Tuesday, February 28, 2017

ბექაურებისა და დიდებაშვილების წარმოშვების ისტორია და საგვარეულო გენეოლოგიური განშტოვებანი -1

ბექაურების... დიდებაშვილების... წარმოშვება და განშტივებანი
გადმოცემის თანახმად გვარი ბექაური, დღევანდელი ხევსურეთიდან, ისტორილი ფხოვიდან მოდის. ფხოვი საქართველოს იტორიული კუთხე აღმოსავლეთ მთიანეთში, ძირითადად მოიცავდა დღევანდელ ფშავხევსურეთსა და დღევანდელი ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ნაწილს. რომელიც გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთით  (უღელტეხილს ახლაც ფხიტურის გადასავლელი ქვია) მდებარეობდა. ფხოვი აგრეთვე ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთით დიდოელთ (დაღევანდელი დაღესტანის ტერიტორიაზე მცხოვრებთ), სამხრეთ აღმოსავლეთით თუშეთს და ერწოთიანეთს. ჩრდილო კავკასიელი მთიელები ხევსურეთში  მცხოვრებთფხი“–ეს ეძახიან დღესაც.
 
ბექაურთა გვარის წინაპრები  უკაანაახოდან (ჩირდილის ხეობა, დღევანდელი ხევსურეთი) გადმოსულან გუდამაყარში.  ჩირდილის ხეობაში, დღევანდელ სოფელ უკანაახოში (დღევანდელი სოფელი უკანაახო შედგებოდა შემდეგი დასახლებული ადგილებისაგან: უკანახო, აჭეხა, არყნი,უბანი,ლიფოდა, ხიჯალი, დინიფხო, ხელაურთასადაც   ადრე ბექაურების, წიკლაურების, ხარხელაურების, თლოშიაურების, ბუბუნაურების, თამნიაურების და სხვათა წინაპრებს უცხოვრიათ, ხოლო შემდეგ მიგრაციული თუ სხვა მიზეზთა გამო  გუდამაყარში გადასხლებულან. მათ მომიჯნავედ, ჩირდილი წყლის გაღმა უცხოვრიათ ბუჩუკურთა წინაპრებს, ხოლო მათ აღმოსავლეთით: გველეშთი, დათვისში და მოწმაოში გიგაურებს.  ბუჩუკურების ნაწილი  მთიულეთშინაწილი კი ხევში გადასახლებულან. ჩირდილის ხეობის სამ სოფელში:ჩირდილში, ბუჩუკურთას, და უკანაახოში ჩამოსახლებულანსამაგანძუროსშემავალი ხევსურები (ჭინჭარაულები, გოგოჭურები და არაბულები) კერძოდ: სოფელ ჩირდილშიგორშეღმის ხეობიდან ჩამოსახლებულან არაბულები. სოფელ ბუჩუკურთასსოფელ ჭორმეშიონიდან ჩამოსახლებულან გოგოჭურები, ხოლო სოფელ უკანახოში კი სოფელ გუდანიდან, აგრეთვე რამოდენიმე ოჯახი ჭიედან(ფანდურაანთ და ხარშუაანთ მამიშვილობის) ჩამოსახლებულან ჭინჭარაულები. ასევე ღულიდან  გადმოსახლებულან ქისტაურთა გვარის (ჯიღალაანთ, ხუტიანთ და ლეგაანთ მამიშვილობის) რამოდენიმე ოჯახი (ლეგაანთ ჭალა ახლაც არსებობს უკანაახოში).  ბაკურხევში (დრევანდელი სოფელი ბაკურხევი მოიცავს  ორ უბანს- საკერპოსა და გორულს) დასახლებულან სოფელ ბაცალიგოდან ფიცხელაურებისოფელ გველეთეთიდან, სოფელ მოწმაოდან და სოფელ დათვისიდან გიგაურები გადასახლებულან ჭართალში, (რომლებიც ბლოელი გიგაურები განაყრები ყოფილანმათ ადგლზე კი ამ სოფლებში დასახლებულან გორშეღმის ხეობელი  ბაცალიგოდან ჩამსახლებულან არაბულები და ფიცხელაურები.
წიკლაურთა წინაპრებს  ჯერ შუაფხოსთან ახლოსმაშარაში უცხოვრიათ შემდეგ როშკის წყლის ხეობაშიფაფარენაში დასახებულან, წიკლაურთა შათამომავლობიდან როშკაში(ფაფარენაში) ვინც დამკვიდერბულა მას სახელად თურმანა რქმევია.  დროთა განმავლობაში წიკლაურები გამრავლებულან და  როშკიდან სხვადასხვა მიმართულებით განსახლებულან: ადრეულ ეტაპზე უკანახო-გუდამაყარი-ხევი, არხოტი (თურმანას ერთერთი შთამომავალი ბერდი თავის შვილებით არხოტის სოფელ ამღაში გადასულა საცხოვრებლად).
არხოტში სოფელ ამღაში წიკლაურის გვარს გარდა ბერდიშვილებისა, რომლებიც როშკიდან (ფაფარენადან) არიან გადასულები, დღეს წიკლაურიების გვარს  ატარებენ შემდეგი მამიშვილობების შთამომავლებიძამურანი, ქარჩანი,  (ქარჩაისძენი თუშეთიდან გადმოსული კიკიძეები ყოფილან ამღას, უთურგიანი (შუღლიანი), ჭოლიკაურნი(ამღაში მოსახლე ჭოლიკაურების  ნაწილი წიკლაურის გვარზე გადასაულან, ხოლო  ამღიდან ბარში ადრე მიგრირებულთა შთამომავლები ჭოლიკაურად იწერებიან დღესაც), გილანი(გილანი ამღიდან ართხმოში გადასახლებულან შემდგომ), ჩინგლანი (ჩინგლანი  ადრე ბახალაურები ყოფილან), ბასილანი (არხოტიდან ერწოში გადმოსახლებულან, დღეს ბასილურის გვარს ატარებენ).
გადმოცემის თანახმად უკანაახოში   ბექა ძმად გაფიცვია როშკიდან უკანაახოში  საცხოვრებლად გადასაულ წიკლაურთა ერთ-ერთი შთამომავალს  წიქას(შემდგომში გუდამაყრელ წიკლაურთა წინაპარი), რის შემდეგაც ისინი ძმად იწოდებოდნენ თურმე, მაგრამ ძმად გაფიცულები (ანუ ძმებისავარაუდოდ გუდამაყარში გადასახლების შემდეგ  ხასიათით თურმე ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ ამიტომაც გაყრილან და ძმობა გაუყრიათ (ძაღლი გაუკვეთიათ). ამიტომ ამის შემდეგ მათ შორის ქალიც მოდიოდა მაგრამ საერთო ხატის (პირიმზე- ფუძის ანგელოზის) ყმად დარჩენილან.
 გუდამაყარში  წიკლაურის გვარი მიუღიათ ან როგორც მთაში ამბობენ, წიკლაურთა გვარზე შემდგარან გუდამაყარში სოფ. ჩობალაურთაში და სოფელ ბახანში მცხოვრები ჩობალაურები, ფახვიჯში (ადრე ფახვიჯს ფხაეთი ერქვა) ფხაეთის ხეობაში (დღევანდელი ბაკურხევის ხეობაში) მცხოვრები იგრიაულები. დიხჩოში, ლუთხუბში, მაქართაში, ზანდუკში მცხოვრები თლოშიაურები.  გუდამაყრის სოფელ ათნოხში მცხოვრები უკანაახოდან  მოსული თამნიაურები (ათნოხში ცხოვრობდნენ აგრეთვე აფციაურები), უკანაახოდან სოფელ დუმაცხოში გადასახლებული ხარხელაურები და ბუბუნაურები (დუმაცხოში ცხოვრობდნენ აგრეთვე აფციაურები), თუმცა შემდგომ ხარხელაურთა და ბუბუნაურთა ნაწილი სოფელ  ბურსაჭირში და ნაწილი სოფელ ბოსლევში გადასახლებულან, ნაწილი კი მიგრაციული პროცესების გამო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, კერძოდ: ხორხშიკასპში, მანგლისში, ერწოთიანეთშიკახეთში, გარე კახეთში  და აშ გადასახლებულან.... 
 
რაც შეეხება სასაფლაოს, ხარხელაურებიც და ბუბუნაურებიც დუმაცხოში იმარხებოდნენ თურმე. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ მიგრაციული პროცესების დროს ბარში ჩამოსახლებული ხარხელაურათა და ბუბუნაურთა ნაწილი თავის ძირითად გვარებს დაბრუნებიან, ხოლო ვინც მთაში დარჩა ისინი წიკლაურად იწერებიან და დღესაც ასე მოიხსენიებენ ერთმანეთს მაგ: თამნიაურთ წიკლაური, ბუბუნაურთ წიკლაური, ხარხელაურთ წიკლაური, ჩობალაურთ წიკლაური.
ასევე წეკლაურად დაწერილა  ბაკურხევის წყლის ხეობაში ხევსურეთიდან გადმოსახლებული, მოსისხლეს გამორიდებული ჭინჭარაულების ერთ ოჯახი.
გუდამაყრის სოფელ ლუთხუბში დასახლებულა, არხოტის სოფელ ამღაში დაობლებული ბიჭის შთამომავლები. ეს ბიჭი რომელიც არხოტის სოფელ ამღაში დაობლებულა, როშკელ ბიძაშვილს გვარად წიკლაურს, წამოუყვანია და გაუზრდია, რის შემდეგაც გუდამყრის  სოფელ ლუთხუბელ ქალზე დაქორწინებულა და გუდამაყრის სოფელ ლუთხუბში დარჩენილა საცხოვრებლად. (შემდეგ მისი შთამომავლებები იკვლივგორანაში გადასახლებულან).
როდესაც გუდამაყრელი მლოცველი (წიკლაურბექაურები) უკანა ახოში თავიანთი ხატის ფუძის ანგელოზის სალოცავად მოდიოდნენ, უკანაახოელი ჭინჭარაულები ვალდებულნი იყვნენ დახვედროდნენ მათ ოთხოთხი საკლავით. თაფლით, პურით და და საგანგებოდ ნადუღი ლუდით. ასევე ყოველწლიურად ხუთ ცხვარს აძლევდნე ჭართლიდან   მთავარანგელოზის სალოცავში   ამოსულ გიგაურებს მათ ძველ ფუძეზე დასახლებული ბაცალიგოელი  „სამაგანძუროს“  ხევსურები.
როგორც ზემოთ ავღნიშნე დუმაცხოში და ათნოხში ცხოვრობდენენ აფციაურები, რომლებიც სავარაუდოდ დახვდნენ გუდამაყარში გადმოსულ ზემოთ ჩამოთვლილ გვარებს. (აფციაურთა და ჩოხელთა წინაპრებსაფცას და ჩაღის, გადმოცემის თანახმად ანატორის ჩრდილოეთით, ჯალაბაურების და სისვაურებთან ახლოს, მითხოს(ჩეჩნეთის შემადგენლობაში მყოფი ხეობა) მომიჯნავედ უცხოვრიათ.. საიდანაც გადმოსახლებულან გუდამაყარში და დასაბამი დაუდიათ აფციაურთა და ჩოხელთა გვარებისთვის). დუმაცხოში აფციაურებს შეყრია, ანუ როგორც ამბობენ მათ გვარზე გადასულა პირიქითა ხევსურეთის თემიდან მოსისხლეს გამორიდებული ჯალაბაურთა გვარის ერთი მამაკაცი, რომლის შთამომავლებიც დღეს ცხოვრობენ დუმაცხოში და აფციაურად იწერებიანამ ჯალაბაურს კიდევ სამი ძმა ყოლი. ერთი ძმა დასახლებულა ფშავში, რომელსაც მისრია რქმევია და რომლის შთამომავლები დღესაც ფშავში მისრიაშვილებად იწერებიან. მეორე ძმას დავითი რქმევია და თიანეთში ივრის ხეობაში დასხლებულა და მისი შთამომავლები დავითაშვილებად იწერებიან, ხოლო მესამე ძმა უკან შატილში ძველ ნასახლარზე დასახლებულა, რომლის შთამომავლებიც დღეს ჭინჭარაულად იწერებიან, მაგრამ მოიხსენიებენ როგორც ჯალაბაურთ ჭინჭარაულებს.
გადმოცემის თანახმად, წარმოშვებით სოფელ დუმაცხოდან, ხარხალა აფციაურის შთამომაველები არიან გორის რაიონში მცხოვრები ხარხელები.
გადმოცემის თანახმად ძირად აფციაურებიაგუდამაყრიდან არიან  გდასახლებული   სოფელ ქაისხევში და სოფელ ტონჩაში მცხოვრები გაგელიძეები.
გადმოცემის თანახმად გუდამაყრიდან ფხაეთიდან(დღევანდელი ფახვიჯიდანარიან გადასული ციგრიაშვილები, რომლებიც ძირად იგრიაულები ყოფილან.
 გადმოცემის თანახმად  1795 წლის 11 სექტემბერის  ბრძოლაში  300 არაგველთა შორის სხვა დანარჩენ მთიელებთან ერთად ბექაურებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომელნიც სამუდამოდ დარჩნენ კრწანისის ველზე. მათი მედროშე ნინია აფციაური, სოფელ ათნოხიდან იყო.
გვარი ბექაური გადმოცემის მიხედვით საკუთარი სახელისაგან ბექასგან წარმოშობილა, ლეგენდის თანახმად, გუდამაყრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ფხიტურის მთის გადაღმაისტორილი ფხოვის ტერიტორიაზე) დღევანდელი  ხევსურეთის მხარეს, ჩირდილის ხეობაში, დღევანდელ სოფელ უკანა ახოში (დღევანდელი სოფელი უკანაახო შედგებოდა შემდეგი დასახლებული ადგილებისაგან: უკანახო, აჭეხა, არყნი,უბანი,ლიფოდა, ხიჯალი, დინიფხო, ხელაურთაყოფილა ბექაურთა წინაპრების ძველი ფუძე. სადაც დღემდე არსებულ  სალოცავს ფუძის ანგელოზს ეძახიან. როგორც ამბობენ სოფელ უკანაახოში გვარი უცხო ტომის მტერს ამოუწყვეტია. გადარჩენილა მხოლოდ ფეხმძიმე ქალი (რძალი) რომელიც გუდამაყრის ხეობიდან ყოფილა წარმოშვებით. ქალი მამის სახლში მობრუნებულა და თან დაუქადნია, ჩემი შვილის შთამომალები გამრავლდებიან და ძველ ფუძეს არ დაივიწყებენ და ყურადღებასც მიაქცევენო. მამის სახლში მობრუნებულ ქალს  ბიჭი შესძენია, რომლისათვისაც ბექა დაურქმევიათ. სწორედ ბექა ითვლება ბექაურთა გვარის წინაპრადბექას შთამომავლები ძველ ფუძეზე დასახლებულან და ხვთის მადლით გამრავლებულან. შემდეგ  ბექაურთა ნაწილი დროის სხვადასხვა პერიოდში, მცირე მიწისა თუ უფრო მეტი უსაფრთხოების მიზნით  უკანაახოდან გუდამაყარში გადასახლებულან.
ბექაურთა გვარი ნელ-ნელა მრავლდებოდა, რომ გაერჩიათ უფრო კონკრეტულად ვისი შტოსი იყო ესა თუ ის ახალგაზრდა გვარში დაწინაურებული სახელიანი კაცების მიხედვით გამოჰყოფდნენ მათ შთამომავლებსა და განაყრებს. მაგალითად:თორელათ, ხადაანთ, დიდებათ, შარვანიანთ, მიქაანთ, ბაიაანთ, ობლიაანთ, ცუცქუნაურთ და სხვა ბექაურებს.
 
ბარში ჩამოსახლების შემდეგ ბექაურები როგორც დანარჩენი მთიელი გვარების ნაწილი, საარქივო  თუ საეკლესიო, ჩანაწერების მიხედვით არამარტო ბექაურებად, არამედ, გვარისა და წარმომავლობის მიხედვით დაწერილან მაგალითად:ბექაურიბექურისშვილებად, ბექაურიხადას შვილებად, ბექაურითორელას შვილებად, ბექაურიმიქას შვილებად, ბექაურიდიდებას შვილებად და ასე შემდეგ. მათი უმეტესობა ბექაურის გვარს დაბრუნებია. რაც შეეხება დიდებაშვილებს, ბარში ჩამოსახლებული დიდებათ ბექაურთა ნაწილი დაწერილა ბექაურად, ხილო ნაწილი კი დიდებაშვილების გვარს ატარებს დღესაც. ამიტომაცაა დღეს ბექაურთა ერთი ნაწილი რომ იძახისმე დიდებათ ბექაური ვარო“.  გვარად კი დაფიქსირდა ორი შტო: ბექაურები და დიდებაშვილები.
არის  რამოდენიმე ისეთი შემთხვევებიც როცა ბექაურის გვარზე გადმოვიდნენ სხვა გვარი წარმომადგენლები და  ბექაურის გვარზე ( დედის გვარზე) იწერიებიან ანუ დედით ბექაურეები. ასევე გუდამაყრიდან სხვადახვა დროს გადასახლებული ბექაურთა ოჯახები სხვა გვარს ატარებენ დღეს კერძოდ:
გადმოცემის თანახმად ხადაანთ ბექაურების განყრები არიან  ფასანაურთან ახლოს ბიბილაანში მცხოვრებნი (ბიბილაურები, ზოგი ბიბილაშვილის გვარს ატარებს). ბიბილა ბექაური კიტოხიდან  ჯერ მთიულეთში გადასახლებულა, რომელ ადგილსაც დღეს ბიბილაანს უწოდებენ. შემდეგ სოფელ ველთაურიანთკარში ჩამოსახლებულან, შემდეგ ვერ შეგუებიან ამ ადგილს 1871 წელს და უკან მთიულეთში დაბრუნებულან ისევ.
გრემისხევის მახლობლად სოფ. ქედელოში გუდამაყრიდან  სოფელ გამსიდან გამოსახლებულა  მოსისხლეს გამორიდებული ბექაური თავისი შვილებით და შვილიშვილებით, რომლებიც თაბორიძედ დაწერილან. 1873 წლის აღწერით ამ სოფელში გუდამაყრიდან ჩამოსახლებული 6 ოჯახი თაბორიძე ცხოვრობდა.
 ასევე ძირად ბექაურები არიან ბაქაქურები, ბაქარ ბექაურის შთამომავლები. რომლებიც სოფელ გამსიდან მოსისხლეს გამორიდებიან და გუდამაყრის სოფელ გამსიდან გადასახლებულან  ჯერ ანანურის მიმდებარედ, საიდანაც მისი შთამომავლის გაბიდას შვილებიროგორც 1804 წლის აჯანყების მონაწილენი იძულებულნი ყოფილან გასცლოდნენ ამ ადგილს, რის შემდეგაც 1814 წლიდან სოფელ ოძისის მიმდებარედ სოფელ ჭაშაში (ადრე მზვრიანი ქედი ერქვა). რის შემდეგაც მოსისხლესათვის კვალის არევის მიზნით. ბაქაქურის გვარზე დაწერილან (ახლა ამ სოფელს ბაქაქურები ქვია).
ძირად ბექაურებია ახმეტის რაიონში მცხოვრები მარუქაშვილების ნაწილი, გადმოცემის მიხედვით გუდამაყრისნ სოფელ კიტოხში ბექაურების ოჯახი ინფექციურ დაავადებას (ყვავილს ან შავ ჭირს) ამოუწყვეტია, გადარჩენილა  მხოლოდ ორი მცირე წლოვანი და-ძმა. და მამიდას წაუყვანია გასასზრდელად, ხოლო ძმა კახეთისკენ მომდინარ  მეცხვარეს წამოუყვანია, შემდეგ ეს ბიჭი უშვილებია ახმეტის რაიონში მარუქაშვილების უშვილო ოჯახს, რის შემდეგაც თავის გვარზე მარუქაშვილზე დაუწერია.
ასევე გულიათ ბექაურთა  განშტოვების ბექაურთა რამოდენიმე ოჯახი  გულიაშვილის გვარს ატარებს დღეს.
გუდამაყარში ბექაურთა სოფლებია: თორელანი (ადრე ჭიმშო ერქვა), კიტოხი, დიდებანი (ადრე გოგანაურთა ერქვა), გამსი(ადრე გამხისი ერქვა), ცუცქუნაურთა(ადრე საუხი ერქვა). 
თორელანიადრე ამ სოფელს ჭიმშო რქმევია. (ეს სოფელი დასახლებულა ზემო გამსის დაბლა მცხოვრები სოფ.ჭალივერის მაცხოვრებლებით) ცხოვრობენ - თორელანი.
გამსში ცხოვრობდნენ ბექაურები: შარვანიანი, ობლიაანი, ბაიანითამაზიანი, მამუკიანი(იგივე ბაჩომიანი) და თურქიაანი.
ზემო კიტოხში ცხოვრობდნენ-ხადაანი. ზემო კიტოხში სახნავი მიწები ეკუთვნოდათ ასევე გამსში მცხოვრბ ბექაურებს.
დიდებათანი (ადრე გოგანაურთა ერქვა) ცხოვრობდნენ- დიდებანი, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან:დათვიაანთ, ლომიაანთ, ბაინდურაანთ, ბექაურიანთ, მამისწარიაანთ, მღვდლიანთ და სხვა განშტოვებებად.
ცუცქუნაურთა (ადრე  საუხი ერქვა) -ეს სოფელი დასახლებულა ზემო გამსიდან გამოსული ცუცქუნაურთა შტოსგან  (ადრე გამსელებიც თურმე ცუცქუნაურთას იმარხებოდნენ) ცხოვრობენ-ცუცქუნაურები.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ლეგენდის თანახმად უკანა ახოდან (ჩირდილის ხეობიდან) მომხდარა ბექაურთა მიგრაცია გუდამაყარში.. სულ ბოლოს შარვანიანთ ბექაურთა შტოს წარმომადგენლები გადმოსულან საცხოვრებლად გუდამაყარში... ამიტომაც, ვიდრე გუდამაყარში გადმოსახლდებოდნენ, მანამდის შარვანიანთ წინაპრები ხვდებოდნენ  და მასპინძლობდნენ თურმე ძველ ფუძეზე სალოცავად მოსულთ.
ხოლო ზურაბ ერისთავიუს ლაშქრის წინააღმდეგ გამოჩენილი გმირული ბრძოლის შემდეგ, ჩირდილის ხეობაშიუკანა ახოში, ფუძის ანგელოზობას შარვანიანთ ბექაურთა უპირატესობა დღემდე იგრძნობა. შარვანიანთ ბექურები მასპინძლობენ უკანაახოში ფუზისანგელოზობას მოსულ მლოცველს, ადუღებენ ლუდს, პირველნი ისინი ეახლებიან ხატის კარს, პირველი მათი ინთება სანთელი და საკლავიც მათი იკვლება პირველი. ეს ტრადიცია რომ არ დაირღვეს დღემდე მორიგეობენ შარვანიანთა შტოს ოჯახები,რათა ერთერთი მათგანი მაინც დახვდეს ხატის კარზე მოსულ სტუმარს.
გუდამაყარში პირიმზის ხატობა 28 აგვისტოს მოდის და მარიამობას ემთხვევა. ხატის ყველა ყმა გვარიშვილი თანაბრად მონაწილეობს რიტუალში, ხოლო ფუძის ანგელოზობის დღესასაწაული  გარდამავალია, სექტემბრის პირველ შაბათ-კვირაში მოდის და გუდამაყრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ფხიტურის მთის გადაღმა ძველ ფუძეზე  იმართება.  თუ მარიამობა პარასკევამდე მოვიდა იმავე შაბათ- კვირას მოდის, ხოლო თუ მარიამობა  პარასკევის შემდეგ მოვიდა  მომდევნო შაბათ- კვირას.  მსვლელობა  გუდამაყრიდან პირიმზის მოედნიდან  ხევისბრის მიერ სათემო დროშის გამობრძანებითმისი წინ გაძღოლით  იწყება და  ბაკურხევს გავლით, ფხიტურის უღელტეხილის გადავლით, ისტორიული ფხოვის, დღევანდელი ხევსურეთის ტერიტორიაზე, ჩირდილის ხეობაში, სოფელ უკანაახოში იმართება. მსვლელობის დაწყების წინ დროშის გამობრძანება ხდება ხუთშაბათს შუადღის შემდეგ, მლოცავი ხევისბრის წინ გაძღოლით პირიმზის მოედანიდან  ჩაივლიან  შავი არაგვის ჭალას  ღამეს ოსავის ნიშთან, (ბაკურხევამდის არ მისული) გაათევენ, მეორე დილით პარასკევს კი გადაივლიან ფხიტურის მთას და დაბანაკადებიან უკანაახოში სოფლამდე არ მისული ფერდობზე. (თუ 28 აგვისტო, მარიამობა ხუთშაბათ დღეს მოვიდა მაშინ პარასკევს დილით ადრე ღამიანად დაიწყება მსვლელობა პირიმზის მოედნიდან, შესვენების გარეშე გდაივლიან ფხიტურის მთას და ღამის გასათევად დაბანაკდებიან უკანაახოში სოფლამდე არ მისული ფერდობზე).  შაბათ დილიდან  უკანაახოში ფუძისანგელოზის დღეობა დაიწყება, საღამოს ამ რიტუალის დამთავრების შემდეგ ისევ დაბანაკდებიან სადაც ღამე გათენეს, ხოლო კვირას ფხიტურის მთის გადამოვლით ბრუნდებიან უკან.
 1774
წლის აღწერით მორიგე ჯარში 52 ხმლიანი ბექაური ექვემდებარებოდა გაწვევას.

No comments:

Post a Comment