Thursday, April 27, 2017

რჩევა ფერმერთა დასახმარებლად

1. ერთი დღის წიწილების სქესის გარჩევის ერთ-ერთი ნაცადი მეთოდი შემდეგია: ერთი დღის წიწილას ორივე ფეხით სწევენ მაღლა. თუ წიწილამ თავი დაბლა ჩაკიდა _ მამალია, დედალი კი ცდილობს თავის მაღლა აწევას.

2. მეორე ასევე საინტერესო მეთოდი: ერთი დღის წიწილას ქეჩოთი ორი თითით სწევენ მაღლა, თუ წიწილა ფეხებს ჩამოკიდებს _ მამალია. დედლები კი ფეხებს ტანისაკენ აკრეფენ _ მიატყუპებენ.
3. იმ შემთხვევაში, თუ 2-3 წლის დედლებს შევაჯვარებთ 1 წლის ასაკის მამლებთან ან პირიქით _ 2-3 წლის მამლებს 1 წლის დედლებთან, მაშინ ასეთ დროს მიღებული კვერცხებიდან გამოჩეკილი წიწილების უმრავლესობა დედალი იქნება.
4. დაკვირვებით ცნობილია, რომ ქათმებს უყვართ ნარინჯისფერი. ქათმებში კვერცხმდებლობა აიწევს, თუ საქათმეში ჩვეულებრივ ნათურას ნარინჯისფერით შევცვლით, ზამთარში კი გავზრდით სინათლის ხანგრძლივობას.
5. ზამთარში კვერცხმდებლობა რომ არ შემცირდეს, ქათმებს უნდა დავალევინოთ თბილი წყალი. უკეთესია, თუ ეს იქნება წიწვოვანი მცენარეების ნაყენი.
6. იხვისა და ბატის კვერცხის უმად მიღებას უნდა ვერიდოთ, რადგან ადამიანს გადაეცემა ზოგიერთი საშიში დაავადება. რეკომენდირებულია წყლის ფრინველის კვერცხის შეწვა.
7. გარკვეული დროით (1-2 თვე) კვერცხი შეიძლება ასე შევინახოთ: კვერცხები ჩავაწყოთ ცხრილში, სწრაფად ჩავუშვათ მდუღარე წყალში და ამოღებისთანავე ამოვავლოთ ცივ წყალში. შემდეგ გავაშროთ და გასანიავებლად დავაწყოთ.
8. მარილწყალში კვერცხი კარგად ინახება 4-5 კვირის განმავლობაში. ეს კვერცხის კონსერვირების ძალზე უბრალო მეთოდია.
9. კვერცხი, რომელიც გამოსაჩეკად არის გადარჩეული, უნდა ინახებოდეს არა უმეტეს ორი კვირისა ვერტიკალურ მდგომარეობაში _ წვრილი ბოლოთი ქვევით, კალათაში, ყუთში ან სხვა ჰაერგამტარ ჭურჭელში, გრილ ადგილას, არა უმეტეს 12° სითბოში.
10. ხშირად უჩივიან, რომ დაბალია კრუხების მიერ წიწილების გამოჩეკის პროცენტი. ამისი ძირითადი მიზეზი კვერცხმდებელი ქათმების არასრულფასოვანი კვებაა (რაციონში ცილების და ვიტამინების ნაკლებობა). ამის თავიდან აცილების მიზნით, ადრე გაზაფხულიდან კვერცხმდებელი ქათმები ცილით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვებით უნდა ვკვებოთ.
11. ქათმები და ინდაურები პარაზიტი მწერებისაგან თავს დაიცავენ, თუ მათ ნაცრისა და ქვიშის აბაზანებს (ყუთებს) მოვუწყობთ.
12. ქათამი უნაჭუჭო კვერცხს მინერალური ნივთიერებების ნაკლებობის გამო დებს. ამის თავიდან ასაცილებლად ქათმებს უნდა მივცეთ: დაქუცმაცებული, ადუღებულ წყალში ამონავლები კვერცხის ნაჭუჭი, ცარცი, წვრილად დაფქვილი კირქვები, ნიჟარები, მშრალი თიხა, ხის ნაცარი და სხვა.
13. წიწილების კრუხთან ერთად გამოზრდას ბევრი უპირატესობა ახლავს: კრუხი იცავს წიწილებს, აჩვევს გარემოში ორიენტირებას და საკვებს. უარყოფითია ის, რომ ძნელია ქათმის მოკრუხების ვადის დაგეგმვა; ამასთანავე შეზღუდულია გამოჩეკილი წიწილების რაოდენობა.

14. თუ წიწილებს უკრუხოდ ვზრდით (ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილები), პირველ კვირას სადგომის ტემპერატურა 32 გრადუსი უნდა იყოს, მეორე კვირას _ 29, მესამე კვირას _ 27, მეოთხე კვირას _ 24, მეხუთე კვირას _ 21, მეექვსე კვირიდან _ 18. ტემპერატურის ასეთი რეჟიმის დაცვა შესაძლებელია ელექტროგამათბობლების გამოყენებით.
15. წიწილების საუკეთესო საკვებია რძე, შრატი, ხაჭო, ნადუღი და მაწონი. ისინი წარმოადგენენ ადვილად მოსანელებელი ცილების, ნახშირწყლების, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების წყაროს, რაც ხელს უწყობს ფრინველის ნორმალურ ზრდა-განვითარებასა და ჯანმრთელობას.
16. კვერცხმდებლობის დაქვეითების ან შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს ამინდის მკვეთრი ცვლა (ტემპერატურის სწრაფი დაცემა 8 გრადუსზე ქვევით, ან პირიქით _ აწევა 28 გრადუსზე ზევით), ფრინველის ჯანმრთელობის გაუარესება, ბუმბულის ცვლა და სხვადასხვა სტრესები.
17. ფრინველის ჯანმრთელობაზე და კვერცხმდებლობაზე დიდ გავლენას ახდენს არასრულფასოვანი კვება, ცილების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა, სუფრის მარილის სიჭარბე ან ნაკლებობა.
18. ხშირად ქათამი კვერცხს საქათმეში არ დებს ("კარგავს"). ამის მიზეზი შეიძლება იყოს საბუდრის სიპატარავე, ცუდი განლაგება. კვერცხის "კარგვის" ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პარაზიტებიცაა, რომლებიც საბუდარში ბინადრობენ.
19. ზოგჯერ ქათმები ცუდ ჩვევას ავლენენ: კვერცხებს ჭამენ. ასეთი არასასურველი მოქმედების მიზეზი მრავალია. მათ შეიძლება განეკუთვნოს ახლად გატეხილი კვერცხის ნაჭუჭის (რომელსაც ჯერ შერჩენილი აქვს ცილა) ქათმებისათვის მიცემა, საბუდარში შემთხვევით გატეხილი კვერცხის არსებობა და სხვა. ასეთი ზნის ქათმებს აჭრიან ნისკარტის ზედა წვეტიან ნაწილს და გაცხელებული მეტალით მოუწვავენ. ისე კი სასურველია, ასეთი ჩვევის ქათმები გუნდს მოვაცილოთ.
20. რამდენი მამალია საჭირო საფრინველეში? ერთ მამალზე უნდა მოვიდეს არა უმეტეს კვერცხმდებელი ჯიშის 15 ფრთა დედალი. ჩვეულებრივი ნარევი ჯიშის ქათმებში _ არა უმეტეს 12, მეხორცული მიმართულების ქათმებში _ არა უმეტეს 8. ამ ნორმის გადამეტების დროს კვერცხი შეიძლება განუყოფიერებელი დარჩეს.
21. ქათმის (ვარიის) დადებული პირველი 12-18 კვერცხი შედარებით პატარა ზომისაა. მათი მასა იმ კვერცხებთან შედარებით, რომლებსაც დედალი შემდგომ დადებს, 30-40%-ით დაბალია. პირველი კვერცხები საინკუბაციოდ გამოუსადეგარია, ისინი მხოლოდ სასურსათო მიზნით უნდა გამოვიყენოთ. პირველ წელს დადებული კვერცხები, მეორე წელს დადებულ კვერცხებზე, 8%-ით მსუბუქია. კვერცხის ნაჭუჭის ფერი ქათმის ჯიშზეა დამოკიდებული.
22. დინდგელის 5%-იანი სპირტწყლის ნაყენის გამოყენებისას მეკვერცხული ქათმების კვერცხმდებლობა 18%-ით იზრდება, 14%-ით მცირდება საკვების დანახარჯი, წიწილების სიკვდილიანობა _ 22%-ით. ცდებით დადგენილია, რომ საკვებთან ერთად დინდგელის 10%-იანი სპირტწყლის ნაყენის მიცემისას წიწილების შენარჩუნება 89,4%- აღწევს, ხოლო სადღეღამისო წონამატი _ 24,4 გრ-: მაშინ, როდესაც ჩვეულებრივად შენახულ წიწილებში შენარჩუნება 85,2% იყო, წონამატი კი _ 21,7 გრ.
23. ქათმებმა მოსვენება დაკარგეს, კვერცხის დება შეამცირეს ან საერთოდ შეწყვიტეს; ნისკარტით ბუმბულში საათობით იქექებიან. წიწილა საკვების მიღებას წყვეტს, ცუდად იზრდება, ფრთები ჩამოშვებული აქვს, ნისკარტით იქექება ბუმბულში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ფრინველს პარაზიტები (ტილი, ტკიპი) გასჩენია. თუ ზომები დროზე არ იქნა მიღებული, ფრინველის პროდუქტიულობა მკვეთრად ეცემა. წიწილები შეიძლება კიდეც დაიხოცონ.
24. ფრინველი მოუსვენრადაა, ნისკარტით ბუმბულში იქექება, ბუმბული განსაკუთრებით ბოლოზე, კისერსა და მკერდზე სწრაფად სცვივა, კვერცხისმდებლობა კლებულობს და ფრინველი ცუდად ვითარდება, ეს ნიშნავს, რომ ფრინველს პარაზიტი _ ბუმბულჭამია ტკიპი გასჩენია. ტკიპა ერთი ფრინველიდან მეორეზე სწრაფად გადადის. მისი კვერცხები ანტიპარაზიტული პრეპარატების მიმართ მდგრადია. ამ პრეპარატების გამოყენების დროს ზრდასრული პარაზიტები სწრაფად იხოცებიან, მაგრამ კვერცხებიდან 8-14 დღის შემდეგ ისევ იჩეკებიან. ამიტომ, ანტიპარაზიტული პრეპარატების გამოყენება მრავალჯერადი უნდა იყოს _ ისინი 8-14 დღის ინტერვალით 2-3-ჯერ მაინც უნდა გამოვიყენოთ.
25. თუ ფრინველს ტილები, ბუმბულჭამიები და სხვა პარაზიტები აწუხებენ, მისი პროდუქტიულობა შესამჩნევად იკლებს. ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითების გამო, ფრინველი სხვადასხვა დაავადებებით ადვილად ავადდება. მოზარდებში დიდია სიკვდილიანობა. ამ შემთხვევაში პარაზიტების საწინააღმდეგო ღონისძიებები კომპლექსურად, რამდენიმე პრეპარატის გამოყენებით უნდა ჩავატაროთ.
26. ქათამი საბუდარს სხვადასხვა სიმაღლეზე ირჩევს, ერთ ნაწილს მაღალი საბუდარი მოსწონს, მეორეს _ პირიქით, დაბალი. აქედან გამომდინარე, საქათმეში საბუდარი სხვადასხვა დონეზე უნდა მოვაწყოთ.
27. ინდაურის ჭუკებს, ვინაიდან ისინი ცუდად ხედავენ, მკაფიო ფერის საკვები უნდა მივცეთ, მაგ., წვრილად დაჭრილი მწვანე ბალახი, გახეხილი სტაფილო, ყვითელი სიმინდის ღერღილი და სხვ.
28. დამწყვდეულ ქათმებს ხშირად ახალმოგლეჯილ ბალახს უყრიან. ეს სასურველ შედეგს არ იძლევა. ქათამი ბალახის გრძელ ფოთლებს ჭამს, ისინი შეიძლება ჩიჩახვში ერთმანეთს ჩაეხვიოს და ქათამი დასაკლავი გახდეს. უკეთესი შედეგის მისაღწევად ბალახი მცირე ზომებად უნდა დავჭრათ.
29. ხშირად საჭირო ხდება რამდენიმე კრუხის წიწილების გაერთიანება _ ერთმანეთში არევა. ეს პროცესი ფრთხილად უნდა ჩატარდეს. წიწილები, სასურველია, ერთი ასაკისა და შეფერილობის იყვნენ. კრუხს უცხო წიწილებს უსვამენ ღამე, წყნარად და ფრთხილად, დილით კი აკონტროლებენ კრუხის მოქმედებას.
30. წიწილებს პირველი ორი დღის განმავლობაში კვებავენ ყვითელი სიმინდის ღერღილით და დაქუცმაცებული კვერცხის გულით. უნდა მიეცეს ნადგომი წყალი, ოთახის ტემპერატურის. შემდგომ დღეებში წიწილებს ეძლევა ღერღილში არეული პრემიქსები, რომლებიც ცილას, ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს შეიცავენ. სასმელ წყალს პერიოდულად ურევენ კალიუმის პერმანგანატს ღია ვარდისფრის მიღებამდე. აუცილებელია, წიწილებს წვრილად დაჭრილი ბალახი ან მწვანილის ნარჩენები მიეცეს. ფრინველის დაავადებებისგან დასაცავად საკვებში ან წყალში ურევენ ანტიბიოტიკებსა და სხვა პრეპარატებს. უკეთესია, წიწილებს პრობოტიკები (პათოგენური მიკრობების ანტაგონისტი მიკროორგანიზმები) მიეცეს.
31. კვერცხმდებელი ქათამი, თუ ის განსაკუთრებული ჯიშის არ არის, უნდა შევინახოთ ორი წლის მანძილზე. შემდგომ მისი პროდუქტიულობა (კვერცხმდებლობა) იკლებს. ქათამი ოთხი წლის შემდეგ ფაქტობრივად ბებერია და საჭირო რაოდენობის კვერცხს აღარ დებს.
32. ძროხების საკვებად ხშირად ნახერხს იყენებენ. ეს დაუშვებელია, რადგან მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ნახერხს ცხოველი ვერ ითვისებს, პირიქით, ის ცხოველის ჯანმრთელობისათვის საშიშია.
33. თუ ჭაობიან ადგილებში ფართოდ გავრცელებული ლელის ნედლ ნაზარდებს დავუმატებთ ცოტაოდენ შესველებულ ქატოსაც, ცხოველისათვის კარგ საკვებს მივიღებთ.
34. ხბოების კუჭ-ნაწლავის და სხვა დაავადებების თავიდან აცილების მიზნით დედას ხბო არ უნდა მოვაცილოთ. ხბო დედასთან უნდა მივუშვათ დაბადებისთანავე. 2 კვირის შემდეგ ხბო ძროხასთან, სასურველია, მივუშვათ შუა წველაში. 1,5 თვის (.. 2 თვის ასაკში) შემდეგ კი _ წველის ბოლოს. ასეთ პირობებში 4 თვის ასაკში ხბო კარგად განვითარებული და ჯანმრთელია.
35. ძროხა უნდა მოვწველოთ, როგორც იტყვიან, რძის ბოლო წვეთამდე, ანდა წველის ბოლოს ხბო მივუშვათ, რათა ბოლომდე გამოსწოვოს რძე. ცურში დარჩენილი რძის მცირე ნაწილიც კი ძროხის შემდგომ პროდუქტიულობაზე უარყოფითად მოქმედებს, იგი წველადობას ამცირებს. კიდევ ერთი ფაქტი _ უნდა ვიცოდეთ, რომ რძის ბოლო წვეთები მდიდარია ცხიმით და ეს გავლენას ახდენს რძის საერთო ცხიმიანობაზე.
36. ფურებში მომყოლის ადვილად მოცილების ერთ-ერთი საშუალება მოგებისთანავე ძროხის მიერ ხბოს აქტიური ლოკვა და ხბოს მიერ ხსენის უშუალოდ გამოწოვაა. ამ მიზნით ახალშობილ სველ ხბოს ტანზე ქატოს აყრიან, რათა ძროხამ იგი ინტენსიურად ალოკოს. ეს ძველი ხალხური ხერხია.
37. ზაფხულსა და შემოდგომაზე ხბო ძირითადად მწვანე ბალახით იკვებება, მაგრამ სიცხის გამო იგი საკმარისი რაოდენობის ბალახს ვერ ძოვს. ამიტომ საჭიროა, ხბოს დავუყაროთ მოთიბული ბალახიც, რომელსაც იგი ხალისით ჭამს.
38. ძუძუს ახალმოშორებულ ხბოს საკვებად ფქვილისაგან დამზადებული რძისმაგვარი ნარევი უნდა მივცეთ. ნელ-ნელა შეეჩვევა მას და ძუძუს წოვას მალე დაივიწყებს.
39. ხბოს ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია მინერალური საკვები, პირველ რიგში სუფრის მარილი. ერთ წლამდე ასაკის ხბოს ყოველდღიურად საკვებთან ერთად უნდა მიეცეს 5-10 გრ. მარილი, 100 კგ-ზე მძიმე მოზარდებს _ უფრო მეტიც. უკეთესია, ცხოველს საკვებურში მუდმივად ედოს ქვამარილი.
40. ტიმპანიის (გაბერილობის) დროს, სწრაფი დახმარების მიზნით, ძროხას ვასმევთ 1 ლიტრ საჭმელ ზეთს პირდაპირ პოლიეთილენის ბოთლიდან, ისე, რომ სასულეში არ გადასცდეს. წელზე ვაფენთ ცივ წყალში დასველებულ სქელ ტომარას, ვუკეთებთ ოყნას 5-8 ლიტრის ოდენობის ოთახის ტემპერატურის წყლით.
41. ახალშობილი ხბო დღეში 4-ჯერ უნდა ვკვებოთ. პირველ კვებას ვატარებთ დაბადებიდან არა უგვიანეს 1 საათისა, უშუალოდ მიშვებით ან ხსენის პირველი მონაწველით _ საწოვარას საშუალებით. პირველ კვებაზე _ 1,5 ლიტრი, შემდგომ დღეებში ყოველდღიურად 1 ლიტრის მიმატებით.
10 დღიდან ხბოს რძე ნებაზე ეძლევა. პირველი ოთხი დღე აუცილებელია ხბოს მიეცეს 0,5 . ანადუღარი წყალი ყოველდღიურად. მეოთხე დღიდან უკეთესია მივცეთ კარგი ხარისხის თივის ნაყენი (თივას ვასხამთ ადუღებულ წყალს და ვაჩერებთ 1-2 სთს). ერთი კვირის ასაკიდან ხბო თივას გემოს უსინჯავს. თუ გინდათ, ჯანმრთელი, სანაშენე ხბო გამოზარდოთ, რძეს ნუ დაინანებთ.
42. მარცვლეული (სიმინდი, ქერი, ხორბალი) მსხვილ რქოსან პირუტყვს, განსაკუთრებით მოზარდს, დაუფქველად არ უნდა მივცეთ. ვინაიდან მას მთლიანად ვერ ინელებს და დიდი რაოდენობით გამოყოფს ფეკალიებთან ერთად. თუ მარცვლეულის დაფქვის საშუალება არ გვაქვს, მაშინ მარცვლეული დარბილებამდე უნდა მოხარშოთ.
43. როდესაც ჩალას, ნამჯას, უხეშ თივას პირუტყვს დაუკუწავად ვაძლევთ, დიდია დანაკარგი. კარგ შედეგს მივიღებთ, თუ ამ საკვებს დავაქუცმაცებთ (5-7 სმ ზომაზე) და დავასველებთ თბილ, მარილიან წყალში (ყოველ 10 კგ საკვეზე 8-10 წყალი და 150-200 გრ. სუფრის მარილი). ასეთი დამუშავების შემდეგ ცხოველი საკვებს სიამოვნებით ჭამს, უკეთესად ინელებს და საკვების დანაკარგებიც ნაკლებია. შეიძლება საკვები ჩაიორთქლოს. ამისათვის ხის კასრში ყრიან დაქუცმაცებულ საკვებს და ყოველ 10 კგ საკვებზე ასხამენ 10 ადუღებულ წყალს, აჩერებენ 7-10 საათს. უკეთესია, თუ დაორთქლილ უხეშ საკვებს ქატოს მოყრით გავამდიდრებთ.
44. ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა ძროხის ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობაზე ახდენს გავლენას. განსაკუთრებით კი _ რძის პროდუქტიულობაზე. 24° ტემპერატურა რძის პროდუქტიულობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. 4°-ზე დაბალი ტემპერატურის დროს, თუ ცხოველი არ იღებს დამატებით საკვებს, წველადობა მცირდება. ასევე უარყოფითად მოქმედებს რძის პროდუქტიულობაზე 24°-ზე მაღალი ტემპერატურა. ჰაერის ტენიანობა აძლიერებს და აქვეითებს ცხოველებზე ტემპერატურის გავლენას.
45. წველის ჯერადობის გაზრდა 2-დან 3-მდე დღიურ მონაწველს 15-20%-ით ზრდის. 3-დან 4-მდე ნაწველი 5-10%-ით იზრდება. ეს განპირობებულია სარძევე ცურის მოცულობით და რძის სეკრეცის გააქტიურებით. ორჯერადი წველიდან ერთჯერადზე გადასვლისას პროდუქტიულობა მცირდება 40-50%-ით. აქედან გამომდინარე, ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ, რამდენჯერ მოვწველოთ ძროხა დღეში.
46. ახალშობილი ხბოები ცუდად არიან დაცული სიცივისაგან. მათ თხელი კანი, თხელი და მოკლე ბეწვი აქვთ. თითქმის არ გააჩნიათ კანქვეშა ცხიმი. ამიტომ თუ ცივ, ნესტიან ამინდში მათ სათანადო პირობები არ შეექმნათ, ისინი ცივდებიან და ავადდებიან სხვადასხვა დაავადებებით.
47. თუ ძროხას ერთ ვედრო სალაფავზე დავუმატებთ ერთი ღვინის ჭიქა (თლილი) ვაშლის ძმარს, წველადობა საგრძნობლად მოიმატებს. თუ ძროხის ყოველ 40 კგ ცოცხალ მასაზე საკვებში დაემატება 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1-2 წვეთი იოდის 5%-იანი ნაყენი, პირუტყვს მასტიტი გაუქრება და ძროხა წველას მოუმატებს, გაუმჯობესდება რძის ხარისხიც.
48. ზოგჯერ ახალშობილი ხბო უდედოდ რჩება; მისი ჯანმრთელად გამოზრდისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ხსენი, რომელიც შეიძლება დავამზადოთ შემდეგნაირად: ძროხის რძეს ემატება 15 მლ ვიტამინიანი თევზის ქონი (მისი შეძენა შეიძლება სამედიცინო აფთიაქებში), 5 გრ სუფრის მარილი და ქათმის ერთი ახალი კვერცხი. მიღებული მასა კარგად შერევის შემდეგ ეძლევა ხბოებს 400-500 მლ-ის ოდენობით დღეში 3-ჯერ 4-5 დღის განმავლობაში. შემდგომ ხბო უნდა გადავიყვანოთ ნატურალურ ძროხის რძეზე.
49. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფურების დროულად გაშრობას. ეს უნდა მოხდეს მოგებამდე 2 _ 2,5 თვით ადრე. იმ ფურების გაშრობა, რომლებიც ამ პერიოდისათვის იწველიან 3-4 . რძეს, ხდება სწრაფად. მეტი წველადობისას ძროხა თანდათანობით, წველის ჯერადობის შემცირებით უნდა გაშრეს.
50. ხბოს მოგების შემდეგ ძროხებს ხშირად უვითარდებათ მასტიტი (სარძევე დვრილის ანთება), და თუ დროზე არ უმკურნალეს, სარძევე დვრილი გამოდის მწყობრიდან. მასტიტის მკურნალობის ერთ-ერთი ნაცადი მეთოდი შემდეგია: სუფთა თიხას უნდა დაესხას ძლიერი ღვინის ძმარი თხელი ფაფის მიღებამდე. მიღებული მასა უნდა წაუსვან მთელ ცურს დილა-საღამოს იძულებითი წველის შემდეგ. უკეთეს შედეგს მივიღებთ, თუ თიხას გამოვაშრობთ და მასში მოვათავსებთ მაგნიტს. დამაგნიტებულ თიხას ვინახავთ ამ მალამოს დამზადებამდე.
51. ახალშობილ ხბოს დაბადების პირველი დღიდანვე უნდა შევაბათ საყელური ან თოკი, რასაც ადვილად ეგუება. მოგვიანებით ამ პროცედურის ჩატარება გაძნელდება, რადგან ხბო შემდგომში ძნელად ეგუება უცხო საგანს.
52. ხშირად ფიქრობენ, ვინაიდან ხბო დიდი რაოდენობით იღებს ხსენსა და რძეს, მას სასმელი წყალი არ სჭირდებაო. ხბოსთვის პირველი დღიდანვე აუცილებელია წყალი. ხბოს საწოვარათი უნდა მივცეთ ოთახის ტემპერატურის წყალი. კარგი შედეგი ახლავს სხვადასხვა მცენარეთა ნახარშებისა და ნაყენების მიცემას.
53. დაბადებიდან პირველი 3-5 დღის განმავლობაში ხბოებს კვებავენ 4-5-ჯერ დღეში. ერთ მიღებაზე ასმევენ 1-1,5 ლიტრ ხსენს. ხბო რაც მეტი ხალისით იღებს ხსენს პირველ დღეებში, მით უკეთესია; მაგრამ ხბოს ზედმეტად გაძღომა დაუშვებელია, რადგან კუჭის აშლილობა მოჰყვება. საკვების მაქსიმალური დღეღამური დოზა ხბოებისათვის 6-8 ლიტრია. ხბო არ უნდა დავტოვოთ მშიერი, რადგან შიმშილის გამო იგი წოვს და ლოკავს მის ირგვლივ არსებულ საგნებს, რომლებიც შეიძლება დაბინძურებული იყოს დაავადების გამომწვევი სხვადასხვა მიკროორგანიზმებით.
54. ხბოების ჯანმრთელობის კონტროლის გასაწევად უნდა ვიცოდეთ, რომ მათ სიცოცხლის პირველ დღეებში დღე-ღამეში 18-20 საათი სძინავთ. 1-3 დღის ასაკის ხბოს ორგანიზმის ტემპერატურა 38,5° _ 39.3-ია, პულსი _ 150 _ 170, სუნთქვა _ 50 _ 70 წუთში. ხბო სიცოცხლის პირველ დღეებში ფეკალიას გმოყოფს 3-ჯერ, შარდს კი _ 4-ჯერ.
55. გოჭების დაყრის ყავლი შეიძლება განვსაზღვროთ ნეზვებიდან რძის გამოყოფის მიხედვით. თუ დვრილიდან რძე გამოიყოფა ინტენსიური თეთრი ფერის წვრილი წვეთების სახით, მაშინ დაყრამდე დარჩენილია 1-2 დღე-ღამე. თუ რძე გამოიყოფა ნაკადად, მაშინ დარჩენილია 3-6 სთ. გოჭების დაყრა ძირითადად ხდება ღამით. ამ დროს მომვლელის მათთან ყოფნა აუცილებელია, რათა ავიცილოთ გოჭების გაჭყლეტა და ჩავატაროთ სათანადო ვეტერინარული ღონისძიებები. რძის გამოყოფა უნდა შევამოწმოთ ყოველ 3-4 საათში ერთხელ.
(გაგრძელება იქნება)
ჯაბა ჭეიშვილი, ასოციაცია "ელკანას" კოორდინატორი გურიის რეგიონში
ბროილერის გამოზრდა
მთავარიმეფრინველეობა, ახალი ტექნოლოგიები18.05.2012
________________________________________
ფრინველის წარმატებულად გამოზრდის აუცილებელი პირობები; ინკუბაცია,ვეტერინარული სამუშაოები, კვება,შენობის მომზადება და კლიმატური პირობები
სიტყვა ბროილერი ინგლიური წარმოშობისაა და ნიშნავს ცეცხლზე შეწვას, აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ბროილერების წარმოება დაიწყეს 1954-56 წლებში. აშშ-ში, კანადაში, ინგლისში, იაპონიაში საბროილერე მრეწველობამ ისეთი განვიტარება ჰპოვა, რომ ქათმის ხორცი დელიკატესიდან გადაიქცა ერ-თერთ ყველაზე იაფ პროდუქტად. თანამედროვე ბროილერი წარმოადგენს სახორცე ჯიშის წიწილების ჰიბრიდს, რომელთაც სპეციალურად ზრდიან 7-10 კვირამდე. უმეტეს შემთხვევაში ჰიბრიდისთვის სამამლე ფორმად იღებენ კორნიშის ჯიშის მამალს, ხოლო სადედედ - თეთრ პლიმუტროკს. არსებობს ბროილერების მრავალი კროსი. ფართოდ გავრცელებული იმპორტული კროსებია: ევრიბიდი, კობბ-500, არბორ-აიკრეს, რომელთაც ახასიათებთ ზრდისა და განვითარების მაღალი მაჩვენებლები.
გახსოვვდეთ ბროილერი არის ფინალური ჰიბრიდი, რომელთაც კვებავენ 42-56 დღეს. ამ დროისთვის წიწილების ხორცი არის ნაზი, მსუყე, მათში გროვდება ყველაზე მეტი ცილა. მეტხანს კვება არ ეფექტურია, ხორცი უხეშდება, წონამატი კლებულობს, იხარჯება ზედმეტი საკვები. აღსანიშნავია ისიც, რომ არ შეიძლება ბროილერის შენახვა მისგან კვერცხის და შემდეგ წიწილის მიღების მიზნით. ბროილერის კვერცხიდან მიღებულ წიწილებს, არ გადაეცემათ მშობლების ნიშან თვისეებები.
ფრინველის წარმატებულად გამოზრდის აუცილებელი პირობები:
ინკუბაცია (კვერცხის ზომა, გამოჩეკვის %, ტექნოლოგიური პარამეტრე-ბი.).;
წიწილების ადილამდე მიყვანის სისწრაფე;
შენობის მომზადება;
შენახვის პირობები (გალიის, იატაკის, ფრინველის ჩასმის სიმჭიდროვე);
შენობაში საჭირო მიკროკლიმატის უზრუნველყოფა;
კვება;
ვეტერინალური სამუშაოები;
ბროილერი წიწილების სასტარტო პერიოდში გამოზრდის თავისებურებანი (0-14 დღე)
წიწილების მიღებისთანავე გულდასმით დაათვალიერეთ. მათ უნდა ჰქონდეთ მუქი თვალები, ბუმბული ფუნფულა, არ უნდა გააჩნდეთ გენეტიკური დეფექტები.
წიწილების მიღებამდე შენობას უნდა გაუკეთდეს დეზინფექცია და გათბეს 340 -მდე. შენობა წიწილებისათვის უნდა მოეფინოს მუყაოთი ან სწელი ჰგროსკოპი-ული ქაღალდით. თუ მუყაო არ არის შეიძლება გამოიყენოთრამდენიმე ფენა გა-ზეთი, უკეთესია გოფრირებული ქაღალდი მასზე უკეთ ჩერდება საკვები და წი-წილებიც უკეთ მოძრაობენ. საფენი ქაღალდი უნდა შეიცვალოს 7-10 დღეში, წი-ნააღმდეგ შემთხვევაში ის ძლიერ დაბინძურდება ნაკელით. დაბინძურებულ ქა-ღალდზე წიწილებს უჭირთ მოძრაობა, ასევე შეიძლება მათ დაიზიანონ თითები საიდანაც შეახწევს ბაქტერიები, რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოიწვიოს წონამატის კლება.
კიდევ ერთი თავისებურება. სანამ წიწილებს მიეცემათ საჭმელი, მათ უნდა დალიონ წყალი. წიწილებ ჩასმის შემდეგ საჭმელი უნდა მიეცეს ორი საათის შემდეგ, რათა წიწილებმა მოასწრონ წყლის დალევა.
წიწილების მიღების შემდეგ ისინი უნდა უზრუნველყოთ წყლით. საკვები უნდა მიეცეს ორი საათის გასვლის შემდეგ არა მარტო ლანგრზე, არამედ ქაღალდზეც (საფენზე) მობნევით რათა სუსტმა წიწილებმაც დაიწყონ კენკვა, კენკვის რეფლექსი მათში გენეტიკურია. წყლის პირველი ულუფა უნდა იყოს დატკბილული შაქრით ან გლუკოზით.( 1 სუფრის კოვზი ლიტრ წყალზე). მეორე ულუფა უნდა იყოს ასკორბინის მჟავით ან ვიტამინ - თი (ლიმონის წვენი ან ლიმონ მჟავა, ოდნავ მომჟაო გემოს ხსნარი), ეს ყოველივე გამოიწვეს წიწილებში შიმშილს. ანუ, სანამ წიწილები სვავენ წყლის პირველ ულუფას, გადის ორი საათი, საჭმლის მიცემის მომენტში ეძლევათ წყალი ასკორბინის მჟავით. ეს და-დებითად მოქმედებს ცხოველებზე. თუ წიწილებმა გადაიტანეს ხანგრძლივი მგზავრობა, ისინი იჭყუმპალავებენ წყალში და დასველდებიან, ამის თავიდან ასაცილებლად წიწილები უნდა მივწი-მოვწიოთ ხელით. თუ მაინც დასველდენ ნუ დასვავთ ნათურის ქვეშ და ნუ შეფუთავთ, უმჯობესია გულმოდგინედ გაამ-შრალოთ საფენით და გაუშვათ დანარჩენებთან. ისინი ერთმანეთს გაათბობენ და გააშრობენ.
ნიპელის ან ჯამისებრი სარწყულებლის გამოყენებისას აუცილებელია წყლის მიწოდების დარეგულირება. ჯამები ყენდება წიწილის თვალის დონეზე, ხოლო ნიპელის სარწყულებელი - ზურგის დონეზე. წიწილების ზრდასთან ერთად სარ-წყულებლის სიმაღლე უნდა არეგულიროთ. გახსოვდეთ, შენობა უნდა იყოს ნა-თელი, რათა ჩანდეს წყლის ანარეკლი. ყოველ ნიპეზე უნდა მოდიოდეს 20-22 წიწილი. უმჯობესია ყველა ფრინველის მიღება მოხდეს ერთ დღეს, თუმცა ერთი-ორი დღეც არაა პრობლემა.
რაციონში ვიტამინების დისბალანსის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს რაქიტი, პროფილაქტიკისათვის თვალყური უნდა ედევნოს მკერდის ძვლის ან კილის მდგომარეობას, მცირედი გადახრის შემთხვევაშიც კი, საჭიროა რაციონში ვიტამი-ნების დაბალანსირება. გალიაში შენახვისას შეიძლება ფრინველი დაეცეს ფეხები-დან, ეს არ ნიშნავს რაქიტს, შეიძლება იყოს ელემენტარულიგალიის დაღლილობა”. ეს განკურნებადია თუ წიწილს გაუშვებთ ცოტა ხნით მყარ საგებზე და საკვებში აურევთ ანტისტრესულ პრემიქს. (ვიტამინები და მინერალური ნივთიე-რებები). სიცოცხლის პირველ დღეებში ყურადღება უნდა მიექცე ბუმბულის სა-ფარს. თუ ბუმბული ვითარდება არათანაბრად (დიდი ფრთები ჩამოკიდებულია იატაკამდე) და ბუმბულიც არაა ტანზე თანაბრად მიმჯდარი, ზღარბივითაა აბ-ურძგნული ყველა მიმართულებით, მაშინ ყურადღება უნდა მიექცეს გოგირდ-შემცველი ამინომჟავების ბალანს (მეთიონინი, ცისთინი).
თუ შეიმჩნევა ფრინველის მიერ ერთმანეთის კორტვნა, უნდა მიექცეს ყურა-დღება ტანის რა ნაწილს კორტნიან, რადგან შარდმჟავა დიათეზის დროსაც აღინიშნება კორტვნა. ამის მიზეზია კლოაკიდან თეთრი ბუშტოვანი სითხის გა-მოყოფა რომალსაც წიწილები აღიქვამენ როგორც საკვებს. აგრეთვე კორტნიან ნებისმიერ გაწითლებულ უბანს კანზე. თუ ფრინველი აძრობს და ჭამს ბუმბულს, ხოლო შემდეგ კორტნის მაგ ადგილს, მაშინ რაციონი განიცდის ცილების ნაკლე-ბობას. კორტნა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა სინათლემ ან მინერალური ნივ-თიერებების ნაკლებობამ ორგანიზმში. ასეთ შემთხვევაში ამცირებენ სინათლეს ან აძლევენ წყალში ერთჯერადად მარილს. ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანებულ ფრინველს უნდა გაუკეთდეს იზოლირება, დაზიანებული ადგილები დამუშავდე კუპრით. კუპრი აბრთხობს აგრესიულ ეგზემპლარებს.
წიწილების გამოზრდიას ყურადღება უნდა მიექცეს ოსციტის (მუცლის წყალ-მანკის) პროფილაქტიკას. ოსციტი ჩნდება ენერგო - პროტეინული შეფარდების დარღვევისას. პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ სრულადბალანსირებული რაციონები.
ზოგადი მოთხოვნები შენობისათვის შენობები მოზარდისთვის შეიძლება იყოს მრავალნაირი დაწყებული - ძველი რეკონსტრუირებულიდან დამთავრებული ახლებით, მთავარია ისინი აკმაყოფი-ლებდენ შემდეგ მოთხოვნებს:
უნდა იყოს საკმარისი ადგილი ფრინველის საკვებად და სარწყულებლად;
მიკროკლიმატი (ტემპერატურა, ტენი, საჰაერო გარემო, თერმოიზოლაცია და ..) შენობაში უნდა აკმაყოფილებდეს ფრინველის შენახვის მოთხოვ-ნებს;
განათების მოწყობილება უნდა უზრუნველყოფდეს შენობის თანაბარ განათებას;
წიწილების მიღებამდე მიმდებარე ტერიტორიას და ინვენტარს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია
ეკონომიკურად უფრო მომგებიანია ფრინველის გალიაში შენახვა, მაგრამ შე-საძლებელია გამოყენებულ იქნეს ფრინველის იატაკზე, საფენზე შენახვა და შემ-დეგი პირობების დაცვა:
საფენი მასალა უნდა დაეფინოს საფრინველის სრულად გაშრობის შემდეგ, იგი უნდა იყოს სუფთა და ობის გაეშე;
საფენი უნდა დაეფინოს თანაბრად 5 სმ სისქეზე;
საფენის არათანაბრდ გაშლა ხელს უშლის ფრინველებს საკვებთან და წყალ-თან მისვლაში.
საფენად ვარგისი მასალები:
ბურბუშელა;
ნამჯა;
ნახერხი;
მზესუმზირის ჩენჩო;
დაქუცმაცებული სიმინდი ტარო;
მიკროკლიმატი შენობაში
გათბობა აუცილებელია ჩაირთოს წიწილების მიღებამდე 24 საათით ადრე, რათა შენობამ მოასწროს გათბობა. ერთდღიანი წიწილებისათვის განსაკუთრებით აუცილებელია ჰაერის ტემპერატურის უზრუნველყოფა 32-34 გრადუსის ფარგლებში და მისი სტაბილურად შენარჩუნება, რყევების მინიმუმამდე დაყვანით. ასევე აუცილებელია ტემპერატურის თანდთანობითი შემცირება, რადგან ეს ხელს უწყობს წიწილებში თერმორეგულირების სისტემის სწრაფ ჩამოყალიბებას. ძლიერ მაღალი თემპერატურა მავნებელია, რადგან ეს იწვევს ფრინველის გადაშრობას. დაბალი კი ასუსტებ წიწილებს. თუ წიწილებს მცირე ხნით მაინც შესცივდათ, დაიკლებ ზრდის ტემპი.
ჩასმის სიმჭიდროვე
ჩასმის სიმჭიდროვე არის ერთერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ფრინველის გამოზრდის რენტაბელურობისა. ფრინველის გადაჭარბებულად მჭიდროდ ჩასმისას მცირდება ზრდის ინტენსივობა, უარესდება საკვების ათვისება, იზრდება დაავადებათა რისკი, უარესდება საფენის მდგომარეობა და რთულდება ფრინველის მოვლა. ყოველივე ეს გამოიწვევს გეგმიური წონამატის შემცირებას, დაცემის გაზრდას, საკვების გადახარჯვას ერთეულ წონამატზე და საბოლოოდ მოგების შემცირებას.
პირველი 6 კვირის განმავლობაში იდეალურად ითვლება 142 სმ2 ერთ ფრთაზე, 7-დან 18-კვირის ასაკამდე 284 სმ2 . კვების ფრონტი ყოველ წიწილზე უნდა იყოს პირველი 6 კვირა 5 სმ, 6 კვირის შემდეგ 10 .
ტემპერატურული რეჟიმი
მთელ შენობაში ტემპერატურა უნდა იყოს თანაბარი, დასაშვებია განსხვავება 3-4 გრადუსი. წიწილებზე დაკვირვებით შესაძლებელია განისაზღვროს მათი მოთხოვნილება ტემპერატურაზე. დაბალ ტემპერატურაზე წიწილები გროვდებიან და ცდილობენ ერთმანეთზე ასვლას. მაღალზე კი - მძიმედ სუნთქავენ, აღებენ პირს, ცდილობენ მოშორდენ გათბობის წყაროს.
რეკომენდირებულია ყოველ კვირას ტემპერატურის 20-ით შემცირება რეკომენდირებულთან შედარებით.თეთრი და ყავისფერი წიწილები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ტემპერატურაზე მოთხოვნილებ. ყავისფერებს მეტი სითბო ესაჭიროებათ.
გათბობაზე ეკონომიისას შესაძლებელია საფრინველის დროებით შუაზე გადატიხვრა, სანამ წიწილები პატარები არიან. ამ დროს გასათვალისწინებელია სიხშირე, კვების და დარწყულების ფრონტი, ვენტილირების წარმადობა.
ტენიანობა
პატარა წიწილები ძალიან მომთხოვნი არიან ტენის მიმართ. გამომშრალი ჰაერი აშრობს ლორწოვან გარსს, რაც იწვევს ფრინველის დაავადებას. წიწილის მიღების მომენტში ფარდობითი ტენიანობა უნდა იყოს:
პირველი 10 დღის განმავლობაში - 70-75%;
შემდგომში - 50-60%;
პრაქტიკაში ტენიანობის სარეგულირებლად შემდეგ ხერხებს იყენებენ:
აყენებენ წყლის საფრქვევს;
პერიოდულად ასველებენ კედლებს ფუნჯით;
ვენტილირება და ნაკელის დროული გატანა;
დარწყულება
ბროილერებს ესაჭიროებათ საკმაო რაოდენობით ხარისხიანი წყალი. წყალი ფრინველს უნდა მიეწოდებოდეს შეუზღუდავათ, წყლის მიწოდების შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის ინტესივობის შეფერხება. წყლის ხარჯი იზრდება ტემპერატურის ზრდასთან ერთად - 21 გრადუსის ზევით 6-7%-ით ყოველ ერთ გრადუსზე.
ერთდღიანი წიწილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე აუცილებელია სარწყულებლების შევსება რათა წყალმა მიიღოს შენობის ტემპერატურა, მაგრამ არა ნაკლებ 25 გრადუსისა.
განათება
როგორც წესი განათების რეჟიმი შედგება ხანგრძლივი და მოკლე (0.5-1.0 საათი) პერიოდისაგან, რომელიც აძლევს საშუალებას ფრინველს მიეჩვიოს სიბ-ნელეს სინათლის გამორთვის შემთხვევაში. გამოზრდის პირველ პერიოდში სი-ნათლის ინტენსივობა უნდა იყოს მაღალი, რათა წიწილებმა ადვილად მიაგნონ საკვებურები და სარწყულებლები.
პირველი 24 საათი სინათლე უნდა ენთოს მუდმივად. თეთრი წიწილებისთვის განათების ნორმაა 10 ლუქსი, ყავისფერებისთვის 40 ლუქი. იდეალურია ყავისფერებისთვის 40-50 ლუქსი. (თვალის სიმაღლეზე)
ვენტილაცი
ჰაერი საფრინველეში ითვლება ნორმალურად ტემპერატურის, მტვერის კონცენტრაციის და გაზების შესაბამისობისას ტექნოლოგიურ პირობებთან.
ვენტილაცია - ერთერთი კრითიკული ფაქტორია ბროილერების შენახვისას და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
უზრუნველყოფდეს ცხოველებს სუნთქვისათვის საჭირო რაოდენობით ჟანგბადით;
აშორებდეს ჭარბ სითბოს;
აშორებდეს ჭარბ ტენს ჰაერიდან;
შეამციროს მინიმუმამდე ჰაერის დაბინძურება მტვერით;
შეამციროს მავნე აირების კონცეტრაცია დასაშვებ ზღვრამდე;
გაახანგრძლივოს მოწყობილობის ეკსპლუატაციის ხანგრძლივობა;
ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დაცვისას იზრდება ფრინველის ზრდის ტემპი, სიცოცხლის უნარიანობა, საკვების ათვისება.
ვენტილაცია თბილ ამინდში
დანინულებაა დაიცვას შენობა გადახურებისაგან და უზრუნველყოს კონფორ-ტული პირობები ფრინველთათვის არსებული საშუალებებით:
ჩასმის სიხშირის შემცირებით;
დაიჩრდილოს კედლები მზის სითბურიდასხივების შესამცირებლად;
გაიზარდოს სავენტილაციო სისტემების წარმადობა;
ვენტილაცია ცივ ამნდში
დაბალი სიჩქარით მიძრაობისას ჰაერი ხვდება საფენზე, აცივებს და ანესტია-ნებს მას. მაღალი სიჩქარით მოძრაობისას წარმოიქმნება ორპირები,რომელიც უა-რყოფითად მოქმედებენ წიწილებზე. სითბური დანაკარგების შესამცირებლად საჭიროა შევამციროთ შენობიდან ჰაერის გაპარვა (ნახვრეტები და ნაპრალები შენობაში)
მავნე აირების კონცეტრაია შესამჩნევად აისახება ფრინველის ჯანმრთელობაზე:
ნახშირორჟანგი ამცირებს მადას, იწვევს ძილს, 4.5% ზევით კონცეტრაციისას იწვევს სიკვდილს, მოგუდვას;
ამონიუმი - ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და დაზიანებას, ადიდებს მგრძნობიარობას ბაქტერიულ დაავადებებისადმი;
მტვერი - აზიანებს ფილტვებს და ართულებს სუნთქვას.
კვება
საკვებურები და სარწყულებლები საჭიროა განაწილდეს თანაბრად მთელ ტერიტორიაზე რათა ყველა წიწილას ჰქონდეს მათთან მისვლის საშუალება. უშუალოდ მიღების თანავე საჭმლის მიცემა არ შეიძლება, უნდა დავიცადოთ 2-3 საათი სანამ წიწილები არ იპოვიან სარწყულებლებს და არ დალევენ წყალს. პირველი 14 დღის განმავლობაში საკვები ეძლევათ მუყაოს ან პლასტმასის ლან-გრებით, საკვების ფენა უნდა შედგენდეს 5-6 სმ-.
კომბსაკვები უნდა იყოს კარგი ხარისხის, ღერღილი ან მსხვილად დაფქული ფქვილი. ბროილერის ასაკისდა მიხედვით იყენებენ სამი ტიპის კომბსაკვებს შემ-დეგი თანამიმდევრობით: წინასასტარტეს (1-4 დღე), სასტარტეს (5-28 დღე), და საფინიშო (29-56 დღე). წინასასტარტე კომბსაკვები არ უნდა შეიცავდენ მინერა-ლურ დანამატებს - ცარცს, ნიჟარებს, ძვლის ფქვილს.
გრანულირებული საკვებით კვებისას ბროილერების პროდუქტიულობა მაღალია შემდეგი მიზეზებით:
ფრინველი მოიხმარს მეტ საკვებს და იოლად ითვისებს საკვებ ნივთიერე-ბებს;
მცირდება საკვების დანახარჯი;
ფრინველებს არ აქვთ საშუალება საკვების გადარჩევისა გემოს მიხედვით და ითვისებენ სრულყოფილ საკვებს;
ნაკლებად ქექავენ საკვებს.
ბროილერების გამოზრდისას დანახარჯების 70% მოდის საკვებზე და დამოკი-დებულია შემდეგზე:
კომბსაკვების ხარისხზე, ფასზე და ხელმისაწვდომობაზე;
საარსებო გარემოს ტემპერატურაზე;
სასურველ დასაკლავ წონაზე;
გამოზრდის ხანგრძლივობაზე.
ზოგიერთი მოთხოვნა საკვებისადმი ფრინველის კვებისას
წიწილების მოთხოვნილება პროტეინზე შეადგენს 18%. ლიზინის სარეკომენ-დაციო დოზის შემცირება არ გამოიწვევს ფრინველის სიკვდილს, მაგრამ შეამცი-რებს ზრდის ტემპებს.
ნებისმიერი პერიოდის რაციონის შედგენისას აუცილებლად უნდა მოხდეს ენერგიისა და ამინომჟავების ბალანსირება. თუ გამოვიყენებთ მეტიონინს და ლი-ზინს, მაშინ შესაძლებელია რამდენადმე შევამციროთ პროტეინის შემცველობა რაციონში. აუცილებელია რაციონში მინერალური ნივთიერებების ჩართვა. კალცი-უმის სარეკომენდაციო ნორმაა 1%, ფოსფორის 0.4%, 0.35 და 0.3%. ნებისმიერ საკვებში აუცილებელია მარილი, მისი შეყვანის ნორმაა 0.2%-დან 0.3%-მდე. მა-რილი უნდა იყოს ძალიან წმინდად დაფქვული და დიდი სიზუსტით შეყვანილი რაციონში.
სიმინდი ითვლება ფრინველისათვის ყველაზე კარგ საკვებად, მას ვერ შეედრაბა ვერცერთი სხვა მარცვლეული. მარცვალი ძირითადად არის ენერგიის წყარო, რადგან სიმინდი შეიცავს მცირე რაოდენობის უჯრედანას ამდენად ის არის დიდი ენერგიის მომცემი. ყვითელი სიმინდის პიგმენტი სასიამოვნო გარეგნობას აძლევს ნაკლავს და მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის.
შესაძლებელია რაციონონების სხვა მარცვლეულზე აგება, მაგრამ მაშინ გაიზრდება საკვების ხარჯი, რადგან არცერთი სხვა მარცვალი არ შეიცავს ამდენ ენერგიას.
იმისათვის, რომ შევადგინოთ რაციონები მსგავსი სიმინდისგან შემდგარი რაციონებისა, საჭიროა როგორმე ენერგიის გაზრდა. ამის მიღწევა შეიძლება ცხიმების დამატებით.
საუკეთესო ვარიანტია სიმინდის და სოიოს შროტის ნარევი, ეს საუკეთესო ინ-გრედიენტებია. რა თქმა უნდა მეურნეს რომელსაც აქვს დიდი რაოდენობით საკუთარი, იაფი რომელიმე მარცვალი დანახარჯების შემცირების მიზნით შეუძლია მათი გამოყენება. მართალია ფრინველი იზრდება რამდენადმე ნელა, მაგრამ საკ-ვების სიაფით ხდება ამის კომპენსირება
რეჟიმი ინკუბაციისა ბატი კვერცხი
ეს შეკითხვა ინტერესების NS SEMKINU - s.Andreevka Shirokovsky რაიონში Dnepropetrovsk რეგიონში., VP MARTYNENKO - . Orekhovo კიროვის რაიონის Zaporozhye რეგიონში., საოჯახო Bondar - Semenov რაიონში Poltava რეგიონში.
პირველი ორი პუნქტის - ბოლოს მასალის შერჩევა და მომზადება კვერცხის ინკუბაციისა.
უნდა წარმოქმნილი გათვალისწინებით, ქათამი, ინდაურები და Guinea Fowl დოკუმენტის ნახვა ჩვეულებრივ წარმოქმნილი დილით და შუადღეს, მწყერი - დღის მეორე ნახევარში, და იხვი დაიწყოს ჩაუყარა ღამით და 3-4 საათი დასრულებას 8-9 საათის დილით . უკეთესი გამოყენების ინკუბაციის, კვერცხი დაედო 8 საათის დილით.
Goose და იხვი კვერცხები საწყისი დაბინძურებული shell გარეცხილი ადრე ინკუბაციის. თუმცა, სარეცხი უნდა სუვერენიტეტის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც ჭურვი არის დაბინძურებული ზე მეტი 50 პროცენტი. ზედაპირზე. ამისათვის ყურადღებით ისე, რომ არ დაზიანდეს ყველაზე ჭურვი, რომელიც მოიცავს shell-cuticle. დიდი რაოდენობის ინსტრუმენტები დასუფთავების კვერცხები ითვლება საუკეთესო-of 1-1.5 პროცენტი. გადაწყვეტა წყალბადის ზეჟანგით. შეიძლება გაიწმინდა მიერ სარეცხი off ჭუჭყისა და ოდნავ ვარდისფერი გადაწყვეტა კალიუმის permanganate (კალიუმის permanganate). მანამდე კვერცხები უნდა dipped სუფთა წყლის ტემპერატურა 5-6 ° მეტია ტემპერატურა კვერცხები.
ამ დაშტრიხვის ქაღალდის, ბატი კვერცხი დაედო ჰორიზონტალურად და თუ იქცეს მათ პროცესში ინკუბაცია ხდება ხელით, სასურველია და გარეცხილი კვერცხები obsushennye ნიშნის ერთად ფანქარი ორივე მხარეს სხვადასხვა ფერის, ვთქვათ, ერთ მხარეს წითელი მეორე - ლურჯი. დააყენა კვერცხები ლუქი დაფარვის თარიღი.
იმის გამო, რომ დიდი მასა ბატი კვერცხები პირველი ხუთი დღის ინკუბაცია არის საჭირო სერიოზულ დაძაბულობაში გადაიზარდა, რაც უფრო მეტი სითბო, ვიდრე ქათამი. ნორმალურ განვითარებას ემბრიონების აუცილებელია შემდეგ ჩამოყალიბებულია კვერცხები ინკუბატორში არიან, ასე რომ მათ ნამდვილად გაათბო 3-4 საათის განმავლობაში დაახლოებით 37.8. ეს მიიღწევა იზრდება ტემპერატურა ინკუბატორი დან 38.5-39o (დროებით დახუროს ხვრელები). გარდა ამისა, ტემპერატურის ინკუბატორი შეინარჩუნა at 37.8-38o. სინესტე ინკუბატორში უნდა იყოს შორის 60-65 პროცენტი. თუ ვერ გავზომოთ ტენიანობის შინაარსი psychrometer, გამოიყენეთ მშრალი და სველი თერმომეტრები და განსაზღვრავს მტკიცებულება მაგიდაზე.
ამგვარად, ტემპერატურის შესახებ moistened ნათურა უნდა იყოს 32 ° 31 ტემპერატურაზე ჰაერის ოთახში, სადაც ინკუბატორის 15.
გარდა ამისა, ტემპერატურის ინკუბატორი შეინარჩუნა 37.7-38o. მესამე დღეს ტემპერატურა შემცირდა შესახებ 37,7-37,8 და ტენიანობის - მდე 29-30 პროცენტი. მესამე დღეს საინკუბაციო კვერცხის გაგრილებას ჰაერში 32-34o, ხანგრძლივობა გაგრილების - 15-20 წუთის დღეში ერთხელ.
დაწყებული 5 დღიანი ინკუბაციის კვერცხები cool მიერ spraying ერთად სუსტი გადაწყვეტა კალიუმის permanganate. გარდამტეხი კვერცხები სასურველია განახორციელოს 3 საათის განმავლობაში, მაგრამ სულ ცოტა ექვსი ჯერ დღეში.
მეექვსე დღეს, რათა ტემპერატურა to 37.6 , სველი - მდე 29o. სინესტე რეგულირებადი შეცვლა ფართობი
ხელოვნური საინკუბაციო ქათმის და თურქეთის კვერცხი
არის პიკი გამომავალი ყველა სახის ახალგაზრდა ფრინველი. დაბადების ახალი ცხოვრების ყოველთვის fraught ერთად სირთულეების და შიშები. In გადამუშავება ქათამი ფრინველის წყვეტს ყველა პრობლემას, ხელმძღვანელობს ბუნებრივი ინსტიქტი ამისთვის procreation. With გაყვანის ხელოვნური ინკუბატორების წელს ბევრია დამოკიდებული ტექნიკა და ადამიანის ფაქტორით. In წერილებს და ტელეფონის ადამიანები ჩივიან, რომ ყველა მათგანი მოახერხებს ამ დელიკატური საკითხია. ვიღაც კვერცხი გაყინული დასაწყისში ინკუბაცია, ზოგი იღუპება თითქმის ჩამოყალიბდა chicks, ბოლო დღეებში ინკუბაცია.
ასე რომ, ნინა Sirko საწყისი დონეცკის ჩივის, რომ ემბრიონების გარდაიცვალა ინკუბატორი ამისთვის კვირით ადრე გაყვანა.
ჩვენ აღმოჩნდა გამოცდილი ფრინველის LV Dzhabrailovoy უზრუნველყოს განახლება ძირითადი შეცდომები, რომ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილის ემბრიონების, და გზები, რათა მათ მიმართონ.
ოპტიმალური პარამეტრების ტემპერატურის, რომელშიც ნაყოფი ვითარდება ჩვეულებრივ - დან 37 დან 40o. დაახლოება ზედა ზღვარი ტემპერატურა, უფრო ინტენსიური ემბრიონის ვითარდება. თუმცა, ძალიან ძლიერი გათბობის of კვერცხი იწვევს პათოლოგიური განვითარების ემბრიონების და მათი დეფორმაციის. პირველ 12 საათი ინკუბაცია, ემბრიონის შედარებით ადვილად შეეგუება სითბოს, მეორე ან მესამე დღეს overheating არასწორია მისი განვითარება და შედეგად deformity ხელმძღვანელის, მეოთხე - მეხუთე - ჰიპოპლაზია მუცლის ღრუს და გადაადგილების შინაგანი ორგანოების. მეორე ნახევარში საინკუბაციო ტემპერატურა არ არის მაღალი სიჩქარით, და აფერხებს ზრდის ემბრიონის.
დაბალი ტემპერატურის ნებისმიერ პერიოდში ინკუბაცია, retards ზრდას და განვითარებას ემბრიონების. ემბრიონების ირიცხება გაგრილებას ოთახის ტემპერატურის ერთი ან ორი დღით, მაგრამ ამავე დროს მცირდება hatchability და ინკუბაციის პერიოდი სიგრძივი. დროს ინკუბაცია, სუნთქვას ემბრიონების იზრდება, ამიტომ ნაკლებობა საჰაერო მივყავართ შემცირება ჟანგბადის ტელეფონი. ნაკლებობა ჟანგბადის გავლენას ახდენს ზრდის და განვითარების ემბრიონის.
მაიორმა დარღვევის ინკუბაცია, გავლენას ახდენს გამომავალი:
გვიან გაყვანას. გახანგრძლივება შენახვის კვერცხი ადრე ჩამოყალიბებულია, რომ საინკუბაციო, დაბალი ტემპერატურის კვერცხის ინკუბაციისა.
ადრეული დასკვნას. მაღალი ტემპერატურის დროს მეორე პერიოდი ინკუბაცია.
რთულია, გაფართოებული გამომუშავება. დარღვევა საჰაერო სინესტე დროს ინკუბაცია, ჩაყრის წუნდებული კვერცხები.
გამოყვანილი ქათამი სუსტია, კვდება პირველ დღეებში გაშენება. ინკუბაცია წუნდებული კვერცხები.
ბევრი unfertilized კვერცხები. არასათანადო შორის ურთიერთობა roosters და ქათამი წელს სამწყსოს, დარღვევის ვიტამინის მიწოდების ქათამი.
შემდეგ გაყვანის წელს ქათამი არსებობს არეულობის ნაწლავის. ინფექციური პათოლოგიის, დარღვევის სინესტე პირობები.
ანთება ჭიპის ტვინის და მუცლის კედლის ქათამი. Unsanitary პირობები დროს გაყვანა, დაბინძურების ტვინის droppings, litter.
ოპტიმალური რეჟიმი საინკუბაციო ქათმის და თურქეთის კვერცხები:
მდებარეობა პირველი და მერვე დღეს მშრალი ბოლქვი ტემპერატურა შენარჩუნებულია დონეზე 37,6-37,9, სველი - 29-30 გრადუსი. მომდევნო დღეებში, მშრალი ბოლქვი ტემპერატურა იყო დაიკლო დაახლოებით 37,5-37,6. სველი ბოლქვი ტემპერატურა - მდე 30 გრადუსი.
კონტროლის ტემპერატურის გაზომვა ტემპერატურის on კვერცხი ზედაპირზე. იყიდება გაზომვა კონტაქტის სამედიცინო თერმომეტრი წლის 1 დან მე -13 დღეს ინკუბაცია, ეს არის 37.5-38o (ბოლომდე თერმომეტრი უნდა შეეხოთ კვერცხი). მე -14 to მე -20 დღე - დაახლოებით 38-38,5, საწყისი 20th რათა 27th - 38.5-39o. ქაღალდის კვერცხის სასურველია ჩაებარებინა მდე 15 ჯერ დღეში. ქათმის კვერცხი ირიცხება გამომავალი მე -19 დღეს, თურქეთში - დან 26 დღეში. ტემპერატურა ამ შემთხვევაში ინახება დაახლოებით 37,2-37,3. ტენიანობის - 30 პროცენტით. როდესაც ტემპერატურა მასობრივი მოცილება შემცირდა 36.8, 37 °. ტენიანობის წელს ტენიანი თერმომეტრი არის 32 პროცენტი.
როდესაც ლუქი და მშრალი off მდე 70 პროცენტი. ახალგაზრდა, ტემპერატურა ინკუბატორი გაიზარდა დაახლოებით 37,2, ტენიანობა იყო დაიკლო დან 30 პროცენტით. რათა უზრუნველყოს კარგი ვენტილაციის რეჟიმი, თქვენ უნდა დასვენების დღე ერთხელ ინკუბატორი, კარი და საშუალებას იძლევა cool კვერცხი 20 წუთი. მესამე კვირას - ამისთვის ქათამი, მეოთხე - ამისთვის თურქეთმა. ინკუბატორი უნდა off მდე 40 წუთი.


No comments:

Post a Comment