Wednesday, March 1, 2017

ბექაურებისა და დიდებაშვილების წარმოშვების ისტორია და საგვარეულო გენეოლოგიური განშტოვებანი -5

დიდებანი– ანუ როგორც გუდამაყარში ამბობენ დიდებათ ბექაურებიდიდება ბექაურის შთამომავლები არიან.

მათი წინაპარი დიდება ცნობილი და გამორჩეული  პიროვნება ყოფილარომელსაც გუდამაყარში,სოფელ  გოგანაურთაში (დიდებათში) უცხოვრიადიდება ბექაურს მრავაშვილიანი ოჯახი ჰქონიამისი შთამომავლები კი ისე გამრავლებულანრომ მათი შემხედვარე ასე ამბობდნენ თურმე გუდამაყარში–“ნახეთ როგორ გამრავლდნენ დიდებას შვილებიო“.
დიდება რომ გამორჩეული და სახელიანი პიროვნება იყო არა მარტო გუდამაყარში, არამედ მთელს მთიულეთში ამას მოწმობს ეს ხალხური ლექსი:
 
მითხოვლებს ალდისძეი სჯობ,
ფშავლებს სჯობ კუკუმაური,
თუშებს სჯობ გაფრინდაული,
ხვსურებს ხოშურაული,
გუდამაყრელებს დიდება,
მახევეთ ღუდუშაური.
ხმლის ქნევით, ფარის ფარებით
-მარტია მისურაული,
ამაგის გვერდში სადგომად
-იმედა მინანაური.
წინ-წინ მტრის დასატევებლად
-ხირჩლაი ბაბურაული.
ხუთ-ხუთს ვინ ჩახოცს მარტოკა?
-ძაღლიკა ხიმაკაური.
ან კაცს რა გასჭრის ორადა?
-აბაის ბაწარაული.
ვინ გაღმეტდება ლაშქარსა?
-ღულელი არიშაული.
ცაბაურთ მთაზე ვინ ომობდ?
-თეთრაულთ იონაური.
ოსეთს ვინ დასადებს ბეგარას?
-ბერდია მამუკაური.
ვინ ჩაზვერს ცხვარსა და მწემსსა?
-ახალა შუქიაური.
ვინ ჩავა მოზვერულზედა?
-გამახელთ თემროზაული.
მთლის ნახვად, მკვდრისა სამარხად
დოვლთ სჯობ  გაიდაური.
ღილღველთ და ხევსურთ ვინ იჭერს?
-გაბუურთ ალუდაური.
ქალი ვინა სჯობ ხევსურთა?
-ბუბა სჯობ ხიმშირაული.
დიდებათ  
ბექაურებიდან გამორჩეული გამორჩეული ვაჯკაცი ყოფილა ბოლონა, ანუ როგორც მას უწოდებდნენ დიდებათ ბოლონა. მას უტვირთია თავის ბიძაშვილების წინ გაძღოლაასევე ადგილ მამაულის დაცვისათვის მტერმოყვარესათვის პასუხის გაცემათან ხასიათიც ცოტა შარიანი ჰქონიაგუდამაყარში გამოთქმა „დიდებათი ხომ არა ხარ თვალი და ხელი რა სულ ხმალზე გიჭირავსო“ აქედან მოდის. ერთე-რთით ქმულების მიხედვით, მთიულეთში ნარიმანიძეების განაყრებს ნაზღაიძეებს უცხოვრიათ, რომლებიც გარიდებული ყოფილან მთიულეთიდან, რომლებსაც მამული არ ქონიათ, (უნდა ეზღოთ მამულის მისაღებად რაღაც თუ ამადგვარი ა.ბ) ეს ძმები მისულან მამულის მეპატონე არაგვის ერისთავთან და მამული თავისი წინაპრების მამული მოუთხოვიათ. რომ დაესახლებინა მემამულეს, ხოლო  ძმები კი ბრძოლაში გამოადგებოდნენ სამშობლოსაც  და თემსაც. მემამულეს კი ასე უთქვამს- :თქვენც რა ისე იძახით თითქოს რაიმე შეგეძლოთ, თქვენცდიდებათ ბოლონა არ მოჰკლათო“ ანუ დიდებათ ბოლონას ისეთი სახელი ქონდა, როგორც ყველასგან დამოუკიდებელ და ამავე დროს მთელს იმ მხარეში შეუდარებელ ვაჟკაცს. ეს ძმებიც წამოსულან უკითხიათ როგორ უნდა ეცნოთ დიდებათ ბოლნა, ერთს უსწავლებია- „რა კითხვა გინდა, უშველებელი კაცია და ასა და ეს ფერი პაჭიჭები აცვია ფეხებზეო.“  ბიჭებიც ხატობაში მიმავალი ბოლონას მიახლოვებიან, რომელსაც ახლოს მიუშვია, რადგანაც  სამტროდ თუ იქნებოდნენ მოსულნი ეს პატარა ასაკის ბიჭები  გულშიც კი არ გაუვლია. ბიჭებიდან ერთ- ერთი კი ისრის მიწვდენაზე მიახლოვებია და ბოლონასთვის ისრით მკერდში სასაკვდილოდ დაუჭრია, თვითონ კი ბიჭები ქედის გადავლით მთიულეთში გადმასულან და ასე უთქვამთ ის ბოლონა მოვკალით და ახლა ხომ დაიჯერებთ, რომ ჩვენც შეგვიძლებია რაღაც და და მიწას ვიმსახურებთ წინაპართა მხარეშიო. რის შემდეგც  მათთვის მიწა მიუციათ. მიგრაციული პროცესების გამოროგორც ჩანს დიდებთ ბექაურთა ნაწილი თავდაპირველად მცხეთის მხარეში ჩამოსახლებულაბარში ჩამოსახლებული მათი განშტოვების ერთი მამაკაცი ლეკებსაც გაუტაციათ ტყვედსადაც მას ცოლიც მოუყვანიამაგრამ თურმე საქართველოში დაბრუნება მაინც მოუხერხებია და მცხეთაში თავისი ოჯახის წევრები მოუნახულებიანათესავებს კი მცხეთელი გოგო შეურთავთ ცოლადთურმე დაღესტანში დატოვებული ცოლშვილიც ენატრებოდ და რომ არ გაპარულიყო დაღესტანში ბიძაშვილები მორიგეობით ჰყარაულობდნენ მის სახლსვიდრე აქაც არ შეეძინა შვილებიშემდეგა კი მთელი საბიძაშვილო თავისი ოჯახებიანად  დუშიეთის რაიონის სოფელ ზენდუშეთში (დღევანდელი თანიაანთკარი, ადრე პასიაანთკარი ერქვა) დასახლებულან, საიდანაც მათი ნაწილი მცხეთის რაიონის  შედარებით მაღლობ ადგილას ახალდაბაში გადასახლებულან.
პირთა ანატომიურ ლექსიკონში დაფიქსირებული საარქივო მონაცემებიდან ამონარიდებიდიდებაშვილი თანდილარომელიც ნდობით და რწმუნებით სარგებლობს მმართველობაში. 1662 წელს (4/XI) იგი მოწმეა შერმაზან მკერვალის მიერ კოზმან წინამძღვრიშვილისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (Hd-3029). თანდილა დიდებშვილის ნაცვლად იმავე საქმის გასარჩევად მოწმის მოვალეობას პაპუნა დიდებაშვილი( tomi II gv.80
 სოფელი სადაც დიდებას შვილები ცხოვრობდნენ და სადაც ახლაც ცხოვრობენ დიდებათ ბექაურთა ის ნაწილი ვინცბარში არ ჩამოსახლდა და მთაში დარჩა დიდებანი(ადრე გოგონაურთა ერქვა)  ჰქვიაროგორც ზემოთ აღვნიშნე თავის მხრივ დიდებათ ბექაურთაგან გამოყოფენ შემდეგ განშტოვებებსა და განაყრებს   მაგალლითად:  დათვიაანთლომიაანთბაინდურაანთ, ბექაურიანთმღვდლიანთ, მამისწარიანთ და სხვა.
გადმოცემის თანახმად დიდებათ ბექაურთა ნაწილი დიდებათიდან თავიდან ჯერ  მცხეთაში, დუშეთში, ბაზალეთში, ხორხშიგრემისხევშიკევლიანშიბურიანშიიკვლივგორანაშიკოჭბანშიერწოთიანეთში,  ქედში და ასე შემდეგ. საქართველოს ბარის სხვდასხვა რაიონსა თუ სოფელში გადასახლებულან.
დიდებანთ   „მღვდლიანთ“ განშტოვებიდან იყო ნიკო ბექაური ანუ როგორც მას უწოდებდნენ დიდებათ ნიკორომელიც მღვდლად მსახურობდა თურმე დუშეთის რაიონში როცა კომუნისტური წყობა დამყარდა საქართველოშითურმე ანაფორის გახდა და სარწმუნოებაზე უარის თქმა მოსთხოვესნიკომ მღვდელმა აუტანელ წამებას გაუძლო (ორმოცო დღის განმავლობაშიმუხლამდე წყალში ყავდათ თურმედა მიუხედავად ასეთი წამებისა სარწმუნოებისა ერთგული აღესრულა.
ვაჟაფშაველას მეორე ცოლი თამარის მამა გიორგი დიდებათ ბექაური  იყორომელის მამა გოგა (გივი) ბექაური თავის ოთხ შვილთან: გიორგისთან, პავლესთან, ნინიასთან და მახარობელთნა ერთად  გადასხლებულა სოფელ ხორხში. გიორგის შვილი თამარი ხორხიდან წაუყვანია ჩარგალში ვაჟასგიორგის შთამომავლები დღეს დიდებშვილად იწერებიანასევე დიდებაშვილად იწერებიან ნინიას და მახარობელის შთამომავლები. ხოლო პავლეს შთამომავლები ბექაურის გვარს ატარებენ დღესაცრომლებიც შემდეგ ხორხიდან წითელწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში გადასახლებულან. (პავლე ბექაურის შთამომავალი იყო ტრაგიკულად დაღუპული ფიზიკოსი ფირუზი ბექაური).
შარვანიანი– შარვანიანთ ბექაურები ყველაზე ბოლოს გადმოსულა უკანა ახოდან გუდამაყარში საცხოვრებლადროგორც გადმოცემიდან ჩანსროგორც  საგმირო ლექსებიდანაც ჩანსშარვანთა ბექაურები აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ არაგვის ერისთავებსისინი ეწინააღმდეგებოდნენ ჯერ ნუგზარ არაგვის ერისთავის გავლენის გაფართოვებას მთაში (ცნობილი რომ ნუგზარი დაიღუპა 1619 წელს)  ხოლო შემდეგ ზურაბ არაგვის ერისთავის (რომელიც დაიღუპა 1630   წელს)  გავლენის წინააღმდეგ განაგრძობდნენ ბრძოლასსწორედ მათთან ბრძოლას შეეწირნენ კიდეცმაშასადამე შარვანეულ ბექაურთა გადმოსვალა  გუდამაყარში 1630   წლამდე მომხდარა.
როგორც მოხუცების გადმოცემიდან ჩანს უკანა ახოში უცხოვრია ორ ძმას მიქას და შარვანას (შარვანას შვილიშვილებს). შარვანა უფროსი ყოფილახოლო მისი ძმა მიქა უმცროსიშარვანას ცოლი და ერთი ბიჭი ყოლიამიქას კი ახალი დაქორწინებული ყოფილა და მეუღლე ფეხმძიმედ ჰყოლიამათი საცხოვრებელი სიმაგრე სახლი  უკანაახოში ტყიან ფერდობზე,  კერძოდ კი  იმ ადგილს სადაც ძმები ცხოვრობდნენ ხიჯალე ერქვა. ხიჯალის გამოქვაბულში, რომელსაც ახლა შარვანიანთ გამოქვაბულებს ეძახიან ბუნებრივ შენიღმულ ადგილას ჰქონიათ აშენებული, რადგანაც მტრისათვის ძნელად მისაგნები ყოფილიყოარაგვის ერისთავები ვერ იმორჩილებდნენ თურმე თავისუფლების მოყვარე ძმებსარც ხარკს (მოსაკრებელსუხდიდნენ და არც სხვა მთიულთა დამორჩილებაში ეხმარებოდნენ თურმეგუდამაყრელთა (დუმაცხოელ აფციაურთადახმარებითრომელთაც უსწავლებიათ სახლისაკენ ტყის ფერდობზე მიმავალი შენიღბული ბილიკი და უიარაღო ძმები ღალატით დაუტყვევებიათშარვანა ისრებით შორიდან დაუჭრიათ სასიკვდილოდრადგან ძლიერი და შეუდარებელი მებრძოლი იყო და ახლო ვერ გაბედს მისვლაროცა მისულან და თავის მოჭრა დაუპირებიათთან თურმე აწვალებდნენნელნელა წამებით ურჭობდნენ ხმალს ყელშიშარვანას სიკვდილის წინ უთხოვია –„ჩემი ხმალი კარგად ჭრისკარების უკან ჰკიდიაიმით მომაჭერით თავი ნუ მაწვალებთო“  ხოლო უხმლო მიქას კი დასხმიან თავს და ხელფეხი გაუკრიათ და ასე მიუყვანიათ ერისათავთანდიდი კოცონი დაუნთიათგვერდით კი თავისი სანდო კაცები დაუყენებია ერისთავსთან თურმე მოკლული ძმის ცხედარიც იქ მოუტანიათ.  ერისთავს უკითხავს როგორ ხასიათზე ხარო? –ძალიან კარგზეო უთქვამს შარვანეულთ მიქას (ასე ეძახდნენ თურმე მას მთაში). ესე იგი ჩონგური რომ მოგიტანოთ იმღერე კიდეცო? –ვიმღერებოუთქვამს მიქასგაუხსნეს თურმე ხელები და ფეხზე მდგარს ექსპრომტი ლექსით უმღერია ჩონგურის დაკვრის დროს  მიქასეს  ლექსი ხალხში ზეპირი გადმოცემით არის მთაში გავრცელებული და ახლაც ბევრმა მოხუცმა იცის ზეპირამოსდექით ფხიტურის წვერით
რაზმი დააწყვეთ ჯარადა,
მიიმხრე დუმაცხოელნი,
მაგათ მოჰყევი კვალადა.
იცოდი რანიც ვიყავით,
არ დაგრჩებოდით ვალადა,
რომ ჩვენ სახლამდე ბილიკი
ძნელია მისავალადა.
არ გაგავლევდით ამ გზაზე,
არც ჯგუფად არცა ცალადა.
ღალატით მოსვლა ირჩიე,
პირდაპირ მოსვალს ხმალადა.
ძმათ კარგნი ჰყვანან ჯალაბნი,
მტერს არა სთვლიან ჩალადა.
რომ მიქას შარვანეულსა,
ვერვინ შეჰბედავს კარადა.
ბევრი აქვს ტყვიაწამალი,
ჯორი ვერ ზიდავს ცალადა.
ზურაბ შე ერისთვის შვილო,
რა თავი გედიდებისა?
გიხოცეთ აზნაურები,
ყორნები ეზიდებისა.
ღმერთმა ქნას დაგვრჩეს მტრის რისხვად,
ყმებ შუღლის მაძებრებისა,
რომ დაიზარდონ ჩვენს ჯიშში,
მტრისად შემკვრელი გზებისა.
მამკითხავ მაძიებელი,
მამაპაპათა ძვლებისა.
არ დარჩეს უსახელოდა,
გინდ ხან გავიდეს წლებისა.
ამ ფუძის არ დამვიწყები,
გადმომლახავი მთებისა.
 ისე რომ წარბიც კი არ შეუხრია და ამხელა გასაჭირი რაც მის ოჯახს დამართეს არ  შეუმჩნევიაშემდეგ კი რადგანაც იცოდა,რომ ამ კოცონზე დაწვას უპირებდნენმოუხვევია გვერდით მდგარ მცველებისათვის ხელი და გადაშვებულა მათან ერთად და ერისთავის მიერ მის მცველად დაყენებული  სანდო კაცებიც ჩაუწვია კოცონში.   მათი გადარჩენა უცდიათ მაგრამ ამაოდორივე მცველი დაღუპულა მიქასთან ერად თუმეესაც არ აკმარესთავი მოკვეთეს და მასე დატოვეს უპატრონოდ მიქას დასახიჩრებული სხეულიგადმოცემის თანახმად მათი მეუღლეები სახლში არ ყოფილან, (მოგეხსენებათ მთაში ქალები ხშირად მიდიან მთაში კენკრის მოსაპოვებლადასევე ქალების მოვალეობაში შედიოდა მოთიბული ბალახის შეგროვება და ზვინად დადგმა). შემდგომ შარვანას ვაჟი და ცოლი სოფელ ბუჩუკურთაში ბუჩუკურებს შეუფარებია და გადაუმალიათვაჟისათვის ბიძის სახელი მიქა დაურქმევიათ.  ვინც გზა ასწავლა ერისთავის ლაშქარსისისნი დაეძებდნენ თურმე მოსაკლავად რადაგნაც გაიზრდება და მოსისხლე გვეყოლებაობუჩუკურთიდან შარვანას ცოლშვილს ჯერ გუდამაყარში უცხოვრია მამის ბიძაშვილებთან, შემდეგ გუდამაყარში გადასულან, ხოლო შემდეგ მისი შთამომავლები (მიქაანიერწოში გადასახლებულან.
როგორც ჩანსრაღაც დროის გასვლის შემდეგ შერიგდნენ ბუჩუკურები და უკანა ახოელებირადგან  წინააღმდეგ შემთხვევაში ბუჩუკურები არ შეიფარებდნენ შარვანას ცოლსა და მცირე წლოვან შვილს.(ამ საქციელის გულისათვის მუდამ პატივს სცემდნენ ბექაურები შემდგომ ბუჩუკურებს).
ასევე ამ ამბის 
შეახებ ხალხური პოეზიიაში  მოიპოვება ზეპირი გადმოცემით ჩვენამდე შემორჩენილი  ხმით ნატირლი
 შარმანაულოშავარდენო
შარმანაულო შავარდენო,მთიბელნი გიხარიანღაეო.მთიბელ-მამკლისა სანაყროდაო
დუმას ზისცვარში ხარშავღაეო.ბევრაის ჯიჴვის გამგორესაო,თოფსა ჴირიმსა ზიდავღაეო.მტრისა ბევრაის გამჯავრესაო,წელზე ფრანგულსა იბამღაეო.სტუმრის ბევრისა მასახურსაო,ტყავსა ქემხითა ხკერავღაეო.ბევრაის მტრისა გამრიგესაო,ენასა ბჭეჩი ზიდავღაეო.
ზურაბ ერისთავის ლაშქარმა რომლებმაც უკანაახოვლებირომლებიც ვინც ვერ დაიმორჩილა სიკვდილით დასაჯა,  ნაწილი ზურაბ ერისთავის ლაშქართან ბრძოლას შეეწირნენზოგმა კი გაცლა ამჯობინა და გადასახლდნენ უკანაახოდან.  სოფელ უკანაახოს თავის გავლენის ქვეშ მოქცევის შემდეგ ზურაბ ერისთავმა თავისი ჯარით მიუხდა ბუჩუკურებს და როგორც გადმოცემიდან ირკვევა 9 მამიშვილობიდან მხოლოდ 3 ოჯახი გადარჩა ცოცხალიისინეც იძულებული გახდნენ აქედან გადასახლებულიყვნენრის შემდეგაც ბუჩუკურთა  ნაწილი მთიულეთში ხოლო ნაწილი ხევში გადასახლებულა
მიქას მეუღლე რომელიც ფეხმძიმე ყოფილა (წარმოშვებით გუდამაყრიდან სოფელ ბოსლევიდანიყო თურმე)  ქმრის  ცეცხლისაგან დაამწვარი და დასახიჩრებული თავი აუღია ხელში ფხიტურის მთის გადმოუვლით წამოსულა გუდამაყრისაკენ.მდევარს რომ არ მოეკლათ ის ბაკურხევში(ადრე ამ ხეობას ფხაეთის ხეობა  ერქვა) მცხოვრებთ შეუფარებიათასე მოსულა გუდამაყარში თავისი ქმრის ბიძაშვილებთანთავიდან ჯერ ზემო კიტოხში უცხოვრიასადაც სოფელ გამსელებს სახნავი მიწები და საზაფხულო ქოხები ჰქონიათიქ შესძენია ბიჭიდედა შვილი სოფელ გამსელ ბექაურებს შეუფარებიასოფელ გამსში მისი შთამომავლის გახუტას შვილები 1774 წლის აღწერით არიან: შარვანა, ხოსრო, მამისიმედი და ქურციკი.  ამ ძმებიდან ქურციკს ბიჭი არ შესძენია, რომელსაც თავის ძმის შარვანას შვილები-შალვა და ხიზანა გაუზრდია (შალვა და ხიზანა შემდგომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ თხილვანაში დასახლებულან) . ხოლო ხოსროს და მამისიმედის შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ გამსში.შარვანიათ  განშტოვებიდან  იყო გამსში დაბადებული და შემდეგ ასპინძის რაიონის სოფელ ხერთვიში მცხოვრები  ცნობილი  მეგზევე ინჟინერი–  ალექსი ბექაურირომლის თაოსნობით  აშენებული არაერთი ხიდი დღესაც ამშვენებს მტკვრის ხეობასრომლის თაოსნობითაც ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში დაიდგა შოთა რუსთაველის ძეგლი და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა  ამ სოფელში შოთაობის მივიწყებული დღესასაწაულის აღდგენას.
შარვანიანთ განშტოვებიდან იყო ცნობილი მსახიობი ბახა ბექაური.
გამსში მცხოვრებთ,   გარდა გამსის  სახნავი მიწები ქონდათ ზემო კიტოხში  ქონდათ თურმე.
ობლიაანთ განშტოვებიდან იყო ცნობილი ქიმიკოსიპროფესორი ნიკო ბექაური.
თამაზიანთ განშტოვებიდან იყო ცნობილი პარტიული მოღვაწე (რაიკომის მდივანი), ფილოლოგი (უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე 1940 იან წლებშიალექსი ბექაური.
ბაიაანთ განშტობიბიდან არის მფრინავი ზვიადი ბექაური, რომლის წინაპრებიც გუდამაყარიდან ასპინძის რაიონის სოფელ ხეოთში გადასახლებულან.
თურქიაანთ და ბაინდურანთ ბექაურები ერთმანეთის განაყრები ყოფილანაქედან თურქიანთ ბექაურები გამსში დასახლებულანსადაც დღესაც ცხოვრობენ მათი შთამომავლებიხოლო ბაინდურაანი დიდებათ სოფელშისადაც დღესაც ცხოვრობენ  დიდებათ (ბაინდურაანთ)  ბექაურთა შთამომავლები.  დიდებათ(ბაინდურაანთბექაურთა ნაწილი თიანეთში  გადასახლებულადღეს მათი შთამომავლები დიდიებაშვილის გვარზე იწერებიან ხოლო გუდამაყარში სოფელ დიდებათში მცხოვრები მათი ბიძაშვილები კი ბექაურის გვარზე წერიან დღესაც.
თორელანი– ეს სოფელი დასახლებულა სოფელლ ჭალივერში (ადრე ამ სოფელს ჭალის სოფელი ერქვა) მცხოვრები თორელათ ბექაურთა შტოსაგან. გადმოცემის თანახმად თორელი დიდი ფიზიკური ძალისა და ამავე დროს ძალზედ გონიერი პიროვნება ყოფილა.
 თორელათ ბექაურებიდან საოცარი ძალი პატრონი ყოფილა გიგოლარომელსაც წისქვილის ორი დოლაბი ერთმანეთზე გადაუკიდებია და ხევსურეთში სოფელ ღულში გადაუტანია ფხიტურის მთაზე გადავლით გასაყიდადთურმე ღულის ჭალაში ვინც ეს ქვები იყიდაცხენი მოიყვანა რომ ეს ქვები აეტანე სოფელში და გადაკიდებითაც კი ვერ გადაკიდა.. რომლებიც ზურგით ჰქონდა ამხელა მანძილზე გადატანილი გიგოლასმისი შვილი აბაც მამის მსგავსად შეუდარებელი ძალის პატრონი ყოფილაასპინძაში ცხოვრობდა,რომელსაც  მოხუცები დღესაც იხსენებდნენ,   მიერ  დადებულ სამშენებლო ლოდებს ახლაც კი გაკვირვებაში მოყავთ მნახველიასევე თორელათიდან იყო  თომა  ბექაური,  ქაქუცს რაზმის წევრირომელიც საქართველოს გასაბჭოვების შემდეგ საფრანგეთში გაყვა ქაქუცა ჩოლოყაშვილს. (თომა ბექაური, ალექსანდრე კარგარეთელთან,  გენერალმა სპირიდონ ჭავჭავაძესთან და შალვა ამირეჯიბთან ერთად 1924 წლის სექტემბერში  გადავიდა თურქეთის სასაზღვრო სოფელ ზურმანაშითურქეთში მათ ერთი თვის მანძილზე მასპინძლობდნენ იქაური ქართველებიქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობრები _ ბეგი ხიმშიაშვილი და აბდი-ბეგ აბაშიძე, რის შემდეგაც შეუერთდნენ ქაქუცას რაზემს. თომა ღრმად მოხუცებული საქართველოში გარადიცვალა, რომელსაც საქართველოში თავის ცოლ-შვილთან დაბრუნების ნება 1970  წლებში მოხუცებულობის ჟამს მიცეს.
ცუცქუნაურებიცუცქუნაურთა ეს განშტოვება ზემო გამსიდან სოფელ საუხში (ცუცქუნაურთაში) გადმოსახლებულან საცხოვრებლად. ადრე ამ სოფელს საუხი ერქვა. ადრე თურმე ზემო გამსში სასაფლაო არ ყოფილა და გამსივლებიც ცუცქუნაურთაში იმარხებოდნენმაგრამ როცა არაგვი ადიდებული იყო უჭირდათ თურმე მიცვალებულის არაგვს გაღმა გადასვენებაერთხელ ისეთი ფაქტიც მომხდარა რომ გასვენების დროს ადიდებულ არაგვს ხიდი წუღიამიცვალებული  ვერ გადაუსვენებიათ გაღმა (კინაღამ წაურთვია წყალს). მას შემდეგ დაუარსებიათ სასაფლაო გამსშიჯერ ზევით გორზეშემდეგ ქვემო გამსშივინაიდან ცუცქუნაურთა წინაპრებს ადრე ზემო გამსში ადგილის დედის სალოცავთან ახლოს უცხოვრიათბავშვის გაჩენა იქ არ შეიძლებოდა, ასევე არ შეიძლებოდა ძველი ადათით სოფელ საუხში(ცუცქუნაურთში) მშობიარობაც, რადაგანაც იქ პირიმზის ხატის საბერო ნაგებობები ყოფილა, სადაც ამღლებამდე ორი დღით ადრე ხატის მსახურნი სარიტუალო წესებს ასრულებდნენ, ამიტომ  მშობიარე წასულა გაღმა, საუხის(ახლანდელი ცუცქუნაურთა) გაღმა, რათა სხვა სოფელში თავის მშობლების სახლში ემშობიარა. მისთვი ბებია ქალი (თვითნასწავლი ექიმბაში გაუყოლებიათმაგრამ გზად მიმავალს ვიდრე მშობლების სოფლამდე მივიდოდა ხევში წყაროსთან ახლოს ბექთან შესძენია ვაჟიროგორც ამბობენ ძალედ რთული მშობიარობა ჰქონიაშემდეგ ბებია ქალს უთქვამს–„მშობიარობ გაუჭირდა და ბავში ჩაცუცქებულს გავაჩენინეო“. ბიჭის ეს სახელი შერჩახოლო მის შთამომავლებს ცუცქუნაურთ ბექაურებიცუცქუნაურთ  ბექაურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადასახლებულან გუდამაყრიდან :კასპშითეთრიწყაროს რაიონშიკახეთშიმარტყოფშიერწო თიანეთში.
ცუცქუნაურთიდან იყო გიორგი გაბრიელის ძე ბექაური რომელიც კევლიანში ცხოვრობდა
 ცუცქუნაურთიდან მარტყოფში დასახლებულა ივანე ალექსისი ძე ბექაური
ცუცქუნაურთ განშტოვებიდან იყო გომეწარში (ფშავშიმცხოვრები ცნობილი მოლექსე დავით ბექაური. ცუცქუნაურთ განშტოვებიდან იყო ცნობილი  სამოქალაქო ავიაციის მფრინავი, (ეკიპაჟის მეთაურისაქართველოს ესკადრელისს მეთაურივლადიმერ ბექაური.  
მე  რაც ჩემი წინაპრებისაგან გადმოცემით გამიგიონია ცუცქუნაურთაში უცხოვრიათ ორ ერთმანეთისაგფან დამოუკიდებლ განშტოვებას. რომლებსაც „გულიაანთ“ და „აფთარაანთ“ სახელით იცნობდნენ.
 
 უფრო დაწვრილებით კი  საუხში(დღევანდელ ცუცქუნააურთას) უცხოვრია ბეენა ბექაურს, რომლის შვილბი ყოფილან აფთარ და გიგოლა. (ბეენას ასევე ყავდა თურმე სხვა შვილებისგან შათამომავლები, რომლებიც შემდგომ საუხიდან(ცუცქუნაურთიდან ხორხში გადასახლებულან). აფთარა და გიგოლა ამავე სოფელში დარჩენილან და დაოჯახებულან. (აფთარას შთამომავალი იყო ადამ(ხეჩო) სოლომონის ძე ბექაური).  ხოლო მეორე ძმის გიგოლას შვილის ბერა ბექაურის შთამომავალი იყო პაპაჩემი გიორგი ადამის ძე ბექაური. ბერას შვილები: ივანე(ბაძია), გიორგი და დიმიტრი ჯერ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბეჟანთსოფელში გადასახლებულან, შემდეგ თეთრიწყაროს სოფელ ნამტვრიანაში, საიდანაც დიმიტრის  შთამომავლები შემდეგ კასპის რაიონის სოფელ გოსტიბეში გადასახლებულან. ჯერ გოსტიბეში უცხოვრიათ შემდეგა ზოგი თავისი ცოლშვილით თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გუდარეხეში გადასახლებულა, ხოლო ზოგი მოგვიანებით რუსთავთან ახლოს ახალ სამგორში ჩამოსახლებულან.
გიგოლას შვილის ბუას შთამომავლები ნამტვრევანიდან, კასპის რაიონის სოფელ ნოსტეს გვერდით მდებარე სოფელ მთიულთუბანში დასახლებულან.
 ივანე (ბაძია) და თავისი შვილები: დავითი, ადამი, გაბრიელი, ლაზარე და სიმონი ჯერ კევლიანში ხოლო შემდეგ კახეთში სოფელ რუისპირში დასახლებულან. მისი შვილებიდან: 
ლაზარე თიანეთის რაიონის სოფელ გოჯიანებში დასახლებულა, სიმონი ახმეტის რაიონის რაიონის სოფელ ქისტაურში, ხოლო ადამი დაქორწინების შემდეგ სოფელ რუისპირიან თეთრწყლებთან ახლოს სოფელ ნიაურაში დაოსახლებულა. სადაც გარდაცვლიალა სრულიად ახალგაზრდა 32 წლის. ადამს ოთხი ბიჭი დარჩენია:ნიკოთედო,გიორგი და ლევანივინაიდან მისი მეუღლე ქეთევან ობგაიძე თიანეთის რაიონის სოფ მაგრანეთიდან იყო წარმოშვებითამიტომაც გადმოსახლებულან ამ სოფელშიპატარა ლევანი ტრაგიკულად დაღუპულაამ ძმებიდან გიორგი ბექაური იყო ჩემი პაპა.
როდესაც ადამი უფროსი ვაჟის ნიკოს ხატში გასარევად ასულა გუდამაყარშიიმ საღამოს მის განაყარს  სოლომონ ბექაურს ბიჭი შესძენია სოლომონს მის საპატივსაცემოდ თავისი ვაჟისათვის ადამი დაურქმევია. რომელსაც გუდამაყარში ხეჩოს  სახელითაც იცნობდნენ
 (adam beqauri)   
გთავაზობთ გიორგი ბექაურის მიერ დაწერილ ლექსს.
ბექაურ პაპა დაბერდა,
გამიხდა ოთხმოც წელია.
ამ ხნის მანძილზე დავრწმუნდი,
თუმცა ცხოვრება ძნელია,
მაინც წინ უნდა იაროთ,
გზები გაქვთ გასავლელია..
არც ლხინი გამსუბუქებდეთ,
როგორც ფოთოლი ხმელია.
დინჯადვე დახვდეთ განსაცდელს,
გულს არ აყოლოთ ხელია.
გონება უნდა გმართავდესთ,
ბევრი რამ გასათვლელია.
უნდა სწორი გზით იაროთ,
სცადოთ განსჭვრიტოთ ბნელია.
ბევრჯერ ავს გადაეყრება
ვიცი სიმართლის მთქმელია,
გაჭირდეს უნდა ვარგოდე,
იმედი ჰქონდესთ შენია.
გულ ვერ მოითმენს იმასა,
რაც ძნელად მოსათმენია.
შვილიშვილების ხსენება,
წამალი არის ჩვენია.
ბებრებს გვაქვს თქვენი იმედი,
აქ მეტი რა დაგვრჩენია.
დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ,
დროული გქონდესთ დღენია.
სწავლით და გამოცდილებით,
წინ სვლა და წინ სვლა თქვენია.
ძირს სიტყვა არ ჩაგივარდესთ,
რაც თქვენგან მოსასმენია.
თან მუდამ წაგეხმარებათ,
ჩვენი ძლიერი გენია.
გამრავლდით ბექაურებო,
ფხოველთა მონაშენია.
მისწვდით სადაცა წასულებს,
ხელი ვერ მიუწვდენია.

ცუცქუნაურთას ცხოვრობდნენ აგრეთვე გულიანთ განშტოვება, ანუ ცუცქუნაურთას მცხოვრები  გულიანთ  ბექაურები. ცუცქუნაურთიდან გულიაანთ განაყრებია  სოფელ საუხიდან(ცუცქუნაურთიდან) შამთაში გადასახლებული ბერა ბექაურის შვილების: ივანეს, გიორგის და ესტატეს(ჭრელას) შთამომავლები. ცუცქუნაურთიადან გულიანათ განშტოვებიდან განაყარს ზაქროს სასულიერო სემინარია დაუმთავრებია და უკვე  მე–19– საუკუნის ნახევარში მღვდალად გაუმწესებიათ  სოფელ ატოცშიმისი შვილს სტეფანეს  აგრეთვე სასულიერო სემინარია ჰქონია დამთავრებული და მე–19– საუკუნის მიწურულს მღდვდლად უკურთხებიათ სოფელ დირბში

No comments:

Post a Comment