Tuesday, March 14, 2017

მთის გვარების მიგრაცია და საგვარეულო განშტოვებანი-2

ანატორში უცხოვრია სისვაურებს (სისაურებსსოფელი შავი ჭირის შემდეგ დაცლილა.
ვინ გადარჩა სხვაგან გადასახლებულან.. სისურების განაყრები არიან, ლიქოკელიები, უშიკიშვილები, გონჯილაშვილები, თურქიაშვილები, პატურაშვილები ჭალისურები..
ლიქოკელების განაყრები არიან თიანეთში მცხოვრები მგელიაშვილთა ნაწილილი. როგორც ვიცით არსებობენ ასევე ფშაველი, ძირად გოგოლაური მგელიაშვილებიც.
ლიქოკელთა გვარზე შემდგარან და დღეს ლიქოკელის გვარს ატარებენ, ლიქოკის ხეობაში მცხოვრები ბასხაჯაურნი.
ზაქაიძეების წინაპრებს ქისტეთში, არმხის მახლობლად უცხოვრიათ. იმ ადგილს რქმევია ხანდა. მამასა და მის სამ ვაჟს სისხლმესისხლეობის გამო დაუტოვებიათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი. მამას რქმევია ზაქა, ხოლო შვილებს - ყარა, ყატუყა და ბრაი. მამა-შვილები მაშინ მოსულან მთიულეთში, როდესაც ქსნელები და არაგველები მაღალ მთაზე ლომისის ეკლესიას აშენებდნენ. დაღლილ-დაქანცული მშენებლები დახვედრიათ... თურმე ვერავის აუწევია ეკლესიის კარის თავზე სათაღე ლოდი. ზაქას ერთ-ერთ ვაჟს - ბრაის აუწევია ლოდი და თავის ადგილზე დაუდია. ქვის აწევის დროს ტანსაცმლის ქვეშიდან ვერცხლის ჯაჭვის პერანგი გამოსჩენია. კალატოზებს მაშინვე შეუწყვეტიათ მუშაობა და უთქვიათ, თუ იმ ჯაჭვის პერანგს მოგვცემენ, ვიმუშავებთ, თუ არა და ხელსაც არ გავანძრევთო. ზაქას შვილები ღმერთის მორწმუნე ვაჟკაცები იყვნენ. ეკლესიას, ლომისას შესწირეს ის ძვირფასი ვერცხლის (ჯაჭვის) პერანგი და დიდ ლომისას ყმად შეეფიცეს.      მოხუცებს, დეკანოზებს უთქვამთ მამა-შვილებისათვის: „აირჩიეთ, სადაც გნებავთ საცხოვრებელი ადგილი და დასახლდითო“. გადმოუხედავთ ლომისის მთიდან. მამა-შვილს ზაქასა და ბრაის ხადას ხეობის ქვემო წელი - დიდი ველი აურჩევიათ. ამჟამად იქ მოზრდილი სოფელია, რომელსაც დამაარსებლის საპატივსაცემოდ ზაქანი ჰქვია. ყატუყა მუღურეში დასახლებულა. თუმცა მისი ჩამომავლობა ამოწყვეტილა და იმ კაცისგან აღარავინ დარჩენილა. ყარაის შთამომავლები კი ბეგოთკარში ეხლაც ცხოვრობენ. ყველანი ზაქაიძეებად ეწერებიან.      ძველი დამსახურების გამო ზაქაიძეების არყოფნის გარეშე ლომისის კარი არ გაიღებოდა.
დაიაურებიდაიას შვილებიიყვნენ ლეკის ტყვის შვილები და დედა ჰყავდათ შეთეკაური. მერე ამ დაიაურები, გამრავლდნენ, ბევრნი გახდნენ და სხვების დაჩაგვრა დაიწყეს. მოუწვევიათ ოთხ სოფელს ყრილობა ხალხსა და სულ მთლად დაუხოცავთ. მხოლოდ ერთი ქალი არ მოუკლავთ. ხახაბოელ მამიაურებს არ გაუშვიათ: ჩვენი ქალი ერთი კვირის გათხოვილია და არ მოგაკვლევინებთო. და ქნილა ის ორსული და ისევ ბიჭი ყოლია და ისევ წარმოიშვა დაიაური იმ ერთ ბიჭზე. დამთავრდა ამით მაგათი მოძალადეობა სოფლებში. მუცოს ჭალაზე ადრე უცხოვრიათ გვარად ხოხიკურებს. რომელთა შთამომავლები დღეს ჭინჭარაულად იწერებიან.
გადმოცემის თანახმად მიღმახევში -არდოტშიმოსულებად ითვლებინა მურღვევები, რომლებიც დღეს არდოტელის გვარს ატარებენ.
 გადმოცემის თანახმად არდოტში ასევე უცხოვრიათ  სალოქაურებს(გადმოცემით სალოქაურების  მამიშვილობა ძირად  მურღვევები იყვნენ), რომლებიც შემდგომ მოსისხლეობის გამო გადასახლებულან აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და დღეს მათი შთამომავლები ჩიტაშვილებად იწერებიან.
კისტანსა და ჭეჭყეთშიპაპკიაურებს უცხოვრიათ. მოსისხლეები გადაჰკიდებიან ჭეჭყეთელი პაპკიაურები ხორხში გადასახლებულან, კისტნელები კი ამოწყვეტილან. გადარჩენილებმა ჭინჭარაულთა გვარს შეაფარეს თავი.
ხევსურების წინაპარი ყოფილა ვინმე გუდანელი, რომელსაც კახეთის სოფელ მაღრანიდან ბატონს გაჰქცევია და ფშავში ასულა. აქ შესძენია შვილი, რომელსაც ნადირობის დროს ისეთი მსუქანი ვერძი მოუკლავს, რომ მამა გაუოცებია. მამას უფიქრია, რომ ადგილი, სადაც მისმა შვილმა ასეთი მსუქანი ცხოველი მოკლა, ნაყოფიერი უნდა ყოფილიყო. ამაში დასარწმუნებლად მამაშვილს წაუღიათ ერთი ქისა ქერი და დაუთესიათ, რომლის მოსავალსაც მეორე წელს ერთი გუდა აუვსია. ამიტომ ეს ადგილი მუდმივ საცხოვრებლად უქცევიათ. აქედან დარქმევია სოფელს გუდანი. ხოლო მის მოსახლეობასგუდანელები. გუდანელს სამი ვაჟი ჰყავდა: არაბა, გოგოჭა და ჭინჭარა. აქედან წარმომდგარა გვარებიარაბული, გოგოჭური და ჭინჭარაული. სწორეთ ეს სამი გვარი ხევსურეთის მოსახლეობიდან ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანიხევსურეთში სამი ძირითადი საგვარეულოა: საარაბულო, საჭინჭარაულო და საგოგოჭურო. თავის მხრივ ამ გვარებს აქვთ როგორც შენაყარი ისე განაყარი გვარები და მამიშვილობები. მაგალითად  საჭინჭარაულო საგვარეულოს  შენაყარი მამიშვილობაა პაპკიაურები.
ჭორმიშეველი გოგოჭურების განაყრებია ყორიაულები, რომლებიც სალოცავად ჭორმიშევში დადიან და რომელთა ნასახლარები დღესაც არის   გუროში.
საარაბულო იყოფა ოთხ ძირითადა განშტოვებად:საბიჩინაგუროდ, საველგუჯაუროდ, სარკინაულოდ და საჩუჩეყაუროდ. რომელბიც თავის მხრივ კიდევ იყოფიან მამიშვილობებებად. მაგალითად: საბიჩინაგურო იყოფა დავითაურთ და სხვა მამიშვილობებად...  საჩუჩეყაურო იყოფა ხიმშირაულთ და სხვა მამიშვილობებად და . .
XIX . I ნახევარში ხევსურეთიდან ერწო-თიანეთში საცხოვრებლად გადმოსულან: თოთიაურები, იდუკაშვილები, ფარეშიშვილები (სოფ. გორანა), რომელთა თავდაპირველი გვარია ჭინჭარაული; ერთი მამისგან მომდინარეობენ და ძმებმა: თოთიამ, იდუკამ და ფარეშამ დაუდეს საფუძველი. გადმოცემის თანახმად ძირად ჭინჭარაულებია ასევე  სოფ. ჭურჭელაურებში მოსახლე ხიბლაშვილები (სალოცავი - გუდანის ჯვარი), რომლებიც აქ XIX . I ნახევარში დასახლებულან.
იარაჯულები არაბულების შტო ნაყარი გვარია.
ხანდოს ხევის პირდაპირ, არაგვის ხეობის მარცხენა ნაპირზე არის სოფელი ბანცურები.  ქაისხევის სოფ. ბანცურთკარში მოსახლე ბანცურის გვარის წარმომადგენლები სოფ. ბანცურებიდან არიან გადმოსახლებულნი, სადაც უფრო ადრე ხევსურეთიდან იყვნენ მოსული. მათი ადრინდელი გვარი (ისევე როგორც ქაისხეველი სინჯარაძეებისა და გრემისხეველი ხევსურიშვილებისა) ყოფილა ჭინჭარაული.
ზარიძეები ძირად ხორნაულები არიან.. სოფელ ხორნაულთიდათ.. სოფელი მდებარეობს ბლოს წყლის პირას.. სოფელ ბლომდე 4-5 კილომეტრში. მათი წინაპარი აქ სოფელ როშკაში მცხოვრები წიკლაურების ხელის შეწყობით დასახლებულა, სწორედ როშკაზე გადიოდა ხორნაულთაში მიმავალი ბილიკი. სოფელი ხორნაულთა ტყით დაფარული და მცირემიწიანი ადგილი ყოფილა. გადმოცემის თანახმად ხორნაულათა და ზარიძეთა  ამ ადგილას დაფუძნებაში როშკელი წიკლაურები მიხმარებიან. მათი სალოცავია ჭიშეხი სოფელ ხორნაულთაში მდებარეობს.   საიდანაც გადასახლებულან: კაწალხევში, ბოდავში და ერწო- თიანეთში. კერძოდ ხორნაულთიდან 1850 წლებში  ბალებისხევში ჩამოსახლებულა რამოდენიმე ოჯახი ზარიძეხორნაული, ხოლო რამოდენიმე  ოჯახი ხორნაული მაგრანეთში. ხორნაულთა ნაწილი ხორნაულთიდან ივრის ხეობის სოფელ ბაჩალში ჩამოსახლებულან, შემდეგ სოფელ ჩაბანოში, ხოლო შემდეგ ჩაბანოდან ჭართალა გადასახლებულან. კაწალხევიდან ჩამოსახლებულან თიანეთის რაიონის სოფელ საყდრიონში მცხოვრები ზარიძეები.
 
ხორნაულებისა და ზარიძეთა განაყრები არიან, ჯამაგიძეები, ცალუღელაშვილები. გადმოცემის მიხედვით ჯამაგი ზარიძე ძალიან ძლიერი კაცი ყოფილა , რომლსაც დასაბამი მიუცია   ჯამაგიძის გვარისათვის. ხალხური გადმოცემის მიხედვით, სოფელ დევენაათხევს  სახელი მისი და დევის ორთაბრძოლის გამო ქვია.
ლეგენდის მიხედვით ერთი ხორნაულთელი კაცი ხნავდა ხორნაულთ სოფლის პირდაპირ, ბლოს წყლის გაღმა სახელდობრ  ჭიშეხში ყანას (ჭიშეხი და ჭიჭახი ადგილის სახელწოდებებია). ამ დროს როშკის გორაზე ერთი დევი წამომდგარა და ისე მოუხდენია საქმე, რომ ღვარი ამტყდარა და ხარსა  და კაცს  ღვარისგან  წაიღება დამუქრებია.
კაცს გაგონილი ჰქონდა, რომ სადღაც გმირი კოპალა დაარსდადევებს ხოცავს და ხალხს ეხმარებაოამ გაჭირვების დროს გაახსენდა და შემოსძახნა: «გმირო კოპალავმიშველეწყალს ნუ წამაღებიებ და რასაც  ვხნავდი, ეგ მამული შენდ შემომიწირავ...» .   სასოწარკვეთილ ხორნაუთელ კაცს გულის სიღრმიდან აღმოხდა კვნესასთან ერთად სურვილი უფლისათვის შეეწირა მარჩენალი მამული და  ერთადერთი ხარი.  რის შემდეგადაც გადამრჩალა ნიაღვრისაგან წაღებას როგორც ის ასევე მისი ოჯახი. ( დღეს  ამ ადგილას  ჭიშეხის  ჯვრის სალოცავია, საიდანაც მიგრაციის შემდეგ ჭიშეხის ნიში ჩამოუტანოიათ , კაწალხევში, ბოდავში და მაგრანეთში)
ქიბიშაურები პირიქითა ხევსურეთის არხოტის თემის სოფელ კალოთანანდან  1850– 1861 ნწლებში ჩამოსახლებულან სიონთგორში და ბალებისხევში. მათ წინაპარს სტუმრად მყოფი ქისტი ღამე შემოკვდომიათ, რაც დაუმალიათ და არ უთქვამთ. როდესაც ქისტებმა თავისი მიცალებულის ძებნა დაიწყეს თურმე და შემდგომ გაიგეს სინამდვილეში რაც მოხდა ქიბიშაურები მას შემდეგ გადმოსახლებულან კალოთანადან. ეს სოფელი კი დაცლილა. მთის დაუწერელი კანონის მიხედვით დამნაშავე უნდა დასჯილიყო და ქისტებს სისიხლი უნდა აეღოთ და დანაშაული სისიხლით გამოესყიდათ. ან ყველა უნდა გასცლიყვნენ და მათი ტერიტორია კი ქისტების ხელში გადავიდოდა. ქიბიშაურებმა გაცლა არჩიეს. შემდეგ სოფელ ამღაში მცხოვრებთა ძალისხმევით ისევ დაბრუნებული იქნა კალოთანა, ის ჯერ თურმე მთა ტერღაში და მის მიმდებარე მიწაში გაიცვალა, ხოლო შემდეგ ტერღაც დაიბრუნეს ამღელებმა. ქიბიშაურების განაყრებია მთათ სოფელში მცხოვრები ჭრელაშვილები.
როგორც ზემოთ აღნვიშნეთ ბასილაურთა წინაპრები არხოტის სოფელ ამღიდან ჩამოსახლებულან ერწოთიანეთში. ბასილაურები ჯერ  თიანეთის რაიონის სოფელ ხევსურთსოფელში (ადრე ნადირაათნ ხევი) 1866 წელს მოსულან. საარქივო ცნობებში დაცულია ბეწინიკა ბასილაურის ოჯახი და მისი განაყრები. ბეწინიკა ბასილაურის შვილს თოლექა ერქვა თურმე. ბეწინიკას და მის ბიძაშვილებს რამოდენიმე ზამთარი გაუტარებიათ ხევსურთსოფელში, ხოლო შემდეგ კვირიისხევში გადმოსახლებულან, რადგან ხევსურეთსოფელში (ადრე ნადირაათნ ხევი)  ტყის ხილი ნაკლებად მოიპოვებოდა და ახლად ჩამოსახლებულებს პანტისა და კენკრის შესაგროვებლად კვირიის ხევში უხდებოდათ ისედაც ხშირად სიარული. სადაც მოუკითხებიათ მოსისხლეებს და მათი ახალი აშენებული მიწური სახლები სულ გადაუწვავთ, ამიტომაც დღეს ტოპონომიკაში  კვირიისხევის ნაცვლად დასახელებას დამწვარსოფელს ეძახიან. კვირიის ხევი და ღულელები (ამტნისხევი) თავად ხიმშიაშვილის საკუთრება ყოფილა. ხოლო გონდაურა და მისი მიმდებარე მინდვრები, ხევი და ფერდობი რომელიც ტყით ყოფილა დაფარული ჭავავაძეთა საკუთრება იყო თურმე. დღევანდელი ინგუშეთის ტერიტორიიდან (ასას ხეობა) სოფელიღულ დან მოსულმა ქისტაურთა წინაპარმა დაუდო სათავე დღევანდელი (ფშაველი და ხევსური) ქისტაურების გვარს.  მათი სალოცავია იახსარი.  ქისტაურები გუდანელ ჭინჭარაულებს  შეჰყრიან  ძმად(ხარქვაბით) მათაც  გუდანის გაღმა მთის ძირში მიუციათ ადგილ მამული... რომლისათვისაც  ღული დაურქმევიათუმეტესობა ამ სოფელში დასახლებულა და  გამრავლებულან,  საიდანაც მოგვიანებით   ქისტაურთა ნაწილს,  რამოდენიმე  მამიშვილობის 15 ოჯახი,  მათ  შორის:  ლეგაანთ, ჯიღალაანთ, ხუტიანთ (რკინაანთმამიშვილობის და განშტოვების  ქისტაურების  ოჯახებს  მე–19  საუკუნის პირველ ნახევარში,   თავად ხიმშიაშვილისაგან,  ერწოთიანეთის  სოფელ  ამტნისხევში (დღევანდელი ღულელები) შეუძენიათ მამულისადაც გადასულან  საცხოვრებლად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ  ღულიდან უკანაახოში  გადმოსახლებულან ქისტაურთა გვარის (ჯიღალაანთ, ხუტიანთ და ლეგაანთ მამიშვილობის) რამოდენიმე ოჯახი (ლეგაანთ ჭალა ახლაც არსებობს უკანაახოში) საიდანაც ნაწილი როგორც სოფელ ღულიდან ასევე უკანაახოდან შემდგომ ჩამოსახლებულან ერწოს სოფელ ამტნისხევში (დღევანდელი ღულელები). ასევე გამრავლებულან ფშავში დასახლებული ქისტაურებირომელთა განაყრებიც   არიან  მაგ.  ფშაველი ხუცურაულები და სხვა...
ფიცხელაურები ხევსურეთიდან სოფელ ბაცალიგოდან (გორშეღმის ხეობა) არიან, გადმოცემით ფიცხელაურები არაბულების განაყარები არიან თურმე. საიდანაც ისისნი გადასახლებულან ჯერ სოფელ სახილეში, ხოლო შემდეგ კი სახილედან   გუდამაყარის სოფელ ბაკურხევში (საკერპო და გორული) დასახლებულან, ასევე ფიცხელაურთა მიგრაცია მომხდარა ხევში. ნაწილი კი  ქსნის საერისშთაოში დასახლებულა. სადაც ფიცხელაურთა ერთი შტო ისე დაწინაურებულა რომ აზნაურობა მიოუღიათ. ქსნის ხეობის ფიცხელაურთა ერთ ერთი განშტოვება  ახალგორის მოურავებიც კი გამხდარან. აზნაურობა ფიცხელაურებს მეფისაგან მიუღიათ.
ზუსტი დრო ფიცხელაურების გააზნაურებისა ცნობილი არაა, მაგრამ 1744 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში ფიცხელაურები უკვე აზნაურთა შორის იხსენიებიან. ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით გუდამაყარიში ცხოვრობდნენ შემდეგი გვარები სოფლებში შეასაბამისად:
ბახანი-ქავთარაძეპატაშურიწიკლაური (ჩობალაური).
დიხჩო-წიკლაური (თლოშიაური).
ლუთხუბი-წიკლაური (თლოშიაური).
წინამხარი-აფციაური.
მაქართა-წიკლაური (თლოშიაური).
თორელანი (ჭიმშო)-ბექაური (თორელანი).
ზემო კიტოხი-ბექაური (ხადაანი) +
კიტოხი-დიდებანი (გოგანაურთა)-ბექაური(დიდებანი).
ზანდუკი-წიკლაური(თლოშიაური).
კოტორიანი-წიკლაური(თლოშიაური).
გამსი(გამხისი)-ბექაური. (შარვანიანიბაჩომიანიობლიანნითამაზიანითურქიანიბაიანიცუცქუნაურთა (საუხი)-ბექაური (ცუცქუნაურნი).
ხოზა-ჩოხელიწიკლაური. +
ლიდელი-წიკლაური (თლოშიაურნი). +
ჩობალაური-წიკლაური (ჩობალაური). +
ზემო ჩოხი-ჩოხელი. +
ჩოხი-
ათნოხი-აფციაურიწიკლაური(თამნიაური).
ბოსელი-წიკლაური (ხარხელაურიბუბუნაური).
დუმაცხო-აფციაურიწიკლაური (ხარხელაურიბუბუნაური).
ბურსაჭირი-აფციაურიწიკლაური(ხარხელაურიბუბუნაური).
ფახვიჯი (ფხაეთი)-წიკლაური (იგრიაული).
საჩალისჭალა-წიკლაური (იგრიაული).
თოთიაურნი-ჩოხელი.
ჭოჭოხი-ჩოხელი (გამცვლელაშვილიომარაშვილი) + 
სიჯანანი-წიკლაური (იგრიაული).
ბაკურხევი (საკერპოგორული-ფიცხელაური.
ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით ხევსურეთში ცხოვრობდნენ შემდეგი გვარები სოფლებში შეასაბამისად:
1) პირაქეთა ხევსურეთი ბარისახოს თემი:
ლიქოკის ხეობა:
აკუშო-ლიქოკელი
აჭე-ლიქოკელი
ბაცე-ლიქოკელი
 
სატრედე-ლიქოკელი
ბოქჩვილო-ლიქოკელი
ჭალის სოფელი-ლიქოკელი
კარწაულთა-ლიქოკელი  ქობულო-ლიქოკელი
მაღრანი -ლიქოკელი
კიმხი-ლიქოკელი
ბულალაურთა-ლიქოკელი
კეო-ლიქოკელი
ბარისახო – არაბულიჭინჭარაული.  
გველეთი – არაბული.
დათვისი – არაბული.
მოწმაო – არაბული,ფიცხელაური.
სახილე-არაბული.აჭეხა-არაბული.ოხერ-ხევი – ფიცხელაური.
საბერწე – ბურდული.
ღული – ქისტაური.
ძეძეურთა – ჭინჭარაული.
გუდანი – ჭინჭარაული.
ჭიე – ჭინჭარაული.
ჭორმეშავი – გოგოჭური.
ბისო – ქეთელაური.
ხახმატი – ალუდაური.
ბისოსა და ხახმატს შორის ადრე უცხოვრიათ ფილაურებს.
ჩირდილის ხეობა: –
უკანახო (აჭეხაარყნი,უბანი,ლიფოდა,ხიჯალი,დინიფხოხელაურთა) – ჭინჭარაულიქისტაური.ბუჩუკურთა – გოგოჭური.
ჩირდილი – არაბული.
წყალს იქითა მხარე:–
როშკა – წიკლაური.
ქმოსტი –ბურდული.
ღელის ვაკე – ბურდული.
ბლოს ხეობის სოფლები:–
ბლო –გიგაური.
ხორნაულთახორნაულიზარიძე (ძირად ხორნაული)
გორშეღმის ხეობა:
ჩხუბა-არაბული.აყნელი-არაბული.ბაცალიგო-არაბული. (მამიშვილობით ჩუჩაყეურები). წარმოშობით ბაცალიგოდან არიან ფიცხელაურები
ატაბე-გოგოჭური.მისახე-არაბული (მამიშვლობით ხოშურაულნი).
ხიტალე-არაბული(მამიშვლობით რკინაულები).
ბიშინდარალა-არაბული(მამიშვლობით რკინაულები).
ბოსტანიგო-არაბული.ზეისტეჩო-არაბული.უსტამალაე-არაბული
ესაჩუ-არაბული.ხორიელი-არაბული.ორბეულთა-არაბული.წინხადუ-არაბული (მამისშვილობით ველგუჯაურნი).
ხეისი-არაბული.მაჭეხი--არაბული.ხადუ-ქერაული,ზაელი,არაბული (მამიშვლობით რკინაულები)
უკანხადუ-ქერაული,ზაელიარაბული(მამიშვლობით რკინაულები).
2) პირიქითა ხევსურეთიარხოტის თემი:
ჭიმღაგაბურიგიგაური,თეთრაული.
კვირიწმინდაგიგაური.
ახიელიბალიაურიოჩიაურინაროზაულიცისკარაულიჯაბუშანური.
ამღა – წიკლაურიჭოლოკაური(ახლა წიკლაურად იწერებიან ამღაში მცხოვრები ჭოლიკაურებიკალოთანაქიბიშაური.
3)      პირიქითა ხევსურეთი შატილის თემიარღუნის ხეობა:–კისტანი – ჭინჭარაული (ადრე აქ პაპკიაურებს უცხოვრიათ)
გიორგი წმინდა – გოგოჭური.
გურო – გოგოჭური.
ლებაის კარი – ჭინჭარაული.
შატილი – ჭინჭარაულიჯალაბაური (ახლა ჭინჭარაულის გვარს ატარებენ ჯალაბაურბი
ანატორისისაური.
არდოტის(ანდაქისხეობა:–
ანდაქი – ზვიადაური.
არდოტი – ზვიადაურიმურღვევი(ახლა მათი უმეტესობა არდოტელის გვარს ატარებს)
არჭილო –ზვიადაური.
მუცო – დაიაურიშეთეკაური.
ხახაბო – მამიაურიმინდიკაურიხახიაურიხოსიაურიხონის ჭალა – შეთეკაური.  ხონე –შეთეკაური.
ფშავში მოსახლება 12 თემისაგან შედგებოდა:  უძილაურთაქისტაურთაფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა), გოგოლაურთაწოწკოლაურთაზურაბაულთაგაბიდაურთაგოდერძაულთაწითელაურთაჭიჩოელთაუკანაფშაველთა და ხახაბოელთაამ თორმეტი თემის შტონაყარი გვარებია შესაბამისად: 1) უძილაურთა თემის შტონაყარი გვარებიაუძილაურილაშქარაშვილიმადურაშვილი,ჩორხაულიკოჭლიშვილი,   ტიღინაშვილებილოსეურაშვილებითეგერაშვილები.. და სხვ..   (მათი სალოცავია კოპალაციხეგორობას
2) ფშაველ ქისტაურთა თემიქისტაურებიხუცურაულებიფხოველებიჩარბოდაშვილებიხუზარაულებიჯერვალიძეებიბერიკაულებიჯაბანიშვილებითვარელაშვილებიბადრიშვილებიბიჩინაშვილებიტუშურებიფოცხვერაშვილები,  ციგროშვილებიყეინიშვილებიყლარტიაულები... და სხვ.. (მათი სალოცავია იახსარი,  შუაფხოში ავისგორზე).
3)  
) ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა) თემი: ცაბაურები, პატარაშვილები, დულუზაურები, წვეროშვილები, ჯაბანიშვილები, მაჩხოშვილები, ბაჩიაშვილებიგედეხაურები, მარცვალაშვილები, მიგრიაულები, ხოშურაულებიგოდერძიშვილები, მჭედლურები, გორზამაულები, მაუბარაშვილები, ბეკურაულები, გურასპაულები, გარსევანიშვილები, ქუმსიაშვილები, ურჯუკაშვილები, ბაიაშვილები, ტურაშვილები, ჯუგაშვილები, ზარავანდაშვილები, ბუთხაშვილები, ჭყრუნიშვილები.. და  სხვ..
(მათი სალოცავია ცაბაურთას მთავარანბელოზი– ცაბაურთას მთაწმინდას)
4)გოგოლაურთა თემი: გოგოლაურები, თურმანაულები, საღირიშვილები, ყაყიჩაშვილები, მგელიაშვილები,    ბეწუკლიშვილები (ბეწუკლები), ბაღიაური, მგელაშვილები, ტუნტურიშვილები, ბაიაშვილები, ლევერაშვილები,ხადიაშვილები, კაკაბლიშვილები .. და სხვ..  (მათი სალოცავია წმინდა გიორგიგოგოლაურთას  ქმოდის გორში)5) წოწკოლაურთა თემი –  წოწკოლაურები, მარწყვაშვილები, ცქიფაშვილები, ღუბიანურები, მოკვერაშვილები, ხადილაშვილები. და სხვ.. (მათი სალოცავია მოხანდრე ღვთისმშობლიმუქოში)6) ზურაბაულთა თემი – ზურაბაულებიმათურელებითადიაურებიხიბლაშვილებიდოლიაშვილებინაყეურებიივანაურები.. და სხვ.. (მათი სალოცავია მათურის მთავარანგელოზი – მათურაში)
7) გაბიდაურთა თემი:  გაბიდაურებინიბლოშვილებიხოშარაულები(ხოშურაულები გოგოჭურებიახარანაულებიდოჯურიშვილებიფხიკლაშვილებინაკვეთაურებიმამსიკაშვილებიძებნიაურებიბადურაშვილებიჯიმშიტაშვილებიბუჭყურაშვილებიაქიმიშვილებიაფშინაშვილებიჭიჭოშვილებილომიაშვილებიბათურიშვილებითიაყაშვილებიბერიძიაშვილებიახალაურებიკოჭლაშვილები... და სხვ... (მათი სალოცავია ხოშარის სათხუთმეტოს ძელის ანგელოზი)
8) ჭიჩოელთა თემი–  ფეტვიაშვილებიქეშიკაშვილებინადირაშვილებიჩოლოგაურები,  შავერდაშვილები,  მინდოდაურებიდა სხვ.. (მათი სალოცავია პირცეცხლის ხატი –ჭიჩოში)
9) გოდერძაულთა თემისამუკაშვილებითიღილაურებიგახუაშვილებიპატარაშვილები,  სოხურაშვილებილომნიაშვილებიბურკაშვილებიმაშვნიაშვილებილაგაზაურებილაგაზაშვილებიძროხელაშვილებიგორელაშვილებიხელაშვილებიმესაბლიშვილებიკულალაღაშვილები და სხვ... (მათი სალოცავია ახადის პირქუშიახადში)
10) წითელაურთ თემი:– წითელაურები,ჯიგრაულებიბაჩანაშვილებიგამიაშვილები.. და სხვ.. (მათი სალოცავია  კოტიას წმინდა გიორგიწითელაურთას კოტიას მთაში)
11)  უკანაფშაველთა თემიმურღვაშვილებიჩეკურიშვილებიარჩემაშვილებიკარატიელებიჯაბანიშვილებიხოხობაშვილებიბობღიაშვილებიბეწიკურაშვილებიჯუღაშვილები(ფშაველი ჯუღაშვილებისასაფლაოცაა და ჯუღათ ნასახლარიცამაზე ივანე ჯავახიშვილსაც აქვს თავის მონოგრაფიაშიწელაურები... და სხვ.. (მათი სალოცავია გიორგი წყაროსთაული– უკანაფშავშიწყაროსთავში)
12) ხახაბოელთა თემი– მამიაურებიმინდიკაურებიხოსიაურები,ხახიაურები.გადმოცემით  ხახიაურები წარმოშობით თუშები არიანმათი წინაპრები ჯავრეგაულები ყოფილანხოლო მამიაურებიმინდიკაურები და ხოსიაურები ფშავლები ყოფილანრომლებიც ფშაველ გოგოჭურთა(ცაბაურთათემის განაყრებად ითვლებიანრომლებიც ფშავიდან გადასახლდნენ პირიქითა ხევსურეთშიმიღმახევში და რომლებიც ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთათემის განაყრებად ითვლებიან   მათი სალოცავია ხახბოს წმინდა გიორგი.

No comments:

Post a Comment