Wednesday, March 1, 2017

ბექაურებისა და დიდებაშვილების წარმოშვების ისტორია და საგვარეულო გენეოლოგიური განშტოვებანი -3

ხადაანთ ბექაური იყო  კიტოხიდან  კასპის რაიონის სოფელ საკურთხში გადასახლებული გივი ბექაური.
შემდეგ მასთან გადასახლებულა მისი ძმის შვილი ივანე, რომელსაც ამავე დროსვაჭარასეძახდნენ თურმე. მათი ძმები და ბიძაშვილები კიტოხში დარჩენილან ხოლო და ხევში სოფელ სიონში ყოფილა გათხოვილი  (“ბიჭიკოთეძახდნენ თურმე მათ, ვისაც ყოლია რძლად).
გივის ორი ბიჭი პეტრე და პავლე შესძენიამის შვილს პეტრეს ასევეპატაშურეძახდნენ თურმე.
 
ივანეს (ვაჭარას) სამი ბიჭი შესძენია :გაბრიელი, ადამი და ხადა. ივანეს(ვაჭარას) შთამომავლები შემდეგ ქედში, თეთრიწყაროს და მუხათგვერდში დასახლებულან. (ვაჭარას შვილიშვილი იყო, ზემო ქედში მცხოვრები სანდრო გაბრიელის ძე ბექაური).
სამწუხაროდ  გივი   მალე გარადაცვლილა,  მისი შვილები: პეტრე (პატაშურა) , უმცროსი ძმა პავლე და  მათი უფროსი და  თამარი(რომელიც გათხოვილი ყოფილა სვიმონ ციხიშვილზეადრე  დაობლებულან და ახალმოსახლენი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ თურმეპატაშურა საოცარი ძალის პატრონი ყოფილა. იმ პერიოდის საქართველოში ჭიდაობები თითქმის ყოველ მხარეში იმართებოდა თურმე, რომლებსაც ადგილობრივი თავადები და მდიდარი დაწინაურებული სოციალური ფენის წარმომადგენლები უწყობდნენ თურმე ხელს. ყველა რეგიონს თავისი ფალავანი ჰყავდა თურმე, რომელზეც შემდეგ საქართველოს ჩემპიონობაზე ჭიდაობის დროს ამყარებდნენ იმედებს. კასპის მხარეში პეტრე (პატაშურბექაურს ყველა მოჭიდავე ძალზედ ადვილად დაუმარცხებია, თავად თარხნიშვილებს თბილისში ჩამოუყვანიათ საჭიდაოდ. თბილისში პატაშურა ფინალში გასულა, სადაც უკვე კარგად გამოცდილ და სახელოვან მოჭიდავეს კულა გლდანელს უნდა შეხვედროდა. გაზეთში გამოქვეყვნებულა, რომ ამა და ამ დღეს ერთმანეთს ხვდებიან კულა გლდანელი და პეტრე ბექაურიო...  ჭიდაობას მრავალი ხალხი, სამოქალაქო თუ სამხედრო პირი  დასწრებია, მათ შორის ყოფილა იმ პერიოდში საქართველოში სამხედრო სამსახურში გადმოყვანილი ბერა ბექაურიც, რომელისაც აღმზრდელმა სამხედრო კარიერასთან და წოდებასთან ერთად აზნაურობაც მიაღებინა, ხოლო გვარად კი ისევ ბექაურად იწერებოდა.  კულა გლდანელი ვერცხლის ქამარ ხანჯალში და ლამაზ ჩოხა ახალუხში გამოწყობილი ყოფილა რომელსაც ყველა სცნობდა თურმე, ხოლო მისი მეტოქე ვინ უნდა ყოფილიყო ხალხი ვერ იგებდა, რადგან პატაშურას არავინ იცნობდა. საჭიდაო ჩოხა მოირგო კულამ თურმე და წრეში გამოვიდა, მოპირდაპირე მხარიდან წრეში გამოჩნდა უბრალო ძველი ყდის შალის (ფარდაგულად ნაქსოვი) შარვალში და ნაქსოვ  ხალათში ჩაცმული მაღალი (2 მეტრზე  მეტი იყო თურმე) პეტრე(პატაშურ) ბექაური. როდესაც მოჭიდავენი გამოვიდნენ არენაზე, ბერა იერით მიმხვდარა რომ პეტრე მისი  ძმის ან მისი ბიძაშვილის შვილი იყო, მაგრამ რომლის  ეს არ იცოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს და არც გამოსცნაურებია, რაზედაც შემდეგ მოუბოდიშებია–„გენერლებთან ვიჯექი და უხერხული იყო მოსვლაო, მე ისინი აზნაურად მიცნობენ და გლეხი პეტრე ბექაური რომ გამოაცხადეს ვერ მოვიდოდი, მაგათი შეკითხვების თავი არ მოქონდა და არ გეწყინოსოუთქვამს. ამ ჭიდაობას ესწრებოდა და პეტრეს ქომაგობდა მისი სიძე (დის ქმარი) სვიმონ ციხიშვილი, რომელიც თურმე წრეზე  მაყურებლ ხალხთან ერთად იდგა და შემთხვევით  იმ მხარეს მოხვედრილა რომელ მხარესაც კულა გლდანელი იდგა და მეტოქეს ათვალიერებდა. კულას რომ დაუნახავს პეტრე  ასე თბილისისათვის შეუფერებლად ჩამულ დახურული, ჩაუცინია –„ ეს მთიული ნეტა ვინ რა გააბრიყვა, ისე კარგი წამოსაღები კი იქნება კისრულზე, მაგას ფანდისა რა ეცოდინება, თან ცოტა გაიწიეთ, დიდი წრე გააკეთეთ, მაგსიმაღლეს ეს პატარა წრე არ ეყოფა, აქ რომ გაიშალოსორაზეც ხალხს და მისი ჭიდაობის ფანებს, ვისაც ეს გაუგიათ გაუცინიათმოჭიდავებმა თურმე მისალმების შემდეგ წრეში ერთმანეთის ძალები მოსინჯეს, კულას დაუპირებია რაღაც ფანდის ჩატარება, მაგრამ პეტრე ბექაურს თავისი გრძელი მკლავებით ჰაერში აუტაცია კულა, ისე რომ ორივე ფეხი მიწას აუცილებინებია თურმე.  გამოცდილი მოჭიდავე კულა გლდანელი მიმხვდარა რომ ძალიან ძლიერ და არაადამიანური ძალის პარტონთან ჰქონდა საქმე, დოლისა და ზურნის ხმაში ისე რომ სხვებს არ გაეგოთ პეტრესათვის უთქვამს, ოღონდ არ წამაქციო და ამ სახელოვან მოჭიდავეს სირცხვილი არ მაჭამო და ჩემს ვერცხლის ქამარ ხანჯალ მოგცემ და 8 თუმან ფულსა დაგიმატებ კიდევო. პეტრე აღარ გასძალიანებია და წაექცევია თურმე, ოღონდა არა ბეჭებზე არამედ პირქვეხალხს დაუძახია კულასთვის, რომ ჩაგეთვალოს სუფთა მოგება გადააბრუნეო.. პეტრე ბექაური სიმაღლესთან ერთად ძვალმსხვილი ყოფილა ამიტომ წონაც დიდი ჰქონია. დაღლილ კულას ხალხისათვის ამოუძახია,–„როგორი გადასატრიალებელია, მოდითა და  თქვენ გადაატრიალეთო“. ხალხი ამ ჭიდაობის უკმაყოფილო დარჩენილა, ამიტომ განმეორებითი ჭიდაობა მომდევნო კვირას დანიშნულა.
კულას თავისი  ვერცხლის ქამარხანჯალი და ის დანაპირები 8 თუმანი მიუცია პატაშურასათვის. ხოლო მერე კი შემოუთვლია, ოღონდ აღარ ჩამოხვიდე მომავალ კვირას და 10 თუმანს კიდევ გამოგიგზავნიო. პეტრეს კულას მიცემული ვერცხლის ქამარხანჯალი გაუყიდია. კულას მოცემული ფული და გამოგზავნილი ფულისათვის დაუმატებია და ორსართულიანი  სახლი უყიდია თბილისის მახლობლად ლისში.
ჭიდაობის დამთავრების შემდეგ ბერას გუდამაყარში გაუგზავნია კაცი  რათა გაეგოთ სად იყო პეტრერომ პეტრე და პეტრეს ბიძაშვილი ანდრია (რომელიც შემდეგ ზვავისაგან დაიღუპა),  მასთან ხარკოვში ჩასულიყვნენ სტუმრადანდრია თანდილას ძე ბექაური გუდამაყარში იმ დროს თავის ძმასთან ნიკოსთა ერთად ძველ ფუძეზე ცხოვრობდა(მისი  ძმა ნიკო შირაქში გადასახლდა შემდეგ თავისი ცოლშვილით). ბიძაშვილები ანდრია და პეტრე ხარკოვში სწვევიან ბერას, რომელსაც კარგად უმასპინძლია საქართველოდან ჩასულებისათვის  სამი თვე არ გამოუშვია იქედან, მაგრამ ბიჭებს საქართველოს გარეშე ვერ გაუძლიათ და სამშობლოში დაბრუნებულან.
იმ პერიოდში მდიდარ თუშ მეცხვარეებს (ზემო და ქვემო ალვანელებს) და მდიდარ ფშაველ მეცხვარებს ზამთარში ჩაჰყავდათ ცხვრის ფარები შირაქში და იქ აზამთრებდნენ. ეს მიწები 1884 წლიდან საძოვარად და სათიბად სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი ჰქონდათ, რაშიც გარკვეულ გადასახადს იხდიდნენ. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და განსაკუთრებით მეოცე საუკუნის დასაწყიში, მთის  მცირე მიწის პატრონმა მოსახლეობამ, რომელსაც უჭირდა საქონლისათვის საჭირო საკვების მთაში მოპოვებათავიდან საზამთრო ქოხების გამართავა, ხოლო შემდგომ, მომდევნო წლებში კი მუდმივად დასახლება დაიწყო. ახალდასახლებუ ადგილებში  მთის მცირე მიწის მესაკუთრე მოსახლეობამ, მიუხედავად უწყლო ტერიტორიისა (რასაც ძნელად ეგუებოდნენ), მიწის დამუშავებასა და მარცვლეულის მოყვანას მიჰყვეს ხელი. ეს პროცესი 1900 წლიდან  ნელი ტემპით დაიწყო, ხოლო თანდათან შირაქში ჩასახლების უფრო მეტი მსურველი  გამოჩნდა. დღევანდელი ზემო ქედის ტერიტორიაზე და ტარიბანის ნაწილზე  ბინები ჰქონდათ გუგუდა ბეწუკლებს. ასევე დღევანდელი არხილოსკალოს და ქვემოქედის, ელდარის ტერიტორიებზე ცხვარს აძოვებდნენ მდიდარი თუში მეცხვარები. მოსახლეობის ჩასახლება წინაღმდეგობაში მოდიოდა მდიდარ თუშ და ფშაველ მეცხვარების ინტერესებთან. ზემო ქედში ცხოვრობდნენ  მთიულები, გუდამაყრელები, მათ გაყოლებაზე, არხილოს მხარეს _ მოხევეები, ხოლო გორების მხარეს _ ქსნის ხეობიდან ჩამოსახლებული მთიულები. 1905 წლისათვის ზემო ქედში უცხოვრია სამოც ოჯახს, არხილოსკალოში კი  ორ ოჯახს: ბაზიერიანთ და იმედაანთ, ხოლო ქვემო ქედში იმ დროს უმეტესად ივრის ფშავლები და ერწო-თიანეთიდან  ჩასახლებული მოსახლება ცხოვრობდა თურმე. დღევანდელ  ქვემო ქედში ძირითადად ფშავლები დასახლებულან. თავიდან ერწოდან გადასახლებულან: ურჯუკაშვილები, გურასპაულები, ყაყიჩაშვილები, ქუმსიაშვილები. ასევე ერწოდან ჩასახლებულან ხარხელაურები (გადმოცემითერთერთ ხარხელაურს თანდილა რქმევია, რომლის სურვილიც ყოფილა რომ დღევანდელ ქვემო ქედს თანდილაანი დარქმეოდა).  ეს ხალხი მთიდან მცირე მიწების გამო ჩამოსახლებულა თავისუფალ სახელმწიფო  ტერიტორიაზე  ქიზიყში. უშუალოდ კი ეს ტერიტორია შედიოდა სიღნაღის მაზრაში. დღევანდელი ზემო ქედის მიწებს, თეფას ნაკვეთიდან დაწყებული, კაი წყლის, მაყვლის წყლისა და სამწყაროს ქედის გაყოლებამდე, ზამთრის პერიოდში საძოვრად იყენებდნენ მდიდარი ფშაველი და  თუში მეცხვარეები: გუგუდანი (ნადირაშვილები), ბეწუკლები (ბეწუკლიშვილები), ბუქურაულნი, უძილაურნი, თხილიანთ სტეფანე (გვარი აღარ ახსოვთ) და სხვები...  მათ,  1905 წელს, კონფლიქტი მოუვიდათ ზემო ქედში მცხოვრებ მოსახლეობასთანგაუვრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს ეს ხალხი სახელმწიფოსათვის საშიშ ახალშენებს ქმნიდა, „რაზბოინიკები“, მთიდან გადმოხვეწილები, დასაყრდენი ხდებოდნენ ანარქისტების, სოციალ-დემოკრატების და ტერორისტების. დაიქირავეს ვექილები, გადაათარგმნინეს რუსულად და გენერალ გუბერნატორის სახელზე შეიტანეს თხოვნა მათი გასახლების შესახებ. ამ ამბავს თან დაერთო ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ტერორისტებმა თბილისთან ახლოს მოკლეს სახელმწიფო მოხელე ვინმე ტალახაძე და ვერეს ხეობაში ამოწყვიტეს უდანაშაულოსტრაჟნიკები“. ბრძანება, რომელიც სიღნაღის მაზრაში გაიგზავნა თბილისიდან, სიღნაღის მაზრის უფროსის მითითებით, პრისტავის, ვინმე ბაქრაძის მეშვეობით გააცნეს ზემო ქედის მოსახლეობას. ბრძანების მიხედვით, ეძლეოდათ ერთი თვის ვადა, რომ დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები, ოღონდ, თუ სად უნდა გადასახლებულიყვნენ, ბრძანებაში მითითებული არ იყო. თან გააფრთხილეს მოსახლება, რომ ამ ბრძანების არშესრულების შემთხვევაში, ყველა ოჯახში ჩადგებოდაეგზაკუცია“,  რის შემდეგაც, იძულების წესით იქნებოდნენ გასახლებულები. ამას ემატებოდა თუქურმიშაში (დღევანდელი დედოფლის წყარო) მდგარი რუსების აგრესიული ქმედება, კერძოდ, საქონლის დაპატიმრება (თუ საქონელი მათ საზღვარზე გადავიდოდა), შემდეგ კი გამოსასასყიდის გამორთმევა.
1889
წლიდან, მეფის რუსეთის განკარგულებით, ამ ტერიტორიაზე დაიწყო რუსების ჩამოსახლება, გაჩნდა რუსული დასახლებები. ამას ემატებოდა ის, რომ მდიდარი თუში და ფშაველი მეცხვარეები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ სასაძოვრე მიწებით, აქეზებდნენ ქურდებს და ყაჩაღებს, რომ ახლადჩამოსახლებული მოსახლეობისათვის მოეპარათ ხარები, რომლითაც ხნავდნენ მიწას, რათა მოსავალი ვეღარ მოეყვანათ და იძულებულნი გამხდარიყვნენ, უარი ეთქვათ ამ მიწაზე დამკვიდრებაზე.  
სახელმწიფოსგან  ამ ბრძანების მიღების შემდეგთურმე ხმა გავრცელდაროგორც შირაქშიისე მთაშირომ  მთავრობა ჩასახლებულებს უკან გამოსახლებას უპირებსოზემო ქედელები თბილისში წამოსულან სასამართლოში საქმის გასასაჩივრებლადისინი ეძებდნენ ისეთ კაცსვისაც შეიძლება ჰქონოდა კავშირები მაშინდელ ხელისუფლებასთანასეთი კაციც  უნახავთ _ პეტრე (პატაშურბექაურირომელიც თბილისის მახლობლადლისში ცხოვრობდა და რომლის კარის მეზობელიც იყო დუშეთის ყოფილი  მაზრის უფროსი, 75 წლის უშვილო მოხუცი კუზმა კონდრატევიიგი თურმე პეტრე ბექაურის შვილს რუსულში ამეცადინებდა და ახლო იყო პეტრეს ოჯახთანკუზმა კონდრატევი იცნობდა  გენერალ გუბერნატორსხშირად ერთად სადილობდნენ თურმე.  პეტრესთან ზემო ქედელ მთიულებს ზემო ქედში მცხოვრებიკასპის რაიონის სოფელ საკურთხიდან  ჩასახლებული მისი ძმა  პავლე და  კიტოხიდან ჩასახლებული მისი ბიძაშვილი ნიკო გაუგზავნიათპეტრე  ზემო ქედიდან ჩამოსულებს ვექილის აყვანაში დახმარებიამათთვის ვინმე გაბრიუშა აუყვანიათ ვექილადგაბრიუშას მოუსმენია მათი გასაჭირიშემდეგ ბრძანების ნომერი და გადაუმოწმებია.  როდესაც დარწმუნდნენ ბრძანების სანდოობაშიუთქვამსახლა სასამართლოს მაინც აზრი არ აქვსპროცესს წავაგებთრადგან გენერალ გუბერნატორიტალახაძისა და სტრაჟნიკების მკვლელობის გამოისეა გაბრაზებულირომ ასეთი სახის გადაწყვეტილებას არ შეცვლისო.პეტრეს ( პეტრეს მეორე სახელს პატაშურს ეძახდნენთხოვნითკუზმა კონდრატევი იმავე დღეს შეხვედრია გენერალ გუბერნატორსგუბერნატორისათვის აუხსნიარომ ამ ხალხის პირობებს ძალიან კარგად იცნობდარადგან დიდი ხანი მუშაობდა დუშეთის მაზრის უფროსადრომ ეს ხალხი მცირე მიწების გამო იყო ჩასახლებული შირაქში და არანაირ სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას არ ეწეოდა და რომ ეს ყველაფერი მოგონილი ბრალდება იყოთანხმობის მიღების შემდეგკუზმა კონდრატევს ვექილისათვის შეუდგენინებია ტექსტი და სასამართლოზე თვითონაც წაჰყოლია მთიულებსსასამართლოს სხდომაზეგენერალ გუნბერნატორის განკარგულებით,  ბრძანების ტექსტი მოსახლეობის სასარგებლოდ შეცვლილარითაც უკმაყოფილო დარჩენილან მდიდარი თუშებისა და მდიდარი ფშავლების მიერ დაქირავებული ვექილებიახალი ბრძანების მიხედვითსოფელ ზემო ქედში მცხოვრებნი რჩებოდნენ თავიანთ ადგილზე და თითოეული  მოსახლისთვის უნდა მიეზომათ თოთხმეტი დესეტინა მიწაასევე,  სახნავად უსარგებლო და გამოუსადეგარი ადგილები უნდა გამოყოფოდათ საძოვრად.  ახალი ბრძანება გაიგზავნა დეპეშითიმ პერიოდში ცხენების ეტლით ხდებოდა თურმე დეპეშის გაგზავნათუ შორი მანძილი იყოგზადაგზა ცვლიდნენ ცხენებსმართლაც გამოუყვეს მიწა და საძოვარი კი _ სამწყაროსმაყვლისწყაროსა და კაიწყალს შორის.მდიდარ თუშ მეცხვარეებს(ზემო და ქვემო ალვანელებსდა მდიდარ ფშაველ მეცხვარებს 1905 წელს კონფლიქტი მოუვიდათ ზემო ქედში მცხოვრებ მოსახლეობასთანზემო ქედში ცხოვრობდნენ მთიულებიგუდამაყრელებიმათ გაყოლებაზე არხილოს მხარეს მოხევებიხოლო გორების მხარეს ქსნის ხეობიდან ჩამოსახლებული მთიულები. 1905 წლისათვის ზემო ქედში უცხოვრია 60 ოჯახსარხილოსკალოში კი   2 ოჯახსბაზიერიანთ და იმედანთხოლო ქვემო ქედში იმ დროს უმეტესად ივრის ფშავლები და ერწოთიანეთიდან ჩასახლებული მოსახლება ცხოვრობდა თურმეეს ხალხი მთის მცირე მიწების გამო ჩამოსახლებულა სახელმწიფო თავისუფალ ტერიტორიაზე  ქიზიყშიუშუალოდ კი ეს ტერიტორია შედიოდა სიღნაღის მაზრაშიდღევანდელი ზემო ქედის მიწებსთეფას ნაკვეთიდან დაწყებულიკაი წყლისმაყვლის წყლისა და სამწყაროს ქედის გაყოლებამდე ზამთრის პერიოდში საძოვრად ხმარობდნენ მდიდარი ფშაველი და მდიდარი თუში მეცხვარეებიგუგუდანი (ნადირაშვილები), ბეწუკლები (ბეწუკლისშვილები), ბექურაულნი,უძილაურნითხილიანთ სტეფანე და სხვები..  ცნობილია რომ გუგუდათ დავითოს (დავითო ნადირაშვილს) 25 000  ცხვარი ყავდა ხოლო გეჯა ბეწუკელს (ვაჟას მძახალს) 15 000 ცხვარირომლებსაც სხვა მეცხვარეებთან ერთად შირაქის საძოვრებზე აზამთრებდნენ.მათ გაუვრცელეს ცრუ ინფორმაცია თითქოს ეს ხალხი სახელმწიფოსათვის საშიშ ახალშენებს ქმნიდნენ, „რაზბოინიკები“, მთიდან გადმოხვეწილებიდასაყრდენი ხდებიანანარქისტებისსოციალ დემოკრატების და ტერორისტებისდაიქირავეს ვექილებიგადაათარგმნინეს რუსულად და გენერალ გუბერნატორის სახელზე შეიტანეს თხოვნა მათი გასახლების შესახებამ ამბავს თან დაერთო ის ფაქტი რომამ პერიოდში ტერორისტებმა თბილისთან ახლოს მოკლეს სახელმწიფო მოხელე ვინმე ტალახაძე და ვერეს ხეობაში ამოწყვიტეს უდანაშაულო „სტრაჟნიკები“. ბრძანება რომელიც სიღნაღის მაზრაში გაიგზავნა თბილისიდანსიღნაღის მაზრის უფროსის მითითებით პრისტავის ვინმე ბაქრაძის მეშვეობით გააცნეს ზემო ქედის მოსახლეობასბრძანების მიხედვით ეძლეოდათ ერთი თვის ვადარომ დაეტოვებინათ ეს ტერიტორიებიოღონდ თუ სად უნდა გადასახლებულიყვნენბრძანებაში მითითებული არ იყოთან გააფრთხილეს მოსახლეობარომ ამ ბრძანების არ შესრულების შემთხვევაშიყველა ოჯახში ჩადგებოდა „ეგზაკუცია“  რის შემდეგაც იძულების წესით იქნებოდნენ გასახლებულები.ამ პერიოდში პეტრე (პატაშურბექაურის შვილს კაცი შემოაკვდა და პეტრე იძულებული გახდა  მთელი ოჯახით გადასახლებულიყო ზემო ქედში.  ქედში მოგვიანებით საკურთხიდან გადმოსახლდნენ ივანეს(ვაჭარას)   ოჯახობაცმაგრამ საბოლოდ მისი შვილებიდან: (გაბრიელიადამი,ხადამათი შთამომავლებიდან ზოგი  ქედში დამკვიდრდა თავისი ოჯახითხოლო ზოგი უკან სოფელ საკურთხისში დაბრუნებულანსაიდანაც ზოგი მუხადგვერშიზოგი კი თეთრიწყაროს რაიონშიკერძოდ კი მანგლისში და ორბეთში გადასახლებულან.  ქედში სხვა სირთულეებიც არსებობდა,  მდიდარი თუში და ფშაველი მეცხვარეებირომლებიც დაინტერესებულები იყვნენ სასაძოვრე მიწებითაქეზებდნენ ქურდებს და ყაჩაღებს რათა ახლად ჩამოსახლებული მოსახლეობისათვის მოეპარათ ხარებირომლითაც ხნავდნენ მიწასრათა მოსავალი ვეღარ მოეყვანათ და იძულებულნი გამხდარიყვნენ უარი ეთქვათ ამ მიწაზე დამკვიდრებაზეამას ემატებოდა თუქურმიშაში (დღევანდელი დეოფლისწყარომდგარი რუსების აგრესიული ქმედებაკერძოდ საქონლის დაპატიმრება თუ საქონელი მათ საძღვარზე გადავიდოდაშემდეგ კი გამოსასასყიდის გამორთმევათუმცა იყვნენ გამონაკლისი ყაჩაღებიც მაგალითად ქიზიყელი ყაჩაღი მიხა ჭუჭულაშვილი (მწერლიშვილი), რომელიც ქიზიყელ მწყემსებს იცავდა თათარი ქურდებისა და ყაჩაღებისაგანრასაც ვერ ვიტყვით მდიდარ ფშაველ და თუშ მეცხვარეთა მწყემსებზე,  რომელთა მიმართ მიხა არანაირ მზრუნველობას არ იჩენდა.  ასევე თათარი ამირანარომელიც  ზაქათალიდან ჩამოსახლებულა ბორანთან ახლოსამირანა ბევრჯერ მიხმარებია ზემო ქედელებს მოპარული საქონელი მოძებნაში და ყაჩაღების დადევნებაშიმაგრამ ამირანას ცუდი თვისება ის ქონიარომ ვისაც აშინებდა მის სახლში შედიოდა და მოურიდებლად ექცეოდა იმ ოჯახის მანდილოსნებსრისთვისაც დაპირისპირება მოსვლია ზემო ქედელ ახალგაზრდებთან.  ამირანას ეს საქციელი განსაკუთრებით აღიზიანებდა პეტრე(პატაშურბექაურის შვილს გაბოს.  ერთხელ გაბო თავის მეგობრებთან ერთად სახლში მივარდნია ამირანას და ორმხრივი სროლის დროს დაუჭრიათამირანას გაქცევით უშველია თავისათვისმაგრამ გულში წყენა ჩაუდია და ალაზანზე საბანაოდ ჩასული 18 წლის ახალგაზრდა სანდრო პავლეს ძე ბექაური (პატაშურას ძმის შვილიამირანას ცოლის ძმას მოუკლია თოფით.
1906 
წელს პეტრე (პატაშურბექაური ზემო ქედის მამასახლისად  დაინიშნაამ  თანამდებობაზე იგი 1911 წლამდე იყომამასახლისობისასპეტრე  ბექაური იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ფშაველი და თუში  მეცხვარეების მიერ  წაქეზებული ყაჩაღების მიერ  გატაცებული ხარების დაბრუნებაშიერთ-ერთი ასეთი დევნითი ოპერაციის დროს გამართული ორმხრივი სროლისას დაჭრილა  თათარი ამირანახარების ქურდები გაქცეულანპეტრეს ცხენზე შემოუსვამს დააჭრილი ამირანახარები გამოურეკია და თანასოფლელებისათვის  მოუყვანია (პეტრე ძალიან დიდი ტანის კაცი ყოფილაათეული  წლების შემდეგროდესაც  ზემო ქედის ყოფილი ეკლესიიდან საერთო სასაფლაოზე გადაასვენეს,  მისი ძვლების  სიგრძით გაოცებულ მნახველებს მისი ჩონჩხი გაუზომავთ.  ის 2 მეტრი და 12 სანტიმეტრი გამოსულა).
               
მამასახლისად დადგომის და ყაჩაღებთან ბრძოლაში  უშუალო მონაწილეობის შემდეგპეტრეს გაცნობა მოუწადინებია ყაჩაღად გასულ მიხა ჭუჭულაშვილსრომელსაც ერთ-ერთ დუქანში სუფრა გაუშლია და სანდო კაცის პირით შეუთვლია ბექაურისათვისამა და ამ დუქანში ამა და ამ დროზე ვიქნები და შევხვდეთშენი გაცნობა მინდაოპეტრე რომ  გასაცნობად  შესულაფეხზე წამომდგარ მიხას უთქვამსჩემი თავი მეგონა დიდი ტანისა და აბაშენ ყოფილხართუ ყოფილხაროცნობილი სროლის შემდეგ უკვე ჭრილობებმოშუშებული ამირანა ხუმრობდა თურმეგასაკვირიაამხელა კაცი იქ იყო,  ტყვია კი  მის ბეჭებს ასცდა და მე მომხვდაო.
1911 
წელს უბედური შემთხვევის წყალობით (შვილს მტერი ეგონა და თურმე თავისი გოგოს დაროს (პეტრე ბექაურის გოგო დარო გათხოვილი იყო სანდრო საჩიშვილზე). ქორწილის დღეს შვილის– გაბოს მოქნეული ხანჯლით დაიღუპა პეტრე ბექაური.(სიბნელეში ვერ გაარჩია თურმეპეტრე იყო პირველი მკვდარი ზემო ქედშიდამარხეს მისივე თაოსნობით აშენებულ  ეკლესიის ეზოში.ზემო ქედში ხალხის მიერ გამოთქმული ლექსი რომელიც  ზეპირად იყო გავრცელებული ვკითხულობთ:
 
იტირეთ შირაქელებო
თქვენი ძვირფასი მკვდარია.ეგ იყო ჩვენი იმედი
ახლა დაგვიდგა თვალია.ხადანთ პატაშურაი
ქედში არ ჰყავდა ცალია.მიწას ვინც გვედავებოდა
ყველას უხეთქა ხმალია.თუშფშაველ მეცხავრეები
ყველა ჰყავ შამამწყრალია.არ დაიხია უკანა,მაგან გაავლო ზღვარია.არ დაანება ადგილი,რომ გაგვეტანა კვალია.გვქონიყო მიწა სახნავი,სამკალი სათიბავია.ქურდყაჩაღებს და მძარცველებს,ტყვია აგემა მწარია.სოფელს დაგვიდგა საყდარი,ჩამოგვიკიდა ზარია.ეგეთი კაცის სიკვდილი,ვაი რა დიდი ბრალია.
      1911 
წლისათვის ზემო ქედში უკვე 250-მდე ოჯახი  იყო.  იზრდებოდა არხილოსკალო,  ქვემო ქედი.  რა თქმა უნდაჩნდებოდა  ახალი მიწების ათვისების საჭიროება.  მოსახლეობაში თანდათან გამოჩნდა ახალი მარკის  რკინის გუთნები (მოგვიანებით ისინი  „საკოვსკის“ გუთნებმა შეცვალა), ასევე _ სამკალი დაზგებირომლებიც ცოცხალი გამწევი საჭაპანო საქონლის გამოყენებით იმართებოდაახალი სამუშაო იარაღით  შესაძლებელი გახდა  უფრო მეტი ფართობი მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანაგამრავლებული მოსახლეობა მიწას ითხოვდაეს ეწინააღმდეგებოდა  თუში და ფშაველი მეცხვარეების ინტერესებსრომლებიც კვლავ  აქეზებდნენ ყაჩაღებსსანაშენე პირუტყვი და გამწევი ცოცხალი ძალა  მოეპარათ  მოსახლეობისათვისრათა იძულებული გაეხადათდაეტოვებინათ ეს ტერიტორიებიროგორც ზემო ქედელებსისე ქვემო ქედელებსმძიმე შრომასთან ერთადქურდ-ყაჩაღებთან ბრძოლაც უხდებოდათ

No comments:

Post a Comment