Tuesday, March 14, 2017

მთის გვარების მიგრაცია და საგვარეულო განშტოვებანი-3

არის ისეთი შემთხვევები, როცა ერთი და იმავე დასახელების გვარი სხვადასხვა წარმოშობისაა..
ერთმანეთისაგან დამოუკიდბლად, სახვადახვა თემში მცხოვრები სახელიანი კაცისაგან არის წარმოშობილი, მაგალითად: ჯაბანიშვილებირომლებიც ფშაველ ქისტაურთ თემის განაყრებიც არიან, უკანაფშაველთა თემის განაყრებიც არიან და ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა) თემის განაყრებიცბაიაშვილებირომლებიც გოგოლაურთა თემის განაყრებიც არიან და ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა) თემის განაყრებიცპატარაშვილებირომლებიც არიან როგორც გოდერძაულთ თემის, ასევე ფშაველ გოგოჭურთა (ცაბაურთა) თემის განაყრები. ფშაველ გაბიდაურთა განაყრები არიან ამჟამად მთიულეთში მცხოვრები: ნადიბაიძეები, გვრიტიშვილები, ბექიშვილები, ბედოიძეები, ჩიტიშვილები, რომლებიც გადმოცემის თანახმად ზურაბის ლაშქრობის მერე ხოშარიდან წასულან. კუკუმაურები (უძველესი გვარია,ნახსენებია ხევსურული პოეზიის შანიძისეულ გამოცემაში, ძველი ტექსტია მთის კუთხეთა გამოჩინებული გვარების შესახებ და ფშავში ხევსური მოლექსე კუკუმაურს ასახელებს პირველ ვაჟკაცად) კუკუმაური ძირად ხევსური ყოფილა, რომელიც ხევსურეთიდან ფშავში, ჭიჩოს თემში გადმოსახლებულა და რომელიც თუშთა ფშავში ლაშქრობის დროს თუშთა წინამძღოლის თოლიძის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულა.
კუკუმაურთა შთამომავლები ფშავში გამრავლებულან. კუკუმაურთა განაყრები არიან ხუმარაშვილები, ჯღუთაშვილები და  ჭიჩოელი თეთრაულები (და არა არხოტელი, სოფელ ჭიმღაში მცხოვრები თეთრაულები) კუკუმაურთა შტო ნატყარი გვარების  შთამომავლები შემდეგ  ივრის ხობაში  და  აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დასახლებულან.
გუშარაშვილები მითხოდან არიამნ მოსულები ლიქოკის ხეობაში, შემდეგ ლიქოკის ხეობიდან არაინ გადასულნი ფშავში.
ალბუთაშვილების წინაპარი მითხოდან - (ჩეჩნეთის მელხესტის თემიდან) ჯერ ლიქოკის ხეობაში  დასახლებულან, ხოლო შემდეგ გადასახლებულან და ფშავში დაფუძნებულან. მითხოდან (ჩეჩნეთის მელხესტის) თემიდან არიან წარმოშობით ხაიაურები, რომელთა ნაწილი ახლა ცხოვრობს ბამუტში (ჩეჩნეთი). მითხოდან - (ჩეჩნეთის მელხესტის თემიდან) არიან წარმოშობით მახაურები. მითხოდან (ჩეჩნეთის მელხესტის) თემიდანარიან წარმოშობით ალბექიონები. ჩეჩნეთის მხრიდან ხაჩაროდან არიან მოსული ღანიშაშვილები.
ინგუშეთიდან არიან წარმოშობით ვეშაგურები. სუარიძეების განაყრები არიან სუარიშვილები, რომლებიც მთიულეთიდან სოფელ გოგნაურიდან ჩამოსახლებულან ხორხში და ხარტიშოში.
ბუჩუკურების განაყრებია არიან თეთრუაშვილები. ბუჩუკურთიდან მთიულეთში გადასახლებულ ბუჩუკურთა ერთ-ერთ მამაკაცს, ადგილობრიი მკვიდრი შემოუკვდომია, რომელიც თვითონაც მოუკლავთ მოსისხლეებს. მას სამი ბიჭი დარჩენია. მეუღლეს თეთრუა რქმევია, გარდაცვლილის ცოლს შეშინებია შვილებსაც დამიხოცავენო, მთიულეში აღარ გაჩერებულა, რის შემდეგაც არანისში აზნაურ ზანდუკელის ოჯახისათვის შეუფარებია თავი, სადაც  მოსამსახურედ  დაუწყია მუშაობა. მის ბიჭებიდან ერთი წილკანში გადასახლებულა და თეთრაძედ დაწერილა. მერე ძმა სოფელ დიღომში დამკვიდრებულა და მთეთრა შვილად დაწერილა (აქვე უნდა აღინიშნოს , რომ  სოფელ დიღომში არსებობენ როგორც ადგილობრივი ისე მთიულეთიდან მისული თეთრაშვილები). მესამე ძმა არანისში დარჩენილა საცხოვრებლად და თეთრუაშვილად დაწერილა.
ხოშარაულები გორშეღმიდან არიანრომელბიც არაბულთა გვარის ერთ-ერთი მამიშვილობაა.
ასევე არსებობენ ფშაველი ხოშურაულები, გადმოცემის მიხედვით არხოტელ კაცს  იონეურ  თეთრაულს ცაბაურთაში მთიბელში მყოფი კაცი მოუკლია, რის შემდეგაც ეს რომ გაუგიათ ცაბაურთელებს მისთვის გზა შეუკვრიათ, თეთრაულს მეტი სხვა გზა აღარ დარჩენოდა და მათი სალოცავის ცაბაურთელები მთავარანგელოზის ხატის კვრივში შესულა. ვინაიდან თავისივე სალოცავში შესულ კაცს ვერ მოკლავდნენ, ცაბაურთელები წამოსულან და ბეტიჩრდილელი კაცისათვის უთხოვიათ დახმარება. მასაც თანხმობა განუცხადებია, ერთი ხელით სანთელი დაუჭერია, მერე ხელით ხმალი და ისე შესულა თეთრაულის მოსაკლავად კვრივში. თეთრაულს რომ დაუნახია მის მოსაკლავად შემოსული კაცი ხმალი შემოუქნევია და სანთლიანი ხელი ხმლით გაუსხეპია ძვლამდე (ანუ ფშაურად რომ ვთქვათ დაუხოშია) სანთელი კი ჩაუქრია , მაგრამ ბეტიჩრდილელსაც მაშინვე მოუქნევია ხმალი და ხმლით მოუკლია თეთრაული. ბეტიჩრდილელის შთამომავლები ხოშურაულებად დაწერილან (ანუ დახოშილის შვილები), ხოლო მას შემდეგ ცაბაურთის მთავარანგელოზში დადაიან საკლავითპატიების ნიშნად.
არსებობენ ასევე ხოშარაულები, რომლებიც გაბიდაურთ თემის ფშავლებია და მათი სალოცავია ხოშარის სათხუთმეტოს ძელის ანგელოზი.
ბუწანკალურებისა და ყურშავიშვილების   წინაპარი მთიულეთის სოფელ მლეთიდან თიანეთში გადმოსახლებულარომელთა ადრინდელი გვარი ნაზღაიძე ყოფილამესისხლეობის გამო, სამი ცოლ-შვილიანი ძმა გადმოსახლებულათიანეთში გვარი შეუცვლიათ და ბუწანკალურად დაწერილანგვიან ბუწანკალურებს გამოეყო ყურშავიშვილების გვარი
ლაშქარაულები პირაქეთა ხევსურეთიდან (ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად გუდელადან, დღევანდელი ბარისახოს მიმდებარედ) გადასახლებულან ფასანაურთან ახლოს, დღეს მათი შთამომავლები  პავლეურის გვარს ატარებენ.
როსტომაულები პირაქეთა ხევურეთიდან (წყალსიქითა მხარედან) გაადასახლებულან ხევში, სოფელ ართხმოში. ფიცხელაურების განაყრებია თანეთში მცხოვრები ფაშურიშვილები.ისტორიული ფხოვიდან, სოფელ აკუშოდან (ლიქოკის ხეობის მიმდებარედ) არიან წარმოშვებით სამხარაულები (რომელთა ძირძველი გვარი ჯამარაული ყოფილა). სამხარაულები სხვადასახვა დროს მიგრირებულან, ერწო- თიანეთში, კახეთში, ხანდოში. ხანდოში გადასახლებულ სამხარაულები მელიქიშვილის გვარზე იწერებიან დღეს. 
ქსნის ხევის, მდ. ცხრაზმულის მარცხენამთავარი შენაკადის  დადიანურას და ლორის წყლის შესართავთან უცხოვრიათ  არაგვის ხეობიდან გადმოსულ ხარანაულებს, რომლებიც მრავალი ცხვარ-ძროხის პატრონნიმშრომელი, მდიდარი და გონიერი და გავლენიანი ხალხი ყოფილან. საქართველოს მთიანეთში გავრცელებული თქმულების მიხედვით  ლომისის ეკლესიის მშენებლობის დაწყებამდე კარებთან დაკავშირებული საკითხი ადვილად გადაჭრილა ხარანაულის  ძალისხმევით. მორიგებისა და აღთქმული პირობის თანახმად ჭიდაობაში გამარჯვებულის მხარეს უნდა შებმიყო კარგები სალოცავს, ხოლო მეორე მხარის მხრიდან უნდა ყოფილიყო ხევისბერი. ქსნელი და არაგველი ფალავნების შერკინებამ გადაწყვიტა ლომისის სალოცავში კარები დატანების საკითხი ქსნელების სასარგებლოდ. ქსნისკე კარების დატანების სანაცვლოდ მთიულებს, კერძოდ პატაშურებს ლომისის დეკანოზობა რგებიათ. შემდგომ როგორც ცნობილია დეკანოზობის სახელოს ბურდულები იკავებენ. ხოლო თვითონ კარების შებმის ორგანიზება თვითონ ხარანაულს უთავია. ხარანაულმა ითავა, ქსნისკე შეაბა კარები, დეკანოზები ინიშნა, საყდარს დაკიდეს ზარები.
ბურდულთა წინაპრებს ხევსურეთის სოფელ ქმოსტში, საბერწეში და ღელის ვაკეში უცხოვრიათ. ბურდულთა ნაწილი გადასახლებულა ხევსურეთიდან და მთიულეთში დასახლებულან. შემდეგ ბურდულები მიხმარებიან მთიულებს მტერთან ბრძოლაში, რისთვისაც მადლიერ მთიულებს მათთვის, ლომისის სალოცავის დეკანოზის სახელო ჩაუბარებიათ.
გარდა ამისა იყო ისეთი შემთხვევებიც როცა ფშავის ამა თუ იმ თემში ჩამოსახლდნენ და დამკვიდრდნენ, აღმოსავლეთ აქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსისხლეს გამორიდებული სხვა გვარები. მაგალითად         გადმოცემითაგრეთვე პავლე რაზიკაშვილის მოგონებების მიხედვით, ვაჟა-ფშაველას წინაპრები ხევიდან (სნოდან) მოდიან თურმე, საიდანაც  ფშაველ გოგოჭურთა (ანუ ცაბაურთა) თემში გადმოსულან  საცხოვრებლად. თავიდან ამ გვარზე  ჩაწერილან  (გოგოჭურის გვარით რომ არიან ჩაწერილნი, საარქივო მასალებითაც დასტურდება). ზოგიერთი კი, ვინც კარგად არ იცნობს ამ კუთხეებს ან იცნობსშეგნებულად თუ  შეცდომით, ვაჟას წინაპრების გვარს ხევსურ გოგოჭურების გვარს მიაწერენ.
ვაჟას წინაპართა  თემი, სინამდვილეში,   დღეს არსებულ ფშავის  12 თემთაგან ერთ-ერთი, ფშაველ გოგოჭურთა ანუ დღევანდელ ცაბაურთა თემია  (ამ   თემის სალოცავია ცაბაურთის მთავარანგელოზი  – ცაბაურთას მთაწმინდას დაბრძანებული).  დროთა განმავლობაში ამ თემიდან ვაჟას მამიშვილობის წარმომადგენლები გვარში დაწინაურებული წინაპრის _ რაზიკას პატივსაცემად,   რაზიკაშვილების  გვარზე გადასულანისევე როგორც ფშაველ გოგოჭურთა  _  დღევანდელ ცაბაურთა თემიდან დღეს მამიშვილობების მიხედვით საკუთარ გვარებზე დაეწერნენ ცაბაურები, ქუმსიაშვილები, მაჩხოშვილები, შავერდაშვილები, გედეხაურები, მარცვალაშვილები, მიგრიაულები, მაუბარაშვილები და სხვები, გარდა  მცირე გამონაკლისისა, რომლებიც   გოგოჭურის გვარს ატარებენ დღეს. მაგალითად, სოფელ ღულელებში  ცხოვრობდა მოხუცი კაცი, გიორგი გოგოჭური  (ცნობილი მოლექსისბაჭიკუდა გიგაურის დიშვილი). ის ამბობდა, რომ მისი  მამაცა და პაპაც  ძირეულ გვარზე _ გოგოჭურზე დარჩნენ, სალოცავად კი ცაბაურთის მთავარანგელოზში დადიოდნენ.|
 
როგორც ზემოთ აღვნიშნე    გოგოჭურთ თემის გარდა, ფშავში ასევე გვხვდება იმავე დასახელების თემი, რომელი  გვარიც არსებობს ხევსურეთში; მაგალითად, ფშაველ ქისტაურთა თემი, რომლის განაყარი გვარებია: ქისტაურები, ხუცურაულები, ბიჩინაშვილები, ჯაბანიშვილები, ტუშურები, ბადრიშვილები, ციგროშვილები და სხვა (მათი სათემო სალოცავი იახსარია).
ვაჟას მამის –  პავლე რაზიკაშვილის მოგონებების მიხედვით, მისი წინაპრები თავდაპირველად ცაბაურთიდან აფხუშოში გადმოსულან საცხოვრებლად, საიდანაც, გადმოცემის მიხედვით, ტყვედ წაუსხამთ. ფშაველ გმირს, ღაჭაურს, დაუხსნია  ისინი  ტყვეობიდან. მეფეს მათთვის ლიშო და კვერნაულა უბოძებია  დასასახლებლად. კვერნაულაში ლეკები დასხმიან თავს  და, ბავშვებისა და დედაკაცების გარდა, 12 მამაკაციც წაუყვანიათმათგან  ერთს როგორღაც მოუხერხებია და უკან დაბრუნებულა. პავლე რაზიკაშვილი  წერსმამაჩემისგან გამიგონია, რომ ჩვენი ნათესავები დღესაც ცხოვრობენ ალიაბათში, სადაც მათ რაზიკაანთ ეძახიანო. ფშავში დაბრუნებულ იმ ტყვისგან  ვართ ჩვენ  გამრავლებულიამიტომლეკიაანთგვეძახდნენ, - ასე ვიცი წინაპრებისგანო. რაზიკას შთამომავალთაგან ვის სახელსაც პავლე რაზიკაშვილი ასახელებსარის მამის პაპა იმედა (ანუ მამისიმედი). იგი  ასევე ახსენებს იმედას შვილს, ბეროს  (პავლეს მამის ბიძა), რომელიც ისეთი ფიცხი ბუნების ყოფილა, რომ, როცა მისი ცოლის კაბას ვიღაც ფილაშვილი უხეშად შეხებია, მისთვის მარჯვენა მოუჭრია  (ჩემს ცოლს ფაფანაკზე ხელი რატომ მოჰკიდეო). პავლეს მამას გივი რქმევია. განსაკუთრებით ძლიერი ყოფილა გივის შვილი  (პავლეს ძმა) ბერო (ანუ ბოიგარი), რომელსაც იერით  ვაჟას ამსგავსებდნენ. ფშავში ვაჟას თანამედროვე მოხუცები ამბობდნენ, რომ სულ თავის ბიძას  – ბოიგარს ჰგავდა  ვაჟა
რომელი კუთხიდანაც უნდა მოდიოდეს მისი  წინაპრების ფესვები, რა თქმა უნდა, ვაჟა ფშაველი გენიოსია. ფშავში დაიბადნენ  და იქვე  ჰპოვეს  უკანასკნელი  განსასვენებელი ვაჟას წინაპრებმაფშაველმა ქალებმა (ივრისა თუ არაგვის ფშავისა) გაზარდეს რაზიკაშვილთა  შთამომავლებისწორედ რაზიკაშვილებს, კერძოდ, პავლეს არგუნა  განგებამ, ყოფილიყო ყველაზე დიდი ფშაველის მშობელი, თან ისეთი გენიოსის, რომელიც არა მარტო ფშავისა და  საქართველოს, არამედ მსოფლიოს საკუთრებაა  დღეს.
ქეთელაურების წინაპარი თიანეთიდან ცხრაკარადან მოსულანგადმოცემის თანახმად ქეთელაურების განაყრები არინ ჭავჭავაძეებიმათ საერთო წინაპრებს ერწოთიანეთის ტერიტოტიაზე ცხრაკარაში უცხოვრიათიმ ადგილს ჭავჭავეთი ერქვა თურმეასევე მათ მამულები ჰქონიათ ფუძნარშიცშემდეგ  მათი ერთი განაყარი შტო ხორხში გადასახლებულამეორე კი კახეთშიკახეთში გადასახლებულებიჭავჭავაძეთა გვარად დაწერილან თავის მხრივ ორად გაყოფილან და წინანადალში და ყვარელში დაფუძნებულან.
ხევსურეთში ფილაურები ბისოსა და ხახმატს შორის მოსახლეობდნენ ხახმატის თემშიმათთან ძმად გაფიცულები (ხარ ქვაბით შეყრილებიყოფილან  ალუდაურები და ქეთელაურები. “ფილაურნი ყოფილან ძალიან ძლიერი გვარი ხევსურეთშიმათზე ძლიერი არავინ იყოისინი თავიანთი დავლათით ამაყობდნენეს ხალხნიც კაცრიელობით თამამობდნენ და ხევსურეთში არაად ვის აგდებდნენხევსურებიდან რომ პირადად შებრძოლებას არავინ ბედავდაჩუმად  შემოსულა მტერი ღამით და ეს სოფელი მთლიანად ტყვედ დაუჭერიათ.. ფილაურები თიანეთში  და კახეთში გადასახლებულან.
ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდანკერძოდალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება ჭავჭავას ძენი ერწოთიანეთის ცხრაკარას მხარეშიგადმოცემების მიხედვით,შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთითმხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგსლევან I მეფობის დროსსახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში . ჭავჭავაძეებისათვის მეფე ერეკლე პირველს (ნაზარალი ხანს) 1680 წელს დიდგვაროვანის ტიტული მიუნიჭებიათეიმურაზ მე–2–ეს  მათთვის აზნაურობა,  ადგილ მამული და ყმები უბოძებიაალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I(ერეკლე პირველს ძეს და თეიმურაზის ძმას)  თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელსხოლო ერეკლე მე–2–ეს კი თავადობა დაუმტკიცებია.ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაშირომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებულიკახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად“ -წინანდლისა და ყვარლისაწინადლის შტოს ეკუთვნოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გარსევან ჭავჭავაძე (ვისაც ერეკლე II მიანდო 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს ტრაქტატზე ხელის მოწერაშემდეგ კი ქარლთ კახეთის სამეფოს დესპანად გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე პეტერბურგში), მისი ვაჟი იყო გამოჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძეილია ყვარელი ჭავჭავაძეების შთამომავალიამისი პირდაპირი წინაპრები-ოტიაპაპუნამამუკაფარემუზბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეები XV-XVIII სსისტორიული პირებიაილიას პაპის მამას - ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია 1755 წელს ხუძახის ბატონის-ნურსალ-ბეგისა და მისი 20-ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროსროგორც თეიმურაზ II და ერეკლე II 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობსსხვა ქართველ მეომრებთან ერთად ბესპაზ ჭავჭავაძემ ,,რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვაოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლა“ და ყვარლი ციხე გალავანს ალყა შემორტყმული ხუნძახის ბატონი და მისი მრავალათასიანი ლაშქარი სატიკად დაამარცხა და სამარცხვინოდ უკუაქცია! «თავადი ჭავჭავაძეარიან ორ გვარადპირველნი რომელნიცა სახლობენ გაღმა მხარს ყვარელსა შინაიგინი არიან ძველადგანვე დროსა მეფისა ლეონისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1529. ესენი იყვნენ ფშავის მთითვე ჭავჭეთის ადგილით და მუნ მოსახლენი თავადადვე და მერე გადმოსახლდნენ ყვარელსა შინა და მუნ მისცა ადგილნირომელნიცა აწ არიან: 1) გლახას შვილები და ძმათა ამისისა, 2)  მელქისადეგისა შვილები.  ხოლო მეორე ჭავჭავაძენიც არიან მუნვე ადგილიდან მოსრულნირომელნიც ამბობდენ მონათესაობასა მათსაგარნა არა აქვნდათ მათთან მამულნი და ამათ მსახურეს ერეკლესა მეფისა თუშეთს და ოდეს გამეფდა მეფეერეკლე პირველი წელსა ქრისტეს აქეთ 1680-სა შემდგომად მსახურებისათვის დაასახლნა ადგილსა წინანდელსა და მიიღო აზნაურადშემდგომად მეფემან თეიმურაზ აღიყვანა მცირე თავადის ხარისხსა შინა და უბოძა მცირე რამ ყმა და ზვარი სამეფო და უკანასკნელ უფრორე მეფემან მეორემ ირაკლიმ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა.პირველი დოკუმენტური ცნობები თავად ჭავჭავაძეთა შესახებ ქართულ ისტორიულ წყაროებში XV  საუკუნიდან გვხვდებაამ საგვარეულოს უძველესიისტორიულად ცნობილი წარმომადგენელი არის ფაროდი (ფარიდონჭავჭავაძე იგი იხსენიება 1440  წლის სიგელში,  რომელიც საქართველოს მეფემ ალექსანდრე პირველმა,  დიდმა (1412-1442)  უბოძა კათალიკოს შიო II- (1440-1443) გარდაწყდესქკსრკვ». XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები აქტიურად მოღვაწეობდნენ კახეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც მეფის კარისკაცნი,  მრჩევლები,  დესპანები,  მხედართმთავრები და მაღალი სასულიერო თანამდებობის პირებიისტორიული წყაროები და,  აგრეთვე,  ხალხში დარჩენილი ზეპირსიტყვიერი გადმოცემები მოწმობენრომ თავადი ჭავჭავაძეები კახეთის მკვიდრნი არ ყოფილანისინი საქართველოს სხვა კუთხიდან მოვიდნენ  «ალაზნის დიდ ჭალას»  და იქ დასახლდნენ. XVI  საუკუნიდან მოყოლებული,  თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები ქართულ ისტორიულ საბუთებში არაერთხელ იხსენიებიანმცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სიგელში,  რომელიც 1517  წლით თარიღდება,  მოხსენებულნი არიან ჭავჭავაძეთა საგვარეულოს შემდეგი წევრები: «...ესე...  სიგელი...  მოვაჴსენეთ თქუენ ... (მცხეთას)  და კზ~ ბასილის ჩუენ ჭავჭავაძეთა როშნიას შვილთა:  ზაალდასტანმანუჩარ და გიორგი... „კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574-1605)  მიერ 1584  წელს გაცემულ წყალობის წიგნში მოხსენებულია გარსევან ჭავჭავაძერომლის მამული  მეფემ უბოძა თავის ერთგულ თავადს  ჯანდიერიშვილს არსლანს.XVI  საუკუნის ბოლოს ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები იმდენად დაუახლოვდნენ კახეთის სამეფო კარსრომ სახლთუხუცესის და მოლარეთუხუცესის მაღალი თანამდებობები დაიკავეს.  დავით-გარეჯის მონასტრის 1590  წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენებულია კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი იასონ ჭავჭავაძე. XVII  საუკუნის ნახევრის  (დაახ. 1646-1655  წწ.)  ნასყიდობის წიგნში მოწმეთა შორის იხსენიება მოლარეთუხუცესი მამუკა ჭავჭავაძესწორედ ეს მოლარეთუხუცესი მამუკა ჭავჭავაძე მოიხსენიება ხალხური ლექსში,  სადაც აღწერილია მისი გმირული სიკვდილი ლეკებთან ბრძოლაშიარჩილ მეფის (1647-1713)  პოემაში  «გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა», მოხსენიებულია ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის (1606-1648)  თანამედროვე «გარსევან ჭავჭავაძეგულბაათის შვილი», რომელსაც ასევე თავი გამოუჩენია ლეკებ-თან ბრძოლაში. XVII  საუკუნის 50-იან წლების ერთ ისტორიულ დოკუმენტში იხსენიება ჭავჭავაძეთა წინანდლის შტოს წარმომადგენელი მამუჩი ჭავჭავაძე XVIII საუკუნის ისტორიულ დოკუმენტებში (სიგელ-გუჯრებშიხშირად გვხვდებიან თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლებიკახეთის მეფის კონსტანტინე II-ის (1722-1732)  სიგელში,  რომელიც დათარიღებულია 1726  წლით,  იხსენიებიანსუფრაჯი გიორგი მამუკას ძე,  მეჯინიბეთუხუცესი გარსევან რამაზის ძე და მისი ძმები _  მამუჩი,  სულხანი და მერაბიაქ ისიც არის აღნიშნულირომ ჭავჭავაძეთა «მამა-პაპანი»  დიდად ნამსახურნი ყოფილან საქართველოს მეფეთა კარზე ილიას ჭავჭავაძის პაპის მამას,  ბესპაზს _  თავი გამოუჩენია ხუნძახის ხანის ნურსალ-ბეგისა და მისი 20  ათასიანი ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში 1755  წელსყვარლის ციხის დაცვისასროგორც მეფეებისთეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ის 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს,  სხვა მეომრებთან ერთად,  ბესპაზ ჭავჭავაძემ «რჯულის,  გულისათვის თავი საყათლანოთ გადასდვა,  ოცდასამი დღე ლომსავითიბრძოდა»  და ყვარლის ციხე-სიმაგრეს ალყაშემორტყმული ხუნძახის ხანი და მისი ლაშქარი სასტიკად დაამარცხა და უკუაქციათავად ჭავჭავაძეთა ყვარლის შტოს წარმომადგენელმა,  ილია ჭავჭავაძის პაპამ,პაატა ბესპაზის ძემ 1792 წელს თავი გამოიჩინარათა სოლომონ მეორეს ხელმეორედდაებრუნებინა იმერეთის სამეფო ტახტიისტორიკოსი პლატონ იოსელიანი წიგნში _«ცხოვრება მეფე გიორგი მეცამეტისა» _ წერს: «ამას (პაატა ბესპაზის ძეს _ ..) მიანდო მეფემან ირაკლი გამოყვანა 900  ლეკისა და სარდლობაცა იმერეთისაკენ მუნმისრულთა ლეკთა,  შესაწევნელად ქართველთა ჯარისა,  ოდეს დასვეს მეფედსოლომონ». მეფე გიორგი მეთორმეტემ 1800  წელს პაატა ბესპაზის ძე ჭავჭავაძეს უბოძა ხუთასისთაობა გაღმამხარის,  ბახტრიონიდან მოკიდებული გავაზამდე.  სიგელში ნათქვამია: «ეცადე ერთგულად გვემსახურო,  სანაცვლად ჩვენგან წყალობას ელოდეოროცა ჯარი დაგვჭირდება,  შენ უნდა გამოიყვანო და განაგოო.  დაწესებულ ჯამაგირისა და ულუფას ჩვენგან მიიღებომეფე ერეკლე II-ის ეპოქას მიეკუთვნება სახელმწიფო მოღვაწე,  ქართველიდიპლომატიქართლ-კახეთის სამეფოს ელჩი რუსეთის საიმპერატორო კარზე _ თავა-დი გარსევან ჭავჭავაძე.1783  წლის 24 ივლისსროგორც ქართლ-კახეთის სამეფოსსრულუფლებიანმა ელჩმა,  გარსევან ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა გეორგიევსკისტრაქტატს. 1784-1801  წწ.  იგი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს საგანგებო და სრულ-უფლებიანი ელჩი რუსეთის იმპერატორის კარზეროშნია ჭავჭავაძეჩანს 1470  წლებშირომლის  შვილიშვილის გარსევან გიორგის ძის  შვილებმა : იასონმა (ყვარლისდა გულბაათმა (წინანდლის). სათავე დაუდეს ჭავჭავაძეთა ყვარლისა და წინანდლის განშტოვებებს.ყვარლის შტო:–იასონის შვილიშვილი იყო ფარმუზ მამუკას ძერომლის შვილიშვილი პაატა ბესპაზის ზეიყო პაპა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძესი.წინანდლის შტო.: –გულბაათ ჭავჭავაძის შვილიშვილი იყო რამაზ მამუჩის ძერომლის შვილიშვილი რევაზ გარსევანის ძეიყო პაპა ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძესი.მათი განაყარ  მეორე შტო კი რომელიც ხორხში გადასახლდაქეთელაურის გვარზე დაწერილაჯერ ხორხში უცხოვრიაშემდეგ ბისოში დასახლებულა შვილი ყოლებიაის კაცი მტერთან ბრძოლაში დაღუპულა,დარჩენია მცირეწლოვანი შვილიმისი შვილი დედამისს გოგოლაურთ თემის ფშავლებთან გადაუმალია.რომელიც ფშავში თავის ძმადნაფიცებს თურმანაულებს (ძირად გოგოლაურებსგაუზრდიათ და როცა დავაჟკაცებულა მამის ნასახლარზე ბისოში დაუსახლებიათსადაც დღესაც ცხოვრობენ ქეთელაურთა შთამომავლებიდროთა განმავლობაში   ხევსურეთში ბისოში დამკვიდრებული ქეთელაურთა შტო გამრავლებულაერთხელაც კახეთში ყოფნის დროს დაუპირებიათ თავისი განაყარი ბიძაშვილების მონახულებარომლებიც უკვე დაწინაურებულები ყოფილანარც წინანდალში მცხოვრებ ჭავჭავაძეებს და არც ყვარელში მცხოვრებთ აღარ ჩაუთვლიათ ღირსეულად ემასპინძლათ ღარიბულად ჩაცმულ თავიანთ განაყარ ხევსურეთიდან ჩამოსულთათვისრა ძალზე სწყენიათ ამაყ ქეთელაურებს და გაბრაზებულები უკან გამობრუნებულანამ ინციდენტის შესახებ გადმოცემით თურმე იცოდა ილიამაცროდესაც ილიას დუშეთის მაზრაში მომრიგებელ მოსამართლედ დაუწყია მუშაობაკაცი გაუგზავნია ბისოში რომ ხმა მიეწვდინა თავისი განაყრებისათვისდა უთხოვია თუ არ შეწუხდებით დუშეთში მინახულეთომათაც  ქეთელაურების საგვარეულოდან აურჩევიათ 3 კაცი და ხლებიან ილიას სტუმრადრომელსაც თბილად მიუღია ხევსურები და ოქროს თუმნიანი მიუციაჩემ სახელზე სამახსოვროდ რაიმე შეიძინეთ თემისათვისო
საგინაშვილები გადმოცემის თანახმად საგინა ბურდულის შთამომავლებიარომლებიც მთაში მოსისხლეს გამორიდებიან და ბარში ჩამოსახლებულან.
საგინაშვილები თბილისის შემოგარენშიგარე კახეთში და ქვემო ქართლში დასახლებულან.  საგინაშვილების გვარი საისტორიო წყაროებში   მე–16– საუკუნიდან ჩანსთავისი  ნაყიდი ქონება  და მამული იანქო საგინაშვილს 1536 წელს თბილისის სიონისათვის შეუწირავსმე–17– საუკუნის მეორე ნახევრიდან ვხედავთ საგინაშვილებსბეჟანსიოთამს და პაპაუნასროსტომ მეფის მტრებთან ბრძოლაში.შეიძლება ვივარაუდოთრომ სამეფო კარისადმი ერთგულება უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ფაქტორირომელმაც განაპირობასაერთოდსაგინაშვილების დაწინაურება საზოგადოებრივ სარბიელზე. 1628 წლის 15 მარტს ელისე საგინაშვილისათვის სვიმონ ქართლის მეფეს თბილისის სიონის საყდარი მიუცია.ამგვარადელისე თბილელი მღვდელმთავარი ანუ ეპისკოპოსი გამხდარა . თუ ყველაფერ ამასთან ერთად მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებასაცრომ ელისე საგინაშვილი თავის დროზე ცნობილი მწიგნობარიც ყოფილაგასაგები იქნება ის მაღალი ავტორიტეტირომლითაც ის უცვლელად სარგებლობდა მთელი თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში.თბილისის სიონი მძიმე მდგომარეობაში დახვედრია ელისესის "ჟამთა ვითარებისაგან", თუ "უსჯულოთა და უღმრთოთა" (იგულისხმება საქართველოს მტრებიმიერ დარღვეული და დაქცეული ყოფილაელისე საგინაშვილს მიზნად დაუსახავს აღედგინა თბილისის სიონიმაგრამ სიონის აღდგენითი სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო (უსახსრობასაკმაოდ ნელა წარმართულა და საბოლოოდ ეს საქმე ელისეს მხოლოდ 1657 წლისათვის დაუმთავრებიაერთდროულადელისეს ენერგიული მუშაობა გაუჩაღებია სიონის დაკარგული მამულების დასაბრუნებლად და საყდრის დაცემული მეურნეობის აღსადგენადმასმართლაც დაუბრუნებია სხვადასსვა დროს და სხვადასხვა პირთა მიერ მიტაცებული საყდრის მამულები როგორც ქალაქშიისე ქალაქგარეთასეთია მაგალითადქულბაქი საყდრის გვერდითქარვასლის ნახევარიროსტომ მეფის სუფრაჯის ამბაზბეკის ნასახლარი თბილისშისოფკისისხევი - კახეთში და სხვაის წარმატებით ედავება სასამართლოში ყორღანაშვილებს და იბრუნებს კიდეც სოფფიცხისს თრიალეთში და ასე შემდეგეს ყოველივე ბუნებრივი და გასაგებიამაგრამ იბადება კითხვარა უნდოდა თბილისელ ეპისკოპოსს ხრამის ხეობაშირით იყო გამოწვეული ელისე საგინაშვილის მოღვაწეობა პირღებულის მონასტერშიამ მიზნით უნდა გავიხსენოთ სვიმონ მეფის ზემოაღნიშნული წყალობის წიგნირომლითაც მას ელისე საგინაშვილისათვის 1628 წელს თბილელობა უბოძებიაელისე საგინაშვილის დაწინაურების ძირითადი მიზეზებიმის პირად თვისებებში უნდა იქნეს მოძებნილიმის თანამედროვეთა და თვით მხილველთა მიერ იგი დახასიათებულიაროგორც ,,სარწმუნოდა "სათნო კაციგვარადელისე თბილელი მღვდელმთავარი  გამხდარა (ელისე საგინაშვილმათბილელის კათედრა 1628 წლის 15 მარტს მიიღორომელიც მას სიკვდილამდე ჰქონდა დაკავებულიაკადექ.თაყაიშვილის მიხედვითიგი 1660–1670 წლებში  გარდაიცვლილაამ საბუთით სიონის საყდარს ის ერთდროულად უმტკიცებდა საეკლესიო მამულებსროგორც თბილისშიისე საბარათიანოშიაც (ქვემო ქართლი). ელისე საგინაშვილი აღდგენითი სამუშაოების განხორციელებაერთდროულადთბილისში და ხრამის ხეობაშიაც ჩაუტარებიამაგალითად მისი მოღვაწეობა პირღებულის მონასტრის აღდგენა. (ხრამის ხეობაში).  ელისე საგინაშვილი გაუგზავნია როსტომ ხანს (ქართლის მეფე როსტომსხოსრომირზასლევან დადიანთან დის მარიამ დადიანის ხელის სათხოვნელად.რაც ჯვრისწერით  დაგვირგვინებულა 1634 წელსმეფეს საგინაშვილებისათვის აზნაურობა უბოძებიამოგვიანებით საგინაშვილთა ერთერთი განშტოვებისათვის თავადობაც დაუმტკიცებიათ ქართლკახეთის მეფეებსსაგინაშვილები გამრავლებულანთავდაპირველად  ქართლშითბილისის შემოგარენეში  და ქვემო ქართლში (მდინარე ხრამის ხეობაში). საიდანაც საგინაშვილთა ნაწილი მტრის ამ მხარის აკლების შემდგომჭავჭავაძეებს დანათესავებიან და კახეთში გადასახლებულანსაგინაშვილების ერთერთ განშტოვებისათვის მეფეს თავადობა დაუმტკიცებიასაგინაშვილები  კახეთშიგარე კახთშიაგრეთვე  ერწო თიანეთში დასახლებულანგარეკახეშისაგარეჯოს რაიონში მცხოვრებ საგინაშვილებს ძველი ფხოველთა სალოცავის კოპალეს ნიში ჩაუტანიათსადაც კოპალობის დღესასაწაულს მართავენ დღესაც.

No comments:

Post a Comment