთება მერვე არტიკულით ისედაც მიღწეული იყო.
2. საქართველოს სამეფო არანაირ მატერიალურ ხარჯს არ საჭიროებდა, გარდა სამხედრო ნაწილის გაგზავნისა, რომელსაც ხშირად თავად ქართველები აფინანსებდნენ.
3. სამეფოს გაუქმების შემთხვევაში მთელი საპოლიციო, სასამართლო და ადმინისტრაციული სისტემა რუსეთს უნდა შეექმნა და შეენახა; ამასთან, სამეფოს გაუქმებით განაწყენებული ქართველი ჯარისკაცი სანდო აღარ იქნებოდა, ვეღარ გაიწვევდნენ სამხედრო სამსახურში და, შესაბამისად, კავკასიაში რუსეთის ჯარის ოდენობა მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა გაზრდილიყო.
4. რუსეთი ვერ გაექცეოდა ვერც ერთ საომარ სიტუაციას, რომელიც საქართველოს სიახლოვეს შეიქმნებოდა. ეს ყოველივე რამდენჯერმე ზრდიდა ხარჯს და იმ ეტაპზე სრულიად წამგებიანი იყო რუსეთისთვის, მაგრამ თბილისიდან არ წყდებოდა დავითის მომხრეთა თუ იულონისტა წერილების ნაკადი, რომელთა შინაარსიც ცხადყოფდა, რომ თუკი საქართველოში მონარქია შენარჩუნდებოდა, რუსეთის მხედრობას ან უნდა დაეტოვებინა საქართველო, ან/და ერთ-ერთი ბანაკის მხარე დაეჭირა, რაც ძალაუნებურად საომარ ვითარებაში ჩაბმას ნიშნავდა; რაღა სხვისთვის ებრძოლა ალექსანდრე I. 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით მან მარტივად გადაჭრა საკითხი. მიუხედავად მატერიალური წამგებიანობისა, რუსეთს შეუერთდა საქართველო და მეფობა გააუქმა.
ერეკლე II-ისგან დამტკიცებული და ანტონ I-ისგან კურთხეული ტრაქტატი თავისი მერვე მუხლით და ერეკლეს ანდერძი მემკვიდრეობის წესის შესახებ, საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიისა და სახელმწიფოს სასიკვდილო განაჩენი იყო.
1795 წელს შვილებისგან მიტოვებული და თბილისელ მონოფიზიტ ვაჭართაგან გაცემული ერეკლე II კრწანისის ველზე დამარცხდა.
კრწანისში მოხუც მეფეს 3 ათასი მხედარიც კი არ ედგა მხარში.
1898 წელს მის ცხედარს თელავიდან სვეტიცხცოვლამდე 40000 "მამულიშვილი" მიაცილებდა.

"სულიერად დიდ პარასკევს ხორცს სჭამენ"
თუ რაოდენ დიდი ტრაგედია იყო საქართველოს რუსეთთან შეერთება, ნათლად ჩანს იმდროინდელი სამი მოღვაწის გამონათქვამებიდან.
1. რუსეთის ქვეშევრდომ ქართველებზე შემდეგს ბრძანებს იმერეთის უკანასკნელი მეფე წმ. მოლომონ I (1789-1810): "ისინი (ქართველები) სულიერად დიდ პარასკევს ხორცს სჭამენ, ხოლო ხორციელად გატანჯულნი სიკვდილს ნატრულობენ".
2. 1821-1831 წლებში ამიერკავკასიაში შეღავათიანი ვაჭრობისა და ტრანზიტის შესახებ კანონის მთავარი ინიციატორი თბილისში საფრანგეთის კონსული ჟაკ ფრანსუა გამბა XIX -ის 20-იანი წლების საქართველოზე წერდა: "ამიერიდან რუსეთის უზარმაზარი იმპერიის შემადგენლობაში შესული ეს ქვეყანა, ამჟამად მისი ერთ-ერთი პროვინციათაგანი, ისტორიის კუთვნილებას აღარ წარმოადგენს".
3. ერეკლე II- შვილიშვილი, თეიმურაზ ბაგრატიონი, რუსების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით წერს: "და მოვიდა ახალი შაჰ აბას - რუსი". რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით არ დაკმაყოფილდა და ქართველობა 11 ერად დაჰყო: ქართველებად, მეგრელებად, გურულებად, ოსებად, აფხაზებად, იმერლებად, აჭარლებლად, სვანებად, მწოვა-თუშებად, ხვსურებად და ფშაველებად. ისტორიული საქართველოს ტერიტორია გადაანაწილა: თბილისსა და ქუთაისის გუბერნიებში, ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგებში, ბათუმისა და ყარსის ოლქებში.
კატეგორიულად აკრძალა ქართულ ენაზე საქმის წარმოება. კირით გადაღება და შეურაცხყო ქართული ფრესკები, ბაგრატის ტაძარს ქვემეხებს უშენდა, რის შედეგადაც დაინგრა ქართველთა წმინდა სალოცავი, წმინდა ნინოს ჯვარს შეურაცხყოფდა. სწორედ ამის შემდეგ დახარა ფრთები წმინდა ქალწულის ნაწნავით შეკრულმა ჯვარმა ვაზისამ... ეს ყოველივე თანდათანობით ხდებოდა და, ერთი სიტყვით, ყველა პირობა იქმნებოდა ქართველთა გადასაშენებლად, გადასაგვარებლად, გასარუსებლად.
გაუქმება:
ქართლ-კახეთისა (1801-1802)
და იმერეთის სამეფოები (1810),
გურიის (1828), სამეგრელოს,
სვანეთისა (1856-1857) და აფხაზეთის (1865) სამთავრვოები.
პასკევიჩმა სესხეთ-ჯავახეთიდან თურქეთში განდევნა ქართველები (1829-1830) და მათ ნაცვლად აქ ყარსელი სომხები ჩამოასახლა.
თავდაპირველად, რუსული ჯარი ისე ექცეოდა ქართველებს, როგორც ბარბაროსებს შეურაცხყოფდა კაცებს, აუპატიურებდა ქალებს, რასაც ქართველებმა მთიულეთისა (1804) და კახეთის აჯანყებებით (1812-1813) უპასუხეს. რუსეთის პოლიტიკას ვერც დასავლეთ საქართველოში ეგუებოდნენ: აჯანყდა იმერეთი (1810) და გურიაც (1819-1820). მაგრამ ამ აჯანყების დროს ქართველობას ერთი პირი არ ჰქონდა. მეტიც, იმერეთის 1810 წლის აჯანყება რუსებმა მეგრელების დახმარებით ჩაახშვეს, ხოლო 1819-1820 წლის აჯანყება - იმერელი თავადების ერთი ნაწილის წყალობით. ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა ერთმა ნაწილმაც იმთავითვე მოირგო რუსი ოფიცრისა თუ გენერლის მუნდირი და რუსებსაც კი აჭარბებდა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისას თავგანწირვითა და "სიმტკიცით".
უკანასკნელად 1832 წლისთვის განიზრახეს ქართველებმა ამბოხის ორგანიზება, რომელიც ღალატის შედეგად ჩაიშალა. ამბოხის ორგანიზატორები დროებით რუსეთში გადაასახლეს. საიდანაც, სამწუხაროდ, ბევრი სამშობლოში გარუსებული დაბრუნდა...
იმპერიის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ საქართველოსადმი პოლიტიკა უნდა შეეცვალათ. 1890-იანი წლებიდან მეფისნაცვალმა ვორონცოვმა აგრესია მაამებლობით შესცვალა, შედეგმაც არ დააყოვნა და დაიწყო ქართველების გადაგვარების შეუქცევადი პროცესი.
ბუნებრივად იბადება კითხვა, მაინც რა მოხდა ისეთი, რომ XII-XIII სს-ში მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო და ერი XIX-ის დასაწყისში დაკნინებული იყო. როდესაც მონღოლთა აღწერით რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების რაოდენობა, ერთად აღებული, ერთ მილიონამდე ძლივს აღწევდა, ქართველები 5 მილიონს აჭარბებდნენ. 600 წლის შემდეგ კი რუსეთი უკიდეგანო იმპერია იყო, ქართველთა რიცხვი კი 750 ათასს არ აღემატებოდა.
თუკი ფრანგული ქრონიკების თანახმად, XIII -ში შავ ზღვაში ნაოსნობისას ევროპელი ვაჭრები და მეზღვაურები კარგ ამინდში თამარ მეფის სადიდებელს გალობდნენ, XIX-ში ფრანგი გამბა საქართველოს მომავალს სრულიად უპერსპექტივოდ მიიჩნევდა.
ევროპა და საქართველო IX-X-ის ევროპა ბარბაროსული სამყარო იყო და ძველი ანტიკური მემკვიდრეობის კვალიც კი აღარ ეტყობოდა. ჯვაროსნულმა ომებმა (1095-1270) ერთგვარად შეცვალა ვითარება. ტამპლიერებმა ევროპაში გოთიკას დაუდეს სათავე. ვენეციელმა, პარმელმა, გენუელმა, ფლორენციელმა ვაჭრებმა, ერთი სიტყვით, იტალიელებმა ჯვაროსნობის ხანაში ხელთ იგდეს ხმელთაშუა და შავი ზღვების აუზში ვაჭრობის მონოპოლია. ევროპელები გაეცნენ ათონის ივერიონს, პალესტინის ქართულ სავანეებს, საქართველოს. ქართველების მიბაძვითა და ხელშეწყობით ანტიკურ, ძველ ქრისტიანულ თუ აღმოსავლურ სიბრძნეს გაეცნენ. როგორც რობერტ ბლაიხშტაინერი წერს, თვით რაინდობის ევროპული ულტურაც კი საქართველოდან იღებს სათავეს.
XV-ის I ნახევარში ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების მონაწილე რომაელი სამღვდელო პირები გაოცებულნი იყვნენ ქართველი ელჩების სამოსის სიმდიდრითა და ესთეტიკურობით, მაგრამ 1453 წელს კონსტანტინოპოლის თურქთაგან დაპყრობამ საქართველო მოწყვიტა დანარჩენ მსოფლიოს. არადა, ეს სწორედ ის დრო იყო, როდესაც იწყებოდა რენესანსი. ფრანგი ხელოვნებათმცოდნე ბაიე წერს, რომ ლეონარდო და ვინჩი თითქმის 10 წლის მანძილზე ეგვიპტის ქართველი მამლუქი სულთანის კარზე იმყოფებოდა, სადაც ეზიარა ძველი ეპოქის ხელოვნების საიდუმლოს. არც არის გასაკვირი, აკი რუსთველი ათწლეულებით უსწრებს ბოკაჩოს, პეტრარკასა თუ დანტეს. თუკი ევროპაში სამგანზომილებიანი ხატწერის მამამთავრად ჯოტო (1266-1337) ითვლება, სამგანზომილებიანი ხატწერის ქართული შედევრები ხობის ღვთისმშობელი თუ ყინწვისის ანგელოზი X-XIსს- განეკუთვნება;. ხახულის ტიხრული მინანქარი კი დღესაც უდიდესია მსოფლიოში.
გოთიკის განვითარებამდე, .. XII-მდე დასავლეთ ევროპაში ქანდაკება სრულიად აკრძალული იყო, როდესაც XI-ის დასაწყისის ბაგრატს, ნიკორწმინდასა და VII-ის ატენის სიონს ბარელიეფური ქანდაკების დიდებული ნიმუშები დღემდე შემოუნახავს. ერთი სიტყვით, ჯვაროსნობის ეპოქის ევროპელთათვის საქართველო და ქართული სამყარო მართლაცდა ხელოვნებისა და მეცნიერების პარნასს წარმოადგენდა, მაგრამ მოყოლებული XIII-დან საქართველოში კულტურის გასავითარებლად აღარ ეცალათ. განდიდების მანიისა და არასწორი პოლიტიკის წყალობით "ოთხებიზმისა" თუ "ჩინგიზხანიზმის" ტყვეობაში ჩავარდნილი ქართველობა უკვე აღარაფერს აშენებდა, აღარაფერს ავითარებდა. 1453 წლის აბებმა კი ("აბრეშუმის გზის" გაუქმებამ) ის ეკონომიკური ბერკეტებიც კი მოუსპო, რაც ასე თუ ისე განაპირობებდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ერთიანობას. სრულმა აგონიამ მოიცვა საზეპურო ერი. 1453-1801 წლებში ქართველთა სულიერების დაცემაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1615-1625 წლებში 6000 წმინდა გარეჯელი ბერის, 9000 წმინდა მარაბდელის თავგანწირვა, წმინდა ლუარსაბისა და წმინდა ქეთევანის მოწამეობრივი აღსასრულიც კი ვერ იქცა საკმარის საბაბად, რომ ამ ყოველივეს შემსწრე ქართველებს 1626 წელს ბაზალეთთან ერთმანეთი არ დაემარცხებინათ...
ევროპა კი ბუნებრივი გზით ვითარდებოდა, ოსმალეთთან ვაჭრობით ერთხანს კვლავაც პირველობდნენ იტალიელები, განსაკუთრებით კი ვენეციელები და გენუელები. ფლორენციაში საოცარ სიმაღლეზე ავიდა საბანკო საქმე, რაც თავისთავად ქმნიდა რენესანსსთვის აუცილებელ ფინანსურ საფუძველს, მაგრამ XV-ის მიწურულს ამერიკის აღმოჩენამ სრულიად ახალ ტენდენციებს დაუდო სათავე...
კოლუმბამა ამერიკა, ხოლო ვასკო და გამამ აფრიკისკენ მიმავალი საზღვაო გზა აღმოაჩინა. სხვათაშორის, კოლუმბი გენუელი იყო, ისევე როგორც ამერიგო ვესპუჩი, მაგრამ მათი დაფინანსება ესპანეთის მთავრობამ იკისრა.
როგორც ჩანს, ვენეციისა თუ გენიუს მესვეურნი არასერიოზულად უყურებდნენ ოკეანის შემოვლით ინდოეთამდე მიღწევის მცდელობას. მეტიც, არც იყვნენ დაინტერესებულნი, რადგანაც საოკეანო გზის განვითარება საბოლოოდ, საზღვაო საქმეში მათი პირველობის დაკარგვას გამოიწვევდა. საქმე ის იყო, რომ იტალიელ მეზღვაურს ოკეანეში გასაღწევად აუცილებლად უნდა გაევლო გიბლარტარის სრუტე, რომელსაც ესპანელები აკონტროლებდნენ, როდესაც აღმოსავლეთის სავაჭრო ცენტრებთან მიმავალ გზაზე იტალიელებს არავინ ეღობებოდა. კოლუმბისა და ვასკო და გამას აღმოჩენებმა (სხვებთან შედარებით) არნახული უპირატესობა მიანიჭა XVI საუკუნემდელი ევროპის ყველაზე ჩამორჩენილ ოკეანისპირა ქვეყნებს: ესპანეთს, პორტუგალიას, ნიდერლანდებსა და ბრიტანეთს. ყოფილი მეთევზეები, ამიერიდან მსოფლიო ვაჭრობის მონოპოლისტებმად იქცნენ. ავროპამ ზურგი აქცია აღმოსავლეთს, ამიერიდან აღმოსავლეთში დასავლეთიდან იყო შესაძლებელი მიღწევა და, ასეთ სიტუაციაში, უკიდურეს დასავლეთში, ნახევარკუნძულებსა თუ კუნძულებზე მცხოვრები ევროპელები ყველაზე სახეირო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. პოლიტიკური მეცნიერება უწოდებს: XVI საუკუნეს - პორტუგალიის, XVII საუკუნეს - ჰოლანდიის, ხოლო XVIII-XIX საუკუნეებს დიდი ჰრიტანეთის ზეობის ხანას, რაც მათ საზღვაო ძლიერებას ეფუძნებოდა. პოსტრენესანსული იტალია XVII-დან კრიზისმა მოიცვა, ძნელი წარმოსადგენი არაა რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ოსმალთაგან ევროპას სრულიად მოწყვეტილი, დაშლილი და ზნეობრივად დაცემული საქართველო.
1480 წელს დაიშვა ოქროს ურდო და მს ნანგრევებზე რამდენიმე სახელმწიფო წარმოიქმნა: ყაზანის, ასტრახანის, ციმბირისა და ყირიმის სახანოები, მოსკოვის რუსეთი. მონღოლებმა XIII-ში საქართველოსთან მიმართებაში იგივე ფუნქცია შეასრულეს, რაც "ზღვის ხალხებმა" ხეთებთან მიმართებაში, სკვითებმა და კიმირიელებმა - ძვ.წთ. VIII-VIIსს-ების მსოფლიოსთან/ ჰუნებმა და გერმანელებმა - რომის იმპერიასთან/ ხაზარებმა (ჰერაკლე კეისრის დაშქრობის დროს) - სასანურ ირანთან, სლავმა იანიჩარებმა - ბიზანტის იმპერიასთან... მონღოლები XIII-ში "დიდი სტეპიდან" წამოსული რევოლუციური ძალა იყო, რომელმაც აღძრა შუა აზიელები: ხვარაზმელები თუ სხვა თურქული ტომები, რომელთაც დასცეს "ოთხებიზმით" შეპყრობილი, "ბაბილონიზმის" ტყვეობაში მოქცეული XIII-ის საქართველო.
"დიდი რუსეთი"
მონღოლებმა თავისი ფუნქცია შეასრულეს და განიკარგნენ დაპყრობილ ხალხთა შორის. მათი მემკვიდრეობის ნაწილი მოსკოვის რუსეთს ერგო, მაგრამ რუსეთის საკითხი არც თუ ისე მარტივია, რომ შესაძლებელი იყოს ერთმნიშვნელოვნად მისი "დიდი სტეპის" მორიგ რევოლუციურ ტალღად გამოცხადება:
1. მოსკოვის სახელმწიფოებრიობა მართალია ტერიტორიულად მონღოლური წიაღიდან ამოიზარდა, მაგრამ რუსეთი თავს ქრისტიანულ სამყაროს აკუთვნებდა.
2. მოსკოვის რუსეთის წარმოქმნის წინ დაეცა კონსტანტინოპოლი და ბერძენთა სამღვდელოების ერთმა ნაწილმა საცადა ახალი უკიდეგანო ქვეყნის კონსტანტინოპოლიდან თურქების განდევნის მიზნით გამოყენება და რუსებს თავს მოახვიეს ფსევდოლოზუნგი: "მოსკოვი მესამე რომია და მეოთხე რომი არ იარსებებს".
ამ სენტენციის უნიადაგობა იქიდანაც ჩანს, რომ მართლმადიდებელ სამყაროში მესამე რომი კაროლინგების იმპერია იყო. 787 წელს ნიკეის მე-7 საეკლესიო კრებამ დაგმო ხატმებრძოლეობა, მაგრამ ბიზანტიაში ერესი კვლავაც გრძელდებოდა.რომის კერია დაუპირისპირდა ხატმებრძოლებსაც და მათ აპოლიგეტ ისავრიელ იმპერატორებსაც და აქცენტი ფრანკებზე გააკეთა. ქრისტეშობიდან 800 წელს მართლმადიდებელ კარლოს დიდს რომში იმპერატორის გვირგვინი დაადგეს.
X-ში საბოლოოდ დაეცა კაროლონგთა იმერია და მის მემკვიდრედ 962 წელს "რომის საღვთო იმპერია გერმანელი ერისა" გამოცხადდა. იმპერატორად გერმანელი ოტო I ჯერ კიდევ მართლმადიდებელ რომში ეკურთხა. გერმანიის იმერია მეოთხე რომი იყო და მან პოლიტიკურად არსებობა შეწყვიტა მხოლოდ 1806 წელს, როდესაც ნაპოლეონის კატეგორიული მოთხოვნით ჰაბსბურგებმა უარი თქვეს "რომის იმპერეტორის" ტიტულზე.
1453 წელს, როდესაც დაეცა კონსტანტინოპოლი, მის ბუნებრივ მემკვიდრედ იქცა ტრაპიზონის იმპერია, სადაც 8 წლის მანძილზე - 1461 წლამდე დიდი კომნენოსები ბატონობდნენ. მართლმადიდებელთა შორის მეხუთე რომის ტიტულში ალბათ ვერავინ შეეცილება ტრაპიზონს.
ამასთან ტიტულები: შაჰი, ფადიშაჰი, კაიზერი და .. სწორედ "კეისრიდანაა" ნაწარმოები და სხვადასხვა დროს სომეხი ბაგრატუნები, ოსმალები, ჰოჰენცოლურნები, სასანიდები, რუმის სულთნები, ლათინი იმპერატორები პრეტენზიას აცხადებოდნენ რომის მემკვიდრეობაზე (გამონაკლისნი ძველი ქვეყნების ხელმწიფეთაგან, რომელთაც მსგავსი ბოდვითი იდეები არ აწუხებდათ, საქართველოს მეფენი იყვნენ).
შესაბამისად, რუსეთი თუკი როდესმე იყო კიდეც რომის მემკვიდრე, უკეთეს შემთხვევაში, ის მეექვსე რომია.
საინტერესოა ერთი გარემოებაც: 1480 წელს რუსეთის უდიდესი ნაწილი .. "სტაროაბრიადულ ერესში" იყო ჩავარდნილი, რისგანაც მოსკოვის სახელმწიფო მხოლოდ ნიკონის რეფორმების შემდეგ (1653-1658) განთავისუფლდა. თუმცა, ამის შემდეგაც, ვიდრე პეტრე I-ის ზეობის ხანამდე რუსეთში მძვინვარებდა მასობრივი ჰომოსექსუალიზმი და პროსტიტუცია. რეფორმირებული ეკლესიაც კი ვერ არწმუნებდა რუსების დიდ ნაწილს, რომ ეს სასიკვდილო ცოდვები იყო. პეტრემ, მართალია, რკინისებური რეჟიმი დაამყარა, მაგრამ, ჯერ ერთი 1697 წლიდან საიდუმლო ორგანიზაციის წევრი გახდა და სასაცილოდ იგდებდა პატრიარქს - "მის უმასხარესობას" უწოდებდა. 1721 წელს კი საერთოდ გააუქმა პატრიარქობა და თავად დაიქვემდებარა სინოდი. ამიერიდან, ვიდრე 1917 წლამდე რუსეთის ეკლესიას იმპერატორისგან დანიშნული ერისკაცი ობერპროკურორები მართავდნენ, რომელნიც ხშირად ისეთ დიდ წმინდანებსაც კი უკეთებდნენ იგნორირებას, როგორებიც იყვნენ წმ. სერაფიმ საროველი თუ წმ. იოანე კრონშტადტელი.
პეტრე I-მა დედაქალაქი პეტერბურგში გადაიტანა. ამიერიდან, მოსკოვის რუსეთი პეტერბურგის რუსეთმა შესცვალა.
XV-XVIსს-ის მიჯნაზე რუსეთის თუნდაც მეოცე რომად გამოცხადება, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად არასერიოზული იყო. თუმცა, კონსტანტინოპოლელი ფანარიოტი ბერძნები ქალაქიდან თურქების გასადევნად რუსების მოზიდვისთვის ყველა ხერხს მიმართავდნენ და, უპირველეს ყოვლისა, რუსი მთავრების პატივმოყვარეობაზე თამაშობდნენ. არადა, XVII-ის II ნაზევარში კი, რუსეთის ხელმწიფე ივანე მრისხანე შიშით ვერ ბედვდა (ყირიმის ხანისადმი მიწერილ წერილში) თავისი თავისთვის მეფე-ცარი (კეისარი) ეწოდებინა.
3. რუსეთმა სახელმწიფოებრივი ფორმა მხოლოდ XVIII-ის დასაწყისში პეტრე I-ის მოღვაწეობის შემდეგ მიიღო, არადა, პეტრე მართლმადიდებლობის განმაქიქებელი ხელმწიფო იყო. ის ცდილობდა რუსეთი ევროპულ საზღვაო ქვეყნად ექცია. ის მთელი ცხოვრება ევროპული "საოკეანო ბუმის" იდეოლოგიურ ტყვეობაში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ გადაიტანა დედაქალაქი პეტერბურგში. ერთი მხრივ, რომ არა პეტრე I, ვინ იცის, როდის ეღირსებოდა რუსეთს სახელმწიფოდ ჩამოყალიბება და, შესაბამისად, ის ვერანაირად ვერ გახდებოდა მართლმადიდებელი სამყაროს წინამძღოლი, მეორე მხრივ, პეტრეს პოლიტიკა სრულიად აშორებდა რუსეთს მართლმადიდებლურ აზროვნებასაც და კონტინენტური რომის იდეასაც.
4. რუსეთის არისტოკრატიასა და ქვედა ფენას შორის საოცრად დიდი გენეტიკური განსხვავება არსებობდა. .. "ველიკორუსული ეთნოსი" X-XIIსს-ში კიევის რუსეთიდან ფინური და მონღოლოიდური მოდგმის ტომებით დასახვლებულ ტერიტორიებზე სლავების ერთი ნაწილის მიგრაცია-ასიმილაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა, რაც ნათლად ჩანს რუსული ენის გრამატიკიდან. რაც შეეხება რუსეთის არისტოკრატიას, ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ისინი ნორმანთან შთამომავლები და ბალტიისპირელები არიან, მეორე თეორიით კი, ყირიმელი ლაზები. მღვდელმოწამე კირიონი სწორედ "ლაზურ" თეორიას იზიარებდა.
თავად რომანოვების გვარის ისტორია მეტყველებს რუსეთის თავისებურებებზე: პირველი მეფე მიხეილ რომანოვი, ისევე, როგორც მისი უახლოესი ნათესვი შერემეტიევი, XIV-ში მოსკოვში ჩამოსახლებული ლიტველი აზნაურის შთამომავლები იყვნენ. პეტრე I- ერეკლე I-ის ვაჟი იყო (ბაგრატიონის უკანონო შვილი, რაც დასტურდება დედის, ნატალია ნარიშკინას ერეკლესადმი მიწერილი წერილიდანაც და "ბოიართა სათათბიროს" ერთ-ერთი სხდომის ოქმიდანაც).
პეტრე III - დედით პეტრეს შვილიშვილი იყო, მაგრამ მამით ჰოლშაინ-ოლდენბერგთა გვარს ეკუთვნოდა.
პეტრე I - ეკატერინე II-სა (სოფია ფრედერიკა ანჰალტ-ცერბსტთსა) და სალტიკოვის სიყვარულის ნაყოფი იყო (ეკატერინეს ბიოგრაფების აღიარებით). სალტიკოვებიც უცხოური წარმოშობისანი იყოვნენ.
რუსეთზე ხშირად ამბობდნენ უცხოელები, რომ ეს არი გერმანელ არისტოკრატთა და მონღოლოიდ გლეხთა სახელმწიფო.
ერთი სიტყვით, რუსეთი, როგორც ეთნიკურად, ისე პოლიტიკურად ერთობ ჰიბრიდულ და არაკონსტრუქციულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომლის მოსახლეობაც მართლმადიდებელი აღმსარებლობისა იყო.
რუსეთს არათუ XVIII-XIX სს-ში, არამედ XXI-ის დასაწყისშიც არ შეუძლია დაბეჯითებით გასცეს პასუხი, თუ ვისი მემკვიდრეა, ან/და რა არის მისი მსოფლიო ისტორიული მისია. ერთადერთი, რაც მისი ქმედებიდან იკვეთებოდა, იყო ის, რომ რუსეთი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია თუ ხალხი მოექცია თავის ფარგლებში, ცდილობდა მესამე რომისა და ახალი მცხეთის (ანუ მეორე იერუსალიმის) მადლის მისაკუთრებას, პეტრე I-ის პოლიტიკით ცდილობდა გაევროპელებას, სტალინის პოლიტიკით კი ევროპის გარუსებას, რათა თავი ეხსნა ლიბერალიზმისა და ევროპულ კულტურასთან ინტეგრაციისგან. პარალელურად კი საშინელ კატაკლიზმებს წინასწარმეტყველებდნენ წმინდა რუსი მამები. ერთი რამ ცხადია, რუსეთს დღესაც არა აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული ფორმა და სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი პოლიტიკის არათანმიმდევრულობა და არაკონსტრუქციულობა. XVIII-ის ოპოტიტიკურ თუ თეოლოგიურ მიზნებში ჩამოუყალიბებელი კონგლომერატი იყო. სწორედ ასეთმა რუსეთმა შეიერთა 1801 წელს საქართველო.

ბაგრატიონთა საგვარეულო შტო გიორგი XII მდე და მათი შთამომავლები







1 comment:

  1. ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაციაა. ეს ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს. ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას და ნიკოლოზ ბარათაშვილის "ბედი ქართლისას" ახსნის დროს თქვენი ნებართვით გამოვიყენებ ხოლმე.

    ReplyDelete