Tuesday, March 14, 2017

მთის გვარების მიგრაცია და საგვარეულო განშტოვებანი-1

მთის გვარების მიგრაცია და საგვარეულო განშტოვებანი
ფხოვი საქართველოს იტორიული კუთხე აღმოსავლეთ მთიანეთში, ძირითადად მოიცავდა დღევანდელ ფშავხევსურეთსა და დღევანდელი ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ნაწილს. რომელიც გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთით  (უღელტეხილს ახლაც ფხიტურის გადასავლელი ქვია, ანუ იმ ქედის იქეთ არის ფხიების ქვეყანა ანუ ფხოვი) მდებარეობდა. ფხოვი აგრეთვე ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთით დიდოელთ (დაღევანდელი დაღესტნის ტერიტორიაზე მცხოვრებთ), სამხრეთ აღმოსავლეთით თუშეთს და ერწოთიანეთს. ჩრდილო კავკასიელი მთიელები  ფშაველს  „შუა“ -, ხოლო ხევსურს  „ფხი“–ას ეძახიან დღესაც. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთს ესაზღვრებოდნენ   იბერიულ-კავკასიური მოდგმის  დღევანდელიჩეჩნების და ინგუშების (ვაინახები, რომლებასაც ქართველები ძურძუკებს ვუწოდებდით). დღევანდელი დაღესტანის: ხუნძების, ანდიების, ბოთლიხების, ღოდობერების, კარატაების, ახვახების, ბაგვალალაების, ტინიდების, ჭამალალების,   დიდოებისხვარშიების,  ჰინუხების, ბეჟიტების,  ჰუნზიბების, ლაკების, დარგოელების, ხინალუღების,  არჩიბების,  თაბასარების,  აღულების,  რუთულელების, წახების, ბუდუხების, უდიების (ანუ კავკასის ალბანელები),  ლეზგები (იგივე ლეკები),  კრიწები. ასევე ასევე   ადიღოურაბაზგურ ენაზე მოსაუბრეთა:ადიღეების, ყაბარდოელების,  ჩერქეზების,  აბაზების  და უბიხებისხალხების წინაპრები.
საქართველოში ქისტებს უწოდებენ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნურ დიალექტზე მოსაუბრე კავკასიური ტომის ხალხს (ქართველები მათ ძურძუკებს უწოდებდნენ), რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიონის ჩრდილოთ კალთაზე საქართველოს მოსაზღვრედ. ამასთან ქისტების იმ ნაწილს რომლების არხოტის მოსაზღვრედ , მდინარე ასასა აუზში ცხოვრობდნენ ღილღვებს, ხოლო რომლების შატილის მოსაძღვრედმდინარე არღუნის აუზში ცხოვრობდნენ მათ ნოხჩებად მოიხსენიებდნენ. შატილის მოსაზღვრედ მცხოვრები ქისტების ნაწილი, ძირითადად მითხოს, მაისტის და მათი მიმდებარედ მცხოვრებნი.  1820 -1830 წწ-ში. იმამატის  მართველთან იმამთან კონფლიქტის გამო დატოვეს თავიანთი ტერიტორია და გადმოსახლდნენ საქართველოში კერძოდ პანკისის ხეობაში. ეს გადმოსახლება ქართველებისათვისაც მისაღები იყო, რადგან  ლეკების თავდასხმებით შეწუხებულ  მხარეს და მოსახლეობისაგან  დაცლილ პანკისის ხეობა  გაუკაცრიელებული აღარ იქნებოდა, ამავე დროს ქისტები ქართული ინტერესების დამცველნი იქნებოდნენ. პანკისში  ქისტების პირველი ნაკადი პირველად  დუი ხანგოშვილის თაოსნობით ჩამოსახლებულან.
დუი ციცხაშვილ-ხანგოშვილი ავტორიტეტული პიროვნება ყოფილა, ქართული ენის შესანიშნავი მცოდნე, მეგობარი ადგილობრივ დიდებულებისა და უხუცესებისა. მისი მეთაურობით ქისტების ჩამოსახლება შეთანხმებული ყოფილა ხელისუფლებასთან, კერძოდ თიანეთის მაზრის გამგებლობასთან, რომელსაც იმ დროისათვის ექვემდებარებოდა თუშ-ფშავ-ხევსურეთი. უფრო მეტიც, ქისტების ჩამოსახლების დროს დუი ხანგოშვილს დიდად დახმარებიან ქართველი დიდებულები, კერძოდ, თავადები ჩოლოყაშვილი, ჯანდიერი და თუშეთის მოურავი ივანე ცისკარიშვილი. დუის გარშემო შემოკრებილან კახეთსა და მთიანეთში მცხოვრები ქისტებიც და საერთოდ, I ნაკადი წამოსულა არღუნის ხეობის მაისტის თემიდან. მაისტელი იყო დუი ხანგოშვილიც.  ქართველებს ჩამოსახლებული ქისტები ქართველი ხალხის ერთ-ერთ ეთნოჯგუფად მიაჩნდათ თუშთა, წოვა თუშთა (ციკარიშვილი წოვა თუში იყო) და ხევსურთა მსგავსად. მეორე ჯგუფი, რომელიც პანკისის ხეობაში ჩასახლდა 1854-55 წწ-ში. მეორე ჯგუფის ხელმძღვანელი ყოფილა ჯოყოლა ნაციშვილი-დარქიზანაშვილი. ჯოყოლაც ასევე დიდად ავტორიტეტული კაცი ყოფილა და ჰყოლია ქართველი ძმადნაფიცები. მათი და ზემოთაღნიშნულ თუშეთის მოურავ ივანე ცისკარიშვილის დახმარებით დუისის ჩრდილოეთით დაუარსებიათ სოფელი ჯოყოლო.
იბერიულ კავკასიურ ენებს რაც შეეხება, ამჟამად 32 (უბიხურითურთ 33) ენობრივი ერთეულია.ამათგან 12 სადამწერლობოა, 20 უდამწერლობო. აღინიშნება აგრეთვე ტერმინებით: კავკასიური ენები, პალეოკავკასიური ენები, იაფეტური ენები,ქართულ-შარომატული ენები. იბერიულ-კავკასიური ენები იყოფა 4 ჯგუფად:
1- ქართველური (იბერიული) ენები: 1. ქართების - სამწერლობო (მეხუთე საუკუნიდან) მქონე ერთადერთი ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის. 2. ზანური (მეგრულ-ჭანური) 3. სვანური.
2-აფხაზურ ადიღეური ჯგუფის ენები: 4. აფხაზური (სადამწერლობო) 5. აბაზური(სადამწერლობო) 6. ადიღეური (ადიღეურ-ჩერქეზული სადამწერლობო) 7) ყაბარდო-ჩერქეზული(სადამწერლობო) 8) უბიხური (1864 წლიდან თურქეთში).
3-ნახური ჯგუფის ენები: 9. ჩაჩნური (სადამწერლობო) 10. ინგუშური (სადამწერლობო) 11.ბაცბური (წოვა თუშური).
4-დაღესტნის .. (სუნძურანდიურ - დიდოური ქვეჯგუფისა) 12. ხუნძური (სადამწერლობო) 13. ანდიური 14. ბოთლიხურ-ღოდობერიული. 15. ახვახური 16. კარატაული 17. ბაგვალალურ-ტინდიური 18. ჭამაღალური 19. დიდოურ-ჰინუხური 20. ხვარშიული 21. კაპუჭური ჰინუხური 22. ლაკური (სადამწერლობო) 23. დარგიული (სადამწერლობო) 24. ლეზგიური (სადამწერლობო) 25. თაბასარანული (სადამწერლობო) 26. აღულური 27. რუთულური 28. წახური 29. არჩიბული 30. უდიური 31. ბუდუხური 32. ხინალუღური 33. კრიწული.
იბერიულ-კავკასიურ ტომებს ესაზღვრებოდნენ,  ირანული წარმოშობის  ოსები და ასევე თურქულენოვან ყივჩაყური მოდგმის მოსახლეობას: დღევანდელი დაღესტანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყუმუხებს, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ყარაჩაელებს, ბალყარებს, ნოღაიელბს, თათრებს, ბაშკირებს. მონღოლური მოდგმის ყალმუხებს.
ჩირდილის ხეობაში, დღევანდელ სოფელ უკანაახოში (დღევანდელი სოფელი უკანაახო შედგებოდა შემდეგი დასახლებული ადგილებისაგან: უკანახო, აჭეხა, არყნი,უბანი,ლიფოდა, ხიჯალი, დინიფხო, ხელაურთასადაც   ადრე ბექაურების, წიკლაურების, ხარხელაურების, თლოშიაურების, ბუბუნაურების, თამნიაურების და სხვათა წინაპრებს უცხოვრიათ, ხოლო შემდეგ მიგრაციული თუ სხვა მიზეზთა გამო  გუდამაყარში გადასხლებულან. მათ მომიჯნავედ, ჩირდილ წყლის გაღმა უცხოვრიათ ბუჩუკურთა წინაპრებს, ხოლო მათ აღმოსავლეთით: გველეშთი, დათვისში და მოწმაოში გიგაურებსბუჩუკურების ნაწილი  მთიულეთშინაწილი კი ხევში გადასახლებულან. ჩირდილის ხეობის სამ სოფელში:ჩირდილში, ბუჩუკურთას, და უკანაახოში ჩამოსახლებულანსამაგანძუროსშემავალი ხევსურები (ჭინჭარაულები, გოგოჭურები და არაბულები) კერძოდ: სოფელ ჩირდილშიგორშეღმის ხეობიდან ჩამოსახლებულან არაბულები. სოფელ ბუჩუკურთასსოფელ ჭორმეშიონიდან ჩამოსახლებულან გოგოჭურები, ხოლო სოფელ უკანახოში კი სოფელ გუდანიდან, აგრეთვე რამოდენიმე ოჯახი ჭიედან(ფანდურაანთ და ხარშუაანთ მამიშვილობის) ჩამოსახლებულან ჭინჭარაულები. ასევე ღულიდან  გადმოსახლებულან ქისტაურთა გვარის (ჯიღალაანთ, ხუტიანთ და ლეგაანთ მამიშვილობის) რამოდენიმე ოჯახი (ლეგაანთ ჭალა ახლაც არსებობს უკანაახოში).  ბაკურხევში (დრევანდელი სოფელი ბაკურხევი მოიცავს  ორ უბანს- საკერპოსა და გორულს) დასახლებულან სოფელ ბაცალიგოდან ფიცხელაურებისოფელ გველეთეთიდან, სოფელ მოწმაოდან და სოფელ დათვისიდან გიგაურები გადასახლებულან ჭართალში, (რომლებიც ბლოელი გიგაურები განაყრები ყოფილანმათ ადგლზე კი ამ სოფლებში დასახლებულან გორშეღმის ხეობელი  ბაცალიგოდან ჩამსახლებულან არაბულები და ფიცხელაურები.
ჭართალში და ქართლში გიგაურების ჩამოსახლები შემდეგ, გიგაურთა გვარიდან მრავალი შტონაყარი გვარი წარმოშობილა, მათ შორის: ჭოხურები, ხრიკულები, ჩიტაურები, კოტორაშვილები, ჯიქურები, ჯიქურაულები, მელიცკაურები, პირმისაშვილები, ფერხულები, ჩანადირები, ნამგალაურები, ანთაურები,  ჩაჩაურებიმეჭიანურები ..და სხვები..
ასევე გიგაურთა   განაყრები: ზვიადაურები გადასახლებულან არდოტში, ხოლო თეთრაულები გადასახლებულან არხოტშისოფელ ჭიმღაში.
გადმოცმის თანახმად, წიკლაურთა შორეული წინაპარები ისტორიული ფხოვის სოფელ მაშარაში უცხოვრიათ. მათ ერთერთ ოჯახის უფროსს შანას ეძახდნენ, გამორჩეული ყოფილა ჩაგრულთა და დევნილთა მფარველობით, მის შვილს ბისილი რქმევია.
იმ დროს თურმე ხევსურეთში დიდოელი ლეკების ჯგუფი დათარეშობდა. ძარცვავდნენ მგზავრებს, ტეხდნენ ბინებს და სალოცავებს, იტაცებდნენ ძირითადად ვერცხლეულს, იარაღს. ღამე მოქმედებდნენ, მდევარს მოხერხებულად უსხლტებოდნენ და დღე ხევსურეთის ტყეებში იმალებოდნენ. ბოლოს ხევსურები სანეს შეკრებილან და როშკის ხორხი, რომელიც იმ დროს დაცარიელებული ყოფილა, საკარგყმოდ გამოუცხადებიათ იმათთვის, ვინც ამ ლეკებს მოაშორებდა ხევსურეთს. მას მერე ბასილს და მის შვილებს აღარ დაუსვენიათ. დღე და ღამე ამ ლეკებს უთვალთვალებდნენ, დადიოდნენ ტყეებში, აკვირდებოდნენ გზა-ბილიკებს, ეძებდნენ და ერთხელაც მიუვალი ტყის შუა გულში შენიშნეს, სადაც პატარა მინდორზე ნაბდებს აშრობდნენ. მამა-შვილები, ოთხივენი შეუმჩნევლად შემოეწყვნენ გარშემო და დათქმულ ნიშანზე ისრის სროლა აუტეხეს. სროლის შედეგად ყველანი ამოხოცეს, გარდა ორი გაქცეული დაჭრილისა, რომლებიც მერე მოსაშველებლად მოსულმა ხალხმა დახოცა. გაღმა სოფლებიდან ხალხი საშველად წამოსულა. ერთი დაჭრილი ღულელს მოუკლავს, ხოლო მეორე-ჭიელს. ამათ მერე საკარგყმოც მოუთხოვიათ და მიუღიათ კიდეც. დღესაც როშკაში არის ნაკვეთები "საღულელთაო" და "საჭიელთაო". ხოლო დანარჩენი-როშკის მთელი ტერიტორია ბასილისთვის გადაუციათ საკარგყმოდ. ბასილი და მისი შვილები ფაფარენას დამკვიდრებულან და სრულიად დამსახურებულად დაპატრონებიან ამ ადგილს.
დროთა განმავლობაში გამრავლებულ ბასილას შთამომავლებში  გამოკვეთილა და დამკვიდრებულა ერთ-ერთი წარმომადგენლის წიკვას ძლიერი შტო. ბასილის შათამომავლებს მიუღიათ ერთი გვარი-წიკლაური. წიკლაურებს არც მაშარა დავიწყებიათ.
წიკლაურთა შათამომავლობიდან როშკაში (ფაფარენაში) ვინც დამკვიდერბულა მას სახელად თურმანა რქმევია.  დროთა განმავლობაში წიკლაურები გამრავლებულან და  როშკიდან სხვადასხვა მიმართულებით განსახლებულან: ადრეულ ეტაპზე უკანახო-გუდამაყარი-ხევი, არხოტი (თურმანას ერთერთი შთამომავალი ბერდი თავის შვილებით არხოტის სოფელ ამღაში გადასულ საცხოვრებლად).
არხოტში სოფელ ამღაში წიკლაურის გვარს გარდა ბერდიშვილებისა, რომლებიც როშკიდან (ფაფარენადან) არიან გადასულები, დღეს წიკლაურიების გვარს  ატარებენ შემდეგი მამიშვილობების შთამომავლებიძამურანი, ქარჩანი,  (ქარჩაისძენი თუშეთიდან გადმოსული კიკიძეები ყოფილან ამღას, უთურგიანი (შუღლიანი), ჭოლიკაურნი(ამღაში მოსახლე ჭოლიკაურების  ნაწილი წიკლაურის გვარზე გადასაულან, ხოლო  ამღიდან ბარში ადრე მიგრირებულთა შთამომავლები ჭოლიკაურად იწერებიან დღესაც), გილანი (გილანი ამღიდან ართხმოში გადასახლებულან შემდგომ), ჩინგლანი (ჩინგლანი  ადრე ბახალაურები ყოფილან), ბასილანი (არხოტიდან ერწოში გადმოსახლებულან, დღეს ბასილურის გვარს ატარებენ)
გადმოცემის თანახმად უკანაახოში ბექა ძმად გაფიცვია როშკიდან უკანაახოში  საცხოვრებლად გადასაულ წიკლაურთა ერთ-ერთი შთამომავალს  წიქას(შემდგომში გუდამაყრელ წიკლაურთა წინაპარი), რის შემდეგაც ისინი ძმად იწოდებოდნენ თურმე, მაგრამ ძმად გაფიცულები (ანუ ძმებისავარაუდოდ გუდამაყარში გადასახლების შემდეგ  ხასიათით თურმე ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ ამიტომაც გაყრილან და ძმობა გაუყრიათ (ძაღლი გაუკვეთიათ). ამიტომ ამის შემდეგ მათ შორის ქალიც მოდიოდა მაგრამ საერთო ხატის (პირიმზე- ფუძის ანგელოზის) ყმად დარჩენილან.
 გუდამაყარში  წიკლაურის გვარი მიუღიათ ან როგორც მთაში ამბობენ, წიკლაურთა გვარზე შემდგარან გუდამაყარში სოფ. ჩობალაურთაში და სოფელ ბახანში მცხოვრები ჩობალაურები, ფახვიჯში (ადრე ფახვიჯს ფხაეთი ერქვა) ფხაეთის ხეობაში (დღევანდელი ბაკურხევის ხეობაში) მცხოვრები იგრიაულები. დიხჩოში, ლუთხუბში, მაქართაში, ზანდუკში მცხოვრები თლოშიაურებიგუდამაყრის სოფელ ათნოხში მცხოვრები უკანაახოდან  მოსული თამნიაურები (ათნოხში ცხოვრობდნენ აგრეთვე აფციაურები), უკანაახოდან სოფელ დუმაცხოში გადასახლებული ხარხელაურები და ბუბუნაურები (დუმაცხოში ცხოვრობდნენ აგრეთვე აფციაურები), თუმცა შემდგომ ხარხელაურთა და ბუბუნაურთა ნაწილი სოფელ  ბურსაჭირში და ნაწილი სოფელ ბოსლევში გადასახლებულან, ნაწილი კი მიგრაციული პროცესების გამო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, კერძოდ: ხორხშიკასპში, მანგლისში, ერწოთიანეთშიკახეთში, გარე კახეთში  და აშ გადასახლებულან....
რაც შეეხება სასაფლაოს, ხარხელაურებიც და ბუბუნაურებიც დუმაცხოში იმარხებოდნენ თურმე. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ მიგრაციული პროცესების დროს ბარში ჩამოსახლებული ხარხელაურათა და ბუბუნაურთა ნაწილი თავის ძირითად გვარებს დაბრუნებიან, ხოლო ვინც მთაში დარჩა ისინი წიკლაურად იწერებიან და დღესაც ასე მოიხსენიებენ ერთმანეთს მაგ: თამნიაურთ წიკლაური, ბუბუნაურთ წიკლაური, ხარხელაურთ წიკლაური, ჩობალაურთ წიკლაური.
ხარხელაურთა ერთი შტო დიდებაშვილად დაწერილან, კერძოდ ხარხელაურები დუმაცხოდან ჯერ ხორხში, შემდეგ თიანეთის რაიონის სოფელ დიღმელაურთაში გადასახლებულან (ახლა ეს ადგილი სიონის წყალსაცავითაა დაფარული) შემდეგ კი  სოფელ დიღმელაურთიდან თიანეთის რაიონის სოფელ დევაანთხევში გადამოსულან საცხოვრებლად. ერთ-ერთ ხარხელაურს სახელად დიდება რქმევია, მისი შთამომავლები დიდებაშვილად დაწერილან, რომლებიც დღესაც დიდებაშვილის გავარს ატარებენ. ასევე წიკლაურად დაწერილა  ბაკურხევის წყლის ხეობაში ხევსურეთიდან გადმოსახლებული, მოსისხლეს გამორიდებული ჭინჭარაულების ერთ ოჯახი.
გადმოცემის თანახმად გუდამაყრიდან ფხაეთიდან(დღევანდელი ფახვიჯიდანარიან გადასული ციგრიაშვილები, რომლებიც ძირად იგრიაულები ყოფილან.
გუდამაყრის სოფელ ლუთხუბში დასახლებულა, არხოტის სოფელ ამღაში დაობლებული ბიჭის შთამომავლები. ეს ბიჭი რომელიც არხოტის სოფელ ამღაში დაობლებულა, როშკელ ბიძაშვილს გვარად წიკლაურს, წამოუყვანია და გაუზრდია, რის შემდეგაც გუდამყრის  სოფელ ლუთხუბელ ქალზე დაქორწინებულა და გუდამაყრის სოფელ ლუთხუბში დარჩენილა საცხოვრებლად. (შემდეგ მისი შთამომავლებები იკვლივგორანაში გადასახლებულან). როდესაც გუდამაყრელი მლოცველი (წიკლაურბექაურები) უკანა ახოში თავიანთი ხატის ფუძის ანგელოზის სალოცავად მოდიოდნენ, უკანაახოელი ჭინჭარაულები ვალდებულნი იყვნენ დახვედროდნენ მათ ოთხოთხი საკლავით. თაფლით, პურით და და საგანგებოდ ნადუღი ლუდით. ასევე ყოველწლიურად ხუთ ცხვარს აძლევდნე ჭართლიდან   მთავარანგელოზის სალოცავში   ამოსულ გიგაურებს მათ ძველ ფუძეზე დასახლებული ბაცალიგოელი  „სამაგანძუროს“  ხევსურები.
გვარი ბექაური გადმოცემის მიხედვით საკუთარი სახელისაგან ბექასგან წარმოშობილა, ლეგენდის თანახმად, გუდამაყრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ფხიტურის მთის გადაღმა ისტორილი ფხოვის ტერიტორიაზე) დღევანდელი  ხევსურეთის მხარეს, ჩირდილის ხეობაში, დღევანდელ სოფელ უკანა ახოში (დღევანდელი სოფელი უკანაახო შედგებოდა შემდეგი დასახლებული ადგილებისაგან: უკანახო, აჭეხა, არყნი,უბანი,ლიფოდა, ხიჯალი, დინიფხო, ხელაურთაყოფილა ბექაურთა წინაპრების ძველი ფუძე. სადაც დღემდე არსებულ  სალოცავს ფუძის ანგელოზს ეძახიან. როგორც ამბობენ სოფელ უკანაახოში გვარი უცხო ტომის მტერს ამოუწყვეტია. გადარჩენილა მხოლოდ ფეხმძიმე ქალი (რძალი) რომელიც გუდამაყრის ხეობიდან ყოფილა წარმოშობით. ქალი მამის სახლში მობრუნებულა და თან დაუქადნია, ჩემი შვილის შთამომალები გამრავლდებიან და ძველ ფუძეს არ დაივიწყებენ და ყურადღებასც მიაქცევენო. მამის სახლში მობრუნებულ ქალს  ბიჭი შესძენია, რომლისათვისაც ბექა დაურქმევიათ. სწორედ ბექა ითვლება ბექაურთა გვარის წინაპრადბექას შთამომავლები ძველ ფუძეზე დასახლებულან და ხვთის მადლით გამრავლებულან. შემდეგ  ბექაურთა ნაწილი დროის სხვადასხვა პერიოდში, მცირე მიწისა თუ უფრო მეტი უსაფრთხოების მიზნით  უკანაახოდან გუდამაყარში გადასახლებულან.
ბექაურთა გვარი ნელ-ნელა მრავლდებოდა, რომ გაერჩიათ უფრო კონკრეტულად ვისი შტოსი იყო ესა თუ ის ახალგაზრდა გვარში დაწინაურებული სახელიანი კაცების მიხედვით გამოჰყოფდნენ მათ შთამომავლებსა და განაყრებს. მაგალითად:თორელათ, ხადაანთ, დიდებათ, შარვანიანთ, მიქაანთ, ბაიაანთ, ობლიაანთ, ცუცქუნაურთ და სხვა ბექაურებს.
 
ბარში ჩამოსახლების შემდეგ ბექაურები როგორც დანარჩენი მთიელი გვარების ნაწილი, საარქივო  თუ საეკლესიო, ჩანაწერების მიხედვით არამარტო ბექაურებად, არამედ, გვარისა და წარმომავლობის მიხედვით დაწერილან მაგალითად: ბექაურიბექურისშვილებად, ბექაურიხადას შვილებად, ბექაურითორელას შვილებად, ბექაურიმიქას შვილებად, ბექაურიდიდებას შვილებად და ასე შემდეგ. მათი უმეტესობა ბექაურის გვარს დაბრუნებია. რაც შეეხება დიდებაშვილებს, ბარში ჩამოსახლებული დიდებათ ბექაურთა ნაწილი დაწერილა ბექაურად, ხოლო ნაწილი კი დიდებაშვილების გვარს ატარებს დღესაც. ამიტომაცაა დღეს ბექაურთა ერთი ნაწილი რომ იძახისმე დიდებათ ბექაური ვარო“.  გვარად კი დაფიქსირდა ორი შტო: ბექაურები და დიდებაშვილები.
არის  რამოდენიმე ისეთი შემთხვევებიც როცა ბექაურის გვარზე გადმოვიდნენ სხვა გვარი წარმომადგენლები და  ბექაურის გვარზე ( დედის გვარზე) იწერიებიან ანუ დედით ბექაურეები. ასევე გუდამაყრიდან სხვადახვა დროს გადასახლებული ბექაურთა ოჯახები სხვა გვარს ატარებენ დღეს კერძოდ: გადმოცემის თანახმად ხადაანთ ბექაურების განყრები არიან  ფასანაურთან ახლოს ბიბილაანში მცხოვრებნი (ბიბილაურები, ზოგი ბიბილაშვილის გვარს ატარებს). ბიბილა ბექაური კიტოხიდან  ჯერ მთიულეთში გადასახლებულა, რომელ ადგილსაც დღეს ბიბილაანს უწოდებენ. შემდეგ სოფელ ველთაურიანთკარში ჩამოსახლებულან, შემდეგ ვერ შეგუებიან ამ ადგილს 1871 წელს და უკან მთიულეთში დაბრუნებულან ისევ.
გრემისხევის მახლობლად სოფ. ქედელოში გუდამაყრიდან  სოფელ გამსიდან გამოსახლებულა მოსისხლეს გამორიდებული ბექაური თავისი შვილებით და შვილიშვილებით, რომლებიც თაბორიძედ დაწერილან. 1873 წლის აღწერით ამ სოფელში გუდამაყრიდან ჩამოსახლებული 6 ოჯახი თაბორიძე ცხოვრობდა.
 ასევე ძირად ბექაურები არიან ბაქაქურები, ბაქარ ბექაურის შთამომავლები. რომლებიც სოფელ გამსიდან მოსისხლეს გამორიდებიან და გუდამაყრის სოფელ გამსიდან გადასახლებულან  ჯერ ანანურის მიმდებარედ, საიდანაც მისი შთამომავლის გაბიდას შვილებიროგორც 1804 წლის აჯანყების მონაწილენი იძულებულნი ყოფილან გასცლოდნენ ამ ადგილს, რის შემდეგაც 1814 წლიდან სოფელ ოძისის მიმდებარედ სოფელ ჭაშაში (ადრე მზვრიანი ქედი ერქვა). რის შემდეგაც მოსისხლესათვის კვალის არევის მიზნით. ბაქაქურის გვარზე დაწერილან (ახლა ამ სოფელს ბაქაქურები ქვია).
ძირად ბექაურებია ახმეტის რაიონში მცხოვრები მარუქაშვილების ნაწილი, გადმოცემის მიხედვით გუდამაყრის სოფელ კიტოხში ბექაურების ოჯახი ინფექციურ დაავადებას (ყვავილს ან შავ ჭირს) ამოუწყვეტია, გადარჩენილა  მხოლოდ ორი მცირე წლოვანი და-ძმა. და მამიდას წაუყვანია გასასზრდელად, ხოლო ძმა კახეთისკენ მომდინარ  მეცხვარეს წამოუყვანია, შემდეგ ეს ბიჭი უშვილებია ახმეტის რაიონში მარუქაშვილების უშვილო ოჯახს, რის შემდეგაც თავის გვარზე მარუქაშვილზე დაუწერია. ასევე გულიათ ბექაურთა  განშტოვების ბექაურთა რამოდენიმე ოჯახი  გულიაშვილის გვარს ატარებს დღეს.
გუდამაყარში ბექაურთა სოფლებია: თორელანი (ადრე ჭიმშო ერქვა), კიტოხი, დიდებანი (ადრე გოგანაურთა ერქვა), გამსი(ადრე გამხისი ერქვა), ცუცქუნაურთა(ადრე საუხი ერქვა). 
თორელანიადრე ამ სოფელს ჭიმშო რქმევია. (ეს სოფელი დასახლებულა ზემო გამსის დაბლა მცხოვრები სოფ.ჭალივერის მაცხოვრებლებით) ცხოვრობენ - თორელანი.
გამსში ცხოვრობდნენ ბექაურები: შარვანიანი, ობლიაანი, ბაიანითამაზიანი, მამუკიანი (იგივე ბაჩომიანი) და თურქიაანი. ზემო კიტოხში ცხოვრობდნენ-ხადაანი. ზემო კიტოხში სახნავი მიწები ეკუთვნოდათ ასევე გამსში მცხოვრბ ბექაურებს.
დიდებათანი (ადრე გოგანაურთა ერქვა) ცხოვრობდნენ - დიდებანი, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან:დათვიაანთ, ლომიაანთ, ბაინდურაანთ, ბექაურიანთ, მამისწარიაანთ, მღვდლიანთ და სხვა განშტოვებებად.
ცუცქუნაურთა (ადრე  საუხი ერქვა) - ეს სოფელი დასახლებულა ზემო გამსიდან გამოსული ცუცქუნაურთა შტოსგან  (ადრე გამსელებიც თურმე ცუცქუნაურთას იმარხებოდნენ) ცხოვრობენ-ცუცქუნაურები.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ლეგენდის თანახმად უკანა ახოდან (ჩირდილის ხეობიდან) მომხდარა ბექაურთა მიგრაცია გუდამაყარში.. სულ ბოლოს შარვანიანთ ბექაურთა შტოს წარმომადგენლები გადმოსულან საცხოვრებლად გუდამაყარში... ამიტომაც, ვიდრე გუდამაყარში გადმოსახლდებოდნენ, მანამდის შარვანიანთ წინაპრები ხვდებოდნენ  და მასპინძლობდნენ თურმე ძველ ფუძეზე სალოცავად მოსულთ. ხოლო ზურაბ ერისთავის ლაშქრის წინააღმდეგ გამოჩენილი გმირული ბრძოლის შემდეგ, ჩირდილის ხეობაშიუკანა ახოში, ფუძის ანგელოზობას შარვანიანთ ბექაურთა უპირატესობა დღემდე იგრძნობა. შარვანიანთ ბექურები მასპინძლობენ უკანაახოში ფუძისანგელოზობას მოსულ მლოცველს, ადუღებენ ლუდს, პირველნი ისინი ეახლებიან ხატის კარს, პირველი მათი ინთება სანთელი და საკლავიც მათი იკვლება პირველი. ეს ტრადიცია რომ არ დაირღვეს დღემდე მორიგეობენ შარვანიანთა შტოს ოჯახები,რათა ერთერთი მათგანი მაინც დახვდეს ხატის კარზე მოსულ სტუმარს.
გუდამაყარში პირიმზის ხატობა 28 აგვისტოს მოდის და მარიამობას ემთხვევა. ხატის ყველა ყმა გვარიშვილი თანაბრად მონაწილეობს რიტუალში, ხოლო ფუძის ანგელოზობის დღესასაწაული  გარდამავალია, სექტემბრის პირველ შაბათ-კვირაში მოდის და გუდამაყრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ფხიტურის მთის გადაღმა ძველ ფუძეზე  იმართება. თუ მარიამობა პარასკევამდე მოვიდა იმავე შაბათ-კვირას მოდის, ხოლო თუ მარიამობა  პარასკევის შემდეგ მოვიდა  მომდევნო შაბათ-კვირას.  მსვლელობა  გუდამაყრიდან პირიმზის მოედნიდან  ხევისბრის მიერ სათემო დროშის გამობრძანებითმისი წინ გაძღოლით  იწყება და  ბაკურხევს გავლით, ფხიტურის უღელტეხილის გადავლით, ისტორიული ფხოვის, დღევანდელი ხევსურეთის ტერიტორიაზე, ჩირდილის ხეობაში, სოფელ უკანაახოში იმართება. მსვლელობის დაწყების წინ დროშის გამობრძანება ხდება ხუთშაბათს შუადღის შემდეგ, მლოცავი ხევისბრის წინ გაძღოლით პირიმზის მოედანიდან  ჩაივლიან  შავი არაგვის ჭალას  ღამეს ოსავის ნიშთან, (ბაკურხევამდის არ მისული) გაათევენ, მეორე დილით პარასკევს კი გადაივლიან ფხიტურის მთას და დაბანაკადებიან უკანაახოში სოფლამდე არ მისული ფერდობზე. (თუ 28 აგვისტო, მარიამობა ხუთშაბათ დღეს მოვიდა მაშინ პარასკევს დილით ადრე ღამიანად დაიწყება მსვლელობა პირიმზის მოედნიდან, შესვენების გარეშე გდაივლიან ფხიტურის მთას და ღამის გასათევად დაბანაკდებიან უკანაახოში სოფლამდე არ მისული ფერდობზე).  შაბათ დილიდან  უკანაახოში ფუძისანგელოზის დღეობა დაიწყება, საღამოს ამ რიტუალის დამთავრების შემდეგ ისევ დაბანაკდებიან სადაც ღამე გაათენეს, ხოლო კვირას ფხიტურის მთის გადმოვლით ბრუნდებიან უკან.
გადმოცმის თანახმად, სოფელ უკანაახოში მცხოვრებნი დაპირისპირებიან სოფელ ბუჩუკურთაში მცხოვრებთ. კერძოდ უკანა ახოში მცხოვრებთ (წიკლაურებსხარხელაურებს, ბექაურებს, ბუბუნაურებს, თამნიაურებსა, თლოშიაურებს და სხვა...) მიწისა და წყლის გულისათვის უკმაყოფილება მოსვლიათ სოფელ ბუჩუკურთაში მცხოვრებ ბუჩუკურებთან. სადაო საგანს წარმოადგენდა წყლის წისქვილის გასაკეთებლად მოსახერხებული ადგილები და ასევე ხევის პირზე ტყის, ჭალისა და ასევე სათიბად გამოსაყენებელი ფერდობები. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულა. ერთმანეთისკენ სამკვდრო სასიცოცხლოდ წყლის მარცხენა მხარიდან უკანაახოელნი და წყლის მარჯვენა მხრიდან ბუჩუკურნი იარაღით მიწეულან ერთმანეთისაკენ. კონფლიქტს ისეთი სახე მიუღია რომ ერთმანეთის დაჭრასაც არ მორიდებიან, გადმოცემის მიხედვით შეტაკება ისეთი მაშტაბის იყო თურმე რომ წყალი  სულ წითლად შეღებილაამ დაპირისპირებას და ერთმანეთის წინააღმდეგ შეტაკებით გამოწვეულ განგაშის ზარსა და ხმაურს გუდელამდის(ბარისახოს ახლოს ადგილი) მიუღწევია სადაც მეზობელი სოფლის მცხოვრებნი მუშაობდნენ. მეზობელი სოფლის ჩარევის შემდეგ მძლივს მომხდარა იმ დღეს ამ ორი დაპირისპირებული სოფლის დაშოშმინება, მაგრამ რადგანაც ორივე მხარე ისევ თავის პოზიციას იცავდა და რომ კონფლიქტი და სისხლის ღვრა ისევ არ განახლებულიყო, ამ ამბის გასარჩევად შეკრებილან მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ჭკუათსაკითხავი კაცები. ერთ ერთი ასეთი კაცი ყოფილა გიგა გიგაური, რომელიც მთელ იმ მხარეში დიდი გავლენით სარგებლობდაგიგა გიგაური უკანაახოელი ქალის შვილი იყო (გიგა გიგაურის დედა   გორზამალ ბექაურის მამიდა იყო თურმე, დღევანდელი ხადაანთ ბექაურების წინაპრის. როგორც გორზამალ ბექაური დღევანდელ უკანახოში ცხოვრობდა, კეროდ  კი იმ დასახლებას ლიფოდი ერქვა თურმე) რჩეულ კაცებს ყველას თავისი საკუთარი აზრი გამოუთქვამს, გიგას კი ასე უთქვამს, რადგან აქამდე  წყალი  საზიარო იყო და სათიბები ყველა თავის მხარეს ქონდა, რადგანაც ბუჩუკურებმა დაარღვიეს ძველად დადგენილი საზღვრები, ამიტომ ამიერიდან აღდგება ყველაფერი ძველ საზღვრებში, ხოლო თუ რამე სადაო იყო ის ადგილები უკანაახოელთა საკუთრება უნდა გახდესო. ეს რა თქმა უნდა არ მოსწონებიათ ბუჩუკურებს. მათ უთქვამთ გიგა თავის დედის ძმის სოფელს მიუდგა და სამართალს კარგად არ არჩევს და მათ მხარს იჭერსო, მაგრამ გიგას თავისი ჭაღარა წვერი და ულვაში დაუფიცია, თუ ეს გადაწყვეტილება არ მოგწონთ, მაშინ ჩემი საგვარეულო მიეხმარება უკანაახოვლებს და მაშინ ხმალმა გადაწყვიტოს სიმართლეო. რის შემდეგაც ბუჩუკურებს სხვა გზა აღარ დარჩენოდათ დათანხმებულან ამ პირობებს, რადგან გიგას და უკანაახოვლების გაერთიანებული პოზიციის წინააღმდეგ ბუჩუკურთა სასარგებლოდ არავინ წასულა, რადაგან მათთან დაპირისპირებას მორიდებიან. გიგას თან გაუფრთხილებია ბუჩუკურები, მასეთმა ამაყმა და ქედმაღალმა საქციელმა  შეიძლება მომავალში ბევრ უსიამოვნობას გდაგყაროთო.
როგორც ჩანს, რაღაც დროის გასვლის შემდეგ შერიგდნენ ბუჩუკურები და უკანა ახოელები, რადგან  წინააღმდეგ შემთხვევაში ბუჩუკურები არ შეიფარებდნენ, ზურაბ ერისთავის ლაშქრობის დროს დაღუპული შარვენეულთ ბექაურის ცოცხლად გადარჩენილ  მეუღლეს და მცირეწლოვან ბიჭს. ამ საქციელის გულისათვის მუდამ პატივს სცემდნენ ბექაურები შემდგომ ბუჩუკურებს. რადგან  როგორც გადმოცემიდან ჩანს  შარვანეულთ ბექაურებიორი  ძმა მიქა და შარვანა (შარვანას შვილიშვილებს).   რომლებიც ზურაბ ერისთავის ლაშქართან ბრძოლას შეეწირნენ: ერთის ძმის ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ბუჩუკურებმა შეიფარეს, ხოლო მეორე ძმის ფეხმძიმე მეუღლე, რომელიც გუდამაყრიდან იყო წარმოშობით და რომელსაც დაღუპული მეუღლის მოკვეთილი თავი მოჰქონდა თან,  გუდამაყარში გადმოვიდა და ისე გადაურჩა სიკვდილს. ფხიტურის მთის გადმოვლით ზურაბ ერისთავის ლაშქარმა რომლებმაც უკანაახოელები, რომლებიც ვინც ვერ დაიმორჩილა სიკვდილით დასაჯა,   ნაწილი ზურაბ ერისთავის ლაშქართან ბრძოლას შეეწირნენ, ზოგმა კი გაცლა ამჯობინა და გადასახლდნენ უკანაახოდანსოფელ უკანაახოს თავის გავლენის ქვეშ მოქცევის შემდეგ ზურაბ ერისთავი თავისი ჯარით მიუხდა ბუჩუკურებს და როგორც გადმოცემიდან ირკვევა 9 მამიშვილობიდან მხოლოდ 3 ოჯახი გადარჩა ცოცხალი, ისინეც იძულებული გახდნენ აქედან გადასახლებულიყვნენ, რის შემდეგაც ბუჩუკურთა  ნაწილი მთიულეთში ხოლო ნაწილი ხევში გადასახლებულა.
დუმაცხოში და ათნოხში ცხოვრობდენენ აფციაურები, რომლებიც სავარაუდოდ დახვდნენ გუდამაყარში გადმოსულ ზემოთ ჩამოთვლილ გვარებს. (აფციაურთა და ჩოხელთა წინაპრებსაფცას და ჩაღის, გადმოცემის თანახმად ანატორის ჩრდილოეთით, ჯალაბაურების და სისვაურებთან ახლოს, მითხოს(ჩეჩნეთის შემადგენლობაში მყოფი ხეობა) მომიჯნავედ უცხოვრიათ.. საიდანაც გადმოსახლებულან გუდამაყარში და დასაბამი დაუდიათ აფციაურთა და ჩოხელთა გვარებისთვის). დუმაცხოში აფციაურებს შეყრია, ანუ როგორც ამბობენ მათ გვარზე გადასულა პირიქითა ხევსურეთის თემიდან მოსისხლეს გამორიდებული ჯალაბაურთა გვარის ერთი მამაკაცი, რომლის შთამომავლებიც დღეს ცხოვრობენ დუმაცხოში და აფციაურად იწერებიანამ ჯალაბაურს კიდევ სამი ძმა ჰყოლია. ერთი ძმა დასახლებულა ფშავში, რომელსაც მისრია რქმევია და რომლის შთამომავლები დღესაც ფშავში მისრიაშვილებად იწერებიან. მეორე ძმას დავითი რქმევია და თიანეთში ივრის ხეობაში დასხლებულა და მისი შთამომავლები დავითაშვილებად იწერებიან, ხოლო მესამე ძმა უკან შატილში ძველ ნასახლარზე დასახლებულა, რომლის შთამომავლებიც დღეს ჭინჭარაულად იწერებიან, მაგრამ მოიხსენიებენ როგორც ჯალაბაურთ ჭინჭარაულებს.
გადმოცემის თანახმად, წარმოშობით სოფელ დუმაცხოდან, ხარხალა აფციაურის შთამომაველები არიან გორის რაიონში მცხოვრები ხარხელები.
გადმოცემის თანახმად ძირად აფციაურებიაგუდამაყრიდან არიან  გდასახლებული   სოფელ ქაისხევში და სოფელ ტონჩაში მცხოვრები გაგელიძეები.
ჩოხელთა გავრიდან ომარანთ და გამცველელაანთ მამიშვილობის ჩოხელები რამოდენიმე წლის აღწერის მიხედვით ომარაშვილებად და გამცველაშვილებად არიან ჩაწერილნი, ხოლო შემდგომ ისევ დაბრუნებიან ძირ გვარს და დღეს ჩოხელებად იწერებიან ისევ.
ძირად ჩოხელები არიან ერწოში მცხოვრები ხახა ჩოხელი შთამომავლები, რომლებიც დღეს ხახაშვილებად  იწერებიან. გადმოცემის თანახმად  1795 წლის 11 სექტემბერის  ბრძოლაში  300 არაგველთა შორის რომელნიც სამუდამოდ დარჩნენ კრწანისის ველზე, მათი მედროშე ნინია აფციაური, სოფელ ათნოხიდან იყო.
აფციაურები იყვნენე არაგვის ერისთავების საყრდენი ძალა, შეიძლება მაშინ ეს არ მოწონდა მთის ზოგიერთ გვარებს მაგრამ დღევანდელი გადასახედიდიან ისინი უფრო სახელმწიფოებრივად მოქმედებდნენ. მათ და ასევე რამოდენიმე მთის გვარს დიდი წვლილი მიუძღვის არაგვის საერისთაოს გაძლიერებაში. ცნობილია რომ ზაალ არაგვის ერისთავის პერიოდში ბახტრიონის ბრძოლის დროს  მთიელთა რამოდენიმე რაზმის  მეთაური აფციაური  იყოასევე აფციაურებს ქონდათ დავალებული არაგვის საერისთაოში მტრიანობის დროს ლაშქრის შეკრებისათვის მთის მოსახლეობის ინფორმირება.

No comments:

Post a Comment