Tuesday, April 9, 2013

მეფის რუსეთი, შამილი და კავკასიელ ხალხთა ურთიერთობა

მეფის რუსეთი, შამილი და კავკასიელ ხალხთა ურთიერთობა

საქართველოში ქისტებს უწოდებენ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნურ დიალექტზე მოსაუბრე კავკასიური ტომის ხალხს (ქართველები მათ ძურძუკებს უწოდებდნენ), რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიონის ჩრდილოთ კალთაზე საქართველოს მოსაზღვრედ. ამასთან ქისტების იმ ნაწილს რომლების არხოტის მოსაზღვრედ , მდინარე ასასა აუზში ცხოვრობდნენ ღილღვებს, ხოლო რომლების შატილის მოსაძღვრედ,  მდინარე არღუნის აუზში ცხოვრობდნე მათ ნოხჩებად მოიხსენიებდნენ. შატილის მოსაძრვრედ მცხოვრები ქისტების ნაწილი, ძირითადად მითხოს, მაისტის და მათი მიმდებარედ მცხოვრებნი,  1820 -1830 წწ-ში. იმამატის  მართველთან იმამთან კონფლიქტის გამო დატოვეს თავიანთი ტერიტორია და გადმოსახლდნენ საქართველოში კერძოდ პანკისის ხეობაში. ეს გადმოსახლება ქართველებისათვისაც მისაღები იყო, რადგან  ლეკების თვდასახმით შეწუხებულ  მხარეს და მოსახლეობისაგან  დაცლილ პანკისის ხეობა  გაუკაცრიელებული აღარ იქნებოდა, ამავე დროს ქისტები ქართული ინტერესების დამცველნი იქნებოდნენ. პანკისში  ქისტების პირველი ნაკადი პირველად  დუი ხანგოშვილის თაოსნობით ჩამოსახლებულან .
დუი ციცხაშვილ-ხანგოშვილი ავტორიტეტული პიროვნება ყოფილა, ქართული ენის შესანიშნავი მცოდნე, მეგობარი ადგილობრივ დიდებულებისა და უხუცესებისა. მისი მეთაურობით ქისტების ჩამოსახლება შეთანხმებული ყოფილა ხელისუფლებასთან, კერძოდ თიანეთის მაზრის გამგებლობასთან, რომელსაც იმ დროისათვის ექვემდებარებოდა თუშ-ფშავ-ხევსურეთი. უფრო მეტიც, ქისტების ჩამოსახლების დროს დუი ხანგოშვილს დიდად დახმარებიან ქართველი დიდებულები, კერძოდ, თავადები ჩოლოყაშვილი, ჯანდიერი და თუშეთის მოურავი ივანე ცისკარიშვილი. დუის გარშემო შემოკრებილან კახეთსა და მთიანეთში მცხოვრები ქისტებიც და საერთოდ, I ნაკადი წამოსულა არღუნის ხეობის მაისტის თემიდან. მაისტელი იყო დუი ხანგოშვილიც.  ქართველებს ჩამოსახლებული ქისტები ქართველი ხალხის ერთ-ერთ ეთნოჯგუფად მიაჩნდათ თუშთა, წოვა თუშთა (ციკარიშვილი წოვა თუში იყო) და ხევსურთა მსგავსად. მეორე ჯგუფი, რომელიც პანკისის ხეობაში ჩასახლდა 1854-55 წწ-ში.
მეორე ჯგუფის ხელმძღვანელი ყოფილა ჯოყოლა ნაციშვილი-დარქიზანაშვილი. ჯოყოლაც ასევე დიდად ავტორიტეტული კაცი ყოფილა და ჰყოლია ქართველი ძმადნაფიცები. მათი და ზემოთაღნიშნულ თუშეთის მოურავ ივანე ცისკარიშვილის დახმარებით დუისის ჩრდილოეთით დაუარსებიათ სოფელი ჯოყოლო.
ქისტებს თავიანთი მშობლიური ადგილებიდან თანწამოუღიათსალოცავი ნიში, კერძოდ ჩამოტანილი აქვთ სალოცავი ნიშიმაისტიე წივ”, რაც დაახლოებით მაისტის ხატს აღნიშნავს .
ისტორიულად საქართველოს აღმოსავლეთ მთიელებსა და ჩეჩნეთ–ინგუშეთს შორის მჭიდრო ურრთიერთობა იყო ჩამოყალიბებული. ისტორიული ფხოვი, რომელიც გუდამაყრის ქედიდან (გადასასვლელს ახლაც ფხიტური ქვია) იწყებოდა და მის ტერიტორიაში შედიოდა  დღევანდელი ინგუშეთის ტერიტორიის დიდი ნაწილ(ჯარიახის ხეობა და მის შემოგარენითურთ) ასევე დღევანდელი ჩეჩნეთის ნაწილი (ჯარეგას ქედის გაყოლებით, თებულოს მთის ქედის შეერთებამდე არღუნის წყალთან, ანატორიდან ჩრდილოეთით).  ინგუშეთში ასას ხეობაში დღესაც შემორჩენილი თამარის დროს აშენებული ხიდები და ეკლესია მონასტრები.  ქისტებს კი რაც შეეხება, ერთერთ ყვავილს თამარის სახელი ერქვა ქისტეთში. ვინაიდან ერთ ტერიტორიულ კუთხეში ფხოვში შევდიოდით ჩვენ და ეს მონათესავე ხალხი, რომელებიც ჯერ  მონღოლთა ბატონობამ და შემდეგ თემურლენგის გავლენით გავრცელებულმა მაჰმადიანურმა სარწმუნოებამ მოწყვიტა საქართველოს როგორც სახელმწიფოებრივად ასევე წეს ჩვეულებების კუთხითაც ეს მონათესავე  სისხლის ხალხი და რა გასაკვირია თუ  ინგუშური და ჩეჩნური წარმოშვების ბევრი გვარი ხამხაძეები, ზაქაიძეები, ქისტაურები, ალბუთაშვილები, ღანიშაშვილები, გუშარაშვილები, ხაიაურები და ასე შემდეგ ცხოვრობენ საქართველოში.. ასევე ინგუშეთში ბევრი ქართული წარმოშვების გვარია თურმე დღეს. კავკასიის ხალხთა დამპყრობელნი კი მუდამ ცდილობდნენ ერთმანეთისათვის სამტროდ გადაეკიდებინათ და შუღლი დაეთესათ გენეტიკურად მოძმე კავკასიელ ხალხებს შორის. ასე იქცეოდა ოსმალეთის იმპერია როცა საქართველოს დასასუსტებლად ჩრდილოკავკასიელ ლეკთა თარეშს ხელს უწყობდა. ასევე იქცეოდა რუსეთის იმპერია როცა ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთა დაპყრობაში დიდი წვლილი ქართველებს მიაღებინა. როდესაც შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიუელ ხალხთა გაერთიანებული სახელმწიფო იმამათი, რომელიც თავიდან აერთიანებდა ჩეჩნეთსა და დაღესტანს, გარდა ხუნძახის ანუ ავარის და ტარაკისა. იმამატის მესამე იმამმა შამილმა, რომელიც თვითონ ხუნძახიდან(ავარიიდან) იყო იმამატში გააერთიანა მთელი დაღესტანის კავკასიურ დიალექტზე მოსაუბრე მოსახლება: ხუნძები, ანდიები, ბოთლიხები, ღოდობერები, კარატაები, ახვახები, ბაგვალალაები, ტინიდები,ჭამალალები, დიდოები,ხვარშიები, ჰინუხები, ბეჟიტები, ჰუნზიბები, ლაკები,დარგოელები,ხინალუღები, არჩიბები, თაბასარები, აღულები, რუთულელები, წახები,ბუდუხები,უდიები (ანუ კავკასის ალბანელები) , ლეზგები (იგივე ლეკები), კრიწები. ასევე იმამამის შენადგენლობაში შედიოდა ჩეჩნეთი და ინგუშეთის მოსახლეობა. ასევე იმამათის კანონები ვრცელდებოდა ადიღოურ ენაზე მოსაუბრე ტომებზე: ყაბარდნელებზე, ჩერქეზებზე, აბაზებზე და უბიხებზეც კი ქონდა გავლენა. ასევე იმამათის გავლენაში მოექცნენ დაღესტანის ტერიტორიაზე მცხოვრები თურქულენოვანი მოსახლეობა ყუმუხები. ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები თურქულენოვანი მოსახლეობა ყარაჩაელები და ბალყარები. ქისტების გადმოსახლებისა და საქართველოში ბაცბების(წოვა თუშების) ქედის სამხრეთით პანკისის ხეობაში (მდინარე ალაზანის სათავევბთან) დასახლება ადრეც ხდებოდა, მაგრამ ამან მასიური სახე მიიღო იმამათის სახელმწიფოსთან ქისტების ტომის კონფლიქტის დროს, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში იმამაათის რეჟიმის დამყარების შემდეგ რამაც მასიური ხასიათი მიიღო. 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას და რუსეთთან შეერთებას, შემდგომ რუსების მიერ მთელი საქართველოს ანექსიას ბევრი ამბოხება და აჯანყება მოჰყვა. თავისუფლების დაკარგვას განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდნენ მთიელები. ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ქართველ მეფეებს და მის შთამომავლებს. მეფის რუსეთი კი სწორედ მათ ერჩოდა.  საქართველოში რომ სამეფო-სამთავროები აღარ აღმდგარიყო, ამისთვის იყენებდნენ გადაგვარებულ, გარუსებულ მოხელე ქართველ თავადებს. მეფე ერეკლე II-ის მრავალრიცხოვანი ჩამომავლები მანდილოსნებითურთ რუსოფილმა ციციანოვმა პირწმინდად გადაასახლა რუსეთის გუბერნიებში. 1812 წელს კახეთი აჯანყდა. ერევნიდან გადმოსული ალექასნდრე ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე) მათ შეუერთდა. მათვე ჩამოეშველნენ ფშავ-ხევსურებიც, მაგრამ დამარცხდნენ.  ალექსანდრემ თიანეთის გავლით შატილს შეაფარა თავი და მთელი ზამთარი აქ გაატარა. ვინც მას ეხმარებოდა და ემსახურებოდა, რუსეთი წყალობის სიგელებსაც აძლევდა. ასეთი სიგელები სათანადო დაწესებულებებში ინახება. კავკასიის მთავარმართებელმა რტიშჩევა სიმონოვიჩის მეთაურობით რუსების ლაშქარი გაუშვა შატილისკენ. 1813 წლის 13 მაისს რუსის ჯარი სიმონოვიჩის, სტალისა და ორბელიანის მათაურობით ხევსურეთისკენ დაიძრა. 30 მაისს ეს ჯარი პირიქითის პირველ სოფელში ლებასიკარში მივიდა. სიმონოვიჩმა აქედან მისწერა ალექსანდრე ბატონიშვილს დამმორჩილდიო, მაგრამ ელჩი ხევსურებმა მოკლეს. ალექსანდრემ პასუხიც ვერ გასცა წერილზე. სოფელ გუროსთან დიდი შეტაკება მოხდა რუსებსა და ხევსურებს შორის. ხევსურებს ქისტებიც მიეშველნენ. რუსების სიმრავლემ და მაღალი დონის შეიარაღებამ (მათ ზარბაზნებიც კი ჰქონდათ) სძლია მთილების მამაც და გულუბრყვილო რაზმებს: რუსები გაუოცებია ამ უცნაური "ველურების" ქცევას. ისინი ფეხზე მდგომები ესროდნენ თითქმის გაუმცდრად, დაჭრილ ჩვენ ჯარისკაცებს მეორედ აღარ ურტყამდნენ და წამოდგომაში ეხმარებოდნენო – წერდნენ მათივე წარმომადგენლები. ალექსანდრე ბატონიშვილი დიდ, გოგოთურათ ქვითკირში ცხოვრობდა. "...და ბოლოს უკვე ძალიან გვიან მივაწიეთ შატილს და ღამის სათევად გავჩერდით იმ ქვითკირში, რომელშიც ჩვენს მიერ კახეთის აჯანყების ჩაქრობის შემდეგ საქართველოს ტახტის დაბრუნებისთვის ბრძოლაში დამარცხებულმა და გამოქცეულმა საქართველოს მეფისწულმა, ალექსანდრე ირაკლის ძემ გაატარა 1812 წლის მთელი ზამთარი" - წერს ა. ზისერმანი. გუროსთან შეტაკების შემდეგ რუსებმა გურო და შემდეგ შატილი გადაწვეს და ააოხრეს. შატილის ქვითკირებს ახლაც კარგად ემჩნევა მოწითალო-მოყავისფროდ მაშინდელი ნახანძრალი. შამილი ხუნძი გლეხის ოჯახში დაიბადა 1791 წელს, დასავლეთ დაღესტანის უნწუკალეს რაიონის სოფელ გენუბში (იგივე გიმრი).„არაბული წერა-კითხვა და ყურანის პირველი თავები შამილს ბიძამ შეასწავლა. გონებრივად ბევრი შესძინა მას ახალგაზრდა მეზობელმა გაზი-მუჰამედმა (ყაზი-მოლამ), რომელიც შემდეგ პირველი ორგანიზატორი იყო დაღისტნელი მთიელებისა დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში“ (გაწერელია 1962: 510). როგორც მ. ჩიჩაგოვა აღნიშნავს (რუსი მკვლევარი ქალი მ. ნ. ჩიჩაგოვა პირადად იცნობდა შამილს. მისი მეუღლე კალუგის გუბერნიის სამხედრო უფროსი იყო. კალუგაში გადასახლებისას შამილი წელიწადზე მეტ ხანს იმყოფებოდა მიხეილ ჩიჩაგოვის ზედამხედველობის ქვეშ და ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან და მის ოჯახთან), შამილის ნამდვილი სახელი ალი (ბაბუის სახელი) ყოფილა. იმის გამო, რომ ბავშვი სუსტი იყო და ხშირად ავადმყოფობდა, მთიელთა მედიცინის მიხედვით მშობლებისათვის სახელის გადარქმევა ურჩევიათ. „მშობლებმაც მას დედის მხრიდან ბიძის საპატივცემულოდ შამილი დაარქვეს. რომელი სახელიც შამილი  ანუ(სამუილი),   არაბულად "ყოვლისმომცველი" უწოდეს. იგი ტრაგიკული ბედის აღმოჩნდა, მთელი ცხოვრება ომებში გაატარა და სამშობლოში სიკვდილი მაინც არ ეწერა. მისი საფლავი არაბეთში, ქალაქ მედინაში მდებარეობს.  მშობლების სასიხარულოდ პატარა შამილმა გამოკეთება დაიწყო, შემდგომ კი ღონიერი, ჯანმრთელი ჭაბუკი დადგა, რომელიც ყველას ანცვიფრებდა თავისი ძალ-ღონით“ (ჩიჩაგოვა 1997ა: 104). ბავშვობაში შამილი მკვირცხლი ხასიათის ყოფილა, მაგრამ არცერთ მის ცელქობას ზიანი არ მოუტანია არავისთვის. შამილი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა შეუდრეკელი ნებისყოფით, ცნობისმოყვარეობით, სიამაყითა და ბატონობის მოყვარულობით. გატაცებული ყოფილა ტანვარჯიშით. „როცა ვინმე მიზანში სროლაში ან დოღში პრიზს აიღებდა, იგი სახეზე შეიცვლებოდა, კვირაობით აღარ გამოჩნდებოდა ამხანაგების საზოგადოებაში, რადგანაც მისი პატივმოყვარეობა შელახული იყო. ოცი წლის შამილი ახტებოდა თოკს, რომელიც ორ მთიელს მის თავზე მაღლა ჰქონდა გაჭიმული. იგი თორმეტი არშინის სიგანის ღრმა თხრილებსა და ფეხზე მდგარ ადამიანს თავზე გადაახტებოდა. არაჩვეულებრივად ღონიერი და გამბედავი იყო. სირბილში ვერავინ გაასწრებდა, ვერც ჭიდაობაში დაჯაბნიდა ვინმე“ (ჩიჩაგოვა 1997ა:  უბადლო ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებული შამილის პიროვნების რელიგიურ და სახალხო ლიდერად ჩამოყალიბებაში მთავარი როლი მისმა თანასოფლელმა, დაღესტნის პირველმა იმამმა და ღაზავატის პირველმა მოქადაგემ გაზი მუჰამედმა შეასრულა. მან დაარწმუნა შამილი და ათასობით თანამორწმუნე, რომ ისლამური სწავლების სუფიური ტარიკატის მასობრივი გავრცელება დარაზმავდა მთიელებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და რუსული უღელის მოშორებაში. ღაზი მუჰამედმა ფეხით შემოიარა დაღესტნის აულები და წარმატებით მოახერხა მასების სუფიურ რწმენაზე მოქცევა. იგი დაღესტნის და ჩეჩნეთის პირველ იმამად და მიურიდად აღიარეს. 1829 წელს მის გარშემო 15 ათასი უერთგულესი მიურიდი შემოიკრიბა. ეს უკვე დიდი ძალა იყო. იმავე წელს მიურიდებმა საღვთო ომი - ღაზავათი გამოუცხადეს რუსეთს. მთიელები რუსულ ჯართან ბრძოლებში წარმატებას წარმატებაზე აღწევდნენ. პირველი იმამი ყაზი-მუჰამადი (ყაზიმოლა) იყო. მან სცადა ჩრდილოეთ კავკასიაში ყველა ფეოდალური სამფლობელოს გაერთიანება, მაგრამ ავარიის ხანი და ტარკის შამხალი არ დაემორჩილნენ. 1830 წლის თებერვალში ყაზი-მუჰამადმა იერიში მიიტანა ავარიის დედაქალაქ ხუნძახზე, მაგრამ დამარცხდა. სამაგიეროდ, 1831 წელს იმამმა ტარკის აღება შეძლო და ალყა შემოარტყა ბურნაიის, ვნეზაპნიის ციხეებს, მივიდა დარუბანდთან, ბრძოლა გაუმართა გროზნაიას და ვლადიკავკაზს. მის წინააღმდეგ კავკასიის ჯარების სარდლობამ გამოყო დიდი დამსჯელი ექსპედიციები და ყაზი-მუჰამადის რაზმები დაამარცხა. მომხრეთა მცირე ნაწილით ყაზი-მუჰამადმა მშობლიურ აულს გიმრს შეაფარა თავი. 1832 წლის 17 ოქტომბერს რუსეთის ჯარის გიმრის იერიშით აღების დროს ყაზი-მუჰამადი დაიღუპა.

1832 წელს ბარონ როზენის ჯარებმა ხანგრძლივი ალყის შემდეგ შტურმით აიღეს გიმრის ციხე-სიმაგრე. კოშკში 15 რჩეულ მიურიდთან ერთად მყოფმა ღაზი მუჰამედმა, რომელთან ერთად შამილიც იყო, სცადა ალყის გარღვევა, მაგრამ დაიღუპა. მძიმედ დაჭრილმა შამილმა მოახერხა ალყიდან თავის დაღწევა და ხელიდან გასხლტომოდა მტერს. სანამ იგი ჭრილობებს იშუშებდა მეორე იმამად ღაზი მუჰამედის თანამებრძოლი გამზათ ბეგი გახდა, რომელმაც მთელი ენერგია შიდა მოწინააღმდეგების განადგურებას მოანდომა,მეორე იმამი ჰამზათ-ბეგი გახდა. მან ავარიის სახანოს დამორჩილება სცადა, 1834 წელს ხუნძახი აიღო და ხანის ოჯახი ამოწყვიტა, მაგრამ შემდგომ თვითონ მოკლეს შეთქმულმა ფეოდალებმა. დაღესტნის და ჩეჩნეთის მესამე იმამად შამილი აირჩიეს. შამილს ჰქონდა სამხედრო ტალანტი, ორგანიზატორული ნიჭი, შეუპოვრობა, ორატორული ზეგავლენით მასების თავის ნების ქვეშ მოქცევის დიდი უნარი. მან შესძლო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეაზე, ისლამური ღაზავათის და საუკუნეების მანძილზე გამომუშავებული ადათის წესებზე დაყრდნობით დაღესტნის, ჩეჩნეთის და ჩერქეზეთის ფეოდალების დამორჩილება და მიურიდებზე დაყრდნობით სამხედრო ფეოდალური სახელმწიფოს _ იმამატის შექმნა. შამილი აერთიანებდა სასულიერო და საერო ძალაუფლებას. 1843 წელს მთიელებმა მის ხელისუფლებას მემკვიდრეობითობა მიანიჭეს. ადათური სასამართლო შეცვალა შარიათმა. სახელმწიფო ენად გამოცხადდა არაბული. უმაღლესმა ხელისუფლებამ რეზიდენცია დაიდო აულ ახულგოში, შამილმა იმამატი 50 სანაიბოდ დაყო, რომლის სათავეში ნაიბები ჩააყენა. ნაიბებს თავისი ქვეშევრდომების მიმართ შეუზღუდავი უფლებები ჰქონდათ მესამე იმამი შამილი იყო. მისი ხელმძღვანელობით ანტიკოლონიალურმა მოძრაობამ ჩაჩნეთსა და დაღესტანში განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო. 1834 წლის 18 ოქტომბერს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო აულები ძველი და ახალი ჰოცატლი. შამილი იძულებული გახდა ავარიიდან წასულიყო, მაგრამ რუსთა ჯარების სარდლობამ იმის იმედით, რომ შამილი დაუძლურებული იყო, 2 წლის განმავლობაში შეტევითი ბრძოლა შეწყვიტა. შამილმა ისარგებლა ამ შეცვენებით და ძალა მოიკრიბა. 1837 წელს შამილს ჩაჩნეთი და მთელი ავარია ემორჩილებოდა. მიუხედავად ამისა, იმავე წლის ივლისში რამდენჯერმე დამარცხდა. იგი იძულებული გახდა მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა და მძევლებიც მიეცა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ კვლავ აჯანყდა. 1839 წელს მას რუსეთის ჯარის 2 დიდი რაზმი ებრძოდა — ერთი სამხრეთ დაღესტანში, მეორე კი იმამის რეზიდენციაში — აულ ახულგოს მიმართულებით. შამილი ბრძოლაში დაიჭრა და იძულებული გახდა ჩაჩნეთში გადასულიყო. 1840 წელს ჩაჩნეთსა და დაღესტანში ბრძოლა ახალი ძალით გაჩაღდა. იმავე წელს ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში აჯაყდნენ ადიღეელები, რომელთა შორის მიურიდიზმი ვერ გავრცელდა. ეს აჯანყება ანტიკოლონიური და ანტიფეოდალური ხასიათისა იყო. რუსეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ადგილობრივ ფეოდალებს. აჯანყებულები საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. 1841-1843 წლებში შამილმა შეძლო რამდენიმე გამარჯვების მოპოვება, კვლავ დაიკავა ავარია და დაღესტნის მთელი რიგი რაიონები. იმამის სამფლობელო მნიშვნელოვნად გაიზარდა, მისი ჯარი 20 ათას კაცს აღწევდა. 1844 წელს რუსეთის ჯარმა შამილის დასაყრდენი აული დარგო იერიშით აიღო და დაანგრია; მთიელებმა ბრძოლით დაიხიეს მთებში და მიუვალ ადგილებს შეაფარეს თავი. მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეძლეს ალყაში მოექციათ ახალი მთავარსარდალი მიხეილ ვორონცოვი, რომელმაც დახმარე ძალების მოშველიებით გაარღვია რკალი. 1846 წელს ვორონცოვმა იმამატს სიმაგრეთა რკალი შემოარტყა და ისე შეუტია, რომ მნიშვნელოვნად შეავიწროვა შამილის პოზიციები.
შამილი მძევლების აყვანას ნაწილობრივ იმ იმედით აწარმოებდა, რომ ისინი რუსებისათვის საკუთარი ვაჟის, ჯემალ ედ–დინის სანაცვლოდ შეეთავაზებინა. 1839 წელს, როდესაც ჯემალ ედ–დინი ექვსი წლის იყო, უმოწყალო ბრძოლის დროს შამილმა იგი რუს გენერალს, ალექსანდრე გრაბეს მძევლად ჩააბარა, რათა თავისი მებრძოლები და ოჯახის სხვა წევრები გადაერჩინა. შემდგომში ჯემალ-ედ–დინი რუსეთში ქართველი არისტოკრატის მიერ აღიზარდა. იგი წლების მანძილზე პეტერბურგის ელიტაში ტრიალებდა და კარგი განათლების მქონე ევროპელის ცხოვრებით ცხოვრობდა. მან ქრისტიანობა მიიღო და ვარშავაში, პოლონეთში, დაბანაკებული რუსული ჯარის ოფიცერი გახდა. 1855 წლის მარტში შამილმა მიზანს მიაღწია, როდესაც თავისი ვაჟი ქართველების - ჭავჭავაძეების ოჯახის წევრებზე გადაცვლის შედეგად დაიბრუნა, ხოლო ეს ოჯახი შამილის მებრძოლებმა მძევლებად ცხრა თვით ადრე აიყვანეს. 1843 წელს იმამ შამილმა გადაწყვიტა, რომ  არღუნის ხეობიდან არაგვის აუზის გავლით საქართველოზე მოულოდნელი თავდასხმა განეხორციელებინა. 1843 წლის ივნისის შუა რიცხვებში შამილის განთქმული ნაიბი ახვერდი მაჰმადი 5000-იანი მხედრით მოულოდნელად თავს დაესხა შატილს. შატილში ამ დროს ზრდასრული მამაკაცი 70-ს არ აღემატებოდა, აქედან ცეცხლსასროლი იარაღი ნახევარსაც არ ჰქონდა. იბრძოდა ყველა: ბავშვი, ქალი, მოხუცი. იარაღად იყენებდნენ ყველაფერს, რასაც ხელი მოხვდებოდათ. "60 შატილელი 3 დღეს იცავდა თავის სახლ-კარს ახვერდი მაჰმადის 5000 თავდამსხმელისგან.  ბრძოლა ღამით მიდიოდა. შატილივნებმა ჩარდახებზე და გალავნებზე ცეცხლმოკიდებული ფიჭვის მორები ჩამოკიდეს და მათ დროდადრო ადუღებულ ერბოს ასხამდნენ გასაღვივებლად. თავიდან მომხვდურები ითხოვდნენ როგორც საქართველოს სიღრმეში გზის გახსნას ასევე ხარკსაც. ხოლო შემდეგ, როცა ბრძოლა გაუჭირდათ უკვე მარტო გატარებაზეც თანახმა იყვნენ. თუმცა შატილივნების, ანატორლების და გუროვლების გაერთიანებულმა ჯარმა მტრის უკან გაბრუნება შეძლო, თან მათი სარდალიც სასიკვდილოდ დაჭრეს. შატილიონთა ნასროლი ტყვიით სასიკვდილოდ დაიჭრა ახვერდი მაჰმადი  და 100 კაცი თანამებრძოლი მოუკლეს შატილიონებმა. თვითონ კი ერთი კაცი დაჰკარგეს, რომელიც ახვერდი მაჰმადის საფლავზე დაკლეს" – წერდა რ. ერისთავი 1855 წელს გაზეთ "კავკაზში". ნახევარ საუკუნემდე ინახავდნენ შატილიონები ახვერდი მაჰმადის თეთრ, ნატყვიარ ნაბადს.  6 წლის შემდეგ, 1849 წელს, მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა შატილიონებს ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ქვა გამოუგზავნა რუსული და ქართული წარწერით: "უმაღლსისა ბრძანებისამებრ, ჯილდოდ შატილელთად, დამარცხებისთვის ახვერდი მაჰმადისა და მისთა შეყრილთა ჯართასა ჩყმგ წელსა შინა. აღშენებულ არს ჩყმთ წელსა განკარგულებითა კნიაზისა ნამესტნიკისათა". ეს ქვა ამჟამად სოფლის მუზეუმის ქვითკირის კედელზეა მიმაგრებული და დაინტერესებულ სტუმრებს სიამაყით უჩვენებენ შატილელები.
1851 რუსების მხარეზე გადავიდა ჰაჯი-მურატი (ხუნძახი, ახლანდელი დაღესტანი) —, დაღესტნისა და ჩაჩნეთის მთიელთა გამათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე. ავარიის სახანოს  ერთ-ერთი მმართველი, შამილის ნაიბი. მიაღწია რიგ გამარჯვებას რუსულ ჯარზე. მათგან მთებში გაქცევის მცდელობისას მოკლეს. ქ. ნუხის მახლობლად, ახლანდელი ქ. შაქი, აზერბაიჯანი გ. 23 აპრილი, 5 მაისი, 1852).
1854 წელს, შამილის აჯანყების დროს, წინანდლის სასახლე დაარბიეს, და გადაწვეს. ტყვედ წაიყვანეს დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები — სულ 24 ადამიანი..
დავით   ჭავჭავაძის ოჯახს  წინანდალში თან ახლდა ბავშვების ფრანგი აღმზრდელი ქალი ანა  დრანსე.  3  ივლისს წინანდალში ჩავიდნენ ანას და –  ილია ორბელიანის  (გრ.  ორბელიანის ძმის) მეუღლე ბარბარე პატარა გიორგით, ნიკოლოზ ბარათაშვილის და  ნინო, ძიძა და ორი მოახლე. დავით ჭავჭავაძის ცოლი, ანა ილიას ასული – ბარბალე  ორბელიანის მკვიდრი და.  თუმცა ოჯახური თავყრილობის მონაწილეთა ნეტარება ხანმოკლე აღმოჩნდა.    1854 წლის 4 ივლისს, იმამი შამილის ხელქვეითები თავს დაესხნენ წინანდალს და საფუძვლიანად დაარბიეს ჭავჭავაძეების სახლი და მამული    მათ გაძარცვეს სასახლის 22  ოთახი.  ძარცვამ საათზე მეტხანს გასტანა.  მათ   დაიტაცეს ძვირფასი ნადავლი - ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტები, მაქმანები, ძვირფასი   ჭურჭლეულობა,  სკივრები,  ქსოვილები,  ძვირფასი შალეული და სხვა მრავალი   ძვირფასი ნივთი.     ანა დრანსეს გადმოცემით, “მათი დარტყმებისაგან მინები  აზრიალდა და   ჩაიმსხვრა,  აჭრიალდა ავეჯი,  სკივრებში აწკრიალდა ვერცხლი,  ჩვენამდე მოდიოდა   ორი ფორტეპიანოს არეული ხმები,  რომელთა  კლავიშებზედაც აბრახუნებდნენ  ისინი” .  ყველაზე თავზარდამცემი ის იყო,  რომ თავდამსხმელებმა მიაგნეს სხვენში  დამალულ ქალებს,  ბავშვებს,  მოსამსახურეებს და 24  მათგანი,  აქვითინებული,    ტანსაცმელშემოფლეთილი და გაწეწილთმიანი,  ცხენებით გაიტაცეს.  გატაცებულთა  შორის იყვნენ:  დავითის მეუღლე ანა ხუთი შვილით - 6  წლის სალომე, 5  წლის  მართა, 3 წლის თამარი, 1.5 წლის ალექსანდრე, 4 თვის ლიდია; 4 წლის ძმისშვილი  ელენე,  რომელიც სტუმრად იმყოფებოდა მამიდასთან,  ანას და ბარბალე  (გრიგოლ  ორბელიანის ძმის,  ილიას მეუღლე)  პატარა ვაჟით,  ნიკოლოზ ბარათაშვილის და  ნინო, ფრანგი აღმზრდელი ანა დრანსე, მებაღე მოსე, სოფლის მღვდელი, მღვდლის  ცოლი, თავადის მოურავის მეუღლე დარეჯანი და სხვები.   ლეკების თავდასხმის დროს ჭავჭავაძეებთან იმყოფებოდა მ.ი.  ლერმონტოვის  ნათესავი,  გიორგი ახვერდოვი,  რომელიც ტყვეობას ბაღში გაქცევით გადაურჩა,   სადაც ერთი დღე და ღამე ხეზე იმყოფებოდა.  ა.  ვერდერევსკი გადმოგვცემს,  რომ  “ავადმყოფი და უიარაღო ახვერდოვი,  გავარდა ბაღში თავის ხსნის საძებნელად,  მიირბინა ხევის კლდის პირას ოც-ოცდაათი საჟენის სიმაღლეზედ მდგომ ხეებთან,  ავარდა ერთს იმათგანზედ, რომელიც თავის სიმძიმით გადაიხარა უფსკრულისაკენ  და ამგვარად დაკიდებული ტოტზედ, დარჩა ამ მდგომარეობაში ერთი დღე და ღამე   და ამით გადარჩა დაღუპვას და   ტყვეობას” თავდამსხმელებმა წინანდალი რამდენიმე საათში დატოვეს. მათ თან გაიყოლეს უამრავი ქონება და წასვლის წინ ცეცხლს მისცეს სასახლე და მისი შემოგარენი,
გადაწვეს ბაღი.  ცეცხლის შედეგად თითქმის მთლიანად დაიწვა გარსევან და
ალექსანდრე ჭავჭავაძეების მდიდარი ბიბლიოთეკა და საარქივო დოკუმენტები, რის  გამოც,  ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული წყარო და მოვლენა ჩვენთვის დღესაც  უცნობია.    გატაცების დროს, დავითის მეუღლე ანა ლეკი ცხენოსნის უკან იყო მიბმული.   მას ოთხი თვის ბავშვი ხელში ეჭირა.  ანამ ჯოჯოხეთურ ტანჯვას ვეღარ გაუძლო,   ხელი დაუბუჟდა და ბავშვი ჩამოუვარდა. 4  თვის ჩვილი ლიდია ცხენებმა  გადათქერეს...    მომხდარი ამბის მესამე დღეს ლიდიას სხეული იმავე ადგილას იპოვეს, სადაც   დავარდა და გამტაცებლებზე დადევნებული მამისათვის მიუტანიათ.  დავით   ჭავჭავაძემ თავისი შვილის გვამი    წინანდალში გადმოასვენა და წინანდლის წმ.   გიორგის ეკლესიაში დაკრძალა  ]. საფლავის მარამრილოს ქვა  წარწერით  დღესაც დაცულია თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში   ტყვეების გამოსყიდვაზე დიდი მოლაპარაკება გაიმართა. შამილმა ნიკოლოზ I-   ს მოსთხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მძევლად აყვანილი მისი შვილი,    ჯემალ-ედინი გაენთავისუფლებინა და დავით ჭავჭავაძეს მისთვის 1  მილიონი   მანეთი გადაეხადა, რაც შემდეგ 40 ათას მანეთამდე  (ვერცხლი) იქნა შემცირებული.     აღნიშნული პირობები შესრულდა.  ჯემალ-ედინი შამილმა დაიბრუნა,  მაგრამ რუსეთის მეფის კარზე რამდენიმე წელს ევროპულად აღზრდილი,   მთის გარემოს  ვეღარ შეეგუა და ორ წელიწადში გარდაიცვალა.  დავით ჭავჭავაძემ შამილის   დარბევის შემდეგ ჭავჭავაძეთა ზარალის - 106  ათასი მანეთის და თავისი ოჯახის  ტყვეობიდან გამოსახსნელად რუსეთის საიმპერატორო ბანკიდან სესხი აიღო,   რომლის სანაცვლოდაც თავისი ადგილ-მამულები რუსეთის სახელმწიფო ბანკში  დააგირავა.    დავით ჭავჭავაძემ შეძლებისდაგვარად აღადგინა გადამწვარი სასახლე და  ჭავჭავაძეები  წინანდლის საზაფხულო რეზიდენციის ხშირი სტუმრები იყვნენ.   შემდგომ წლებში, დავით ჭავჭავაძემ ვეღარ შეძლო თავისი ადგილ-მამულების გირაოდან გამოხსნა.  ამას დაემატა მემკვიდრეობით მიღებული ვალებიც,  რომლის გადაუხდელობაც საბოლოოდ გახდა ჭავჭავაძეების გაკოტრების მიზეზი  აღებული ვალის სანაცვლოდ წინანდლის,  ნაფარეულის, მუკუზანის და სხვა ადგილ-მამულები საუფლისწულო დეპარტამენტმა შეიძინა, ამ დროიდან საფუძველი ეყრება წინანდლის საუფლისწულო მამულს, რომლის გაფართოება,  მართვა და რეკონსტრუქციაც რუსეთის მეფის მმართველობითა და განკარგულებით ხდებოდა.  აღნიშნული პერიოდიდან მთელმა მამულმა,  ისევე  როგორც ბაღმა, საფუძვლიანი ცვლილებები განიცადა.  ალ.  ჭავჭავაძის სასახლის რუსეთის საიმპერატორო კარის საკუთრებაში  გადასვლის შემდეგ,  არსებული სასახლე და სხვა დამხმარე ნაგებობები  საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებად გადააკეთეს,  ხოლო უნიკალური   ღვინის სარდაფებიდან უზარმაზარი ქვევრები ამოიღეს და გაყიდეს   საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის მიერ მოწვეული სპეციალისტების   თაოსნობით გაჩაღდა ჭავჭავაძისეული ზოგიერთი შენობა-ნაგებობის გადაკეთება და  ახალ შენობათა მშენებლობა.  კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები არქიტექტორ   ალექსანდრე ოზეროვის პროექტით განხორციელდა.  პროექტით 1884-1887 წლებში წინანდლის საუფლისწულო მამულში აშენდა 180 ათასი დეკალიტრის ტევადობის ღვინის სარდაფი, რომელიც იმ დროს მეღვინეობის   ერთ-ერთ უდიდეს ნაგებობად ითვლებოდა რუსეთის იმპერიაში.
1886-1887  წლებში ჭავჭავაძეების დამწვარი სასახლის საძირკველზე დღევანდელი სასახლე აღადგინეს. ახალი სასახლის საფუძველი სწორედ გადამწვარი   სასახლე გახდა,  რომლის გათვალისწინებითაც ამჟამინდელი შენობა აიგო. ყოფილ    სასახლეს სამხრეთით მოანგრიეს 35 მეტრი სიგანის ოთახები, ჩრდილოეთით - წინა   ნაწილი და ქართული აგურით ნაგები ფასადი – აჟურული ხის აივანი მიაშენეს.     სასახლის სადარბაზო შესასვლელთან,  საგანგებოდ გაფორმებულ მაღალ   ვესტიბიულში, განიერი, მუხის  მოჩუქურთმებული კიბე აღმართეს, რომელიც მეორე   სართულზე მიემართებოდა. სასახლეს წინა მხრიდან აჟურული ხის აივანი მიაშენეს   (რაც დღემდეა შემონახული).

1794 წელს ედის ჩამომავლობის ჩეჩნურ ოჯახში, სოფელ ბენოიში დაიბადა ბაისუნგურ ბენოელი. ბაისუნგურის შესახებ ცნობები 1839 წლამდე არ მოიპოვება. 1839 წელს კი ცნობილია რომ ბაისუნგური ხელმძღვანელობს სოფელ ბენოის თემს, რომელიც ერთ–ერთ მთავარ დასაყრდენ პუნქტს წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
1839 წლისათვის სოფელ ბენოის თავს აფარებდა იმამი ტაშუ ხაჯი, დაღესტნიდან გამოქცეული შამილი თავის ოჯახთან ერთად, რომელიც ჩეჩნეთში გადასვლის შემდეგ ბაისუნგურმა თავის ოჯახში შეიფარა. შემდგომში ბაისუნგური გახდა ინიციატორი და მთავარი შემოქმედი იმისა რომ შამილი გამხადარიყო ჩეჩნეთის იმამი. ბაისუნგურის დიდმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 1839 წელს შამილმა დაიკავა კიდეც იმამის თანამდებობა. ამის პერიოდში ბენოის მაცხოვრებელთა მოთხოვნით, შამილმა ბაისუნგური დანიშნა სოფელ ბენოის ნაიბად, ხოლო მის მოადგილეთ ასევე გამოჩენილი მებრძოლი სოლდამურატი. ბაისუნგური სიცოცხლის ბოლომდე ბენოის უცვლელ და სამაგალითო ხელმძღვანელად დარჩა.
ბაისნგურ ბენოის ნაიბად დანიშვნის შემდეგ, სოფელ ბენოის ცხოვრება ორგანიზებული გახდა. ბაისუნგური დიდ ყურადღებას აქცევდა დისციპლინის განმტკიცებას, ნაიბის ბრძანებების და შარიათის კანონების შესრულებას. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ ბენოის მოსახლეობა ყოველგავრი ყოყმანის გარეშე, მხარში ერთგულად ედგა ბაისუნგურს, ყველა წამოწყების დროს. რუსეთის იმპერიის ჩრდილო კავკასიაში გააქტიურების შემდეგ ბაისუნგური აქტიურ მონაწილებას იღებს იმპერიის წინააღმდეგ გამართულ ბროლებში. ბაისუნგურმა და მისმა რაზმმა 1842 წლის, ივნისის თვეში მონაწილეობა მიიღო იჩქერიის მხედართმთავრის შოაიფ–მოლა ცენტროველის ხელმძღვანელობით, რუსეთის იმპერიის ჯარების განადგურებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალ–ადიუტანტი გრაბე. 1845 წელს ბაისუნგური, ბენოელებთან ერთად მონაწილეობს გრაფ ვორონცოვის არმიის განადგურებაში. ამ ბრძოლის შედეგად რუსეთის იმპერიამ დაკარგა სამი ათასზე მეტი ოფიცერი და ჯარისკაცი. ამ პერიოდიდან მოყოლებული 14 წელი რუსეთის იმპერია თავს იკავებდა იჩქერიაში გალაშქრებაზე. 1847 წელს შამილის ჩრდილოკავკასიის ემირად გამოცხადების შემდეგ, იგი პრაქტიკულად მოწყდა საზოგადოებას და ნაკლები ურთიერთობა ჰქნოდა ხალხთან. შამილს ამ პერიოდში გარს ეხვია საკამოდ ბევრი მლიქვნელი, რომლებიც შამილს მარტო არ ტოვებდნენ. საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილება ბაისუნგურმა საჯაროდ განაცხადა რადგან არ მიეცა საშუალება შამილისთვის პირადად მოეხსენებინა იმ პერიოდში საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების შესახებ. ბაისუნგურმა თავისი შეხედულებები თხოვნით დაასრულა სადაც იგი იმამს მიმართავდა რომ ხალხთან ახლოს ყოფილიყო. მიუხედავათ ამისა შამილმა ბაისუნგურის შეხედულებები ყურად არ იღო, რამაც მათ შორის წარმოშვა კამათი. ბაისუნგურმა ამ მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა საერთოდ აღარ გამოჩენილიყო ემირის სასახლეში, რომელიც იმჟამად მდებარეობდა ჩეჩნეთის ულამაზეს დასახლება – ვედენოში. ამ მოვლენებიდან მცირე ხანში ბაისუნგურმა მიიღი ცნობა იმის თაობაზე რომ რუსეთის იმპერიის ჯარებმა, დაღესტანში ალყა შემოარტყეს აულ გერგებილს. იგი რამოდენიმე ათეული მეომრით გაემართა დაღესტანში. აქ აღსანიშნავია ის რომ ბაისუნგურმა წინა წლებში გამართულ ბრძოლებში დაკარგა ერთი ხელი და ერთი თვალი, ხოლო გერგებილის შეტაკების დროს ბაისუნგურს ზარბაზნიდან გასროლიმა ტყვიამ ფეხი მოაგლიჯა. ამ ბრძოლაში რუსეთის მეფის ჯარისკაცებმა უგონოდ მყოფი ბაისუნგური ბრძოლის ველიდან გაიტანეს და ასე ჩაუვარდათ 53 წლის ნაიბი რუსებს ტყვეთ.
შამილმა განიცადა ბაისუნგურის ტყვეთ ჩავარდნა და მისი პირადი კონტროლის ქვეშ დაიწყო მოქმედებები, რათა ბაისუნგური ტყვეობიდან განთავისუფლებულიყო. 1847 წლის ივნისში დაჭრილი ნაიბი რუსებმა ტემირ–ხან–სურინსკის გარნიზონის ჰოსპიტალიდან ციხის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სოლდამურატმა ამ პერიოდში მიიღო ცნობა რომ ბაისუნგური უნდა გადაეყვანათ გროზნოს ციხე–სიმაგრეში, სადაც მოხდებოდა ბაისუნგურის დასჯა. ბაისუნგურის გაცილება დავალებული ჰქონდა კურინსკის პოლკის ასეულს. სოლდამურატმა გადაწყვიტა გზაში თავდასმხა რათა ამ ფორმით მოეხდინა ვეინახების ერთგული მებრძოლის ტყვეობიდან განთავისუფლება. სოლდამურატის ამ თავდასხმამ შედეგი მოიტანა და ბაისუნგური ტყვეობიდან განთავისუფლდა. 1856 წელს რუსეთის იმპერიამ განაახლა შეტევები ჩეჩნეთის იმამატზე. ამ წლებში რუსეთის მხარეს გადავიდა შამილის საქვეყნოდ ცნობილი მრჩეველი იუსუფ–ხაჯი, ასევე შამილის ნაიბები: ჯემალ ჩირკევსკის ვაჟი, ესქი ჩარტოევსკი, საადოლა დიშნელი, დუბა ჭიხნელი და სხვები. 1858 წელს ივლისის თვის შუა რიცხვებში ბაისუნგურმა და სოლდამურატმა შამილისგან მიიღეს მითითება, რომ 16 ივლისს, შალიში გაიმართებოდა თავყრილობა და უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ამ შეკრების დროს შამილი შემდეგი სიტყვებით მიმართა დამსწრეთ: „არ შეგეშინდეთ რუსების, მე 7 მებრძოლით გამოვარღვიე ახულგო. ფიქრადაც არ გაივლოთ რომ თქვენ დაგტოვოთ დახმარების გარეშე და მთებში გავიხიზნები. არა მე მოვკვდები აქ, თქვენს მიწაზე, თქვენ ხომ ნამდვილი ვაჟკაცები ხართ. იყავით მშვიდად და ნურაფრის შეგეშინდებათ.“ ამის შემდეგ იმამმა, მისმა შვილმა ყაზი–მუჰამედმა და ნაიბებმა დაიფიცეს რომ უმჯობესი იქნებოდა ბრძოლაში დაღუპვა ვიდრე დამორჩილება. ამ პერიოდიდან მოყოლებული რუსეთის იმპერია გარკვეულ წარმატებას აღწევს თავისუფლების და დამოუკიდბლობის მოყვარე ჩეჩნების წინააღმდეგ. 1858 წლის შემოდგომაზე შატოელებმა დაყარეს იარაღი. 1859 წლის 8 თებერვლისათვის რუსეთის იმპერიის ჯარებმა მიაღწიეს იმამატის დედაქალაქ ვედენომდე. ამ პერიოდში შამილმა ვედენოში დატოვა თავისი შვილი, 3500 მეომარი და 13 ნაიბი, ხოლო თვითონ რამოდენიმე ერთგულ ადამიანთან ერთად გაემგზავრა ერსიონში. ვედენოსთვის ბრძოლა რუსეთის იმპერიის გამარჯვებით დამთავრდა. 1 აპრილს შამილმა ერსიონში მოიწვია ყრილობა და უკანასკნელად სცადა ჩეჩნების შემობრუნება, თუმცა სიტუაცია ძალიან მძიმე იყო. რუსეთის ხელისუფლებამ ნაიბების უმრავლესობა მოსყიდვის და შემდგომში ძალაუფლების დაპირებით გადაიბირა ნაიბი ტალხიგი, ედილ ვედენოელი და უმალათ იჩქერიელი. 1859 წლის 4 ივლისს მტრის მხარეს გადასული ნაიბები გამოცხადნენ გროზნოში და მოითხოვეს რუსების მიერ დაპირებული თანამდებობები. მეფის ხელისუფლებამ ისინი სხვადასხვა სამეფო ჩინ–მედლებით დააჯილდოვა და ის ტერიოტორიები ჩააბარა რასაც შამილის მართველობის პერიოდში მართავდნენ. ამ მძიმე მდგომარეობის მიუხედავდ ბაისუნგურ ბენოელი კვლავ ერთგული დარჩა თავისი ქვეყნისა და ფიცი არასოდეს არ გაუტეხია. ამ პერიოდში შამილი გადავიდა დაღესტანში, სადაც გამაგრდა ციხე–სიმაგრე ღუბინში (აქ დაიბადა შამილი). ბაისუნგური რამოდენიმე ერთგულ ნაიბთან ერთად ორგანიზებას უწევდა ღუბინის დაცვას. რუსების პირველი იერიში ბაისუნგურმა წარმატებით მოიგერია. თუმცა მეორე დღეს უფრო ძლიერი იერიში მიიტანა რუსეთის იმპერიის ჯარმა. ამ იერიშების პარალელურად მოსალაპარაკებლად გამოგზავნილი ბარონი ვრანგლერი, შამილს სთავაზობს ჩაბარდეს რუსეთის ხელისუფლებას და საპასუხოდ მიიღებს მექაში გამგზავრების უფლებას. პირველი შემოთავაზება შამილმა უარყო, და განაცხადა: „მე მინდა ვიბრძოლო და ბრძოლაში მოვკვდე“. ამ კრიტიკულ მომენტში გაისმა შამილის შამილი ვაჟიშვილთან ერთად. ვაჟის ყაზი–მუჰამედის შამილი ვაჟიშვილთან ერთად. თხოვნა მუდარა რომ იგი დანებდეს რუსეთის ხელისუფლებას. ეს იყო მომენტი იმამს მიეღო გადაწყვეტილება ან ბრძოლაში დაღუპულიყო ან ჩაბარებულიყო. მისგან სიცოცხლეს მოითხოვდნენ ოჯახის წევრები. იმამმა თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავი განსაცდელი გადაიტანა და ამ კრიტიკულ მომენტში შამილი მრისხანე, დაუნდობელი, ბრწყინვალე და სახელოვანი ვაჟკაცი ყველასათვის მოულოდნელად გადაიქცა დაუძლურებულ მოხუცად, რომელსაც არც სურვილი, არც შესაძლებლობა და ძალა ბრძოლის გაგრძლებისა არ გააჩნდა. 1859 წლის 25 აგვისტოს შამილმა მიიღო ჩაბარების გადაწყვეტილება. ამ პროცესის შესახებ მოგონებები შამილისგან ჩაიწერა ა. რუნოვსკიმ. როდესაც შამილმა მიიღო ჩაბარების გადაწყვეტილება, ბაისუნგურ ბენოელი თავის ორ ვაჟიშვილთან ერთად გამოცხადდა აულ ღუბინის გასასვლელთან. დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ბაისუნგური და შამილი იქვე მდგარ ფარდულში განმარტოვდნენ, რა დროსაც ბაისუნგური შამილს არწმუნებდა რომ არ ჩაბარებულიყო და პირდებოდა რომ ალყას გაარღვევდა და სთავაზობდა კვლავ ჩეჩნეთში დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებას. თუმცა შამილმა მისი შემოთავაზება უარყო და გაემართა რუსეთის ჯარისკენ რა დროსაც ბაისუნგურმა იარაღი მოიმარჯვა და იმამს რამოდენიმეჯერ დაუძახა „შემალ!“, შამილი უკან მიუხედავად განაგრძობდა გზას. შემდგომში შამილმა ეს სიტუაცია, რუსი გენერლის მიერ დაკითხვის დროს შემდგენაირად განმარტა: „მე რომ მივტრიალებულიყავი ბაისუნგური აუცილებლად მესროდა“ და გენერლის კითხვაზე „მას ხომ ისედაც შეეძლო ესროლა?“ იმამმა უპასუხა: „ჩეჩნები ზურგში არ ესვრიან!“ ამის შემდეგ ბაისუნგური თავის თანამებრძოლებთან ერთად, რომელთა რაოდენობა შეადგენდა 100 კაცს, დაეშვა ღუბინის ციხიდან ალყის გასარღვევად, ალყას მხოლოდ 30 მეომარმა დააღწია თავი და ისევ ჩეჩნეთში, აულ ბენოიში დაბრუნდა ბაისუნგური. 1859 წელს გენერალ ევდოკიმოვის ბრძანებით, აული ბენოის ალყა შემოარტყეს და მთლიანად გადაწვეს ხოლო მოსახლეობა მეზობელ სოფლებში გადაასახლეს. ბენოელთა ნაწილი ბაისუნგურისა და სოლდამურატის ხელმძღვანელობით განაგრძობდნენ წინააღმდეგობას. ბაისუნგური სხვა ვეინახური თემის ლიდერებთან ერთად გეგმავდა სახალხო აჯანყების მოწყობას. ერთ–ერთი გადმოცემის თანახმად ბენოის მეჩეთში სადაც სიტვით გამოვიდნენ ბაისუნგური და სოლდამურატი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ იბრძოლებდნენ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის. 1860 წლის მაისში სოფელ ბენოიში და მდინარე არღუნის ზემო წელში ჩეჩნები იწყებენ შეიარაღებულ აჯანყებას. როდესაც ბაისუნგურმა ეს აჯანყება დაიწყო, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით შამილმა წერილი მიწერა ბაისუნგურს რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს და რომ რუსეთის შესაძლებლობები უზარმაზარია. ბაისუნგურმა საპასუხო წერილში, შამილს მიწერა რომ მან (შამილმა) საუკუნო სირცხვილი მოსცხო საკუთარ ავტორიტეტს, როცა თავისუფლებისთვის ბრძოლა გაცვალა ტყვეობასა და მონობაზე.  1859 წლიდან 1868 წლამდე შამილი რუსთა ტყვეობაში იყო. შეიძლება ითქვას, რომ რუსების ხელში მან საპატიო ტყვეობა გაიარა. დატყვევებიდან ერთი თვის თავზე იგი პეტერბურგში, იმპერატორ ალექსანდრე მეორესთან მიიყვანეს, თანაც, იარაღითა და ქამარ-ხანჯლით აღჭურვილი – რუსები გაგებით მოეკიდნენ იმ ფაქტს, რომ კავკასიელისთვის იარაღის აყრა შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ამაზე შემდგომში მთელი ევროპა წერდა. ამ შეხვედრის დროს იმპერატორს შამილისთვის უთქვამს: მონანიება არ არის საჭიროო და მეგობრობა შესთავაზა. ალექსანდრე მეორემ შამილსა და მისი ოჯახის 22 წევრს პენსია დაუნიშნა 20 ათასი მანეთის ოდენობით, პლუს შამილს ცალკე – 15 ათასი მანეთი. როგორც მაშინდელი პრესა წერდა, ეს თანხა აღემატებოდა 1850-1851 წლებში მთლიანად შამილის იმამათის მეომართა მიერ მოპოვებულ ნადავლს. საინტერესოა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შამილი კალუგაში დაასახლა და იქ “კავკასიური სახლი” აუშენა, რომელსაც ეზოში მეჩეთიც ჰქონდა. შამილის უკანასკნელი თხოვნა იყო, რომ რუსებს ნება დაერთოთ მისთვის, მექაში წასულიყო და მაჰმადიანთა წმიდა ადგილები მოელოცა. იმპერატორის ნებართვით შამილი მექაში ჩავიდა და ღმერთს შესთხოვა, რომ მისი ცხოვრება ამ წმინდა მიწაზე დასრულებულიყო. მართლაც, ამ პერიოდში, კერძოდ, 1871 წელს, იგი ქალაქ მედინაში გარდაიცვალა. „კავკასიელი არწივი” – შამილი დაკრძალულია მუსლიმანთა უწმიდეს ადგილზე – ჯანიათ-ალ-ბაქირის სასაფლაოზე. შამილის პიროვნება საერთო კავკასიური ფენომენი გახლდათ, ამიტომ, ასეთი დიდი პიროვნების „მიკუთვნებას“ ბევრი ერი ცდილობდა, მათ შორის ქართველებიც. რა თქმა უნდა, ვარაუდები დოკუმენტურად ვერ დასტურდება. თვითონ ეს ვერსია, ალბათ, იქიდან აგორდა, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი არაერთხელ იმყოფებოდა დაღესტანში, სადაც ის თანაგრძნობას პოულობდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. შამილის დედა ობლად იზრდებოდა და საერთოდ არ აპირებდა გათხოვებას, რომ არა ახლო ნათესავების დაჟინებული თხოვნა, რის შედეგადაც იგი ცოლად გაჰყვა შამილის მამას – დენგა-მუჰამედს. გათხოვებამდე სოფელ გიმრიში მცხოვრებ ობოლ ბახუმესედას ადგილობრივი გავლენიანი ოჯახი მფარველობდა, რომლის სახლშიც იგი მსახურობდა. არაა გამორიცხული, რომ ამ ჭორის (ანუ, შამილის ქართული წარმომავლობის) საფუძველი ისიც გამხდარიყო, რომ ზემოაღნიშნული გავლენიანი ოჯახი ალექსანდრე ბატონიშვილს ხშირად მასპინძლობდა. რომ ალექსანდრე ბატონიშვილი იყო მამა შამილისა, ეს აზრი ალ. ფრონელმა გაავრცელა. ამის საფუძვლად მან მიიჩნია ალექსანდრეს ხანგრძლივი ყოფნა დაღესტანში. სხვა რამ უფრო სარწმუნო მას არ მიუთითებია. ამჟამად სრულიად ნათელია, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი 1813 წლამდე დაღესტანში არ ყოფილა, შამილი კი ამ დროისთვის უკვე 13-14 წლის ან კიდევ მეტის იყო. (დაიბადა 1791 წ.), მისი დაბადების თარაიღი საკამათოა დღემდე, ზოგის ვარაუდით ის 1797 წელს, ზოგის ვარაუდით 1798 წელს, ხოლო ზოგის ვარაუდით 1799 წელს., მაგრამ ყველა თანხმდება იმაში რომ იგი დბადებულია 1790 იან წლებში. 1860 წლის აჯანყების დროს აულ ბენოის მებრძოლ მაცხვორებლებს შემოუერთდნენ მეზობელი სოფლის მაცხოვრბელებიც, რის შედეგადაც ეს აჯანყება მთლიანად ჩეჩნეთს მოედო. გენერალ–მაიორ მუსა კუნდუხოვის მიერ მიტანილი 4 იერიში, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა ჩეჩნებმა წარმატებით მოიგერიეს. მეფის ჯარების მარცხმა 8 თვიანი მშვიდობა მოუტანა ვეინახებს. 1861 წლის იანვრის ბოლოს მეფის რუსეთის უზარმაზარი საჯარისო შენაერთების მიერ ვეინახების აჯანყება ჩახშობილ იქნა. ამ შეტევაში მონაწიელობას იღებდა რუსების 46 ქვეითი ბატალიონი, დონის სამი პოლკი და დრაგუნთა ერთი პოლკი. 1861 წლის 17 თებერვალს რუსეთის ჯარის მიერ ალყაში მოექცა ბენოელთა რაზმი რა დროსაც ბაისუნგური ტყვეთ ჩავარდა. ხოლო სოლდამურატმა გაარღვია ალყა და გაიქცა არღუნის ხეობაში სადაც იქცა განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერათ. აჯანყების ხელმძღვანელს ბაისუნგურ ბენოელს სამხედრო–საველე სასამართლომ სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯა. კვირა დღე იყო როდესაც ხასავ–იურთის მოედანზე შეკრებილი ხალხის წინ ოთხთვალათი მოჰყავდათ, ცალთვალა, ცალხელა და ცალფეხა ბაისუნგურ ბენოელი. რუსმა ოფიცრებმა მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართეს რომ ბაისუნგურის ჩამოხრჩობის პროცესის ჩასატარებლად თუ ვინმე მსურველი იქნებოდა, გასამრჯელოდ მიიღებდა სოლიდურ თანხას. მაგრამ არავინ არ გამოეპასუხა დამსწრეთაგან. ამას ელოდნენ კიდეც რუსი ოფიცრები და წინასწარ ამ საქმისთვის შემზდებულიც ჰყავდათ ერთ–ერთი ლეკი, მაგრამ ბაისუნგურმა ცდა არ დაიწყო და თავად გადაეშვა მარადიულ სასუფეველში. ასე მოხდა რომ 1859 წელს შამილის დამარცხებისა და ასობით ათასი  მაჰმადიანის თურქეთში გადასახლების     მიუხედავად  ნაყშბანდითა  ქსელმა  განაგრძო  მოქმედება   კავკასიაში  და  ამ  ორგანიზაციამ  მისცა  ბიძგი 1877 წლის დიდ აჯანყებას  ჩეჩნეთში და დაღესტანში. დაღესტნის ტომებმა და აფხაზებმა ისარგებლეს იმ წელს დაწყებული რუსეთ-თურქეთის ომით დაკონსტანტინეპოლში მცხოვრები შამილის უფროსი შვილი ღაზი-მოჰამედის დახმარებით კიდევ ერთხელსსცადეს რუსეთის უღლის გადაგდება.   1877 წლის აპრილში რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებიდან სულთანმა აბდულ-ჰამიდმა შესთავაზა შამილისშვილს დაღესტნის განთავისუფლების ორგანიზაცია აღმოსავლეთი ანატოლიიდან.  კავკასიაში გააგზავნეს ემისარები ღაზი–მოჰამედის და სულთანის წერილებით რომლებსაც დარტყმულიჰქონდა ხალიფას ბეჭედი.  ამის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდნენ დაღესტანის და ჩეჩნეთის ხალხები და მათ ღაზი-მოჰამედიგამოაცხადეს დაღესტნის მეოთხე იმამად.  ღაზიმოჰამედი სათავეში ჩაუდგა თურქეთში გადასახლებულ მრავალ ათას ჩეჩენ და დაღესტნელცხენოსანს და ისინი დაიძრნენ აღმოსავლეთის ფრონტისაკენ მთიელებთან კავშირის დასამყარებლად. ამავე დროს 1864 წელს თურქეთში გადასახლებულმა 107 წლის ჩერქეზმა ბელადმა ბერზეკ ჰაჯი დახუმოკმასხვა ჩერქეზ ბელადებთან ერთად შექმნა ცხენოსანთა ბრიგადა ჩერქეზ მოხალისეთა დამხმარეძალა,ჩაუდგა ამ ბრიგადას სათავეში და შეებრძოლა რუსებს დასავლეთის ფრონტზე ევროპულ თურქეთში. ის გამოირჩა ვაჟკაცობით და სულთანმა ის დააჯილდოვა მედიდჯეს დიდი ორდენით. ბერზეკ ჰაჯიდახუმოკი 110 წლისა გარდაიცვალა. მაგრამ თურქეთი ომში დამარცხდა და 1878 წლის 3 მარტს სან სტეფანოში დადებული შეთანხმებისშემდეგ დაღესტანს თავს დაატყდა საშინელი რეპრესიები.   1878 წელს რუსებმა ისევ ალყაში მოაქციეს გუნიბი,დაღესტნის გულში მყოფი მთიანი ბასტიონი,სადაცგამაგრებული იყო შამილი და სადაც ის ტყვედ ჩაბარდა. გუნიბს თავს აფარებდა 10000 მთიელი.გარემოცვა ამჯერად 2,5 თვე გაგრძელდა და როდესაც აჯანყებულები ბოლოს და ბოლოს დანებდნენ მათინაწილი დახოცეს. შამილის შვილის ემისარები და აჯანყების ლიდერები,მთლიანობაში ხუთასზე მეტიჩეჩენი და დაღესტნელი დახვრიტეს,მაშინ როდესაც მთიელთა დაახლოებით ათი ათასი ოჯახი ციბირისკატორღებზე გადაასახლეს. რუსეთის ჯარმა მთლიანად დაანგრია მთიელთა 600ზე მეტი სოფელი. ამ ტრაღიკული მოვლენების შემდეგ დაიწყო თურქეთში გადასახლების ახალი მრავალწლიანი ტალღა.18781900 წლებში ოსმალეთში გადასახლდა 100000ზე მეტი მთიელი ჩეჩენი და აფხაზი. რუსულმა ადმინისტრაციამ მკვეთრად შეამცირა დაღესტნელებისთვის,კუმიკებისთვის,ავარებისთვის და ლეკებისთვის  ნებადართული  კვოტები.    ამას გარდაამ ნებართვებს თან ახლდა დრაკონული ზომები  რომელთაც დაღესტნელთა ემიგრაცია პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.

2 comments:

  1. ისტორიულ ძმებს ვაინახებს

    დღესაც მოესმით ხეობებს,
    ექოდ ნადენი ძახილი.
    დებით არ უჟანგებიათ,
    თოფი, ფარი და მახვილი.
    ბეჭის კლდის ქიმზე მიბჯენა,
    ბრძოლა თუ იყო გახდილი.
    ზედ აღბეჭვდია ფრიალოს,
    ვაინახების აჩრდილი.
    მტრის ბოღმად მოუნელები,
    ბევრისთვის ყელში გაჩრილი.
    როცა ცა იქუფრებოდა,
    სამტრო თუ იყო გზავნილი,
    ერთ ხელის წვდომაზე იყო,
    ქავი და ციხე- შატილი.
    ავ კარგიანად დახვედრით,
    ერთურთი ბევრჯერ დაცდილი.
    მაგრამ ღალატი არცროდის,
    მტრობაც, ძმობაც და სადილიც.
    ცნობის, ძმობის და ნდობისთვის,
    გზა მუდამ იყო გახსნილი.
    საერთო ცისთავის და კლდისთვის,
    წყლისთვის, მიწისთვის აღზრდილნი.
    სამშობლოს გადასარჩენად,
    გადაძახ -გადმოძახილი.
    ორივეთ მხრიდან პირადის,
    მსხვერპლად მიტანის წადილი.
    სიკვდილ სიცოცხლის წუთებში,
    ძმობის ჩვენება ნამდვილი.
    და თუ საჭირო ხდებოდა,
    თუ აღარ სჭრიდა მანდილი,
    ან ყოფნა არყოფნის ზღვარზე,
    სასწორი მტრისკე დახრილი
    და ბედის უკუღმართობით,
    უბსკრულის პირი გაჭრილი.
    გზის გახსნა სტუმრად მიღება,
    ყოველთვის იყო ადვილი.
    დრო იყო ხუნძის წინძღოლით,
    ბევრ მტერს უმოკლეს მანძილი.
    დრო იყო ვაჟკაც ბენოელს
    გვერდს უმშვენებდა შამილი.

    მაგრამ დრო ულმობელია,
    წინასწარ არვის აფრთხილებს,
    ვინ იფიქრებდა ხუნძი თუ
    ბრძოლას აღარც კი აპირებს.
    ცალხელ, ცალფეხა, ცალთვალა,
    ჯერ ბევრ მტრის დედას ატირებს.
    ცალგული ბაისუნგური,
    ცეცხლშენთებული საკირე.
    სულ ლეგენდებში იცოცხლებს,
    ერთხელ თუ გაინაპირეს.
    ეგ გული არის რომ ბორგავს,
    სამშობლოს მტერბეს რომ აშინებს.
    თავის თავს, ხსოვნას, ძეგლს უდგამს,
    თავის სხეულს თუ აცივებს.
    თავის მოდგმას რომ არ არცხვენს,
    მტერს რომ არცროდის აცინებს.
    დღეს ზრდიან ვაინახები,
    სოლდამურატის არწივებს.
    ეგ ის მზერაა რომელიც,
    ცეცხლის წვიმას რომ აწვიმებს.
    ჰაჯიმურატის ან სხვათა,
    ვინც სახელზე სცვლის ნადიმებს.

    და თუნდაც დიდ ხუნძს ზურგიდან,
    ტყვიისთვის რომ ვერ იმეტებს.
    სხვის მაგალთის მიმცემი,
    ძახილზე რომ ვერ იხედებს.
    ბევრი გმირობის ჩამდენი,
    როგორ დასასრულს იბედებს?
    ეგ ვაჯკაცური სულია
    ჭრილობის სისხლს რომ იდედებს.
    მტერს რიცხოვნება კი არა,
    აეგ უცრუებს იმედებს.

    a. beqauri

    ReplyDelete
  2. ეს რა უბედურებაა😡😡😡😡

    ReplyDelete