Monday, February 20, 2012

სუფრის წეს–ჩვეულებანი ქართული ტრადიიცის შესაბამისად.






სუფრის  წესჩვეულებანი და სადღეგრძელოების თანმიმდევრობა ქართული  ტრადიიცის შესაბამისად.




სამძიმრის დროს გამარჯვების თქმა არ შეიძლება,  შეხვედრის 
და მისამძიმრების  დროს ითქმება – „აქა მშვიდობა
მშვიდობა თქვენდა“ .  დამშვიდობების დროს კი  –„მშვიდობა მოგცესთ უფალმა“  „მშვიდობა მოგცესთ ღმერთმა“.
ქართველები  ქეიფის დაროს   სამ შემთხვევაში სვამდნენ ფეხზე  ადგომით: სალოცავთა მსახურთა და სალოცავების სადიდებლის, წასულების ხსოვნის პატივის მიგების და  მანდილოსნების დღეგრძელობის დროს. 
ხსოვნის სახით და და სადღეგრძელოდ სათქმელი  სამგლოვიარო სუფრაზე:  

)   ქელეხის სუფრა–   
1)  თამადის დანიშვნა (დღეგრძელობა ოჯახის უფროსისი ან ოჯახის მიერ არჩეული  თავკაცის  მიერ)
2)   უფლის  დიდებით ხსენებადღის მადლის დალოცვა, უფლისათვის თხოვნა რათა გადაატანინოს ყველას ეს განსაცდელი,  სუფრის დალოცვა.
3)   გარდაცვლილის  სულის ნათელილში ყოფნის ხსენება.
4) გარდაცვლილის მშობლების(თუ გარდაცვლილები ყავს ხსოვნისათვის პატივის მიგება)
5) გარდაცვლილის ოჯახიდან  მიცვალებულთა   ხსოვნისათვის პატივის მიგება (ასეთ შემთხვევაში    ცალცალკე
6) გარდაცვლილის  სანათესაოდან  გარაცვლილთა გახსენება ხსოვნისათვის პატივის მიგება (ნათესავები ორივე მხრიდან  ჯიშიდან და ჯილაგიდან)
7) განსვენებულის გვარიდან  (ჯიშიდან ) გარდაცვლილთა ხსოვნისათვის პატივის მიგება
8)  ჭირის სუფრაზე მყოფთა გვარიდან წასულთა ხსოვნისათვის  პატივის მიგება.
9)  საქართველოსათვის დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება
10)  წინაპართა გახსენებაგანსვენებულის წინაპრების სახით, თითვეული ჩვენთაგანის  და   საქართველოს  წინაპრების ხსოვნისათვის პატივის მიგება.
11) ცოცხლების დღეგრძელობამდე გადასვლამდისყველაზე დიდი ცოცხალი ადამიანის   საქართველოში     პატრიარქის  დღეგრძელობა  (ამ დროს შემოდის ხორცი სუფრაზეანთებენ სანთელს,  მთაში ამ დროს  მთისა და ბარის  სალოცავებისსალოცავთა  მსახურების სადღეგრძელოს ამბობენ,   სალოცავებს  შესთხოვენ  გადაატანინონ  ეს  მწუხარება  რაც ოჯახს დაატყდა თავს)
12)  სიცოცხლის სადღეგრძელო, როგორც  სიკვდილზე  გამარჯვების  და  აზრის  მომცემის.
13) 
გარდაცვლილის მეუღლის სადღეგრძელო (თუ ცოცხალი ყავს
14) გარდაცვლილის ოჯახის წევრების სადღეგრძელო: შვილებისდედმამიშვილებისმშობლების(ცალცალკე). 
15) გადაცვლილის ნათესავებისროგორც თავისიისე  მეუღლის  და  ასევე  მოყვრების სადღეგრძელო
16)  გარდაცვლილის მეგობრების სადღეგრძელო
17) ამჟამად სუფრაზე მყოფი მანდილოსნების სადღეგრძელო  და საერთოდ იმ  მანდილოსანების   ვინც განსვნებულს  ცრემლი დაადინა
18) გარაცვლილის მეზობლელბის სადღეგრძელო
19) გარაცვლილის გამპატიოსნებელთა და საბოლოო სასუფეველის გამზადებელთა  სადღეგრძელო
20)გარდაცვლილის ოჯახის მიმხმარებელთა და გვერდში დამდგომთა სადღეგრძელო.
21)  გარდაცვლილილის სულის კიდევ ერთხელ გახსენება (ამ დროს შილა შემოდის სუფრაზე).

ქელეხში თამადას ბოლოს აღარ ლოცავენ.

------------------------
)   ლხინში,  ქორწილის სუფრაზე სათქმელი სადღეგრძელოები:
1)      ოჯახის უფროსისი მიერ თამადის არჩევა და თამადის დალოცვა.
2)      სუფრის დალოცვა..  უფლის ხსენება.
3)      მეფე–  დედოფლის დალოცვა.
4)      მეფე– დედოფლის მეჯვარეების დალოცვა
5)      მეფე– დედოფლის მშობლების  დალოცვა.
6)      მეფე –დედოფლის დედმამიშვილების დალოცვა.
7)      მეფე –დედოფლის  ბაბო-პაპის  დალოცვა.
8)      სიყვარულის  სადღეგრძელო მეფე დედოფლის სიყვარულის თამადობით.
9)   სიყვარულის სადღეგრძელო, მათი  თამადობით  ვინც  დღეს  დაიწერა  ჯვარი.
10)  ოჯახის წასულების ხსოვნის პატივის მიგებამათი სახით ყველა 
სუფრის  წევრის  წასულების ხსოვნისათვის  პატივის მიგება,   საქართველოსთვის  დაღუპულთა  ხსოვნის დიდებით ხსენებამათთვის პატივის მიგება.
11)   სიცოცხლის სადღეგრძელო (როგორც   ახალი სიცოცხლის დაბადების  ნატვრის)
12)  მომავალი თაობის სადღეგრძელო  (პატარების სადრეგრძელო)
13)  მანდილოსნების სადღეგრძელო,   ქართველი ქალის, დედის  სადღეგრძელო.
14)  საქართველოს  სადღეგრძელო.
15)   მეფე –დედოფალის მეგობრების   თამადობითსაერთოდ მეგობრების
 სადღეგრძელო.
16)  გვერდში  მდგომთა(ვინც მომავალში გვერდში დაუდგება ახლადშექმნილ ოჯახს)   მასწავლებელთ  და  საერთოდ პიროვნების  ჩამოყალიბებაში  წვლის შემტანთა,   ვის  საქციელსაც   მაგალითის  ძალა  ქონდა, მათი სადღეგრძელო.
17)   მაყრების სადღეგრძელო.
18)   მეზობლელბის სადღეგრძელო.
19)   ხელოვანათაამ სუფრაზე მუსიკოსთა და მოცეკვავეთა სადღეგრძელო.
20)   მომსახურე პერსონალთა სადღეგრძელო.
21)  მეფე -დედოფლის  თამადობით  ყველა  მაგიდის  წევრის  ხვალინდელი  დღის   სადღეგრძელო.
22)  თამადის სადღეგრძელო


-------------

ქორწილში უფლის  დიდებით ხსენება, სუფრის დალოცვა.
ძვირფასო სუფრის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო, უფრო სწორედ ძველი ქართული ტრადიციის შესაბამისად, რომ ვთქვათ თანამეინახენო. თითოეულმა ჩვენთაგანმა იცის თუ რა დიდი წყალობა გვარგუნა განგებამ, რათა მოგვეცა საშუალება ამ ბედნიერებით გამოწვეული იმ სიხარულის თანამონაწილენი ვყოფილიყავით რომელიც ამ ოჯახში და ჩვენს გარშემო სუფევს.  ყოველივე  ამისათვის მადლობა შევწიროთ უფალს, შევთხოვოთ დაგვილოცოს დღევანდელი ლხინის სუფრა, რადგანაც ყოველი სადღეგრძელო საქართველოში ნატვრასთან ასოცირდება, მით უმეტეს ქორწილში სადაც სადღეგრძელო კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს, ამიტომაც უფლის ნებით ვისურვოთ ყველა იმ სურვილის, ნატვრისა და ოცნების ახდენა და ასრულება, რომელიც თან ზდევს ისეთ ბედნიერ დასაწყისს რასაც ოჯახის შექმნა ქვია. უფალი ფარავდეს ამ ოჯახს, თითოეული ჩვენთაგანის ოჯახს და სრულიად საქართველოს. დიდება უფალს.
-------
ქორწილში ნეფე დედოფლის დალოცვა
ძვირფასო სუფრის წევრებო. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ თავიდანვე უფალს შევწირეთ მადლობა რათა მოგვეცა საშულება ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი ქართული ოჯახის შექმნით, ამ დიდი ბედნიერებით გამოწვეული იმ სიხარულის თანამონაწილენი ვყოფილიყავით რომელიც ამ ოჯახში და ჩვენს გარშემო სუფევს.
ახლა კი ქართული ტრადიცის შესაბამისად ამ განსაკუთრებული, განსხვავებული სამისით  მინდა შემოგთავაზოთ დღევანდელი დღის მთავარი მოქმედი გმირების, ანუ როგორც ჩვენში იტყვიან  ნეფე დედოფლის სადღეგრძელო. ყველაფერი უფლის ნებაა რაც ჩვენს გარშემო ხდებაო უთქვამს ქართველ კაცს ოდითგანვე, მაგრამ ახლა საქმე გვაქვს კიდევ უფრო განსაკუთრებულ შემთხვევასთან, როგორც ამბობენ თუ ყველა საქმე უფლის ნებით და შეწევნით მიწაზე რიგდება, ჯვრისწერა დაოჯახება, რასაც ბედი ქვია ზეცაში წყდებაო თურმე. რომელი საქმის დაგვირგვინებაც ქართული ქორწილი გახლავთ.  ჩვენ კი ამ ბედნიერებით გამოწვეული სიხარულით აქ შეკრებილთ და მათაც ვინც გაიგო (... და ...) ბედნიერება და რაღაც მიზეზთა გამო აქ არ იმ იმყოფებიან  ისღა დაგვრჩენია გვერდში დავუდგეთ განგების მიერ გადაწყვეტილ საქმეს, ვუსურვოთ ყოველივე კარგი, ჯანმრთელობა, ერთგულება, გამრავლება და რაც ყველაზე მთავარია უსაზღვრო სიყვარულის უნარი, რადგან მხოლოდ სიყვარულით დაიძლევა ყველა წინააღმდეგობა, გადაილახება ყველა ბარიერი, მოგვარდება ყველა პრობლემა, რომელიც შეიძლება შეხვდეს არა მხოლოდ ახლად შექმნილ ოჯახს არამედ მომავალშიც. ბედნიერება იყოს თქვენი თანმდევი სამარადჟამოდ. სიხარულისაგან გაბრწყინებული თვალებით მომზირალთ გევლოთ მთელი ცხოვრების მანძილზე. ახლა კი გთხოვთ მხარი დამიჭიროთ რათა ერთხმად შევსვათ (... და ...) სადღეგრძელო. (...  და ...) გ ა უ მ ა რ ჯ ო ს.
-------------

კონსტანტინე გამსახურდია: - ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ მამალ ორაგულს, აღმა რომ
მიჰყვება ამაყად არაგვს, უფსკრულებში დაეძებს თავის დედალს, ვაჟკაცურად
მიარღვევს ტალღებს, რათა გუდამაყარში წამოეწიოს და მისწვდეს საწადელს


------------
ქელეხში უფლის დიდებით ხსენებ:
ჭირისუფალნო, პატივცემულო  სუფრისწევრებო,
 ქალბატონებო და ბატონებო, ამ განსაცდელის ამს სიმძიმლი აქ  შეკრბილმა თითოეულ ჩვენთაგანმა   უფალს შევთხოვოთ   გაგვაძლიეროს, რათა  უფლის  ძალით  და  შეწევნით  მოვნახოთ  ჩევენში  ძალა  და  სულიერი  სიმტკიცე  (... ..) განშორებით  გამოწვეული, იმ   გაუსაძლისი  მდგომარეობის გადასატანად, რომელშიც ეს ოჯახი და თითოეული ჩვენთაგანი ვიმყოფებით.  ვინაიდან განგებამ ქართველებს სუფრა დაგვიწესა და დაგვითქვა, როგორც ოჯახში ლხინის შემოსვლის, ასევე ოჯახიდან ჭირის გაცილების აუცილებლად ჩასატარებელი რიტუალის ადგილად.  უფალს შევთხოვოთ აკურთხოს დღევანდელი ჭირის სუფრა, უფალი ფარავდეს  ამ ოჯახს,  თითოეული ჩვენთაგანის ოჯახს და სრულიად  საქართველოს. დიდება უფალს.
 -------------------------------
ქელეხში ხსოვნის შესახებ:
ჭირისუფალნო, პატივცემულო სუფრის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო. ამ განსაცდელის ჟამს სიმძიმილით აქ შეკრებილ თითოეულ ჩვენთაგანს  და მათაც ვინც გაიგო, გაიზიარა ამ ოჯახის მწუხარება და რაღაც მიზეზთა გამო ახლა აქ არ იმყოფებიან, სამწუხაროდ ისღა დაგვრჩენია პატივი ვცეთ მის ნათელ ხსოვნას. მის სახელს პატივი მიაგოს შთამომავლობამ სამარადჟამოდ. მსუბუქი იყოს მის გულზე დაყრილი მშობლიური ქართული მიწა. უფალო შეიწყალე, აცხონე მისი (...)  სული. მიეც მას საუკუნო ხსენება, მომადლე შენდობა შეცდომათა, შეუნდევ და მიუტევე შეცოდებანი ნებსითნი თუ უნებლიეთნი. დაუმკვიდრე მარადიული სასუფეველი  იქ სადაც მართალნი განისვენებენ. ღმერთმა გაანათლოს, ნათელში ამყოფოს მისი სული. სანთელი და ნათელი მის საუკუნო განსასავენებელს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.  ახლა კი მამაკაცებს ვთხოვ, ქართული ტრადიცის შესაბამისად  ფეხზე ადგომითა და ამ მოსაგონარი სასამისით   პატივი  მივაგოთ (... ...) მის ნათელ ხსოვნას.

2 comments:

  1. "სიცოცხლე უნდ ქარიშხალს ჰგავდეს,
    მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი,
    მოყვარეც გყავდეს, მტერიცა გყავდეს,
    მაგრამ არცერთან სჭამო სირცხვილი"

    ReplyDelete
  2. ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! -
    იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!…
    არა ერთს ისე მოეღო ბოლო,
    თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.

    ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!…
    სად არის იგი? – ეს ღმერთმა იცის!
    იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის, -
    ათასში ერთი გამხდარა ღირსი!.


    მრავალი ქორწილი გამართულიყოს საქართველოში და უმეტესობა ქორწილებისა ასეთი წყვილებისა ყოფილიყოს! :)

    ReplyDelete