Wednesday, March 1, 2017

ბექაურებისა და დიდებაშვილების წარმოშვების ისტორია და საგვარეულო გენეოლოგიური განშტოვებანი -4

  მთიდან ჩასახლებულთა  ხარჯზე, თანდათან იზრდებოდა  შირაქის მოსახლეობა.

       ქვემო ქედში უცხოვრია ვინმე ნინასრომელიც  ბიჭურად ჩაცმული დადიოდა საქონლის სამწყემსურში და ანა ბაჯივით ებრძოდა ყაჩაღებსრომლებთან შერკინებაშიც ტოლს არ უდებდა  მამაკაცებსერთხელ „პრისტავი“ ბაქრაძეც კი უცემიარომლის უსამართლო საქციელსაც განურისხებია ნინაროცა ამ ამბის შემსწრე „სტრაჟნიკები“ ბაქრაძის მისაშველებლად მისულან და  დამნაშავის  შეპყრობა დაუპირებიათქუდის ქვეშ დამალული ნაწნავები გამოსჩენია  ნინას.  მაშინღა მიმხვდარანრომ ქალი იყო და თავი დაუნებებიათ.ქვემო ქედში ჩასახლებულებსა და მდიდარ თუშ მეცხვარეებს შორის  ურთიერთობა  1906 წლის შემოდგომიდან დაძაბულა, რაც 1907 წლისათვის მწვავე კონფლიქტში გადაზრდილა1907 წელს ჩამოვარდნილა  უთანხმოება ფშავლებსა (ქვემო ქედელებიდა  თუშ მეცხვარეებს შორის1907 წელს მთავრობას შეუჩერებია  შირაქში ჩასახლება1908 წლიდან კი  საერთოდ აუკრძალავს.        თავიანთი ინტერესების დამცველად ცისკარიშვილი აურჩევიათ  თუშებსფშავლებს კი ვაჟასთვის უთხოვიათ დახმარებარომ თვალყური ედევნებინა ახალშექმნილი  მიწის მომრიგებელი კომისიისათვის, ასევე ადგილობრივთაგან არავინ დაჩაგრულიყო,  გაუნათლებლობისა და წერა-კითხვის უცოდინრობის  გამო.      ვაჟა მანამდეც გულშემატკივრობდა თავის თანამოძმეებს  შირაქში. ჯერ კიდევ 1896 წელს იგი  გაზეთ ,,კვალში“ (#41) წერდა, რომ ზამთარში გაჩენილმა ხანძარმა მწყემსების საზამთრო ქოხები დააზიანა, ბინებთან ახლოს და მის მიმდებარედ საძოვრები გადაწვარითიც დიდი ზარალი ნახა მომთაბარე მოსახლეობამ.  ამას დაემატა ტყის მცველთა საქციელირომლებიც საშენ მასალას მკაცრად აკონტროლებდნენ და მომთაბარეთ არ აძლევდნენ ბინების შეკეთების  საშუალებასვაჟა ასევე აღნიშნავდა: იქნებ სახელმწიფომ გაითვალისწინოს შექმნილი ვითარება და საშენი მასალის იაფად ყიდვის საშუალება მისცეს მომთაბარეებსოიგი  ასევე ითხოვდარომ დაზარალებულთათვის შეემსუბუქებინათ საბალახო იჯარა.       1906 წელს გაზეთ ,,მეგობრობა ში“ (60) ვაჟა წერდა:  მიუხედავად მუხლჩაუხრელი შრომისა (ხვნათიბვამკა და ლეწვა)მთიელი გლეხი მაინც მშიერია და ამიტომაც მიაშურა შირაქის ნაყოფიერმიწებსო.
 
1906 წლის გაზეთში (,,მეგობრობა“, #72) დაბეჭდილი იყო სტატიარომ მთავრობას ხალხი შირაქიდან ისევ უკან უნდა დაებრუნებინარამაც დიდ საგონებელში ჩააგდო მთის მცირემიწიანი მოსახლეობა, რომელსაც  გადაწყვეტილი  ჰქონდა  ბარში ჩასახლებააღნიშნული სტატიის საპასუხოდამავე წელს ვაჟა წერდა (გაზეთი ,,მეგობრობა“, #75): დანამდვილებით ვიციასევე  მთიდან შირაქში ჩასახლებულებისაგან მაქვს უტყუარი ინფორმაციარომ მათ არავინ უკრძალავს რაიმეს და არც მთავრობისაგან იკრძალება მთიდან ბარში ჩასახლებაო
      ქვემო ქედელებს მომრიგებელ-შუამავალი ჯორჯაძე მიმხრობიათ, რომლისთვის ანგარიში გაუწევია და სიტყვა დაუჯერებია ლოზინსკისმაგრამ შემდეგ, 1908 წლიდან, მთავრობამ  მართლაც შეაჩერა ჩასახლება, საქმის სრულ გარკვევამდე, რასაც ვაჟა ძალიან განიცდიდა  და რაზეც  უკვე 1908 წელს წერდა (გაზეთი ,,ამირანი“, #98): ახლა მთიდან  ბარში ჩასახლების მსურველებს რადღა უკეტავენ შირაქის კარებსეშმაკმა უწყისო.       1907 წლის ზამთრიდან დაწყებული კონფლიქტი, ერთი მხრივ, თუშ მეცხვარეებსა და, მეორე მხრივ,  ქვემო ქედელებსა  და არხილოსკალოელებს შორის, 1913 წლისათვის ისე გამწვავებულარომ დაპირისპირებებს უკვე ღია ხასიათი მიუღია.  თუშებს ამ დროისათვის უკვე შეიარაღებული ყარაულები ჰყავდათ დაყენებულირომლებიც ქვემო ქედელებსა და არხილოსკალოელებს არ აძლევდნენ მინდვრით სარგებლობის  უფლებასვაჟა კი  უკმაყოფილებას გამოთქვამდა თუშების მიმართ, რომლებსაც არ აკლდათ  ნასწავლი ხალხი:   რატომ არ უხსნიან თავიანთ მდიდარ  თანამემაულეებსრომ არც თვითონ სახლდებიან   ამ მიწაზე და სხვა ქართველ მთიელ მოსახლეობასაც ხელს უშლიანო. ვაჟა გამოთქვამდა მოსაზრებას: ამ კონფლიქტის შედეგადშეიძლება ისე მოხდესდღეს იქნება თუ ხვალშირაქი არც ერთს არ დარჩეს და ეს ძირძველი ქართული ადგილები გადამთიელმა დაიკავოსოსაქმე იქამდე მივიდარომ თუშებს  მიწის მომრიგებელი კომისიისათვის მიუმართავთ  წინადადებით, არხილოსკალოელები აეყარათ და ქვემო ქედში გადაესახლებინათრათა ორი სოფლიდან ერთი მთლიანად გამოთავისუფლებულიყო,  ქვემო ქედელებისათვის კი ჯარიმები გადაეხდევინებინათ იმ მიწაზე თავიანთი საქონლის გადაშვებისათვისრომელიც მათი ცხვრის საძოვარი იყორათა გაუსაძლისი გამხდარიყო  ამ მიწაზე მათი დარჩენა.          ქვემო ქედელებსა და არხილოსკალოელებს სასწრაფოდ მოუხმიათ ვაჟა-ფშაველასთვის და, ბაზიერ ბაიაშვილის ხელით, საგზაო თანხად ოცდაათი თუმანი გაუგზავნიათ (გაყიდული ყველისა და ერბოს ფული შეუგროვებიათ).                  1913-1914 წლებში ვაჟა რამდენჯერმე ჩასულა  ქვემო ქედშიიმხანად ყარალაშვილი ყოფილა  ბოქაულითუში მეცხვარეების ვექილი კი - ცისკარიშვილივაჟა ბევრ თუშს იცნობდა ახლოს მეგობრობდა  დიმიტრი და ლეო ცისკარიშვილებთანასევე ივანე ბუქურაულთანახლოს იცნობდა ასევე ივანე ღვთისავარის ძე ცისკარიშვილსკარგი ურთიერთობა ჰქონდა იმ პერიოდში დუშეთის მაზრის უფროს ფილიპე ცისკარიშვილთანიცნობდა ლევან ცისკარიშვილსა (რომელიც ბოქაულად მუშაობდა ერთ დროსდა სხვებს...                   სამი დღე მხოლოდ უსმენია დაცვის მხარისა და მიწის მომრიგებელი კომიისის წევრებისათვის   ვაჟასხმა არ ამოუღიაშემდეგმიწის მომრიგებელი კომისიის  წევრებიდან ერთ-ერთს უთქვამს ქვემო ქედელებისათვის: სამი კაცი აირჩეთ. ეს თქვენი მხარეხომ ხედავთხმას არ იღებსო (ვაჟასა და მოსახლეობას შორის  შუღლის ჩამოგდება დაუპირებიათრათა როგორმე ჩამოეცილებინათ ამ საქმისათვის  ვაჟა). მაშინ კი დაუმკლავებია ვაჟას ჩოხის კალთებიასულა ტრიბუნაზე და დაცვის სიტყვა წამოუთქვამს  ფშავლების მხარეს:  ამდენი ხანი გიყურებთ, მაგ ქაღალდებს რომ წერთ. განა მეც მომატყუებთო! მართალიაცალი თვალი გაფუჭებული მაქვსმაგარამ მხედველობა არ მაკლიაო; ჩოხაზე კი ნუ მიყურებთშუბლზე შემომხედეთო.       საუბარი კამათში გადაზრდილა. ვაჟა ყარალაშვილს დამუქრებია, აქ არ დაგინახოო. ყარალაშვილი გასცლია. თუშ ცისკარიშვილს უხეშად უთქვამს ვაჟასთვის რაღაცვაჟას ხელი გაურტყამს და ცისკარიშვილი იქვე წაქცეულაადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის მაშინ რამდენიმედღიანი სასჯელი ან ფულადი ჯარიმა იყო დაწესებული.  საჯარიმო თანხა და თუმნიანი ვაჟას ზედ გულზე დაუგდია  წაქცეულისათვის.       ქვემო  ქედიდან წამოსული ვაჟა ჯერ ივრის ფშავში მოსულა. შეუდგენია  მათი სიავისაც კიდევ უნდოდა  შირაქში ჩასახლებამერე ფუძნარსა და ხორხში ამოსულაარაგვის ფშავში შეუდგენია შირაქში ჩასახლების მსურველთა სია და ისევ უკან, ქვემო ქედისკენ გაბრუნებულა ცხენითთელავში რომ ჩასულაცხენი დაუტოვებია და ეტლით გაუგრძელებია  გზა. ფოსტის „ტროიკას“ ჩაჰყოლია თუქურმიშამდე (დღევანდელი დედოფლისწყარო)შემდეგ ცხენებიანი ეტლით ჩასულა ქვემო ქედშირომ ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე და საკუთარი თვალით ენახა მთიელთა ახალშენი. 
       
ზემო ქედზე რომ გაუვლიაერთ ადგილას  ცხენებიანი ეტლი ყოფილა გაჩერებული .  შეკრებილ ხალხთან ერთად  ყოფილა პეტრე პატაშური რძალიცრომელსაც უთხოვია,  რომ პეტრეზე დაეწერა რამე. ვერაო,- უთქვამს ვაჟას-კარგი კაცი კი ყოფილამაგრამ შენს მაზლს შემოჰკვდომია და შვილის მიერ მოკლულ კაცზე მე ვერაფერს დავწერრაც უნდა კარგი საქმეები ჰქონდეს გაკეთებულიო.                  როგორც ზემოთ აღვნიშნეთქვემო ქედშიფშავლების გარდარამდენიმე ოჯახი მთიულეთ-გუდამაყრიდანაც იყო ჩასახლებულისულ პირველ ჩასახლებულთა შორის ყოფილა  ერწოელი ვინმე თანდილა ხარხელაური, რომლის წინაპრებიც გუდამაყრიდან, სოფელ დუმაცხოდან ყოფილან ჯერ ხორხშიშემდეგ კი სოფელ დიღმელაურში ჩასახლებული (დღეს ამ ადგილას სიონის ზღვაა დაგუბებული). იქიდან  შემდეგ  სოფელ დევენაათხევში  ჩამოსახლებულანსაიდანაც თანდილა ხარხელაური ერთ-ერთი პირველი ჩასახლებულა ქვემო ქედშიმისი _ როგორც ქვემო ქედის ერთ-ერთი პირველი მოსახლის _ სურვილი ყოფილა,  რომ ამ სოფელს თანდილაანი დარქმეოდარის წინააღმდეგიც  ყოფილა ვაჟა. მას  ჩამოუხსნევინებია  სოფლის სახელწოდების აღმნიშვნელი თანდილას  მიერ  გამზადებული  აბრა, თანდილაანი,  და ხალხისთვის უთქვამს: ხომ არსებობს  „ზემო ქედი“? უმჯობესი იქნებაამ დასახლებას ქვემო ქედი“ ეწოდოსოასე დარქმევია ამ სოფელს ქვემო ქედი           ვაჟას მცდელობებს,  ასევე იმასრომ ეს მოსახლეობა არა რაზბოინიკები“არამედ მცირემიწიან ტერიტორიაზე მცხოვრები, პატიოსანი შრომით მიწის დამამუშავებელი ხალხი იყო,  ახალშენის სურველი,  ის შედეგი გამოუღია,  რომ  მთავრობას გამოუტანია მდიდარი მეცხვარეების საჩივარი და საბოლოოდ  უთქვამს  უარი ამ ადამიანების გამოსახლებაზე. ახალშენს ოფიციალური დასახლების სტატუსი მიუღია                 საუბარი და ჭორები იმაზე, რომ ვაჟამ დიდძალი თანხა გამოართვა საწყალ გლეხებსსაფუძველს მოკლებულია. თვით წერილებით ირკვევა, რომ შეგროვებული 2400 მანეიდან ვაჟას მხოლოდ მესამედი 800 მანეთი აუღია (რაც  მგზავრობასა და საქმის წარმოებაში  დასჭირდებოდა), ხოლო დანარჩენი უკან მიუცია ხალხისათვის ახალმოსახლენი ხართ, რომ მომაგრდეთ და ფეხზე დადგეთ, თვითონ დაგჭირდებათ ეს ფულიო.მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა მეგობრობდა თუშებთან,  ხოლო მდიდარი ფშაველი მეცხვარე გეჯა ბეწუკელი მისი მძახალი იყო, ვაჟას ხალხის მხარე დაუჭერია და არა მდიდარი თუში და ფშაველი მეცხვარეების.
ასევე
 გამორჩეული ძალის  პიროვნევნება ყოფილა ზემო კიტოხში მცხოვრები  ივანერომელსაც ხალხი ხადაანთ ივანეთი იცნობდაერთხელ ზამთარში თურმე ზემო კიტოხიდან საქონელი წყალზე არაგვზე ჩამოსულაერთ ძროხას ფეხი დაუსხლტომია და მენჯებიდან გაყრილაისე რომ თავისი ფეხით ვეღარ შეძლო თურმე სიარული და მით უმეტეს არაგვიდან ზემო კიტოხამდე აღმართის     ავლასარც მიმშველებელი ყოლია ვინმეხადაანთ ივანეს აუკიდებია ძროხა და ასე ბეჭებზე დადებული აუყვანია ზემო კიტოხამდის.
პეტრე (პატაშურაბექაური გუდამაყარში ამოსულა სალოცავში.. ზემო კიტოხში მაჩაგნის ჯვარშისადაც ხადაანთა განაყრები და ბიძაშვილები ყოფილან ამოსულები ბარიდანიქვე სუფრასთან მჯდარა ზემო კიტოხში მცხოვრები ივენე ბექაური (ხადაანთ ივანე). პატაშურს უთქვამს–„ბიძაშვილო შენზე ამბობენ რომ არაგვიდან თურმე ზამთარში ყინულზე გართხმული ძროხა ძურგით ამოგიყვანია ზემო კიტოხშიჯერ ერთი  ჩვენი მთის საქონელი პატარაამერე ზამთარში გალუბებული იქნებოდააგერ იქ ჩემი ცხენი რომ აბიარომლითაც შირაქიდან ამოვედიზურგზე გარსაკრი გადავუჭიროთმხარი შევუდგათ მუცელთანავწიოთ და ვინ უფრო შორს გავატარებთო“  დათანხმებია ივანე.. უჯობებია პატაშურს, 52 ნაბიჯით უფრო შორს გაუტარებია და დაუშვია მიწაზე  ცხენი.
სოფელ 
ზემო კიტოხში უცხოვრია ივანეს(ვაჭარას) ძმებს ნინია და შიოლასშიოლა ხევისბერი ყოფილა, 22 წელი უბრძანებია  დროშაორი შვილი ყოლიაგიორგი და ტარიელიშიოლას შვილი გიორგი რუსეთ თურქეთის ომში იბრძოდათან ისეთი თავგანწირვით რომ გაოცებული ყავდა რუსები თურმერამდენჯერ მარტო გადაპარულა და დაუტყვევბია თურქები და მოუყვანია ტყვედ თავის ნაწილშიჰქონია დიდი ავტორიტეტი მებრძოლებს შორისისეთ საშიშ ოპერაციებში იღებდა მონაწილებას რომ მის შემხედვარეს ყველას აკვირვებდარომ სულ ყოველთვის ცოცხალი გამოდიოდა ბრძოლიდანტყვია არ ეკარებაო თურმე ხუმრობით ამბობდნენ მასზემაგრამ მას შელაპარაკება მოსვლია რუს მეთაურთანრომელსაც შეუგინებიაგიორგის კი უცემია სახალხოდმთელი პოლკის დასანახადრის შემდეგაც მან მძინარე მოაკვლევინა თურმე.
 ხადაანთ ბექაური იყო კიტოხიდან კასპის რაიონის სოფელ ვარჯაანში გადასახლებული ცნობილი მოლექსე ბეინა ბექაური. ხადაანთ განშტოვებიდან იყო ცნობილი მათემატიკოსი ილო ბექაური. რომლის წინაპრები კიტოხიდან გადმოსახლებულან იკვლივ გორანაში.    

No comments:

Post a Comment